ძებნის რეზულტატი:
საქართველომ და ესპანეთმა მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ესპანელ კოლეგასთან ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესსთან ერთად „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერა ხელი. შსს-ს ცნობით, ვახტანგ გომელაური, დელეგაციასთან ერთად ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება. ესპანეთის სამეფოში შინაგან საქმეთა მინისტრს ესპანელმა კოლეგამ - ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესმა უმასპინძლა. შეხვედრაზე, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებულითანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მომავალშიც აქტიურად განაგრძობენ მუშაობას, რათა არსებული პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდეს სხვადასხვა მიმართულებით. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს. „შეთანხმებით განსაზღვრულია მართვის მოწმობის კლასები, რომლებიც შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ დაექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ AM, A1, A2, A, B, B+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი, ხოლო C1, C1+E, C, C+E, D1, D1+E, D და D+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლისათვის, განმცხადებლებს მოუწევთ ჩააბარონ მართვის მოწმობის გამოცდა ზოგადი მოძრაობისთვის განკუთვნილ ღია გზებზე, იმ სატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, რომელთა მართვაც აღნიშნული მოწმობებით იქნება ნებადართული. საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ, უახლოეს პერიოდში, შევა ძალაში,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-მ და ევროკავშირმა სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს
ევროკავშირი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სომხეთს 270 მილიონი ევროს გრანტის სახით გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარასკევს ბრიუსელში, ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირი-აშშ-სომხეთის სამმხრივი შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სომხეთის რესპუბლიკის მიერ ინიცირებულ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტს. ამის შესახენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ლაიენთან სამმხრივი შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ბრიუსელში განაცხადა. ბლინკენის თქმით, სომხეთისთვის რეგიონული ინტეგრაცია უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გასაღებია. „ჩვენ ვხედავთ უფრო ინტეგრირებულ სამხრეთ კავკასიას ახალი სატრანსპორტო მარშრუტებით, ენერგეტიკული თანამშრომლობით, ტელეკომუნიკაციებით,“ - განაცხადა ბლინკენმა. მან განაცხადა, რომ ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის დივერსიფიკაციას, შესაძლებლობების გაფართოებას და მშვიდობისა და შერიგების მცდელობებს. სახელმწიფო მდივნის თქმით, არსებობს ძლიერი მომავლის პერსპექტივა რეგიონთან, რომელიც უფრო მეტად ინტეგრირებულია და რომელიც სარგებელს მოუტანს ხალხს, ასევე, ყველა ჩართულ ქვეყანას. „შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს სურთ დაგეხმაროთ ამ გზაზე,“ - აღნიშნა ბლინკენმა. „ჩვენ ვიზიარებთ სომეხი ხალხის ხედვას მომავლის შესახებ, გვსურს, სომხეთმა დაიკავოს თავისი ადგილი, როგორც ძლიერმა, დამოუკიდებელმა ერმა, რომელიც დაკავშირებულია რეგიონთან და მსოფლიოსთან. შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს სურთ, იყვნენ პარტნიორები ამ ძალისხმევაში,“ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ბლინკენმა აღნიშნა, რომ ისინი აპირებენ, კიდევ უფრო გაზარდონ თავიანთი მხარდაჭერა სომხეთის დემოკრატიისა და ეკონომიკური მდგრადობისადმი, სასურსათო უსაფრთხოებაში, ციფრულ ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციაში, სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიკაციასა და პრემიერ-მინისტრის მიერ დასახულ სხვა პრიორიტეტებში ინვესტიციებით. მან აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს მთიანი ყარაბაღიდან დევნილი 100 000-ზე მეტი ეთნიკური სომეხის მხარდაჭერას. ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე ისაუბრა ალიევი თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე, ფაშინიანის მიერ წარდგენილ პროექტს პიარ კამპანიას უწოდებს ფონ დერ ლეიენმა თავის მხრივ, ასევე მხარი დაუჭირა სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივას, რომელიც აზერბაიჯანის მთავრობამ უარყო. აზერბაიჯანის მთავრობა ცდილობს რუსეთის მიერ კონტროლირებადი საავტომობილო და სარკინიგზო კავშირის შექმნას, რომელიც სომხეთის სამხრეთით გაივლის, საუბარია ზანგეზურის დერეფანზე. აზერბაიჯანი, რომელიც ბუნებრივი გაზის მთავარი ექსპორტიორია ევროკავშირში, სამმხრივი შეხვედრის გამართვის წინააღმდეგი იყო. მოლაპარაკებების დაწყებამდე ფონ დერ ლაიენი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და ცდილობდა დაერწმუნებინა ის ბრიუსელის შეხვედრების გაგრძელებაში - "განახლებადი ენერგიის, სატრანსპორტო კავშირების, ენერგოუსაფრთხოების და სხვა საკითხების მიმართულებით.“ დღესვე სამმხრივი სამიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, „ახალი და ამბიციური პარტნიორობის დღის წესრიგის“ ფარგლებში, 270 მილიონ ევროს გამოყოფს სომხეთისთვის, ბიზნესისა და ინდუსტრიის მხარდასაჭერად. „ჩვენ განვახორციელებთ ინვესტიციებს სომხეთის ეკონომიკისა და საზოგადოების გასაძლიერებლად, რაც მათ შოკებისადმი უფრო გამძლეს გახდის,“ დასძინა ლაიენმა და განმარტა, რომ თანხები გამოიყოფა ელექტრიფიკაციისა და განახლებადი ენერგიის ახალი პროექტებისთვის. როგორც Politico წერს, ეს ნაბიჯი მას შემდეგ იდგმება, რაც სომხეთი მის ყოფილ მოკავშირესთან, რუსეთთან კავშირების გაწყვეტაზე მუშაობს. მეზობელ აზერბაიჯანთან გამწვავებული დაპირისპირების ფონზე, სომხეთმა ფაქტობრივად შეაჩერა თავისი წევრობა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ CSTO-ს სამხედრო ალიანსში. ერევანმა აშშ-ის ჯარები ქვეყანაში წვრთნების ჩატარების მზინით მოიწვია, გაუგზავნა დახმარება უკრაინას და თავადაც ცდილობს ევროკავშირთან დაახლოებას. ევროპარლამენტი სომხეთისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის განხილვას ითხოვს ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და სომხეთს მზარდი თანხვედრა აქვთ ღირებულებებსა და ინტერესებში. „ჩვენ მივესალმებით სომხეთის ძალისხმევას დემოკრატიის, კორუფციასთან ბრძოლისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების მიმართულებით,“ - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა, ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის ფარგლებში. „მზარდ რუსულ საფრთხეზე საპასუხოდ პარტნიორებთან თანამშრომლობა“ - სამხრეთ კავკასია NATO-ს ფოკუსში
ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტების დაფინანსებას ზრდის
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტების ხარჯების დაფინანსებას ზრდის. მინისტრმა მიხელ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება პაციენტებთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღეს. ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტების დაფინანსებისთვის გამოყოფილ 25-ათასლარიან ლიმიტს უცვლელს ტოვებს, თუმცა ამ თანხაში აღარ იანგარიშებს მათთვის საჭირო მედიკამენტებს, რომლებსაც უწყება ისედაც ყიდულობს. „პრაქტიკულად გამოირიცხება, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა და განმარტა, რომ ეს ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებმაც აქამდე მოქმედი დაფინანსების წესით გათვალისწინებული 25-ათასლარიანი ლიმიტი ამოწურეს. ონკოპაციენტები და მათი ოჯახის წევრები მკურნალობის დაფინანსების წესის შეცვლის მოთხოვნით თბილისში აქციებს ხშირად მართავდნენ. მათი თქმით, დაფინანსების არსებული მოდელი ვერ უზრუნველყოფდა პაციენტების ნაწილის სრულად განკურნებას.
ლაიენი: გავაგრძელებთ ინვესტირებას სომხეთის განახლებადი ენერგიის წარმოებასა და საქართველოსთან უკეთეს ურთიერთკავშირებში
დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი სომხეთს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში 270 მილიონ ევროს გრანტის სახით გამოუყოფს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირსა და სომხეთს მზარდი თანხვედრა აქვთ ღირებულებებსა და ინტერესებში. აშშ-მ და ევროკავშირმა სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს “მოხარული ვარ სომხეთის მხარდასაჭერად შეხვედრას ვუმასპინძლო. პირობას ვასრულებთ, რომელიც გასულ ოქტომბერს დავდეთ. პირობა, რომ მხარში დავუდგეთ სომხეთს და ამავდროულად, პირობა, რომ ჩვენი პარტნიორობის მომავლისთვის ხედვა დავსახოთ და დღეს ამაზე ვისაუბრებთ. ეს ხედვა ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება სომხეთისთვის გამძლეობისა და ზრდის გეგმით. 270 მილიონი ევრო გრანტებით შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ინვესტირებას გავაკეთებთ, რომ სომხეთის ეკონომიკა და საზოგადოება უფრო ძლიერი და შოკებისადმი უფრო გამძლე გავხადოთ. მხარს დავუჭერთ თქვენს ბიზნესებს, თქვენს ტალანტებს, განსაკუთრებით, თქვენს მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა მათ დაეხმაროთ ზრდაში, ინოვაციებსა და ახალი ბაზრებისადმი წვდომაში. ინვესტირებას მოვახდენთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მაგალითად, შავი ზღვის ელექტრო კაბელში, რომელიც შესაძლებლობებით სავსე ტრანსმისიის გზაა. მას განსაკუთრებით შეუძლია სუფთა, განახლებადი ენერგიის ევროპაში მიტანა. მზად ვართ, მას მხარი დავუჭიროთ. პარალელურად, გავაგრძელებთ ინვესტირებას სომხეთის განახლებადი ენერგიის წარმოებასა და საქართველოსთან უკეთეს ურთიერთკავშირებში. ჩვენ ასევე ვიკვლევთ ტრანსსასაზღვრო ტრანსპორტს, თუ/როცა ამის საშუალება იქნება. ამ კონტექსტში მივესალმები სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივას,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ის მიესალმება სომხეთის მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანამ „არსებული გამოწვევების მიუხედავად“ განახორციელა. „ასევე მივესალმები იმ ზომებს, რომლებიც სომხეთმა რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციებისთვის გვერდის ავლის აღსაკვეთად მიიღო. განსაკუთრებით, რათა უზრუნველეყო, რომ ლეტალური აღჭურვილობა და ტექნოლოგიები რუსეთის სამხედროების ხელში არ აღმოჩნდება. ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირსა და სომხეთს მზარდი თანხვედრა აქვთ ღირებულებებსა და ინტერესებში,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. სომხეთი დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით - ფაშინიანი თბილისში
„მოვუწოდებთ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“ - 22 ევროპარლამენტარი
22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესიული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს. განცხადების ხელმომწერები არიან ევროპარლამენტარები: პეტრას აუსტრევიჩუსი, მირიამ ლექსმანი, სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, ანდრიუს კუბილიუსი, კარინ კარლსბრო, ფრანსუა თიოლე, კატალინ ჩე, ანა ჯულია დონათი, ანდრეი კოვაჩევი, ჰილდე ვაუტმანსი, მიჰაელა შოიდროვა, მაიკლ გალერი, რეინჰარდ ბუტიკოფერი, რამონა სტრუგარიუ, იოზეფ მიჰალი, მარეკ პაველ ბალტი, რასა იუკნევიჩიენე, ატილა არა-კოვაჩი, ნაჩო სანჩეზ ამორი და ისაბელ სანტოსი. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების” პარტიის მიერ “უცხოურ აგენტებზე” კანონის დაბრუნების განზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა იმ პირობით, რომ ევროკომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი ნაბიჯები შესრულდებოდა. “უცხოურ აგენტებზე” შემოთავაზებული კანონი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე” კანონი, ამ ნაბიჯებიდან როგორც მინიმუმ ორს არღვევს: მე-9 ნაბიჯს, რომელიც მოუწოდებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება თავისუფლად უნდა მოქმედებდეს, და ჩართული იყოს საკანონმდებლო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, და პირველ ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლისკენ მოუწოდებს. “უცხოურ აგენტებზე” ან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე” კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს არ შეესაბამება, და საქართველოს ევროკავშირის წევრობის ამბიციებს ეწინააღმდეგება. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის, მედიის, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე ევროკავშირის პრაქტიკებს გაყვეს, და არა რუსეთის და სხვა ავტორიტარული ქვეყნების, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის კონტროლს, რეპრესირებას და საბოლოო ჯამში, დაშლას ისახავენ მიზნად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ოფიციალური პირების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დროულად მოახდინოს შეფასება. ჩვენ გვესმის და მხარს ვუჭერთ ფაქტს, რომ ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესიული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება, გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს,” - წერია განცხადებაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
დარსალია ჟენევაზე: როგორც კი დევნილთა დაბრუნების საკითხზე იწყება საუბარი, რუსეთი ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 60-ე რაუნდიც მოლაპარაკებების შეწყვეტით დასრულდა. მისივე თქმით, მხარეებმა არამხოლოდ ფუნდამენტურ საკითხებზე, სხვა საკითხებზეც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. „საკითხი როგორც კი მიდის დევნილთა დაბრუნებაზე, რუსეთის დელეგაცია ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას. ამჯერადაც იგივე განმეორდა. რუსეთის დელეგაცია არ იჩენს არც მოქნილობას და არც მზაობას, რათა განიხილოს ფუნდამენტური საკითხები, როგორიც არის დევნილთა დაბრუნება, 6-პუნქტიანი შეთანხმების ძირითადი პუნქტების შესრულება, ძალების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან. სამწუხაროა, რომ არა მხოლოდ ფუნდამენტურ, სხვა საკითხებზეც ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. მაგალითად, თუნდაც გალის შეხვედრების აღდგენის თემაზე კვლავ გრძელდება ვაჭრობა ამ საკითხით და პირობების წაყენება. მიუღებელია თავად პირობების წაყენება, რადგან მისი აღდგენა და მუშაობის პრინციპები გაწერილია. გრძელდება ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებით ვაჭრობა. სამწუხაროა, რომ არის მცდელობა ეს თემები გამოყენებული იყოს როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი ქართულ მხარეზე. ეს რეალობა გრძელდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ დესტრუქციულ მიდგომას, რომელიც აქვს ჩვენს მოწინააღმდეგე მხარეს,“ – განაცხადა დარსალიამ. ჟენევის დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).
ისრაელმა ორი სამხედრო ოფიცერი დაითხოვა მას შემდეგ, რაც ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებზე თავდასხმისას უხეში შეცდომები გამოავლინეს
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლა ორი ოფიცერი და საყვედური გამოუცხადა ორ მაღალი რანგის მეთაურს მას შემდეგ, რაც გამოძიებამ გამოავლინა სერიოზული შეცდომები, რომლებსაც მოჰყვა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დაღუპვა. გამოძიების დასკვნა 5 აპრილს გამოქვეყნდა, ისრაელის მიმართ მძაფრი კრიტიკის შემდეგ. ამასთან, ისრაელი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად ახალ გზებს ხსნის. ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მნიშვნელოვან სასაზღვრო პუნქტს, ერეცს, კვლავ გახსნის და ჰუმანიტარული დახმარების შესატანად სხვა ნაბიჯებსაც დგამს. ისრაელის დრონებმა იერიში პირველ აპრილს მიიტანეს World Central Kitchens-ის სამ ავტომობილზე. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ შეცდომით იფიქრეს, რომ თავს ესხმოდნენ „ჰამასის“ (აშშ-სა და ევროკავშირში მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად) მებრძოლებს. თეთრმა სახლმა 4 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერა მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიურად იბრძოლებს ისრაელი მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის წინააღმდეგ და ამავე დროს შეიტანს ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზის სექტორში.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე: რუსეთი იცავს „ქართული ოცნების“ ნაბიჯს
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირებას სარკასტული პოსტით აკრიტიკებს. „ერთი მხრივ, ევროკავშირი, NATO, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯით საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, და მეორეს მხრივ, რუსეთი იცავს „ქართული ოცნების“ ამ ნაბიჯს და აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო აგენტებს და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. შემდეგი ნაბიჯი საქართველოს კონსტიტუციიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციის მუხლის ამოღება უნდა იყოს, ეს კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს სუვერენიტეტს. არ გვჭირდება ჩვენ მათი ფული და რჩევები. რუსეთი ხომ ჩვენ გვერდითაა, დიდი და კეთილი მეზობელი, ბრწყინვალე სახელმწიფო მოწყობის სისტემით, ეკონომიკური შესაძლებლობებითა თუ სამხედრო ძალით, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტიაა,“ - წერს მიხეილ ჯანელიძე. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
ნორვეგიამ თავდაცვის გაძლიერების ისტორიული გეგმა წარადგინა
ნორვეგიის მთავრობამ დაამტკიცა ახალი გეგმა, რომელიც თავდაცვის ხარჯებს 2036 წლისთვის თითქმის გააორმაგებს. ამის შესახებ ნორვეგიის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება. გეგმა ითვალისწინებს თავდაცვის ხარჯების გაზრდას 600 მილიარდი კრონით (56 მილიარდი დოლარი) 2036 წლამდე. მთავრობამ გეგმას ისტორიული უწოდა. „ნორვეგიის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთავრობის ყველაზე ფუნდამენტური ამოცანაა. ჩვენ გვჭირდება დაცვა, რომელიც ადაპტირებულია არსებულ ვითარებასთან და საფრთხის ლანდშაფტთან. ეს გეგმა ისტორიული სტიმულია ნორვეგიის შეიარაღებული ძალებისთვის და ითვალისწინებს ყველა სახის თავდაცვის მნიშვნელოვან გაძლიერებას,“ - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა. მთავრობა პრიორიტეტულად მიიჩნევს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესება, წვევამდელთა რაოდენობის გაზრდა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კრიტიკული ხარვეზების გამოსწორება, მნიშვნელოვანი ინვესტიციები საზღვაო ძალებში, არმიის გაძლიერება და ტერიტორიული თავდაცვა. ნორვეგია ასევე აპირებს, მიაღწიოს NATO-ს მიზანს, რომელიც 2024 წლის დასაწყისში - დაგეგმილზე ორი წლით ადრე, თავდაცვისსთვის მშპ-ს 2%-ის დახარჯვას გულისხმობს.
ომბუდსმენი: გამჭვირვალობა ლეგიტიმური მიზანია, მაგრამ ამის მიღწევა აუცილებელია სწორი გზებით
სახალხო დამცველი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დააკავშირებით აცხადებს, რომ თუ ვინმეს აინტერესებს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის დამფინანსებელი, ამისთვის არსებობს გრანტის კანონი, სადაც შესაძლებელია, დაემატოს ერთი მუხლი, რომელიც ამ მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს. ლევან იოსელიანი განმარტავს, რომ მსგავსი შეთავაზებით შარშანაც გამოვიდა, როცა აღნიშნული კანონპროექტი პირველად დააინიცირეს. „როდესაც ვსაუბრობთ ამ კანონის შინაარსზე, ეს კანონი შეიძლება, პოლიტიკოსებისთვის იყოს დებატის საგანი, მაგრამ თვითონ კანონის მიზანი, რაც გულისხმობს გამჭვირვალობას, ეს არის ლეგიტიმური, ოღონდ, ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევა აუცილებელია, მოხდეს ასევე სწორი გზებით და ამაზე შარშან ამ დროს ვსაუბრობდი პარლამენტში, როდესაც ვამბობდი, რომ თუ ვინმეს აინტერესებს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის დამფინანსებელი, ამისთვის გვაქვს გრანტის კანონი, სადაც შესაძლებელია, დაემატოს ერთი მუხლი, რომელიც ამ მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს. თუ ამ მიზნის მიღწევა კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგით არის დატვირთული და ეს ყველაფერი უკვე წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულებასთან, მათ ჩვენ შემდგომ ნაბიჯებთან ევროინტეგრაციის გზაზე, რა თქმა უნდა, ეს საკითხი უნდა იქნას გადახედილი. ეს პოზიცია მქონდა მაშინაც და ეს მაქვს დღესაც. რატომ იყო პრობლემური - მაშინდელი მოცემულობით იყო იარლიყების მიმყენებელი ეს კანონი, იყო აგენტის სახელწოდება, რომელიც შეურაცხმყოფელი იყო ადამიანებისთვის. სახელწოდებას რომ თავი დავანებოთ - ზოგადად, პრინციპია, რომ ადამიანის ღირსებას არ უნდა შეურაცხყოფდეს არანაირი კანონი, არც სახელწოდებით, არც შინაარსით და ასე შემდეგ, მაგრამ ამავე დროს, მაინც ხაზს ვუსვამ, გამჭვირვალობა არის ლეგიტიმური მიზანი და ამის განხორციელებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ოღონდ, მნიშვნელოვანია, რომ ეს მიზნები მიღწეული იყოს ისეთი ფორმებით, რა ფორმებიც მისაღებია ჩვენი პარტნიორებისთვის," - განაცხადა ლევან იოსელიანმა „ტვპირველის“ ეთერში. სახალხო დამცველის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კანონი საქართველოს კონსტიტუციასთან მოვა წინააღმდეგობაში, მათი ვალდებულება იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება. „გამჭვირვალობა ლეგიტიმური მიზანია, მაგრამ ეს უნდა იყოს მიღწეული ისეთი ფორმით, რომელიც წინააღმდეგობაში არ იქნება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების პოზიციასთან, სამოქალაქო სექტორის აღქმასთან და არ მოახდენს ვინმეს სტიგმატიზირებას, დემონიზებას, თორემ სხვა მხრივ, მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ვიღაცამ ერთი ფორმით მეტი შეავსოს და გამოამზეუროს თავისი შემოსავლები,“ ამბობს სახალხო დამცველი. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 25-26 ივნისს ჩატარდება
ეუთომ ჟენევის მოლაპარაკებების მე-60 რაუნდთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. მასში აღნშნულია, რომ უაღრესად რთული რეგიონული და გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება GID პროცესისადმი, როგორც ერთადერთი პლატფორმისადმი, სადაც კონფლიქტის შედეგები 2008 წლიდან განიხილება. მისივე ეთანახმად, მონაწილეებმა 2023 წლის დეკემბერში ჩატარებული ბოლო რაუნდის შემდეგ ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მიმოიხილეს და ის შედარებით სტაბილურად შეაფასეს. მოხდა აზრთა ფართო და არსებითი გაცვლა ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგის ძირითადი საკითხების შემდგომი გადაწყვეტის გზებზე, მათ შორის, ძალის გამოუყენებლობაზე. ამასთან, თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მონაწილეებს, იფიქრონ ინოვაციურ მიდგომებზე, რათა კონსტრუქციული ჩართულობით მიაღწიონ პროგრესს და კონკრეტულ შედეგებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საკეთილდღეოდ და გრძელვადიანი მშვიდობისთვის. იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხის განხილვა ზოგიერთი მონაწილის გასვლის გამო ვერ მოხერხდა. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 25-26 ივნისს ჩატარდება. დარსალია ჟენევაზე: როგორც კი დევნილთა დაბრუნების საკითხზე იწყება საუბარი, რუსეთი ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას ჟენევის დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).
რუსეთში, ხაბაროვსკში რადიაციის მაღალი დონის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკის ხელისუფლება 5 აპრილს იტყობინება, რომ ქალაქის ინდუსტრიულ რაიონში საგანგებო მდგომარეობა რადიაციის დონის გაზრდის გამო გამოცხადდა. რაიონში შესვლა შეიზღუდა, რადგან სპეციალისტები რადიაციის წყაროს დადგენაზე მუშაობენ. ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. საინფორმაციო სააგენტო RBK წერს, რომ ტერიტორიაზე, სადაც რადიაციის მაღალი დონე დაფიქსირდა, ჯართის შემგროვებელი ცენტრია განთავსებული. ხაბაროვსკის სპეციალიზებული ქარხანა „რადონის“ თანამშრომლები ამ დრომდე რადიაციის წყაროს პოვნას ცდილობენ, რათა ის უსაფრთხო ადგილზე გადაიტანონ და გაანადგურონ.
უკრაინა მოკავშირეებს სთავაზობს, აიკრძალოს ავიატრანზიტი რუსეთსა და ბელორუსში
უკრაინა გამოდის წინადადებით, რომ საერთაშორისო სანქციების პოლიტიკის ფარგლებში აიკრძალოს საჰაერო ავიატრანზიტი რუსეთსა და ბელორუსში. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. შმიგალის თქმით, საჰაერო ტრანზიტის აკრძალვის იდეა მიზნად ისახავს რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შეზღუდვას და სანქციების ზეწოლის გაზრდას. „რუსული ბიზნესი, რუსი ტურისტები კომფორტულად ვერ უნდა იყენებდნენ ევროკავშირის ცას თავისი მიზნებისთვის. ცა დაკეტილია რუსული და ბელორუსული თვითმფრინავებისთვის, მაგრამ ინიცირებას მოვახდენთ და პარტნიორებთან ეს იდეა - რუსეთსა და ბელარუსში ან რუსეთიდან და ბელორუსიდან ნებისმიერი გადაფრენებისთვის ტრანზიტის ჩაკეტვა განვიხილეთ,“ - განაცხადა შმიგალმა. მისი თქმით, ეს საავიაციო ლოგისტიკას უფრო გააძვირებს და დისკომფორტს მოუტანს რუს ტურისტებს. „ასეთი სახის სანქციების შემოღებას დაჟინებით მოვითხოვთ და დარწმუნებულები ვართ, რომ პარტნიორები ლიეტუვიდან, ესტონეთიდან და ლატვიიდან ასეთ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. ევროკომისიასთან ვიმუშავებთ,“ - განაცხადა შმიგალმა.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი სომხეთში ჩადის
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა განაცხადა. ვიზიტი 8 აპრილს შედგება. ცნობისთვის, ევროკავშირი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სომხეთს 270 მილიონი ევროს გრანტის სახით გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარასკევს ბრიუსელში, ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირი-აშშ-სომხეთის სამმხრივი შეხვედრის წინ, 5 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აშშ-მ და ევროკავშირმა სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს
ჰელსინკის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟია
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სენატის ხელმძღვანელობა საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირებას აკრიტიკებს. „ეს საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე მიზანმიმართული თავდასხმაა, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟია და ქართველი ხალხის მიერ დიდი ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფაა. ეს კანონპროექტი რუსული კანონმდებლობით არის შთაგონებული და მისი მსგავსია. შემთხვევითი არ არის, რომ მისი თავიდან დაინიცირება რეგიონში მსგავსი კანონმდებლობის უფრო ფართო გავრცელების ფონზე ხდება. შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ისევ ამ გზით წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას აგრძელებს. საქართველოს ხელმძღვანელობას მოვუწოდებთ, რომ უარი თქვას ამ კანონპროექტზე და ლიბერალურ-დემოკრატიულ ტრაექტორიასა და მისი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს დაუბრუნდეს,“ - აცხადებენ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ბენ კარდინი და სენატორი, როჯერ ვიკერი.
NYT: სირიაში, ირანის საკონსულოზე თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა
სირიაში, ირანის საკონსულოზე თავდასხმის საპასუხოდ ირანმა შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის საპასუხოდ, რომელზეც პასუხისმგებლობას თეირანი ისრაელს აკისრებს, ირანმა, შეკავების მიზნით, ისრაელზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო. ასევე, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ისა და ისრაელის ობიექტებზე ირანის იერიში გარდაუვალია. „ჩვენ ნამდვილად მაღალი მზადყოფნის მდგომარეობაში ვართ,“ - აღნიშნა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა. CNN-ის ცნობით, ირანმა საპასუხო თავდასხმა შეიძლება მომდევნო კვირის ბოლომდე განახორციელოს. მიმდინარე კვირის დასაწყისში, სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე მომხდარ სარაკეტო დარტყმაში ირანი ისრაელს ადანაშაულებს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 13 ადამიანი დაიღუპა. ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის 7 წევრი, მათ შორის, ორი გენერალი დაიღუპა.
გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას
გერმანიის ფედერალური მთავრობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის მიერ საკამათო კანონპროექტის კვლავ ინიცირებას. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას. „ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონპროექტი კვლავ განიხილება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა. „ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და ამით აცხადებს, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია,“ - აღნიშნა მან. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა, რომ „შარშან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათობით ათასი წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.“ ის აღნიშნავს, რომ „პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. დაკარგავს თუ არა საქართველო გაწევრიანების ისტორიულ შანსს, სებასტიან ფიშერმა განმარტა, რომ ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება. გერმანიის მედია ვარაუდობს, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გახდება. შეხვედრა 12 აპრილს არის დაგეგმილი. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
მექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა
მექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ეკვადორის პოლიციამ მექსიკის საელჩოში ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ხორხე გლასი დააკავა, რის შემდეგაც, მექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორმა განაცხადა, რომ ეკვადორის ხელისუფლების მიერ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დაკავება საერთაშორისო სამართლისა და მექსიკის სუვერენიტეტის დარღვევას წარმოადგენს. ეკვადორის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ხორხე გლასი, რომელიც კორუფციის ბრალდებით ორჯერ გაასამართლეს, გასული წლის დეკემბრიდან კიტოში, მექსიკის საელჩოს თავს მას შემდეგ აფარებდა, რაც მან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
Freedom House: მიღების შემთხვევაში, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონი საქართველოს რუსეთისა და ყირგიზეთის მსგავს ავტოკრატიებთან დააკავშირებს
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ი მმართველ პარტიას მოუწოდებს, ხელახლა წარდგენილი "უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვიოს. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში "უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირებით. თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც მსგავსი კანონმდებლობა საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ გაიწვიეს. მიღების შემთხვევაში, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონი საქართველოს რუსეთისა და ყირგიზეთის მსგავს ავტოკრატიებთან დააკავშირებს, სადაც სისტემურად მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისთვის და ასევე, ეს იქნება დემოკრატიაზე ორიენტირებული ევროინტეგრაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯი. მოვუწოდებთ პარტია „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ გაიწვიონ წარდგენილი კანონი," - წერია განცხადებაში. „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა ჯერ კიდევ 2023 წელს ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
„უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღების განმეორებითი მცდელობები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს - ლანდსბერგისი
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღების განმეორებითი მცდელობები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს. „საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ ის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯს განახორციელებს. "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღების განმეორებითი მცდელობები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს და მან შესაძლოა, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ძირი გამოუთხაროს," - აცხადებს ლანდსბერგისი. „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია