ძებნის რეზულტატი:
ვილნიუსში რუსეთის საელჩოს ორჯერ ესროლეს ბოთლები აალებადი სითხით
ვილნიუსში რუსეთის საელჩოს ორჯერ ესროლეს ბოთლები აალებადი სითხით. Delfi ლიეტუვის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმები უკვე ზედიზედ მეორე ღამეა, ხდება. დაზიანდა შენობის კედელი. ვინ მოაწყო თავდასხმა, უცნობია. პოლიციამ გამოძიება დაიწყო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის რამდენიმე საელჩოს სხვადასხვა ქვეყანაში დაესხნენ თავს. ტალინში დიპლომატიურ წარმომადგენლობას კვერცხები დაუშინეს. ბუქარესტში რუსეთის საელჩოს ჭიშკარს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც, მას ცეცხლი მოედო. კიშინიოვში რუსეთის საელჩოს ორჯერ დაესხნენ თავს: 2022 წლის ოქტომბერში მას პეტარდები ესროლეს და ღობეზე შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს, 2023 წლის აგვისტოში კი, წარმომადგენლობის ჭიშკარი ავტომობილმა გაანგრია.
9 აპრილს თავისუფლების მარში გაიმართება
9 აპრილს, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება! "შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის! ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი! ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! კი ევროპას! არა რუსულ კანონს" - წერია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს, სამართლიანი არჩევნების და სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ერობლივი ღონისძიების ანონსს. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
„ჯორჯიან ეარვეისი“ თელ-ავივის მიმართულებით ყოველდღიურ პირდაპირ ფრენებს განაახლებს
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 20 აპრილიდან ისრაელში, თელ-ავივის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განაახლებს. რეგულარული რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყოველდღე შესრულდება. ერთი გზის ავიაბილეთის ღირებულება 140 ევროდან იწყება. რეგულარული ფრენები ისრაელის მიმართულებით, 2023 წლის ოქტომბერში, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ შეწყდა.
ალტ-ინფოს პარტია გაუქმდა
საჯარო რეესტრმა პრორუსული პარტია - „კონსერვატიული მოძრაობა“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელით არის ცნობილი რეგისტრაცია გაუუქმა. გადაწყვეტილება დღევანდელი, 8 აპრილის თარიღით არის გამოცემული. პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, საჯარო რეესტრმა კი, გადაწყვეტილება ამ მიმართვის საფუძველზე მიიღო. რეესტრმა საკითხის შესწალის დროს რამდენიმე გარემოება გამოავლინა: ყრილობის ოქმის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების გენერალურ მდივნად (ხელმძღვანელ პირად) არჩეულ იქნა გიორგი ქარდავა, რომელიც ხელს არ აწერდა წარდგენილ განცხადებას; სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებას ხელს აწერდა მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარე; სარეგისტრაციოდ წარდგენილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია არ შეიცავდა წევრთა პირადობის მოწმობის ნომრების შესახებ ინფორმაციას; სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება მითითებული იყო არაერთგვაროვნად; სარეგისტრაციოდ წარდგენილი ემბლემის ესკიზი არ შეესაბამებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებით განსაზღვრულ აღწერილობას; სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდებით, პარტიის წევრთა ყრილობა არ იყო განსაზღვრული ხელმძღვანელ ორგანოდ; სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდება პარტიის ქონების გამოყენების წესს არ ითვალისწინებდა. „შარი ვერაფერზე ვერ მოგვდეს და დღეს, როდესაც ცესკოს თავმჯდომარეს ხელი უნდა მოეწერა ჩვენი პარტიის არჩევნებში რეგისტრაციაზე, მოგვივიდა მათგან ინფორმაცია, რომ საჯარო რეესტრამა პარტია გააუქმა,“ - განაცხადა ზურა მახარაძემ „ალტ-ინფოს“ ეთერში. მორგოშიას თქმით, ალტ-ინფომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა
„უცხოური აგენტების“ კანონპროექტის განხილვას იურიდიული კომიტეტი დაიწყებს, დიპლომატებისა და ზურაბიშვილის შეხვედრის ფონზე დაანონსდა პრეზიდენტის ვეტო
პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. ბიუროს სხდომის პარალელურად პარლამენტთან ჟურნალისტების და აქტივისტები აქცია მიმდინარეობდა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ვეტოს დაადებს. მისი თქმით, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენეს საკითხი, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ დარეგისტრირებულიყო და შეწყვეტილიყო მასზე საუბარი, “რისი პირობაც შარშან დაიდო.” „ყველამ იხილეთ, რა რეაქცია მოჰყვა უმრავლესობის მიერ აღნიშნული კანონის ინიცირებას. ამას გამოეხმაურა როგორც ევროკავშირი, ასევე NATO-ს გენერალური მდივანი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთაც აღნიშნეს, რომ ამ კანონის მიღება ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, შესაბამისად, ჩვენ ბიუროზე მოვითხოვეთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ არ გატარებულიყო რეგისტრაციაში, რათა არ დაწყებულიყო აღნიშნული კანონპროექტის კომიტეტებში განხილვა. ზოგადად, შეწყვეტილიყო ამ კანონზე საუბარი, რისი პირობაც შარშან დაიდო, რომ აღნიშნული კანონი პარლამენტში აღარ დაბრუნდებოდა. პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს,” - განაცხადა მსხილაძემ. პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „მეორედ ინიცირებული რუსული კანონის მოსალოდნელი შედეგები და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან განიხილა.~ „როგორც შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე უთხრა უარი რუსულ კანონს და ახლაც პასუხი მხოლოდ ერთია - ეს არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმაა! პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროპულ გზასა და ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს, ეს ქართველი ხალხის ურყევი გადაწყვეტილებაა და მას ამ გზიდან ვერაფერი გადაახვევინებს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს ინიცირებული კანონპროექტის მიმართ და განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას,“ წერს ადმინისტრაცია. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, კანონპროექტი საბოლოოდ მიღებული იქნება საგაზაფხულო სესიის [28 ივნისი] დასრულებამდე. გასულ წელს, იგივე კანონპროექტი, წამყვანი იურიდიული კომიტეტის გარდა, საგარეო და თავდაცვისა კომიტეტების გაერთიანებულ კომიტეტზე განიხილეს და სხდომას სწორედ ნიკოლოზ სამხარაძე უძღვებოდა. წელს, პარლამენტის ბიურომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცა. ოპოზიციამ მოითხოვა, რომ კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, განსახილველად გადაეცეს სხვა კომიტეტებსაც, ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ჩათვლით. „ა(ა)იპ-ების და მედიის დეკლარაციების ჩაბარების საკითხი არ არის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის განსახილველი… [საკითხი] არ ეხება ქვეყნებს შორის ურთიერთობას. შესაბამისად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი არ განიხილავს ამ საკითხს, იმიტომ რომ არ არის ჩვენი კომპეტენციის სფერო,“ - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბიუროს სხდომაზე. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
შვედეთმა ჩინელი ჟურნალისტი გააძევა
შვედეთმა ჩინელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა. ინფორმაციას შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი SVT-ი ავრცელებს. შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 57 წლის ქალბატონი შვედეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა. ის უსაფრთხოების ძალებმა ოქტომბერში დააკავეს და გასულ კვირას ქვეყნიდან გააძევეს. მას შვედეთში დაბრუნება აეკრძალა. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, ჟურნალისტი შვედეთში 20 წლის წინ ჩავიდა, სადაც ბინადრობის ნებართვა ჰქონდა და შვედეთის მოქალაქეზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც შვილები ჰყავს. ჟურნალისტის ადვოკატის განცხადებით, ქალბატონს არ სჯერა, რომ ის შვედეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა.
მოლდოვამ NATO-სთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი დააანონსა
მომავალ წელს მოლდოვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის ახალ ფორმას გეგმავს. ამის შესახებ Newsmaker-თან ინტერვიუში მოლდოვის ელჩმა ბელგიაში, ლუქსემბურგსა და NATO-ში, ვიორელ ციბოტარუმ ისაუბრა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ მოლდოვა NATO-სთან თანამშრომლობის ტრადიციულ ინსტრუმენტებს ავითარებს. „2025 წელს ჩვენ შევუდგებით თანამშრომლობის ახალ ფორმას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინდივიდუალური, კონსოლიდირებული პარტნიორობის პროგრამის საფუძველზე, რომელიც რეალურად გააერთიანებს ყველა არსებულ პროგრამას და გაზრდის მათ ეფექტიანობას,“ აღნიშნა ელჩმა. ციბოტარუმ განმარტა, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უპასუხა მოლდოვის საჭიროებებს, როდესაც ქვეყნის წინააღმდეგ, რუსული ჰიბრიდული ომი, დეზინფორმაცია და პოლიტიკურ პროცესში ჩარევა გაძლიერდა.
აშშ სანქციებით ემუქრება ჩინურ ბანკებს, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის ჯანეტ იელენის განცხადებით, აშშ-მ ჩინური ბანკები და ექსპორტიორები გააფრთხილა, რუსეთს სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში არ დაეხმარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ვაშინგტონი მათ სანქციების დაწესებით დაემუქრა. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩინეთში იმყოფება. „ხაზგასმით აღვნიშნე, რომ კომპანიებმა, მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მყოფმა კომპანიებმა, არ უნდა უზრუნველყონ რუსეთის მიერ წარმოებული ომის მატერიალური მხარდაჭერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან. მე განვაცხადე, რომ ნებისმიერი ბანკი, რომელიც ხელს უწყობს მნიშვნელოვან ტრანზაქციებს, რომლებსაც სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების საქონლის რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაზე მიაქვს, აშშ-ის სანქციების რისკის ქვეშაა,“ - აღნიშნა ჯანეტ იელენმა. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აძლიერებს სანქციებს რუსეთის დამხმარე ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ. ეს ბანკები შეიძლება, მოწყდეს აშშ-ის ფინანსურ სისტემას და გაანადგუროს ისინი. რუსულ ნავთობკომპანიებს ნედლი ნავთობისა და საწვავის გადახდის რამდენიმეთვიანი დაგვიანება ემუქრებათ, რადგან ბანკები ჩინეთში, თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში უფრო ფრთხილები ხდებიან აშშ-ის მეორადი სანქციების მიმართ.
კალინინგრადის რაიონში, რუსულ სარაკეტო ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა - მედია
რუსული სარაკეტო ხომალდ „სერფუხოვზე“ კალინინგრადის რაიონში ხანძარი გაჩნდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მას, იტყობინება RBC-უკრაინას წყარო უსაფრთხოების სამსახურში. წყარო ამბობს, რომ ხანძარი 7 აპრილს გაჩნდა. რაკეტმზიდი რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის ოლქში, ქალაქ ბალტიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე იწვოდა. წყარო არ აკონკრეტებს ხანძრის გამომწვევ მიზეზს. 2016 წლის ბოლომდე გემი შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში იყო. 2017 წლიდან ის ბალტიის ფლოტის ნაწილია. გემს ქალაქ სერფუხოვის სახელი ეწოდა. მისი მონაცემები ასეთია: გადაადგილება - 949 ტონა, სიგრძე - 74,1 მ, სიგანე - 11 მ, სიმაღლე - 6,57 მ, ნაკადი - 2,6 მ. ეკიპაჟი - 32 ადამიანი. მაქსიმალური სიჩქარე - 25 კვანძი. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა მრავალი ხომალდი, მათ შორის, შავი ზღვის ფლოტის გემები დაკარგა. ცოტა ხნის წინ უკრაინელმა სამხედროებმა ყირიმში, იამალსა და აზოვში დიდ სადესანტო გემებს შეუტიეს. უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ასევე დაადასტურა რუსული საშუალო სადაზვერვო გემის „ივან ხურსის“ დაზიანება. 24 მარტს უკრაინულმა ძალებმა რაკეტით დაარტყეს დიდ სადესანტო ხომალდი კონსტანტინე ოლშანსკი, რომელიც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის დროს მიითვისა. როგორც უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერმა დმიტრო პლეტენჩუკმა RBC-Ukraine-სთან განაცხადა, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინელმა მებრძოლებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 4 მსხვილი სადესანტო ხომალდი გაანადგურეს.
მოსამართლე ამბობს. რომ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენს „გონივრულ ვადაში“ გამოაცხადებს
მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. მოსამართლე ზვიად შარაძის განმარტებით, განაჩენს ის დღეს არ გამოაცხადებს, გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში იქნება გამოცხადებული. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, საბოლოო სიტყვით ისარგებლა ლაზარე გრიგორიადისმა. ის წარდგენილ არც ერთ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიჩნევს. როგორც მან აღნიშნა, სამოსზე ნავთობპრდიქტების კვალი, ნებისმიერ იქ მყოფ ადამიანს შეიძლებოდა ჰქონოდა, რადგან წყლის ჭავლი იყო გაშვებული და გარემო დაბინძურებული იყო. მან პოლიციელებს, რომლებმაც ჩვენება მისცეს, პოლიტიზებულები უწოდა. „პოლიციელების ჩვენებას მინდა გამოვეხმაურო, აგრესიულ მოქმედებებში გადავიდა საზოგადოებაო, საზოგადოება არ გადასულა პირველად აგრესიულ მდგომარეობაში, აგრესიული კერები წარმოიშვა მას შემდეგ, რაც პოლიციამ გამოხატვის თავისუფლების დარღვევა წიწაკის სპრეით დაიწყო. ამის შემდეგ მოხდა ქვის სროლა და ა.შ. ნავთობპროდუქტები, რომელიც ჩემს ქურთუკზე აღმოჩნდა, წესით, ნავთობპროდუქტში ზეთიც შედის, ბევრი რაღაც შედის, მაინც და მაინც რომ "მოლოტოვის ქოტეილისგან" აღმოჩენილიყო ჩემ ქურთუკზე კვალი, გამორიცხულია. აქციაზე დაბინძურებული გარემო თუ იყო, წყლის ჭავლი იყო გაშვებული და თითოეულ ჩვენგანს შეიძლებოდა ნავთობპროდუქტი გვქონოდა. ტელეფონის წართმევასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ წამართვეს ხელიდან, არ ვიცოდი ოქმზე ხელის მოწერა თუ იმას ნიშნავდა, რომ მშვიდობიანი დაკავება იყო. მგონია, რომ ეს ოთხივე პოლიციელი პოლიტიზებულია, ისეთ რაღაცებს ჰყვებიან, შეუძლებელია. ერთმანეთს ცდებიან ჩვენებებში. დაკითხვაზე ზეწოლა იყო, ადვოკატის ყოლის უფლება არ მომცეს, ტელეფონიც წამართვეს," - განაცხადა გრიგორიადისმა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ესწრება თავად ბრალდებული გრიგორიადისიც. მოსამართლე განმარტავს, რატომ მისცეს ლაზარე გრიგორიადისს დისტანციურად ჩართვის უფლება მაშინ, როცა წინა სხდომაზე ამას მოკლებული იყო. წინა სხდომა გადაიდო გრიგორიადისის გამოუცხადებლობის გამო. ზვიად შარაძის განმარტებით, ამჯერად ლაზარე გრიგორიადისის განცხადებას თან ახლავს არგუმენტი, რომ სასამართლო სხდომებზე ფიზიკური დასწრებისას ლაზარე განიცდის შფოთვას, უჭირს კონცენტრაცია და ემოციების კონტროლი. რადიო თავისუფლების ცნობით, მოსამართლე ზვიად შარაძემ სასამართლო სხდომა გახსნა - ლაზარე გრიგორიადისი პროცესს დისტანციურად ესწრება. სასამართლო სხდომისთვის შერჩეულია მცირე დარბაზი, სადაც 30-მდე ადამიანი ეტევა - ლაზარეს მხარდამჭერების ნაწილი სასამართლო დარბაზის გარეთ დარჩა. სხდომის პარალელურად, სასამართლოსთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად არიან შეკრებილები.
პოლონეთისთვის მიზანშეწონილი იქნება, თუ მის ტეროტორიაზე აშშ-ის ბირთვული ქობინები განთავსდება - დუდა
პოლონეთისთვის მიზანშეწონილი იქნება, თუ NATO ბირთვული გაზიარების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის ბირთვული ქობინებს განალაგებს საკუთარ ტერიტორიაზე, განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ გაზეთ Dziennik Gazeta Prawna-სთან ინტერვიუში. მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას რუსეთის მხრიდან შესაძლო ბირთვული თავდასხმის შესახებ. მას ეჭვი ეპარება ბირთვული ომის დაწყების შესაძლებლობაში, რადგან ეს „მსოფლიოს დასასრული იქნებოდა.“ „არ ველი ე.წ. ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას,“ - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. 2022 წელს დუდამ უკვე გამოაცხადა პოლონეთის სურვილი, მიეღო ბირთვული იარაღი შეერთებული შტატებიდან და ასევე, მონაწილეობა მიიღოს ბირთვული შეკავების პროგრამაში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შანტაჟის რიტორიკით გამოვიდა. გასულ ზაფხულს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რუსეთის მიერ ბელორუსში ბირთვული იარაღის გადაცემის შესახებ, პოლონეთის ხელისუფლებამ კვლავ გაიხსენა თავისი განზრახვა, მონაწილეობა მიიღოს ბირთვული იარაღის გაზიარების პროგრამაში. ბირთვული იარაღის გაზიარება არის შეთანხმება შეერთებულ შტატებსა და NATO-ს მოკავშირეებს შორის, რომელიც პოლონეთს, სამხედრო აუცილებლობის შემთხვევაში შეეხება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისიის ფარგლებში შეერთებულმა შტატებმა უკვე განათავსა თავისი 150-მდე ბირთვული ბომბი ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე. გასულ გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ბელორუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი გადაიტანა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მოგვიანებით მოსკოვის ასეთი ქმედებები "უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთებით" ახსნა.
საბერძნეთმა უკრაინას შესაძლოა, F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცეს - მედია
საბერძნეთის მთავრობამ, შესაძლოა უკრაინას 32-მდე F-16-ის ტპის საბრძოლო თვითმფრინავი გადასცეს. თუმცა, ამას საფრანგეთის თანხმობა სჭირდება, იუწყება News Break-ი. სააგენტოს ცნობით, საბერძნეთის მთავრობა გეგმავს გამანადგურებელი გამანადგურებლის გაყიდვას გეგმავს. 108 მებრძოლის ღირებულება შეიძლება დაახლოებით 2-დან 2,5 მილიარდ ევრომდე იყოს. გასულ წელს უკრაინას F-16-ების მიწოდებას დანია და ნიდერლანდები დაჰპირდნენ. თუმცა, საბრძოლო თვითმფრინავების მისაღებად უკრაინას ჯერ პილოტებისა და ტექნიკური პერსონალის მომზადება, ასევე უკრაინაში საჭირო ინფრასტრუქტურის მომზადება მოუწია. უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენლის ილია ევლაშის განცხადებით, უკრაინაში F-16-ების გამოჩენა მტრისთვის მოულოდნელი იქნება. უკრაინელი პილოტების ორი ჯგუფი სწავლების დასკვნით ეტაპზეა.
დანიამ უკრაინის ენერგეტიკული ქსელის აღდგენისთვის თითქმის 6 მილიონი ევრო გამოყო
დანიის მთავრობამ უკრაინას ენერგოსისტემისთვის 40 მილიონი დანიური კრონი (დაახლოებით 5,8 მილიონი ევრო) გამოუყო. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმების საპასუხოდ. უწყება აღნიშნავს, რომ 40 მილიონი დანიური კრონის გამოყოფით დანია ხელს უწყობს ელექტროენერგიის საიმედო მიწოდებას და, შესაბამისად, წყლისა და სითბოს ხელმისაწვდომობას მოსახლეობისთვის მომავალ ზამთარში. „ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთმა გაზარდა მიზანმიმართული თავდასხმები და ჩვენ ვნახეთ ის ზიანი, რაც უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მიადგა. დანია გამოყოფს 40 მილიონს და ეს არის წვლილი აუცილებელ აღდგენაში, რათა უკრაინამ შეინარჩუნოს ენერგომომარაგება," - აღნიშნავს დანიური მხარე.
ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის, მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 600 000 ლარი გამოყო
ევროპის დღეების აღსანიშნად მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 600 ათასს ლარი გამოყო. პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმოწერით განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციამ 4 აპრილს გამოაქვეყნა. დამატებით ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მთავრობა 500 ათასი ლარის ღირებულების კამპანიის წარმოებას გეგმავს. საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გასული წლის დეკემბერში მიიღო იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯს შეასრულებს. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებსა და უცხოურ ჩარევასთან ბრძოლა.
EURO 2024-სთვის WIZZ AIR-ი გერმანიის მიმართულებით ფრენებს ამატებს
ქუთაისი-გერმანიის მიმართულებით პირდაპირი ფრენების რაოდენობა გაიზრდება. Wizzair-ის ცნობით, რეგულარული რეისების გარდა, Wizz Air-მა 18, 22 და 26 ივნისს ქუთაისიდან გერმანიის, ხოლო 19, 22 და 27 ივნისს გერმანიიდან ქუთაისის მიმართულებით დამატებითი რეისები ჩანიშნა. თითოეული რეისი 199 ევრო ეღირება. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთთან გამართავს.
პრემიერმა დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი ირაკლი ბერაია წარუდგინა. „პრემიერმა, მთავრობის სახელით, დაზვერვის სამსახურს სრული თანადგომა აღუთქვა. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია 5 აპრილს, პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე დაინიშნა. ირაკლი ბერაია იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი,“ ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გერმანია დაახლოებით 7 მილიარდი ევროს ღირებულების გემებისა და ჯავშანტრანსპორტიორების შესყიდვას გეგმავს - Bloomberg
გერმანიის მმართველი კოალიცია შეიარაღებული ძალების ყოვლისმომცველი მოდერნიზაციისთვის 7 მილიარდი ევროს (7,6 მილიარდი აშშ დოლარი) დახარჯვას გეგმავს. კერძოდ, ბერლინი ორი საზღვაო ფრეგატის და ასობით ჯავშანტრანსპორტის შეკვეთას გეგმავს. ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცების ცნობით, გერმანიის მთავრობა გამოიყენებს შესაძლებლობას, რომ შეიძინოს ორი დამატებითი საზღვაო ფლოტის F126 ფრეგატი დაახლოებით 3 მილიარდ ევროდ, რითაც მათი საერთო რაოდენობა ექვსს მიაღწევს. ხსენებული გეგმები გერმანიის მცდელობების ნაწილია, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, ბუნდესვერის მოდერნიზება მოახდინოს.
დეფიციტის შემთხვევაში, რუსეთი ბენზინს ყაზახეთში ეძებს - Reuters
რუსეთმა ყაზახეთს 100 000 ტონა საწვავის მიწოდებისთვის მომზადება სთხოვა, საწვავის დეფიციტის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება, უკრაინული დრონების შეტევებისა და ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების გაჩერების გამო გამწვავდეს. Reuters-ის ცნობით, რუსეთისთვის რეზერვების გამოყენება უკვე შეთანხმებულია. საწვავის მიწოდებაში დახმარებაზე ბელორუსიც დათანხმდა. ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველმა შინგსი ილიასოვმა განაცხადა, რომ ენერგეტიკის სამინისტროს არ მიუღია ასეთი თხოვნა მისი რუსი კოლეგისგან. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ კომენტარი არ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა, პირველი მარტიდან საწვავის მწვავე დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ბენზინის ექსპორტი 6 თვით აკრძალა. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ "ვითარება საწვავის შიდა ბაზრებზე სტაბილურია და რეზერვები საკმაოდ დიდია." NATO-ს შეფასებით, უკრაინის თავდასხმებმა რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სულ მცირე 10% დააზიანა.
მზის სრული დაბნელების ნახვა დღეს 31,5 მილიონ ადამიანს შეუძლია
ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ნაწილში მზე სრულად დაბნელდა. როგორც СNN წერს, მზის დაბნელება მალე ხილვადი იქნება აშშ-მექსიკის საზღვრის გასწვრივ მდებარე ზოგიერთ ქალაქში. NASA-ს ცნობით, ეს მოვლენა იშვიათია, რადგან ის მოიცავს რამდენიმე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს, სადაც 31,5 მილიონ ადამიანს შეეძლო მზის სრული დაბნელების ნახვა. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ნაწილში მზის სრული დაბნელება მოხდა. მზის დისკო მთვარემ 4 წუთისა და 48 წამის განმავლობაში სრულად გადაფარა. მსგავსი მოვლენა კონტინენტზე 2044 წლამდე აღარ განმეორდება. დაბნელებას მზის, მთვარისა და დედამიწის კოსმოსური განლაგება იწვევს.
ფაშინიანმა ევროპის საბჭოს გენმდივანს უმასპინძლა და დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგისადმი ერთგულება დაუდასტურა
მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა სომხეთში რეფორმების განხორციელებისადმი ევროპის საბჭოს მაღალი შეფასება კიდევ ერთხელ დაადასტურა. შესაბამისი ინფორმაცია სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვებგვერდზე განთავსდა. როგორც ცნობილია ევროპის საბჭოს გენმდივანი სომხეთში ვიზიტით იმყოფება. „სომხეთი თავისი დემოკრატიითა და ფასეულობებით ამტკიცებს, რომ ის ერთგულია იმ დღის წესრიგისადმი, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების შენარჩუნებას, მშვიდობისა და რეგიონული უსაფრთხოების სტაბილურობას. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის რაც შეიძლება მალე დამყარდეს და გაგრძელდეს, ” - აღნიშნა COE– ს გენერალურმა მდივანმა. ბურიჩი ქვეყნის პრემიერ ფაშინიანსაც შეხვდა. „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან დღეს, ერევანში. „COE გააგრძელებს სომხეთის მხარდაჭერას რეფორმირების პროცესში,” - აღნიშნა ევროპელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ასევე შეხვდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სომხეთსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის თემები, მათ შორის, რეფორმები კანონის უზენაესობის სფეროში. ასევე რეგიონული სტაბილურობის საკითხები. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ასევე შეეხნენ იმ ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში. „ამ კონტექსტში, არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის შესაბამის ძალისხმევას - მინისტრი ხაზს უსვამს ატმოსფეროს შექმნის მნიშვნელობას მტრობისგან გათავისუფლებისა და ძირითადი საკითხებისადმი მკაფიო ვალდებულებას. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოადგინა სომხეთის მიდგომა აზერბაიჯანთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესში ორ მნიშვნელოვან საკითხზე: კიდევ ერთხელ დაადასტურა ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, საზღვრების ხელშეუხებლობა და რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვა. არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის დაცვას, ასევე საერთაშორისო სამართლის ცნობილ პრინციპებს,“ წერს სომხეთის საგარეო უწყება. რაც შეეხება ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას, სომხეთის პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე, რომელიც 2023-2026 წლებს მოიცავს და ასევე განიხლებოდა ის ნაბიჯები, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას. ამ კონტექსტში, ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის მთავრობის ვალდებულებას და პოლიტიკურ ნებას. „ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მდიდარ დღის წესრიგში, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს როლს ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული ხალხის პრობლემების მოგვარებასა და საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფაში,“ წერს ფაშინიანის ოფისი. თავის მხრივ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის, სომხეთის რესპუბლიკაში ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების მიმართულებით. მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩის თქმით, სომხეთისთვის გამოწვევებით სავსე პერიოდში, სომხეთის მთავრობა ეფექტიანად ახორციელებს რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით. „ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ნორმალიზაციის პროცესზე სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე და რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის შესაძლებლობებზე. ფაშინიანმა წარმოადგინა სომხეთის მთავრობის "მშვიდობის გზაჯვარედინის" პროექტი და მისი პრინციპები. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ "მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი შეიძლება, გახდეს მნიშვნელოვანი წინაპირობა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესისათვის,“ წერს სომხეთის პრემიერის ოფისი. თავის მხრივ, ევროპის საბჭოს ცნობით, გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა სამოქმედო გეგმისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობას. მან ასევე დაადასტურა ევროპის საბჭოს ნდობის მშენებლობის ზომების (CBMs) განხორციელების შესაძლებლობა, რეგიონში დიალოგის გასაძლიერების ძალისხმევის გასაძლიერებლად. ცნობისთვის, ევროკავშირი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სომხეთს 270 მილიონი ევროს გრანტის სახით გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარასკევს ბრიუსელში, ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირი-აშშ-სომხეთის სამმხრივი შეხვედრის წინ, 5 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აშშ-მ და ევროკავშირმა სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს