ძებნის რეზულტატი:

პაველ ჰერჩინსკი: გაფართოების პაკეტის დამტკიცებისთვის საჭიროა 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა, ვიმედოვნებ, ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას

ერთი კვირა გვაშორებს მთავარ გადაწყვეტილებამდე, გაფართოების პაკეტის შესახებ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებამდე, გულწრფელად ვიმედოვნებ, ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას და 27 წევრი ქვეყნის თანხმობას გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ და აღნიშნა, რომ ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე. „გაფართოების პაკეტის ნაწილი, რა თქმა უნდა, არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. მოლაპარაკებები გრძელდება. ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე. ამ დროისთვის არსებული ვითარება სხვადასხვაგვარია: ერთი მხრივ, დადებითი ახალი ამბავი არის ის, რომ ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, ევროკომისიის რეკომენდაციის შესამისად, მაგრამ უარყოფითი ამბავი არის ის, რომ ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ არის ერთსულოვნება. როგორც ყველამ ვიცით, ამ პაკეტის დამტკიცებისთვის საჭიროა ყველა, 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა. ერთი კვირა ჯერ კიდევ დარჩენილია და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას და 27 წევრი ქვეყნის თანხმობას გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად,“ – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. მას ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს უნგრეთის წინააღმდეგობაზე, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას არ ეთანხმება. როგორც ცნობილია, გაფართოების პაკეტი კი, საქართველოს ჩათვლით 10 ქვეყანას ეხება. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.  

გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3 თვეში 2460 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 2460 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა. „დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 1149 დარღვევა გამოავლინეს თბილისში, 525 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 432 - ბათუმში, 354 - ქალაქ რუსთავში. 2460 საჯარიმო ქვითრიდან 2114 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა. 346 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს. აღსანიშნავია, რომ 1451 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 851 - მიკროავტობუსის, 157 - სატვირთო ტიპის, 1 კი ავტობუსის მძღოლის სახელზე. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება. ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა კი, შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის www.videos.police.ge საშუალებით,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.      

აშშ-მ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო

აშშ-მა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო. გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 13-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. „დიდმა ბრიტანეთმა განმარტა, რომ რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი იმიტომ შეიკავა, რომ რეზოლუციამ „ჰამასი“ არ დაგმო. „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდება უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ „ჰამასმა“ ტერორისტული აქტები ჩაიდინა და მშვიდობიანი მოსახლეობა კვლავ მძევლად ჰყავს აყვანილი,“ - განაცხადა ბარბარა ვუდვორდმა. ვუდვორდმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ღაზაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციით შეშფოთებულია და მხარს უჭერს ხანგრძლივ ჰუმანიტარულ პაუზებს. „ჩვენ არ შეგვიძლია ხმა მივცეთ რეზოლუციას, რომელიც ისრაელის უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ „ჰამასის“ მიერ ჩადენილ სისასტიკეს არ გმობს,“ - აღნიშნა გაეროში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა. „ეს რეზოლუცია კვლავ შეიცავს მოწოდებას უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც „ჰამასს“დროს მისცემს, გაიმეოროს ის, რაც 7 ოქტომბერს გააკეთა,“ - განაცხადა თავის მხრივ, გაეროში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდმა. აშშ-ის მიერ რეზოლუციაზე ვეტოს დადებას გაეროში არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და პალესტინის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. „არაბთა გაერთიანებული საამიროები ღრმად არის იმედგაცრუებული. სამწუხაროდ, აღნიშნულ საბჭოს ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა არ შეუძლია,“ - განაცხადა გაეროში არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელმა, მოჰამედ აბუშაჰამ. „თუ თქვენ მხარს უჭერთ ომს, თქვენ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს უჭერთ მხარს. ეს უშიშროების საბჭოსთვის საშინელი დღეა,“ - აღნიშნა გაეროში პალესტინის წარმომადგენელმა, რიად მანსურმა. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა უშიშროების საბჭოს შეხვედრა გაეროს წესდების 99-ე მუხლის გამოყენებით მოითხოვა, ხოლო რეზოლუციის პროექტი, რომელსაც აშშ-მ ვეტო დაადო, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მოამზადა. Reuters-ის ცნობით, კენჭისყრა გაიმართა მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გადადგა გამონაკლისი ნაბიჯი, რათა უშიშროების საბჭო, რომელიც 15 წევრისგან შედგება, ოფიციალურად გაეფრთხილებინა გლობალურ საფრთხეზე, რომელსაც უკვე ორი თვე მიმდინარე ომი ქმნის. გუტერეშმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ „ჰამასის“ სისასტიკე ვერასდროს გაამართლებს პალესტინელების „კოლექტიურ დასჯას.“ ისრაელი გაეროს გენმდივნის განცხადებებს მწვავედ აკრიტიკებს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა განაცხადა, რომ გაეროს წესდების 99-ე მუხლის გამოყენება გაერო-ს გენერალური მდივნის მიკერძოებული პოზიციის მაგალითია. „99-ე მუხლის გამოყენებით საბჭოს შეხვედრის მოთხოვნა, მას შემდეგ რაც ის არ იქნა გამოყენებული უკრაინის შემთხვევაში ან სირიის სამოქალაქო ომისთვის, გუტერეშის მიკერძოებული და ცალმხრივი პოზიციის კიდევ ერთი მაგალითია,“ - წერს კოენი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). კოენმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა „ჰამასს“ ომის დანაშაულების გაგრძელებაში დაეხმარება და მან აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენს მოკავშირეს, აშშ-ს, მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით, რადგან იგი მძევლების სახლში დასაბრუნებლად და „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციის ლიკვიდაციისთვის ბრძოლას აგრძელებს,“ - აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, „ჰამასს“ აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებენ.  

კირბი განმარტავს, რა ფასის გადახდა მოუწევს ამერიკას, თუ აშშ უკრაინის მიმართ დახმარებას შეწყვეტს

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ თუ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, მისი საფასურის გადახდა ამერიკელებს საკუთარი სისხლით მოუწევთ. „თუ ფიქრობთ, რომ ახლა უკრაინის მხარდაჭერის საფასური მაღალია, დაფიქრდით, რამდენის გაღება მოგვიწევს ეროვნული ხაზინიდან და რამდენი ამერიკელის სისხლის ფასი დაჯდება, თუ ჩვენ მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ჩვენი ვალდებულებების შესაბამისად დავიწყებთ მოქმედებას,” - განაცხადა ჯონ კირბიმ. როგორც კირბიმ აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი მოელის იმას, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, რაც მისთვის დიდი საჩუქარი იქნება. „თუ თქვენ ზრუნავთ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, თქვენ უნდა განიხილოთ ბატონი პუტინი ისეთად, როგორიც ის არის და გესმოდეთ, რომ უკრაინის დახმარება, ეს ჩვენი და ევროპის ყველა ჩვენი მოკავშირის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია,“ - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატს მოუწოდებს, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტს დაუჭიროს მხარი. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინს განარჯვების უფლება არ უნდა მიეცეს. შესაბამისი ვიდეო და პოსტი სოციალურ ქსელებში ბაიდენის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. მან 6 დეკემბერს “დიდი შვიდეულის” პარტნიორებთან შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. ვრცლად გაეცანით: რა კომპრომისს განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების დასამტკიცებლად  

ირაკლი ღარიბაშვილი: კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო რეგიონული და საერთაშორისო ლიდერის პოზიციებით ხვდება

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო რეგიონული და საერთაშორისო ლიდერის პოზიციებით ხვდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს. მისივე თქმით, წელს მთავრობამ კიდევ უფრო გააძლიერა ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. „უმნიშვნელოვანესი იყო დამოუკიდებელი, მაღალი ანგარიშვალდებულების ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, რომელიც ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანებს კორუფციის პრევენციის ყველა ფუნქციას. ჩვენი ძალისხმევის თვალსაჩინო შედეგები მაღალ შეფასებას იმსახურებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან:  „World Justice Project“-ის წლევანდელ „კანონის უზენაესობის ინდექსის“  ისეთ წამყვან ფაქტორში, როგორიცაა, კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო  აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის“ თანახმად, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში მე-11, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მე-2 ადგილზეა და  უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ მრავალ სახელმწიფოს. „Transparency International“-ის „კორუფციის აღქმის ინდექსში“ მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილზეა და რეგიონში ლიდერია. ჩვენთვის კვლავაც პრიორიტეტად რჩება გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეთიკური მმართველობის განმტკიცება და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოების შენება,” - აღნიშნავს პრემიერი. ელჩი ჰერჩინსკი: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღე გამოწვევებს გვახსენებს, გასაკეთებელი ჯერ ბევრია  

ესტონეთმა და ლიეტუვამ IOC-ის გადაწყვეტილება დაგმეს: რუსეთი თავის გენოციდურ არმიაში სპორტსმენებსა და ქალებს იწვევს

ესტონეთმა და ლიეტუვამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება დაგმეს. ამის შესახებ ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა X-ზე (ყოფილი Twitter-ი) წერს, რომ რუსი სპორტსმენების დროშის გარეშე ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება, მათ ხელებზე არსებულ სისხლს ვერ მოწმენდს. „რუსეთი თავის გენოციდურ არმიაში სპორტსმენებსა და ქალებს იწვევს. ეს არ არის ნეიტრალიტეტი, ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ოლიმპიადა ნიშნავს,“ - განაცხადა თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. კულება IOC-ის გადაწყვეტილებაზე: კრემლი რუს და ბელორუს სპორტსმენებს იარაღად გამოიყენებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით იქნებიან დაშვებული, ომის აქტიურად მხარდამჭერი სპორტსმენები არ დაიშვებიან. განცხადების თანახმად, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთისა და ბელორუსის სიმბოლიკა (დროშები, ჰიმნები, ფერები) აკრძალული იქნება, ხოლო ამ ქვეყნების მთავროვის წარმომადგენლები დაპატიჟებულნი არ იქნებიან.  

ალიევი: ჩვენი ენერგეტიკული განვითარება ნავთობიდან გაზზე ტრანსფორმირდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ენერგეტიკული განვითარება ნავთობიდან გაზზე ტრანსფორმირდა. ილჰამ ალიევის თქმით, მისი ქვეყანა გაზის განაწილების არეალს აფართოებს. „ჩვენი ენერგეტიკული განვითარება ნავთობიდან გაზზე ტრანსფორმირდა. ამავდროულად, ნავთობის წარმოება და ექსპორტი კვლავაც მრავალი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია. სამი წლის წინ დასრულებული სამხრეთის გაზის დერეფანი, გაზის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც 500 კილომეტრის სიგრძის მილსადენების ინტეგრირებულ სისტემას წარმოადგენს, აზერბაიჯანს შესაძლებლობას აძლევს, გაზარდოს თავისი გაზის მიწოდების არეალი. დღეს ჩვენ ვახორციელებთ გაზის ექსპორტს საქართველოში, თურქეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში, იტალიაში, რუმინეთში და გავაფორმეთ კონტრაქტები უნგრეთთან და სერბეთთან. ალბანეთი ასევე იქნება ჩვენი გაზის განაწილების გეგმების ნაწილი,“ - აღნიშნა ალიევმა Euronews-თან ინტერვიუში.   

აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ

შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და იაპონია შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო საფრთხეებთან დასაპირისპირებლად, ძალისხმევას გააძლიერებენ, ამ უკანასკნელის რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოების ფონზე. ჩრდილოეთ კორეის ბირთვული სარაკეტო პროგრამით გამოწვეული მზარდი საფრთხე, ასევე კიბერსივრცეში არსებული საფრხეები შაბათს, 9 დეკემბერს, სეულში განიხილეს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა და მისმა იაპონელმა და კორეელმა კოლეგებმა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები შეთანხმდნენ გააგრძელონ სამმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის სამმხრივი სამხედრო წვრთნების გეგმების შედგენის გზით.  შეთანხმება ასევე მოიცავს კიბერ, ეკონომიკის, მოწინავე ტექნოლოგიებისა და განვითარების თანამშრომლობის სფეროებს. „კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ყოვლისმომცველი თანამშრომლობა ეკონომიკური უსაფრთხოების სფეროში, როგორიცაა მაგალითად, მიწოდების ჯაჭვებზე, ტექნოლოგიების დაცვაზე, ერთობლივ კვლევებსა და ხელოვნური ინტელექტის მართვაზე,“ - აღნიშნა კორეელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „ჩვენ ასევე წამოვიწყეთ ახალი სამმხრივი ინიციატივა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ, როგორიც არის კიბერდანაშაული და კრიპტოვალუტის ფულის გათეთრება, ასევე, ბალისტიკური რაკეტების გამოცდა,“ - განაცხადა თავის მხრივ, ჯეიკ სალივანმა. მისმა იაპონელმა კოლეგამ, ტაკეო აკიბამ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის უკანონო კიბერ აქტივობები უკანასკნელ გამოწვევას წარმოადგენს და ჩრდილოეთ კორეა მათ ბირთვული რაკეტების განვითარების დასაფინანსებლად იყენებს. აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეა სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ - ისტორიული სამიტი  

ევროკავშირის გაფართოების პაკეტის მიღებამდე, კულება ბრიუსელს ეწვევა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს 11-12 დეკემბერს ეწვევა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიმიტრო კულება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. მინისტრი უმთავრეს ყურადღებას გაამახვილებს 14-15 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც მან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ უნდა მიიღოს.  პაველ ჰერჩინსკი: გაფართოების პაკეტის დამტკიცებისთვის საჭიროა 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა, ვიმედოვნებ, ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას ცალკე მნიშვნელოვანი თემა იქნება უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მობილიზება და იარაღის, საბრძოლო მასალისა და სამხედრო ტექნიკის ერთობლივი წარმოება. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, კულება ასევე მიიღებს მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. 2023 წლის ,,გაფართოების პაკეტში,“ რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს შესახებ ანგარიში პირველად გამოქვეყნდა. უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას დაუჭირა მხარი. Guardian: ევროკავშირი უნგრეთისთვის გაყინული სახსრების ნაწილს განბლოკავს საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.  

ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, თუმცა ერსთულოვნება ჯერ არ არის

ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, თუმცა ერსთულოვნება ჯერ არ არის. „ერთი მხრივ, დადებითი ახალი ამბავი არის ის, რომ ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, ევროკომისიის რეკომენდაციის შესამისად, მაგრამ უარყოფითი ამბავი არის ის, რომ ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ არის ერთსულოვნება,“ - განუცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიას 9 დეკემბერს. პაველ ჰერჩინსკი: გაფართოების პაკეტის დამტკიცებისთვის საჭიროა 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა, ვიმედოვნებ, ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.  

ამინდის პროგნოზი: მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი

გარემოს ეროვნული საგენტოს ცნობით, 9 დეკემბრის საღამოდან 10 დეკემბრის საღამომდე საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.   „საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა,“ - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორი ამინდი იქნება 12 დეკემბრამდე  

პრეზიდენტი „ევროპულ მარშს“ შეუერთდა: ჩვენ გვინდა ევროპა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ევროპულ მარშს“ შეუერთდა. სალომე ზურაბიშვილმა ადგილზე მედიას განუცხადა, რომ ევროპაში ადამიანებს და ადამიანის აზრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, აქედან გამომდინარე ის იმედოვნებს, რომ 15 დეკემბერს ზეიმის შესაძლებლობა გვექნება. „ამდენი ხალხი მოდის და ამდენმა ხალხმა თავისი ხმა მიაწვდინა ევროპას. ევროპა არის ის სივრცე, სადაც ადამიანებს აქვთ უდიდესი მნიშვნელობა, სადაც მათ თავისუფალ აზრს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. მე მაქვს დიდი იმედი, რომ ეს თავისუფალი აზრი იქნება გათვალისწინებული და ჩვენ შევძლებთ 15 დეკემბრის მერე კიდევ ერთხელ ზეიმს და მერე მომზადებას შემდეგი წლისთვის, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება,“ – განაცხადა პრეზიდენტმა. „ჩვენი ხმა ევროკავშირს“ – ამ სახელწოდებით დედაქალაქში მარში გაიმართა. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და მონაწილეები ევროპის მოედნისკენ გაემართნენ, სადაც რეკორდული მასშტაბის ევროკავშირის დროშა გაიშალა. ორგანიზატორები, არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დროშაზე გამოსახული თითოეული ვარსკვლავი საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია დამზადებული, რაც ევროპული ინტეგრაციისადმი მთელი საზოგადოების მისწრაფებას გამოხატავს. მარშში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით იმართება, რიგით მოქალაქეებთან ერთად, ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.  

ჩინეთის საელჩო: საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მოსაკრებელი შემცირდება

ჩინეთის საელჩოს განცხადებით, ჩინეთსა და უცხო ქვეყნებს შორის მოგზაურობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ჩინეთის საელჩო 2023 წლის 11 დეკემბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეამცირებს ჩინეთის სავიზო მოსაკრებელს საქართველოს მოქალაქეებისთვის. „შემცირებული სავიზო მოსაკრებელი იქნება: ერთჯერადი ვიზა – 45 ლარი, ორჯერადი ვიზა – 70 ლარი, ნახევარწლიანი მრავალჯერადი ვიზა – 90 ლარი, ერთწლიანი მრავალჯერადი ვიზა – 135 ლარი, ორწლიანი მრავალჯერადი ვიზა – 135 ლარი,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში. საელჩოს ცნობით, 11 დეკემბრამდე ჩაბარებულ განაცხადებზე სავიზო მოსაკრებელზე კვლავ თავდაპირველი რეგულაციები იმოქმედებს. დაჩქარებულ სერვისზე საბუთების ჩაბარების შემთხვევაში აპლიკანტს მოუწევს დამატებითი საფასურის გადახდა. ცნობისთვის, 2023 წლის 11 სექტემბრიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისა და ჩინეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმი ამოქმედდა. პრემიერის თქმით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი  

ალიევი: სომხები და აზერბაიჯანელები რუსეთში, უკრაინაში და თუნდაც საქართველოს სოფლებში გვერდიგვერდ ცხოვრობენ, რატომ არ შეუძლიათ, იმავე წარმატებით იცხოვრონ აზერბაიჯანში ან სომხეთში?

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვერ ხედავს სერიოზულ დაბრკოლებას სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის. ალიევის თქმით, თუ სამშვიდობო შეთანხმება არ გაფორმდება, ეს ძალიან ცუდი იქნება მთელი რეგიონისთვის.  „აზერბაიჯანი მრავალეთნიკური ქვეყანაა და არცერთ ეთნიკურ ჯგუფს აზერბაიჯანში არასოდეს ჰქონია რაიმე შეშფოთება ან პრობლემა რელიგიური თუ ეთნიკური ნიშნით. ნებისმიერს, ვინც იცნობს აზერბაიჯანს, ამის დადასტურება შეუძლია. სხვათა შორის, სომეხი მოსახლეობა დღეს უპრობლემოდ ცხოვრობს აზერბაიჯანის სხვადასხვა კუთხეში. სომხები და აზერბაიჯანელები გვერდიგვერდ ცხოვრობენ რუსეთში, გვერდიგვერდ ცხოვრობენ უკრაინაში და თუნდაც საქართველოს სოფლებში. რატომ არ შეუძლიათ, იმავე წარმატებით იცხოვრონ აზერბაიჯანში ან სომხეთში? ვფიქრობ, მათ შეუძლიათ,“ – განაცხადა ილჰამ ალიევმა. სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებული სამხედრო მოსამსახურეების გაცვლასა და დიალოგის განახლებაზე შეთანხმდნენ  

უკრაინა 2024 წლისთვის ემზადება, ჩვენი მიზანია რუსეთის ძალების სამუდამოდ განდევნა ოკუპირებული ყირიმიდან - თავდაცვის მინისტრი

კიევი არ აპირებს, განაახლოს დიალოგი რუსეთთან, ვიდრე მისი ძალები უკრაინის ტერიტორიას არ დატოვებენ. უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის დეოკუპაცია უფრო ადვილია, ვიდრე დონბასის რეგიონის, რადგან ეს ეხება არამხოლოდ ტერიტორიების დაბრუნებას, არამედ, ხალხის განწყობას. ნოემბერში საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის სტრატეგიული მიზანი რუსეთთან ომში, ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენაა, რაც ნიშნავს 1991 წლის საზღვრებში დაბრუნებას. „ძალის დემონსტრირება შავი ზღვის რეგიონში“ - ბრიტანულმა დაზვერვამ რუსეთის მიზნები გააანალიზა ახლა უკრაინა 2024 წლისთვის ემზადება, რომლის მიზანია, რუსი ოკუპანტების სამუდამოდ გაყვანა ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან,“ ეს განცხადება უკვე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა გააკეთა. როგორც უმეროვმა აღნიშნა, უკრაინამ მიაღწია წარმატებას შავ ზღვაში, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰყავდა შესაბამისი ძლიერი ფლოტი. „ჩვენ ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს, რომ შეგვიძლია, მივაღწიოთ წარმატებას, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ძლიერი ფლოტი არ გვყავს. 2024 წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები მოგვცემს ძლიერ შანსს, რომ მათ სამუდამოდ დატოვონ ჩვენი ყირიმი. სამუდამოდ“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაცია

გერმანია მზად უნდა იყოს, მეტი გააკეთოს უკრაინისთვის, ომი, ალბათ, მალე არ დასრულდება - შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად უნდა იყოს უკრაინისადმი მხარდაჭერის გასაფართოებლად, “როდესაც სხვები ყოყმანობენ.“ მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში შეჭრით რუსეთმა ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა კონსენსუსი ჩააგდო და ცხადი უნდა გახდეს, რომ "ევროპაში საზღვრები ძალით ვეღარ შეიცვლება." კანცლერის თქმით, ამ მიზეზით, გერმანია მეტის გაკეთებისთვის უნდა იყოს მზად მაშინ, "როდესაც სხვები ყოყმანობენ." „დოიჩე ველე“ წერს, რომ სავარაუდოდ, ამით შოლცმა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინ „პოლიტიკურ გაურკვევლობაზე“ მიანიშნა. ამასთან, საგულისხმოა, რომ 6 დეკემბერს სენატში რესპუბლიკელებმა დაბლოკეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელისთვის განკუთვნილ მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარებასაც მოიცავს. „ეს ომი, ალბათ, მალე არ დასრულდება, როგორც ყველა ვიმედოვნებდით. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა შეგვეძლოს, გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ დღეს, ამ წელს, მომავალ წელს და შემდგომ წელს," - განაცხადა შოლცმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კიევში ვიზიტისას გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ეს პაკეტი, სხვა დახმარებასთან ერთად, ასევე მოიცავს დამატებით ოთხ IRIS-T-SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას, ასევე, 20 000 155 მმ-იან საარტილერიო საბრძოლო მასალას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს.  მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის, სოციალ-დემოკრატების (SPD) პარტიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, შოლცმა აღნიშნა, რომ პუტინმა გერმანიის დახმარება შემცირებულად არ უნდა ჩათვალოს. მან პირობა დადო, რომ ბერლინი რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარებას გააგრძელებს. ამისათვის მან შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაც დააანონსა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმად, პანდემიისთვის განკუთვნილი და გამოუყენებელი 60 მილიარდი ევროს კლიმატის ფონდში გადამისამართება არაკონსტიტუციურად ჩაითვალა, გერმანიის მთავრობის მიერ დაგეგმილ ხარჯებში გარკვეული კრიზისი შექმნა. რა კომპრომისს განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების დასამტკიცებლად გერმანია უკრაინის ყველაზე მსხვილი მხარდამჭერია ევროპაში და ამ მხრივ მსოფლიოში მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება. 9 დეკემბერს უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებული ცნობებით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 95 „სამხედრო შეტაკება“ მოხდა. განხორციელდა 28 სარაკეტო თავდასხმა და 27 საჰაერო თავდასხმა. ყველაზე ინტენსიური ბრძოლები დონეცკის რეგიონში, ავდეევკის რაიონში გაიმართა. რუსეთის ჯარები კვირებია, ცდილობენ ალყაში მოაქციონ ეს სამრეწველო ქალაქი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგობის ბოლო სიმბოლოდ იქცა.  

უკრაინის რადა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას

უკრაინის რადა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირონ - მიმართვას მხარი 292-მა დეპუტატმა დაუჭირა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ რადა დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა გააგრძელონ, რათა მისი ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აღდგეს. უმაღლესმა რადამ ევროპარლამენტს სთხოვა, რომ უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობისთვის ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ უკრაინის დახმარების მექანიზმის მიღებას მხარი დაუჭიროს. ევროკავშირის ინსტიტუტებს კი მოუწოდა, რომ რუსეთზე ზეწოლის გასაგრძელებლად შესაბამისი შემაკავებელი ზომების მომდევნო პაკეტები მიიღონ. ევროკავშირის გაფართოების პაკეტის მიღებამდე, კულება ბრიუსელს ეწვევა 8 ნოემბერს, ევროკომისიამ უკრაინისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას დაუჭირა მხარი. Guardian: ევროკავშირი უნგრეთისთვის გაყინული სახსრების ნაწილს განბლოკავს საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.  

ბორელი: საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე განვიხილავთ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე განიხილავენ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას. შესაბამისი კომენტარი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა გააკეთა. „რუსეთმა ბოლო 2 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა უკრაინის ქალაქებზე. საჭიროა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემები. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის უსაფრთხოების ვალდებულებებს, არსებულ წინადადებებს, რათა გავზარდოთ ჩვენი წვლილი უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებში," - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.  

უკრაინა F-16-ის მიღებას უახლოეს მომავალში ელის

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თანამედროვე გამანადგურებლების, F-16-ის მიწოდებას „უახლოეს მომავალში“ მოელის. რუსტემ უმეროვმა აღნიშნა, რომ ამერიკული გამანადგურებლების მიღებისთვის მზადება სრული ძალისხმევით მიმდინარეობს. ოქტომბერში დანიამ გამოაცხადა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავების პირველ პარტიას 2024 წლის მარტსა და აპრილში გადასცემს. 9 დეკემბერს უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებული ცნობებით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 95 „სამხედრო შეტაკება“ მოხდა. განხორციელდა 28 სარაკეტო თავდასხმა და 27 საჰაერო თავდასხმა. ყველაზე ინტენსიური ბრძოლები დონეცკის რეგიონში, ავდეევკის რაიონში გაიმართა. რუსეთის ჯარები კვირებია, ცდილობენ ალყაში მოაქციონ ეს სამრეწველო ქალაქი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგობის ბოლო სიმბოლოდ იქცა.  

ხარვეზის გამო, ზონალური პარკირების სისტემა დროებით ავტომატურად გაითიშება

მუნიციპალური სერვისების განვითარების ელექტრონული სერვისები ხარვეზით ფუნქციონირებს. განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნულ პერიოდში ზონალურ საათობრივი სისტემის გამოუყენებლობის გამო არავინ დაჯარიმდება, ზონალური პარკირების სისტემა ავტომატურად გაითიშება, ხარვეზის მიმდინარეობის პერიოდში ბალანსიდან თანხა არ გაიხარჯება. ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მოგეწოდებათ,“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.