ძებნის რეზულტატი:

მაკრონი კიევში უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებს, საფრანგეთი უკრაინას შორის რადიუსის რაკეტებს მიაწვდის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თებერვალში უკრაინას ეწვევა, სადაც უსაფრთხოების გარანტიის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ. ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინას, უახლოეს კვირებში SCALP-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედ 40 რაკეტასა და რამდენიმე ასეულ ბომბს გადასცემენ. „ვაპირებთ, უკრაინას გაცილებით მეტი აღჭურვილობა მივაწოდოთ და დავეხმაროთ იმით, რაც მას სჭირდება თავისი ცის დასაცავად. თავად გავემგზავრები უკრაინაში თებერვალში და გავაფორმებ ამ შეთანხმებებს,“ - განაცხადა მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპელები უახლოეს კვირებში გააძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას იმისთვის, რომ მან გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა რუსეთის წინააღმდეგ, რადგან მოსკოვს არ მიეცეს საშუალება უკრაინა დაამარცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დადგება. მაკრონმა მიანიშნა, რომ შეძლებდა თანამშრომლობას დონალდ ტრამპთან, თუკი მას კვლავ აირჩევენ აშშ-ის პრეზიდენტად. „მე ვთანამშრომლობ ლიდერებთან, რომლებსაც ხალხი მაძლევს," - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე. ემანუელ მაკრონის თქმით, იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის არჩევნებში, ევროპა უნდა მოემზადოს შესაძლებლობისთვის, რომ აშშ-ის პრიორიტეტები შესაძლოა სხვაგან იყოს.  

გერმანია უკრაინას, დაგეგმილი 4 მილიარდი ევროს ნაცვლად, 7 მილიარდზე მეტს გამოუყოფს

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ლიდერებმა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების საკითხი განიხილეს. გერმანია 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ადრე დაგეგმილი 4 მილიარდი ევროს ნაცვლად, 7 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფს. ეს ინფორმაცია გერმანიის მთავრობის პრესსამსახურმა გერმანიის ოლაფ შოლცსა და ჯო ბაიდენს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა. გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, შტეფენ ჰებესტრეიტის თქმით, გერმანიისა და შეერთებული შტატების ლიდერებმა საუბრის დროს ხაზი გაუსვეს უკრაინისთვის შემდგომი ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის აღმოჩენის აუცილებლობას, რადგან ის აგრძელებს თავის დაცვას რუსული აგრესიისგან. გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს შოლცმა და ბაიდენმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაც განიხილეს. ჯეიკ სალივანი: უკრაინისთვის დახმარების ორპარტიული მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე ვმუშაობთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.

დანია და ნიდერლანდები უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკებს უგზავნიან

დანია და ნიდერლანდები 14 ერთეული Leopard 2A4-ის ტიპის ტანკიდან პირველი ორის ერთობლივად მიწოდებისთვის ემზადებიან. ტექნიკა გერმანიაში გარემონტდა და თავდაპირველად, ისპოლონეთში გაიგზავნება, სადაც უკრაინელი სამხედროები სწავლებას გაივლიან. „ამჟამინდელი განრიგის მიხედვით, ტანკები სათადარიგო ნაწილებთან და საბრძოლო მასალასთან ერთად, უკრაინას ამ ზაფხულს მიეწოდება,“ - აცხადებენ ნიდერლანდების თავდაცვის უწყების წარმომადგენლები. მოსალოდნელია, რომ ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა მთავარ როლს შეასრულებენ, როდესაც კიევი წინსვლას რამდენიმე ფრონტზე ცდილობს. კიევი დიდი ითხოვდა უახლესი ტანკების მიწოდებას ითხოვს, მაგრამ ძირითადი შეტევებისთვის ტექნიკის არასაკმარისი რაოდენობა მიიღო. Leopard-ებისა და სხვა მოდელების სარემონტო ცენტრი პოლონეთში გაიხსნა, ტანკების პარტია გლივიცში 2023 წლის დეკემბერში ჩავიდა.  

ლაიენის თქმით, უკრაინის დახმარების პაკეტი დამტკიცდება უნგრეთის თანხმობით ან მის გარეშე

ევროკავშირი დაამტკიცებს უკრაინის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტს უნგრეთის თანხმობით ან მის გარეშე, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსში, Euronews-თან ინტერვიუს დროს. „ჩემი პირადი პრიორიტეტია 27 სახელმწიფოს შორის შეთანხმება. მაგრამ თუ ეს შეუძლებელი იქნება, 26-ისთვისაც მზად ვართ,“ - განუცხადა მან მედიას. 2023 წლის დეკემბერში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაბლოკა შეთანხმება მას შემდეგ, რაც ჯგუფი დათანხმდა, რომ ოფიციალურად დაიწყებდა უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს. უკრაინა ასევე ელოდება უსაფრთხოების დახმარების პაკეტს, რომლის ღირებულებაც 60 მილიარდ დოლარს შეადგენს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის ლიდერები მიიწვია თეთრ სახლში შეხვედრაზე, რომელიც 17 იანვარს უნდა გაიმართოს, უკრაინისთვის დახმარების მიწოდების გაგრძელების საკითხზე - აცხადებს თეთრი სახლი იმ ფონზე, როცა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში დასავლეთს ერთიანობისკენ მოუწოდა უკრაინის მხარდაჭერის პროცესში. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა ჟურნალისტებს 16 იანვარს განუცხადა, რომ შეხვედრაზე ბაიდენი ხაზს გაუსვამს, რაოდენ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის დახმარების უზრუნველყოფა. უკრაინისთვის დახმარების სახით 60 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ ბაიდენის თხოვნა კონგრესშია გაგზავნილი. კანონმდებლები მსჯელობენ შეთანხმებაზე, რომელიც ამ თანხის გაცემას დაუკავშირებს აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოებას. აშშ სექტემბრიდან ვერ ახერხებს შეთანხმებას ახალი დახმარების საკითხზე. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინის დახმარების საკითხი ევროკავშირსა და აშშ-ის კონგრესში უახლოეს კვირებში მოგვარდება  

ლატვიის ხელმძღვანელობით, კოალიცია უკრაინას ათასობით დრონით მოამარაგებს

ლატვია ქმნის 20-მდე ქვეყნისგან შემდგარ კოალიციას, რომლებიც უკრაინის დრონების არსენალის გასაძლიერებლად რთად იმუშავებენ. შესაბამის ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმვეროვმა 5 იანვარს განაცხადა, რომ რიგა უკრაინის სამხედროების მხარდასაჭერად კოალიციას უხელმძღვანელებს. ეს განცხადება მან ლატვიელ კოლეგასთან ანდრის სპრუდსთან მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა. ოფიციალური პირები კიევში დეკემბრის შუა რიცხვებში შეხვდნენ, რათა უკრაინის თავდაცვის სტრატეგიები განეხილათ. სპრუდსმა 16 იანვარს განაცხადა, რომ კოალიცია მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებას „ათასობით“ უპილოტო საფრენი აპარატით (UAV). „მთავარი მიზანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი უპილოტო თვითმფრინავი მიეწოდოს უკრაინას,“ - აღნიშნა სპრუდსმა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა 2024 წელს მილიონი დრონის წარმოებას გეგმავს. მას შემდეგ, რაც უკრაინა ომის მესამე წელში შედის, იარაღის დეფიციტისა და დასავლური დახმარების გაურკვევლობის ფონზე, რუსეთმა სამოქალაქო ობიექტებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმები და სარაკეტო დარტყმები გააძლიერა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.

რუსეთის პრეზიდენტობის მსურველმა მხარდაჭერისკენ მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან

რუსი პოლიტიკოსი, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „სამოქალაქო ინიციატივის“ მიერ რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებულ ბორის ნადეჟდინს მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგრვება თბილისშიც სურს. ბორის ნადეჟდინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2023 წლის 26 დეკემბერს მიმართა. კომისიამ ნადეჟდინის უფლებამოსილი პირები 28 დეკემბერს დაარეგისტრირა. კენჭისყრაში მონაწილეობისთვის ბორის ნადეჟდინის საარჩევნო შტაბმა 100 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა შეაგროვოს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეები დიდი რაოდენობით შემოვიდნენ. ნადეჟდინმა 16 იანვარს, ღამით, ტელეგრამ-არხით მიმართა რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და განაცხადა, რომ კანდიდატურის მხარდასაჭერად შეუძლიათ ხელმოწერები თბილისშიც დატოვონ. მითითებულია კონკრეტული მისამართიც. 1999 წელს, ბორის ნადეჟდინი რუსეთის მესამე მოწვევის დუმის დეპუტატად „მემარჯვენე ძალთა კავშირიდან“ აირჩიეს. ამ პარტიის თანათავმჯდომარე იყო ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი, რომელიც 2015 წლის თებერვალში, მოსკოვში მოკლეს. ცნობისთვის, ბორის ნადეჟდინი აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება ომს უკრაინაში და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ყველა მობილიზებულს სახლში დააბრუნებს. 2023 წლის მაისში, ნადეჟდინმა განაცხადა რომ დღევანდელი პოლიტიკური რეჟიმის პირობებში რუსეთი ევროპაში ვერ დაბრუნდება, ამიტომ ქვეყანამ, ახალი ხელმძღვანელობა უნდა აირჩიოს. რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 15–17 მარტს გაიმართება. კვლავ კენჭს იყრის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

პაკისტანი ირანს საჰაერო იერიშის გამო, სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს

პაკისტანმა მის ტერიტორიაზე ირანის მიერ განხორციელებელი საჰაერო იერიში დაგმო. პაკისტანური მხარის განცხადებით, 16 იანვარს განხორციელებულ თავდასხმას ორი ბავშვი ემსხვერპლა, დაიჭრა კიდევ სამი ადამიანი. პაკისტანი თავდასხმას არაპრობოცირებულს და მიუღებელს უწოდებს. ირანმა იერიში მიიტანა პაკისტანის არეალზე, რომელსაც, ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ბაზად იყენებს ექსტრემისტული ჯგუფი, ჯაიშ ალ-ადლი. 2012 წელს ჩამოყალიბებული ჯაიშ ალ-ადლი ირანის მიერ შავ სიაშია შეყვანილი, როგორც ტერორისტული ჯგუფი და მან ბოლო წლებში რამდენიმე თავდასხმა განახორციელა ირანის მიწაზე. პაკისტანის ოფიციალურ განცხადებაში არ არის ნათქვამი, სად მოხდა თავდასხმა, მაგრამ პაკისტანური მედია წერს, რომ იერიში იყო სამხრეთ-დასავლეთ ბელუჯისტანის პროვინციაში, სადაც ორი ქვეყანა იშვიათად დასახლებულ, თითქმის 1000 კილომეტრიან (620 მილი)საზღვარს იზიარებს. თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ანვარ-ულ-ჰაკ კაკარი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დავოსში, შვეიცარიაში შეხვდა. „პაკისტანის სუვერენიტეტის ეს დარღვევა სრულიად მიუღებელია და შეიძლება, სერიოზული შედეგები მოჰყვეს,“ - ნათქვამია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

კახა კალაძე: სულ რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს ორმხრივად აღდგება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს ორმხრივად აღდგება. ეს პირველი განცხადებაა მას შემდეგ, რაც მერიამ კონტრაქტორებს ხელშეკრულება შეუწყვიტა. „კარგად იციან წერეთლის გამზირზე მცხოვრებლებმა, რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. პირდაპირ ვიტყვი - ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ ამხელა მასშტაბის სამუშაოები ვაწარმოოთ ყველა მიმართულებით, ეს იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა, პარკები, სკვერები, გამწვანება და ა.შ. სად იყვნენ წინა მთავრობები, წინა მერები? მათაც გაეკეთებინათ და ამ მიმართულებით ნაკლები გვექნებოდა სამუშაო,“ - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერი ოპოზიციას აკრიტიკებს. „მიდის პროპაგანდა, რომ განვითარება, სარეაბილიტაციო სამუშაოს განხორციელება ერთგვარ დანაშაულად იქცეს. ესენი არიან ხელმოცარული ე.წ. პოლიტიკოსები, რომელთაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოება გაგცემთ შესაბამის პასუხს. ქვეყანას ჰყავს ძლიერი მთავრობა, რომელიც არ მოგცემთ საშუალებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. წერეთლის გამზირის პროექტსაც დავასრულებთ და სხვა მნიშვნელოვან სამუშაოებსაც განვახორციელებთ, რაც სჭირდება დედაქალაქს, ჩვენი ქვეყნის მომავალს. 2024 წელი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და არ ვაპირებთ, „ხელმოცარული აგენტების“ ისტერიულ კამპანიას ყურადღება დავუთმოთ,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. მერის მოადგილე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე: ალტერნატიული კომპანიების მოძიება დაჩქარებულად მიმდინარეობს  

რაზე ესაუბრნენ არასამთავრობოები ამერიკელ მაღალჩინოსანს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რიჩარდ ნევიუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგელნებს შეხვდა. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. მედიასთან მისი შეხვედრა დღის წესრიგით გათვალისწინებული არ არის. მედიასთან ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. „ყველაფერზე ვისაუბრეთ, მათ შორის, კონკრეტულ საკითხებზეც, სტრატეგიულ თემებზეც, ინსტიტუციურ გადაწყვეტებზეც და ძალიან მნიშვნელოვანია თავად ის ფაქტი, რომ ჯერ შეხვდა სამოქალაქო საზოგადოებას და შემდეგ აქვს შეხვედრა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან, აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ჩვენი აზრი და საზოგადოების აზრი," - განაცხად შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანმა. მიმაჩნია, რომ კორუფცია არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი საქართველოსთვის, განსაკუთრებით ელიტური კორუფცია, განსაკუთრებით, როდესაც კორუფციის გამოვლინებებში ჩვენი მაინც და მაინც არაკეთილმოსურნე მეზობელი სახელმწიფოს კომპანიები მონაწილეობენ, - ამის შესახებ ორგანიზაცია თავის მხრივ, „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ამერიკელ მაღალჩინოსანს ის შემთხვევები გააცნეს, რომელიც „სამოქალაქო იდეის“ მიერ არის გამოვლენილი. როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, დღეს ახალი კომპონენტი შემოდის საქართველოში ჩინური კომპანიების სახით და "ამის დემონსტრირებისთვის კომპანია „სინოჰიდროს“ "ქეისიც" კმარა". „დღეს ახალი კომპონენტი შემოდის საქართველოში ჩინური კომპანიების სახით, რომელიც ასევე ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოში კორუფციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს აღარ არის უბრალოდ აღებ-მიცემობის თემა. საკითხები, რომლებზეც დღეს მიმდინარეობს საუბარი, ძირითადად ეხება სტრატეგიულ კორუფციას, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე და როდესაც კორუფცია ხდება ეროვნული უსაფრთხოების თემა. ჩვენ სულ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ინფორმირებული გვყავდეს ჩვენი პარტნიორები, იმიტომ, რომ ქართულ სახელმწიფოს სერიოზული დახმარება სჭირდება - 2024 წელია, საარჩევნო კამპანია დაიწყება მალე, ხელისუფლება დაიწყებს პარტიული ინტერესებისთვის უზარმაზარი ფულის ხარჯვას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საარჩევნო ამოცანებისთვის და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ყოველდღიური და ყოველწუთიერი მონიტორინგი იმისთვის, რომ უმძიმესი შედეგები არ დადგეს, რომელიც რთულად დაეტყობა ამ ქვეყანას შემდეგი 4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ყოველთვის მაგალითებია საჭირო იმისთვის, რომ დამაჯერებელი იყო შენი შეფასებები, შესაბამისად, მშვენიერი საჩუქარი გაგვიკეთა მთავრობამ „სინოჰიდროს“ საქმით და შეგვიძლია ეს მოვყვეთ და უცებ დავასრულოთ ლაპარაკი, იმიტომ, რომ იქ ყველაფერი ჩანს, როგორ ცუდად შეიძლება, წავიდეს საქმე, როდესაც ერთ არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებ დასაწყისში. ამიტომ, დაწყებული ბატონი ღარიბაშვილის შვილის ამერიკაში გამგზავრებით და გაგრძელებული სტრატეგიული კორუფციის საქმეებით, რომელიც ჩინურ კომპანიებს შეეხება, ჩვენ ყველაფერზე ვისაუბრეთ ამ შეხვედრაზე,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა. ხიდაშელის თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რომელზე საუბარიც ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორთან შეხვედრაზე იყო, ანტიკორუფციულ სააგენტოს შეეხებოდა. „ვისაუბრეთ პრობლემებზე, რომელიც რეფორმას მოჰყვა. მთავარი ორი მიმართულება, რომელიც რეალურად სახეზე უნდა ყოფილიყო - სააგენტოს დამოუკიდებლობა და საგამოძიებო უფლებამოსილება, არ არის სახეზე, ამაზე ვენეციის კომისიამაც მიგვითითა და ძალიან ნათელი და ღია ჩანაწერი გაჩნდა მათ შეფასებაში და ბუნებრივია ამაზე იყო საუბარი,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა. რიჩარდ ნევიუ შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განაგრძობს. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი თბილისში შეხვედრებს მართავს  

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია: თბილისის მერიამ ხელშეკრულება 4 კომპანიასთან გააფორმა

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ოთხ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნული კომპანიები უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და აქტიურად მიმდინარეობს. „უკვე 4 კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია - ესენია: კომპანია “ენკო”, “პარმა”, “ჯეო გრუპი” და “ბლექ სი გრუპი. მიმდინარეობდა ბაზრის კვლევის ეტაპი, ეს დოკუმენტაცია გადაეგზავნა რამდენიმე კომპანიას, აქედან ოთხმა კომპანიამ გამოთქვა მზაობა, რომ წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობა მიეღო. გავიარეთ ამ ოთხი კომპანიის დოკუმენტაცია და ამ წუთის მონაცემებით, უკვე ამ 4 კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია. ესენია: კომპანია “ენკო”, “პარმა”, “ჯეო გრუპი” და “ბლექ სი გრუპი”. როგორც გითხარით, უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და მიმდინარეობს აქტიურად”, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. კახა კალაძე: სულ რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს ორმხრივად აღდგება  

ჩინეთის სახელმწიფო ბანკები რუსი კლიენტებისთვის შეზღუდვებს ამკაცრებენ - Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, ჩინეთის სახელმწიფო ბანკები რუსი კლიენტებისთვის შეზღუდვებს ამკაცრებენ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უცხოური ბანკების წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესების შესახებ ბრძანებულებას ხელი მოაწერა. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ბოლო კვირებში რუსული ბიზნესის აუდიტი სულ მცირე ორმა ბანკმა მოითხოვა. წყაროები დასძენენ, რომ ბანკები სანქციების სიაში მყოფ კლიენტებთან კავშირს და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მომსახურებას შეწყვეტენ, განურჩევლად ვალუტისა და ტრანზაქციების ადგილისა. თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ ჩინური ბანკები აძლიერებენ მომხმარებელთა სათანადო კონტროლს, მათ შორის იმის შემოწმებას, არიან თუ არა ბენეფიციარები რუსეთიდან და არის თუ არა ბიზნესი რუსეთში რეგისტრირებული. ამოწმებენ სხვა კლიენტებსაც, რომლებიც ბიზნესს რუსეთში ეწევიან ან რუსეთში შეაქვთ მნიშვნელოვანი საქონელი მესამე ქვეყნების გავლით. ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ სამხედრო დახმარებას არც რუსეთს და არც უკრაინას არ უწევს, თუმცა პეკინი და მოსკოვი ეკონომიკურ კავშირებს ამყარებენ. ამასთან, „საზღვრებს გარეშე“ მეგობრობის პირობას დებენ. დასავლეთი ხშირად მოუწოდებს პეკინს, რომ მოსკოვზე ზეწოლა მოახდინოს, რათა რუსეთმა უკრაინაში ომი დაასრულოს. შეგახსენებთ, შეერთებული შტატები ანტირუსული სანქციების დარღვევის გამო, მთელ მსოფლიოში ბანკებს ფინანსურ სისტემიდან მოწყვეტით ემუქრება. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას ფინანსურ სექტორში.  

გიორგი კეკელიძე „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ დირექტორისგან შემოთავაზება ეროვნული ბიბლიოთეკიდან წამოსვლისთანავე მიიღო. „დღეს საბოლოო შეხვედრა გაიმართა „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ დირექტორთან, რომელთან ერთადაც შევთანხმდით იმ გეგმებზე, რომელიც გვექნება ამ კომპანიის გარე აქტივობების მიმართულებით. ეს გულისხმობს „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას“, რაც თავის მხრივ არის სოფლის ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგება; სხვადასხვა ტიპის თემატური ლექციების, სემინარების ჩატარება; ლიტერატურული პრემიების დაარსება და ძალიან ბევრი რამ, რომელსაც ეტაპობრივად გაგაგებინებთ,“ - განაცხადა კეკელიძემ. გიორგი კეკელიძე: პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან პაპუაშვილი: საკადრო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარებისთვის კონსტანტინე გამსახურდია: ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობის შემოთავაზებას დავთანხმდი  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა 2%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ნავთობის მოცულობა 2%-ით გაიზარდა. შეგახსენებთ, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში (BTC) ამოტუმბული ნავთობის მოცულობამ 27 მილიონ 635,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,9%-ით მეტია 2022 წლის 11 თვის მაჩვენებელზე, განაცხადეს სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტში. ტრანზიტი - 2,4%-ით გაიზარდა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით გადაზიდული ნავთობის მთლიანი მოცულობის 75,9% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაიზიდა. დეპარტამენტის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში BTC-ით ტრანსპორტირებული ნავთობის 82,7% - 22 მილიონ 854,5 ათასი ტონა (ზრდა 1,8%-ით - IF) აზერბაიჯანის ნავთობზე მოდიოდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ნავთობის მოცულობა 4,3 მილიარდ ბარელს შეადგენს BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი  - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.  

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეხვდა

შეხვედრა რიჩარდ ნეფიუსთან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რიჩარდ ნევიუს შეხვდა. ბიუროს მიერ გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო გლობალურ ინდექსებში კორუფციის დაბალი დონით მოწინავე პოზიციას იკავებს. ასევე, საუბარი შეეხო ბიუროს ძირითად ფუნქციებსა და მიმართულებებს. რაჟდენ კუპრაშვილმა ისაუბრა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე. საუბარი შეეხო დიგიტალიზაციის პროცესსა და ანტიკორუფციული ბიუროს ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას. ბიუროს უფროსმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და შესაძლებლობების განვითარება კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პრიორიტეტულია. რიჩარდ ნევიუს თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გასატარებელი რეფორმების ეფექტიანად განხორციელების პროცესში. შეხვედრას ესწრებოდნენ გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რეგიონალური გუნდის ხელმძღვანელი კრის ფრესონკე; აშშ საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორი სარა რუპერტი; ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი; ბიუროს უფროსის მოდგილე ანა კალანდაძე; ბიუროს იურისტ-ანალიტიკოსი გიორგი ბაღდავაძე; აშშ საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის კოორდინატორი თამარ ნასარიძე,“ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. რაზე ესაუბრნენ არასამთავრობოები ამერიკელ მაღალჩინოსანს  

გერმანია ისრაელისთვის სატანკო საბრძოლო მასალის მიწოდებას განიხილავს - მედია

გერმანიის მთავრობა განიხილავს ისრაელისთვის სატანკო საბრძოლო მასალის მიწოდებას, რათა მხარი დაუჭიროს მას „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, იტყობინება გერმანული ჟურნალი Der Spiegel. ისრაელის არმიისთვის 120 მმ-იანი სიზუსტის საბრძოლო მასალის დაახლოებით 10000 ვაზნის მიწოდების მოთხოვნა ბერლინმა ნოემბერში მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, იმის გამო, რომ ინდუსტრიას არ შეუძლია, დაუყონებლივ უზრუნველყოს სასურველი ზუსტი საბრძოლო მასალა, გერმანიის არმიის მარაგის ვარიანტი განიხილება, რათა ბერლინმა მოთხოვნას დროულად უპასუხოს. გერმანიის მთავრობის სპიკერს კომენტარი არ გაუკეთებია.  

ყაზახეთი და TRACECA როგორც კასპიის, ისე შავ ზღვაზე, საბორნე მომსახურების განვითარების საკითხებს განიხილავენ

ყაზახეთის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრმა სატჟან აბლალიევმა და TRACECA-ს (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი) გენერალურმა მდივანმა, როგორც კასპიის, ისე შავ ზღვაზე საბორნე მომსახურების განვითარების საკითხები განიხილეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები საგზაო ტრანსპორტის სფეროს აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, სარფისა და წითელი ხიდის (საქართველო) გამშვებ პუნქტებზე გადატვირთულობის პრობლემაზე. ასავბაევმა ვიცე-მინისტრს გააცნო TRACECA-ს ქვეყნების ინიციატივების მიმდინარე სამუშაო და განხორციელების მიმდინარე სტატუსი. განხილვა მოიცავდა ნახევრადმისაბმელიანი საქონლის ტრანსპორტირების საპილოტე პროექტის შედეგებს, კერძოდ, აღინიშნა ქვეკონტრაქტის მხრიდან ზომების განხორციელების მნიშვნელობა. გარდა ამისა, ასავბაევმა ტრანსპორტის სამინისტროს მიმართა თხოვნით, დაეხმარონ პროცედურების დაჩქარებაში, რათა ყაზახური მხარის მიერ ETP-ის შესახებ შეთანხმების ტექსტის (ერთიანი სატრანზიტო ნებართვა) დამტკიცების პროცესი დასრულდეს. TRACECA მზადაა, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის კონტეინერებით ტვირთების გადაზიდვის დაწყებას მხარი დაუჭიროს TRACECA არის საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა, რომელშიც ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 12 წევრი ქვეყანაა ჩართული. პროგრამის მიზანია ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის გაძლიერება შავი ზღვის აუზის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში.   ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა.

კორუფციასთან ბრძოლა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტია - სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპერტამენტის კოორდინატორ  რიჩარდ ნევიუს შეხვდა. პარლამენტის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. მან, აგრეთვე, მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სათანადოდ ასახავს. „რიჩარდ ნევიუმ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტია და ეს მიმართულება მნიშვნელოვანია, რათა დემოკრატია მაქსიმალურად კარგად ფუნქციონირებდეს. მან აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მიზანია, ხელი შეუწყოს დიალოგსა და გამოცდილების გაზიარებას კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები კორუფციასთან ბრძოლისა და გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებებით. რიჩარდ ნევიუმ გამოხატა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. რაზე ესაუბრნენ არასამთავრობოები ამერიკელ მაღალჩინოსანს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი თბილისში შეხვედრებს მართავს  

საქმეთა გაჭიანურების პრობლემა სასამართლო სისტემაში - რაზე მიუთითებს კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს“ კვლევით, თუ 2017 წელს ერთ მოსამართლეზე წლის განმავლობაში საშუალოდ 567 საქმე მოდიოდა, 2022 წლის მონაცემებით, ეს საშუალო მაჩვენებელი 737-ს შეადგენს. შესაბამისად, კვლევის ავტორების თქმით, საკვლევ პერიოდში ყოველწლიურად იზრდება ერთი მოსამართლის დატვირთულობა. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა გაჭიანურება მეტწილად მოსამზადებელ ეტაპზე ხდება.  „თუ რუსთავის სასამართლოს მოსამართლეს ერთდროულად 300 საქმე ჰქონია წარმოებაში, გურჯაანსა და ზუგდიდში ეს მაჩვენებელი 1000 საქმემდე აღწევს. ერთდროულად, მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეთა რაოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოებში, ძირითადად, მერყეობს ერთ მოსამართლეზე 200-500 ფარგლებში და არასოდეს არის 138 საქმეზე ნაკლები. ამისგან განსხვავებით, სააპელაციო სასამართლოებში განსახილველ საქმეთა ნაშთით, მოსამართლის დატვირთულობა წლების განმავლობაში სტაბილური, ხოლო უზენაეს სასამართლოში 2020-22 წლებში - კლებადია. სააპელაციო სასამართლოებში თითოეულ მოსამართლესთან არსებული ნაშთი 40-120 საქმეს შორის მერყეობს. განსახილველ საქმეთა ნაშთით, მოსამართლის დატვირთულობის პარალელურად, მნიშვნელოვანია, განვიხილოთ სასამართლო სისტემაში შემოსულ საქმეთა ნაკადის მოცულობა და დინამიკა, რათა დავინახოთ, როგორია მოსამართლის დატვირთულობა საქმეთა შემოდინების ხარჯზე. სასამართლო სისტემაში საქმეთა შედინებას, როგორც წესი, პირველი ინსტანციის სასამართლოებში შემოსული საქმეები განსაზღვრავს. 2017 წელთან შედარებით, 2022 წელს სასამართლოში შემოსულ საქმეთა რაოდენობა 27% -ითაა გაზრდილი71. შესაბამისად, ნაშთად დარჩენილ საშუალოდ 300 საქმეს ყოველწლიურად ემატება საქმეთა ნაკადის მზარდი ოდენობა, წელიწადში 475-591 საქმე,“ - წერია კვლევაში. 2017-2022 წლებში საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველად შესული საქმეების საერთო მასის 73 %-ს სამოქალაქო საქმეები, 14 %-ს სისხლის და 13 %-ს ადმი- ნისტრაციული საქმეები შეადგენენ. აქვე განხილულია ევროკავშირის ქვეყნების მაგალითებიც. „მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს საქართველოში პირველი ინსტანციის ერთ მოსამართლესთან საქმეთა ნაკადის შედინება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მცირე იყო და ქართველი მოსამართლე არც წინა წლის ნაშთის დამატების ხარჯზე გამოიყურებოდა სხვებთან შედარებით გადატვირთულად, საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოების ეფექტიანობა დაბალია და, საქმეთა წმენდის მაჩვენებლით, საქართველო ამ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებდა. საინტერესოა სლოვაკეთის მაგალითი, სადაც საქართველოსთან შედარებით, თითქმის ორმაგი ოდენობის საქმეთა შემოდინების პირობებში, შემოსულზე მეტი საქმე დასრულდა (წმენდის მაჩვენებელი 112%-ს უტოლდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ წელს სლოვაკი მოსამართლე დაახლოებით 1000-მდე საქმეს ასრულებდა). ცალკე კვლევის საგანია, კონკრეტულად, რა ზომებს მიმართავენ ქვეყნები მაღალი დატვირთულობის პირობებში არსებული სამოსამართლო რესურსით საქმეთა წმენდის მაჩვენებლის გასაზრდელად და რომელ მათგანს, რა ეფექტი მოაქვს (მოსამართლეთა გადანაწილება, დამხმარე პერსონალი, ტექნოლოგიები, კანონის ცვლილებები და სხვ); თუმცა შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მაღალი დატვირთულობა აუცილებლად საქმეთა განხილვის გაჭიანურებას არ განაპირობებს. დატვირთულობის მიუხედავად, შესაძლებელია წლის ბოლოს ნაშთის სახით დარჩენილ საქმეთა რაოდენობის (Ur) შემცირება, რაც დინამიკაში, დასრულების სტაბილური მაჩვენებლის შენარჩუნების პირობებში ამცირებს საქმის განხილვის ხანგრძლივობას (DT)77,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. ორგანიზაციამ საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეების განხილვის გაჭიანურების გამომწვევი მიზეზების შესახებ კვლევის შედეგები და რეკომენდაციები დღეს, 17 იანვარს წარადგინა. დოკუმენტი დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფთან თანამშრომლობითა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა. კვლევის პროცესი მოიცავდა ინტერვიუს 30-ზე მეტ პრაქტიკოსთან. გამოიკითხა 200 მდე რესპონდენტი, მათ შორის მოსამართლეები, ადვოკატები, არბიტრები, საჯარო უწყებების იურისტები. შესწავლილია არსებული ნორმატიული რეგულაციები და გაჭიანურებული საქმეები. დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს ხელმძღვანელმა, ეკატერინე ციმაკურიძემ განაცხადა, რომ “სასამართლო დავების განხილვის გაჭიანურება და მოსამართლეთა გადატვირთულობა მრავალი წელია, აღიარებული პრობლემაა, თუმცა აქამდე არ იყო ცნობილი ის კონკრეტული მიზეზები, თუ რა იწვევს მოქალაქეების მიერ მართლმსაჯულების დროულად მიღების შეფერხებას და მოსამართლეთა გადატვირთულობას.“ კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, მაია ბაქრაძემ აღნიშნა, რომ „ძირითადად ჭიანურდება ადმინისტრაციული და სამოქალაქო დავების განხილვა, ასევე სისხლის სამართლის საქმეები, სადაც ბრალდებულს არ აქვს შეფარდებული პატიმრობა.“ კვლევის თანახმად „არ არსებობს მოსამართლეთა საჭიროებებზე დაფუძნებული საქმეთა ნაკადის მართვის ერთიანი სისტემა. მოსამართლეებს არ აქვთ დატვირთვის შემსუბუქების მოლოდინი და ერთადერთ მოტივატორად ხალხის წინაშე პროფესიულ პასუხისმგებლობას მიიჩნევენ. არ ხდება მათთვის თანამედროვე მიდგომების გაცნობა, პერიოდული გადამზადება, ტექნოლოგიებით და დამხმარე ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა.“ კვლევაში ასევე საუბარია საქართველოს საპროცესო კანონმდებლობაზე, რომელიც მოძველებულია და არ შეიცავს საქმეთა ნაკადის ეფექტიანი მართვის და მოსამართლეთა განტვირთვის საკმარის რეგულაციებს. „რიგ შემთხვევებში, მოსამართლეები არაეფექტიანად იყენებენ სხდომათა გადადების პრევენციის არსებულ საკანომდებლო მექანიზმებს, და ხშირ შემთხვევაში ადვოკატებიც წარმატებით ახერხებენ სხდომების გაჭიანურებას, რადგან არ არსებობს პროცესის განზრახ გაჭიანურებაზე მათი პროფესიული პასუხსმგებლობის მექანიზმი. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მექანიზმს, რომლითაც მოქალაქე მოახერხებს  პროცესის დაჩქარებას ან საქმის გაჭიანურებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას.“ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლო სისტემა სათანადოდ არ უწყობს ხელს დავის ალტერნატიული მექანიზმების (მედიაცია, არბიტრაჟი) განვითარებას, რამაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად განტვირთოს მოსამართლე. კვლევა მომზადდა „დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. კვლევის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „დემოკრატიის ინდექსი“. გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.  

მედიის ცნობით, ხატი, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული, სამების საკათედრო ტაძრიდან გაიტანეს

სამების საკათედრო ტაძარში აღარ არის განთავსებული ხატი, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული. მის ადგილას კედელზე ახლა წმინდა მატრონას სხვა ხატია დასვენებული. უცნობია, ვინ გაიტანა ხატი ტაძრიდან, ასევე ისიც - დაბრუნდება თუ არა იგი ცვლილებების შემდეგ სამების ტაძარში.  რადიო თავისუფლებასთან საუბარში პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა, რომელიც აღნიშნული ხატის შემწირველი იყო, განაცხადა, რომ ხატი მას არ გაუტანია. ამასთან, აღნიშნა, რომ მხოლოდ „საპატრიარქო და ხატმწერი დააკავშირა ერთმანეთთან.“ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დეტალების გარკვევა სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილთან სჯობს. ცნობისთვის, 7 იანვარს გასაჯაროვდა ცნობა, რომ სამების საკათედრო ტაძარში, პრორუსული პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ტაძრისთვის შეწირულ მატრონა მოსკოველის ხატზე გამოსახული იყო საბჭოღა დიქტატორი იოსებ სტალინი, რასაც აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს განაცხადა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.  სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეომასალა განათავსა, რომლის თანახმად, „წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს.“ გაირკვა, რომ საღებავი ნატა ფერაძემ გამოიყენა. სამების ტაძარში მომხდარ ამ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამართალწარმოება 9 იანვარს დაიწყო. 10 იანვარს კი, აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან პროტესტის მონაწილეები შეიკრიბნენ. 11 იანვარს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.“ განცხადებას გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ ხატი ეკლესიას მან შესწირა. ინაშვილმა აღნიშნა, რომ საპატრიარქომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ხელისუფლების რჩევით მიიღო.“ „თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!" ამბობდა ინაშვილი. ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ ჯერზეც დისკრიმინაციულ სიტუაციაში აღმოჩნდა 12 იანვარს არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ შენდობას ითხოვს. „მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის,“ - წერდა არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი. 13 იანვარს, ჰომოფობიური და პრორუსული ორიენტაციის „ალტ ინფომ“ ნატა ფერაძის გასამართლების მოთხოვნით პარლამენტის წინ აქცია დაგეგმა.  

დმიტრო კულება: 2024 წელს ჩვენი პრიორიტეტია, რუსეთი „ციდან ჩამოვაგდოთ“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ 2024 წელს უკრაინის პრიორიტეტია, რუსეთს ცაზე კონტროლი ჩამოართვას. დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას დმიტრო კულებამ დასავლელ მოკავშირეებს მოთმინებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სწორი მხარდაჭერით, უკრაინას გამარჯვება შეუძლია. კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დახმარება უნდა მოიცავდეს უკრაინის F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას, რომლებიც უკვე პროცესშია, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, უპილოტო თვითმფრინავებისა და ელექტრონული საომარი ტექნიკის უზრუნველყოფას. „ჩვენ ვებრძვით ძალიან დიდ მტერს, რომელსაც არ სძინავს. ამას დრო სჭირდება.“ „2022 წელს ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი, 50%, რომელიც ადრე იყო ოკუპირებული რუსეთის მიერ. 2023 წელს ჩვენ გამოვიყვანეთ რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტი ჩვენი ტერიტორიული წყლებიდან და ამან საშუალება მოგვცა, აღვადგინოთ მარცვლეულის დერეფანი", რომელიც არ არის დამოკიდებული რუსეთზე. 2024 წელი - და ეს უნდა იყოს წელი, როდესაც უკრაინა რუსეთს ციდან გააგდებს. რადგან ის, ვინც აკონტროლებს ცას, განსაზღვრავს, როდის და როგორ დასრულდება ომი. 2022 წელს ჩვენ ისინი ხმელეთზე დავამარცხეთ. 2023 წელს ჩვენ ისინი ზღვაში დავამარცხეთ და 2024 წელს ჩვენ მათ ჰაერში დამარცხებაზე ვართ ორიენტირებული,“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.