ძებნის რეზულტატი:

რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აფართოებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ოქტომბერს განკარგულება გამოსცა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების შესახებ. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში შესვლის უვიზო რეჟიმი გავრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში ჩადიან „შრომითი საქმიანობისთვის 90 დღეზე მეტი ვადით დროებით ყოფნისთვის, მათ შორის, განათლების მიღების მიზნით.“ მანამდე, საქართველოს მოქალაქეების ამ კატეგორიას რუსეთში უვიზოდ შესვლის უფლება არ ჰქონდა. პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წელს დაწესებული სავიზო რეჟიმი 2023 წლის 15 მაისს გააუქმა. ცნობისთვის, რუსეთი მის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო, დასავლური სანქციების ქვეშაა. მოსკოვს ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აქვს აღიარებული საქართველოს ოკუპირებული რეგიონები. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.

NATO ევროპაში 49 ახალი ბრიგადის განთავსებას გეგმავს - მედია

NATO ევროპაში თავისი ძალების გაზრდას 49 ახალი საბრძოლო ბრიგადის განლაგებით გეგმავს, ეს დაახლოებით, 250 000 ჯარისკაცს ნიშნავს საიმისოდ, რომ ალიანსმა თავიდან აიცილოს რუსეთის აგრესია ევროპის წინააღმდეგ. ამის შესახებ Die Welt-ის ("მსოფლიო" - ყოველდღიური გაზეთი, რომელიც გერმანიაში 1946 წლიდან გამოდის) საკვირაო გამოცემა Welt am Sonntag-ი არასაჯარო ცნობებზე დაყრდნობით წერს. გამოცენის ცნობით, ეს გეგმა ამერიკელმა გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ და ფრანგმა ადმირალმა პიერ ვანდიემ წარადგინეს. „ადრე ითვლებოდა, რომ 82 ბრიგადა, ანუ დაახლოებით 400,000 ჯარისკაცი საკმარისი იყო NATO-სთვის, მაგრამ ახალი შეფასებები აჩვენებს, რომ ძალების მინიმალური რაოდენობა 131 ბრიგადაა, თითოეულში 5000 ჯარისკაცით, რაც სულ დაახლოებით 650,000 ჯარისკაცს ნიშნავს. ასევე იგეგმება კორპუსების რაოდენობის 6-დან 15-მდე გაზრდა და დივიზიების შტაბების 24-დან 38-მდე გაზრდა,“ წერს გამოცემა. გარდა ამისა, იგეგმება საჰაერო თავდაცვის ნაწილების ხუთჯერ გაზრდა – 293-დან 1467-მდე. მედია წერს, რომ NATO-ს ახალი გეგმის ჩამოყალიბების აუცილებლობა აიხსნება იმ მუქარით, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთიდან მოდის. ბრიტანეთის არმიის სარდალმა NATO-სთან ომის შემთხვევაში, რუსეთს სწრაფი მარცხი უწინასწარმეტყველა  

რა წერია რეზოლუციაში, რომელიც გერმანიის პარლამენტმა საქართველოზე მიიღო

"საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ - გერმანიის პარლამენტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას მმართველ უმრავლესობის პარტიებმა - "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ", "მწვანეებმა" და "ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ" დაუჭირეს მხარი. ოპოზიციური პარტიები "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი", ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" და ულტრამემარცხენე "სარა ვაგენკნეხტის კავშირი" წინააღმდეგ წავიდნენ. "მემარცხენეებმა" კი, თავი შეიკავეს. ბუნდესტაგის რეზოლუცია განსახილველად ახლა გერმანიის მთავრობას გადაეცემა, რომელმაც მისი გათვალისწინებით უნდა შეიმუშაოს პოლიტიკა. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი წინსვლა ვერ და არ იქნება. ხაზგასმულია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის როლი და ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული. რეზოლუციის თანახმად, ასევე, აბსოლუტურად მიუღებელი და დემოკრატიის ევროპულ გაგებასთან შეუსაბამოა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი განცხადება არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სურვილის შესახებ. ტექსტის ავტორების შეფასებით, საქართველოსათვის მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება გზაგასაყარი  - გადაწყვეტილება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს და ქვეყნის ევროპული კურსის შესახებ.  

2023 წელს, ევროკავშირმა მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მხარდასაჭერად, საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა

2023 წელს, ევროკავშირმა EU4Business ინიციატივის მეშვეობით, მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად, საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, „ამ მნიშვნელოვანი ინვესტიციის შედეგად შეიქმნა სამუშაო ადგილები, გაიზარდა ექსპორტი, დაინერგა ინოვაციები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერებასა  და განვითარებას.“ ევროკავშირის წარმომადგენლობის მონაცემებით, მხოლოდ გასულ წელს, 50 სხვადასხვა პროექტის მეშვეობით, მხარდაჭერა მიიღო საქართველოში მოქმედმა 39,000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა. აღნიშნულმა პროექტებმა ხელშესახები შედეგები მოიტანა როგორც თავად მეწარმეებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, კერძოდ: მხარდაჭერილი მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა  12.8%-ით გაიზარდა, რაც თითქმის 37,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნაში აისახა. გარდა ამისა,  ბიზნესებმა 200 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი შემოსავალი მიიღეს, რაც ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაში ამ ინიციატივის ეფექტიანობაზე მეტყველებს.   ევროკავშირის მხარდაჭერა სამი ძირითადი ღერძის გარშემოა აგებული: ფინანსებზე წვდომა: 2023 წელს განხორციელდა 2 მილიონი ევროს ინვესტიცია (ჯამური ბიუჯეტის 52.9%) შეღავათიანი სესხების, მიკროფინანსირებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური ცნობიერების ამაღლების მხარდასაჭერად. ბიზნესის განვითარების სერვისები: 10.9 მილიონი ევროს ინვესტიცია (ბიუჯეტის 24,8%) კონსულტაციების, ტრენინგებისა და ბიზნეს კლასტერების განვითარებისთვის, რაც ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებასა და ინოვაციების დანერგვას. ბიზნესის ხელშემწყობი გარემო: 9.7 მილიონი ევროს ინვესტიცია (ბიუჯეტის 22,2%) მარეგულირებელი გარემოს რეფორმის ხელშესაწყობად, პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად და საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის წასახალისებლად, რაც ბიზნესს მისი განვითარებისათვის უფრო ხელსაყრელ გარემოს უქმნის. 2023 წლის მთავარ მიღწევებს შორის ევროკავშირი შემდეგ მონაცემებს გვაწვდის: საქართველოში მოქმედმა 39,072-მა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, მათ შორის საკონსულტაციო მომსახურება, ფინანსებზე წვდომა და ჩართულობა შესაძლებლობების განვითარების პროგრამებში 36,973 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა მცირე და საშუალო საწარმოებში ევროკავშირის მხარდაჭერით 458-მა მცირე და საშუალო საწარმომ, ევროკავშირის მხარდაჭერით, საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანა, რამაც ექსპორტის ჯამური მოცულობა 6.8%-ით გაზარდა 17,275-მა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო სესხი    371-მა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო გრანტი    ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საწარმოების 4%-ის მფლობელი ან მმართველი ქალია, რაც ბიზნესში გენდერულ თანასწორობას უწყობს ხელს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მცირე და საშუალო საწარმოებში თანამშრომლების რაოდენობა5%-ით გაიზარდა “ევროკავშირი კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და  კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში განხორციელებულმა პროექტმა საკუთარ მიზანს, რომელიც  80,000 მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ითვალისწინებდა, უკვე  გადააჭარბა. 2021-2023 წლებში ევროკავშირის დახმარება 100 000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ეს შედეგები EU4Business-ის ანგარიშში აისახება: კერძოდ, ის, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მცირე და საშუალო საწარმოებში ამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, აგრეთვე ის, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საწარმოების 40.4%-ის მფლობელი ან მმართველი ქალია, რაც ბიზნესში გენდერულ თანასწორობას უწყობს ხელს. ევროკავშირის მიერ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში განხორციელებული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში განხორციელებული ინვესტიციაა,“ – განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა. ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციითმ, EU4Business ინიციატივის მეშვეობით, ევროკავშირი წლების განმავლობაში წარმატებით უჭერს მხარს საქართველოში მოქმედ  მცირე და საშუალო საწარმოებს და აძლიერებს მათ. ამაზე ინიციატივის შედეგებიც მეტყველებს, კერძოდ, 2021-დან 2023 წლამდე:   ინიციატივის ფარგლებში მხარდაჭერილ იქნა 100,000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი შეიქმნა 77,000 ახალი სამუშაო ადგილი შემოსავლის სახით მიღებულ იქნება დამატებით 550 მილიონი ევრო. „საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებში ევროკავშირის მიერ განხორციელებული ინვესტიცია მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოში ეკონომიკური ზრდის, ინოვაციებისა და ქვეყნის ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობას,“ აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში. ასევე წაიკითხეთ: EU4Business-ის 2023 წლის ქვეყნის ანგარიში: საქართველო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

11 ოქტომბერს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, ბულგარეთის, იაპონიის, ლუქსემბურგისა და ფინეთის დელეგაციებმა და საბჭოს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. დოკუმენტს მხარი საბჭოს 24 წევრმა დაუჭირა. წინა წელთან შედარებით, რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილია. საგარეო უწყების ცნობით, 11 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში, პირველად აისახა ჩანაწერი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის თაობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2024 წლების გადაწყვეტილებების შესაბამისად, რეზოლუციაში საუბარია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე რუსეთის, როგორც ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობის შესახებ. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ადამიანის უფლებათა საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე. რეზოლუციაში ასევე საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალის მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევის შეზღუდვის თაობაზე. საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მოითხოვს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას. რეზოლუციაში საბჭო ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას. ხაზგასმულია ასევე გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) როლი. მიღებული რეზოლუციით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს საბჭოს მომდევნო - 58-ე და 59-ე სესიებზე რეზოლუციის შესრულებასთან დაკავშირებით ზეპირი და წერილობითი ანგარიშების წარდგენას ავალებს. ცნობისთვის, საქართველოს რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციი, თავის გამოსვლაში, მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების შედეგად ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა; ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და მათზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელების ფაქტი, რაც დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა (ECHR) და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებებით. ლაშა დარსალიას განცხადებით, მიუხედავად საბჭოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის არაერთი მოწოდებისა, საოკუპაციო ძალა კომისრის ოფისსა და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო მექანიზმებს კვლავ არ აძლევს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა. ცნობისთვის, მოსკოვს ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აქვს აღიარებული საქართველოს ოკუპირებული რეგიონები. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.  

ბათუმში, „პროსპეროს წიგნების“ ფილიალის გახსნის ცერემონიალი გაიმართება და 25 წლის იუბილე აღინიშნება

ბათუმში, 17 ოქტომბერს, 18: 00 საათზე ( მაზნიაშვილის ქუჩა #47) „პროსპეროს წიგნების“ ფილიალის გახსნის ცერემონიალი გაიმართება და 25 წლის იუბილე აღინიშნება. „პროსპეროს წიგნების“ იუბილეზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა სხვადასხვა მიმართულებით. ყველა მომხმარებელი 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებს მსოფლიო ლიტერატურის, „პროსპეროს ყავის“ და მაღაზიაში არსებული ყველა ნივთის შეძენას. იუბილისადმი მიძღვნილ საღამოზე, სიტყვით გამოვლენ: პროსპეროს წიგნების დამფუძნებლები: სტივენ ჯონსონი, თამარ მეგრელიშვილი - ჯონსონი, მოწვეული სტუმრები. ღონისძიებას დაესწრებიან: მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, მწერლები, სხვადასხვა წიგნის ავტორები, საგანმანათლებლო დაწესებულებების, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. „პროსპეროს წიგნები“ განათლებისა და ცოდნის დანერგვასთან ასოცირდება. „პროსპეროს წიგნები“ 1999 წლიდან არსებობს საქართველოში და ერთადერთი წიგნების მაღაზიაა მსოფლიოში, რომელიც ინგლისური მხატვრული თუ სასწავლო ლიტერატურის გარდა, საკუთარ ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს მომხმარებელს, რომელიც განსაკუთრებული ტექნოლოგიით იხალება და განსხვავებულ არომატს ტოვებს. პროსპეროს სახელის შექსპირის ნაწარმოების - „ქარიშხალი“ მიხედვით შეირჩა და ის ერთგვარია ხიდია სამშობლოს მონატრებული ვიზიტორებისთვის. შემეცნებითი ღონისძიებებით, პრეზენტაციებითა და სხვადასხვა ავტორებთან შეხვედრების ორგანიზებით, პროსპეროს წიგნები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნისა და ლიტერატურის უკეთ გაცნობას; საგანმანათლებლო პროცესის განვითარებას, მოზარდებში, სტუდენტებში მსოფლიო ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სალიტერატურო სიახლეების გაცნობას,“ აღნიშნავენ ორგანიზატორები.  

დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოში არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას

ლონდონი მხარს უჭერს საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში სტივენ დაუთი აცხადებს, რომ „დიდი ბრიტანეთი მონაწილეობს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიაში, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას.“ “გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე და ევროპის უსაფრთხოებაზე ვისაუბრე. დიდი ბრიტანეთი მონაწილეობს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიაში, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას. საუბრისას ჩემი ღრმა შეშფოთება გამოვხატე სამოქალაქო საზოგადოებაზე მიმდინარე ზეწოლაზე, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მდგომარეობასა და ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ. ამგვარი მოქმედებები ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების მკაფიო ამბიციას, შექმნან თანამედროვე და ინკლუზიური საზოგადოება და ჰქონდეთ ევროატლანტიკური მომავალი და ასევე, ეჭვქვეშ აყენებს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობას,“ წერს სტივენ დაუთი X-ზე. ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება.  

ყაზახეთი და თურქმენეთი ტრანს-ავღანურ დერეფანს შექმნიან

ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ვიზიტის დროს ხელმოწერილი დოკუმენტების მიხედვით, ყაზახეთი და თურქმენეთი ტრანს-ავღანურ დერეფანს ააშენებენ. ყაზახური მედიის ცნობით, ტრანსპორტის მინისტრმა მარატ კარაბაევმა განაცხადა, რომ ეს მარშრუტი გაივლის ყაზახეთის, თურქმენეთის ტერიტორიაზე, შემდეგ - ავღანეთში, მათ შორის - პაკისტანის, სპარსეთის ყურისა და ინდოეთის ოკეანეზე წვდომით. თოყაევის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ხელი მოაწერეს ოთხ დოკუმენტს, ორ მემორანდუმს და ორ მთავრობათაშორის შეთანხმებას ტრანსპორტის სფეროში. ხელშეკრულებები ითვალისწინებს ავტოტრანსპორტით სატვირთო გადაზიდვებში სანებართვო სისტემის გაუქმებას. ორივე ქვეყანა ასევე განავითარებს სტრატეგიულ თანამშრომლობას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში. ასევე წაიკითხეთ: თოყაევი: ყაზახეთი მზადაა, ტრანსავღანური რკინიგზის მშენებლობაში ჩაერთოს  

ელჩი დანიგანი: აშშ-ის გულწრფელი სურვილია, უზრუნველვყოთ, რომ ქართველმა ამომრჩევლებმა ხმა მისცენ

ამერიკის ელჩის განცხადებით, შეერთებული შტატების გულწრფელი სურვილია, უზრუნველყოს, რომ ამომრჩევლებმა ხმა მისცენ არჩევნებზე; მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი არჩევანი საიდუმლოა და რომ არჩევნები არის სამართლიანი და პარტიები, რომლებსაც ხმას აძლევენ, ასახავენ იმას, რაც ქართველ ამომრჩევლებს სურთ. „ნამდვილად სასიამოვნოა, რომ დღეს აქ ვიმყოფები ჩემს კოლეგებთან, გერმანიის ელჩ ფიშერთან და ევროკავშირის ელჩ ჰერჩინსკისთან ერთად. ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ წარვადგინოთ „საარჩევნო კომპასი 2024.” მინდა, ვთქვა ცოტა რამ იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ეს ხელსაწყო. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ძალიან ბევრს საუბრობენ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების შესახებ, მაგრამ არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა არის ამომრჩეველი. ამომრჩეველი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა საქართველოს მომავალ არჩევნებში. საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, თუ რა პოლიტიკას უჭერს მხარს და რას წარმოადგენენ ის პარტიები, რომლებსაც ხმას აძლევს. შეერთებული შტატების გულწრფელი სურვილია და ამიტომაც ვთანამშრომლობთ გერმანიასა და ევროკავშირთან ამ პროექტზე, რომ უზრუნველვყოთ, რომ ქართველი ამომრჩევლები გავიდნენ და მათ ხმა მისცენ, იცოდნენ, მათი არჩევანი საიდუმლოა; რომ არჩევნები არის სამართლიანი და პარტიები, რომლებსაც ხმას აძლევენ, ასახავენ იმას, რაც ქართველ ამომრჩევლებს სურთ. ამრიგად, ნამდვილად სასიამოვნოა ამ ხელსაწყოს წარდგენა. იმედი მაქვს, ქართველები გამოიყენებენ მას და კარგად გააანალიზებენ, თუ ვის აძლევენ ხმას და დარწმუნდებიან, რომ მათი ხმით არჩეული პირი ქართველი ხალხის ნებასა და სურვილს გამოხატავს,“ განუცხადა ელჩმა მედიას. „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“ - ეს არის უპარტიო, ელექტრონული საშუალება, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების პოზიციებზე. ეს ასევე დაეხმარება მომხმარებელს იმის აღმოჩენაში, თუ რომელი პარტიის ხედვები და პრიორიტეტები დგას ყველაზე ახლოს მასთან. ის მოიცავს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას და ემსახურება ამომრჩევლის ინფორმირებას. პროექტის პრეზენტაციის ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ ევროკავშირის, ამერიკის და გერმანიის ელჩები. ამერიკის ელჩი: იდეას, რომ ჩვენი არჩევნებით რამე შეიცვლება საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაში, ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს ბლინკენის თანაშემწე: ძალიან ვღელავთ, აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება საქართველოს არჩევნებს  

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ რეგიონს გამჭვირვალობა მოუტანა - სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიამ რეგიონს გამჭვირვალობა მოუტანა. „მინდა, აღვნიშნო ის, რაც მნიშვნელოვანია სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტშიც. მისიის მიზანი არ არის სომხების მიერ ევროკავშირის აღქმის შეცვლა, მაგრამ ევროკავშირის მისიამ ეს გააკეთა. ამ მისიას ასევე მოაქვს გამჭვირვალობა რეგიონში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მიმდინარე წლის 5 აპრილამდე [სომხეთი-ევროკავშირი-აშშ-ის მაღალი დონის შეხვედრა] აზერბაიჯანი და მრავალი მედიასაშუალება გვადანაშაულებდნენ სიტუაციის ესკალაციის მცდელობაში, ახალი ძალების საზღვარზე შემოყვანაში. ევროკავშირის მისიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფით აჩვენა, რა ხდებოდა რეგიონში და უარყო ეს ცრუ ბრალდებები,“ - განაცხადა გრიგორიანმა. „ევროკავშირი აღიარებს პროექტ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ გადამწყვეტ როლს სომხეთის ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და მხარს უჭერს სატრანსპორტო კავშირების გახსნას სუვერენიტეტის, თანასწორობისა და რეციპროციულობის პრინციპებით ხელმძღვანელობით, განაცხადა თავის მხრივ, სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ვასილის მარაგოსმა.  

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა

პირველად 10 წლის განმავლობაში, ბრიტანულმა მხარემ გადაწყვიტა, გაეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად მოხდა დიალოგის ფორმატის დაარსებიდან. დიდი ბრიტანეთი ასევე აუქმებს თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებებს და აჩერებს ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამას. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გარეთ უორდმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება პროდასავლურ კურსს დაუბრუნდება და მხარეებს შორის ნდობა აღდგება. „მოლოდინი მქონდა, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებდით საქართველოს მედეგობის გაძლიერების და ჩვენი საერთო კეთილდღეობისთვის, მაგრამ გასული წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ განსხვავებული კურსი არჩია და თბილისში ჩემი პირველი თვეების განმავლობაში მომიწია, მკაფიოდ გამომეხატა ჩვენი შეშფოთება დემოკრატიის უკუსვლისა და ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა შეცვლის მიდგომებს, რაც მეც საშუალებას მომცემს, დავიბრუნო ოპტიმიზმი. დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს, ისევე როგორც სხვა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა დააზიანა საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა. ჩვენ შეშფოთებულები ვიყავით, როდესაც პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდავი კანონი, მიუხედავად იმისა, რომ დაინახა საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა და აიღო ვალდებულება, ეს კანონი აღარ დაებრუნებინა დღის წესრიგში. ჩვენ იმედგაცრუებულები დავრჩით, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს შეთქმულების თეორიების პროპაგანდა და გამოთქვამენ ვარაუდებს, რომ დასავლელი პარტნიორები ძირს უთხრიან საქართველოს. ჩვენ შოკირებულები ვიყავით, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროგრამის დაპირებად ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დასახელდა. ჩამოთვლილი მიზეზების გამო, პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად მოხდა დიალოგის ფორმატის დაარსებიდან. ჩვენ ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა. არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება მთავრობაში, ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნების მკაფიო მტკიცებულებებს, რათა აღვადგინოთ ნდობა და დავუბრუნდეთ მჭიდრო პარტნიორობას,“ - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა. „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ ცნობისთვის, ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მანიფესტაციაა 2014 წელს პოლიტიკური დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბება. „უორდროპის დიალოგი“ 4 განზომილებას აერთიანებს (პოლიტიკური; საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა და უსაფრთხოება; სავაჭრო-ეკონომიკური; ხალხთაშორისი კონტაქტები) და ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება. დიალოგის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობით თბილისსა და ლონდონში, ტარდება პლენარული შეხვედრები, რის შემდეგაც, ტრადიციულად, მხარეები აქვეყნებენ ერთობლივ კომუნიკეს. 2016 წლიდან, დიალოგის ფორმატი თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა და მას „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი’’ ეწოდა, ხოლო 2017 წელს პლატფორმას საპარლამენტო განზომილება შეემატა. მიმდინარე ეტაპზე, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ რვა რაუნდია ჩატარებული. ბოლო, მე-8 პლენარული სხდომა 2023 წლის 26 იანვარს, ლონდონში გაიმართა. დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოში არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება.  

ბორელი: არჩევნები საქართველოში დემოკრატიისა და ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სვლისთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. „ბოლოს მოლდოვასა და საქართველოში არსებული ვითარება განვიხილეთ. ორივე ქვეყანაში [მომავალ] კვირებში გადამწყვეტი არჩევნები იქნება. [...] საქართველოში უფრო არასახარბიელო სურათია. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპისკენ მიმავალი გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადახრაზე მიანიშნებს. ამიტომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. თქვენ იცით, [ევრო]კომისიის გადაწყვეტილება ევროპულ დაფინანსებაზე წვდომასთან დაკავშირებით. დაველოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოში დემოკრატიისა და ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სვლისთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება,“ განაცხადა ბორელმა. 15 ოქტომბერს ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს. ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთეს გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა. ანა ლიურმანმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპის საკითხებში, თქვა, რომ საქართველოს მთავრობა აფერხებს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებას. "ევროკავშირის წევრობაზე ქართველებიც ოცნებობენ. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე აფერხებს. ჩვენ ქართველ ხალხს გვერდში ვუდგავართ, რათა ეს ოცნება აისრულონ. საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება, არჩევნებზე თავისუფლად და სამართლიანად მიიღონ გადაწყვეტილება თავისი გზის, სამომავლო მიმართულების შესახებ," - განაცხადა ანა ლიურმანმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.  

საქართველოს "ღია მმართველობის პარტნიორობის" წევრობა შეუჩერეს

საქართველოს მთავრობამ „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ (OGP) წევრობის შეჩერების შესახებ ცნობა დღეს, 16 ოქტომბერს მიიღო. ინფორმაცია "რადიო თავისუფლებას" მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. OGP-ის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი განცხადება ე.წ. "აგენტების კანონის" შესახებ. ორგანიზაცია მას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ დისკრიმინაციულად მიიჩნევდა და მიუთითებდა საქართველოს მთავრობისთვის OGP-ის წევრობის შესაძლო შეჩერების შესახებ. 2023 წელს ე.წ. "აგენტების კანონის" პირველი ინიცირების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ღია მმართველობის“ საპარლამენტო საბჭოს ჯგუფის წევრობა შეუჩერეს. OGP ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრაზილიის პრეზიდენტების მიერ 2011 წელს დაფუძნებული ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას. მონაწილე ქვეყნების მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისთვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილმი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. საქართველო ინიციატივას 2011 წელს შეუერთდა. საქართველომ 2018 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში OGP-ის მე-5 გლობალურ სამიტს თბილისში უმასპინძლა. 2019 წელს წევრმა ქვეყნებმა საქართველო კიდევ ერთხელ აირჩიეს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად სამი წლის ვადით (2022 წლამდე). შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.

ყაზახეთი უახლოეს მომავალში BRICS-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანისგან თავს შეიკავებს

ყაზახეთი უახლოეს მომავალში BRICS-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანისგან თავს შეიკავებს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევის პრესმდივანმა ბერიკ უალიმ განაცხადა. ბერიკ უალის განცხადებით, ყაზახეთი BRICS-ის განვითარებას თვალს დიდი ყურადღებით ადევნებს. უალიმ დაადასტურა, რომ მომავალ კვირას დაგეგმილ BRICS-ის სამიტში ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი მონაწილეობას მიიღებს. „ყაზახეთი უახლოეს მომავალში BRICS-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანისგან თავს შეიკავებს, მათ შორის, გაწევრიანების საკითხის განხილვის ხანგრძლივი პროცესისა და სხვა რიგი საკითხების გამო, რომლებიც ამ ასოციაციის განვითარების პერსპექტივებს უკავშირდება,“ - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა. BRICS-ში, რომელიც 2006 წელს შეიქმნა, თავდაპირველად შედიოდნენ ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. 2024 წლის იანვარში ორგანიზაციას შეუერთდნენ ეგვიპტე, ირანი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ეთიოპია. ივლისის ბოლოს ორგანიზაციაში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა მალაიზიამ. BRICS-ში გაწევრიანების სურვილი გამოხატა აზერბაიჯანის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და მოკავშირემ - თურქეთმა.  

რუსეთს ავარიების შემთხვევაში საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი სურს

რუსული კომპანია „ინტერ რაოს“ გამგეობის წევრმა ალექსანდრა პანინამ რუსულ სატარიფო კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოსა და აზერბაიჯანს მიმართა საგანგებო სიტუაციებში ელექტროენერგიის მიწოდების თხოვნით. „ჩვენ ვთხოვეთ ორ ქვეყანას - აზერბაიჯანსა და საქართველოს მიწოდების შესაძლებლობა საგანგებო პერიოდებში. თითოეულს 300 მეგავატი,“ - აღნიშნა ალექსანდრა პანინამ. მისი თქმით, ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ უპასუხია. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ რადიო თავისუფლებას უპასუხა, რომ საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა ფიზიკურად არის დაკავშირებული ოთხივე მეზობელი სახელმწიფოს ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან. "ოპერირების პროცესში, გადამცემი სისტემის ოპერატორი იღებს გადაწყვეტილებას ტრანსსასაზღვრო რეჟიმების შესახებ, მათ შორის, ამა თუ იმ სისტემასთან სინქრონულ-პარალელური, საექსპორტო/საიმპორტო, ავარიული, კუნძულოვანი ან ნულოვანი ოპერირების თაობაზე. აღნიშნული საკითხები დამატებით რეგულირდება შესაბამისი ქვეყნების სისტემის ოპერატორებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით. ელექტროენერგეტიკული სისტემის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ეს მსოფლიოში დანერგილი, ჩვეული პრაქტიკაა?. რუსეთის შემთხვევაში, ეს რეგულირდება "რუსეთის ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორთან 2007 წელს გაფორმებული ორი ხელშეკრულებით: რუსეთიდან საქართველოში და საქართველოდან რუსეთში ავარიული სიტუაციების დროს ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ. საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელი, საბჭოთა კავშირის დროს ისეა დაპროექტებული, რომ გულისხმობს საქართველოს ოპერირებას რუსეთის სინქრონულ რეჟიმში. საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აქტიურად ახორციელებს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის დივერსიფიკაციისა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდისკენ მიმართულ თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რომელთა შორისაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი და გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერების სხვა მრავალი ინიციატივა. აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდას და შეამცირებს ერთ კონკრეტულ წყაროზე დამოკიდებულებას," - ნათქვამი ეკონომიკის სამინისტროს წერილობით პასუხში.  

მიშელი: საქართველო და მოლდოვა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები ევროპული საბჭოს ხვალ დაგეგმილ სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და მოლდოვაზეც ისაუბრებენ. „ევროპული საბჭო განიხილავს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში არსებულ ვითარებას. ორივე ქვეყანა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას,“ - წერია შარლ მიშელის მოსაწვევ წერილში, რომელიც მან ევროპული საბჭოს წევრებს გაუგზავნა. ხვალინდელი შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის საკითხი იქნება და ევროკავშირის ლიდერები მოისმენენ პრეზიდენტ ზელენსკისგან მის მიერ შეთავაზებულ „გამარჯვების გეგმას“ და შემდგომ ნაბიჯებს შეიმუშავებენ. შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, მიგრაციის საკითხსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.   შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.

ზელენსკიმ უკრაინის გამარჯვების გეგმის რადაში წარდგენისას, საქართველოსთან დაკავშირებითაც ისაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის პარლამენტში წარსდგა. მან რადას გამარჯვების გეგმა წარუდგინა. ზელენსკის თქმით, „გამარჯვების გეგმა“ არის ომის დიპლომატიური გზებით დასრულების „ხიდი“, რადგან მისი განხორციელება რუსეთს აიძულებს, უარი თქვას აგრესიაზე და მოლაპარაკებებს დათანხმდეს. უკრაინის პრეზიდენტმა თავის სიტყვაში საქართველოც ახსენა.  „დღეს მინდა, პირველად წარმოვადგინო ეს გეგმა საჯაროდ. მე მოგმართავთ ერთიანობისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის... „ჩვენ თუ მივყვებით ამ კონკრეტული გამარჯვების გეგმას, ომის დასრულება შესაძლებელია არაუგვიანეს მომავალი წლისა. ყველა ჩვენგანს, ვინც ომის ტკივილს განვიცდით, გვესმის, რომ სახელები, როგორიცაა, პოკროვსკი, ვოვჩანსკი, ხარკოვი, სუმი, ორიხივი, ზაპოროჟიე, ხერსონი, დონეცკი, ლუგანსკი, ყირიმი, მხოლოდ უკრაინის ბედს არ ეხება. არამედ სხვა ქვეყნების - ბალტიისპირეთის ქვეყნების ბედსაც. ფინეთსაც. ჩვენს მეზობელ ქვეყნებსაც. ბალკანეთს, შუა აზიის ქვეყნებს, საქართველოს, მოლდოვას, მსოფლიოს სხვა რეგიონების ქვეყნებს, რომლებიც ჩვენგან შორს არიან, მაგრამ ძალიან ახლოს არიან ჩვენს პარტნიორებთან - ეს მოიცავს ლიბიას, სირიას და საჰელის რეგიონის ქვეყნებს. უკრაინაში ომის შედეგზეა დამოკიდებული ის, რა მოხდება მსოფლიოში. რუსეთსა და მის თანამზრახველებს სურთ მეტი ომი. ეს ფაქტია. ამჟამად, ჩვენი პარტნიორებისთვის, უკრაინის დახმარება ნიშნავს მსოფლიოში წესებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვას. თუ რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ, სამშვიდობო სამიტზე და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე დასრულდება, ეს სხვა პოტენციურ აგრესორებს შეაკავებს. თუ პუტინი მიაღწევს თავის გიჟურ მიზნებს - გეოპოლიტიკურ, სამხედრო, იდეოლოგიურ და ეკონომიკურს - ეს სხვა პოტენციურ აგრესორებს შორის, განსაკუთრებით, ყურის რეგიონში, ინდო-წყნარ ოკეანესა და აფრიკაში აბსოლუტურ შთაბეჭდილებას შექმნის იმის შესახებ, რომ აგრესიული ომები შეიძლება, მომგებიანი იყოს. სწორედ ამიტომ, მომავალი ათწლეულების ბედი, უკრაინისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად, ჩვენი გლობალური კოალიციის ქმედებებზეა დამოკიდებული. ჩვენთვის სრულიად ლეგიტიმურია, რომ ჩვენს პარტნიორებს მივმართოთ მხარდაჭერისთვის,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა და ჩამოთვალა გამარჯვების გეგმის ხუთი პუნქტი. პირველი პუნქტი გეოპოლიტიკურია. მეორე და მესამე პუნქტები - სამხედროა. მეოთხე პუნქტი არის ეკონომიკური. გამარჯვების გეგმის მეხუთე პუნქტი დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან. კერძოდ, პირველი არის უკრაინის NATO-ში მიწვევა ომის დასრულებამდე. მეორე პირდაპირ ეხება სამხედრო ოპერაციებს. ზელენსკის თქმით, აუცილებელია „ომის რუსეთში დაბრუნება“, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს რუსეთში სოციალური დაძაბულობის გაზრდა და კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტი. უკრაინის პრეზიდენტმა ამ პუნქტის მნიშვნელოვანი ნაწილი უწოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციების გაგრძელებას რუსეთის ტერიტორიაზე. ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნებს, გააუქმონ შეზღუდვები რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების იარაღით შეტევებზე და ასევე უკრაინასთან ერთად მონაწილეობა მიიღონ უკრაინის ტერიტორიის საჰაერო თავდაცვაში, კერძოდ, ჩამოაგდონ რუსული რაკეტები და დრონები. მესამე პუნქტი არის სტრატეგიული შეკავება. ეს გულისხმობს უკრაინაში ძლიერი სტრატეგიული არაბირთვული იარაღის განთავსებას. ამან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა რუსეთი აიძულოს, რომ მოლაპარაკებებზე წავიდეს საომარი მოქმედებების გაგრძელების მიუღებელი შედეგების გამო. გეგმის მეოთხე პუნქტი უკრაინის სტრატეგიული და ეკონომიკური პოტენციალის განვითარებაა. სხვა საკითხებთან ერთად, ზელენსკი მოკავშირეებს სთავაზობს უკრაინის ღირებული რესურსების - კერძოდ, ურანის, ტიტანისა და ლითიუმის ერთობლივ დაცვას. მეხუთე პუნქტი არის უკრაინელი სამხედროების გამოყენება რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ ნატოს ქვეყნებისა და უკრაინის სხვა მოკავშირეების თავდაცვის გასაძლიერებლად. კერძოდ, ლაპარაკია ევროპაში ბაზებზე ამერიკელი სამხედრო პერსონალის უკრაინული სამხედროებით ჩანაცვლებაზე. ზელენსკის თქმით, გეგმაში არის სამი საიდუმლო დამატება და მას საჯაროდ არ უსაუბრია მათზე. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლელი მოკავშირეები გეგმას „პრაქტიკულად“ მიუდგნენ და ახლა მის კონკრეტულ დეტალებს სწავლობენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა.

ჰელსინკის კომისია: ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებით, ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები.  განცხადების ხელმომწერები არიან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია), რიჩარდ ჰადსონი (რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი მარკ უიზი (დემოკრატიული პარტია) და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თანაშემწე, დაფნა რენდი. „ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი თავიანთი ერთგულება. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები, საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს თავიანთი ქვეყნისა და ხალხისადმი საკუთარ ვალდებულებებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, რომელსაც დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლები დააკვირდებიან, [და] პოლიტიკური ოპოზიციის დაშვებით, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და მისი ხალხის ღრმად გამჯდარ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,” - ნათქვამია განცხადებაში. ინფორმაციისთვის, ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს, ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა.  

აშშ-ის ელჩი NATO-ში: გვსურს, უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს საზოგადოების სურვილი, ინტეგრირდეს დასავლურ ინსტიტუტებში, ნათლად ისმის

NATO-ში აშშ-ის ელჩი ჯულიან სმიტი დასავლეთის წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს. მან საქართველოსთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. „დიახ, დეზინფორმაციის კამპანია - ეს არის კლასიკური თამაში რუსების მხრიდან. ისინი იყენებენ დეზინფორმაციას ჩვენი საზოგადოებების შიგნიდან გასაყოფად, რათა დაარღვიონ ერთიანობა, რომელიც არსებობს მთელ მსოფლიოში ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უზარმაზარ ქსელში. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ქართველ ხალხთან ერთად, რათა გვენახა, შეგვეძლო თუ არა მათი დახმარება ამ დეზინფორმაციის გამოწვევასთან გამკლავებაში. მაგრამ ასევე სხვა საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ, აშშ-ში, ისევე როგორც ევროპაში მრავალი ქვეყანა, ძალიან პირდაპირები ვიყავით ჩვენი მეგობრების მიმართ საქართველოში, დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით არსებული ჩვენი შეშფოთებების შესახებ და იმაზე, რომ ჩვენ გვსურს, უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს საზოგადოების სურვილი, ინტეგრირდეს დასავლურ ინსტიტუტებში, როგორიცაა, ევროკავშირი ან NATO, ხმამაღლა და ნათლად ისმის და რომ მათ შეინარჩუნონ დემოკრატიულ პრინციპებთან, ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიასთან და კანონის უზენაესობასთან მიმართებით ერთგულება,“ განაცხადა სმიტმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.  

ბაიდენმა უკრაინისთვის $425-მილიონიანი დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა

აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს აანონსებს. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს. 425 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტში შევა: საჰაერო თავდაცვის დამატებითი შესაძლებლობები, “ჰაერი-მიწა” ტიპის საბრძოლო მასალა, ჯავშანმანქანები და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალა. „პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, რათა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი დახმარება განეხილა. პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ ზელენსკის მისი ძალისხმევების შესახებ აცნობა - გაზარდოს უკრაინისთვის თავდაცვითი დახმარება თანამდებობაზე მისი ვადის ამოწურვამდე,” - ნათქვამია განცხადებაში. თეთრი სახლის ცნობით, მომავალ თვეებში აშშ უკრაინას გადასცემს საჰაერო თავდაცვის ათობით ტაქტიკურ სისტემებს, საჰაერო თავდაცვის ასობით გამანადგურებელს, დამატებით საარტილერიო სისტემებს, საბრძოლო მასალის მნიშვნელოვან რაოდენობას, ასობით ჯავშანტრანსპორტიორებსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ასევე, ათასობით ჯავშანმანქანას. „ლიდერებმა ერთგულება გამოხატეს გააძლიერონ თავდაცვითი დახმარების დაგეგმარება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა უზრუნველყონ, რომ უკრაინას აქვს საჭირო აღჭურვილობა, რათა გაიმარჯვოს. ამ ძალისხმევის ნაწილად, 2024 წლის ნოემბერში, პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის [“რამშტაინის ფორმატი”] ლიდერების დონეზე ონლაინ შეხვედრას გამართავს, სადაც ლიდერები უკრაინისთვის დამატებითი დახმარების შესახებ საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციას მოახდენენ,” - ნათქვამია განცხადებაში. ზელენსკიმ ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შესახებ განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტს შესთავაზა „იარაღის ერთობლივი წარმოების განხილვა“, ასევე ისაუბრა „უკრაინის სამხედროთა დამატებითი გაწვრთნის მნიშვნელობაზე.“