ძებნის რეზულტატი:
პროკურატურამ ტყიბულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ტყიბულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა
უკრაინული მედის ცნობით, გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა. დახმარებაში შედის საბრძოლო მასალის ძირითადი საბრძოლო ტანკი LEOPARD 1; რვა ჯავშანტრანსპორტიორი (უკვე გადაცემულია 24 ერთეული) და სხვა დახმარება. ასევე პაკეტშია სადაზვერვო დრონი (100 ადრე იყო მიწოდებული). გარდა ამისა, გერმანიამ უკრაინას საზღვრის დაცვის სამსახურის კიდევ ხუთი მანქანა გადასცა. 2023 წელს გერმანიამ უკრაინას დაახლოებით 5,4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება მიაწოდა. გერმანია 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ადრე დაგეგმილი 4 მილიარდი ევროს ნაცვლად, 7 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფს. გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის მხრივ, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა.
ბლინკენი: მთელ მსოფლიოში, ყველგან, სადაც მივდივარ, აშშ-ის ჩართულობის, ჩვენი ლიდერობის მოლოდინი აქვთ
ამერიკის შეერთებული შტატების სახლმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უპასუხა კრიტიკას იმის შესახებ, რომ გლობალური მნიშვნელობის პროცესებზე შტატების გავლენამ იკლო, რამაც ხელი შეუწყო იმ ვითარებას, რაც ახლა მსოფლიოშია - ომი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში. „ის, რაც მესმის მთელ მსოფლიოში, ყველგან, სადაც მივდივარ, არის წყურვილი, შიმშილი, ჩვენი ჩართულობის, ჩვენი ლიდერობის სურვილი. ურთიერთობები, პარტნიორობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ისევე, როგორც ჩვენი ლიდერობა აუცილებელია, სხვებთან თანამშრომლობის ახალი გზების პოვნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ჩვენ ამას ვაკეთებთ. ჩვენ ახლა უფრო მეტი კონვერგენცია გვაქვს ევროპასთან, აზიასთან, თუ როგორ მოვიქცეთ პუტინთან ან როგორ გავუმკლავდეთ ჩინეთის მიერ წამოჭრილ გამოწვევებს,“ - უპასუხა ბლინკენმა CNBC-ს შეკითხვას. _რა მოხდება, თუ ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი გახდება პრეზიდენტი, როდესაც საქმე ეხება ყველა ამ საკითხს, რომელზეც საუბრობთ საერთაშორისო დონეზე? ჟურნალისტის ამ შეკითხვას ბლინკენმა შემდეგი პასუსი გასცა. „მე საგარეო პოლიტიკას ვუძღვები. მე არ ვაკეთებ პოლიტიკას. ვცდილობ, გავატარო საუკეთესო საგარეო პოლიტიკა ამერიკელი ხალხის ინტერესების წინსვლისთვის. ეს არის ის, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა მთხოვა - მთელ გუნდს სთხოვა - და ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ,“ - აღნიშნა ბლინკენმა. შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლური ტურნედან ბლინკენი ახლახან დაბრუნდა. ომის განმავლობაში ის არაერთხელ იმყოფებოდა უკრაინაშიც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია. რაც შეეხება ისრაელს, „ჰამასი“ მას 7 ოქტომბერს დაესხა თავს, რის შემდეგაც, ისრაელმა საომარი მდგომარება გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო. აშშ-მ სამხედრო დახმარება ისრაელსაც მიაწოდა.
ადმირალი ბაუერი: უკრაინას ექნება ჩვენი მხარდაჭერა, რადგან ამ ომის შედეგი მსოფლიოს ბედს განსაზღვრავს
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა, რომ NATO ყოველდღიურად გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ამ ომის შედეგი განსაზღვრავს მსოფლიოს ბედს. უკრაინის დახმარების გაგრძელება ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელზეც ბრიუსელში მსჯელობს სამხედრო კომიტეტი. ორდღიანი სხდომა დღეს, 17 იანვარს გაიხსნა. „დღეს 693-ე დღეა, რაც რუსეთს 3-დღიანი ომი მიაჩნდა. უკრაინას ექნება ჩვენი მხარდაჭერა ყოველი მომდევნო დღისთვის, რადგან ამ ომის შედეგი განსაზღვრავს მსოფლიოს ბედს,“ - აღნიშნა ბაუერმა. ადმირალ ბაუერის შეფასებით, დღეს მსოფლიოში დემოკრატიას სჭირდება იმაზე მეტად დაცვა, ვიდრე ოდესმე. „ომი არასდროს ყოფილა დაკავშირებული რუსეთისთვის უკრაინისგან ან NATO-სგან მომდინარე რაიმე რეალურ საფრთხესთან. ეს ომი უკავშირდება იმას, რისიც რუსეთს ნებისმიერ იარაღზე მეტად ეშინია - დემოკრატიას,“ - განაცხადა ბაუერმა.
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: NATO-ს საბრძოლო შესაძლებლობების ტრანსფორმაცია სჭირდება
დღეს, 2024 წლის 17 იანვარს, NATO-ს უმაღლესი სამხედრო ორგანო, სამხედრო კომიტეტი, ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში თავდაცვის მეთაურთა ფორმატში შეიკრიბა. შეხვედრის მთავარი თემაა NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებაა, თავდაცვის ახალი გეგმების მაქსიმალური შესრულების გზით. ღონისძიების გახსნისას სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა ხაზგასმით აღნიშნა, ჩვენ ვხვდებით ყველაზე საშიშ სამყაროს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. NATO კოლექტიური თავდაცვის ახალ ეპოქაში შევიდა. „თავდაცვის ახალი გეგმების განხილვისას, ადმირალმა ბაუერმა განაცხადა: „ეს არის ყველაზე ყოვლისმომცველი თავდაცვის გეგმები, რომლებიც NATO-ს ჰქონდა ცივი ომის დასრულების შემდეგ. NATO-სა და ეროვნული თავდაცვის გეგმები ასე მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული არასოდეს ყოფილა,“ აღნიშნავს ბაუერი და ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ აყალიბებს თავდაცვის ახალი გეგმები მოკავშირეთა შეიარაღებულ ძალებს მომავალი ათწლეულების განმავლობაში. ბაუერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები ახლა აქტიურად მუშაობენ თავდაცვის ახალი გეგმების მაქსიმალური შესრულებისთვის. სამხედრო თვალსაზრისით, ამისთვის მეტი ნაბიჯია გადასადგმელი. სიტყვის დასასრულს ადმირალმა ბაუერმა ყურადღება გაამახვილა NATO-ს პარტნიორებთან თანამშრომლობაზე. მისი შეფასებით, უფრო საშიშ სამყაროში მჭიდრო თანამშრომლობა და გაზრდილი თავსებადობა უმნიშვნელოვანესია.„არსებობს მზარდი საჭიროება, რომ მოვემზადოთ მოულოდნელობისთვის და შევხედოთ გამოწვევებს ყველა საფრთხის გათვალისწინებით: „ამისთვის პარტნიორებთან ჩვენი თანამშრომლობა არის საკვანძო“, ხაზგასმით აღნიშნა ადმირალმა ბაუერმა. NATO-ს საბრძოლო შესაძლებლობების ტრანსფორმაცია სჭირდება. „ბატონი მირჩა ჯოანას სიტყვა (მან ასევე მიმართა დამსწრეებს, რედ,) საუკეთესოდ აჯამებს ძველი გამონათქვამს: თუ გინდა მშვიდობა, მოემზადე ომისთვის. ჩვენი მზადყოფნისა და შეკავების მაქსიმალური გაზრდა ხელს უწყობს კონფლიქტის წარმოშობის ალბათობის მინიმუმამდე შემცირებას. ჩვენი წმინდა ამოცანაა, გავააქტიუროთ ჩვენი კარგად აღჭურვილი ძალები და მხარი დავუჭიროთ მათ, რადგან ისინი იცავენ ჩვენს დიდ ალიანსს. ჩვენ უნდა ვაღიაროთ მათი სამსახური და თავგანწირვა... რადგან ისინი იცავენ დემოკრატიულ ღირებულებებს და კანონის უზენაესობას, რომლებიც ქმნიან ჩვენს საზოგადოებებს. 3 მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახურე კაცი და ქალი ერთად იცავს NATO-ს თავდაცვით ფარს,“ - დაამატა ბაუერმა. ადმირალი ბაუერი: უკრაინას ექნება ჩვენი მხარდაჭერა, რადგან ამ ომის შედეგი მსოფლიოს ბედს განსაზღვრავს
ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ინტერნეტი მნიშვნელოვნად ძვირია - კომუნიკაციების კომისია
კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით, ხოლო 10 გბ. მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია. აღნიშნული შედეგები ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან, საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომელიც კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით 2023 წლის აპრილში ჩატარდა. “ბენჩმარკინგის” კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია. ხოლო, რაც შეეხება მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასებს - ევროპული ქვეყნების საშუალოს მნიშვნელოვნად აჭარბებს. კვლევის მიხედვით, მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებებზე მაღალი ფასები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემურია, ვინაიდან 2022 წლის მონაცემებით, მობილური ინტერნეტის მოხმარება მკვეთრად მზარდია და საშუალოდ 12 გბ-ს აღწევს. „ვიდრე საქართველოში შენარჩუნდება მაღალსიჩქარიანი და მაღალი მოცულობის ინტერნეტის მაღალი ფასები, მომხმარებლები კვლავ იძულებული იქნებიან აირჩიონ დაბალსიჩქარიანი და დაბალი მოცულობის მომსახურებები ან გადაიხადონ მნიშვნელოვნად მაღალი, პრემიუმ ფასები და ასე მიიღონ მაღალი სიჩქარე/მოცულობა,“ - წერია დასკვნაში. მობილურ მომსახურებებზე ფიზიკური პირი აბონენტებისთვის საქართველოში დაბალი მოცულობის პაკეტები, მაგალითად როგორიცაა 5 გბ. და ულიმიტო წუთები - ევროპულთან შედარებით 1%-ით ძვირია, 5 გბ. ინტერნეტი და 577 წუთის ფასი კი 23%-ით მეტი. მაღალი მოცულობის პაკეტებზე საქართველოში ფასები უფრო მაღალია, კერძოდ, 10 გბ. ინტერნეტი და 1795 წუთის ღირებულება, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია, ხოლო 20 გბ. ინტერნეტი და ულიმიტო წუთები 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 36%-ით უფრო ძვირია. რაც შეეხება იურდიულ პირ აბონენტებს, მათთვის 10 გბ. ინტერნეტი და 1795 წუთი 1%-ით უფრო მაღალია, ვიდრე კვლევაში შემავალ ქვეყნებში არსებული ანალოგიური პაკეტების საშუალო ფასი. ხოლო 5 გბ. ინტერნეტი და 577 წუთი საქართველოში 32%-ით უფრო იაფია. 20 გბ. ინტერნეტისა და ულიმიტო წუთების ფასი კი 36%-ით უფრო მეტია, ვიდრე ევროპის ქვეყნების საშუალო ფასი ანალოგიურ პაკეტებზე. ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე კი მდგომარეობა ასეთია - ფიზიკური პირი აბონენტებისთვის, ოპტიკური ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი, 25 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი, ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურებების საშუალო ფასზე თბილისში 5%-ით, ხოლო რეგიონებში 17%-ით იაფია. მაღალი სიჩქარის ფიქსირებულ ინტერნეტზე კი საქართველოში ფასები ევროპულთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია. კერძოდ, 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურებების საშუალო ფასზე 136%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში ოჯახების საშუალოდ 55% - 100 მბ/წმ-იანი ან უფრო მაღალი ინტერნეტ სიჩქარით სარგებლობს, მათგან 19 ქვეყანაში ოჯახების 40%-ზე მეტი აღნიშნული სიჩქარის ინტერნეტს იყენებს, საქართველოში კი აბონენტების მხოლოდ 1%-ს - 4 ათას აბონენტს აქვს 100 მბ/წმ ან უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, ვინაიდან მისი ფასი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით 136%-ით მაღალია. რაც შეეხება იურიდიულ პირ აბონენტებს, მათთვის ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება უფრო ძვირია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. კერძოდ, იურიდიული პირებისთვის 10 მბ/წმ-იანი ოპტიკური ინტერნეტის ფასი, საქართველოში ევროპის 23 ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე თითქმის 3-ჯერ მაღალია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მაღალი მოცულობის ოპტიკური ინტერნეტი, სტანდარტულ იურიდიულ შეთავაზებებში ხელმისაწვდომი საერთოდ არ არის. „კომბინირებული შეთავაზებების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ ნახევარ მილიონზე მეტი თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ოჯახისთვის, ინტერნეტისა და ტელევიზიის პაკეტებიდან ყველაზე იაფი პაკეტების ღირებულება, ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე დაბალია, რასაც რეგიონების შემთხვევაში, ოპერატორების მიერ შეთავაზებული სააქციო ფასები განაპირობებს. უფრო კონკრეტულად, კომბინირებულ შეთავაზებებში აბონენტებისთვის ტელევიზიის 20 არხისა და ოპტიკური 25 მბ/წმ-იანი სიჩქარის ინტერნეტ პაკეტის ღირებულება, 24 ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს რეგიონებში 43%-ით, ხოლო თბილისში 24%-ით უფრო ნაკლებია. ტელევიზიის 30 არხისა და 100 მბ/წმ-იანი მაღალი სიჩქარის ოპტიკური ინტერნეტ პაკეტი კი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს რეგიონებში 35%-ით, ხოლო თბილისში 30%-ით ძვირია. კვლევა ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ, Strategy Analytics-მა (Teligen, TechInsights) საერთაშორისოდ აღიარებული და აპრობირებული მეთოდოლოგიის შესაბამისად განახორციელა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ არის შემუშავებული. სწორედ ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, ევროპის ქვეყნებთან შესადარებლად, გამოყენებულია ორი მსხვილი ოპერატორის, “მაგთიკომისა” და “სილქნეტის” მომსახურებების ფასები, ვინაიდან აღნიშნული კომპანიები ფლობენ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის 70%-ზე მეტს და მომხმარებელს სთავაზობენ როგორც ფიქსირებულ, ასევე მობილურ ინტერნეტს. კვლევაში გამოყენებული მონაცემები კი, 2023 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოში არსებული შეთავაზებებიდან, ყველაზე დაბალ ფასიანს ასახავს. ფასები მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის (PPP) შესაბამისად არის დაანგარიშებული და წარმოდგენილია დოლარში. ფასების შედარებით ანალიზში გამოკვეთილი შედეგების გასაუმჯობესებლად, კომუნიკაციების კომისია სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რათა ქართველ მომხმარებლებს, ევროპელი მომხმარებლების მსგავსად, ხელმისაწვდომ ფასად შეეძლოთ მაღალი მოცულობისა და სიჩქარის ტელეკომ მომსახურებებით სარგებლობა,“ - წერს კომისია ანგარიშზე დაყრდნობით.
ევროკავშირის მისია სომხეთში ყოფნას ზრდის
ევროკავშირის საბჭომ, სომხეთში ევროკავშირის მისიის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, მისიის პერსონალის ზრდა ხაზს უსვამს ევროკავშირის ერთგულებას რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ. შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დეკემბრის ბოლოს დათანხმდა, ევროკავშირის მისიის სადამკვირვებლო შესაძლებლობები სომხეთში, (EUMA), მისიის არსებული ოპერაციების ზონაში, სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სომხურ მხარეს გააძლიეროს - მისი ყოფნის გაზრდით - 138 პერსონალიდან 209-მდე.
სამხრეთ კორეამ ჩიპების მწარმოებელი ჰაბის ასაშენებლად $470 მილიარდიანი გეგმა შეადგინა
სამხრეთ კორეის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, სამხრეთ კორეული ნახევარგამტარების კომპანია SK Hynix და მსოფლიოს ერთ-ერთი ტექნოლოგიური გიგანტი Samsung Electronics სამხრეთ კორეაში მსოფლიოში უდიდესი ჩიპების მწარმოებელი ქარხნების ჰაბის ასაშენებლად $470 მილიარდს გაიღებენ. მთავრობის მიერ წარდგენილი გეგმა 2047 წლამდე კერძო სექტორიდან ჩიპების წარმოებაში 622 ტრილიონი სამხრეთ კორეული ვონის ($471 მილიარდი) ინვესტიცირებას გულისხმობს. ამ თანხით უკვე არსებულ 21 მიკროჩიპის ქარხანას 13 ახალი საწარმო და სამი კვლევითი ობიექტი შეემატება. სავარაუდოდ, ეს ქსელი ყველაზე დიდი იქნება მსოფლიოში.
ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6595 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6573 ლარი იყო. ევროს კურსი 2.8911 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8917 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: სამების საკათედრო ტაძარში განთავსდა წმინდა მატრონას სხვა ხატი, რომლის მოლოცვაც შეგიძლიათ
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი აცხადებს, რომ ხატმწერს მიეცემა, შესაძლებლობა საპატრიარქოს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით კანონიკური წესების დაცვით შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები. მედიის ცნობით, ხატი, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული, სამების საკათედრო ტაძრიდან გაიტანეს „ხატწერის კანონიკის შესაბამისი ცვლილებების შეტანისთვის წმინდა მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა, საპატრიარქოს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით კანონიკური წესების დაცვით შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები. საკათედრო ტაძარში განთავსდა წმინდა მატრონას სხვა ხატი, რომლის მოლოცვაც შეუძლია მსურველთ,“ - წერს სამების სასულიერო პირი. არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: შენდობას ვითხოვ, ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის
ილია დარჩიაშვილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან შეხვედრაზე „ხაზი გაესვა საქართველოსა და ირანს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.“ „მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურება და კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური პოტენციალი. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების აუცილებლობაზე,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ირანულ მხარეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 17 იანვარს ილია დარჩიაშვილი დავოსში ასევე შეხვდა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჰანკე ბრუინს სლოტს. საგარეო უწყების ცნობით, „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპის საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც დამატებით სტიმულს აძლევს ქვეყანას რეფორმების გასაგრძელებლად, ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის. „მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ აღნიშნული მიმართულებით და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემდგომი პროგრესისთვის," - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო არაფორმალურ ლანჩს, სახელწოდებით - „გლობალური სისტემებისადმი ნდობის აღდგენა". ღონისძების მასპინძელი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, მოდერატორი კი - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბრენდე ბორგე. მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
აშშ ჰუსიტებს კვლავ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანს
აშშ ჰუსიტებს კვლავ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა მედიას განუცხადა. განკარგულება 30 დღეში -2024 წლის 16 თებერვალს ამოქმედდება. აშშ-ის ეს ნაბიჯი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის მიერ წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხია. თუ ჰუსიტები თავდასხმებს შეწყვეტენ, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, გადაწყვეტილებას გადახედოს. იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა. აშშ-მ ჰუსიტები SDGT -ისა და უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების (FTO) სიიდან 2021 წელის თებერვალს ამოიღო. ამ გადაწყვეტილების მიზეზად მაშინ იემენელი ხალხის მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა დასახელდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინისთვის დახმარების დაგვიანებაზე: არავის ვურჩევდი ექსპერიმენტს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, საერთაშორისო მედია საბჭოსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინელების დახმარება არამხოლოდ უკრაინელი ხალხის დახმარება, არამედ ევროპის უსაფრთხოებაა. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინისთვის დახმარების დაგვიანებაზე ექსპერიმენტს არავის ურჩევდა, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში დიდი კრიზისი იქნება.“ უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, რა მოხდებოდა, თუ უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაფინანსება შეუჩერდება და შეძლებს თუ არა უკრაინა, ებრძოლოს რუსეთს ამერიკის დახმარების გარეშე. ”მართალი გითხრათ, არავის ვურჩევდი ექსპერიმენტებს, რადგან საშინელი ექსპერიმენტია სხვა რამის გაჭიანურება, რაც დაგვეხმარება. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ მას ვუწოდებთ ”დახმარებას” დასახმარებლად, ასე რომ, სამწუხაროდ, ყველაფერი არ არის ნათელი. მიყვარს ეს, რა არის ეს უსაფრთხოება არ შემოიფარგლება უკრაინით. ასე რომ, უკრაინელი ხალხის უმრავლესობა. მაგრამ ეს არის ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება, რადგან ჩვენ სიგიჟემდე ვამატებთ უსაფრთხოებას ყველა კონტინენტზე. და ის უკვე იღვრება." „სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არ ვარ დაინტერესებული ექსპერიმენტებით, ვინაიდან ეს საშინელი ექსპერიმენტია - ამა თუ იმ დახმარების დაყოვნება. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ხანდახან “დახმარებას” დახმარებას ვეძახით, ვინაიდან, სამწუხაროდ, ყველა ვერ იაზრებს, რომ ეს არამხოლოდ უკრაინის დახმარებაა. კი, ეს არის უკრაინელი ხალხის უმრავლესობის [დახმარება], მაგრამ ეს ასევე ევროპული კონტინენტის უსაფრთხოებაა, რომელსაც, რა თქმა უნდა, გავლენა ექნება ყველა კონტინენტის უსაფრთხოებაზე.. და უკვე ახდენს გავლენას,” - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ შავი ზღვის ბლოკირებამ ბევრ სახელმწიფოს აგრარული სექტორის ფასების პოლიტიკის დემპინგი მოუტანა, ხოლო ზოგიერთი სახელმწიფო “უბრალოდ პურის გარეშე დარჩა.” „ჩვენს ენერგოსისტემაზე დარტყმები. აი, მაგალითი. უკრაინა ევროპულ ქსელს შეუერთდა. რაზე მეტყველებდა ეს? - ეს ევროპის ბევრი ქვეყნისთვის გამოსავალი იყო ფასების დემპინგის შემდეგ, რომელიც რუსეთმა შექმნა, - ეს გამოსავალი იყო იაფი დენის მისაღებად. ეს ასევე ძალიან დაეხმარებოდა უბრალო ხალხს ევროპაში,” - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
კულება: უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივები სჭირდება და არა გაყინული კონფლიქტი
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დავოსში ბრიტანელ კოლეგა დევიდ კემერონთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივები სჭირდება და არა გაყინული კონფლიქტი. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ამის გარკვევა ახლავე თუ არ მოხდება, მაშინ მსოფლიოში სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტებისა და გამწვავებების რაოდენობა გაიზრდება, ხოლო მათი მოგვარების ფასი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე უკრაინის დახმარების ფასი. „როდესაც ზოგიერთი ექსპერტისა და მოაზროვნის არგუმენტები გვესმის იმის შესახებ, რომ უკრაინას, შესაძლოა, უღირდეს კონფლიქტის გაყინვა, ჩვენი პასუხი მარტივია: რუსეთის გაყინული აქტივები გვჭირდება და არა გაყინული კონფლიქტი. სწორედ ასეთი უნდა იყოს წინ მიმავალი გზა, რათა მსოფლიოში ყველას მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ: თუ წესების დარღვევას ბედავ, იძულებული იქნები, ამისთვის გადაიხადო,” - განაცხადა კულებამ.
პრემიერმა დავოსში, USAID-ის ორგანიზებით გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა USAID-ის ადმინისტრატორის სამანტა პაუერის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით - "ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ." პანელური დისკუსია დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში USAID-ის ორგანიზებით გაიმართა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ USAID-ის ადმინისტრატორი სამანტა პაუერი, McKinsey Global Health Institute-ის დირექტორი ლუსი პერეზი და ტანზანიის სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკისა და ინვესტიციების საკითხებში მუდრიკ სორაღა. დისკუსიაზე USAID-ის ადმინისტრატორმა სამანტა პაუერმა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის შემცირების კუთხით საქართველოს წარმატებულ მაგალითზე ისაუბრა და ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, პრემიერის თქმით, ტყვიით მოწამვლა ნამდვილად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალური გამოწვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლოდროინდელი კვლევებით ცხადი ხდება, რომ ჩვენს პლანეტაზე სამიდან ერთი ბავშვი ტყვიით მოწამვლის მსხვერპლია. „ტყვიით მოწამვლა ნამდვილად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალური გამოწვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს გამოწვევა სცილდება საქართველოს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის საზღვრებს. ეს არის გლობალური პრობლემა! ბოლოდროინდელი კვლევებით ცხადი ხდება, რომ ჩვენს პლანეტაზე სამიდან ერთი ბავშვი ტყვიით მოწამვლის მსხვერპლია, სავარაუდოდ, რადგან ისეთ გამომწვევებთან უწევს კავშირი, როგორებიცაა საღებავი, ელემენტებისა და სამუხტი საშუალებების რეციკლირების ცენტრები, საკვები, კოსმეტიკური საშუალებები და ზოგიერთ შემთხვევებში - სუნელი - როგორც თქვენ მიერ იქნა აღნიშნული. ასევე მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ ტყვიით მოწამვლით არის გამოწვეული გლობალურად გარდაცვალების წლიური მაჩვენებლის 1.5%. ის მწვავე რისკებს ქმნის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალებისთვის, დაბალ- და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველომ გააძლიერა მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო ტყვიის შემცველი პროდუქციის შესახებ. „რაც შეეხება საქართველოს წარმატებას, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია 2018 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული მრავალკლასტერული და მრავალინდიკატორიანი კვლევა, რომელმაც გამოავლინა, რომ 2-7 წლის ასაკის ბავშვების 51 პროცენტს დაშვებულ ზღვრულ ოდენობაზე მაღალ ნიშნულზე ჰქონდათ სისხლში ტყვიის შემცველობა. ამ მონაცემებს მოჰყვა მყისიერი რეაგირება მთავრობის მხრიდან. ჩვენ სწრაფად გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები რისკების გასანეიტრალებლად და ქვეყანაში ტყვიით მოწამვლის შემთხვევების პრევენციისთვის. 2019 წელს ინიცირებული ეროვნული რეაგირების პაკეტი - გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით - მოიცავდა ფართომასშტაბიან კამპანიას საზოგადოების შემეცნების გასაზრდელად, ბავშვებისა და ორსული ქალების მონიტორინგის წარმოებას, ქიმიური რისკების შეფასების ლაბორატორიის შექმნას და ტყვიის კონტროლის სისტემის შემუშავებას სისხლში მისი შემცველობის მონიტორინგისთვის და შეხების წერტილების გამოსავლენად. ტყვიით მოწამვლის წყაროებისა და შეხების წერტილების გამოსავლენად იმავე პროგრამის ფარგლებში დავიწყეთ ატმოსფერული გარემო პირობების შეფასება. ამ ინიციატივათა შედეგად მოხდა მაჩვენებლების სწრაფი გაუმჯობესება, რამაც რეაგირების პროგრამის ეფექტურობა დაადასტურა. პროგრამის დაწყებიდან მეოთხე წელს ვიხილეთ საოცარი - 75-პროცენტიანი - კლება სისხლში ტყვიის შემცველობის შემოწმებისას. ეს ანალიზები რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს ჩაუტარდათ, რადგან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქ იყო დაფიქსირებული,“ - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „2023 წლის ივლისიდან, გამკაცრებული ტექნიკურ შემოწმებები მიმდინარეობს, რათა გაკონტროლდეს სამშენებლო სექტორში გამოყენებული საღებავების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. იურიდიული შეზღუდვები დაუწესდა ტყვიის მაღალი კონცენტრაციის მქონე საღებავების წარმოებას, რეალიზაციასა და იმპორტს.“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო არაფორმალურ ლანჩს, სახელწოდებით - „გლობალური სისტემებისადმი ნდობის აღდგენა". ღონისძების მასპინძელი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, მოდერატორი კი - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბრენდე ბორგე. მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულ ტყიბულის მერიის თანამშრომელს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ტყიბულის მერიის თანამშრომელი 5 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ბრალდების მხარე, პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე 2000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა. სხდომას ესწრებოდა დაკავებულის მეუღლე, მან მოსამართლეს ქმრის გათავისუფლების თხოვნით მიმართა. თავის მხრივ, დაკავებულის თქმით, ის წუხს მომხდარის გამო და აცხადებს, რომ მოწმეებზე ზეწოლა არ მოხდება. გამოძიების ცნობით, 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა. პროკურატურამ ტყიბულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინისთვის Gripen-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას არ გამორიცხავს
შვედეთი უკრაინისთვის Gripen-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას არ გამორიცხავს, თუმცა ასეთი გადაწყვეტილების მიღება შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას უკავშირდება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა ოთხშაბათს, 17 იანვარს დავოსში, ვიქტორ პინჩუკის ფონდის მიერ ორგანიზებული პანელური დისკუსიის დროს განაცხადა. მან განმარტა, რომ ყველა ასეთი გადაწყვეტილება უნდა განიხილებოდეს მას შემდეგ, რაც შვედეთი NATOში გაწევრიანდება. „შვედეთის უსაფრთხოებაზეც უნდა ვიფიქროთ, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - არაფერს გამოვრიცხავთ,"- განაცხადა ბილსტრომმა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Gripen-ის ტიპის თვითმფრინავების პოტენციური მიწოდება გასული წლის დეკემბერში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ივან ჰავრილიუკსა და შვედეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მეთაურს მიქაელ ბაიდენს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილებოდა. სამინისტროს ცნობით, ბუდენმა, რომელიც შვედეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, აღნიშნა, რომ თვითმფრინავების უკრაინაში გადაცემა განიხილება როგორც პოლიტიკურ, ასევე - სამხედრო დონეზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე: ვაშინგტონში, წლევანდელ სამიტზე ჩვენ უფრო შორს წავალთ
NATO-ს ლიდერების მომავალ სამიტზე, ვაშინგტონში უკრაინა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში სამხედრო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „ვაშინგტონში, წლევანდელ სამიტზე ჩვენ უფრო შორს წავალთ. ვაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია ჩვენი ხალხის, ჩვენი ერების და დიახ, საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული სისტემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს კოლექტიურ თავდაცვას, განსაკუთრებით ჩვენს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვას. ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას,“ NATO-უკრაინის თავდაცვის მეთაურთა საბჭოს პირველი შეხვედრა არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი მტკიცე მხარდაჭერისა ამ ერისადმი, რადგან უკრაინელები ჩვენს ბრძოლაშიც იბრძვიან. ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში," - აღნიშნა ჯოანამ. 32 ქვეყნის ძლიერი ალიანსი მრავალი პარტნიორით - NATO-ს ვაშინგტონის სამიტის მოლოდინები
ბაიდენმა უკრაინის დახმარებაზე მოსალაპარაკებლად კონგრესის ლიდერები თეთრ სახლში მიიწვია
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დღეს, 17 იანვარს თეთრ სახლში კონგრესის ოთხი ლიდერი და კიდევ რამდენიმე კანონმდებელი მიიწვია. მიწვეულ კანონმდებლებს შორის არიან წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი, პალატის დემოკრატთა უმცირესობის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი, სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი და სენატის რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი. თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა თეთრ სახლში დანიშნულ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია კანონმდებლებთან ერთად განიხილავს "გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნებს." 16 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უახლოეს კვირებში უკრაინის დახმარებაზე შეთანხმებას მიაღწევს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კიევისთვის მორიგი მასშტაბური დახმარების დამტკიცებას ცდილობს. რესპუბლიკელი კონგრესმენები ითხოვენ, რომ კანონპროექტში ამერიკის საზღვრის დაცვის თაობაზე მათი მოთხოვნებიც იყოს გათვალისწინებული. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საქართველოსა და EBRD-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ის პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება როგორც საჯარო, ისე - კერძო სექტორში. „პრემიერმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების კუთხით EBRD-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების საშუალებას იძლევა. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. პრემიერ-მინისტრმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციები გააცნო და აღნიშნა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურად მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს და მთავრობის ეფექტურმა პოლიტიკამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოუტანა. ყურადღება ასევე გამახვილდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებზეც მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ოდილ რენო ბასომ განიხილეს თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს, რომელიც შეადგენს დაახლოებით, 5 მილიარდ ევროს 289 პროექტში. ირაკლი ღარიბაშვილმა ოდილ რენო ბასოს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.