ძებნის რეზულტატი:

რუსეთი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საბჭოში არ აირჩიეს

რუსეთი გაეროს სპეციალიზებული სააგენტოს, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საბჭოში არ აირჩიეს. საბჭომ 2024-2025 წლის ახალი შემადგენლობა აირჩია. „საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეამ ახლახან აირჩია IMO-ს საბჭოს ახალი შემადგენლობა 2024-2025 წლებში. რუსეთის გარეშე," - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. ზელენსკის შეფასებით, ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან ბოლო ათწლეულების განმავლობაში არავის მოუტანია იმაზე მეტი ზიანი, ვიდრე რუსეთს. შეგახსენებთ, რომ მანამდე, ნოემბერში, ისტორიაში პირველად, რუსეთი იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოში არ აირჩიეს. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული სააგენტოა, რომელიც საზღვაო ტრანსპორტის რეგულირებაზეა პასუხისმგებელი. რუსეთი გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლის გარეშე დარჩა  

განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად „კლიმატის კლუბი“ იქმნება

გერმანიის კანცლერმა საერთაშორისო კლუბის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომლის მიზანიც განვითარებადი ქვეყნების დახმარებაა. კლუბის დაარსება დაეხმარება განვითარებად ქვეყნებს ინვესტიციების განხორციელებაში ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა, ფოლადი, ცემენტი და ალუმინი. შოლცის თქმით, ერთობლივად უნდა შემუშავდეს სწორი სტანდარტები და სტრატეგიები ნახშირორჟანგისგან თავისუფალი მრეწველობის განვითარებისთვის. „კლიმატის კლუბის“ შემადგენლობაში ამ ეტაპზე 36 წევრია. კლუბი შეეცდება, დააჩქაროს განსაზღვრულ საწარმოებში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის სტანდარტიზების პროცესის ტექნიკური სამუშაოები და მოხდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა ნულოვანი ემისიის მისაღწევად. ეს არამხოლოდ გაუგზავნის ძალიან საჭირო საინვესტიციო სიგნალებს ჩვენს შიდა მრეწველობას, არამედ, ასევე გადაიქცევა ორიენტირად სხვა ქვეყნებისთვის,” - აღნიშნა შოლცმა.

SpaceX-მა პირველი სომხური თანამგზავრი და სამხრეთ კორეული სადაზვერვო სატელიტი ორბიტაზე გაუშვა

News.am-ის ცნობით, სომეხი სპეციალისტების მიერ სომხეთში შემუშავებული პირველი თანამგზავრი Hayasat-1 კოსმოსში SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-მ გაიყვანა. წინასწარი მონაცემებით, ხვალ დილით უკვე შესაძლებელი იქნება თანამგზავრთან კომუნიკაცია. ფრენა თავდაპირველად 29 ნოემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ ის ორი დღით გადაიდო. Hayasat-1 არის მეორე სომხური თანამგზავრი, რომელიც გაშვებულია კოსმოსში, მაგრამ ის პირველია, რომელიც სომეხი სპეციალისტების მიერ სომხეთშივე შეიქმნა. Falcon 9-ს მიერ ასევე გაშვებულია სამხრეთ კორეის პირველი ჯაშუშური თანამგზავრი. სატელიტები კალიფორნიის ვანდენბერგის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზიდან გაიგზავნა.  

რა წერია საქართველოს შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ტერორიზმთან ბრძოლაზე

ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. მასში საქართველო კვლავ აშშ-ის მტკიცე პარტნიორადაა დასახელებული. საქართველოს შესახებ ქვეთავში მითითებულია, რომ საქართველოში ტერორიზმის მხრივ ვითარება მშვიდი და სტაბილური იყო, თუმცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2022 წლის ნოემბერში, აღკვეთა ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა. „საქართველომ 2022 წელსაც გააგრძელა მტკიცე ჩართულობა კონტრტერორისტულ საკითხებში და დარჩა შეერთებული შტატების უსაფრთხოების ძლიერ პარტნიორად. საქართველომ გაასამართლა საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებიც 2021 წელს დააკავეს ISIS-თან კავშირის გამო.“ “საქართველომ გაასამართლა საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებიც 2021 წელს დააკავეს ISIS-თან კავშირის გამო.“ ანგარიშის თანახმად, საქართველომ აამოქმედა 2022-2026 წლების ეროვნული ანტიტერორისტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შემოიღო უფრო მკაცრი ზომები ტერორისტული აქტების შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და გააძლიერა ფულის გათეთრებისა და მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ძალისხმევა. „საქართველო მუშაობდა სახმელეთო საზღვრებისა და საზღვაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საერთაშორისო წვრთნებსა და აშშ-ის მიერ ჩატარებულ ტრენინგებში მონაწილეობით,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. „2022 წელს საქართველომ მონაწილეობა მიიღო გაეროს, ევროკავშირის, აშშ-სა და NATO-ს ტრენინგებსა და კონფერენციებში, მათ შორის ევროპის საბჭოს მერვე კონტრტერორიზმის კომიტეტის სხდომაში, მაისში. დეკემბერში საქართველო ასევე შეუერთდა ევროპოლის კონტრტერორისტულ გაერთიანებულ გუნდს. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს NATO-სთან. საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი მარტში გააკეთა. ივნისში ევროკომისიამ დაადგინა საქართველოს უფლებამოსილება, გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ გადადო მისთვის ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მინიჭება გარკვეული პირობების დაკმაყოფილებამდე,“ - აღნიშნულია ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტამენის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს, ზოგადად, შეუძლია ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება. ხოლო სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს აქვს მანდატი ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებთან და გამოძიებებთან დაკავშირებით და მისი კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროებთან, ასევე საქართველოს პროკურატურასა და საერთაშორისო პარტნიორებთან. ანგარიშის მიხედვით, რადგან რუსეთს ოკუპირებული საქართველოს აქვს საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, საქართველო ვერ აკონტროლებს რუსეთთან საერთაშორისოდ აღიარებული სახმელეთო საზღვრის ნაწილს, ამიტომ უნდა გააძლიეროს უსაფრთხოება “ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ.“ ანგარიშში ნახსენებია ძალადობრივი დაჯგიფება ალტინფოც. მისი მიხედვით, საქართველოს სამართალდამცველბმა აღკვეთეს ულტრამემარჯვენე, პრორუსული ჯგუფის Alt-Info-ს გეგმები, ჩაეშალათ თბილისი პრაიდი 2022 წლის ივნისში. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, Alt-Info არის ულტრამემარჯვენე, პრორუსული ჯგუფი, რომელიც ასოცირდება ძალადობრივ ექსტრემიზმთან, მათ შორის, ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზებასთან და განხორციელებასთან ათობით ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ 2021 წლის 5 ივლისს Tbilisi Pride-ის ღონისძიების დროს და 2021 წლის 6 ივლისს ძალადობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს. „ალტ-ინფოს“ მომიტინგეებმა ღონისძიების დროს დემონსტრაცია ცალკე ლოკაციაზე მოაწყვეს. 2021 წლის ღონისძიებაზე ჩადენილი ძალდობის არცერთ ორგანიზატორსა და ჯგუფს, მათ შორის, „ალტ-ინფოს“ და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებულ ულტრამემარჯვენე ქსელებს, 2022 წელს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ. „ალტ-ინფომ“ და მისმა პოლიტიკურმა პარტიამ, „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ გავლენა მთელი ქვეყნის მასშტაბით გააფართოვა,“ - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ მის მიერ თანამგზავრის გაშვების ოპერაციებში ჩარევა ომის გამოცხადებას ნიშნავს

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ მის „სადაზვერვო ოპერაციებში“ ჩარევა ომის გამოცხადებას ნიშნავს. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით წერს. „იმ შემთხვევაში, თუ აშშ შეეცდება სუვერენული სახელმწიფოს ლეგიტიმური ტერიტორია უახლესი ტექნოლოგიების უკანონო და უსამართლო გამოყენებით დაარღვიოს, მაშინ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა თავდაცვის მიზნით, საპასუხო ზომების მიღებას განიხილავს, რათა გაანადგუროს აშშ-ის ჯაშუში თანამგზავრების სიცოცხლისუნარიანობა“, - ნათქვამია განცხადებაში. ჩრდილოეთ კორეის მტკიცებით, თავისი პირველი სამხედრო ჯაშუში თანამგზავრი 21 ნოემბერს წარმატებით გაუშვა. აშშ-მ და მოკავშირეებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ „ჯაშუშური თანამგზავრის“ გაშვების საპასუხოდ, სანქციები აამოქმედეს  

ოლენა ზელენსკას თქმით, მას პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთი ვადით არჩევა არ სურს

უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ The Economist-ს განუცხადა, რომ არ სურს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთი ვადით იყაროს კენჭი.  „არ მინდა, ის (ვოლოდიმირ ზელენსკი) იყოს პრეზიდენტი კიდევ ერთი ან ორი ვადით,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს. კითხვას, თუ როგორ წარმოუდგენია თავისი მომავალი, ოლენა ზელენსკამ განაცხადა: „ჩვენი ოჯახი გაერთიანდება. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიცხოვრებთ. შვებულებას ავიღებთ." ზელენსკიმ ნოემბერში განაცხადა, რომ არჩევნებისთვის „არ არის შესაფერისი დრო." უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შემდეგი არჩევნების მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარებაზე შეთანხმდა  

ბელორუსს საერთაშორისო წითელი ჯვრის წევრობა შეუჩერეს

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციამ ბელარუსის წითელ ჯვარს ორგანიზაციის წევრობა შეუჩერა. ფედერაციის პრესრელიზში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება მათ მიიღეს ბელარუსის წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის, დმიტრი შევცოვის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო. საერთაშორისო ფედერაციის განმარტებით, ორგანიზაციის გამგეობამ შევცოვის თანამდებობიდან გადაყენება მის მიმართ არსებული ბრალდებების გამოძიების შემდგომ მოითხოვა. ეს ბრალდებები უკავშირდება მის განცხადებებს, ბირთვული იარაღის საკითხზე, უკრაინელი ბავშვების ბელარუსში გადაყვანის ფაქტებზე, ასევე მის ვიზიტზე ლუგანსკსა და დონეცკში. გამოცემა „მედუზას“ ცნობით, შევცოვმა საერთაშორისო წითელი ჯვრის გადაწყვეტილებას „აბსოლუტურად პოლიტიზებული“ უწოდა. „ბელორუსის წითელი ჯვარი დაიბრუნებს თავის პოზიციას, თუ შესრულდება საბჭოს გადაწყვეტილება,“ - ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის პრესრელიზში.  

საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან, “ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ“ უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს - სახელმწიფო დეპარტამენტი

რუსეთს ოკუპირებული საქართველოს აქვს საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, საქართველო ვერ აკონტროლებს რუსეთთან საერთაშორისოდ აღიარებული სახმელეთო საზღვრის ნაწილს, ამიტომ უნდა გააძლიეროს უსაფრთხოება “ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ“, ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ამის შესახებ ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მთავრობას რესურსების სიმცირით გამოწვეული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად დახმარება სთხოვა. შეზღუდული რესურსები აფერხებს საზღვრების უსაფრთხოების დაცვის მცდელობებს, როგორიცაა, Iris სკანერი აეროპორტებისთვის, ძრავების შეცვლა საპატრულო ნავებისთვის და აღჭურვილობა სწრაფი რეაგირების გუნდებისთვის.“ „სასაზღვრო პოლიცია საქართველოს მწვანე საზღვრებს 65 სასაზღვრო პუნქტიდან აკონტროლებს, რომელთაგან დაახლოებით, 10 პრიმიტიულ ან ცუდ მდგომარეობაშია და მთელი წლის განმავლობაში პერსონალის საცხოვრებელ პირობებს ვერ აკმაყოფილებს. შედეგად, რუსეთთან ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ, მაღალ სიმაღლეზე არსებულ საზღვრის მონაკვეთებზე ზამთრის თვეებში პერსონალი ვერ განთავსდება, რაც ამ ტერიტორიებს უკანონო საქმიანობისთვის ღიად ტოვებს,“ - ნათქვამია ანგარიშში. ინფორმაციისთვის, ტერმინი "მწვანე საზღვარი" სასაზღვრო-გამტარ პუნქტებს შორის სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის ნაწილის აღსანიშნავად გამოიყენება" - ასე განმარტავს "მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია" "მწვანე საზღვრის" მნიშვნელობას.    

უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 11 დრონიდან 10 ჩამოაგდო - საჰაერო ძალები

საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა 11 თავდასხმის დრონიდან 10, ასევე, რუსეთის მიერ გაშვებული Kh-59 საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს. უპილოტო თვითმფრინავები, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმიდან იყო გაშვებული, ოდესის ოლქის თავზე ჩამოაგდეს. სამხრეთის თავდაცვის ძალების ცნობით, ერთი დარჩენილი დრონი ინფრასტრუქტურას დაეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 84 სამხედრო შეტაკება მოხდა, უკრაინელებმა ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით 21 თავდასხმა მოიგერიეს. წინა ღამეს უკრაინულმა ძალებმა 25 თავდასხმის დრონიდან 18 ჩამოაგდეს.  

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: საქართველო-რუსეთის საზღვრის გასწვრივ, ზამთრის თვეებში პერსონალი ვერ განთავსდება, რაც ამ ტერიტორიებს უკანონო საქმიანობისთვის ღიად ტოვებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საზღვრების დაცვის კუთხით საქართველოს მუშაობას დადებითად აფასებს, განსაკუთრებით, ე.წ. სამხრეთი საზღვრის დაცვის მიმართ გაწეულ სამუშაოს, თუმცა მიუთითებს იმ არეალზე, სადაც სიტუაცია უნდა გამოსწორდეს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მთავრობას რესურსების სიმცირით გამოწვეული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად დახმარება სთხოვა. შეზღუდული რესურსები აფერხებს საზღვრების უსაფრთხოების დაცვის მცდელობებს, როგორიცაა, Iris სკანერი აეროპორტებისთვის, ძრავების შეცვლა საპატრულო ნავებისთვის და აღჭურვილობა სწრაფი რეაგირების გუნდებისთვის. სასაზღვრო პოლიცია საქართველოს მწვანე საზღვრებს 65 სასაზღვრო პუნქტიდან აკონტროლებს, რომელთაგან დაახლოებით, 10 პრიმიტიულ ან ცუდ მდგომარეობაშია და მთელი წლის განმავლობაში პერსონალის საცხოვრებელ პირობებს ვერ აკმაყოფილებს. შედეგად, რუსეთთან ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ, მაღალ სიმაღლეზე არსებულ საზღვრის მონაკვეთებზე ზამთრის თვეებში პერსონალი ვერ განთავსდება, რაც ამ ტერიტორიებს უკანონო საქმიანობისთვის ღიად ტოვებს,“ - ნათქვამია ანგარიშში. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.  

ფინეთის პრეზიდენტი: რუსეთი პროპაგანდისტულ ომს აწარმოებს, მის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა, რომ რუსეთის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს „ფინეთის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები რაღაც ზოგადი კონტექსტისგან განცალკევებული არ არის. რუსეთი პროპაგანდისტულ ომს აწარმოებს, მის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს,“ - განაცხადა ნიინისტომ. ნიინისტოს შეფასებით, მიგრაციის, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება, ემოციებს არამხოლოდ ფინეთში, არამედ, ევროპაშიც იწვევს და ეს შეიძლება, უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად დამატებითი სტიმული იყოს. შეგახსენებთ, 30 ნოემბერს ფინეთმა რუსეთთან საზღვარი სრულად, სულ მცირე, ორი კვირით დაკეტა.  

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ: საქართველო დარჩა აშშ-ის მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით

ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიშში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, საქართველო კვლავ აშშ-ის მტკიცე პარტნიორადაა დასახელებული. „საქართველომ 2022 წელსაც გააგრძელა მტკიცე ჩართულობა კონტრტერორისტულ საკითხებში და დარჩა შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით,“ - ვკითხულობთ ტექსტში. საქართველოს შესახებ ქვეთავში წერია, რომ საქართველოში ტერორიზმის მხრივ ვითარება მშვიდი და სტაბილური იყო, თუმცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 2022 წლის ნოემბერში, აღკვეთა ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა. საქართველომ გაასამართლა საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებიც 2021 წელს დააკავეს ISIS-თან კავშირის გამო. დოკუმენტში ასევე წერია, რომ საქართველომ აამოქმედა 2022-2026 წლების ეროვნული ანტიტერორისტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შემოიღო უფრო მკაცრი ზომები ტერორისტული აქტების შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და გააძლიერა ფულის გათეთრებისა და მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ძალისხმევა. „საქართველო მუშაობდა სახმელეთო საზღვრებისა და საზღვაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საერთაშორისო წვრთნებსა და აშშ-ის მიერ ჩატარებულ ტრენინგებში მონაწილეობით,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.  

ფსიქოტროპული მედიკამენტის ათასობით რეცეპტის უკანონოდ გაცემის გამო, სამ სამედიცინო დაწესებულებას და ექიმებს საქმიანობა აეკრძალათ

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს „ამბულატორიული კლინიკის“ თბილისისა და გორის ფილიალის, ასევე შპს „ჯანმრთელობა ყველასთვის 3“ შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ დაწესებულებები, ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს, უკანონოდ ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევების გარეშე გასცემდნენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში, მხოლოდ მიმდინარე წელს, სამედიცინო ჩვენების გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტის 3 457 რეცეპტი გამოწერეს, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა და საქართველოში გამოწერილი რეცეპტების ჯამური ოდენობის, დაახლოებით, 50%-ს შეადგენს. „აღსანიშნავია, რომ დანიშნულების გაცემისას, არ არის გათვალისწინებული მედიკამენტური მკურნალობის, დოზირების და ხანგრძლივობის პრინციპები. კერძოდ, ექიმი ფსიქოტროპული მედიკამენტის გამოწერას გადაჭარბებული დოზით ახდენდა, რითაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა პაციენტის ჯანმრთელობას. დარღვეული იყო მკურნალობის ყველანაირი პროტოკოლი და გაიდლაინი. ათასობით პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და ანალიზის შედეგად დგინდება, რომ კლინიკის დირექტორი და სამედიცინო პერსონალი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ, ანგარების მოტივით გამოუსწორებელ ზიანს აყენებდნენ ათასობით პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხელს უწყობდნენ ქვეყანაში ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ და უკონტროლოდ მიმოქცევას. აღსანიშნავია, რომ სამივე დაწესებულებას ერთი მესაკუთრე და საერთო სამედიცინო პერსონალი ჰყავს. აღნიშნული ამბულატორიების საქმიანობა კი მხოლოდ ფსიქოტროპული მედიკამენტის რეცეპტების უკანონოდ გამოწერით შემოიფარგლებოდა. აღნიშნული დაწესებულის 3 ექიმს, ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ, სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმა. მძიმე გარემოებების გათვალისწინებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ სამივე დაწესებულებას, ხელმძღვანელსა და 3 ექიმს საქმიანობა აუკრძალა. საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატურ კრიზისებთან გამკლავების როლს და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით

„ჩემი მთავრობა მხარს უჭერს იდეას, რომლის თანახმადაც, ევროპა გახდება პირველი კონტინენტი ატმოსფერული ემისიების ნულოვანი ნაშთით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გრძელვადიანი სტრატეგია დავამტკიცეთ ქვეყანაში მცირე ემისიების  უზრუნველსაყოფად, ხოლო „ნახშირბადისადმი ნეიტრალიტეტი“ 2050 წლის მნიშვნელოვან სამიზნე ორიენტირად გამოვაცხადეთ,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ასევე კისრულობს ვალდებულებას გლობალურ ძალისხმევაში წვლილის შესატანად, 2025 წელს წარმოადგინოს ახალი და უფრო ამბიციური ეროვნული გეგმა. „ასევე, სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის 85% განახლებადი წყაროებიდან მოდის. თუმცა მისი წილის შემდგომი გაზრდა ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება და მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველო უერთდება გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის გლობალურ დაპირებას განახლებადი რესურსებისა და ენერგოეფექტიანობის შესახებ. მტკიცედ ვუჭერ მხარს გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის თავმჯდომარე ქვეყნის ხედვას განახლებადი ენერგორესურსების გაზრდის შესახებ, რათა ეტაპობრივად მოხდეს წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება.   მიმაჩნია, რომ ოფიციალურმა მოლაპარაკებამ შედეგად უნდა მოიტანოს 2030 წლისთვის განახლებადი ენერგორესურსების გასამმაგებისა და ენერგოეფექტიანობის გაორმაგების ვალდებულება, წიაღისეული საწვავის ჩანაცვლების უწყვეტ პროცესთან ერთად.   იმედი მაქვს, რომ გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ მოვემზადოთ უნიკალური მომენტისთვის და შევასრულოთ ჩვენი დანაპირები - უფრო ნათელი, ჯანმრთელი და მწვანე  მომავალი შევუქმნათ მომდევნო თაობებს. დიდი მადლობა!“ -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა   პრემიერის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას, რათა უზრუნველყოფილი იყოს კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობა.   ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო წელს საქართველოში. კლიმატის ცვლილების თვალხილული ეფექტი, რომელიც სულ უფრო მძიმდება და დამანგრეველ გავლენას ახდენს როგორც ადამიანებზე, ისე გარემოზე, დაჩქარებულ ძალისხმევას მოითხოვს კლიმატის ცვლილებებისადმი მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ, მტკიცედ მწამს, რომ კლიმატურ კრიზისებთან გასამკლავებლად რამდენიმე ძირითადი საერთაშორისო ძალისხმევა უნდა შენარჩუნდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ესენია: 2030 წლისთვის გლობალური ემისიების განახევრება და 1.5°C ზღვრული ოდენობის შენარჩუნება პარიზის შეთანხმების შესაბამისად; ზარალისა და ზიანის ფონდში შენატანების თანამიმდევრული განხორციელება; ჩარჩო-სისტემის შემუშავება კლიმატის ადაპტაციის გლობალური მიზნის მისაღწევად. ასევე უნდა შესრულდეს კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებისთვის ძალისხმევის დაფინანსების დაპირება წელიწადში 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის მიზნით განხორციელებული ძალისხმევის დაფინანსების გაორმაგების თაობაზე ნაკისრი ვალდებულებაც უნდა შესრულდეს. საქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატურ კრიზისებთან გამკლავების როლს და  მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით ამ მიმართულებით. გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო წელს საქართველოში. უფრო მეტიც, ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება უკვე ითვალისწინებს დაბალი ნახშირბადის და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის ღონისძიებებს, რაც წელიწადში 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს,“ - განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, განახლებადი ენერგორესურსების განვითარების, ენერგიის დამზოგავი პროექტების განხორციელებითა და ეკომეგობრული ინიციატივებით საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას.   „ჩვენ პრიორიტეტად მივიჩნევთ კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის საკითხს, განახლებადი ენერგორესურსების განვითარების, ენერგიის დამზოგავი პროექტების განხორციელებითა და ეკომეგობრული ინიციატივებით საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას, რათა უზრუნველყოფილი იყოს კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული  მომავალი,“ - დაწერა მან მოგვიანებით X-ზე (ყოფილი Twitter-ი).

ისრაელის დაზვერვა: კატარში ზავის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

ისრაელის სადაზვერვო სააგენტო მოსადის განცხადებით, კატარში ზავის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის გამოც კატარში დელეგაციას ისრაელში დაბრუნება უბრძანეს. ისრაელის დაზვერვის სააგენტო ასევე აცხადებს "ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.  ეს შეთანხმება მოიცავდა ყველა იმ ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას, რომლებიც „ჰამასისთვის“ მიწოდებულ სიაში იყვნენ. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდა, „ჰამასმა“ ტყვეობიდან 105 მძევალი გაათავისუფლა.  

ამერიკული ნავთობის წარმოება რეკორდულ დონეს აღწევს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ნავთობის მოპოვებამ რეკორდულად მაღალ დონეს მიაღწია. სექტემბერში ამერიკული ნავთობკომპანიები დღეში 13,2 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებდნენ, რაც რუსეთისა და საუდის არაბეთის წარმოებას აღემატება. ამერიკული ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდამ ხელი შეუწყო გასულ ზამთარში ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე კრიზისის თავიდან აცილებას. ბენზინის ფასი შეერთებულ შტატებში გასული წლის შუიდან თითქმის 40 პროცენტით დაეცა. შეერთებული შტატები ახლა ახორციელებს დაახლოებით ოთხი მილიონი ბარელის ექსპორტს დღეში, ვიდრე ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის ნებისმიერი წევრი საუდის არაბეთის გარდა. მთლიანობაში, შეერთებული შტატები კვლავ იმპორტს უფრო მეტს ახორციელებს, ვიდრე ექსპორტს, რადგან შიდა მოთხოვნა აღემატება მიწოდებას და ბევრ ამერიკულ გადამამუშავებელ ქარხანას შეუძლია, უფრო ადვილად გადაამუშაოს კანადასა და ლათინურ ამერიკაში წარმოებული უფრო მძიმე, ვიდრე ნედლი მსუბუქი ნავთობი. ამერიკული ნავთობის მთავარი მყიდველები ევროპისა და აზიის ქვეყნები არიან.    ნავთობის მოპოვების ზრდა პასუხი იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე 2022 წლის თებერვალში, რის შედეგადაც ბარელი ნავთობის ფასმა პირველად თითქმის ათი წლის განმავლობაში, $100-ს გადააჭარბა.  

გერმანული Rheinmetall-ი უკრაინაში პირველი ჯავშანტექნიკის წარმოებას 2024 წელს გეგმავს

გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია Rheinmetall-ი უკრაინაში ჯავშანტექნიკის წარმოების დაწყებას 2024 წელს გეგმავს. Reuters-ის ცნობით, კომპანიას სურს, მომავალი წლის დასაწყისიდან, უკრაინაში Fuchs-ისა და Lynx-ის ჯავშანტექნიკის აწარმოოს. „კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ჩვენ გვსურს, რომ პირველი Fuchs-ი 6-7 თვეში, ხოლო პირველი Lynx-ი 12-13 თვეში დავასრულოთ,“ - განაცხადა გერმანული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა. უკრაინის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ დასავლურ მწარმოებლებთან თანამშრომლობა იარაღის შიდა ინდუსტრიის აღორძინებას ხელს შეუწყობს. გერმანული Rheinmetall-ი უკრაინაში ჯავშანტექნიკის მწარმოებელ ქარხანას ხსნის  

გერმანია უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის

გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გაუგზავნა, რომელიც მოიცავს სამხედრო სატვირთო მანქანებს, ჭურვებს, სნაიპერულ იარაღსა და სხვადასხვა აღჭურვილობას.გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 21 ნოემბერს კიევში ვიზიტისას გამოაცხადა, რომ უკრაინა 1,4 მილიარდი დოლარის თავდაცვითი დახმარების პაკეტი გადაეცემა. ეს ახალი პაკეტი მოიცავს ოთხ IRIS-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას, 20,000 155 მმ-იან ჭურვებს და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს. წინა პაკეტი, რომელიც 22 ნოემბერს გამოცხადდა, 20 Marder-ის ტიპის ჯავშანმანქანას და სხვა აღჭურვილობას მოიცავდა.  

უკრაინელი ჯარისკაცების მეორე ჯგუფმა გერმანიაში, Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემაზე წვრთნა დაასრულა

გერმანიაში, Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ 70-მა წევრმა გაიარა წვრთნა. ამის შესახებ Deutsche Welle იტყობინება. კერძოდ, გენერალ-ლეიტენანტმა ანდრეას მარლოუმ, მრავალეროვნული სპეციალური მომზადების სარდლობის მეთაურმა, 70-მდე ჯარისკაცისა და ოფიცრის სასწავლო კურსის დასრულების შესახებ განაცხადა. სწავლება ექვს კვირაზე მეტხანს გაგრძელდა. გერმანელმა გენერალმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვა ცენტრალური ამოცანაა, რადგან რუსული დარტყმები კონკრეტულად უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იყო მიმართული. მისი თქმით, პერსონალის მიერ მიღწეული უნარების დონე უკრაინელებს საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად იმუშაონ საჰაერო თავდაცვის სისტემასთან და, შესაბამისად, შეასრულონ საჰაერო თავდაცვის ამოცანები.  

მსოფლიო ბანკი მზადაა, შუა დერეფნის შესაძლებლობების განვითარებაში წვლილი შეიტანოს

ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა ალიბეკ კუანტიროვმა შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. როგორც აერბაიჯანული მედია წერს, შეხვედრისას საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) განვითარების საკითხები განიხილეს. Trend ბანკის რეგიონული დირექტორის კომენტარსაც აქვეყნებს, რომლის თანახმად, მსოფლიო ბანკი მზადაა, შუა დერეფნის შესაძლებლობების განვითარებაში წვლილი შეიტანოს. 27 ნოემბერს შუა დერეფანთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის ანგარიში გამოქვეყნდა. მსოფლიო ბანკის ანგარიშში შეფასებულია მარშრუტის გასწვრივ არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები. ძირითადი მიგნებების თანახმად, შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია. როგორც მოხსენებაში ნათქვამია, შუა დერეფნის მნიშვნელობა და სიძლიერე მდგომარეობს იმ სარგებელში, რომელიც მას შეუძლია მოიტანოს, როგორც შიდარეგიონულმა სავაჭრო დერეფანმა. ყაზახური მხარის ვარაუდით, რომელმაც აღნიშნული ანგარიში მსოფლიო ბანკთან უკვე განიხილა, ანგარიშის პრიორიტეტული მიმართულებები შესაძლებელს გახდის ძირითადი ნაკადების დივერსიფიკაციას და მეტი პოტენციალის შექმნას საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისთვის. ამასთან, ყახაზეთი მიიჩნევს, რომ TITR არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მარშრუტი არსებული ლოგისტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ალიბეკ კუანტიროვმა აღნიშნა, რომ მოხსენების პრიორიტეტული სფეროები შესაძლებელს გახდის ძირითადი ნაკადების დივერსიფიკაციას და შექმნის მეტ პოტენციალს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისთვის. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში