ძებნის რეზულტატი:
აზერბაიჯანი და ევროკავშირი სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებაზე მსჯელობენ
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი, პარვიზ შაჰბაზოვმა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტით იმყოფება, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ კადრი სიმსონს დუბაიში შეხვდა. მხარეებმა სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებისა და ე.წ. მწვანე დერეფნის რეალიზაციის საკითხები განიხილეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შაჰბაზოვისა და სიმსონის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ, ე.წ. მწვანე დერეფნის პროექტის რეალიზაციის მიზნით, უახლოეს ხანში შეიქმნება ერთობლივი საწარმო, რომელიც პროექტის განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი, ხოლო 2024 წლის ბოლომდე დაგეგმილია პროექტის ტექნიკური და ეკონომიკური დასაბუთების მომზადება. ე.წ. მწვანე დერეფნით, აზერბაიჯანიდან განახლებადი ენერგიის ევროპაში შავი ზღვის გავლით ტრანსპორტირებაა დაგეგმილი. პროექტში ჩართულები არიან აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი. გერმანია სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას მხარს უჭერს - ოლაფ შოლცი
ვენესუელის რეფერენდუმზე უმრავლესობამ მეზობელი გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონის მიერთებას მხარი დაუჭირა
ვენესუელაში გამართულ რეფერენდუმზე მოსახლეობამ გაიანას რეგიონის, ესეკიბოს მიერთებას მხარი დაუჭირა. რეფერენდუმზე ხმა დაახლოებით, 10,5 მილიონმა ვენესუელელმა მისცა, რომელთაგან 95%-მა ვენესუელის შემადგენლობაში ახალი შტატის, ესეკიბოს შექმნას დაუჭირა მხარი. გაიანას პრეზიდენტი, ირფაან ალი მოსახლეობას სახელმწიფოს სუვერენიტეტის მხარდამჭერ აქციაზე შეუერთდა. მან განაცხადა, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ვენესუელას გაიანას ტერიტორიის ნაწილის ანექსიას უკრძალავს. რეფერენდუმი გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ ჩატარდა. 1899 წელს პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ გაიანა-ესეკიბოს ტერიტორია გაიანის ნაწილად აღიარა. მაშინ ეს დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ვითარება მას შემდეგ გაუარესდა, რაც 2015 წელს სადავო ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის მდიდარი საბადოები აღმოაჩინეს.
სერბეთ-ბულგარეთის გაზსადენის მსხვილი ენერგეტიკული პროექტი 12 თვეში დასრულდა
სერბეთმა ბულგარეთთან ინტერკონექტორის მშენებლობა დაასრულა, რის შემდეგაც ქვეყანა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს განახორციელებს. ამის შესახებ სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩ ჰანდანოვიჩმა განაცხადა. „სერბეთი-ბულგარეთის გაზსადენი არის პირველი მსხვილი ენერგეტიკული პროექტი, რომელიც დროულად, 12 თვეში დასრულდა. სულ რაღაც ერთი წლის წინ დავიწყეთ სამუშაო და 12 თვის თავდადებული შრომის შედეგად, ველოდებით გაზსადენის საცდელ რეჟიმში მუშაობის დაწყებას, კვირის ბოლომდე,“ - განაცხადა მინისტრმა. მინისტრმა განმარტა, რომ ეს პროექტი აძლიერებს სერბეთის პოზიციას ევროპის რუკაზე. აზერბაიჯანმა და სერბეთმა ბუნებრივი აირის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტი გააფორმეს თავის მხრივ, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ „სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტები ქმნის საფუძველს გაზის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მათ შორის, პირველად, აზერბაიჯანიდან სერბეთში გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. ცნობისთვის, სერბეთმა აზერბაიჯანთან 2024 წლიდან წელიწადში 400 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. AFP: სერბეთს აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმება, რუსულ გაზზე დამოკიდებულების დასრულებისკენ გზას უხსნის
ვოლოდიმირ ზელენსკი: პარტნიორებმა ახალი რაკეტები და საზენიტო სისტემები გადმოგვცეს
უკრაინამ პარტიორებისგან ახალი რაკეტები და საზენიტო სისტემები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. „ჩვენს პარტნიორებთან დადებული მნიშვნელოვანი თავდაცვითი შეთანხმებების შესრულება გრძელდება. ჩვენ არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები და ასევე ახალი, თანამედროვე საზენიტო სისტემები მივიღეთ. ჩვენი მეგობრების მადლობელი ვარ,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა საკუთარი იარაღის წარმოებას ზრდის. „თავდაცვის შიდა წარმოების გასაზრდელად ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოაქვს. პირველად თვეში ექვსი Bohdana-ს საარტილერიო სისტემის დონემდე ავედით და ჩვენ შესაძლებლობების გაზრდის შემდგომ გზებს ვხედავთ,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. პარტნიორები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებს ამზადებენ
ელჩი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე: ლიეტუვა კონსენსუსის მისაღწევად, ევროპელ კოლეგებთან აქტიურად მუშაობს
საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ განაცხადა, რომ ლიეტუვა ევროპელ კოლეგებთან აქტიურად მუშაობს კონსენსუსის მისაღწევად, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას ბევრი სახელმწიფო სწორედ ერთსულოვნად იღებს. ელჩის შეფასებით, ძალიან საპასუხისმგებლო მომენტია როგორც თავად ევროკავშირისთვის, ევროპული ქვეყნებისა და ხალხისთვის, ასევე საქართველოსთვის, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. „დრო ორ კვირაზე ნაკლებია. ევროკავშირის ძალა კონსენსუსით მიღებულ გადაწყვეტილებებში გამოიხატება და ხანდახან ამის მიღწევა მარტივი არაა, მაგრამ აუცილებელია. ვისურვებდი და იმედი მაქვს, ეს კონსენსუსი საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღწეული და ყველა საკითხზე იქნება თანხმობა 15 დეკემბერს. ეს საკითხი არამხოლოდ მთავრობის, ოპოზიციის ან სამოქალაქო საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთლიანად მოსახლეობისთვის. ყველაფერი არის შესაძლებელი. ჩვენ არ გვაქვს დროის უქმად დახარჯვის ფუფუნება, ამიტომ ამ შესაძლებლობას პასუხისმგებლიანად უნდა მოვეკიდოთ და აქტიურად ვიმუშაოთ ყველა მხარესთან,“ – აღნიშნა ანდრიუს კალინდრამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.
ამერიკული Switchblade 600-ის ტიპის კამიკაძე-დრონები ლიეტუვას მომავალ წელს გადაეცემა
ამერიკული Switchblade 600-ის ტიპის საბრძოლო დრონები ლიეტუვას მომავალ წელს გადაეცემა. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. AeroVironment-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვაჰიდ ნავაბიმ ეს ინფორმაცია დაუდასტურა თავდაცვის მინისტრს არვიდას ანუშაუსკასს, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში იმყოფება. ლიეტუვამ ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების შესყიდვის კონტრაქტი 2022 წლის დეკემბერში გააფორმა. „ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა მსოფლიოში, თავად აშშ-ის შემდეგ, რომელმაც ახალი Switchblade-ის საბრძოლო თვითმფრინავები შეიძინა. ეს იქნება ჩვენი შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი გაძლიერება ხელახლა განლაგების შესაძლებლობით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავანადგუროთ მტრის ჯავშანტექნიკა 40 კილომეტრამდე,“ - ნათქვამია ანუშაუსკასის განცხადებაში. ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი პირველ დეკემბერს, კალიფორნიაში, AeroVironment-ის საწარმოს ეწვია. ლიეტუვა ამერიკულ Switchblade 600 ტიპის კამიკაძე-დრონს შეისყიდის Switchblade 600 არის საბრძოლო დრონი, რომელიც აღჭურვილია ულტრა ზუსტი ოპტიკით, ჰაერში ყოფნის უნარით 40 წუთამდე და ეფექტიანი ტანკსაწინააღმდეგო ქობინით, რომელსაც მძიმე ჯავშანტექნიკის, მათ შორის, ტანკების განადგურება შეუძლია. ამ საბრძოლო თვითმფრინავებთან ერთად, ლიეტუვა აშშ-დან ყიდულობს თვითმფრინავების გამშვებ და საკონტროლო აღჭურვილობას, პერსონალის მომზადების სიმულატორსა და ტექნიკურ პაკეტს. უპილოტო საფრენ აპარატ Switchblade-ს აწარმოებს კომპანია AeroVironment, რომელიც ვაშინგტონის გარეუბანში მდებარეობს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, დაიღუპა ერთი სომეხი ჯარისკაცი
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, დაიღუპა ერთი სომეხი ჯარისკაცი. „4 დეკემბერს, დაახლოებით 14:35 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ბარძრუნის რაიონში მდებარე სომხური ჯარისკაცების პოზიციის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის ჯარისკაცმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.” - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. აზერბაიჯანული მხარის კომენტარი ჯერ არ გავრცელებულა.
"თბილისი ენერჯი": პირველი იანვრიდან, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ღირებულება იზრდება
თბილისი ენერჯის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 2024 წლის პირველი იანვრიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება იზრდება. შესაბამის ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კერძოდ, აღნიშნავენ, რომ მომწოდებლების მიერ, შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდის გამო, კომპანია იძულებულია არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დააკორექტიროს. "შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტია, რომელიცთითქმის ნახევარმილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება,მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებომომხმარებელს. კომპანიის სალიცენზიო პირობაა მომხმარებელთა უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგება. გამომდინარე აქედან, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი)ლარის ნაცვლად განისაზღვრება 1.29 (ერთი ლარი და 29თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ტარიფი კვლავ 0.539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე," - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლიეტუვა ევროსაბჭოს განვითარების ბანკის ფონდის მეშვეობით, უკრაინას €1 მილიონს გამოუყოფს
ლიეტუვის ფინანსთა მინისტრმა გინტარე სკაისტემ და ევროპის განვითარების ბანკის (BRРЄ) ხელმძღვანელმა კარლო მონტიჩელმა ორშაბათს ვილნიუსში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ლიეტუვა 1 მილიონ ევროს გაუგზავნის უკრაინის სოლიდარობის ფონდს. BSEU-ს უკრაინის სოლიდარობის ფონდის მიზანია იძულებითი მიგრანტების მხარდაჭერა და უკრაინის აღდგენის ხელშეწყობა. ამ ფონდის თანხები მიმართული იქნება ომის შედეგად წარმოქმნილი სხვადასხვა სოციალური საჭიროების დასაკმაყოფილებლად, როგორიცაა, იძულებითი მიგრანტების კეთილდღეობისა და ინტეგრაციის უზრუნველყოფა, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი უბნების სოციალური ინფრასტრუქტურის აღდგენა.
დევიდ ქემერონი თანამდებობის დაკავების შემდეგ ვაშინგტონში, პირველ ვიზიტით ჩადის
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი თანამდებობის დაკავების შემდეგ ვაშინგტონში პირველ ვიზიტით ჩადის. ქემერონი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. ასევე კონგრესის რესპუბლიკელ და დემოკრატ წევრებს შეხვდება. „ქემერონი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის კოლეგებთან დისკუსიებში, რომლის მიზანია უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. „ის ასევე იმუშავებს ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციისთვის,“ ნათქვამია განცხადებაში. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე 13 ნოემბერს დაინიშნა. ის ამ რანგში პირველი ვიზიტით უკრაინში ჩავიდა.
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას Martlet-ის ტიპის რაკეტები გაუგზავნა - მედია
უკრაინამ გაერთიანებული სამეფოსგან Martlet-ის ტიპის რაკეტები მიიღო. რაკეტები უკრაინ ას მტრის დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. იუწყება The Times-ი. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებისგან მიღებულ ახლა დახმარებაზე დღეს ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკი: პარტნიორებმა ახალი რაკეტები და საზენიტო სისტემები გადმოგვცეს Martlet მრავალფუნქციური მართვადი რაკეტაა, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამხედროებისთვის Thales Air Defense-ის მიერ შეიქმნა.
მოკავშირეები მზად არიან, გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა - სტოლტენბერგი უმეროვს
თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. NATO-ის ინფორმაციით, ზამთრის დაწყებასთან ერთად, რომელიც გაართულებს ბრძოლას, უმეროვმა და სტოლტენბერგმა ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები და უკრაინის გადაუდებელი სამხედრო საჭიროებები განიხილეს. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები მზად არიან, გააძლიერონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რადგან ის იცავს თავს რუსეთის შეჭრისგან. გენერალურმა მდივანმა გაიმეორა, რომ NATO გრძელვადიან მხარდაჭერას გაუწევს უკრაინას, რათა უკრაინის ძალები NATO-სთან სრულად თავსებადი გახდეს და კიდევ უფრო დააახლოოს ის ალიანსს. გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა და მინისტრმა უმეროვმა ასევე განიხილეს უკრაინის გზა NATO-ში გაწევრიანებისკენ და უკრაინის რეფორმების ძალისხმევა. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება, როდესაც ყველა მოკავშირე შეთანხმდება და როცა დაკმაყოფილდება პირობები. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის ცნობით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მან NATO-ს გენერალურ მდივანთან განიხილა ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობა და ზამთრისთვის უკრაინისთვის აუცილებელი საჭიროებები. „თავდაცვის სამინისტრო NATO-სთან შეიარაღებული ძალების თავსებადობის უზრუნველსაყოფად მუშაობს. უკრაინის ნატოში გაწევრიანება გარდაუვალია. ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხანია, აირჩია ეს გზა და ახლა ჩვენ პრაქტიკულ ნაბიჯებზე ვმუშაობთ, რათა NATO-ს წევრობას მივუახლოვდეთ,“ - წერს უმეროვი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). გასულ თვეში The Economist-თან ინტერვიუს დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, ხოლო უკრაინული კონტრშეტევა შესაძლოა, პოზიციურ ომად შეიცვალოს და წლები გაგრძელდეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი, ვალერი ზალუჟნის ინტერვიუს შემდეგ ხაზი გაუსვა, რომ არ თვლის, უკრაინის ფრონტზე ვითარება ჩიხშია. ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას არ აპირებს. „ეს არ არის ჩიხი. რუსეთი ცას აკონტროლებს. ჩვენ ჩვენს ჯარებს ვიცავთ. არავის [უკრაინაში] არ სურს ჩვენი ხალხი უბრალოდ ჩააგდოს [ბრძოლაში], როგორც ამას რუსეთი აკეთებს," - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, კიევი ცაში რუსების უპირატესობას მას შემდეგ დაძლევს, რაც უკრაინელი პილოტები F-16-ებზე წვრთნებს დაასრულებენ. ახლახან Associated Press-თან საუბარში კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ რომ შეიარაღების ნაკლებობის გამო უკრაინამ სასურველ შედეგს ჯერ ვერ მიაღწია. შეკითხვას, კმაყოფილია თუ არა კონტრშეტევის შედეგებით, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ კმაყოფილია, რადგან მსოფლიოს მეორე არმიასთან ბრძოლაში უკან არ იხევენ, მაგრამ კმაყოფილი ვერ იქნება დანაკარგებით და იმით, რომ სასურველი იარაღი სრულად არ მიუღიათ. ზელენსკი შიშობს, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს დაჩრდილავს და საფრთხეს შეუქმნის დასავლეთის სამხედრო დახმარების ნაკადს. „ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ადამიანებს, რომ დაივიწყონ აქ მიმდინარე ომი,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია. რაც შეეხება ევროკავშირს, უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა გაზაფხულზე გამოაცხადა სამფაზიანი გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი უკრაინას 12 თვის განმავლობაში მილიონ საარტილერიო საბრძოლო მასალას მიაწვდიდნენ, თუმცა წლის ბოლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ამ მოცულობის გეგმების შესრულებას ვერ ახერხებს. თუმცა ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს გეგმა ევროკავშირისთვის კვლავ პოლიტიკურ მიზნად რჩება.
აშშ-ის ყოფილი ელჩი ბოლივიაში, FBI-მ დააკავა
ყოფილი ამერიკელი დიპლომატი, რომელიც ბოლივიაში აშშ-ის ელჩად მსახურობდა, დააკავეს. AP-ს ცნობით, 73 წლის მანუელ როჩა, მაიამიში პარასკევს, პირველ დეკემბერს FBI-ს ხანგრძლივი გამოძიების შედეგად, სისხლის სამართლის საჩივრის საფუძველზე დააკავეს. მას კუბის მთავრობის სასარგებლოდ, აგენტად მუშაობაში ადანაშაულებენ. წყაროების ცნობით, საქმის შესახებ მეტი დეტალი, სავარაუდოდ, ორშაბათს, სასამართლო სხდომაზე გახდება ცნობილი.
თურქეთმა და კატარმა 12 შეთანხმება გააფორმეს
თურქეთმა და კატარმა თანამშრომლობის შესახებ 12 შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს, თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული კომიტეტის მე-9 შეხვედრის შემდეგ გაფორმდა. ლუსაილის სასახლეში პირისპირ შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და კატარის ემირი შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ თანი თავმჯდომარეობდნენ თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული კომიტეტის სხდომას. შეხვედრის შემდეგ ერდოღანისა და ალ თანის თანდასწრებით, ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. კომიტეტის სხდომაზე ერთობლივ დეკლარაციას და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი ინტერესის საკითხებზე პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ასევე მოაწერეს ხელი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა და მისმა კატარელმა კოლეგამ მოჰამედ ბინ აბდურაჰმან ალ თანიმ. დოკუმენტები ასევე გაფორმდა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროებში; განათლებისა და კულტურის სფეროებში, ასევე, მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. გარდა ამისა, ორმხრივ სამხედრო ჩარჩო შეთანხმებას ხელი მოაწერეს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა და კატარის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ჰალიდ ბინ მოჰამად ალ ატიამ. ინვესტიციების ხელშეწყობაში თანამშრომლობის პაქტს ხელი მოაწერეს თურქეთის პრეზიდენტის საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელმა ბურაკ დაგლიოღლუმ და კატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა შეიხ ხალიფა ბინ ჯასიმ ალთანმა. თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეის ხელმძღვანელმა მუსტაფა გულთეფემ და შეიხ ხალიფა ბინ ჯასიმ ალთანმა ასევე ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ექსპორტზე თანამშრომლობის შესახებ.
უკრაინამ ევროკავშირთან უსაფრთხოების ვალდებულებების შესახებ კონსულტაციები დაიწყო
უკრაინამ უსაფრთხოების მომავალ ვალდებულებთან დაკავშირებით, ევროკავშირთან კონსულტაციები დაიწყო. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამის ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კონსულტაციების პირველი რაუნდი უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ევროპული საგარეო მოქმედებების სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, შარლ ფრისთან დაიწყო. კონსულტაციების დროს მხარეებმა ევროკავშირის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიების მიმართ ხედვები გაცვალეს და აქცენტი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე გააკეთეს. იგორ ჟოვკვამ აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება თავისთავად იქნება უკრაინისა და მთლიანად ევროპული საზოგადოების უსაფრთხოების მძლავრი გარანტია. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა 13 ნოემბერს განაცხადა, რომ დეკემბერში ევროკავშირი კიევში მისიას გაგზავნის, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების ვალდებულებების შესახებ ევროკავშირის წინადადებებს წარადგენს. 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართა. დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნების ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაციას ამ დრომდე 30-მდე ქვეყანა შეუერთდა. G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, კანადასთან და სხვა ევროპულ ქვეყნებთან, მათ შორის, იტალიასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ბრაზილიის პრეზიდენტი პუტინს დაპატიმრებისგან დაცვის გარანტიას ვერ აძლევს
ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა აცხადებს, რომ მის ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში, უსაფრთხოების გარანტიას ვერ მისცემს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ბრაზილია საერთაშორისო ხელშეკრულების, რომის სტატუტის მონაწილეა და შესაბამისად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს. ქვეყანა 2024 წელს უმასპინძლებს „დიდი ოცეულის“(G20) ლიდერთა სამიტს. რუსეთი ამ გაერთიანების წევრია, საერთაშორისო სასამართლოს კი, პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული. DW წერს, რომ 4 დეკემბერს, ბერლინში, გერმანიის და ბრაზილიის მთავრობათა კონსულტაციის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლულა და სილვას ჰკითხეს, დააპატიმრებენ თუ არა პუტინს ბრაზილიაში ჩასვლის შემთხვევაში. ბრაზილიის პრეზიდენტმა არცერთი ვარიანტი არ გამორიცხა და აღნიშნა რომ ამას სასამართლო ორგანოები გადაწყვეტენ. ლულა და სილვამ განაცხადა, რომ სამიტზე პუტინის მიწვევას აპირებს. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სილვა კრემლთან კარგ ურთიერთობებ ინარჩუნებს. ის 2023 წლის სექტემბერში აცხადებდა, რომ მის ქვეყანაში რუსეთის პრეზიდენტს დაპატიმრების საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, მოგვიანებით განცხადა, რომ საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიმართავს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დახურულ ბრიფინგზე, ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენატორებს მიმართავს. The Hill-ის ცნობით, ზელენსკი სენატორებთან ისაუბრებს უკრაინაში არსებული საომარი მდგომარეობისა და ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მიწოდების საჭიროების შესახებ. სენატორები ხვალ კენჭს უყრიან საკანონმდებლო მექანიზმს გადაუდებელი საგარეო დახმარების უზრუნველყოფისთვის 106 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ, საიდანაც უკრაინისთვის 61 მილიარდ დოლარზე მეტია გათვალისწინებული. ფინეთი უკრაინის შეიარაღებისთვის ჭურვების წარმოების გაზრდას გეგმავს გასულ თვეში The Economist-თან ინტერვიუს დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, ხოლო უკრაინული კონტრშეტევა შესაძლოა, პოზიციურ ომად შეიცვალოს და წლები გაგრძელდეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი, ვალერი ზალუჟნის ინტერვიუს შემდეგ ხაზი გაუსვა, რომ არ თვლის, უკრაინის ფრონტზე ვითარება ჩიხშია. ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას არ აპირებს. „ეს არ არის ჩიხი. რუსეთი ცას აკონტროლებს. ჩვენ ჩვენს ჯარებს ვიცავთ. არავის [უკრაინაში] არ სურს ჩვენი ხალხი უბრალოდ ჩააგდოს [ბრძოლაში], როგორც ამას რუსეთი აკეთებს," - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, კიევი ცაში რუსების უპირატესობას მას შემდეგ დაძლევს, რაც უკრაინელი პილოტები F-16-ებზე წვრთნებს დაასრულებენ. ახლახან Associated Press-თან საუბარში კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ რომ შეიარაღების ნაკლებობის გამო უკრაინამ სასურველ შედეგს ჯერ ვერ მიაღწია. შეკითხვას, კმაყოფილია თუ არა კონტრშეტევის შედეგებით, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ კმაყოფილია, რადგან მსოფლიოს მეორე არმიასთან ბრძოლაში უკან არ იხევენ, მაგრამ კმაყოფილი ვერ იქნება დანაკარგებით და იმით, რომ სასურველი იარაღი სრულად არ მიუღიათ. ზელენსკი შიშობს, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს დაჩრდილავს და საფრთხეს შეუქმნის დასავლეთის სამხედრო დახმარების ნაკადს. „ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ადამიანებს, რომ დაივიწყონ აქ მიმდინარე ომი,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია. რაც შეეხება ევროკავშირს, უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა გაზაფხულზე გამოაცხადა სამფაზიანი გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი უკრაინას 12 თვის განმავლობაში მილიონ საარტილერიო საბრძოლო მასალას მიაწვდიდნენ, თუმცა წლის ბოლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ამ მოცულობის გეგმების შესრულებას ვერ ახერხებს. თუმცა ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს გეგმა ევროკავშირისთვის კვლავ პოლიტიკურ მიზნად რჩება.
სასაზღვრო დავის მოგვარების მიზნით, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა კიდევ ერთ შეთანხმებას მიაღწიეს
ყირგიზეთი და ტაჯიკეთი სახელმწიფო საზღვრის კიდევ 24 კილომეტრზე შეთანხმდნენ, იუწყება ყირგიზეთის მედია. ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტმა აღნიშნა, რომ ტაჯიკეთის სუგდის რეგიონის ქალაქ ბუსტონში ტოპოგრაფიული და სამუშაო ჯგუფების ბოლო ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარეები გააგრძელებენ მუშაობას დარჩენილი ტერიტორიების განსაზღვრაზე მომავალ შეხვედრაზე, რომელიც ყირგიზეთში გაიმართება. როგორც მედია წერს, ბოლო შეხვედრაზე ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ყირგიზეთს ექნება წვდომა იმ ობიექტებზე, რომლებსაც ის იყენებს ტაჯიკეთის ტერიტორიაზე, მაგრამ მიწები ამ ქვეყანას რჩება. ამავდროულად, ტაჯიკეთს ექნება წვდომა იმ ობიექტებზე, რომლებსაც ის იყენებს ყირგიზეთის ტერიტორიაზე, მიწები კი, ამ უკანასკნელს დარჩება. ტაჯიკეთის უშიშროების სამსახურის უფროსმა დეტალებზე დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ყირგიზეთი და ტაჯიკეთი შეთანხმდნენ, რომ ორივე ქვეყანა ისარგებლებს „მუდმივი და უწყვეტი“ წვდომით მათ კუთვნილ, მაგრამ მეორე ქვეყნის საზღვრებში მდებარე მიწებზე. მოლაპარაკებების შემდეგ, დეტალებზე არც ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი კამჩიბეკ ტაშიევი საუბრობს, თუმცა აღნიშნა: „ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ყველა საკითხის მოგვარებასთან.“ ორ ქვეყანას შორის ყველაზე სადავო ტერიტორიებია ვორუხის მიმდებარე ტერიტორია, ტაჯიკეთის ტერიტორიის ანკლავი ყირგიზეთში. ბიშკეკი ამტკიცებს, რომ ანკლავისკენ მიმავალი გზა, ტორტ-კოჩო, ყირგიზეთის ნაწილია - როგორც ეს საერთაშორისოდ არის აღიარებული, მაშინ, როცა დუშანბე მას საკუთარ ნაწილად მიიჩნევს. ტაშიევმა ახლა მიანიშნა, რომ მიღწეულია შეთანხმება, თუ როგორ მართონ მონაკვეთი, რომელიც კვეთს ყირგიზეთის ტერიტორიას და აკავშირებს ტაჯიკეთის მატერიკს მჭიდროდ დასახლებულ ვორუხთან. ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის საზღვარი დაახლოებით 975 კილომეტრია. დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი 2002 წელს დაიწყო და 2020 წლის მონაცემებით, დაახლოებით 519 კილომეტრი იყო განსაზღვრული. მას შემდეგ მიღწეული პროგრესის საჩვენებლად, გასულ წელს ყირგიზეთის პრეზიდენტის, სადირ ჯაფაროვისა და ტაჯიკეთის კოლეგას, ემომალი რაჰმონს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ საზღვრის დაახლოებით 664 კილომეტრი იყო განსაზღვრული. მაგრამ ეს ჯამი წინააღმდეგობაში მოდის ტაჯიკეთის პრეზიდენტის ნათქვამთან, როდესაც იანვარში განაცხადა, რომ საზღვრის 63 პროცენტი - დაახლოებით 614 კილომეტრი - იყო დემარკირებული, რადგან დარჩენილ საზღვარზე სამუშაო მიმდინარეობდა. თითოეული ქვეყნიდან სპეციალური კომისიები აგრძელებენ მოლაპარაკებას. 2022 წლის სექტემბერში ყირგიზეთ-ტაჯიკის სასაზღვრო შეტაკებისას ყირგიზეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მისი 63 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ტაჯიკეთმა 41 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა. შეტაკების დროს დაღუპულთა ნათესავებთან და მეგობრებთან საუბრის შემდეგ, რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური იტყობინებოდა, რომ ტაჯიკეთის 81 მოქალაქე დაიღუპა. ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ხელისუფლებამ ერთმანეთი აგრესიაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც მხარეებმა შეტაკებებში მძიმე არტილერია და ნაღმტყორცნები გამოიყენეს. სასაზღვრო დავის მოგვარების მიზნით, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა მიმდინარე წლის აპრილში პროტოკოლი გააფორმეს.
უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ კენჭისყრა აშშ-ის სენატში კვირის ბოლომდე გაიმართება
აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ კენჭისყრა დანიშნა. The Hill-ის ცნობით, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ უკრაინის, ისრაელისა და ღაზას სექტორის 106 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის კენჭისყრა მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება. „მოვუწოდებ ყველა სენატორს დაფიქრდეს, თუ სად ვიმყოფებით ამ ისტორიულ მომენტში. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოება საფრთხეშია მთელ მსოფლიოში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონში. ამან შეიძლება დემოკრატიის განვითარების ტრაექტორია მრავალი წლის განმავლობაში განსაზღვროს. ჩვენ ისტორიულ მომენტში ვცხოვრობთ,“ - განაცხადა ჩაკ შუმერმა. შუმერმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღება აუცილებელია, რადგან უკრაინას რუსული აგრესიის მოსაგერიებლად საჭირო რესურსები ეწურება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.
WSJ: IDF “ჰამასის“ გვირაბების დატბორვის შესაძლებლობას განიხილავს
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში, ჰამასის გვირაბების დატბორვის შესაძლებლობას განიხილავენ. გამოცემა წერს, რომ ამ მიზნით IDF -მ სატუმბი სისტემა დაამონტაჟა. საუბარია სულ მცირე ხუთ სატუმბზე ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკიდან დაახლოებით კილომეტრნახევარში. ჯერჯერობით უცნობია, გამოიყენებს თუ არა IDF ამ მეთოდს, რადგან ღაზის სექტორში ჯერ კიდევ რჩებიან “ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლები. ღაზის სექტორის მიწისქვეშ გვირაბების ფართო ქსელის საერთო სიგრძე 500 კმ-მდეა. ამასთან, სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ისრაელის არმიის წარმომადგენელმა გვირაბების ჩაძირვის გეგმის კომენტირებაზე უარი განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ მუშაობენ „ჰამასის“ ტერორისტული პოტენციალის სამხედრო და ტექნოლოგიური საშუალებებით განადგურებაზე. „ჰამასი“ ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.