ძებნის რეზულტატი:
„ურთიერთობების აღდგენა კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის“ - USAID-ის მიმდინარე პროექტები
USAID საქართველოში 35-ზე მეტ პროგრამას უჭერს მხარს. აშშ-ის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მათი მიზანია, გააძლიერონ მავნე ზეგავლენის მიმართ ქვეყნის მედეგობა, დემოკრატიული მიღწევები, უზრუნველყონ მაღალანაზღაურებადი დასაქმება და ეკონომიკური ზრდა. პროგრამებს შორისაა ახალგაზრდობის მიერ წარმართული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა პროგრამას ახორციელებს - International Alert „პროგრამა სამოქალაქო აქტივობებში ჩართვით ხელს უწყობს კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების ახალგაზრდების გაძლიერებას, ხელს უწყობს “ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის“ (საოკუპაციო ხაზი, რედ.) გასწვრივ სამოქალაქო საზოგადოების გამრავალფეროვნებასა და ურთიერთობის ნორმალიზაციას. პროექტი მუშაობს იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღადგინონ ურთიერთობა კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის. დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს მომავლის სამოქალაქო ლიდერების უზრუნველყოფას იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც გაარღვევს კონფლიქტთან დაკავშირებულ ნარატივს და უზრუნველყოფს უკეთეს მომავალს მათი საზოგადოებებისათვის,“ წერს USAID მიმდინარე პროექტების ნუსხაში. კიდევ ერთი პროგრამაა - განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისათვის პროგრამას ახორციელებს - კულტურულ -ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ „განხეთქილების დაძლევის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს კონფლიქტების მოგვარებას სამიზნე ჯგუფების წევრებს (ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოების, მეწარმეების და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს) შორის ურთიერთობების წახალისებით. პროგრამის აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას, კერძო სექტორის თანამშროლობასა, კავშირების დამყარებას და ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებთან წვდომას. პროგრამა მოიცავს ოთხ ძირითად კომპონენტს: 1) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ქალთა საინიციატივო ჯგუფების თანამშრომლობას; 2) კონფლიქტის გადაჭრის აქტივობებში ახალგაზრდების ჩართვას აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან; 3) ეკონომიკის განვითარებას „ადმინისტრაციულ გამოყოფ ხაზთან.“(საოკუპაციო ხაზი, რედ.) 4) ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებთან წვდომას,“ ნათქვამია აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს მიერ მისივე ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციში. ცნობისთვის, USAID საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს. ამ დროიდან USAID-ის საშუალებით 1,9 მილიარდი დოლარის დახმარება გაეწია საქართველოს. ამჟამად, USAID ინვესტირებას ახორციელებს 39 პროგრამაში, რომელთა საერთო ღირებულება 373 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო წლიური ბიუჯეტი 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.
სტრელკოვი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან: პრიგოჟინის მსგავსად ამნისტიის მეც მეშინია
დონეცკში პრორუსი სეპარატისტების ყოფილმა სამხედრო ლიდერმა იგორ სტრელკოვმა (გირკინმა) საგამოძიებო იზოლატორში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თავისი საქმე შეადარა აგვისტოში დაღუპული კერძო კომპანიის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხს შეადარა და განაცხადა, რომ შესაძლოა, პრიგოჟინის ბედი გაიზიაროს. "პრიგოჟინის მოშორებისთვის პასუხისგებაში არავინ მიუციათ. პრეზიდენტმა სპონტანური სიკვდილის ვერსია გაახმოვანა - ამ ვერსიის არ მჯერა," - განუცხადა სტრელკოვმა გაზეთ Baza-ს. დონეცკში პრორუსი სეპარატისტების ყოფილი მეთაური იგორ სტრელკოვი დააკავეს 2023 წლის ივლისის ბოლოს, რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკის გამო, რაშიც გამოძიებამ დაინახა ექსტრემიზმისკენ მოწოდებები. „ყველაზე მეტად მეშინია, რომ ჩვეულებრივი სისხლის სამართლის სასჯელის ნაცვლად, მე "ამნისტირებული" ვიქნები, ისევე როგორც „მზარეული“ ["პუტინის მზარეული" პრიგოჟინის მეტსახელია, რომელიც კრემლში ბანკეტების ორგანიზებისთვის მიენიჭა - რედ.]," - განაცხადა სტრელკოვმა. სტრელკოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში მინიმუმ 18 დეკემბრამდე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ 7 დეკემბერს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ექვსი თვით წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა. მას ბრალად ედება ექსტრემიზმისკენ საჯაროდ მოწოდება. მანამდე საგამოძიებო იზოლატორში მყოფმა სტრელკოვმა განაცხადა, რომ აპირებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენას. ბრალდების მიხედვით, მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. კანონის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სტრელკოვი ვერ იყრის კენჭს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა განაჩენის ძალაში შესვლამდე, მას აქვს კანდიდატად დარეგისტრირების უფლება. რუსეთის ფედერაციის საბჭომ 7 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 2024 წლის 17 მარტი გამოცხადდა.
პუტინი აცხადებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას
ვლადიმირ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ მან კრემლში, გმირების დღესთან დაკავშირებით შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა. პუტინის ამჟამინდელი უფლებამოსილებები 2024 წლის 7 მაისს სრულდება. რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის ჩანიშნული. Reuters: პუტინი ხელისუფლებაში 2024 წლის შემდეგაც დარჩება
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
გერმანიის მთავრობამ გამოაცხადა უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის მიწოდების შესახებ, რომელიც, კერძოდ, საბრძოლო მასალისა და სადაზვერვო თვითმფრინავებს მოიცავს. ახალ პაკეტში შედის: 250 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალა; სადაზვერვო კომპლექსი LUNA NG; 10 VECTOR სადაზვერვო დრონი სათადარიგო ნაწილებით; სასაზღვრო პატრულის ექვსი მანქანა; რვა Zetros სატვირთო მანქანა; 100 000 პირველადი დახმარების ნაკრები და წამალი; 70 მმ კალიბრის 70 ავტომატური ყუმბარმტყორცნი; შეგახსენებთ, რომ კიევში ვიზიტისას გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ეს პაკეტი, სხვა დახმარებასთან ერთად, ასევე მოიცავს დამატებით ოთხ IRIS-T-SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას, ასევე, 20 000 155 მმ-იან საარტილერიო საბრძოლო მასალას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს.
წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი ოფიციალურად გახსნეს. „გმირ სამხედროს სკვერისა და სპორტული მოედნის გახსნის სურვილი სიცოცხლეშივე ჰქონდა. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ეს სურვილი რამდენიმე წლის წინ განახორციელა. დღეს კი, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინიციატივითა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სკვერში გმირის მემორიალი გაიხსნა. უწყებამ სკვერის გამწვანებაშიც მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და წილკნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები დაესწრნენ,“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს ოკუპანტებმა. ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის აწამეს, სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით არის გამოცხადებული. 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისთვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი ვერ შესრულდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, რამდენიმე ავიარეისი ვერ დაჯდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ისინი სათადარიგო აეროპორტებში გაფრინდნენ. მათივე ცნობით, ვერ შესრულდა „კატარის ავიახაზების“ რეისი დოჰა-თბილისი, რომელიც დაჯდა ერევანში, ავიაკომპანია „აზიმუტის“ რეისი მოსკოვი-თბილისი დაჯდა ქუთაისში და „ჯაზირას“ ავიახაზები ქუვეითი-თბილისი დაჯდა ერევანში. თბილისში დღევანდელი რეისები გააუქმეს „პეგასუსმა“ და „თურქეთის ავიხაზებმა“ , ორივე სტამბოლი-თბილისის რეისი იყო.
პრაღის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მომავალ კვირაში ჩეხეთს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 10-12 დეკემბერს ვიზიტით ჩეხეთს ეწვევა. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გასაშუქებლად აკრედიტაციის ვადა მედიისთვის დღეს, 8 დეკემბერს, ამოიწურა. რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაბამისი ინფორმაცია ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. მედია ასევე წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურები არ აკეთებენ კომენტარს იმაზე, ვიზიტზე ნებართვასთან დაკავშირებით ხელახლა ხომ არ მიუმართავს სალომე ზურაბიშვილს მთავრობისთვის. ასევე უცნობია ვიზიტის დეტალები. მიმდინარე წლის აგვისტოს ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს 10-12 დეკემბერს ჩეხეთში ოფიციალურ ვიზიტზე უარი აქვს მიღებული. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა 5 ოქტომბერს დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩავარდა. 10-11 ნოემბერს, ზურაბიშვილი პარიზში იმყოფებოდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით "მშვიდობის ფორუმში" მონაწილეობდა და სიტყვით გამოვიდა. მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მთავრობისგან ვიზიტზე თანხმობა არ მოუთხოვია. კონსტიტუციის მიხედვით, ამავე საფუძვლით პარლამენტი იმპიჩმენტის პროცედურას ვერ დაიწყებს.
მეორე დღეა, ლარი დოლართან და ევროსთან მყარდება
1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.6695 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6790 ლარი იყო. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ევროს კურსი 2.8793 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8850 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
რუსეთს საქართველოს წინაშე 133 მილიონი ევროს დავალიანება აქვს - ევროპის საბჭო
ევროპის საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გადაიხადოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე დადგენილი კომპენსაცია. ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, საქართველოში კონფლიქტის შესახებ 28-ე კონსოლიდირებული ანგარიში განიხილეს 2022 წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო. 16 სექტემბერს ის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეს აღარ წარმოადგენს, თუმცა ევროპის საბჭო ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ვალდებულია აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომელთა წარმოებაც 2022 წლის 16 სექტემბრამდეა დაწყებული. მოსკოვმა გასული წლის მარტში შეწყვიტა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება, ასევე მათი აღსრულების თაობაზე ანგარიშგება. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ბოლო სხდომაზე, რომელიც ზედამხედველობას უწევს ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, აღინიშნა, რომ რუსეთს ჯერ არ გადაუხდია 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევებზე გამოტანილი გადაწყეტილებით გათვლისწინებული 129 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის კომპენსაცია, რა თანხამაც დარიცხული პროცენტის გათვალისწინებით ამჟამად 133 მილიონ ევროს მიაღწია. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი საქართველომ 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა. რუსეთმა უნდა აღარსრულოს ასევე სერგეი მაგნიცკის გარდაცვალებასთან, ანა პოლიტკოვსკაიას, ნატალია ესტემიროვასა და ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობებთან, ასევე ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებულ ცხრა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები. კერძოდ, მინისტრთა კომიტეტმა მოუწოდა რუსეთს უზრუნველყოს ნავალნისთვის სამედიცინო და იურიდიულ დახმარებაზე წვდომა. ასევე აღნიშნულია იმ კანონების გადახედვის აუცილებლობაზე, რომლებიც, ევროპის საბჭოს თანახმად, ლგბტ თემის დისკრინაციას იწვევს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროპის საბჭო აქტიურად თანამშრომლობს გაეროს შესაბამის სტრუქტურებთან და ცდილობს რუსეთის მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიღწევას. ეს თემა მომავალ კვირაში სტრასბურგში გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან ერთად განიხილება. რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აღასრულებს 2022 წლის 16 მარტის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
საქართველოს ორი მოქალაქის მიმართ დე ფაქტო რეჟიმმა „სისხლის სამართლის საქმე აღძრა“
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქის მიმართ „სისხლის სამართლის საქმე აღძრა.“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მცხოვრებლები - 1988 წელს დაბადებული გიორგი მელაძე და 1994 წელს დაბადებული დიმიტრი კორინთელი, 24 ნოემბერს უკანონოდ დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. ხვიჩა და დიმიტრი კორინთელები, თანასოფლელ გიორგი მელაძესთან ერთად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გიორგობის მეორე დღეს, 24 ნოემბერს, სოფლის ეკლესიიდან გაიტაცეს. წმინდა გიორგის სახელობის აძვის ეკლესია რამდენიმე წელია, საოკუპაციო ხაზს მიღმა მოაქციეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აძველების დაკავების შესახებ ინფორმაცია 25 ნოემბერს გაავრცელა. სუსის ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“; უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ზელენსკი: გვჯერა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის მიცემულ დაპირებას შეასრულებს
ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისადმი უნგრეთის წინააღმდეგობის ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მას სჯერა, ევროკავშირი უკრაინისთვის მიცემულ დაპირებას შეასრულებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ამ კვირაში კრიტიკულად მნიშვნელოვან ხმებს ველოდებით უკრაინის უმაღლესი რადასგან - ზოგიერთ მათგანზე დღეს პრემიერ-მინისტრს ვესაუბრეთ. ეს ეხება როგორც იმას, რასაც ჩვენგან მოელიან კრედიტორებთან ურთიერთობაში, ასევე იმასაც, თუ რა უნდა გააკეთოს უკრაინამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების მომზადების ფარგლებში. ჩვენი პრიორიტეტია ყველა იმ გადაწყვეტილების სრულად განხორციელება, რაც აუცილებელია უკრაინის ევროპულ გზაზე. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი შეასრულებს უკრაინისთვის მიცემულ დაპირებას,“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ესტონეთში პროკრემლისტური პარტიის წევრი ჯაშუშობისთვის დააკავეს
ესტონეთის უშიშროების სამსახურმა ქვეყნის წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობაში ეჭვმიტანილი ალან ჰანცომი, პროკრემლისტური პარტია Koos-ის წევრი დააკავა. „7 დეკემბერს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ესტონეთის 46 წლის მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ესტონეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ჯაშუშობაში და მსგავსი ქმედებების მხარდაჭერაში. ეს არის წინასწარი ეჭვი, რომელიც შესაძლოა, შეიცვალოს გამოძიების დროს," - განაცხადა სახელმწიფო პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა კაირა კუნგასმა. მისივე თქმით, კაცი ამჟამად ეჭვმიტანილის სტატუსით არის დაკავებული და გამომძიებლები ატარებენ პირველად საპროცესო მოქმედებებს. ალან ჰანტსომი "უკვდავი პოლკის" მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორია. 2023 წლის მაისში ის პროკრემლისტურ პარტია Koos-ს შეუერთდა.
რა გადაწყვეტილებები მიიღეს ანაკლიის პორტის პროექტის „კერძო პარტნიორის შესარჩევი კომისიის“ მორიგ სხდომაზე
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის თავმჯდომარეობით ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა „ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების მიზნით კერძო პარტნიორის შესარჩევი კომისიის“ მორიგი სხდომა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, უწყებათაშორისმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა კვალიფიცირებული კანდიდატებისთვის წარსადგენ წინადადებათა წარმოდგენის შესახებ მოწვევის (RFP) დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია მოიცავს როგორც წინადადების წარმოდგენის შესახებ მოწვევის დოკუმენტს, ისე კონცესიისა და პარტნიორთა ხელშეკრულებების პროექტებს. „აღნიშნული დოკუმენტაცია შემუშავებულ იქნა სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ მიერ - სააგენტოს საერთაშორისო კონსულტანტების, კერძოდ, იურიდიული კონსულტანტის Squire Patton Boggs, კომერციული კონსულტანტის - Maritime Transport & Business Solutions (MTBS) და ტექნიკური კონსულტანტის -Port Consultants Rotterdam მონაწილეობით. დოკუმენტით გათვალისწინებულია პროექტის სპეციფიკური მახასიათებლები და აქტივებთან/ქონებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ის ასევე მოიცავს შემდეგ საკითხებს - კვალიფიცირებულ კანდიდატთა მიერ წინადადებების წარდგენის ინსტრუქცია; წარმოსადგენი დოკუმენტაციის შინაარსი; შესარჩევ პროცესთან დაკავშირებული ვადების შესახებ ინფორმაცია და შეფასების კრიტერიუმები (როგორც კომერციულ/ტექნიკურ, ისე ფინანსურ და სამართლებრივ კრიტერიუმები). ამასთან, დოკუმენტი ითვალისწინებს კანდიდატთა მიერ წარმოსადგენ წინადადების უზრუნველყოფის გარანტიას, მის ოდენობას, ფორმას, ვადას, მის ძირითად პირობებსა და აღსრულების საფუძვლებს. კანდიდატებს ასევე გაეგზავნებათ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული კონცესიისა და პარტნიორთა ხელშეკრულებების პროექტები - ისინი შემდგომ ეტაპზე დაექვემდებარება გამარჯვებულ ან მოკლე სიაში გადასულ კანდიდატთან მოლაპარაკებებს. კომისიის სხდომის დასრულებისას გაფორმდა ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერეს კომისიის თავმჯდომარემ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და კომისიის წევრებმა - ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა. კომისიის გადაწყვეტილებით, კვალიფიციურ კანდიდატებს წინადადებების წარმოსადგენად ვადა 19 თებერვლამდე მიეცათ. კომისია საერთაშორისო კონსულტანტების მეშვეობით შეაფასებს წარმოდგენილ წინადადებებს და გამოავლენს გამარჯვებულს, რომელთანაც გაიმართება მოლაპარაკებები შესაბამის ხელშეკრულებებზე,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტი გადავიდა წინადადებების წარმოდგენის ეტაპზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ კომპანიათაგან ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული, მეორე კი ჩინურ სინგაპურული კონსორციუმი. მინისტრმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამერიკულ კომპანიებს განაცხადი არ წარუდგენიათ. ცნობისთვის, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთმა ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი, ელჩის კომენტარის დონეზე 6 სექტემბერს დააფიქსირა. ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი კომენტარი ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგებზე შეგახსენებთ, ამერიკული მხარეს ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ანაკლიის პორტის საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს. ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. შეერთებული შტატები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მტკიცე მხარდამჭერია - ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან ამავე თემაზე გაეცანით: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი
საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი შუა დერეფანში საკვანძო როლს ასრულებენ - უილიამ კორტნი
ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში საუბრობს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე. ის ხაზს უსვამს მარშრუტის მონაწილე ქვეყნების პოტენციალს. კორტნის შეფასებით, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი შუა დერეფანში საკვანძო როლს ასრულებენ. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
ზურაბიშვილი ბაბი კირკიტაძეზე: ვგმობ ნებისმიერ ფორმით ქალთა მიმართ ძალადობას
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მომღერალ ბაბი კირკიტაძის საჯარო განცხადებას ეხმაურება. კირკიტაძის თქმით, ე.წ. ჩათებში მასზე პორნოშინაარსის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება. „კიდევ ერთხელ და ყოველთვის ვგმობ ნებისმიერ ფორმით ქალთა მიმართ ძალადობასა და ღირსების შელახვას!" - წერს სალომე ზურაბიშვილი საკუთარ Facebook გვერზე და ბაბი კირკიტაძის ფეისბუქპოსტს აზიარებს. ბაბი კირკიტაძე ხვალ, 9 დეკემბერს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება. საგამოძიებო უწყებაში, მომღერალს გამომძიებელი 7 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ დაუკავშირდა.
ევროკავშირმა „ჰამასის“ ორი მეთაური ტერორისტების სიას დაამატა
ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ, ევროკავშირმა „ჰამასის“ ორი მეთაური ტერორისტების სიას დაამატა. კერძოდ, ხსენებულ სიაში არიან „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ლიდერი მუჰამედ დეიფი და მისი მოადგილე მარვან ისა. ამ ორ პირს ყოველგვარი ფინანსური აქტივები გაეყინება და ევროკავშირის ყველა ობიექტს ეკრძალება მათთვის სახსრების, ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება. შემაკავებელი ზომები უკვე შევიდა ძალაში. მანამდე საფრანგეთმა ბრძანა ექვსთვიანი გაყინვა ტერორისტული დაჯგუფების ჰამასის მეთაურის, იაჰია სინუარის, რომელიც ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის ორგანიზატორია. გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა სავიზო სანქციები იმ პირების მიმართ, რომელთა ქმედებები ზიანს აყენებს მშვიდობასა და სიმშვიდეს დასავლეთ სანაპიროზე. ისრაელზე თავდასხმის შემდეგ სანქციები ასევე დააწესეს აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა. შეგახსენებთ, ევროკავშირი და აშშ „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს. „ჰამასი“ ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს და მას შემდეგ საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. ისრაელმა დაჯგუფების განადგურების პირობა დადო.
"ნაციონალური მოძრაობა" ამბროლაურის საკრებულოს სამივე წევრმა დატოვა
"ნაციონალური მოძრაობა" ამბროლაურის საკრებულოს წევრებმაც დატოვეს. საკრებულოს ფრაქციის სამივე წევრმა პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. საკრებულო დატოვეს ამირან ლომთაძემ, ბაქარ გობეჯიშვილმა და ანა გურგენიძემ. ისინი ნიკა მელიას გუნდს შეუერთდებიან. „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამივე წევრი ვტოვებთ კეზერაშვილის პირად პარტიას. არ ვნანობთ გასულ წლებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ვემსახურებოდით სიმართლეს და არასდროს გვიღალატია პრინციპებისთვის. ვნანობთ დაკარგულ ბოლო თვეებს, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” ბინძური მეთოდებით მიითვისეს აღზევებულმა მდაბიოებმა, ათას პარტიაზე გადამხტარმა ვაჭრებმა გამიზნულად ყველაფერი გააკეთეს პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციისთვის. ვტოვებთ უსამართლობას და მორალურად წელში გამართულები ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ - მართალ და წესიერ ხალხთან ერთად. სიმართლეს დიდი ძალა აქვს და საბოლოო ჯამში, აუცილებლად გაიმარჯვებს!ჩვენთან ერთად ადგილობრივი ორგანიზაციის ძირითადი ბირთვიც უერთდება ნიკა მელიას გუნდს," - განაცხადეს ბრიფინგზე.
სახალხო დამცველის მოადგილემ ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის ინფორმაციას ქართული მედიასაშუალებები ომბუდსმენის აპარატზე დაყრდნობით ავრცელებენ. ჯულაყიძე სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას უწევდა კოორდინაციასა და ზედამხედველობას. აპარატის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ჯულაყიძემ ომბუდსმენის მოადგილის პოსტი საკუთარი სურვილით, დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა. ნათია ჯულაყიძე, რომელიც ომბუდსმენის მოადგილედ აპრილში დაინიშნა, იოსელიანის ყოფილი თანაგუნდელის, ალეკო ელისაშვილის დისშვილია და ასევე, მისი სამოქალაქო მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი იყო. ომბუდსმენ იოსელიანის ახალი მოადგილე „მოქალაქეების“ ლიდერ ელისაშვილის დისშვილი და პარტიის შემწირველია
ლატვია აშშ-სგან ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას მიიღებს
ლატვია შეერთებული შტატებისგან (Naval Strike Missile (NSM) ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს მიიღებს. კონტრაქტის თანხა 105 მილიონი დოლარს შეადგენს. შეთანხმების შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა და აშშ-ის ელჩმა რისტოფერ რობინსონმა განაცხადეს. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ხარჯების დიდ ნაწილს ამერიკულ მხარე უზრუნველყოფს - პარტნიორებმა ხელშეკრულების მთლიანი თანხის 70% დაფარეს. დარჩენილ 30%-ს ლატვია გადაიხდის. როგორც სპრუდსმა აღნიშნა, NSM უზრუნველყოფს ლატვიის სანაპიროს დაცვას, გემების მარშრუტების უსაფრთხოებას და საჭიროების შემთხვევაში ინტეგრირებული იქნება NATO-ს მთლიან თავდაცვის სისტემაში. NSM ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემაა, რომელსაც როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო სამიზნეებზე, 185 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია იერიშის მიტანა. ამ სარაკეტო სისტემას, იყენებენ აშშ, პოლონეთი, გერმანია, ნორვეგია, რუმინეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა და ნიდერლანდები. ლატვიაში NMS-ის განლაგება 2026 წელს იგეგმება. სრულად ფუნქციონირებს კი, 2027 წელს დაიწყებს. Spruds-მა არ გაამჟღავნა დეტალები იმის შესახებ, თუ სად ზუსტად განლაგდება სისტემა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლატვიისთვის ექვსი HIMARS-ის ტიპის სარაკეტო და საარტილერიო სისტემის მიყიდვა დაამტკიცა.
აზერბაიჯანი მწვანე ენერგიის სფეროში ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობით ინტერესდება
აზერბაიჯანმა ჩინურ კომპანიასთან ენერგიის შენახვის სისტემების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ენერგეტიკის მინისტრი პარვიზ შაჰბაზოვი შეხვდა დელეგაციას, რომელსაც ენერგეტიკის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი დაინტერესებულია ჩინურ კომპანიებთან მწვანე ენერგიის სფეროში პარტნიორობის დამყარებით. მხარეებმა China Energy-თან ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები შეაფასეს ენერგიის შენახვის სისტემებზე, მწვანე წყალბადის წარმოებასა და ექსპორტზე, ასევე, გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის ტექნოლოგიებზე.