ძებნის რეზულტატი:

მოლდოვამ და საბერძნეთმა გაზის მიწოდების სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმეს

მოლდოვამ და საბერძნეთმა გაზის მიწოდების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მოლდოვის სახელმწიფო კომპანია Energocom-ის განცხადებაშია ნათქვამი. „მოლდოვა და საბერძნეთი ბუნებრივი გაზის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ, მათ შორის, თხევადი გაზის ჩათვლით, აგრეთვე გაზის შენახვის ობიექტების გამოყენებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენების მიმართულებით. დოკუმენტზე ხელმოწერა ჩვენს შორის ნაყოფიერ და სტრატეგიულ თანამშრომლობას ცხადყოფს,“ - განაცხადა კომპანიის დირექტორმა ვიქტორ ბინზარმა. ამ თანამშრომლობის წყალობით, Energocom მოლდოვის შიდა ბაზრის საჭიროებებ დააკმაყოფილებს და მისი წყაროებისა და მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას უზრუნველყოფს.  

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

2 დეკემბერს თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 2023 წლის "პრომეთეს" მფლობელები გახდნენ: საუკეთესი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი: ლოტო – რეჟ. ზაზა ხალვაში სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: შაშვი შაშვი მაყვალი – რეჟ. ელენე ნავერიანი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი: სუფრა – რეჟ. მარიამ ბიწაძე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: გაქცევა – რეჟ. სალომე კინწურაშვილი საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი: რეკვიემი ზაფხულის ცხელ დღეებს – რეჟ. გიორგი ფარქოსაძე სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, ჟიურის სპეციალური აღნიშვნა ღიმილიანი საქართველო – რეჟ. ლუკა ბერაძე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი იგი – რეჟ. აკი მანუკი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, ჟიურის სპეციალური აღნიშვნა მე ძალიან ნიჭიერი ვარ დაკარგვაში – რეჟ. გიორგი ფარქოსაძე ევროკავშირის ჯილდო "ადამიანის უფლებები კინოში" მხატვრული ფილმი – უსასრულო საზღვრები – რეჟ. აბას ამანი დოკუმენტური ფილმი – ღიმილიანი საქართველო – რეჟ. ლუკა ბერაძე საქართველოს კინოინსტიტუტის ჯილდო მე ძალიან ნიჭიერი ვარ დაკარგვაში – რეჟ. გიორგი ფარქოსაძე საქართველოს დოკუმენტური ასოციაციის ჯილდო აპოლონია, აპოლონია  

პარიზში ეიფელის კოშკთან კაცი ტურისტებს დაესხა თავს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

პარიზში, ეიფელის კოშკთან თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანენი ავრცელებს. მისი თქმით, თავდასხმის შემდეგ პოლიციამ ელექტროშოკის გამოყენებით მალევე დააკავა საფრანგეთის მოქალაქე, 26 წლის კაცი. ის ტურისტ წყვილს დანით დაესხა თავს და სასიკვდილოდ დაჭრა გერმანიის მოქალაქე. დარმანენის თქმით, კაცმა დაკავების შემდეგ პოლიციას განუცხადა, რომ ის ღაზის სექტორში არსებული ვითარებით არის შეშფოთებული, ასევე აცხადებდა, რომ დამწუხრებულია, ვინაიდან „ამდენი მუსლიმი კვდება ავღანეთსა და პალესტინაში.“ შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილს 2016 წელს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი სხვა თავდასხმის მომზადებისთვის.  

ლოიდ ოსტინი: ახლა გადამწყვეტი ათწლეულია, რომელიც მსოფლიოში უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ახლა გადამწყვეტი ათწლეულია, რომელიც ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს. ოსტინმა რეიგანის სახელობის ეროვნული უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ ახლა ისრაელსა და უკრაინაში დემოკრატიები დაუნდობელ მტრებს ებრძვიან, რომლებიც მათ განადგურებას ცდილობენ. „ჰამასს“ ან პუტინს გამარჯვების საშუალებას არ მივცემთ, ჩვენს მტრებს ჩვენი დაყოფისა და დასუსტების საშუალებას არ მივცემთ. ამიტომ მაშინ, როდესაც ისრაელის დახმარებას ვზრდით, ჩვენ ფოკუსირებული ვრჩებით უკრაინაზე. ახლა, იზოლაციის მიუხედავად, პუტინი თვლის, რომ უკრაინელებზე მეტხანს გაძლება შეუძლია, მაგრამ ის ცდება. ახლა პუტინი ასევე ფიქრობს, რომ ჩვენზე მეტხანს გაძლება შეუძლია. ის თვლის, რომ ჩვენი კოალიცია დაიშლება, რომ ჩვენი ნებისყოფა ჩაქრება, ხოლო ჩვენი დემოკრატია უბრალოდ ყურადღებას გადაიტანს, მაგრამ პუტინი კიდევ ერთხელ ცდება. ამერიკელ ხალხს მკაფიოდ უნდა განვუმარტოთ უკრაინაში ფსონების შესახებ,” - განაცხადა ოსტინმა. „გადამწყვეტ ათწლეულში” ვცხოვრობთ და შემდეგი რამდენიმე წელიწადი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ჩვენი კონკურენციის პირობებს განსაზღვრავს, ევროპაში უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს, განსაზღვრავს, ჩვენი შვილები და შვილიშვილები მემკვიდრეობით მიიღებენ წესებისა და უფლებების ღია მსოფლიოს - თუ შთაგონებულ ავტოკრატებთან შეჯახება მოუწევთ, რომლებიც ძალისა და შიშის გამოყენებით ცდილობენ დომინირებას,” - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.  

ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვევა

ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ბელტას" ინფორმაციით, პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 3-4 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, პეკინში ლუკაშენოსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. დღის წესრიგში სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებია. მინსკს ვიზიტის დეტალური პროგრამა არ გამოუქვეყნებია, თუმცა როგორც ბელორუსის სახელმწიფო მედია წერს, ვიზიტი მოიცავს არაერთ სოციალურ და ჰუმანიტარულ ღონისძიებასაც.  

უკრაინა სუამის თავმჯდომარეობას აზერბაიჯანს გადასცემს

სუამის თავმჯდომარე ქვეყანა 2024 წელს აზერბაიჯანი იქნება. ამის შესახებ სუამის ეროვნულ კოორდინატორთა საბჭოში იუწყებიან. 2023 წელს უკრაინის თავმჯდომარეობის დროს სუამის საქმიანობის პრიორიტეტული სფეროები იყო სუამის წევრი ქვეყნების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა, ევროპულ და აზიურ ბაზრებს შორის ვაჭრობის განვითარება, თავისუფალი სავაჭრო ზონის სრული ფუნქციონირების ხელშეწყობა. ,ევროკომისიასთან ურთიერთქმედება სატრანსპორტო დერეფნის საკითხებსა და საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე. 2020 წელს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობის დროს პრიორიტეტული სფეროები იყო ენერგეტიკული უსაფრთხოება, ტრანსპორტი და ვაჭრობა. აზერბაიჯანი სუამის თავმჯდომარეობას პირველი იანვრიდან გადაიბარებს. სუამი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც ოთხი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოსგან (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი  მოლდოვა) შედგება. შეგახსენებთ, სუამი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1997 წლის 10 ოქტომბერს სტრასბურგში ევროპის საბჭოს სამიტის მსვლელობისას დაფუძნდა. ორი წლის შემდეგ 1999 წელს ორგანიზაციას უზბეკეთი შეუერთდა, თუმცა უზბეკეთმა 4 წლის შემდეგ სუამი დატოვა.  

ჩრდილოეთ კაროლინამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინის შტატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა შეერთებულ შტატებში ოქსანა მარკაროვამ სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი Twitter-ი.) დაწერა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის ნოემბერში, აშშ-ის კიდევ სამმა შტატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. უკრაინის უმაღლესმა რადამ დემოკრატიულ სახელმწიფოებს მოუწოდა, აღიარონ 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად. უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ეს პროცესი გააქტიურდა. არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ გაიზიარა უკრაინის მოწოდება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად 13 ოქტომბერს აღიარა. 2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული. საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.   

ემანუელ მაკრონი: ისრაელის მიზანი თუ „ჰამასის“ სრული განადგურებაა, ომი ათი წელი გაგრძელდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ისრაელმა „უფრო ზუსტად უნდა განსაზღვროს“, რის მიღწევას ცდილობს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში, რადგან „ჰამასის“ სრულ განადგურებას ათწლეული დასჭირდება. შესაბამის ინფორმაციას Politico ავრცელებს. როგორც მაკრონმა აღნიშნა, „სწორი პასუხი“ ტერორისტული დაჯგუფების ქმედებებზე არ არის „მთლიანი ტერიტორიის განადგურება“ ან „სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა.“ „თუ ეს [„ჰამასის“ განადგურება] არის მიზანი, მაშინ ომი ათი წელი გაგრძელდება,“ - განაცხადა მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა „გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად ძალისხმევების გაორმაგება, ყველა მძევლის გათავისუფლება, რომლებიც ჯერ კიდევ ჰყავს „ჰამასს“ და ღაზას მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდება, რომელსაც ასე სასწრაფოდ საჭიროებენ.“ მაკრონმა კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორის დაბომბვა გააძლიერეს. ისრაელმა „ჰამასის“ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები განაახლა  

NATO-მ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი წვრთნა ჩაატარა, რომელშიც საქართველოც მონაწილეობდა

ესტონეთში NATO-ს კიბერთავდაცვის წვრთნები დასრულდა, რომელშიც საქართველოც მონაწილეობდა. Exercise Cyber Coalition არის NATO-ს ფლაგმანი კიბერსწავლება, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. წლევანდელ წვრთნებზე 1300-ზე მეტი კიბერდამცველი NATO-ს 28 მოკავშირიდან და 7 პარტნიორი ქვეყნიდან შეიკრიბა. NATO-ს ცნობით, წლევანდელი წვრთნები ტალინის გარდა, დისტანციურად, ეროვნულ დედაქალაქებსა და სხვა ადგილებში გაიმართა. „კიბერკოალიცია უნიკალურია, რადგან ის NATO-ში ერთადერთი კიბერსწავლებაა. ეს არ არის შეჯიბრი - ჩვენ, როგორც კიბერდამცველების ოჯახი, ყველანი ერთად ვმუშაობთ. ეს თანამშრომლობა გვაძლიერებს და უფრო მედეგს გვხდის კიბერ საფრთხეების მიმართ. წელს, ყველა მონაწილეს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებული იყო,“ - განაცხადა ჩარლზ ელიოტმა წვრთნების დირექტორმა და აშშ-ის საზღვაო ფლოტის მეთაურმა. საქართველო NATO-ს კიბერთავდაცვის წვრთნებში მონაწილეობს წვრთნებში 28 მონაწილე მოკავშირე მონაწილეობდა შემდეგი ქვეყნებიდან: ალბანეთი, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები. სწავლებაში ასევე ჩართულნი იყვნენ NATO-ს პარტნიორი ქვეყნები: საქართველო, ირლანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, შვედეთი, შვეიცარია და უკრაინა.  

14-15 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერები, გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ - ელჩი ჰერჩინსკი ყველა მხარეს ერთიანობისკენ მოუწოდებს

14-15 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერები, 27 ქვეყნის პრეზიდენტები და პრემიერები ბრიუსელში შეიკრიბებიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით. საუბარია 10 ქვეყანაზე, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირის წევრობისკენ. ევროკავშირის ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა გაერთიანდეს და იმუშაოს ერთად, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. „გაფართოების პაკეტი პირველად მოიცავს საქართველოსაც, რაც ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციური მომენტია. როგორც ვიცით, ევროკომისიამ 8 ნოემბერს პოზიტიური რეკომენდაცია მისცა 27 სახელმწიფოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 27 სახელმწიფო გაითვალისწინებს ევროკავშირის ამ პოზიტიურ რეკომენდაციას, თუმცა ამ გადაწყვეტილების გაცნობამდე კიდევ ორი კვირა მოგვიწევს ლოდინი, მოთმინება ვიქონიოთ და ვიყოთ იმედიანად. ბევრი რამ გაკეთდა, რა თქმა უნდა, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ვართ იქ, სადაც ვართ. ბოლო დღეებშიც ბევრი ახალი ინიციატივა იყო რეფორმებთან დაკავშირებული წინსვლისთვის. რეფორმები აუცილებელია ამ და მომდევნო ნაბიჯებისთვის, ვიდრე საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება. მოხარული ვარ, რომ მთავრობამ ძალიან სწრაფად იმოქმედა და 9-ნაბიჯიანი სამოქმედო გეგმა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელს გადაუგზავნა. ევროკომისიაში ჩემი კოლეგები განიხილავენ ამ სამოქმედო გეგმას და მათ ექნებათ უკუკავშირი. ყველა უნდა მუშაობდეს ერთად ამ 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რაც საჭიროებს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციიდან,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.  

პაველ ჰერჩინსკი: 9 ნაბიჯის შესასრულებლად ყველა უნდა მუშაობდეს ერთად, რაც საჭიროებს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციიდან

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ბევრი გააკეთა, თუმცა „უფრო მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა.“ ელჩი იმედოვნებს, რომ 27 სახელმწიფო გაითვალისწინებს ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გაცემულ პოზიტიურ რეკომენდაციას. „გაფართოების პაკეტი პირველად მოიცავს საქართველოსაც, რაც ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციური მომენტია. როგორც ვიცით, ევროკომისიამ 8 ნოემბერს პოზიტიური რეკომენდაცია მისცა 27 სახელმწიფოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 27 სახელმწიფო გაითვალისწინებს ევროკავშირის ამ პოზიტიურ რეკომენდაციას, თუმცა ამ გადაწყვეტილების გაცნობამდე კიდევ ორი კვირა მოგვიწევს ლოდინი, მოთმინება ვიქონიოთ და ვიყოთ იმედიანად. ბევრი რამ გაკეთდა, რა თქმა უნდა, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ვართ იქ, სადაც ვართ. ბოლო დღეებშიც ბევრი ახალი ინიციატივა იყო რეფორმებთან დაკავშირებული წინსვლისთვის. რეფორმები აუცილებელია ამ და მომდევნო ნაბიჯებისთვის, ვიდრე საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება. მოხარული ვარ, რომ მთავრობამ ძალიან სწრაფად იმოქმედა და 9-ნაბიჯიანი სამოქმედო გეგმა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელს გადაუგზავნა. ევროკომისიაში ჩემი კოლეგები განიხილავენ ამ სამოქმედო გეგმას და მათ ექნებათ უკუკავშირი. ყველა უნდა მუშაობდეს ერთად ამ 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რაც საჭიროებს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციიდან,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.

სტოლტენბერგი: უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ როგორც ცუდ, ისე კარგ დროს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ ტელეარხ Das Erste-სთვის მიცემულ ინტერვიუში განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომი და ვითარებას კრიტიკული უწოდა. „ცუდი ამბებისთვის უნდა მოვემზადოთ. კონფლიქტები ეტაპობრივად ვითარდება.მაგრამ უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ როგორც ცუდ, ისე კარგ დროს,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგმა აღიარა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა ვერ მოახერხეს კიევისთვის საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალის მიწოდება. კითხვას, თუ როგორ უნდა მოიქცეს ახლა უკრაინის არმია, სტოლტენბერგმა უპასუხა, რთულ გადაწყვეტილებებს უკრაინის ხელმძღვანელობა და სამხედროები იღებენ. გასულ თვეში The Economist-თან ინტერვიუს დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, ხოლო უკრაინული კონტრშეტევა შესაძლოა, პოზიციურ ომად შეიცვალოს და წლები გაგრძელდეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი, ვალერი ზალუჟნის ინტერვიუს შემდეგ ხაზი გაუსვა, რომ არ თვლის, უკრაინის ფრონტზე ვითარება ჩიხშია. ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას არ აპირებს. „ეს არ არის ჩიხი. რუსეთი ცას აკონტროლებს. ჩვენ ჩვენს ჯარებს ვიცავთ. არავის [უკრაინაში] არ სურს ჩვენი ხალხი უბრალოდ ჩააგდოს [ბრძოლაში], როგორც ამას რუსეთი აკეთებს," - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, კიევი ცაში რუსების უპირატესობას მას შემდეგ დაძლევს, რაც უკრაინელი პილოტები F-16-ებზე წვრთნებს დაასრულებენ. ახლახან Associated Press-თან საუბარში კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ  რომ შეიარაღების ნაკლებობის გამო უკრაინამ სასურველ შედეგს ჯერ ვერ მიაღწია. შეკითხვას, კმაყოფილია თუ არა კონტრშეტევის შედეგებით, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ კმაყოფილია, რადგან მსოფლიოს მეორე არმიასთან ბრძოლაში უკან არ იხევენ, მაგრამ კმაყოფილი ვერ იქნება დანაკარგებით და იმით, რომ სასურველი იარაღი სრულად არ მიუღიათ. ზელენსკი შიშობს, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს დაჩრდილავს და საფრთხეს შეუქმნის დასავლეთის სამხედრო დახმარების ნაკადს. „ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ადამიანებს, რომ დაივიწყონ აქ მიმდინარე ომი,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია. რაც შეეხება ევროკავშირს, უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა გაზაფხულზე გამოაცხადა სამფაზიანი გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი უკრაინას 12 თვის განმავლობაში მილიონ საარტილერიო საბრძოლო მასალას მიაწვდიდნენ, თუმცა წლის ბოლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ამ მოცულობის გეგმების შესრულებას ვერ ახერხებს. თუმცა ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს გეგმა ევროკავშირისთვის კვლავ პოლიტიკურ მიზნად რჩება.

აშშ-ის ხელმძღვანელობით ძალისხმევა დაეხმარა უკრაინულ ძალებს რუსეთის არმიის დასუსტებაში - ოსტინი

პრობლემურ დროში დემოკრატიული სამყარო ეყრდნობა შეერთებულ შტატებს, რათა დაადასტუროს თავისი ლიდერობა, მათ შორის, უკრაინის მხარდაჭერისა და რუს აგრესორზე გამარჯვების მხარდასაჭერად. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროში. ეს მოიცავს მთავარ კონფლიქტებს, რომლებსაც აწყდებიან ჩვენი თანამემამულე დემოკრატიები, ისრაელი და უკრაინა,“ - აღნიშნა ოსტინმა და განმარტა, რომ ეს არის ბრძოლა მსოფლიო ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის.“ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით ძალისხმევა დაეხმარა უკრაინულ ძალებს რუსეთის არმიის დასუსტებაში და რომ აშშ-ის ხელმძღვანელობა და როგორც პარტნიორის ძალისხმევა არ უნდა შეჩერდეს, ვიდრე უკრაინა სრულიად არ გათავისუფლდება. „თუ ჩვენ დღეს წინ არ აღვუდგებით კრემლის აგრესიას, თუ არ შევაკავებთ სხვა სავარაუდო აგრესორებს, ჩვენ მხოლოდ გავათამამებთ მათ და კიდევ უფრო მეტ სისხლისღვრას და ქაოსს გამომოვიწვევთ,“ - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. ლოიდ ოსტინი: ახლა გადამწყვეტი ათწლეულია, რომელიც მსოფლიოში უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს

თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, 1984 წელს დაბადებული ნ.ვ. განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1985 წელს დაბადებულ, თ.ა.-ს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა.ბრალდებულმა ნ.ვ.-მ დანით დაზიანება მიაყენა გამოძახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც. ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ვ. ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინეთის, როგორც NATO-ს წევრის ხელმძღვანელობით, პირველი მასშტაბური საზღვაო წვრთნები ჩატარდა

ჩატარდა პირველი მასშტაბური საზღვაო წვრთნები, რომელსაც ფინეთი, როგორც NATO-ს წევრი ხელმძღვანელობდა. სწავლებაში ფინეთის არმიის, NATO-ს რამდენიმე მოკავშირისა და შვედეთის დაახლოებით 4000 ჯარისკაცი მონაწილეობდა. ინფორმაციას NATO ავრცელებს. 400-ზე მეტ რეზერვისტს, რომლებიც სწავლებაში მონაწილეობდნენ, საგანგებო მდგომარეობის დავალებების შესრულების უნარ-ჩვევები გაუუმჯობესდათ. წვრთნების დასრულებასთან დაკავშირებით, 31 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით, სამხრეთ-დასავლეთ ფინეთისა და უუსიმაას (რეგიონი ფინეთის სამხრეთ ნაწილში) გზებზე საერთაშორისო და ფინური ძალები გადაადგილდებოდნენ. გარდა ამისა, წვრთნების დასრულებასთან ერთად, NATO-ს მუდმივმოქმედი ნაღმების საწინააღმდეგო ჯგუფი SNMCMG1 (ექვსი ხომალდი) პირველიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, პირველიდან 6 დეკემბრამდე კი, ბრიტანეთის RFA Mounts Bay. პორტის ვიზიტს განახორციელებენ.  

უკრაინა საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ემზადება - ზელენსკი

მომავალ კვირას პარტნიორებისგან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტების მომზადება იგეგმება. უკრაინის საჰაერო თავდაცვა გაძლიერდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან უკრაინის შესაძლებლობების გაზრდა დააანონსა. „ჩვენ უკვე ვემზადებით - აუცილებლად გავზრდით ჩვენი სახელმწიფოს შესაძლებლობებს, განსაკუთრებით, თავდაცვისა და სამრეწველო სექტორს. ასევე ვამზადებთ სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისგან. ასევე ვემზადებით ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად - ეს უცვლელი პრიორიტეტია,“ - განაცხადა ზელენსკიმ. F-16 კონტრშეტევას „რადიკალურად შეცვლის“ - დანილოვი  

პარტნიორები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებს ამზადებენ

მომავალ კვირას პარტნიორებისგან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტების მომზადება იგეგმება. უკრაინის საჰაერო თავდაცვა გაძლიერდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან უკრაინის შესაძლებლობების გაზრდა დააანონსა. „ჩვენ უკვე ვემზადებით - აუცილებლად გავზრდით ჩვენი სახელმწიფოს შესაძლებლობებს, განსაკუთრებით, თავდაცვისა და სამრეწველო სექტორს. ასევე ვამზადებთ სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისგან. ასევე ვემზადებით ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად - ეს უცვლელი პრიორიტეტია,“ - განაცხადა ზელენსკიმ. F-16 კონტრშეტევას „რადიკალურად შეცვლის“ - დანილოვი  

სტოლტენბერგი: რაც უფრო მეტად დავუჭერთ მხარს უკრაინას, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი

NATO-ს მოკავშირეებმა კიდევ უფრო უნდა დაუჭირონ მხარი უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვით ომში, მიუხედავად ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციისა. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ARD-თან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი. სტოლტენბერგმა აღნშნა, რომ ის ყოველთვის ფრთხილია ბრძოლის ველზე სიტუაციის პროგნოზირებასთან დაკავშირებით, რადგან ომი არსებითად არაპროგნოზირებადია. თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტ მხარდაჭერას გაუწევს ალიანსი უკრაინას, მით უფრო სწრაფად დასრულდება ეს ომი. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინისთვის ტრაგედია იქნება, თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს და რომ ეს სახიფათო იქნება თავად ალიანსისთვისაც, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ მიაღწიოს გამარჯვებას. მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის ფრონტის ხაზზე ბევრი არაფერი შეცვლილა. თუმცა უკრაინულმა ძალებმა შეძლეს და რუსეთის ჯარებს დიდი ზარალი მიაყენეს. სტოლტენბერგი: უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ როგორც ცუდ, ისე კარგ დროს  

ისრაელს ამერიკელი მაღალჩინოსნების დელეგაცია ეწვევა

ისრაელს დღეს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების დელეგაცია ეწვევა. თეთრ სახლის განცხადებით, დელეგაციის წევრები ისრაელელ კოლეგებს შეხვდებიან და ომის შემდგომი პერიოდის ღაზის სექტორზე ისაუბრებენ. დელეგაციას უხელმძღვანელებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ფილიპ გორდონი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან კამალა ჰარისის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ილან გოლდენბერგი და სხვა პირები. აშშ-ის დელეგაცია შეხვდება ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს, ცაჰი ჰანეგბის, სტრატეგიულ საქმეთა მინისტრს რონ დერმერს, და პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს.  

გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ და ასევე, ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. შესაბამისი განცხადება გიორგი კირთაძემ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვტოვებთ „ნაციონალურ მოძრაობას“. ურთულესი ზეწოლა, რომელიც მომდინარეობდა „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან, არ იყო მაინც და მაინც რთული, რადგან იქ იდეების და იდეალების შენარჩუნებაზე იყო საუბარი და რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ყველამ ერთად ძალიან მარტივად შევძელით. მაგრამ როდესაც იდეებიდან იცლება ის საქმე, რომლისთვისაც ვიბრძვი - მაშინ ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს. ჩვენ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. რა თქმა უნდა, ვრჩებით „ვარდების რევოლუციის“ იდეალების ერთგულები და ვაგრძელებთ ბრძოლას, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებისთვის. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ბოლო პოლიტიკური პატიმარი და მან რაც შეიძლება მალე უნდა დატოვეს საპყრობილე და რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოსცილდეს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ხელისუფლებას. ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, თუმცა სამწუხაროდ, ამ ყველაფერს გავაკეთებთ ახალი პლატფორმიდან,“ - განაცხადა კირთაძემ.