ძებნის რეზულტატი:
ნორვეგია საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდისა და უკრაინის მხარდაჭერის მიზნით, ჯამში $190 მილიონზე მეტს გამოყოფს
ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, ქვეყანა საბრძოლო მასალის წარმოების გასაზრდელად და ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიის პოტენციალის გასავითარებლად, 90 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს. მთავრობის განცხადებით, თავდაცვისთვის სულ 2 მილიარდი ნორვეგიული კრონი გამოიყოფა, რაც 190 მილიონ დოლარზე მეტია. თანხის ნახევარი ნორვეგიული საბრძოლო მასალის მწარმოებელ Nammo-ს გადაეცემა. დანარჩენი კი, უკრაინას მოხმარდება. „თავდაცვითი ინდუსტრიის შესაძლებლობების გაძლიერება მნიშვნელოვანია როგორც უკრაინისთვის, ასევე ჩვენი უსაფრთხოებისთვის,“ - განაცხადა ნორვეგიის მთავრობამ. თავდაცვის მინისტრის, ბიორნ არილდ გრამის თქმით, იარაღის წარმოების გაზრდა მომგებიანია არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, უშუალოდ ნორვეგიისთვისაც. „ჩვენ ხელს ვუწყობთ Nammo-ს წარმოების სიმძლავრის მნიშვნელოვან ზრდას ნორვეგიის, მოკავშირეების და უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად,“ - განმარტა მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
დიდი ბრიტანეთი უკრაინული პროდუქციის ექსპორტის ხელშესაწყობად, $25 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს
დიდი ბრიტანეთის მთავრობის სამინისტროს ცნობით, გაერთიანებული სამეფო უკრაინული პროდუქციის ექსპორტ/იმპორტის ხელშესაწყობად, მათ შორის, კრიტიკული მნიშვნელობის საკვების უზრუნველსაყოფად, 25 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ორდღიანი პროგრამის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას, მილიარდერ ბილ გეითსს და სხვა პირებს შეხვდება. მხარეები მიმდინარე კონფლიქტების დაძლევის მიზნით, შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას, რათა უზრუნველყოფს, რომ მან არამარტო ომში მოიგოს, არამედ, ამ ომიდან გამოვიდეს როგორც ძლიერი, სუვერენული და თავისუფალი ქვეყანა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკი უკრაინას 12 იანვარს ეწვია და ქვეყნისთვის ახალი სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ეს ომის დაწყების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
საფრანგეთი უკრაინისთვის 80-მდე თვითმავალი ჰაუბიცა CAESAR-ის წარმოებას გეგმავს - მედია
საფრანგეთი უკრაინისთვის 78 ერთეულ თვითმავალ ჰაუბიცა CAESAR-ს დაამზადებს. როგორც გამოცემა Le Parisien-თან საუბარში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ აცხადებს იმ სიტუაციაში, როდესაც დასავლური დახმარება იწურება, საფრანგეთი ომის ეკონომიკის რეჟიმს აწესებს. "უკრაინა თავად მზადაა, ჩადოს საკუთარი რესურსების ნაწილი. მან ახლახან შეიძინა ექვსი დანადგარი საკუთარი ხარჯებით," - განაცხადა ლეკორნუმ. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანას დღეს მისი უკრაინელი კოლეგა, რუსტემ უმეროვი ეწვევა და ისინი ერთობლივად მოინახულებენ Nexter-ის ქარხანას, სადაც CAESAR-ის თვითმავალ ჰაუბიცებს აწარმოებენ. მაკრონი კიევში უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებს, საფრანგეთი უკრაინას შორის რადიუსის რაკეტებს მიაწვდის
მოსკოვის და პეტერბურგის მახლობლად აფეთქებები იყო, ბელგოროდზე სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყებიან
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის და ქალაქ სანკტ-პეტერბურგის მახლობლად ღამით აფეთქებები იყო. საჰაერო განგაში გამოცხადდა რუსეთის ქალაქ ბელგოროდშიც. გამთენიისას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა, თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული შეტევა განეხორციელებინა ობიექტებზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.“ „ერთი დრონი მოსკოვის ოლქში „გაანადგურეს“, ერთი კი „გზად შეაჩერეს ლენინგრადის ოლქში. უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით ამ შეტევის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით კი, დრონი, რომელიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა, მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკში ჩამოაგდეს. რუსული სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, დრონით შეტევის გამო, მუშაობა დროებით შეაჩერა პეტერბურგის საერთაშორისო აეროპორტმა „პულკოვომ.“ თავის მხრივ,ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თანახმად, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა „წარმატებით ჩამოაგდეს“ 10 უკრაინული რაკეტა. გლადკოვის ცნობითვე, განადგურებული რაკეტების ნამსხვრევებით დაიჭრა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გუბერნატორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ბელგოროდის მახლობლად დაზიანებულია ორი სახლი, ელექტროგადამცემი ხაზები და გაზით მომარაგების სისტემა. რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია.
ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, სწრაფად გადაწყვიტოს უკრაინის დაფინანსების საკითხი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის ლიდერები გააფრთხილა, რომ უკრაინის დასახმარებლად თანხების გამოყოფის შეფერხება საფრთხეს უქმნის ამერიკის, NATO-ს და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას. 17 იანვარს ბაიდენი თეთრ სახლში შეხვდა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების და რესპუბლიკელების ლიდერებს და დაზვერვის, შეიარაღებული ძალების, საფინანსო და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებს. თეთრ სახლის ცნობით, ბაიდენმა შეხვედრაზე მიიწვია „რესპუბლიკური“ და „დემოკრატიული“ ფრაქციების ლიდერები, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელები, რათა განეხილათ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების გადაუდებელი აუცილებლობა. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებთან განიხილა „უმოქმედობის სტრატეგიული შედეგები." „შეხვედრაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა კონგრესის მნიშვნელობას, რომ უკრაინას ჰქონდეს საჭირო რესურსები, მათ შორის საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო შესაძლებლობები, რათა დაიცვას თავი რუსეთის სასტიკი შეჭრისგან. პრეზიდენტმა განიხილა უმოქმედობის სტრატეგიული შედეგები უკრაინის, შეერთებული შტატებისა და მსოფლიოსთვის. მან ნათლად განაცხადა : კონგრესის მუდმივი წარუმატებლობა საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას ,NATO-ს ალიანსს და დანარჩენ თავისუფალ სამყაროს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა კონგრესს მოუწოდა, სწრაფად უზრუნველყოს დამატებითი დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად. ამასთან, თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენი დათანხმდა, რომ საჭიროა სასწრაფო ზომები აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე სიტუაციის გასაუმჯობესებლად და აღნიშნა, რომ მისთვის იმედის მომცემია ორპარტიულ მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესი. „პრეზიდენტმა ასევე ცხადყო, რომ ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ საზღვარზე არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად. მისი თქმით, წახალისებულია სენატში მიმდინარე ორპარტიულ მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესით. მან გამოთქვა მზადყოფნა სასაზღვრო პოლიტიკასა და საზღვარზე დამატებითი რესურსების საჭიროებაზე ორპარტიული შეთანხმების მიღწევაზე,“ - აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში. ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დამატებით 61 მილიარდი აშშ დოლარის დაფინანსების გამოყოფას ითხოვს.
პაკისტანმა მეზობელ ირანზე საპასუხო სარაკეტო იერიში მიიტანა
BBC-ის ცნობით, პაკისტანმა საპასუხო სარაკეტო იერიში მიიტანა მეზობელ ირანზე მას შემდეგ, რაც ირანის თავდასხმამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაღვივება გამოიწვია. პაკისტანმა განაცხადა, რომ თავდასხმისას დაარტყეს „ტერორისტების თავშესაფრებს" მოსაზღვრე (Sistan-o-Balochistan) პროვინციაში. ირანული მედიის ცნობით, დაიღუპა სამი ქალი და ოთხი ბავშვი. ხუთშაბათს, პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმები დაადასტურა, პირველად ამის შესახებ ირანული მედია ოთხშაბათს იუწყებოდა. საჰაერო თავდასხმები ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის ფონზე ხდება - ღაზის სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი მძვინვარებს და ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები კი წითელ ზღვაში კომერციულ გემებს ესხმიან თავს, რასაც ამერიკა და მისი მოკავშირეები საჰაერო იერიშებით პასუხობენ. პაკისტანი ირანს საჰაერო იერიშის გამო, სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს
სანქციების გამო რუსული კომპანიები კვიპროსს ტოვებენ - მედია
კვიპროსს სანქციების გაფართოების გამო, უფრო და უფრო მეტი რუსული კომპანია ტოვებს. ამის შესახებ უკრაინული მედია რადიო თავისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. სულ მცირე ათი მსხვილი რუსული კომპანია უკვე გავიდა ან აპირებს, რომ დატოვოს კვიპროსი, რომელიც დიდი ხანია რუსული ბიზნესის მთავარი ოფშორული „ყულაბა“ იყო. ამ კომპანიებს შორისაა TCS Group (Tinkoff Bank-ის დედა კომპანია), Marketplace Ozon, საცალო ვაჭრობა Fix Price და United Medical Group (ევროპული სამედიცინო ცენტრის ჰოლდინგი). როგორც მედია წერს, ამ კომპანიებიდან ზოგიერთი ირჩევს ხელახლა რეგისტრაციას ყაზახეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და სხვა ქვეყნებში, რომლებიც არ არიან რუსეთის მთავრობის "არამეგობრულ" სიაში. სხვები გადადიან რუსეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში (SAR) კალინინგრადის რეგიონში, რომელიც შეიქმნა "უცხოური ბიზნესისა და ინვესტიციების მოსაზიდად უცხოური იურისდიქციებიდან." კვიპროსიდან კომპანიების გასვლის მთავარი მიზეზი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მუდმივი გაფართოებაა, რაც უკრაინაში მისი შეჭრის საპასუხოდ დაწესდა. სანქციები ტრანზაქციებს ართულებს.
ბრიტანული დაზვერვა: A-50 ტიპის თვითმფრინავის დაკარგვა რუსეთის საჰაერო ძალების საბრძოლო შესაძლებლობებზე იმოქმედებს
რუსეთი სავარაუდოდ, იძულებული იქნება, განიხილოს თავისი თვითმფრინავების ოპერირების არეალის შეზღუდვა მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა რუსული A-50 ჩამოაგდეს და სავარაუდოდ, საჰაერო სადესანტო თვითმფრინავი Il-22M დააზიანეს. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ახალი ანგარიშის თანახმად, უკრაინის მიერ A-50 MAINSTAY-ის შესაძლო წარმატებული დამიზნება მნიშვნელოვანია. „A-50 გადამწყვეტია საბრძოლო სივრცეში რუსული საჰაერო სადაზვერვო სურათის შექმნისთვის,“ - ნათქვამია დაზვერვის განახლებულ ცნობებში. А-50 ტიპის თვითმფრინავებს რუსეთი შორ მანძილზე მდებარე სამიზნეებზე მეთვალყურეობისა და ავიაგამანადგურებლებისთვის შესაბამისი მონაცემების გადაცემისთვის იყენებს. თუმცა ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსულ თვითმფრინავებზე გახშირებული შეტევების გამო, მათი გრძელვადიანი მდგრადობა შეილახება. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ დაადასტურა, რომ უკრაინის საჰაერო ძალების სამხედროებმა რუსეთის არმიის თვითმფრინავი А-50 გაანადგურეს.
ევროკომისიის პრეზიდენტი 30+ წევრიანი ევროკავშირისთვის გეგმებს ამზადებს - Politico
ევროკავშირის ოფიციალური პირები ამზადებენ ანგარიშს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოემზადონ ევროკავშირის გაფართოებისთვის ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება ამზადებს გეგმას ბლოკის შიგნით რეფორმების შესახებ, რადგან ევროკავშირი ემზადება უფრო მეტი წევრი ქვეყნის მისაღებად, როგორიცაა, უკრაინა. შესაბამის ინფორმაციას Politico ავრელებს. „ჩვენ ასევე ვმუშაობთ საკუთარ რეფორმებზე, რათა მოვემზადოთ 30-ზე მეტი წევრი სახელმწიფოს გაერთიანებისთვის,"- განაცხადა ლაიენმა ევროპარლამენტში. „ამ პალატამ უკვე წარადგინა თამამი იდეები ჩვენი ხელშეკრულებების რეფორმისთვის. მომავალ თვეში, კომისია გამოაქვეყნებს ჩვენს იდეებს ევროპარლამენტისა და საბჭოსათვის გაგზავნილ კომუნიკაციაში (უწოდებენ გეგმას - არ არის სავალდებულო საკანონმდებლო წინადადება), ბელგიის პრეზიდენტობის მიერ ორგანიზებული ლიდერების დისკუსიის წინ,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ევროკავშირმა 14 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
ქუთაისის აეროპორტში 200 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი 700-მდე გაიზარდა - აეროპორტების გაერთიანება
ქუთაისის აეროპორტში ჯამში 700 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყო. ახალი ავტოსადგომი დამატებით, 500 ავტომობილზეა გათვლილი. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, გაკეთდა ახალი წყალარინების სისტემა. მათივე ცნობით, „ჯამში დაიგო 20 000მ2 ასფალტი, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები და საპარკინგე სისტემა.“ ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, თვის ბოლომდე სრულად მოეწყობა ტერიტორიის განათების სისტემა. „არსებული, 200 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი 700-მდე გაიზარდა. ავტოსადგომის გაფართოების პროექტში 3.9 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სრულად საკუთარი შემოსავლებიდან დაფარა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რომის პაპი: სექსუალური სიამოვნება ღვთის საჩუქარია, მაგრამ კათოლიკებმა თავი უნდა აარიდონ პორნოგრაფიას
რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ „სექსუალური სიამოვნება ღვთის საჩუქარია“, მაგრამ კათოლიკეები უნდა მოერიდონ პორნოგრაფიას. მის ციტატას გამოცემა Guardian ავრცელებს. მისი თქმით, სექსუალურ სიამოვნებას ძირს უთხრის პორნოგრაფია და ურთიერთობის გარეშე კმაყოფილებამ, შეიძლება, დამოკიდებულების ფორმები გამოიწვიოს. „ჩვენ უნდა დავიცვათ სიყვარული,“ - აღნიშნა რომის პაპმა. რომის პაპი: გემრიელი საჭმელი და სექსი ღვთაებრივი სიამოვნებაა
დევიდ ქემერონი: დასავლეთი ბოროტ პუტინს წინ უნდა აღუდგეს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი მისთვის ნომერ პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს. დევიდ ქემერონი მიიჩნევს, რომ დასავლეთი “ბოროტ პუტინს“ წინ უნდა აღუდგეს და უკან არ დაიხიოს. „ერთი რამ, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, იმის დემონსტრირებაა, რომ პუტინი არ იმარჯვებს. ეს ჩვენი თაობის გამოწვევაა. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს, 1930-იანი წლების ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლიდერი იყო. ჩვენ პუტინს არ უნდა შევურიგდეთ. ჩვენ იმ ბოროტებას, რომელსაც მისი შეჭრა წარმოადგენს, წინ უნდა აღვუდგეთ,“ - განაცხადა დევიდ ქემერონმა Politico-სთან ინტერვიუში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
აშშ-ის აზერბაიჯანში ახალი ელჩი ჰყავს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისგან მარკ ლიბისგან რწმუნებათა სიგელები მიიღო. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ამერიკამ ახალი ელჩი აზერბაიჯანში გასული წლის ბოლოს მიავლინა. აშშ-ის სენატმა მარკ ლიბის კანდიდატურა 9 დეკემბერს დაამტკიცა. „ჩემთვის პატივია აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მუშაობა. მოუთმენლად ველი აზერბაიჯანის გაცნობას, მის ხალხთან შეხვედრას და მუშაობას ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად,“ - განაცხადა ლიბიმ. მარკ ლიბიბი ვაშინგტონში, ომის ეროვნულ კოლეჯში მუშაობდა. მანამდე ის, ბელგიაში, ევროკავშირში შეერთებული შტატების მისიაში იყო მისიის უფროსის მოადგილე და დროებითი მოვალეობის შემსრულებელი. ლიბი მსახურობდა ვარშავაში, ნასაუში (ბაჰამის კუნძულების დედაქალაქი) ნიქოზიასა და ბაღდადში. ჯეიმს ო'ბრაიენი: ჩვენ გვსურს, აზერბაიჯანთან და სომხეთთან შეგვეძლოს ყველა იმ საკითხის განხილვა, რაც დღის წესრიგში გვაქვს შეგახსენებთ, აზერბაიჯანში ელჩად ერლ ლი ლიცენბერგერი 2019 წლის მარტიდან მსახურობდა. მან მისია ზაფხულში დაასრულა.
აშშ და საქართველო კორუფციის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავების გზებს განიხილავენ - საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ვიზიტზე
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. ამერიკის საელჩო რიჩარდ ნევიუს ვიზიტს პროდუქტიულს უწოდებს. „გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს რიჩარდ ნევიუს ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა საქართველოში. ის აფასებს იმ შეხვედრებს, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ანტიკორუფციულ ინსტიტუტებთან, საგამოძიებო ორგანოებთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართა. კორუფციასთან ბრძოლა - განსაკუთრებით, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული ზრდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ვიზიტის დროს კოორდინატორმა მოისმინა განიხილა და მიმდინარე ძალისხმევა და გზები, რათა კორუფციის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში აშშ-სა და საქართველოს შორის შემდგომი თანამშრომლობა გაღრმავდეს,“ - წერს საელჩო გავრცელებულ ინფორმაციაში. რაზე ესაუბრნენ არასამთავრობოები ამერიკელ მაღალჩინოსანს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი თბილისში შეხვედრებს მართავს
კახა კალაძე: პირველი შემთხვევა არ არის, რომ კონტრაქტორები ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ - ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა
თბილისის მერმა კახა კალაძემ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე, მედიის შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ “პირველი შემთხვევა არ არის, რომ კონტრაქტორები ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ - ზოგადად, ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა.“ კახა კალაძე აცხადებს, რომ წერეთლის გამზირზე დათქმულ ვადაში - იანვრის ბოლოს საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება. „მესმის, რომ მცირე დროა დარჩენილი, მაგრამ იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, დათქმულ ვადებში დასრულდება მიმდინარე სამუშაო,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელისა ნაკლებობაა, რის გამოც, მასშტაბური პროექტების განხორციელებისას, მათი მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები ხშირად ირღვევა. „სამწუხაროა, რომ კონტრაქტორმა კომპანიებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ეს მხოლოდ მერიას არ ეხება. ზოგადად, პრობლემაა კვალიფიციური მუშახელის. გარკვეული დრო დასჭრდება, რომ ამ მიმართულებით განვვითარდეთ. ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელებისას კონტრაქტორ კომპანიებს ხშირად აქვთ ხარვეზები, პროცესში უამრავი ჯარიმა იწერება. ჩვენ ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ხარისხს და დათქმული ვადებში დაცვას,“ - განაცხადა კახა კალაძემ. კახა კალაძე: სულ რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს ორმხრივად აღდგება
უკრაინელებმა სანკტ-პეტერბურგში ნავთობბაზას დაარტყეს - უკრაინული მედია
რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოპერაცია იყო. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ სპეცსამსახურებში ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. „უკრაინსკა პრავდის“ წყაროს ინფორმაციით, შეტევა ნავთობის ბაზაზე განხორციელდა „თანამედროვე უკრაინული საშუალებებით“, სამიზნეზე დარტყმა დადასტურებულია, თუმცა კონკრეტული შედეგების შესახებ მონაცემების მოპოვება გრძელდება. მოსკოვის და პეტერბურგის მახლობლად აფეთქებები იყო, ბელგოროდზე სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყებიან რუსეთს ნავთობის ბაზაზე დარტყმის შესახებ ოფიციალურად არაფერი განუცხადებია. ტელეგრამ-არხ „ასტრას“ ცნობით, დრონი აფეთქდა სააქციო საზოგადოება „პეტერბურგის ნავთობის ტერმინალის“ ტერიტორიაზე. ეს ობიექტი ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მდებარეობს. რუსული მედიის ცნობით, ეს ბალტიის ზღვის რეგიონში რუსეთის ყველაზე დიდი ტერმინალია.
19-20 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი - პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-20 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. „21 იანვარს დღის ბოლოდან გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 21 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 21 იანვარს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 19-20 უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 21 იანვარს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 21 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება,“ - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თურნავა: საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს
"ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარანტირებული არაა, რადგან რისკები მაინც არსებობს," - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე "ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები" სიტყვით გამოსვლისას. "ახლა გამოწვევა ისაა, რომ გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს ზრდის გაგრძელების საშუალება არ მივცეთ და ისინი მიზნობრივთან ახლოს დარჩეს. ზომიერად მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნება კი ცენტრალური ბანკის პოლიტიკის მიმართ მეტ ნდობას ემსახურება, განსაკუთრებით, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან შეუსაბამობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ", - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, როგორც ბოლო წლებმა აჩვენა, ცენტრალური ბანკისთვის ინფლაციის სტაბილიზაცია არის მთავარი პრიორიტეტი.Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე "ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები" ნათია თურნავა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის, პოლონეთის, ალბანეთის და ლიეტუვის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. ვენაში მიმდინარე ორდღიანი ფორუმის ფარგლებში ნათია თურნავამ შეხვედრები გამართა საერთაშორისო ინვესტორებთან და მათ საქართველოს ფინანსური და მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფორუმში ფინანსური ბაზრების წარმომადგენლები, ინვესტორები, ცენტრალური ბანკების მმართველები და პოლიტიკოსები 45-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.
თავდაცვის ძალებს გერმანიის მხარდაჭერით შეძენილი ახალი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ტექნიკა გადაეცა
საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ტექნიკა შეემატა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებამ სპეციალური დანიშნულების ტექნიკა, მათ შორის, გერმანული MAN-ის ტიპის მანქანები, გერმანიის ფედერაციული მთავრობის გრანტით შეისყიდა. „ვაზიანში, თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ახალი ტექნიკა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერმა დაათვალიერეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ გერმანიასთან, როგორც საქართველოს გამორჩეულ და მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თავდაცვის სფეროში მჭიდრო, მზარდი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა. მინისტრმა გერმანულ მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისა პრაქტიკული და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სპეციალური ტექნიკის გადმოცემის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეას ზებალდი დაესწრნენ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის „Enable and Enhance Initiative”-ის ფარგლებში გერმანული მხარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლიდან უწევს ფინანსურ დახმარებას, რაც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას უწყობს ხელს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. გერმანიის ელჩის თქმით, ახალი ტექნიკის გადაცემა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითია. ელჩის თქმით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს შეიერაღებულ ძალებს. „ჩვენ საერთო მომავალი, საერთო გზა გვაქვს. ევროკავშირმა გასულ წელს გადაწყვიტა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატია. საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი ყოველთვის იყო დასავლეთი და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს გვერდით ვართ. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობ, რომ შევქმნათ უფრო ძლიერი, დაცული და ბედნიერი მომავალი ჩვენს პარტნიორობასა და მეგობრობაში,“ - აღნიშნა ელჩმა.
რა წერია წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნაში „ვივამედზე“, სადაც სააკაშვილი მკურნალობს
„წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა დღეს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მოიცავს დაცულ ნაწილში მყოფ პატიმართა, მათ შორის სააკაშვილის პირობებთან დაკავშირებით შეფასებას. (CPT) მიერ გამოქვეყნებული ვრცელი ანგარიშში დოკუმენტის ბოლო ნაწილი რეკომენდაციებს მოიცავს. ანგარიშის მიხედვით, „ბატონი C-ის [მიხეილ სააკაშვილი] შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს წვდომა მთელ რიგ სამედიცინო სპეციალისტებთან და მკურნალობასთან, ფაქტორების ერთობლიობა, როგორიცაა მარტო ყოფნა მრავალი თვის განმავლობაში, გარეთ ვარჯიშის შესაძლებლობის არქონა და კამერების მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ყოფნა, იწვევს სიტუაციას, რომელიც არის მჩაგვრელი, დამამცირებელი და არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, რომ მოხდეს კლინიკა „ვივამედის“ დაცული პალატების ფუნქციონირების წესის რეფორმირება ზემოთ აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით. კომიტეტი ელოდება, რომ მიიღებს დეტალურ მონახაზს ამ ანგარიშის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ამ კონტექსტში, კომიტეტს ასევე სურს, მიიღოს ინფორმაცია პაციენტი С-ს პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით აღწერილი შეშფოთების შესახებ. ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანია, პაციენტებს ჰქონდეთ გარეთ გასეირნების შესაძლებლობა, ტელევიზიაზე, რადიოსა და პრესაზე წვდომა. ცალკე განთავსებული პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია პაციენტებთან ან სათანადოდ მომზადებულ პერსონალთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა (სულ მცირე, 2 საათი დღეში). რეკომენდაციების ნაწილში აღნიშნულია, ზოგადად მისაღები პირობებისა და მთელი რიგი სამედიცინო სპეციალისტებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის მიუხედავად, „ვივამედის“ სამი დაცული პალატა ვერ უზრუნველყოფს სათანადო თერაპიულ გარემოს იმის გამო, რომ ყველა არსებით საკითხზე საბოლოო სიტყვა ეკუთვნის სასჯელაღსრულების და არა ჯანდაცვის პერსონალს და ასევე პაციენტის პირადი ცხოვრებისა და სამედიცინო კონფიდენციალურობის სრული უპატივცემულობის გამო. კომიტეტის შეფასებით, დაცული პალატების მართვა უნდა დაექვემდებაროს კლინიკის სამედიცინო პერსონალს, რათა საშუალება ჰქონდეთ, შექმნან თერაპიული და ნდობაზე დაფუძნებული გარემო. ასევე უნდა იყოს მიღებული ზომები (შესაბამისი ინსტრუქციების სახით), რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ პაციენტების (მათ შორის ბ-ნი ს.-ის) შესახებ კონფიდენციალური სამედიცინო ინფორმაცია პაციენტის თანხმობის გარეშე არ გადაეცეს არასამედიცინო პერსონალს. ასეთი კონფიდენციალური სამედიცინო მონაცემები ასევე შეიძლება, გადაეცეს კანონიერად უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოებს (როგორებიც არიან პროკურორები და გამომძიებლები, მიმდინარე გამოძიების კონტექსტში), ეროვნული და საერთაშორისო მონიტორინგის ორგანოებს, მათი კანონიერი მანდატის ფარგლებში მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვით. ამასთან, ფორმიანი და შეიარაღებული ოფიცრები მუდმივად არ უნდა იმყოფებოდნენ დაცულ პალატებში; მათი იქ ყოფნა გამართლებული უნდა იყოს ცალკეულ შემთხვევებში იმ რისკით, რომელსაც კონკრეტული პაციენტები წარმოადგენენ (მაგალითად, პერსონალისა და სხვა პაციენტების მიმართ ძალადობის რისკით, შფოთვისა და თვითდაზიანების რისკის შემთხვევაში) და ეს რისკი უნდა შეფასდეს სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის შემდეგ. „რაც შეეხება სათვალთვალო კამერების არსებობას, განსაკუთრებით ბ-ნი ს.-ის მუდმივ მეთვალყურეობას, ამჟამინდელი მდგომარეობა უნდა გადაიხედოს პრიორიტეტული წესით. მართალია, მუდმივი მეთვალყურეობა გამოიყენება მხოლოდ ერთ პაციენტზე, რომელსაც ჰქონდა კლინიკის პერსონალთან რთული (თუმცა არა ფიზიკურად ძალადობრივი) ურთიერთობები და ქცევის ისტორია, რომელიც შეიძლება, განიმარტოს, როგორც თვითდაზიანების ფორმა (მაგალითად, უარის თქმა კლინიკის მიერ შემოთავაზებულ საკვებზე და ზოგიერთ შემოთავაზებულ მკურნალობაზე), თუმცა დელეგაციის ვიზიტის დროს გამოყენებული ზომები (რომელიც წარმოადგენს პაციენტის კონფიდენციალურობაში უხეშ ჩარევას) მაინც პოტენციური საფრთხის არაპროპორციული აღმოჩნდა. იგივე მიზანი შეიძლებოდა, მიღწეული ყოფილიყო, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალის ადეკვატურად ყოფნის უზრუნველყოფით. კომიტეტი კვლავ რჩება აზრზე, რომ სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სერვისებზე პასუხისმგებლობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის დიდი ხნის წინ დაგეგმილი გადაცემა აუცილებელი და დაგვიანებულია. კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს გადაცემის პროცესი შემდგომი შეყოვნების გარეშე.“ წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) საქართველოში გასული წლის ნოემბერში იმყოფებოდა. ის კლინიკა „ვივამედში“, სადაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობს, პენიტენციური ჯანდაცვის საკითხებს იკვლევდა. საქართველოში ვიზიტით იყვნენ: ჰანს ვულფი (შვეიცარია), წამების საწინააღმდეგო კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი, ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი; ვიტაუტას რაშკაუსკასი (ლიეტუვა), ფსიქიატრი, ვილნიუსის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კონსულტანტი, ვილნიუსის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი და მარი კმეცოვა (ჩეხეთის რესპუბიკა), იურისტი, ჩეხეთის სახალხო დამცველის ოფისის უფროსი მრჩეველი ეროვნული პრევენციის მექანიზმის საკითხებში. წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაციები ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ვიზიტებს გეგმიურად, 4-5 წელიწადში ერთხელ ახორციელებენ. კომიტეტი 34 წლის წინ, „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციის“ იმპლემენტაციის მონიტორინგისთვის, 1989 წელს შეიქმნა. მისი მიზანია თავისუფლებააღკვეთილი პირების მონიტორინგი, კერძოდ, თუ როგორ ეპყრობიან მათ ციხეებში, არასრულწლოვანთა დაკავების ადგილებში, პოლიციის განყოფილებებში, იმიგრირებულ პირთა დაკავების ადგილებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, სოციალური დაცვის სახლებსა და ა.შ.