ძებნის რეზულტატი:

CBS: ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, აშშ-ის დაზვერვის მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთში თავდასხმა ISIS-მა მოაწყო

ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ აშშ-ის აქვს დაზვერვის მონაცემები ადასტურებს, რომ მოსკოვში თავდასხმა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო. BBC ამერიკულ CBS-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არსებობს ინფორმაციის მუდმივი ნაკადი, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ (დაეში) სურდა რუსეთისთვის დარტყმის მიყენება. ამასთან, კონკრეტული ინფორმაცია მიეწოდა რუსეთის მთავრობისთვისაც, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული ცივი ურთიერთობების მიუხედავად. თეთრი სახლი: ვაშინგტონმა შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას ამ თვის დასაწყისში გაუზიარა  

დიდი ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას და სადაზვერვო დრონებს უგზავნის

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 75,5 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. „სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ახალ სადაზვერვო თვითმფრინავებს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს,“ განაცხადა ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ 22 მარტს. მანამდე ცნობიილი გახდა, რომ პარიზმა და ბერლინმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც საშუალებას აძლევს ფრანკო-გერმანულ კომპანიას KNDS-ს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ტანკებსაც აწარმოებს, ფილიალი გახსნას უკრაინაში, განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ გერმანელ კოლეგასთან ბორის პისტორიუსთან მოლაპარაკების შემდეგ.  

Crocus City Hall-ზე თავდასხმის ოთხი მონაწილე დაკავებულია - რუსეთი

რუსეთში, მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმაში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა. BBC წერს, რომ სულ 11 ადამიანი დააკავეს, თუმცა თავდასხმაში 4 პირი მონაწილეობდა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამის შესახებ (FSB) უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აცნობა. თეთრი სახლი: ვაშინგტონმა შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას ამ თვის დასაწყისში გაუზიარა  

რუსეთში, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა - BBC

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 93-მდე გაიზარდა, მათი რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დაშავებულია 140-ზე მეტი ადამიანი. რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ. „40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა  

ჩინეთის პრეზიდენტმა და ინდოეთის პრემიერმა რუსეთში მომხდარი „ტერორისტული თავდასხმა“ დაგმეს

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს Crocus City Hall-ზე თავდასხმის გამო სამძიმარი გამოუცხადა. იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua. ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება ტერორიზმის ყველა ფორმას, მტკიცედ გმობს ტერორისტულ თავდასხმას და მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთის მთავრობის ძალისხმევას, დაიცვას თავისი ეროვნული უსაფრთხოება და სტაბილურობა. იმავდროულად, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დაგმო "საშინელი ტერორისტული თავდასხმა" და დასძინა Twitter/X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომ მისი ქვეყანა "სოლიდარულია რუსეთის ფედერაციის მთავრობისა და ხალხისადმი, ამ მწუხარების დროს." ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო მოსკოვის მახლობლად მომხდარს, გუშინ, 22 მარტს, თავდასხმიდან მალევე გამოეხმაურა. „ევროკავშირი შოკირებული და შეძრწუნებულია მოსკოვის Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შესახებ ცნობებით. ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენი ფიქრები რუსეთის ყველა დაზარალებულ მოქალაქესთანაა,“ წერს სტანო სოციალურ პლატფორმა X-ზე. გაეროს უშიშროების საბჭომ პარასკევს ასევე მკაცრად დაგმო ტერორისტული თავდასხმა. საბჭოს წევრებმა თანაგრძნობა“ გამოუცხადეს დაღუპულთა ოჯახებს და რუს ხალხს, ხოლო დაშავებულებს უსურვეს სწრაფი და სრული გამოჯანმრთელება. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ტერორიზმი ყველა მისი ფორმითა და გამოვლინებით წარმოადგენს „ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს“ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, რომ „ამ ტერორისტული აქტების დამნაშავეები, ორგანიზატორები, დამფინანსებლები პასუხისგებაში მიეცნენ," საბჭომ მოუწოდა ყველა სახელმწიფოს, ამ კონტექსტში ითანამშრომლონ რუსეთთან და სხვა შესაბამის ორგანოებთან. დღეს, 23 მარტს, დილით გავრცელებული განცხადებით, საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობა უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. „საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 93-მდე გაიზარდა, მათი რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დაშავებულია 140-ზე მეტი ადამიანი. რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ. „40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა  

რუსეთი უკრაინას 34 დრონით დაესხა თავს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 31 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით ოთხი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 34 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. „თავდაცვის ძალების, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების და საჰაერო ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა პოლტავის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში Shahed-ის ტიპის 31 დრონი ჩამოაგდეს,“ - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები. რუსებმა დრონები დროებით ოკუპირებული ყირიმის და რუსეთის კურსკის ოლქიდან გაუშვეს.  

„1941 წლის ივნისში სტალინმაც არ გაითვალისწინა გაფრთხილებები ნაცისტების შემოსევის შესახებ“ - უილიამ კორტნი რუსეთზე

„პუტინმა გაფრთხილებები, რომლებიც ათწლეულების ყველაზე სასიკვდილო თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო, არ გაითვალისწინა,“ ამ შინაარსის სტატიას Bloomberg-ი აქვეყნებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინი აქამდე არ გამოჩენილა და მას არც კომენტარი გაუკეთებია საჯაროდ.“ სტატიას სოციალური პლატფორმა X-ის საშუალებით გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ყახაზეთში, უილიამ კორტნი. „1941 წლის ივნისში სტალინმაც არ გაითვალისწინა გაფრთხილებები ნაცისტების შემოსევის შესახებ. როგორც კი ეს დაიწყო, ის დღეების განმავლობაში ჩუმად იყო,“ წერს კორტნი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 115-მდე გაიზარდა, მათი რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დაშავებულია 140-ზე მეტი ადამიანი. რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ. „40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა

„გულწრფელად თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს“ - ქემერონი და შოლცი მოსკოვთან მომხდარ თავდასხმას გმობენ

დასავლელმა ლიდერებმა საჯაროდ დაგმეს მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმა, რომლის დროსაც, სულ მცირე 115 ადამიანი დაიღუპა. „გაერთიანებული სამეფო მკაცრად გმობს მოსკოვის მახლობად მომხდარ სასიკვდილო ტერორისტულ თავდასხმას. ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ და ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებთ მრავალი დაღუპულის ოჯახებს. ვერაფერი გაამართლებს ასეთ საზარელ ძალადობას,“ აღნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი. „ჩვენ ვგმობთ საშინელ ტერორისტულ თავდასხმას, რომელიც მოსკოვის მახლობლად, კონცერტის უდანაშაულო მონაწილეების წინააღმდეგ მოხდა. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა დაშავებულთანაა,“ ამბობს თავის მხრივ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ასევე გმობს წუხანდელ „ტერორისტულ თავდასხმას. მისი სპიკერის თქმით, გუტერეში „ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დაღუპულთა ოჯახების, ხალხისა და რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიმართ.“ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს Crocus City Hall-ზე თავდასხმის გამო სამძიმარი გამოუცხადა. იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua. ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება ტერორიზმის ყველა ფორმას, მტკიცედ გმობს ტერორისტულ თავდასხმას და მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთის მთავრობის ძალისხმევას, დაიცვას თავისი ეროვნული უსაფრთხოება და სტაბილურობა. იმავდროულად, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დაგმო "საშინელი ტერორისტული თავდასხმა" და დასძინა Twitter/X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომ მისი ქვეყანა "სოლიდარულია რუსეთის ფედერაციის მთავრობისა და ხალხისადმი, ამ მწუხარების დროს." ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო მოსკოვის მახლობლად მომხდარს, გუშინ, 22 მარტს, თავდასხმიდან მალევე გამოეხმაურა. „ევროკავშირი შოკირებული და შეძრწუნებულია მოსკოვის Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შესახებ ცნობებით. ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენი ფიქრები რუსეთის ყველა დაზარალებულ მოქალაქესთანაა,“ წერს სტანო სოციალურ პლატფორმა X-ზე. გაეროს უშიშროების საბჭომ პარასკევს ასევე მკაცრად დაგმო ტერორისტული თავდასხმა. საბჭოს წევრებმა თანაგრძნობა“ გამოუცხადეს დაღუპულთა ოჯახებს და რუს ხალხს, ხოლო დაშავებულებს უსურვეს სწრაფი და სრული გამოჯანმრთელება. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ტერორიზმი ყველა მისი ფორმითა და გამოვლინებით წარმოადგენს „ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს“ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, რომ „ამ ტერორისტული აქტების დამნაშავეები, ორგანიზატორები, დამფინანსებლები პასუხისგებაში მიეცნენ," საბჭომ მოუწოდა ყველა სახელმწიფოს, ამ კონტექსტში ითანამშრომლონ რუსეთთან და სხვა შესაბამის ორგანოებთან. დღეს, 23 მარტს, დილით გავრცელებული განცხადებით, საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობა უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. „საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ. „40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა  

„აბსურდულია რუსული სპეცსამსახურების ვერსიები უკრაინასთან დაკავშირებით“ - პოდოლიაკი მოსკოვთან თავდასხმაზე

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (FSB) ამტკიცებს, რომ „მოსკოვის თავდასხმაში მონაწილე ტერორისტები უკრაინის საზღვრის გადაკვეთას გეგმავდნენ და მათ ჰქონდათ „კონტაქტები“ საზღვარზე. ამ განცხადებას უკრაინა გამოეხმაურა, რომელმაც თავიდანვე უარყო რაიმე კავშირი მოსკოვთან მომხდარ თავდასხმასთან. „რუსული სპეცსამსახურების ვერსიები უკრაინასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და აბსურდულია,“ - ამბობს მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე განთავსებულ პოსტში. FSB-მ განაცხადა, რომ დამნაშავეებმა სცადეს გაქცევა, როდესაც მანქანით მიემგზავრებოდნენ რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ. „კრიმინალები აპირებდნენ რუსეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთას და შესაბამისი კონტაქტები ჰქონდათ უკრაინის მხარეს," ამბობს რუსეთის უსაფრთხოების სამსახური დეტალების დაკონკრეტების გარეშე. ზოგიერთმა რუსმა დეპუტატმა, ისევე როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, მტკიცებულებების გარეშე ასევე ისაუბრა მომხდართან უკრაინის შესაძლო კავშირებზე. Crocus City Hall-ში მომხდარი თავდასხმის შემდეგ სულ მცირე 115 ადამიანი დაიღუპა. რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ. „40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა

პუტინი და ლუკაშენკო „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას“ ერთობლივად აპირებენ

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ის ცნობით, რომელიც კრემლს ციტირებს, წერს, რუსეთისა და ბელორუსის ლიდერებმა დაადასტურეს მათი მზადყოფნა, ერთად იმუშაონ ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით." კერძოდ, ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ სატელეფონო საუბრისას დაადასტურეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს 23 მარტს განუცხადა. პეშკოვმა დასძინა, რომ ლუკაშენკომ „ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო.“ ლუკაშენკო პუტინის მოკავშირეა. ორივე ქვეყნის ჯარებმა არაერთი ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს, 2022 წლის თებერვალში კი, 30 000-მდე რუსი ჯარისკაცი ბელორუსის ტერიტორიდან შეიჭრა უკრაინაში. დასავლეთი ლუკაშენკოს, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნევს. „პუტინმა გაფრთხილებები, რომლებიც ათწლეულების ყველაზე სასიკვდილო თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო, არ გაითვალისწინა,“ ამ შინაარსის სტატიას Bloomberg-ი აქვეყნებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინი აქამდე არ გამოჩენილა და მას არც კომენტარი გაუკეთებია საჯაროდ.“ სტატიას სოციალური პლატფორმა X-ის საშუალებით გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ყახაზეთში, უილიამ კორტნი. „1941 წლის ივნისში სტალინმაც არ გაითვალისწინა გაფრთხილებები ნაცისტების შემოსევის შესახებ. როგორც კი ეს დაიწყო, ის დღეების განმავლობაში ჩუმად იყო,“ წერს კორტნი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 115-მდე გაიზარდა, მათი რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ. „40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა  

„თავდამსხმელები უკრაინისკენ გაქცევას ცდილობდნენ“ - პუტინის თქმით, "ბარბაროსული ტერაქტისთვის“ დამნაშავეები დაისჯებიან

რუსეთის პრეზიდენტი საკონცერტო დარბაზზე თავდასხმას "ბარბაროსულ ტერორისტულ აქტს" უწოდებს. ეს ვლადიმერ პუტინის პირველი გამოხმაურებაა 22 მარტის თავდასხმაზე. „ჩვენი მტრები ვერ გაგვყოფენ,“ - ამბობს ის BBC-ის ცნობით. პუტინის თქმით, დამნაშავეები დაისჯებიან. მან საგანგებო სამსახურებსა და სპეცსამსახურებს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ თავდამსხმელები უკრაინისკენ გაქცევას ცდილობდნენ და საპასუხოდ უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. მან 24 მარტს გლოვის დღე გამოაცხადა. „ყველა დამნაშავე დაისჯება,“ დასძენს რუსეთის პრეზიდენტი. მისი თქმით, ყველა თავდამსხმელი ნაპოვნი და დაკავებულია. პუტინმა არ დაადასტურა, თუ რამდენი თავდამსხმელი იყო პასუხისმგებელი თავდასხმაზე. მედია მანამდე წერდა, რომ სულ 11 ადამიანია დაკავებული და მათგან 4 უშაულოდ მონაწილეობდა თავდასხმაში. „აბსურდულია რუსული სპეცსამსახურების ვერსიები უკრაინასთან დაკავშირებით“ - პოდოლიაკი მოსკოვთან თავდასხმაზე  

ირაკლი კობახიძე: ველოდებით არგუმენტებს, რომ ე.წ. ვეთინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს

„ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ ვეთინგი ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს თუ ვინმე არგუმენტებით დაგვისაბუთებს, რომ ეს ასე არ არის და ე.წ. ვეთინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, სამართლის უზენაესობას, მზად ვართ, ყველა არგუმენტი განვიხილოთ,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, 2004-2012 წლებში ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც დაიმორჩილა ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა, იყო სწორედ ე.წ. ვეთინგი. „ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ შემიძლია, გავიმეორო, რომ ეს თემა არის აბსოლუტურად დახურული. ე.წ ვეთინგი ეწინააღმდეგება არამხოლოდ საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ, ეწინააღმდეგება ფუნდამენტურად კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს. პირველ რიგში, ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი ჩვენთვის ე.წ. ვეთინგი. ყველაფერზე მაღლა დგას კონსტიტუციური სამართალი, სამართლის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი. რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ ამ პრინციპების ხელყოფას. ჩვენ ღია ვართ კონსულტაციებისთვის. ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ ვეთინგი ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს თუ ვინმე არგუმენტებით დაგვისაბუთებს, რომ ეს ასე არ არის და ე.წ. ვეთინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, სამართლის უზენაესობას, მზად ვართ, ყველა არგუმენტი განვიხილოთ, მაგრამ დღემდე ვერავინ წარმოადგინა და ვერც წარმოადგენს არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. ვეთინგი არ ხელყოფს სამართლის უზენაესობის პრინციპს, ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, შესაბამისად, დაველოდებით არგუმენტებს, მაგრამ დღემდე ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. ჩვენ ველოდებით არგუმენტებს, იმიტომ, რომ არ შეიძლება, არგუმენტების გარეშე მოგვთხოვონ სახელმწიფო სუვერენიტეტის, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა საქართველოში სასამართლო სისტემაში 2004-2012 წლებში. ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც დაიმორჩილა მაშინ ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა, იყო სწორედ ე.წ. ვეთინგი. ახლა უნდათ, რომ ოპოზიციამ დაიმორჩილოს ე.წ. ვეთინგით სასამართლო ხელისუფლება. ეს არის ოპოზიციის განზრახვა და მიზანი. ამიტომ ლობირებენ საზღვარგარეთ საკუთარ ინტერესებს. ჩვენ გვაქვს საპირისპირო ამოცანა. ჩვენი ამოცანაა, რომ ქართული სასამართლო სისტემა იდგეს ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და არა ის, რომ ვიღაცამ ხელყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძე,. ევროკავშირი შეშფოთებულია ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ ქართველი საჯარო მოხელეების ბოლოდროინდელი კომენტარებით  

რუსეთის ყველა რეგიონში შემოღებულია დამატებითი „ანტიტერორისტული და ანტიდივერსიული ღონისძიებები“

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის ყველა რეგიონში, შემოღებულია დამატებითი „ანტიტერორისტული და ანტიდივერსიული ღონისძიებები.“ რუსეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას თავდასხმიდან მეორე დღეს მიმართა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია 115 ადამიანი, დაჭრილია140-ზე მეტი. ФСБ-ის ხელმძღვანელის თქმით, დაკავებულია ეჭვმიტანილი. „თავდამსხმელები უკრაინისკენ გაქცევას ცდილობდნენ“ - პუტინის თქმით, "ბარბაროსული ტერაქტისთვის“ დამნაშავეები დაისჯებიან  

რუსული ტელევიზია ავრცელებს ყალბ ვიდეოს, რომლითაც მოსკოვთან მომხდარ თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებენ - BBC

რუსეთის ერთ-ერთმა მთავარმა არხმა NTV-მ გაავრცელა ყალბი ვიდეო, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული აუდიოჩანაწერის თანახმად, „უკრაინელი უშიშროების მაღალჩინოსანი“ ცდილობს, გუშინდელი თავდასხმა უკრაინას დააბრალოს. ვიდეოში, რომელიც ასევე ფართოდ გავრცელდა ინტერნეტში, უკრაინის უსაფრთხოების უმაღლესი თანამდებობის პირი ოლექსი დანილოვი ამბობს: "დღეს მოსკოვში ხალისია. ვფიქრობ, რომ ძალიან სახალისოა. მინდა დავიჯერო, რომ ჩვენ მოვაწყობთ ასეთ გართობას უფრო ხშირად." თუმცა, BBC-მ დაადგინა, რომ ვიდეო არის გასულ კვირაში გამოქვეყნებული ორი ინტერვიუს კომპოზიცია. ექსპერტის აზრით, დანილოვის ხმა, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებით შეიქმნა. ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული შინაარსის ექსპერტი სემ გრეგორი BBC Verify-სთან ამბობს, რომ NTV-ის ეთერში გაშვებული ვიდეო,როგორ ჩანს, "დიფფეიკი" იყო. ბოლო მონაცემებით, მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება. უწყებაში განმარტავენ, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს. „აბსურდულია რუსული სპეცსამსახურების ვერსიები უკრაინასთან დაკავშირებით“ - პოდოლიაკი მოსკოვთან თავდასხმაზე  

უკრაინა შიშობს, რომ რუსეთი მოსკოვთან მომხდარ თავდასხმას ომის ესკალაციისთვის გამოიყენებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (GUR) უარყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მტკიცება, რომ მოსკოვთან მომხდარი თავდასხმის შემსრულებლები რუსეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთას აპირებდნენ და რომ თითქოს უკრაინის მხარის მიერ საზღვარზე მათთვის „ფანჯარა“ იყო მომზადებული. GUR-ის წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა განაცხადა, რომ პუტინის ვერსია „ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.“ იუსოვი BBC-სთან ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მესამე წელს საზღვრისპირა ტერიტორიები სავსეა „ჯარებით, სპეცაგენტებით, სპეცსამსახურების წარმომადგენლებით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებით,“ „საზღვრის ხაზი დანაღმულია, თვალთვალი ორივე მხრიდან მიმდინარეობს ყველა საშუალებით, მათ შორის, საჰაერო დაზვერვით.“ ამ ფონზე კი, FSB აცხადებს, რომ Crocus City Hall-ზე  თავდამსხმელები თითქოს უკრაინაში მიემგზავრებოდნენ და ისინი უკრაინის საზღვრის შორიახლოს დააკავეს. ტელეგრამ არხი Baza მანამდე იტყობინებოდა, რომ სავარაუდო ტერორისტების მანქანა სოფელ ტიოპლის მახლობლად დააკავეს, რომელიც ბევრად უფრო ახლოს არის ბელორუსთან, ვიდრე უკრაინასთან. ეჭვმიტანილების დაკავების ადგილს ოფიციალურად არ ასახელებენ. როგორც BBC წერს, კიევში შიშობენ, რომ რუსეთი გამოიყენებს თავდასხმას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, რაც იქნება პრეზიდენტ პუტინისა და მისი სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერისა და ამ ბრძოლისთვის მეტი რუსი ჯარისკაცის მობილიზების გზა. რუსული ტელევიზია ავრცელებს ყალბ ვიდეოს, რომლითაც მოსკოვთან მომხდარ თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებენ - BBC  

აშშ-მ ბალტიის ქვეყნების სამხედრო დახმარებისთვის 228 მილიონი დოლარი გამოყო

აშშ-მ ბალტიის ქვეყნების სამხედრო დახმარებისთვის 228 მილიონი დოლარი გამოყო. შესაბამისი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესმა მიიღო. ბალტიის სამი ქვეყნისთვის (ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი) განკუთვნილი სამხედრო დახმარება აშშ-ის მთავრობის დაფინანსების შესახებ კანონპროექტშია გათვალისწინებული, რომელიც 23 მარტს აშშ-ის კონგრესში დაამტკიცეს. 228 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გადაცემა წელს ბალტიის უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში მოხდება. ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა აღნიშნა, რომ ამჯერად ვაშინგტონის მხრიდან ბალტიის ქვეყნების დახმარება რამდენიმეჯერ მეტია, ვიდრე წინა წელს. „ეს [სამხედრო დახმარება] მკაფიო სიგნალს აგზავნის იმაზე, რომ აშშ, ნატოს ფარგლებში უდიდესი მოკავშირე, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისადმი ერთგულია,” - განაცხადა პევკურმა.  

ბლინკენი ამბობს, რომ აშშ კატეგორიულად გმობს რუსეთში მომხდარ „სასიკვდილო თავდასხმას“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც შეერთებული შტატები „მტკიცედ გმობს მოსკოვშთან მომხდარ სასიკვდილო თავდასხმას.“ ბლინკენმა დასძინა, რომ ვაშინგტონი სოლიდარულია „რუსეთის ხალხის მიმართ და „ტერორიზმის ყველა გამოვლინებას“ გმობს. ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ აშშ-ის აქვს დაზვერვის მონაცემები ადასტურებს, რომ მოსკოვში თავდასხმა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო. BBC ამერიკულ CBS-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არსებობს ინფორმაციის მუდმივი ნაკადი, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ (დაეში) სურდა რუსეთისთვის დარტყმის მიყენება. თეთრი სახლი: ვაშინგტონმა შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას ამ თვის დასაწყისში გაუზიარა  

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მისმა ერთ-ერთმა მათგანმა, თეიმურაზ ბასილაიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 48 წლის მებრძოლი ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან. „თენგიზ ჭანია უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე წავიდა და მას შემდეგ იბრძოდა. ამ ხნის განმავლობაში საქართველოში ერთხელ იყო ჩამოსული და მალევე დაბრუნდა ომში,” - ამბობს თეიმურაზ ბასილაია. 48 წლის თენგიზ ჭანია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხახეთიდან დევნილია. ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს თენგიზ ჭანიას გარდაცვალებას და აცხადებს, რომ „საელჩო ჩართულია და შესრულდება ყველა საჭირო პროცედურა.“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე თენგიზ ჭანია უკრაინაში, „აზოვის“ მესამე მოიერიშე ბრიგადის რიგებში იბრძოდა. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საომარ მოქმედებებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლოს, ორი ქართველი სამხედროს დაღუპვის შესახებ ცნობა 10 მარტს გავრცელდა.  

ესპანეთის სასამართლომ Telegram-ის მუშაობა დროებით შეაჩერა

ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ Telegram-ის ფუნქციონირების შეჩერების ბრძანება გასცა მას შემდეგ, რაც მედია კომპანიები ჩიოდნენ, რომ აპლიკაცია მომხმარებლებს უფლებას აძლევს, საავტორო უფლებებით დაცული შინაარსი ნებართვის გარეშე ატვირთონ. ამის შესახებ Reuters-ს სასამართლოს წყარომ განუცხადა. ესპანეთში Telegram-ის გამოყენება ორშაბათიდან, 25 მარტიდან დროებით შეჩერდება. სასამართლო დათანხმდა „ტელეგრამის“ სერვისების დაბლოკვას ესპანეთში, ვიდრე მედია კომპანიების ნებართვის გარეშე გამოყენებული კონტენტის მფლობელების პრეტენზიები გამოძიებული არ იქნება. სასამართლოს წყაროს თქმით, Telegram-ის სერვისების დაბლოკვაზე პასუხისმგებლობა მობილურ ოპერატორებს ეკისრებათ. კონკურენციის სააგენტო CNMC-ის თანახმად, Telegram-ი ესპანეთში მეოთხე ყველაზე პოპულარული მესიჯების სერვისია. CNMC-ის მიერ გამოკითხული ესპანელების თითქმის 19% იყენებს ამ აპლიკაციას.      

ზელენსკი მოსკოვთან თავდასხმაზე: არარაობა პუტინი ერთი დღე ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა უკრაინასთან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ში პარასკევს მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს, მომხდარისთვის პასუხისმგებლობა „ვიღაც სხვას“ დააკისროს. „ის, რაც გუშინ მოსკოვში მოხდა: ნათელია, რომ პუტინიც და სხვა ნაძირლებიც ცდილობენ, ყველაფერი, ვინმე სხვას გადააბრალონ. ყოველთვის ერთნაირი მეთოდები აქვთ. ეს უკვე ყოფილა. აფეთქებული სახლებიც იყო, ჩაცხრილვებიც, აფეთქებებიც. და ყოველთვის სხვებს აბრალებენ. ისინი უკრაინაში მოვიდნენ, ჩვენს ქალაქებს წვავენ - და უკრაინის დადანაშაულებას ცდილობენ. ჩვენს ხალხს აწამებენ, აუპატიურებენ - და მათვე აბრალებენ. მათ აქ, უკრაინულ მიწაზე, ასობით ათასი თავისი ტერორისტი შემოიყვანეს, ჩვენ წინააღმდეგ ომობენ, და მათთვის სულ ერთია, რა ხდება მათივე ქვეყნის შიგნით. ეს ყველაფერი გუშინ მოხდა, და ეს აბსოლუტური არარაობა პუტინი, იმის ნაცვლად, რომ რუსეთის, თავის მოქალაქეებს მიხედოს, მათ მიმართოს, ერთი დღე დუმდა - ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა ეს უკრაინასთან. ყველაფერი სრულიად პროგნოზირებადია,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მანვე აღნიშნა, რომ ის ასობით ათასი რუსი, რომლებიც ახლა უკრაინულ მიწაზე იბრძვიან, სრულიად საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი ტერორისტის შესაჩერებლად. „და თუ რუსები მზად არიან, „კროკუსებში” ჩუმად მოკვდნენ და თავის სპეცსამსახურებს არანაირი კითხვები არ დაუსვან, მაშინ პუტინი კიდევ არაერთი მსგავსი სიტუაციის თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება,” - განაცხადა ზელენსკიმ. შაბათს ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში ისაუბრა Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ტერაქტთან დაკავშირებული ყველა პირი დაკავებულია. პუტინის თქმით, ტერორისტები დაკავებამდე მიემართებოდნენ უკრაინისკენ, სადაც მათთვის უკრაინის მხრიდან თითქოს, მომზადებული იყო „ფანჯარა“ საზღვრის გადასაკვეთად. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. ბოლო ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 133 ადამიანი. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მსხვერპლის რიცხვი ალბათ გაიზრდება. რუსული ტელევიზია ავრცელებს ყალბ ვიდეოს, რომლითაც მოსკოვთან მომხდარ თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებენ - BBC