ძებნის რეზულტატი:

უკრაინა ოკუპირებულ ყირიმში რუსული ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული, საჰაერო განგაში გამოცხადდა. დეტალების დაკონკრეტების გარეშე ჯერჯერობით მხოლოდ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სპიკერმა დმიტრო პლეტენჩუკმა გაავრცელა ცნობა, რომ ყირიმში ჩამოაგდეს რუსული ვერტმფრენი „KA-27“. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, ქალაქში დროებით აიკრძალა სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის მიმოსვლა. ავტოტრანსპორტისთვის დაიკეტა ყირიმის ხიდი. სევასტოპოლს, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარი სამხედრო ბაზა მდებარეობს, უკრაინის თავდაცვის ძალები პერიოდულად უტევენ რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინას დღევანდელ სავარაუდო იერიშსა და მის სამიზნეებზე ჯერ არაფერი უთქვამს.  

ფაშინიანი: ისტორიული სომხეთი და რეალური სომხეთი სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ერთმანეთს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ  ისტორიული სომხეთი და რეალური სომხეთი არამხოლოდ შეუთავსებელია, არამედ, ხშირად ეწინააღმდეგებიან და სერიოზულ საფრთხესაც კი უქმნიან ერთმანეთს. ფაშინიანი ამბობს, რომ ქვეყნის მთავრობასთან ერთად, დიდი ხნის განმავლობაში ისტორიული სომხეთის ფსიქოლოგიის და ტრადიციების მატარებელი იყო და მხოლოდ 2022 წელს მივიდა დასკვნამდე, რომ სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მთავარი ფაქტორი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებია. როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, მხოლოდ 2022 წლის სექტემბრის სამხედრო ოპერაციების, კერძოდ, ჯერმუკზე თავდასხმის შემდეგ საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაცვა შეიძლება გადამწყვეტი გახდეს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მისივე განცხადებით, ამ მომენტიდან დაიწყო მიმდინარე პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური პროცესი, რომელსაც შეიძლება ეწოდოს რეალური სომხეთისა და ისტორიული სომხეთის დელიმიტაციის პროცესი. „ეს პროცესი არ არის იმაზე ადვილი, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი. ისტორიული სომხეთი არ აღიარებს რეალური სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ვინაიდან რეალური სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა ისტორიული სომხეთისთვის შემზღუდველი ფაქტორია. ნებსით თუ უნებლიეთ, ისტორიული სომხეთი გამოძახილს ჰპოვებს მთელ რიგ ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ ამბიციები რეალური სომხეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიების მიმართ, რადგან რეალური სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი, იგივე შემზღუდველი ფაქტორია ამ ქვეყნების მადისთვის,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.  

გერმანიის ხელისუფლება აპირებს, 35 ტანკი შეუკვეთოს იმ ბრიგადისთვის, რომელთა მუმდივი განლაგება ლიეტუვაში დაიწყო - Bloomberg

გერმანიის ხელისუფლება აპირებს, რომ 35 ტანკი შეუკვეთოს იმ ბრიგადისთვის, რომელთა მუმდივი განლაგება ცოტა ხნის წინ ლიეტუვაში დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას Bloomberg-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის თანახმად, გერმანიის თავდაცვის მინისტრს ბორის პისტორიუსს სურს, შეიძინოს 35 დამატებითი Leopard 2 A8-ის ტიპის საბრძოლო ტანკი, რათა ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადა გააძლიეროს - ეს NATO-ს ერთობლივი ძალისხმევის ნაწილია, რათა დაიცვას ევროპის აღმოსავლეთი ფლანგი რუსეთისგან. ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ტაკნების ჯამური ღირებულება მილიარდი ევრო იქნება და ისინი შეავსებენ 18 ტანკს, რომლის შეძენაც გერმანიამ შეისყიდა. გერმანიამ ლიეტუვაში ბრიგადის მუდმივად განლაგება დაიწყო  

მერიამ „აგენტების კანონის“ სარეკლამო პლაკატების გავრცელების საკითხზე მოკვლევა დაიწყო

თბილისის მერის მოადგილის, კახაბერ გულედანის ინფორმაციით, დედაქალაქში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  პლაკატების გამოკვრაზე მუნიციპალიტეტს ნებართვა არ გაუცია. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას მოკვლევა დაწყებული აქვს. „ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე პლაკატების განთავსება - გინდ პოლიტიკური და გინდ არაპოლიტიკური შინაარსის, თუ არის ის უნებართვო, რა თქმა უნდა, არის სამართალდარღვევა. აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა და მივყვებით პროცესს. მუნიციპალიტეტს აღნიშნულ საკითხზე ნებართვა არ გაუცია. სანქციები გახლავთ შემდეგი: გააჩნია ზონას 200 ლარიდან 1000 ლარამდე არის ჯარიმა. მოკვლევა ჩატარდება და იმ პლაკატებზე, რომელზეც ნებართვა არ არის გაცემული იქნება შესაბამისი სანქციები,” - განაცხადა კახაბერ გულედანმა. ჟურნალისტის კითხვას, ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკური შინაარსის პლაკატები, რომლებიც ქალაქში გამოჩნდა, მათ შორის, “ქართული ოცნების” მხრიდანაც გაკრული იყო და სანქციები მათაც ეკისრებათ, თუ მათ ნებართვა აღებული ჰქონდათ - დედაქალაქის მერის მოადგილე პასუხობს: “როგორც გითხარით, ნებართვა არცერთ პლაკატზე გაცემული არ არის მუნიციპალიტეტის მხრიდან. დანარჩენზე მოკვლევა მიმდინარეობს მუნიციპალური ინსპექციის მიერ.”  

კრამერი „უცხოური აგენტების კანონპროექტზე“: ეს არის სახეში სილის გაწნა დასავლეთისთვის კონკრეტულად კი - ამერიკისთვის

ევროკავშირი, არაერთი ევროპელი პოლიტიკოსისა თუ დიპლომატის მსგავსად, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს უკვე გამოეხმაურა და მთავრობას მოუწოდა, არ გამოიყენოს „გამჭვირვალობა“ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების შესაზღუდად. ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ მსგავსი ნაბიჯები ბლოკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი „უცხოური აგენტების კანონთან“ დაკავშირებით ამბობს, რომ "ეს არის სახეში სილის გაწნა დასავლეთისთვის" კონკრეტულად კი - ამერიკისთვის. „განცხადებებისას მითითება იყო [ამერიკის] ყოფილ ელჩზე, მტკიცება, რომ ახალმა ელჩმა ისწავლა ძველი ელჩის შეცდომებზე. ეს ნამდვილად აღმაშფოთებელია. ეს არაა ის, რასაც ევროკავშირი მოელის მთავრობისგან, რომელიც ამტკიცებს, რომ ბლოკში გაწევრიანებით და კრიტერიუმების დაკმაყოფილების კუთხით პროგრესითაა დაინტერესებული", ამბობს დევიდ კრამერი „ამერიკის ხმასთან.“ ამ დრომდე გაკეთებული განცხადებებით ქვეყნის ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ერთხმად ამბობენ, რომ ეს („უცხოური აგენტების კანონპროექტი, რედ.) არაა ნაბიჯი, რომელიც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.  

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დსთ-ს შეხვედრას არ დაესწრება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი არ დაესწრება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წარმომადგენელი მისი კოლეგების შეხვედრას - აცხადებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. დსთ-ის შეხვედრა 12 აპრილს, მინსკშია დანიშნული. სომხეთს რუსეთთან ახლო მოკავშირეობის ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა ბოლო თვეებში ერევანი ამ ალიანსისგან დისტანცირებისთვის დგამს ნაბიჯებს - იმ ფონზე, როცა, გავრცელებული ვარაუდით, მის გულისწყრომას იწვევს მოსკოვის მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობა მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომში. დსთ წარმოადგენს მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედ დაჯგუფებას, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, 1991 წელს ამოქმედდა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მონაწილეობით. საქართველომ და უკრაინამ - რუსეთის აგრესიის მსხვერპლმა ქვეყნებმა - დსთ უკვე დატოვეს, მოლდოვამ თავისი დე-ფაქტო მონაწილეობა შეაჩერა და აცხადებს, რომ ორგანიზაციიდან წლის ბოლომდე გეგმავს გასვლას. მირზოიანის გადაწყვეტილებას, არ დაესწროს დსთ-ის შეხვედრას რამდენიმე დღით უსწრებდა წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ ბრიუსელში გამართული სამმხრივი შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან. შეხვედრა კონცენტრირებული იყო სომხეთის გამძლეობის გაღრმავებაზე და მისი რუსეთზე მძლავრად დამოკიდებული ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე.  

ქართველების 90%-ს სურს, შეუერთდეს ევროკავშირს და არა პუტინის რუსეთს - გერმანიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი ამბობს, რომ „უცხოური აგენტების“ შესახებ შემოთავაზებული კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან.  „დამოუკიდებელი და კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოება არა ხალხის მტერი, არამედ, პირობაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. "ქართულმა ოცნებამ" უნდა მოუსმინოს თავის ხალხს: ქართველების 90%-ს სურს, შეუერთდეს ევროკავშირს და არა პუტინის რუსეთს," - წერს როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

აშშ და ბრიტანეთი გააძლიერებენ ძალისხმევას, რათა უკრაინაში გამოსაყენებლად რუსეთში იარაღის შეტანა თავიდან აიცილონ

აშს-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიტანელ კოლეგას უმასპინძლა. მათ სხვა საკითებთან ერთად უკრაინის დახმარების აუცილებლობა განიხილეს. „ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარების გაგრძელების აუცილებლობა რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში. გაერთიანებული სამეფო ამ ძალისხმევაში პირველივე დღიდან შესანიშნავი ლიდერია. მან რუსეთს სანქციები და ექსპორტზე კონტროლი დაუწესა. დიდი ბრიტანეთი აფერხებს რუსეთის უნარს, განაგრძოს ომის დაფინანსება, გაზარდოს ინვესტიციები თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში.“ „ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უკრაინისთვის დახმარების მიღების აუცილებლობაზე, რაც გულისხმობს დამატებით საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვას, არტილერიას. ჩვენ ორივემ, გასულ კვირას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მოვისმინეთ იმ გადაუდებელი დახმარების შესახებ, რაც კიევს სჭირდება. ორივე ქვეყანა ზეწოლას ახდენს საკუთარ თავზე და აიძულებს სხვებსაც ამის გაკეთებას.“ „ვისაუბრეთ ძალისხმევის გაძლიერების გზებზე, რათა თავიდან ავიცილოთ რუსეთში იარაღისა და მასალის შეტანა უკრაინაში გამოსაყენებლად. და ეს არის მუდმივი გამოწვევა და ჩვენ ვხედავთ იარაღს, ჩვენ ასევე ვხედავთ ტექნოლოგიებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთში თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას ჩრდილოეთ კორეიდან, ირანიდან, ჩინეთიდან. ეს არის განსაკუთრებული შეშფოთების სფერო არამხოლოდ შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოსთვის, არამედ, ჩვენი მრავალი მოკავშირისა და პარტნიორისთვის მთელ ევროპაში,“ - აღნიშნავს ენტონი ბლინკენი.  

ევროკავშირის სასამართლომ სანქცირებული მილიარდერების, ავენისა და ფრიდმანის სარჩელები დააკმაყოფილა

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ სანქციების სიაში რუსი მილიარდერების მიხაილ ფრიდმანისა და პიოტრ ავენის შეყვანის გადაწყვეტილება გააუქმა. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ შესაძლოა, მიხაილ ფრიდმანს, პიოტრ ავენსა და ვლადიმერ პუტინს ან მის გარემოცვას შორის სიახლოვე არსებობდეს, მაგრამ ევროკავშირმა იმის ჩვენება ვერ შეძლო, რომ მათ იმ მოქმედებებს ან პოლიტიკას დაუჭირეს მხარი, რომლებმაც უკრაინას ზიანი მიაყენეს. რუსი მილიარდერები მიხაილ ფრიდმანი და პიოტრ ავენი „ალფა ჯგუფის“ დამფუძნებლები არიან, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკს, „ალფა ბანკს“ ფლობს. „საერთო სასამართლოს მიაჩნია, რომ საწყის აქტებში მოყვანილი არცერთი მიზეზი არ არის საკმარისად დასაბუთებული და მოცემულ სიებში ავენისა და ფრიდმანის შეყვანა გაუმართლებელი იყო,“ - ნათქვამია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს განცხადებაში. ცნობისთვის, ფრიდმანსა და ავენს ევროკავშირმა სანქციები 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში დაუწესა. ფრიდმანმა და ავენმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ევროკავშირს არანაირი მტკიცებულება არ აქვს, სანქცირების გადაწყვეტილება ევროკავშირის სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომაც მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნებოდა. ევროპულ საბჭოს ამ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება შეუძლია. პიოტრ ავენი და მიხაილ ფრიდმანი, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვეს, სანქცირებული არიან ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ.  

11 წლამდე პატიმრობა ემუქრება „ნიკორას“ მოლარე კონსულტანტს, რომელმაც შსს-ს ცნობით, კლიენტის ქულები დახარჯა

პოლიციამ სუპერმარკეტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელის, „ნიკორას“ თანამშრომელი და მისი თანამზრახველი დააკავა. მათ ბრალად ედებათ კლიენტის დაგროვილი ქულების დაუფლება და დახარჯვა. 20 და 21 წლის ახალგაზრდებს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ამით სუპერმარკეტების ქსელს მიადგა „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი“. საქმე აღძრულია ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ მონაცემებში შეღწევის კვალიფიკაციით - სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით. შსს-ის ინფორმაციით, დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი - 2004 წელს დაბადებული ა.ე. და 2003 წელს დაბადებული ჯ.უ. დააკავეს. „კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჯ.უ.-მ და ა.ე.-მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად შეიმუშავეს სხვის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის გეგმა, კერძოდ: ა.ე. რომელიც დასაქმებული იყო სს „ნიკორა ტრეიდში“ მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე, იმახსოვრებდა სუპერმარკეტ „ნიკორას“ მომხმარებელთა პირად და დაგროვების ბარათის ნომრებს და შემდგომ აწვდიდა მათ ჯ.უ.-ს. თავის მხრივ, ჯ.უ.-მ მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში ჩაწერა „NIKORA SUPERMARKET“-ის აპლიკაცია, სადაც სხვის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის მიზნით, არეგისტრირებდა ა.ე.-ს მიერ მიწოდებულ ამავე მაღაზიის მომხმარებლების პირად და დაგროვების ბარათის ნომრებს, რის შემდგომაც ჯ.უ. მიდიოდა სს „ნიკორა ტრეიდის“ მაღაზიებში და მოლარეების შეცდომაში შეყვანის გზით, ხარჯავდა მომხმარებელთა ბარათებზე დაგროვილ ქულებს. ქულების გახარჯვის შედეგად მიღებულ სარგებელს კი, ინაწილებდა ა.ე.-სთან ერთად.აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სს „ნიკორა ტრეიდს“ მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.  

პრეზიდენტი: როცა საკითხი ეხება ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანს, პრეზიდენტი აქ ნეიტრალური ვერ იქნება

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები, რუსული კანონის შედეგები და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა დელფინ პრონკმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ღირებულებების დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისათვის და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება მიულოცა. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ევროკავშირის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირს მადლობა გადაუხადა სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისათვის. დელეგაციის მხრიდან აღინიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი ხალხისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის პროცესი და ის იზიარებს ევროკავშირის ღირებულებებს. საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში უკვე მეორედ ინიცირებულ რუსულ კანონს ქვეყნისათვის გამოწვევა უწოდა და აღნიშნა, რომ კანონის მიღება გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე. ევროკავშირის ღირებულებების დამცველი სამოქალაქო სექტორის განადგურება კი, სწორედ რუსეთის მიზანს წარმოადგენს. „როცა საკითხი ეხება ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანს, პრეზიდენტი აქ ნეიტრალური ვერ იქნება!”- განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხზე და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული რიტორიკა მიუღებელია. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შავი ზღვა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის უსაფრთხოებაცაა და რუსეთი ცდილობს ის დაპირისპირების ზღვად აქციოს. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან რუსული „მი-24“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. რუსეთი ამტკიცებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, „მი-24“ - ის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური პრობლემა გახდა. ვერტმფრენის ეკიპაჟის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. მანამდე უკრაინელებმა გაავრელეს ინფორმაცი, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსული ვერტმფრენი „კა-27“ ჩამოაგდეს.  

რობინ დანიგანი: აშშ-მ, როგორც საჯაროდ, ასევე მთავრობასთან პირად საუბრებში გამოთქვა სერიოზული შეშფოთება წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით

„აშშ-მ, როგორც საჯაროდ, ასევე მთავრობასთან პირად საუბრებში გამოთქვა სერიოზული შეშფოთება წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს და ასევე შეშფოთებულები ვართ, რომ ის უარყოფით გავლენას იქონიებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებების შესაძლებლობაზე, აკეთონ თავიანთი მნიშვნელოვანი საქმე, რათა დაეხმარონ ქართველ ხალხს ყოველდღიურად,“ – ეს განცხადება ამერიკის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა მედიასთან გააკეთა. დანიგანმა ხაზი გაუსვა, რომ იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც მმართველმა გუნდმა წარადგინა, შეშფოთება მხოლოდ აშშ-ს არ აქვს. ხაშურში ამერიკულ ცენტრში ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ როდესაც კანონპროექტი დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების შეშფოთებას იწვევს, ხოლო ოკუპანტი მიესალმება მას, ქართველებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ "არის თუ არა ის სასიკეთო მათი ქვეყნისთვის.“ „ეს არ არის მხოლოდ აშშ-ის შეშოთების საგანი,  ევროკავშირმა, NATO-მ, ევროპულმა საბჭომ, ევროპარლამენტმა, მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ და პარლამენტმა, გაერომ ასევე გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. მათ გამოთქვეს შეშფოთება, რომ ეს კანონპროექტი უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე,“ განაცხადა ელჩმა და იმ მნიშვნელოვან სამუშაოზე გაამახვილა ყურადღება რომელსაც აშშ საქართველოსთვის ახორციელებს. აშშ, პარტნიორობითა და მეგობრობით, მჭიდროდ მუშაობდა საქართველოს მთავრობებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რათა განეხორციელებინა ექვსი მილიარდ დოლარის დახმარება. რას ნიშნავს და როგორია ეს მეგობრობა და დახმარება? მეგობრები რასაც აკეთებენ, რომ მხარს უჭერენ მეგობრებს გაძლიერებაში, სწორედ ეს გავაკეთეთ. ჩვენმა დახმარებამ გააძლიერა საქართველოს თავდაცვითი ძალები, აღჭურვა საქართველოს სანაპირო დაცვა, რათა საქართველომ შეძლოს სუვერენული ტერიტორიის დაცვა და ასევე შეაკავოს შემდგომი აგრესია,“ – განაცხადა ელჩმა. ელჩის განმარტებით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას. „ჩვენი დახმარების საშუალებით აშენდა საავადმყოფოები, სკოლები, ჩვენ მოვამზადეთ ექიმები, მასწავლებლები, გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები. ჩვენი დახმარების საშუალებით აშენდა დამოუკიდებელი საცხოვრებელი ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა დავხმარებოდით შშმ პირებს, რომ შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება. ჩვენმა დახმარებამ მცირე ფერმერებს და მცირე მეწარმეებს მისცა სესხები. ჩვენ მივეცით ახალგაზრდებს პროფესიული განათლება. ჩვენ გავხსენით ამერიკული ცენტრები, სადაც უფასოდ შეისწავლება ინგლისური ენა და უზრუნველვყოფთ წიგნებით. ჩვენ ათასობით ქართველს მივეცით აშშ-ის სასწავლო პროგრამებში სწავლის შესაძლებლობა. ეს ისაა, რასაც მეგობრები აკეთებენ. მეგობრები ეხმარებიან ქვეყანას შესაძლებლობების გაძლიერებაში და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასა და თავდაცვაში. მე ძალიან ამაყი ვარ, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებით, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელთაც ეს დახმარება განახორციელეს. ასე რომ, თქვენ უნდა დაუსვათ თავს კითხვა, თუ გაქვთ კანონპროექტი, რომელზეც თქვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრები სერიოზულ შეშთოფებას გამოხატავენ, მაგრამ ოკუპანტი მიესალმება მას, უნდა დაუსვათ თავს კითხვა, არის თუ არა ეს სასიკეთო თქვენი ქვეყნისთვის? მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონმდებლობის მსგავსი. აშშ მიესალმება ჩვენი სამოქალაქო ორგანიზაციების როლს და იმას, როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა კონკრეტულად მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და პირები, რომელთაც ფულს უხდიან უცხო ქვეყნის მთავრობისა და მათი ინტერესების ლობირებაში, იყვნენ დარეგისტრირებული. ეს ძალიან განსხვავებული კანონია. ამით, კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო, რომ აშშ საქართველოს, მისი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას,“ – განაცხადა დანიგანმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

გერმანია საქართველოში ტრანსპორტისა და მობილობის სფეროში რეფორმების მხარდამჭერ პროექტს იწყებს

გერმანიის საელჩომ საქართველოში „მდგრადი მობილობის ახალი გერმანულ-ქართული პროექტის „Connect Georgia“ დაწყების შესახებ გამოაცხადა. პროექტი ითვალისწინებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობას ტრანსპორტისა და მობილობის სფეროში დაგეგმილი მდგრადი რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით. გერმანიის მთავრობის მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მეშვეობით დაფინანსებული ახალი პროექტის “Connect Georgia”-ს გახსნითი ღონისძიება დღეს გაიმართა. „პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები მოიცავს აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში, ასევე თბილისსა და ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და აქტიური მობილობის (ველოსიპედითა და ფეხით გადაადგილების) გაუმჯობესებას. პროექტის მიზანს წარმოადგენს ასევე მოსახლეობისთვის აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობა. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტს წარმოადგენს საქართველოში მდგრადი ტრანსპორტის მიმართულებით ეროვნული მარეგულირებელი ჩარჩო პირობების გაუმჯობესება, რაც შესაბამისი სამინისტროების, სხვა ეროვნული უწყებებისა და რეგიონული მუნიციპალიტეტების ჩართულობით განხორციელდება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელი საქართველოში ვერენა ცელი, საქართველოში გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ლიდია კრისტმანი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სანდრა შენკე და პროექტ “Connect Georgia“-ს ხელმძღვანელი იან რიკმაიერი. „პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანსპორტო კანონმდებლობის ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას და საქართველოს იმ მიზნების მიღწევას, რომლებიც ეხება 2030 წლის კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ ქვეყნის სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმას“, განაცხადა ვერენა ცელმა თავის გამოსვლაში. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ბათუმისა და თბილისის მუნიციპალიტეტების მერიის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.  

მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები „უცხოური აგენტების კანონპროექტის“ წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს პენცენტრი, მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები „უცხოური აგენტების კანონპროექტის“ ხელახლა ინიცირებას საქართველოს პარლამენტში გმობენ. განცხადებაზე ხელმომწერები ამბობენ, რომ ხელისუფლება კვლავ ცდილობს რუსული კანონის ქართველი ხალხისთვის თავსმოხვევას. „გაცემული სიტყვის გატეხა, მეგობრების გასაჭირში მიტოვება, მტერთან კოლაბორაცია, ძლიერთან ქედის მოხრა, ხოლო სუსტების ჩაგვრა, არასდროს ყოფილა და ვერასდროს იქცევა ქართული სულის და ხასიათის ნაწილად...მოვუწოდებთ ქართველ ხალხს, არავითარ შემთხვევაში არ შეეგუონ სიტყვის გამტეხელ, ნებაყოფლობით გარუსებული მოღალატეების ძალმომრეობას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის ღალატს და ყველა შესაძლო ფორმით და მეთოდით წინ აღუდგნენ საქართველოს რუსიფიკაციის მორიგ მცდელობას,“ - წერია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: გვანცა ჯობავა, გამომცემელი, მთარგმნელი; ანა ჯავახიშვილი, პოეტი; ბექა ქურხული, მწერალი; დალილა გოგია, მთარგმნელი; რატი მუჯირი, მწერალი; ზაზა კოშკაძე, მწერალი, პოეტი; პაატა შამუგია, პოეტი; ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე; ზურა პაპიაშვილი, მწერალი; ნიკი თარხან-მოურავი, გამომცემელი; ეკატერინე ტოგონიძე, მწერალი; ბესო სოლომანაშვილი, მწერალი; ნინო ბექიშვილი, ჟურნალისტი, ლიტერატურის მენეჯერი; ნატო ალხაზიშვილი, გამომცემელი; ტორესა მოსი, მწერალი; თამარ ლონდარიძე, გამომცემელი; ნიკოლოზ აგლაძე, ლიტერატურის კრიტიკოსი; ლელა კოდალაშვილი, მწერალი; ირინე ჭოღოშვილი, ლიტერატურის მენეჯერი; ნატო გორდელაძე, გამომცემელი; ანა კოპალიანი, მთარგმნელი; მაკა კასრაძე, გამომცემელი; თინა მამულაშვილი, გამომცემელი ლაშა ბუღაძე, მწერალი; ნათია გიორგაძე, მწერალი; მაგდა ნოვაკოვსკა, მთარგმნელი, ქართველოლოგი; დარეჯან კიკოლიაშვილი, მთარგმნელი; ნატო კვარაცხელია, მთარგმნელი; ანა ჭაბაშვილი, რედაქტორი; მარინე ცხადაია, გამომცემელი; ირაკლი ლომოური, მწერალი რუსუდან რუხაძე, მწერალი; ვასო გულეური, მწერალი, მთარგმნელი; ნუკა ღამბაშიძე, გამომცემელი, კულტურის მენეჯერი; ლელა შუბითიძე, კულტურის მენეჯერი; ნინა სურამელაშვილი, მწერალი; თამთა მელაშვილი, მწერალი; მედეა იმერლიშვილი, ჟურნალისტი; შოთა იათაშვილი, მწერალი, პოეტი; მაშო სამადაშვილი, ლიტერატურათმცოდნე; ნატა ლომოური, კულტურის მენეჯერი, საქართველოს პენცენტრი; ხათუნა ცხადაძე, მთარგმნელი, საქართველოს პენცენტრი; კოკა ქამუშაძე, მწერალი; რატი ამაღლობელი, პოეტი; მაიკო დანელია, კულტურის მენეჯერი; იაკი კაბე, მწერალი; ბელა ჩეკურიშვილი, პოეტი; ლელა დუმბაძე, მთარგმნელი; მაკო ჯანჯიბუხაშვილი, მწერალი; ანა მარგველაშვილი, გამომცემელი; დათო გორგილაძე, მწერალი; ზვიად კვარაცხელია, გამომცემელი; არჩილ ქიქოძე, მწერალი.

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინისთვი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა. სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის WISENT 1 გამანადგურებელი ორი ერთეული, 155 მმ კალიბრის 6000 ჭურვი, 30 უპილოტო საფრენი აპარატი Heidrun, 11 მოძრავი განაღმვის სისტემა, 680 Haenel MK556 ტყვიამფრქვევი, სნაიპერული შაშხანები და სხვა საბრძოლო მასალა.  

კობახიძე: ჩვენი პასუხისმგებლობაა, ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ

კარგად გვესმის, რომ სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Facebook-ზე წერს. ის ამბობს, რომ „ოპოზიცია, აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს.“ „ორი კვირის წინ ისტორიულმა საფეხბურთო გამარჯვებამ ქართველი ხალხი გაგვაერთიანა. ბედნიერებისა და ეროვნული სიამაყის განცდამ გააერთიანა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, ქვეყანა, ქართული ფეხბურთი და საქართველოს გამარჯვება. სპორტი და ფეხბურთი ყველასია. სპორტი და ფეხბურთი თანაბრად ეკუთვნის საქართველოს ყველა გულშემატკივარს, ყველა პატრიოტ ქართველს. ქართულმა სპორტმა ბოლო წლებში უპრეცედენტო წარმატებებს მიაღწია. პირველად ისტორიაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, პირველად ისტორიაში მორაგბეებმა 6 ერის გუნდებს მოუგეს, პირველად ისტორიაში კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდს შორისაც მოხვდა, პირველად ისტორიაში წყალბურთის ნაკრებმა ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის დაიკავა ადგილი, პირველად ისტორიაში ხელბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. როდესაც 30 წლის თავზე სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში რაღაც პირველად ხდება, ეს ნიშნავს, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების ძალისხმევის წილიც დიდია. თუმცა, ხელისუფლებას არასოდეს უცდია, ეს გამარჯვებები თავისთვის მიეწერა. კარგად გვესმის, რომ სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ. სამწუხაროა, რომ რასაც ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით, საერთოდ არ უფრთხილდება ოპოზიცია, რომელიც აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს. აქედანაც ჩანს მათი დამოკიდებულება ქვეყნისა და იმ ყველაფრის მიმართ, რასაც საქართველოს იდენტობა უკავშირდება. მხოლოდ უსამშობლო ადამიანები თუ იკადრებენ იმას, რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ქართული სპორტისა და ხელოვნების წინააღმდეგ კადრულობენ. ეს იყო მათი ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც კომპრომეტირებულ ხელოვანებს, სპორტსმენებს და მათი ოჯახის წევრებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების სამსახურში აყენებდნენ და იგივეა მათი ხელწერა დღესაც. ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც გულგრილი არ არის საკუთარი ქვეყნის, ქართული სპორტისა და ხელოვნების მიმართ, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას და გიგაურის პოლიტიკურ ჭუჭყში ქართული სპორტისა და ხელოვნების გასვრა არ დაუშვას,” - აღნიშნავს პრემიერი.  

ბრაზილიის პოლიცია აცხადებს, რომ დაკავებულია თვითმფრინავი, რომლითაც 400 კგ-მდე კოკაინი გადაჰქონდათ

ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ, საჰაერო ძალების მხარდაჭერით დააკავა თვითმფრინავი, რომლითაც დაახლოებით 400 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი გადაჰქონდათ. პოლიციის ცნობით, მცირე ზომის თვითმფრინავი, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენის თანხლებით, პარაგვაიდან სან-პაულოში მიემართებოდა.  პილოტი იძულებული გახდა, თვითმფრინავი დაესვა. ბრაზილიის საჰაერო ძალების ცნობით, პილოტი ნარკოტიკევით ვაჭრობისთვის დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს.  

ევროკომისია უკრაინას 1,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკომისიამ უკრაინას აპრილისთვის ფინანსური დახმარება გამოუყო. დახმარების მოცულობა 1,5 მილიარდ ევროს შეადგენს. „უკრაინისთვის წინასწარი დაფინანსების მეორე ტრანში 1,5 მილიარდი ევროს ოდენობით აპრილში იგეგმება, შეთანხმებული პირობების შესრულების დადებითი შეფასების გათვალისწინებით,“-ნათქვამია განცხადებაში. ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით 4,5 მილიარდი ევრო უკვე გადაურიცხა. ჯოზეფ ბორელის ცნობით, ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების პირველი ტრანში დღეს, 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტიდან გადაურიცხა. „უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდამჭერი ჩვენი 50 მილიარდი ევროს პაკეტიდან 4,5 მილიარდი ევროს გადახდა განვახორციელეთ“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა 20 მარტს.  

შვეიცარია 2036 წლამდე უკრაინის აღდგენისთვის 5 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს

შვეიცარია გეგმავს, გააძლიეროს ეკონომიკური განვითარება და უკრაინის გრძელვადიანი დახმარება მომდევნო თორმეტი წლის განმავლობაში. ეს გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 2024 წლის 10 აპრილს სხდომაზე მიიღო. კერძოდ, 2036 წლამდე ამ მიზნებისთვის მხოლოდ 5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის (5 მილიარდ ევროზე მეტი) გამოყოფა იგეგმება. შვეიცარიამ თებერვალში გამოაცხადა, რომ 1,7 მილიარდ დოლარს გამოყოფს უკრაინის აღდგენისთვის - 2025 წლიდან 2028 წლამდე. ფედერალური საბჭო ასევე აპირებს, განიხილოს სხვა წყაროები (გარდა საერთაშორისო თანამშრომლობისა), საიდანაც შესაძლებელი იქნება დარჩენილი 3,5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის გამოყოფა, რომელიც იგეგმება უკრაინის რეკონსტრუქციისთვის. ფედერალურმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ასევე დაავალა საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროს უკრაინისთვის ერთობლივი პროგრამის შემუშავება, რომელიც მოიცავს შესაბამისი ზედამხედველობის მექანიზმებს. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა შეთანხმდება შვეიცარიასთან პირველი სამშვიდობო სამიტის თარიღზე. უკრაინა მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა შვეიცარიაში გამართულ სამშვიდობო სამიტში. Bloomberg-ის ცნობით, შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტი შესაძლოა, 16-17 ივნისს ჩატარდეს, თუმცა უცნობია, რამდენი ლიდერი დაესწრება მას.