ძებნის რეზულტატი:

უკრაინის საელჩო: მხარს ვუჭერთ საქართველოს მამაც ხალხს, რომელმაც აირჩია პროევროპული გზა და კურსი NATO-სკენ

საქართველოში უკრაინის საელჩო 9 აპრილთან დაკავშირებით აცხადებს: „9 აპრილი არის თარიღი, რომელიც იქცა თავისუფლების სიმბოლოდ, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიითა და თავგანწირვით დაიწყო. 1989 წლის 9 აპრილს ყოფილი სსრკ-ს ჯარებმა ჩაახშო თავისუფლებისთვის ქართველების მშვიდობიანი დემონსტრაციები. ორი წლის შემდეგ საქართველომ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა. 35 წლის შემდეგ, ამ ეროვნული ერთიანობის დღეს, ჩვენ ვიხსენებთ ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მამაც ხალხს, რომელმაც აირჩია პროევროპული გზა და კურსი NATO-სკენ.“ 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა  

ვილნიუსში, რუსეთის საელჩოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ვილნიუსში დააკავეს რუსეთის საელჩოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი. პორტალ Delfi-ის ცნობით, საელჩოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდება ორჯერ სცადეს. გამოცემის ცნობით, 1974 წელს დაბადებული ეჭვმიტანილი „უკვე იმყოფებოდა პოლიციის ყურადღების ცენტრში“. სხვა დეტალები არ ვრცელდება. სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას აწარმოებენ ქონების დაზიანების ფაქტზე საზოგადოებისთვის სახიფათო გზით. ეჭვმიტანილს ჯარიმა, თავისუფლების შეზღუდვა, დაპატიმრება ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 7 და 8 აპრილს უცნობმა პირმა საელჩოს შენობას მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რამაც კედელი დააზიანა.  

„ხალხმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინა მზადაა, თუ მტერი შეეცდება წინსვლას“ - ზელენსკი რუსეთის საზღვართან მიმდინარე თავდაცვით სამუშაოს გაეცნო

ხარკოვის რეგიონში სამუშაო ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აგრესორ სახელმწიფოსთან - რუსეთის ფედერაციის საზღვართან თავდაცვითი სტრუქტურებისა და ფორტიფიკაციის მშენებლობის პროცესს გაეცნო. ამ ინფორმაციას ზელენსკის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ხარკოვის რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მზად უნდა ვიყოთ და რუსებმა უნდა დაინახონ, რომ ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ თავი. ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინა მზადაა იმ შემთხვევაში, თუ მტერი შეეცდება წინსვლას,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა აღნიშნა, რომ იდგმება ბლოკადები: ბეტონის პირამიდები, ე.წ. „დრაკონის კბილები“, ტანკსაწინააღმდეგო თხრილები და სხვა თავდაცვითი საშუალებები. საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობის პროექტი უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, თავდაცვის პირველ ხაზზე მებრძოლების გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა.  

აშშ-მ ჩამორთმეული ირანული საბრძოლო მასალები უკრაინაში გაგზავნა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გადასცა მცირე იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც ირანიდან იემენში თეირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი მეამბოხეებისთვის გადაცემის დროს არის ჩამორთმეული, განაცხადეს აშშ-ის სამხედროებმა 9 აპრილს. კერძოდ, საბრძოლო მასალა 2021 წლის მაისიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში ჩამოართვეს გემებს, რომლებსაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევით ჰუსიტ მეამბოხეებს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსიდან გადაჰქონდათ.  უკრაინა განიცდის საბრძოლო მასალის მნიშვნელოვან დეფიციტს. კონგრესში რესპუბლიკელი კანონმდებლები ახმარებას ბლოკავენ. „ეს იარაღი დაეხმარება უკრაინას რუსეთისგან თავის დაცვაში. აშშ მოწოდებულია, იმუშაოს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა დაუპირისპირდეს ირანის ლეტალური დახმარების ნაკადს რეგიონში ყველა კანონიერი საშუალებით, მათ შორის, აშშ-სა და გაეროს სანქციებითა და აკრძალვებით. ირანის მხარდაჭერა შეიარაღებული ჯგუფებისთვის საფრთხეს უქმნის საერთაშორისო და რეგიონულ უსაფრთხოებას, ჩვენს ძალებს, დიპლომატიურ პერსონალს და რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს, ისევე როგორც ჩვენს პარტნიორებს," - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. აშშ-მ ირანისთვის ჩამორთმეული 1.1 მილიონი ტყვია უკრაინას გასულ წელსაც გაუგზავნა.  

გერმანია დანაშაულის ზრდის ფონზე, დეპორტაციას დააჩქარებს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ უცხოელმა დამნაშავეებმა გერმანია უფრო სწრაფად უნდა დატოვონ. გასულ წელს გერმანიაში დანაშაულების საერთო რაოდენობა 5,5%-ით, ხოლო უცხოური წარმომავლობის მქონე ეჭვმიტანილთა რაოდენობა 13,5%-ით გაიზარდა. „დეპორტაციის მკაცრი წესები, რომლებიც ჩვენ შევქმენით, ახლა უნდა აღსრულდეს,“ - განაცხადა ნენსი ფეზერმა. გერმანელმა მინისტრმა სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ვინც წესებს არ იცავს, ქვეყანა უნდა დატოვოს. საქართველომ და გერმანიამ მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს  

შმიგალი: ვცდილობთ, რუსული ნაღმების განეიტრალებას ათწლეულები არ დასჭირდეს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ უკრაინაში, დაახლოებით, 156 ათასი კვადრატული კილომეტრი - ქვეყნის ტერიტორიის 26%, პოტენციურად საშიშია რუსული ნაღმების გამო. პრემიერის თქმით, მთავრობა მიზნად ისახავს განაღმვის ეფექტიანი ბაზრის შექმნას. „ვცდილობთ, შევქმნათ ეფექტიანი ბაზარი ნაღმების გაწმენდისთვის, მოვიზიდოთ მაქსიმალური ინოვაციები და დავიწყოთ აღჭურვილობის მასობრივი წარმოება, რათა რუსული ნაღმების განეიტრალებას წლები დასჭირდეს და არა ათწლეულები,“ - განაცხადა შმიგალმა მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, ნაღმებისგან გაწმენდაში უკვე ჩართულია ორი სერტიფიცირებული შიდა მანქანა, ასევე მიმდინარეობს მესამის გამოცდა. შმიგალმა აღნიშნა, რომ შეიქმნა ჰუმანიტარული განაღმვის საერთაშორისო კოალიცია, რომელმაც სექტორში 700 მილიონ დოლარზე მეტი მოიზიდა. „წლის დასაწყისიდან 80 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი უკვე გამოკვლეულია, საიდანაც 74 ათასი ჰექტარი დავაბრუნეთ ექსპლუატაციაში, სერტიფიცირებულია 34 დანაღმული ოპერატორი, ათობით საწარმო გადის ამ პროცედურას. 750-მდე პიროტექნიკური ჯგუფი დაკავებულია განაღმვით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რიცხვი მუდმივად მზარდი იყოს,“ - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა. NATO-ს წევრი სამი ქვეყანა შავი ზღვის განაღმვის მისიას იწყებს  

ბორელი: ევროპას სჭირდება თავდაცვის დაფინანსების გაძლიერება, რადგან კონვენციური ომი ფანტაზია აღარ არის

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპაში სრულმასშტაბიანი კონფლიქტი "აღარ არის ფანტაზია" და ევროპელებმა უნდა იპოვონ ახალი გზები კონტინენტზე პოტენციურად უფრო ფართო ომისთვის ფინანსურად მოსამზადებლად. ბორელმა აღნიშნა, რომ რუსეთი ემუქრება ევროპას უკრაინაში ომითა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე ჰიბრიდული თავდასხმებით. „ომი დანამდვილებით ჩვენ ირგვლივაა, მაღალი ინტენსივობის კონვენციური ომი ევროპაში ფანტაზია აღარაა,“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. მან ხაზი გაუსვა, რომ რეალობის უარყოფა შეუძლებელია. „ის ხვალ არ დაიწყება, მაგრამ რეალობას ვერ უარვყოფთ. ჩვენ გვჭირდება სამთავრობოთაშორისო დაფინანსების ახალი მექანიზმი, რომელიც შეიძლება, შევადაროთ იმას, რაც ფინანსური კრიზისის დროს შევქმენით – ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა შექმნეს ევროპული თავდაცვის სააგენტო, თუმცა არ დააფინანსეს ის,“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. ბორელის თქმით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ევროპის თავდაცვის სააგენტო შექმნეს, მაგრამ საკმარისად არ დააფინანსეს. უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა სასწრაფოდ უნდა იპოვონ თავდაცვაში ინვესტიციების დაჩქარებისა და გაზრდის გზები.  

„უცხოური აგენტების კანონპროექტი“ თბილისში „თავისუფლების მარშით“ გააპროტესტეს

თბილისში, დღეს, 9 აპრილს „უცხოური აგენტების კანონპროექტი“ „თავისუფლების მარშით“ გააპროტესტეს - კანონპროექტი, რომელსაც პროტესტის მონაწილეები რუსულს უწოდებენ. აქციის მონაწილეები თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე - „თავისუფლების მარში“ გაემართნენ. სამოქალაქო აქტივისტები, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას აპროტესტებენ. საქართველო არასდროს იქნება რუსეთი! ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - ეს „თავისუფლების მარშის“ ლოზუნგებია. დღევანდელი შეკრება სიმბოლურად 9 აპრილის მემორიალთან სრულდება. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

ვოლკერი: ჭკვიანური იქნებოდა, საჰაერო თავდაცვის გუმბათი ყოფილიყო მიკოლაივიდან რუმინეთამდე

ამერიკელი დიპლომატი და აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კურტ ვოლკერი RBC-Ukraine-თან ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად განიხილავს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იდეას საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შესაძლო განთავსების შესახებ უკრაინაში. ის იზიარებს მოსაზრებას, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხი მაგიდაზე უნდა იდოს. „მაკრონი მხოლოდ იმას ამბობდა, რომ არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ, არ უნდა გამოვრიცხოთ სახმელეთო ჯარები. და სრულიად ვეთანხმები, არ უნდა გამოვრიცხოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ახლა უნდა გავაკეთოთ. ამას ის არ ამბობს. ის ამბობს, რომ ეს საკითხი მაგიდაზე უნდა იდოს. ჩვენ ვაძლევთ იარაღს და საბრძოლო მასალას უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის, მაგრამ რეალობა ის არის, რომ NATO-ს ქვეყნები ესაზღვრებიან უკრაინას. ჩვენ უკვე გვქონდა რაკეტების გაშვების შემთხვევები პოლონეთის საჰაერო სივრცეში. და ეს რაკეტები და თვითმფრინავები გამიზნულია მშვიდობიანი მოსახლეობისკენ. სავსებით გონივრულია, NATO-ს ქვეყნებმა დაიწყონ ფიქრი რაკეტებისა და თვითმფრინავების ჩამოგდებაში დახმარების შესახებ, რომლებიც თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას, რადგან ისინი რეალურად საფრთხეს უქმნის NATO-საც. ვფიქრობ, ასევე ჭკვიანური იქნებოდა საჰაერო თავდაცვის გუმბათის ქონა მიკოლაივიდან რუმინეთამდე. ეს ძალიან კარგი იქნება ტრანსპორტის უსაფრთხოებისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობისა და გემების უსაფრთხოებისთვის,“ ამბობს ვოლკერი.    

უკრაინა ამერიკული ტექნოლოგიით, ბირთვული საწვავის მწარმოებელი ქარხნის აშენებას გეგმავს

ატომური ენერგიის ეროვნული კომპანია Energoatom-ი ახალი ობიექტის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა პიოტრ კორინმა განაცხადა. როგორც აღნიშნავენ, ქარხნის წარმოების პროცესში გამოიყენება ამერიკული ფირმა Westinghouse-ის მოწინავე ტექნოლოგია, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის ბირთვული ენერგიის სექტორში. თბოგამყოფი დანადგარები, ქარხნის მთავარი პროდუქტია, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურებში საწვავად გამოიყენება.  "ენერგოტომი" ელექტროენერგიის წარმოების შესამჩნევი ზრდის შესახებ იტყობინება, რაც ხაზს უსვამს კომპანიის მუდმივ ძალისხმევას უკრაინის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.  

"ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ თავიანთ უფლებას, იყვნენ ევროპელები" - ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი თბილისში ჩატარებულ “თავისუფლების მარშს“ გამოეხმაურა. “ვულოცავ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ თავიანთ უფლებას, იყვნენ ევროპელები!”  - წერს აუსტრევიჩუსი. თბილისში, "თავისუფლების მარში" რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და საქართველოს პარლამენტთან დასრულდა სლოგანით: “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!". აქციაში სამოქალაქო აქტივისტები, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ისინი მმართველი პარტიის მიერ ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას აპროტესტებდნენ. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

მედია: ჩინეთის პრეზიდენტი საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა

მაისის დასაწყისში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” უნგრული სამსახური დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ევროპული ტურის ფარგლებში სი ძინპინი 5 მაისს ორი დღით საფრანგეთში ჩავა, რის შემდეგად სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს ეწვევა. წყაროების ინფორმაციით, ბელგრადის შემდეგ ჩინეთის ლიდერი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩავა.  

„დასავლეთის ძალებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, დაეხმარონ უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში“ - ქემერონი ვაშინგტონში

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი აშშ-ში ექსპრეიდენტ და სავარაუდოდ, რესპუბლიკელების მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპთან აუდიენციის შემდეგ, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდა. მან ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოუწოდა კონგრესს, დაამტკიცოს დამატებითი $60 მილიარდიანი (47 მილიარდი ფუნტი) დახმარება კიევისთვის. ლიდერებმა უკრაინისადმი მხარდაჭერა დაადასტურეს. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ "უკრაინას შეუძლია, მოიგოს ეს ომი." დასავლეთის ძალებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, დაეხმარონ უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში. „მომავალი თაობები შემოგვხედავენ და იტყვიან „საკმარისი გავაკეთეთ?“ - განაცხადა მან ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე და განმარტა, რომ აშშ-ში არა ლექციების წასაკითხად, არამედ, როგორც მეგობარი ჩავიდა. ქემერონმა ხაზი გაუსვა, რომ სჯერა ამერიკის და იმის, რომ მისი უსაფრთხოების ინტერესშია უკრაინის დაფინანსება. ბრიტანელმა დიპლომატმა თავი აარიდა შეკითხვებს, რომლითაც ჟურნალისტები სთხოვდნენ, გაემჟღავნებინა ტრამპთან შეხვედრის დეტალები. მან აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან მოლაპარაკებას, „პირადი შეხვედრა“ უწოდა. ქემერონმა მედიას მიუთითა პრეცედენტზე, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ხვდებიან ოპოზიციის კანდიდატებს საზღვარგარეთ ვიზიტების დროს. ქემერონი ადრე აკრიტიკებდა ტრამპს, რომელიც რესპუბლიკური პარტიის სავარაუდო კანდიდატია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. როგორც ცნობილია, ტრამპი და მისი მხარდამჭერები პარტიის შიგნით, ეწინააღმდეგებიან აშშ-ის პაკეტს, რომელიც უკრაინას დახმარებას უწევს. უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების მოთხოვნის ფონზე, ქემერონი ტრამპს შეხვდა შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა. თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს. ევროპის ლიდერებმა უნდა იმუშაონ ჯონსონთან, რომ აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის დახმარების საკითხი კენჭისყრაზე გაიტანოს - ქემერონი კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან

შუა დერეფნის განვითარება ესპანეთს შესაძლოა, ენერგორესურსებით ვაჭრობის გაზრდაში დაეხმაროს - სამინისტრო

ესპანეთი შუა დერეფნის განვითარებით დაინტერესებულია. ამის შესახებ აზერბაიჯანულ ქვეყნის საგარეო უწყებაში განუცხადეს. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) განვითარება შეიძლება, დაეხმაროს ესპანეთს ენერგორესურსებით ვაჭრობის გაზრდაში, განუცხადა Trend-ს ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ. „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი არის ევრაზიული ვაჭრობის გასაღები და, შესაბამისად, აუცილებელია მისი განვითარების მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ესპანეთი და მთლიანად ევროკავშირი დაინტერესებულია მისი განვითარებით, რაც ხელს უწყობს ყველა სახის საქონლის ტრანსპორტირებას. ეს ჩვენს უკვე კარგ საერთაშორისო ვაჭრობის მაჩვენებლებსაც ეხმარება. კერძოდ, ესპანეთისთვის ეს შეიძლება, ნიშნავდეს ჩვენი ვაჭრობის ზრდას ენერგეტიკის, ასევე, სხვა მეტალურგიული პროდუქტებისა და აგროსასურსათო სექტორში,“ - აღნიშნა წყარომ. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), რომელიც სამხრეთ ყაზახეთს კვეთს, ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) (ასევე მოიხსენიებენ, როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა. ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება. ამასთან, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ შედეგები ასევე ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (IFIs) და კერძო სექტორს. კვლევის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამთავრობო ორგანოებთან ცენტრალური აზიის თითოეულ ქვეყანაში, ასოციაციებთან და კერძო სექტორთან ცენტრალურ აზიაში, ევროპაში, კავკასიაში, თურქეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში. კვლევის ორი ძირითადი მიზანი პირველი: ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს (TEN-T) შორის ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო კავშირების იდენტიფიცირება მდგრადობის მკაცრი კრიტერიუმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური და ფისკალური მდგრადობა და პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა; მეორე: იდენტიფიცირებული კავშირების განვითარებისათვის საკვანძო ქმედებების შეთავაზება როგორც ხელშემწყობი გარემოს, ისე ფიზიკური ინფრასტრუქტურის (მყარი კავშირი) თვალსაზრისით, მათ შორის მათი პრიორიტეტიზაცია, რომელიც თანმიმდევრულ და მდგრად სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიდგომას ეფუძნება. კვლევა 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში ჩატარდა. კვლევა ევროპის რესკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ევროკომისიის დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით ჩაატარა.   

კასპიის მილსადენის კონსორციუმი ნავთობის ამოტუმბვას დროებით წყვეტს

კასპიის მილსადენის კონსორციუმმა (CPC), რომელიც ყაზახური ნავთობის ექსპორტს ახორციელებს, 9 აპრილიდან მუშაობა შეაჩერა. „2024 წლის 9 აპრილის მდგომარეობით, CPC-მა თენგიზ-ნოვოროსიისკის ნავთობსადენის ობიექტებზე ახალი აღჭურვილობის მოვლა და დაკავშირება დაიწყო. ამ დროისთვის საზღვაო ტერმინალში ნავთობის ჩატვირთვაც შეჩერებულია, მისი აღდგენა 11 აპრილს იგეგმება,“ - ნათქვამია განცხადებაში. CPC-ის განმარტებით, ნავთობის ამოტუმბვის 72-საათიანი შეჩერებები წელიწადში ორჯერ მაინც ხდება. „მათი განრიგი წინასწარ კოორდინირებულია ყველა გამგზავნთან, ასევე, ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან,“ - აღნიშნავს კონსორციუმი. ყაზახეთისთვის მთავარი საექსპორტო მარშრუტი კასპიის მილსადენის კონსორციუმია, რომელიც რუსეთის საზღვაო ტერმინალთან, ნოვოროსიისკის მახლობლად მთავრდება. ცნობისთვის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი (BTC) შექმნილია კასპიის ნავთობის ტრანსპორტირებისთვის თურქეთის პორტ ჯეიჰანში, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ყაზახეთი ცდილობს, გაზარდოს ნავთობის ექსპორტი რუსეთის გვერდის ავლით, წელს, ის BTC-ით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს გეგმავს.  

ჯიმ ო'ბრაიენი “უცხოური აგენტების კანონპროექტზე“: აშშ ყოველთვის აიმაღლებს ხმას ადამიანის უფლებების დასაცავად ყველასთვის

„შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში არსებული საკანონმდებლო ინიციატივებით, რომლებიც რისკავს საქართველოს ჩამოშორებას ევროპული გზიდან,“ - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი, საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ინიცირებას ეხმაურება. „შეერთებული შტატები ყოველთვის აიმაღლებს ხმას ადამიანის უფლებების დასაცავად ყველასთვის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩათვლით,“ - წერს ჯიმ ო'ბრაიენი სოციალურ ქსელში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების სათადარიგო ნაწილების შესაძენად, 138 მილიონი გამოყო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების სათადარიგო ნაწილების შესყიდვისთვის უკრაინას $138 მილიონი დოლარი გამოუყო. შესაბამისი პაკეტი დეპარტამენტიმა უკვე დაამტკიცა. „უკრაინას რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან და რუსული ძალების საჰაერო შესაძლებლობებისგან დასაცავად თავისი თავდაცვისუნარიანობის სასწრაფოდ გაძლიერება სჭირდება,” - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში. აშშ-ის მიერ გამოყოფილი თანხა Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას და მათ სარემონტო მომსახურებას მოხმარდება. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, Hawk-ის სისტემების შენარჩუნება უკრაინის ძალისხმევას, რომ მოსახლეობა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაიცვას, კიდევ უფრო გააძლიერებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ HAWK-ის სისტემის დაფინანსება შეერთებული შტატების საუკეთესო ინტერესებშია, ამიტომ, მან იარაღის ექსპორტის კონტროლის შესახებ აქტის მიხედვით, „კონგრესის განხილვის მოთხოვნებზე“ უარი განაცხადა. თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ კონგრესს შესაძლო გაყიდვის შესახებ საჭირო შეტყობინება სამშაბათს მიაწოდა. HAWK არის საშუალო დიაპაზონის, მიწა-ჰაერის კლასის მართვადი რაკეტა, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო თავდაცვის დაფარვას დაბალ და საშუალო სიმაღლეზე მოქმედი თვითმფრინავების წინააღმდეგ.  

მედია: ფინეთში NATO-ს სახმელეთო ჯარების შტაბბინა შეიქმნება

ფინური გამოცემა Iltalehti-ი წერს, რომ ფინეთში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახმელეთო ძალების შტაბ-ბინის გახსნა იგეგმება. გამოცემის ცნობით, ფინეთში NATO-ს ძალების შტაბ-ბინის შექმნის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილ გრამმა განაცხადა. „მოველით, რომ ვიქნებით ერთიანი რეგიონული თავდაცვის გეგმის ნაწილი და ერთი მეთაურობის ქვეშ. შესაბამისად, გვექნება ერთიანი თავდაცვა და შეკავება,“ – აღნიშნა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა. Iltalehti-ს ცნობით, შტაბ-ბინა ფინეთის სამხრეთში, ქალაქ მიკელში განთავსდება და აშშ-ის ქალაქ ნორფოლკის გაერთიანებული ძალების სარდლობას დაემორჩილება. გეგმის თანახმად, ახალ შტაბბინაში ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან 376 ოფიცერს გააგზავნიან. მედიის ინფორმაციით, ახალი შტაბ-ბინის საკითხი, სავარაუდოდ, ივლისში ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზეც დადგება დღის წესრიგში. შეგახსენებთ, ფინეთი ნატოს 31-ე წევრი 2023 წლის აპრილში გახდა  

ბაიდენის თქმით, ნეთანიაჰუ შეცდომას უშვებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ღაზის სექტორში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინი ნეთანიაჰუ შეცდომას უშვებს. „ვფიქრობ, რასაც ის აკეთებს, შეცდომაა. მე არ ვეთანხმები მის მიდგომას,"- განაცხადა ბაიდენმა ინტერვიუში. მისი თქმით, ღაზის სექტორს უნდა ჰქონდეს "სრული წვდომა ყველა საკვებსა და წამალზე" მომდევნო ექვსიდან რვა კვირის განმავლობაში. „ვფიქრობ, აღმაშფოთებელია, რომ ამ ოთხ, სამ მანქანას დაარტყეს დრონები და გამოიყვანეს გზატკეცილიდან, რომელიც არც საზღვრის გასწვრივ იყო და სადაც არც კოლონა მოძრაობდა,“ - აღნიშნა ბაიდენმა ტელეარხ Univision-თან ინტერვიუში. ის საუბრობდა World Central Kitchen-ის ავტომობილებზე ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე, რასაც ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა. აშშ-ის პრეზიდენტი  ისრაელს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდეს და რომ ჰუმანიტარული დახმარების არ გაგზავნას გამართლება არ აქვს. „რასაც მე მოვუწოდებ არის ის, რომ ისრაელელებმა უბრალოდ მოითხოვონ ცეცხლის შეწყვეტა, დაუშვან მომდევნო ექვსი, რვა კვირის განმავლობაში ქვეყანაში შესული საკვებსა და მედიკამენტებზე სრული წვდომა. ვისაუბრე ყველასთან, საუდელებიდან დაწყებული იორდანიელებით და ეგვიპტელებით დამთავრებული. ისინი მზად არიან, შეიტანონ საკვები პროდუქტები და ვფიქრობ, რომ ამ ადამიანების სამედიცინო და საკვები საჭიროებებით არ დაკმაყოფილებას გამართლება არ აქვს,“ - აღნიშნა ბაიდენმა. ისრაელმა ორი სამხედრო ოფიცერი დაითხოვა მას შემდეგ, რაც ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებზე თავდასხმისას უხეში შეცდომები გამოავლინეს  

რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი გლობალურად მოახდენს გავლენას ამერიკის უსაფრთხოებაზე - ოსტინი

პენტაგონის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებში რუსეთის ფედერაციის უპირატესობის მიუხედავად,"შესანიშნავი სამუშაო" შეასრულა და შეძლო, დაებრუნებინა რუსების მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში დაპყრობილი ტერიტორიის დაახლოებით 50%. ლოიდ ოსტინმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა არ სთხოვს პარტნიორებს მისთვის ბრძოლას, არამედ, ითხოვს მხოლოდ საშუალებებს თავისი ძალისხმევის მხარდასაჭერად. ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის „კონფლიქტის შედეგი“ „გლობალურად მოახდენს გავლენას მოახდენს“ ამერიკის უსაფრთხოებაზე, იტყობინება AP. აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ დასავლელი პარტნიორები კიევს მიატოვებენ. „ჩვენი უსაფრთხოება ამ მღელვარე დროში ამერიკელების სიმტკიცეზეა დამოკიდებული. პუტინი ფსონს დებს, რომ შეერთებული შტატები იყოყმანებს, მიატოვებს ჩვენს მეგობრებს და უკრაინას სასიკვდილო საფრთხეში დატოვებს. თუ კრემლი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს გაამხნევებს პოტენციურ აგრესორებს მთელს მსოფლიოში. შეერთებული შტატები გაცილებით ნაკლებად დაცული იქნება, თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს,“ - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.   მანვე აღნიშნა, რომ ამერიკის უმოქმედობა თავისუფალ სამყაროს საფრთხის ქვეშ დააყენებს და „წარმოუდგენელი ხარჯებისა და საფრთხის“ რისკს შექმნის. მინისტრის განმარტებით, ჩინეთი და სხვა ქვეყნები აკვირდებიან უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებას, რუსეთის ქმედებებს და აშშ-ის რეაქციას.