ძებნის რეზულტატი:

ფინეთში, რუსეთის საზღვართან, NATO სახმელეთო სარდლობას განთავსებს

მომავალ წელს, NATO ფინეთში, რუსეთის საზღვართან, ახალ სახმელეთო სარდლობას შექმნის. სარდლობას, ჩრდილოეთ ევროპაში სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, ალიანსის სახმელეთო ძალების ოპერაციების წარმართვა დაევალება. შესაბამისი განცხადება ფინეთის თავდაცვის მინისტრმა პარასკევს, 27 სექტემბერს გააკეთა. „დღეს დილით გადავწყვიტე, რომ NATO-ს შევთავაზებთ მიკელში, არმიის შტაბთან ერთად სარდლობა შექმნას,“ - განაცხადა ანტი ჰაკანენმა. ფინეთი NATO-ს გასულ წელს, მას შემდეგ შეუერთდა, რაც მეზობელი რუსეთი, უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ახლა, ფინეთი თავის ტერიტორიაზე ალიანსის წარმომადგენლობას აყალიბებს. პარასკევს, იმავე პრესკონფერენციაზე საუბრისას, ფინეთის არმიის სარდალმა პასი ვალიმაკიმ აღნიშნა, რომ ახალი დანაყოფის გეოგრაფიული არეალი მოგვიანებით გადაწყდება, მაგრამ თავდაპირველად ის ზედამხედველობას გაუწევს სახმელეთო ძალების ოპერაციების დაგეგმვას სკანდინავიის რეგიონში.  

კალაძე ლავროვის განცხადებაზე: აღნიშნულ განცხადებას ჩვენი ხელისუფლება აფასებს პოზიტიურად, ის რომ, რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს პოზიტიურია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ „მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რაც მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს.“ „ამასთან დაკავშირებით, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ეს უნდა მოხდეს ურთიერთ შერიგებით, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, ურთიერთ პატიებით. ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, გავაანალიზოთ წარსული, ასევე, შეცდომები რა გვაქვს დაშვებული. ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარალელურ სამყაროში ცხოვრებას, რომელსაც კოლექტიური რადიკალური ნაციონალური მოძრაობა თავისი მეპატრონეებით ქმნის,“ - განაცხადა კახა კალაძემ, რომლის კომენტარსაც თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, კალაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პოზიტიური უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ განცხადებას ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყვება. „რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ განცხადებას. ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს რა თქმა უნდა, პოზიტიურია. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, თუნდაც ჩვენი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ამ განცხადებებთან ერთად, პარალელურად, კარგი იქნება, რომ დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ოს და-ძმებთან მოხდეს შერიგება. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთ მიტევებით შეგვიძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს „საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან ამით.“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდი მზადაა, ქვეყანა ისეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე გადაიყვანოს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს.  ცნობისთვის, 14 სექტემბერს, გორში, "ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.“ რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცეს უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს მოსკოვს, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან. მეთიუ მილერი: არ მგონია, რომ რუსეთის შეჭრის გამო, საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება  

ისრაელში თავდასხმის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. უწყების ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება საქართველოს კონსული. ისრაელის პოლიციამ დაადასტურა, რომ თელ-ავივში სროლისა და დანით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, კიდევ რამდენიმე დაშავდა - ზოგი მძიმედ - როდესაც შეიარაღებულმა კაცმა ცეცხლი გახსნა თელ-ავივის ნაწილ, ქალაქ იაფის ტერიტორიაზე. ისრაელის პოლიცია მომხდარს სავარაუდო ტერორისტულ აქტად აფასებს. პოლიციამ განაცხადა, რომ შეიარაღებული პირი და კიდევ ერთი დანით შეიარაღებული თავდამსხმელი "განეიტრალებულია.“ როგორც BBC წერს, სროლა ირანის სარაკეტო თავდასხმის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.  

ჯეიმს ო'ბრაიენი მეუფე იაკობს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის" (CDD) აღმასრულებელ დირექტორს ქეთევან ჩაჩავას შეხვდება. შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, 3 ოქტომბერს, ვაშინგტონის დროით 11:30 საათზე გაიმართება. შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის საგარეო უწყებამ დააანონსა. დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ გასაჯაროებულა.                    

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას ისევ იწყებს

„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს. იმპიჩმენტის პროცედურის ხელახალი დაწყების საფუძველი კვლავ ვიზიტებია, კერძოდ, სალომე ზურაბიშვილის მიერ 2024 წლის ოქტომბერში გამართული შეხვედრები. 30 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში შეხვდა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს. პირველ ოქტომბერს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვარშავაში მონაწილეობა მიიღო უსაფრთხოების ფორუმში და პოლონეთის პრეზიდენტ დუდას შეხვდა. ელისეს სასახლეში 3 ოქტომბერს გაიმართა საფრანგეთის და საქართველოს პრეზიდენტების, ემანუელ მაკრონის და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა.  საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა, რომ მოხარულია პარიზში მისი მიღებით. პრეზიდენტების შეხვედრა 3 ოქტომბერს ელისეს სასახლეში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ, გვიან ღამით, მაკრონის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ტექსტი, რომ მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს, რაც აყალიბებს პირობას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს შეუძლია, საქართველოს მისცეს ევროპულ გზაზე დაბრუნების საშუალება. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ჩავიდა ბრიუსელიდან, სადაც 2 ოქტომბერს შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, 7 ოქტომბერს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კვლავ „უცხოეთში უნებართვო ვიზიტებია.“ პაპუაშვილის თქმით, ახალი კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება, თუმცა საკითხზე ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე იმსჯელებს. „როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა და დაადასტურა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლით დადგენილი წესი, რომ პრეზიდენტს საგარეო ვიზიტის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში.ისიც მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტარების მხარდაჭერის ხარჯზე შეინარჩუნა. მიიღო რა რადიკალური ოპოზიციისგან კონსტიტუციის დარღვევის საკითხში ხელშეუხებლობის გარანტია, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევა მოგვიანებითაც განაგრძო. კერძოდ, მან იმპიჩმენტის პროცედურის დასრულების შემდეგაც განახორციელა რამდენიმე საგარეო ვიზიტი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, მათ შორის, გასულ კვირას ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში. აღსანიშნავია, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უცხო ქვეყნებს და ორგანიზაციებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ მათთვის ცნობილი არ იყო, რომ პრეზიდენტს ვიზიტისთვის მთავრობის თანხმობა ესაჭიროებოდა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მთავრობის სავალდებულო თანხმობის გარეშე სალომე ზურაბიშვილის მიღება, ქართველი ხალხის და მისი კონსტიტუციური მოწყობის განზრახ უპატივცემულობასთან ერთად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა და ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს. ჩვენი კონსტიტუცია ის ფუძემდებლური აქტია, რომელშიც ქართველი ხალხის ნება განსაკუთრებულ ასახვას ჰპოვებს, ამიტომ მისი განზრახი, ღია და თავხედური დარღვევა რეაგირების გარეშე ვერ დარჩება. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე, სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს. როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა. არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ. კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ, გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს პრევენციულ როლს მომავალში ამგვარი თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. ევროკავშირის ელჩის შეფასებით, იმპიჩმენტის პროცედურა არ დაეხმარება დეპოლარიზაციის შემცირებასა და სამართლიანი არჩევნებისთვის ატმოსფეროს შექმნას.  „ევროკავშირში ჩვენ დემოკრატიის გვჯერა. საქართველო ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც ე.წ. კოჰაბიტაციური სიტუაციაა, რომელშიც მთავრობასა და პრეზიდენტს განსხვავებული შეხედულებები აქვთ, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მე ვარ ქვეყნიდან [პოლონეთი], სადაც ზუსტად მსგავსი ვითარებაა. არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა, შარშანდელიც და ახლაც, დაეხმარება დეპოლარიზაციას და შექმნის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ხელსაყრელ ატმოსფეროს. ამჟამად ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პირველი საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში გასული წლის 14 სექტემბერს შევიდა. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ მთავრობის თანხმობის გარეშე 2023 წელს (აგვისტო-სექტემბერში) საზღვარგარეთ გამართული შეხვედრები, საფრანგეთის, გერმანიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. 2023 წლის 18 ოქტომბერს, პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა  

რეფერენდუმი: ყაზახეთში უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას

ყაზახეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ 6 ოქტომბრის ეროვნული რეფერენდუმის წინასწარი შედეგები გამოაცხადა. კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 63,66% იყო, რაც აღემატებოდა საჭირო 50%-ს და შეადგენს 7 820 204 ამომრჩეველს. ყაზახების 71%-ზე მეტმა ხმა მისცა ქვეყნის პირველი ატომური ელექტროსადგურის (NPP) მშენებლობას. რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, ყაზახეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის მომხრეები ამბობენ, რომ ელექტროსადგური ხელს შეუწყობს ენერგოდამოუკიდებლობას და დაასრულებს ნახშირზე მომუშავე ენერგეტიკაზე დამოკიდებულებას, ხოლო ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა მძიმე ტვირთად დააწვება ბიუჯეტს და საფრთხეს შეუქმნის გარემოს. ყაზახეთის მთავრობის შეფასებით, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 12 მილიარდი დოლარი დაჯდება. 29 სექტემბერს ყაზახეთის პოლიციამ მასობრივი არეულობის მომზადების ბრალდებით დააკავა რეფერენდუმის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილე რამდენიმე პირი და მათ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.  

ელჩი: ჩემი როლია, ვუთხრა ყველას ხმამაღლა, რა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი მედიის მიერ დასმული შესაბამისი შკითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით 4 ოქტომბერს გაკეთებულ თავის შეფასებას, რომელსაც მმართველი პარტიის მხრიდან კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა. „თუ მეკითხებით, რაც ვთქვი პარასკევს ბანერებზე, რომლებიც თბილისში ბევრ ადგილას არის გამოკრული, მკითხეს ჩემი ხედვის შესახებ და მე გავუზიარე ჩემი შეხედულებები გულწრფელად და ღიად, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებ ქართველებთან საუბარში. მე, როგორც ევროკავშირის ელჩი, მაქსიმუმს ვაკეთებ და ყველა ჩემს საუბარში ვცდილობ, უზრუნველვყო, რომ არასოდეს დამადანაშაულონ ჩარევაში. ვიმეორებ კიდევ და კიდევ, რომ მომავალი არჩევნები არის შესაძლებლობა ქართველებისთვის, გამოხატონ თავიანთი ხედვები. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ თავად ქართველებმა და გულწრფელად მჯერა, რომ ხალხი მივა და მისცემს ხმას თავისუფლად და დემოკრატიული გზით, რომ არჩევნები ჩაივლის უმაღლესი ევროპული და საერთაშორისო სტანდარტით, იქნება კონკურენტული, გამჭვირვალე და ინკლუზიური. ჩვენ, ევროკავშირი, დაველოდებით ეუთო/ოდირის შეფასებას, ძალიან დაკვირვებით შევაფასებთ სხვა გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების შეფასებებს და, რა თქმა უნდა, ძალიან დაკვირვებით მოვუსმენთ ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს. ამჟამად შემიძლია, ვთქვა რასაც ვამბობ და ვიმეორებ: ჩვენ, ევროკავშირი, ვთანამშრომლობდით დემოკრატიულად არჩეულ ნებისმიერ მთავრობასთან საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, ჩვენ ვიმუშავებთ ხელისუფლებასთან, რომელსაც საქართველოს ხალხი აირჩევს 26 ოქტომბრის არჩევნებში," - განაცხადა ჰერჩინსკიმ კავკასიის უნივერსიტეტში, მედიასთან საუბარში. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას საქართველოში და ყველგან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა აირჩიოს ქართველმა ხალხმა, ძალიან სწრაფად განახლდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. „ჩემი ფუნქცია არ არის, ვუთხრა ქართველებს, რომელ პარტიას დაუჭირონ მხარი და რომელს არა - ეს იქნება აშკარა ჩარევა. ეს არის ის, რასაც მე არ ვაკეთებ, მაგრამ ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლია ვუთხრა ყველას ხმამაღლა და გარკვევით, რა ეხმარება საქართველოს მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და რეალურად რა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ.“ „ჩვენ გვსურს თქვენ ერთ-ერთი ჩვენგანი იყოთ და ევროკავშირის ამჟამინდელ ლიდერებთან ერთად ერთ მაგიდასთან ისხდეთ და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენი საერთო მომავლის შესახებ,“ - აღნიშნა ელჩმა. მმართველი გუნდის წინასაარჩევნო ბანერებზე გამოსახულია, "არა ომს - აირჩიე მშვიდობა", რომელზეც გამოსახულია უკრაინაში ომით დანგრეული შენობები, მეორე მხარეს კი, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში აშენებული ან რეაბილიტირებული შენობები. ელჩმა მას "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი" უწოდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებით „დაგმო პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების სურათების გამოყენება.“

ამერიკის ელჩი: იდეას, რომ ჩვენი არჩევნებით რამე შეიცვლება საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაში, ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განმარტავს, რომ „აშშ-ის ორპარტიული შეშფოთება „ქართული ოცნების“ მოქმედებებისა და რიტორიკის გამო, არ შეიცვლება, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები.“ „ჩვენ გვინდა მუშაობა ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც დემოკრატიულად არის არჩეული ამ ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, “ქართული ოცნება” დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შეიძლება, მომდევნო არჩევნებზეც ასე იყოს. ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ მოიგებს ან ვინ წააგებს. ამას ქართველი ხალხი წყვეტს. იმისთვის, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა გვქონდეს საქართველოსთან, გვინდა, კონსტრუქციული ურთიერობა საქართველოს მთავრობასთან. გავიმეორებ, სამწუხაროდ, მთავრობამ ისეთი ნაბიჯები გადადგა და ისეთი განცხადებები გააკეთა, რომლებიც გაჯერებული იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციით... ჩვენ არ აგვირჩევია ჩვენი მოქმედებების დრო. ჩვენი ქმედებები არის ძალიან კარგად აწონილ-დაწონილი, საპასუხოდ... მაგალითად, ოთხი სანქცია, რომელიც ჩვენ დავაწესეთ ინდივიდებზე, ეს იყო უკიდურესად მიზანმიმართული სანქციები იმ პირებზე, რომლებიც, ჩვენი აზრით, ანტიდემოკრატიულ ქმედებებში იყვნენ ჩართულნი, რომლებზეც გვაქვს მტკიცებულებები, რომ ჩართულები იყვნენ ანტიდემოკრატიულ ქმედებებში ან დეზინფორმაციაში. და, ამ სანქციების დაწესების დრო დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როდის იყო ჩადენილი ეს ქმედებები და რამდენი დრო დაგვჭირდა სანქციების მოსამზადებლად. ჩვენ არ აგვირჩევია, რომ ეს დრო საპარლამენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე ყოფილიყო. სანქციების დრო აირჩიეს მათ, ვინც ეს ქმედებები ჩაიდინა, ჩვენ - არა.“ ელჩი ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ხმის მიცემა წმინდა დემოკრატიული უფლება და სამოქალაქო მოვალეობაა. „სწორედ ასე შეიძლება, იყოს გაგონილი შენი ხმა და იმედი მაქვს, ხალხი წავა არჩევნებზე“, ამბობს რობინ დანიგანი. „ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს გუნდი, რომლებთანაც ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მხარს ვუჭერთ მათ მუშაობას, თავისი საქმის ერთგულები და ტექნიკური პროფესიონალები არიან და, ჩემი აზრით, მზად არიან, ხელი შეუწყონ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების უზრუნველჰყოფას, რათა ხალხმა იცოდეს, რომ კენჭისყრა ფარულია და ხმის მისაცემად მივიდეს. ასევე, მე ვუწონებ მთავრობას გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების მიღებას. მათ მიიღეს ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, IRI-ისა და NDI-ს გრძელვადიანი მისიები - ორი ორგანიზაციისა, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს. მათ მიიღეს როგორც ამ ორი ორგანიზაციის, ისე სხვა გრძელვადიანი დამკვირვებლები. მათ აკრედიტაცია მისცეს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებსაც ეყოლებათ ადგილობრივი დამკვირვებლები. მთავრობამ აიღო ამისი ვალდებულება და ის შეასრულა. ასე რომ, ჩვენ შვებით ამოვისუნთქეთ, როცა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უკან იქნა გაწვეული და რომ მიიღეს გადაწყვეტილება არ ამტკიცონ, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული. ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ამ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას დააკვირდეს არჩევნებს. ასე რომ, მე, ჩვენ დავინახეთ პოზიტიური ნაბიჯები მთავრობისგან, ცესკოსგან და სამოქალაქო საზოგადოებისგან. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია და ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ამაში დასარწმუნებლად გვეყოლება დამკვირვებლები. მაგრამ, ხალხმა ასევე უნდა იცოდეს, რომ მათი ხმა იქნება ფარული. და, ჩვენი აზრით, დემოკრატიულ ქვეყანაში ხმის მიცემა წმინდა დემოკრატიული უფლება და სამოქალაქო მოვალეობაა. სწორედ ასე შეიძლება იყოს გაგონილი შენი ხმა და იმედი მაქვს, ხალხი წავა არჩევნებზე. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი არჩევნებიც არის. ზოგიერთი ლაპარაკობს, რომ რაც მოხდება ჩვენს [აშშ] არჩევნებზე, ზეგავლენას იქონიებს საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაზე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გაგება, რომ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არის ნამდვილი ერთიანობა, აგრეთვე დემოკრატების - ანუ, ბაიდენის ადმინისტრაციასთან შეშფოთებაზე, რაც დაკავშირებულია [საქართველოს] ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებთან. აგვისტოში ჩვენ გვქონდა კონგრესის ორპარტიული, ორპალატიანი დელეგაციის ვიზიტი აქ, დემოკრატი სენატორის - [ჯინ] შაჰინისა და ასევე რესპუბლიკელი კონგრესმენის - ტერნერის ხელმძღვანელობით. მათი გზავნილი მთავრობისთვის იყო, რომ არ არსებობს განსხვავება ჩვენს შეშფოთებას შორის იმ ქმედებებზე, რომლებსაც თქვენ ახორციელებთ. რეალურად, კონგრესში მიმდინარეობს მუშაობა ორპარტიული კანონმდებლობაზე, რომელიც არამხოლოდ მხარს უჭერს ადმინისტრაციის პოლიტიკას, არამედ, რეალურად, მოითხოვს კიდევ უფრო მძლავრ შედეგებს. ასე რომ, იდეას, რომ ჩვენი არჩევნებით რამე შეიცვლება საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაში, ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.“ ფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობას ჯერ კიდევ აქვს გარკვეული შანსები, რომ არჩევნებამდე აშშ-სთან ურთიერთობა გააუმჯობესოს? ამ შეკითხვას რობინ დანიგანი ასე პასუხობს: „აბსოლუტურად! მთავრობა კი კვლავ იმეორებს, რომ მომავალ წელს, ყველაფერი უკეთესად იქნება, არჩევნების შემდეგ ყველაფერი უკეთესი იქნება... და ჩემი კითხვაა, რატომ არა ახლა?! ჩვენ ძალიან ცხადად ვთქვით, რომ გარკვეული ნაბიჯები მკვეთრად გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთობას. აშშ-სა და დასავლეთის შესახებ დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის შეჩერება დაეხმარება ამ პროცესს; აგრეთვე, პროგრესი იმ ცხრა ნაბიჯის შესრულების მიმართულებით, რომელიც ევროკავშირმა გაწევრების პროცესის შესანარჩუნებლად შეიმუშავა; და დანერგილი კანონმდებლობის ევროპულ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, რომელიც შესაძლოა, მოითხოვდეს კანონმდებლობის მთლიანად გაუქმებასაც. ჩვენი გადმოსახედიდან, რაც უფრო მალე მოხდება ეს ყველაფერი, მით უკეთესია. არ არის საჭირო მოცდა.“  

აზერბაიჯანი შუა დერეფნის მარშრუტზე მწვანე დერეფნის შექმნის ინიციატივით გამოდის

აზერბაიჯანს სურს, შექმნას მწვანე დერეფანი შუა დერეფნის მარშრუტის გასწვრივ, რომელიც გადაჭიმულია ჩინეთიდან ევროპაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა. იუწყება აზერბაიჯანული მედია. ზიადოვმა განმარტა, რომ აზერბაიჯანის იდეა არის, შექმნას დერეფანი, რომელიც მთლიანად მწვანე იქნება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალშიც კი, თუ სიტუაცია შეიცვლება, ყველა ამჯობინებს ამ დერეფნის გამოყენებას მისი ეკოლოგიურად სუფთა ბუნების გამო. ამასთან, გამწვანების პროცესი მოიცავს ტრანსპორტის ყველა რეჟიმს, რომელიც ჩართულია შუა დერეფანში, მათ შორის, კონტეინერებს, პორტებს, გემებს, რკინიგზებს - აზერბაიჯანსა და საქართველოში. მისივე ინფორმაციით, ყაზახეთი სერიოზულად განიხილავს წყალბადის, როგორც მწვანე საწვავის გამოყენებას და რომ 5-10 წელიწადში ეს [წყალბადი] უფრო ხელმისაწვდომი გახდება ზოგადი გამოყენებისთვის.“ ზიადოვმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, შუა დერეფანში ჩართულმა ყველა მხარემ გააერთიანოს ძალისხმევა მის მწვანე მარშრუტად გადაქცევისთვის. „ეს ეხება პორტს, რკინიგზას, აზერბაიჯანის კასპიის გადაზიდვის კომპანიას (ASCO), ასევე ყველა ჩართულ ქვეყანას. კოორდინაცია ახლა ხდება. ყველას ესმის, რომ მწვანე დერეფანი ყველასთვის მნიშვნელოვანია," - განაცხადა ზიადოვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მწვანე დერეფნის მოთხოვნები არ არის ვრცელი და ის ძირითადად მოიცავს პორტების სერტიფიცირებას და რკინიგზის გადასვლას სუფთა ენერგიის წყაროებზე, როგორიცაა, მზის და ქარის ენერგია. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში  

„ლაპის ლაზულის“ მარშრუტის გააქტიურების მიზნით, საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა, დერეფნის ერთ-ერთი მოთამაშე საქართველოა

„ლაპის ლაზულის“ სატრანსპორტო მარშრუტის მონაწილე სახელმწიფოები საკონსულტაციო ჯგუფს ქმნიან. ამის შესახებ აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი X-ზე წერს. „ამ მარშრუტის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, განვიხილეთ წევრ ქვეყნებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე შესაბამისი სამუშაოს ჩატარება, ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა, საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. აზერბაიჯანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო და რეგიონულ თანამშრომლობას საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისთვის,“ - განაცხადა ნაბიევმა თურქეთში გამართული შეხვედრის შემდეგ. აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, 3 ოქტომბერს, ნაბიევი მონაწილეობდა სტამბოლში გამართულ შეხვედრაში, რომელზეც ლაპის ლაზულის მარშრუტის გააქტიურებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. განიხილეს მონაწილე ქვეყნებში მარშრუტის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა, საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. რაშად ნაბიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო და რეგიონულ თანამშრომლობას საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში. მან ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით აზერბაიჯანის მიერ გატარებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ისაუბრა. სტამბოლში გამართული შეხვედრის შესახებ წერს თურქმენული მედიაც. მისი მიხედვით, თურქეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და ავღანეთის ტრანსპორტის სექტორის მაღალჩინოსნებმა „ლაპის ლაზულის“ მარშრუტის განვითარების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ლაპის ლაზულის“ ქვეყნებს აქვთ დიდი შესაძლებლობა, რომ ამ პროექტის მეშვეობით ხელი შეუწყონ ვაჭრობას, გააძლიერონ კულტურული კავშირები და მხარი დაუჭირონ რეგიონში ეკონომიკურ განვითარებას. მონაწილეებმა განიხილეს ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, ტარიფები და საბაჟო პრაქტიკა საგზაო და სარკინიგზო ტრანსპორტზე, ადმინისტრაციულ საკითხებსა და უსაფრთხოების ღონისძიებებზე. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ ისინი პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებენ ინფრასტრუქტურის ხარვეზების მოგვარებაზე, დერეფნის გასწვრივ დაკარგული კავშირების განახლებასა და მის სისრულეში მოყვანაზე. „ინვესტიციები პორტებში, რკინიგზასა და გზებში აუცილებელია, რათა გაიზარდოს დერეფნის სიმძლავრე და კომერციული მიმზიდველობა,“ - აღნიშნა ურალოღლუმ. საბაჟო და სატრანზიტო პროცედურების გამარტივებისა და დიგიტალიზაციის მნიშვნელობაზე საუბრისასმ მინისტრმა ურალოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენ ამ დერეფანს გავხდით უფრო მიმზიდველს საერთაშორისო ვაჭრობისთვის ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებით და ჩვენი პროცედურების ჰარმონიზებით, ასევე, ტრანზიტის დროის შემცირებით.“ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მინისტრი ასევე გამოვიდა სარკინიგზო გადაზიდვებზე ფოკუსირების მოწოდებით, რათა ხაზი რაც შეიძლება მალე გააქტიურდეს. მინისტრთა შეხვედრის მთავარი მიზანი, დერეფანში სატრანსპორტო საქმიანობის პოტენციური საფრთხეების აღმოსაფხვრელად და ტრანსპორტისა და ლოგისტიკური პროცესის თითოეულ ეტაპზე კოორდინაციისთვის, რისკების მართვის ყოვლისმომცველი გეგმის შემუშავება იყო. გადაწყდა, რომ ტექნიკურ დონეზე შეხვედრები წელიწადში ორჯერ მაინც და წელიწადში ერთხელ მინისტრების დონეზე გაიმართოს, რათა შეფასდეს პროგრესი და მიღებული გაკვეთილები. მომდევნო მინისტერიალს თურქმენეთი  უმასპინძლებს. თურქმენეთი ცდილობს, გაააქტიურის „ლაპის ლაზულის“დერეფანი, რომლის ერთ-ერთი მოთამაშე საქართველოა ინფორმაციისთვის: საქართველომ „ლაპის ლაზულის“ სატრანზიტო დერეფნის შეთანხმებას 2017 წლის ნოემბერში მოაწერა ხელი. მაშინ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეთანხმება ითვალისწინებს პროექტში ჩართულ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო ურთიერთობების ხელშეწყობას, კერძოდ, ტვირთების და მგზავრების დაუბრკოლებელი გადაადგილების ხელშეწყობას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების მოწესრიგებას. „ლაპის ლაზულის“ პროექტის მიხედვით, ავღანეთიდან ტვირთები რკინიგზით და საავტომობილო გზით კასპიის ზღვაზე თურქმენეთის და აზერბაიჯანის პორტებს უკავშირდება, საქართველოში შავ ზღვაზე ფოთისა და ბათუმის პორტების გავლით კი, ტვირთების გადაზიდვა ევროპის მიმართულებით ხდება. „ლაპის ლაზულის“ მარშრუტით ავღანეთიდან წამოსულმა პირველმა ტვირთმა საქართველოს საზღვარი 2018 წლის დეკემბერში გადმოკვეთა.  

გერმანიის ელჩი: თქვენ დგახართ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30-წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე

გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ელჩ ერნსტ პიტერ ფიშერის სიტყვით გამოსვლის ტექსტი გერმანიის საელჩომ გაავრცელა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანონმდებლობა. „ევროკავშირი ჩვენი მშვიდობიანი ერთობის საფუძველი იყო. დღეს ჩვენ ყველა მეზობელთან მეგობრულად თანავცხოვრობთ, რაც ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით წარმოუდგენელი მიღწევაა. ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი. ეს არის ჩვენი მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის საფუძველი. ეს ნამდვილად გლობალური მშვიდობის პარტიაა. ნება მომეცით ორიოდე სიტყვა ვთქვა ქართულ-გერმანული მეგობრობის შესახებ. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ვაშენებთ პარტნიორობას. ეს პარტნიორობა ფართო და ღრმაა და ის ყოველთვის ეფუძნებოდა თქვენს, ქართველების სურვილს, იყოთ დემოკრატია, გქონდეთ საბაზრო ეკონომიკა და მიაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. გასულ წელს, მე აქ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიდექი. ის ხაზგასმით აღნიშნავდა ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ხარისხს. მე მას დავეთანხმე, თუმცა გავაფრთხილე იმ რისკის შესახებ, როგორიცაა, ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება. რამდენიმე კვირის შემდეგ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 2023 წლის 14 დეკემბერს მე ვიდექი ევროკავშირის ყველა ელჩთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად სცენაზე, თავისუფლების მოედანზე უზარმაზარი ხალხის წინაშე - და ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით. ოჰ, როგორ შეიცვალა დრო. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩიხში შევიდა, საქართველოს ხელისუფლების კურსის გამო. ამ კურსით საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს. წელს, ალბათ, შენიშნავდით, ღონისძიებაზე ჩვენ არ მოგვიწვევია საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და პოლიტიკური პარტიების არცერთი ლიდერი. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, ნათლად განვაცხადოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის ქართველების არჩევნები. ჩვენ ამაში არ ვერევით,“ აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა და ქართველებს მიმართა. „ქართველებს კი გეტყვით: თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ, როგორი მმართველობა გსურთ და რომელი ქვეყნების გაერთიანებებთან მიკუთვნება გსურთ. ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენზე - არა.“ „მაგრამ როგორ უნდა გაწევრიანდეთ ევროკავშირში? თქვენ უნდა მიიღოთ ევროკავშირის თითოეული კანონმდებლობა. როცა ამას გააკეთებთ, როცა ევროკავშირის კანონები აქ ქვეყნის კანონები გახდება, შენ წევრი გახდები. თუ არ გააკეთებთ, თქვენ არ ხართ წევრი. ძალიან მარტივად გასაგებია. და გთხოვთ, დამიჯერეთ: ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც ვწყვეტთ, ვინ და როდის შემოგვიერთდება. კანდიდატები ამ გადაწყვეტილებას არ იღებენ.  როგორც მეგობარმა, მსურს, გითხრათ, და მე მჯერა, რომ ბევრი თქვენგანი დამემოწმება, რომ მე ყოველთვის ვმოქმედებ როგორც მეგობარი: თქვენ დგახართ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30- წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე. თქვენი გადასაწყვეტია. ნება მომეცით, პირადი შეხედულებაც გაგიზიაროთ: ნუ წარმოიდგენთ, რომ თუ ჩვენ დაგვშორდებით, გამოგყვებით და შეგევედრებით, რომ დაბრუნდეთ. ჩემი ანალიზით, პოლიტიკური ტენდენციები სხვა მიმართულებით მიდის,“ - განაცხადა ელჩმა ფიშერმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს. მილერი: აშშ-ში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა.  

ევროკავშირი: დემოკრატიული უკუსვლის გამო, საქართველო 121 მილიონ ევროს დაკარგავს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს, რომ დემოკრატიული უკუსვლისთვის, ქვეყანა 121 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას დაკარგავს. საუბარია საბიუჯეტო დახმარებაზე. ამ 121 მილიონში შედის ის თანხაც, რომელიც გასული ორი წლის განმავლობაში იყო გამოყოფილი ქვეყნისთვის და არ დახარჯულა. კერძოდ, 2022-2024 წლებში ევროკავშირისგან „121.3 მილიონი ევრო შეჩერდა/გადანაწილდა დემოკრატიულ სტანდარტებთან მიმართებით უკუსვლის საპასუხოდ, განსაკუთრებით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ.“ „2022 წელს გამოყოფილი თანხებიდან შეჩერებული/გადანაწილებულია 12 მილიონი ევრო, 2023 წლიდან 72, ხოლო 2024 წლიდან 37.3 მილიონი ევრო. ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად, 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება,“ განმარტავს ევროკავშირის წარმომადგენლობა, რომელიც ინფორმაციას სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორატზე (DG NEAR) დაყრდნობით ავრცელებს. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს. მილერი: აშშ-ში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. „უკვე მიმდინარე წლის ივნისში ჩვენ გვქონდა შიდა დისკუსია ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან იმაზე, რა მიდგომა უნდა გვქონდეს საქართველოს მთავრობის ქცევის მიმართ. ამ ქცევას ჩვენ განვიხილავთ, როგორც არამეგობრულს ევროკავშირისადმი. ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივებს, პროპაგანდას, შეთქმულების თეორიებს და გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებმა, აღარ გვქონდეს უმაღლესი დონის კონტაქტები საქართველოს მოქმედ მთავრობასთან. სწორედ ამიტომაა, რომ ბოლო თვეებში არ გამართულა უმაღლესი დონის ვიზიტები, ვგულისხმობ ჩემი ხელმძღვანელების ევროკავშირიდან ვიზიტებს საქართველოში. ასევე, არ ყოფილა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტები ბრიუსელში. ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, შევაჩეროთ ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი თბილისშია

იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი თბილისშია. აეროპორტიდან ხელნაწერს საქართველოს საპატრიარქოში გადაიტანენ, შემდეგ კი, წიგნი ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. ის ქრისტიანული პალესტინის არამეულ ენაზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. დასავლურ არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 -მე-13 საუკუნეებში იყენებდა. ის შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტსა (ხელნაწერი, რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად) და ხელნაწერში. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე – იესოს დიალექტზე. პალიმფსესტი გადაწერილია ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის, ბერი იოანე-ზოსიმეს მიერ. დაწერილია ქართული ტექსტით და შემორჩენილია მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში. ცნობისთვის, უნიკალური ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად 11 ივნისს შეიძინა. აუქციონზე წარმოდგენილი იყო ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე ზოსიმეს მიერაა გადაწერილი და მისი ფასი 1, 000 000 – 1, 500 000 გირვანქა სტერლინგი იყო.  

კარი ღიაა, მაგრამ საქართველო ევროკავშირის ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

8 ოქტომბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მოკლე მოხსენებით წარდგა.  მან ყურადღება გაამახვილა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, ხაზი გაუსვა მის თავისუფალ გარემოში ჩატარების აუცილებლობას და თქვა, რომ ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება. „ეს საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია,“ - განაცხადა ვერა იუროვამ. იუროვა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის „უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებების და რიტორიკის“ ფონზე, ქვეყნის ევროინტეგრაცია შეჩერდა. მისი თქმით, ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ ქვეყანას სჭირდება, რომ დაუბრუნდეს ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებს და კვლავ სურდეს ევროკავშირისკენ სვლა. მისი თქმით, არჩევნები კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. მან გააკრიტიკა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკაც. „ჩვენ ასევე გვესმის მცდარი ბრალდებები, უსირცხვილო დეზინფორმაცია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ, მათ შორის მმართველი პარტიის თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტარებისგან. ბრალდებები, თითქოს ევროკავშირი და დასავლეთი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას და საქართველოს „უკრაინიზაციას“ გეგმავენ, მიუღებელია, მცდარია და დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის. ეს ნარატივი მხოლოდ რუსეთსა და მის პროპაგანდას ეხმარება. ევროკავშირი გააგრძელებს ამ მცდარი ნარატივის გამოვლენას და პასუხს გასცემს ანტიდემოკრატიულ ქმედებებს.“ ევროპარლამენტში 8 ოქტომბრის დებატებს მოსდევს ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს, საქართველოს შესახებ რეზოლუციების კენჭისყრა.  

საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მოქმედება არ შეაჩერა, სარჩელები ნაწილობრივ მიიღო არსებით განხილვაში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, სარჩელები ნაწილობრივ მიიღოს არსებით განხილვაში. 4 ოქტომბერს მომზადებულ საოქმო ჩანაწერი დღეს, 9 ოქტომბერს გამოქვეყნდა. „არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე,“ – წერია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მისივე თანახმად, „საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე.“ სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საკითხზე წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების („საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) ნაწილი. განახლება: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლეების, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებულ აზრს აქვეყნებს.  დოკუმენტის თანახმად, მოსამართლეები განმარტავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ე.წ. აგენტების კანონის სადავო ნორმების მოქმედება უნდა შეეჩერებინა. კერძოდ, ამაში გულისხმობენ ორგანიზაციების, მათ შორის მედია ორგანიზაციების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად სახელდებისა და ამავე სტატუსით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას, ასევე [მედია] ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებას. „სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, ნეგატიური კონოტაციის სახელით რეგისტრაციის ვალდებულებით, შესაძლოა, შეუქცევადად დაზიანდეს (მედია) ორგანიზაციების რეპუტაცია და ხელი შეეშალოს მათი საქმიანობის განხორციელებას. გამოუსწორებელი და მყისიერი ზიანის საფრთხე კი, განსაკუთრებით მკაფიოდ იკვეთება არჩევნების პროცესის დაკვირვების/გაშუქების და „საზოგადოებრივი დარაჯის როლის“ ეფექტიანად შესრულების შესაძლო შეფერხების კუთხით, რამდენადაც სადავო კანონით გათვალისწინებული სახელით რეგისტრაციას შესაძლოა, მოჰყვეს (მედია) ორგანიზაციების სტიგმატიზება, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობას, მათ მიმართ კონკრეტული სანქციების გამოყენება, რამაც, ასევე შესაძლოა, ხელი შეუშალოს მათ საქმიანობას. ამასთანავე, ცხადია ისიც, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება გამორიცხავს უარყოფითი კონოტაციის მქონე სახელით ორგანიზაციების რეგისტრაციას, რაც არსებითად შეამცირებს სადავო ნორმების მასტიგმატიზებელ პოტენციალს," - განმარტავენ მოსამართლეები. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს. მილერი: აშშ-ში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. „უკვე მიმდინარე წლის ივნისში ჩვენ გვქონდა შიდა დისკუსია ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან იმაზე, რა მიდგომა უნდა გვქონდეს საქართველოს მთავრობის ქცევის მიმართ. ამ ქცევას ჩვენ განვიხილავთ, როგორც არამეგობრულს ევროკავშირისადმი. ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივებს, პროპაგანდას, შეთქმულების თეორიებს და გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებმა, აღარ გვქონდეს უმაღლესი დონის კონტაქტები საქართველოს მოქმედ მთავრობასთან. სწორედ ამიტომაა, რომ ბოლო თვეებში არ გამართულა უმაღლესი დონის ვიზიტები, ვგულისხმობ ჩემი ხელმძღვანელების ევროკავშირიდან ვიზიტებს საქართველოში. ასევე, არ ყოფილა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტები ბრიუსელში. ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, შევაჩეროთ ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.  

რა წერია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოზე მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 495-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 73-მა ხმა წინააღმდეგ მისცა, 86-მა კი, თავი შეიკავა. ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს ე.წ. უცხოური „აგენტების კანონის“, ასევე, „ოჯახური ღირებულებების კანონმდებლობისა“ და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, რაც რეზოლუციის მიხედვით, „ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.“ რეზოლუციის ტექსტში ასევე საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ და ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. გარდა ამისა, ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს. ასევე, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროდეპუტატები ელოდებიან, „ქართული ოცნება“ პატივს სცემს ქართველი ხალხის ნებასა და თავისუფალ არჩევანს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას.“ ცნობისთვის, ევროპარლამენტის რეზოლუციას სამართლებრივი ძალა არ აქვს. ასევე წაიკითხეთ: კარი ღიაა, მაგრამ საქართველო ევროკავშირის ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი  

სომხეთი და საქართველო შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ

1-2 ოქტომბერს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა დელეგაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, გენერალ-მაიორი არტურ ეროიანის ხელმძღვანელობით. გენერალ-მაიორი ეროიანი საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაფართოების მნიშვნელობას. შესაბამის ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის არმიის უფროსის მოადგილე ასევე შეხვდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილს. განიხილეს სომხეთის შეიარაღებულ ძალებსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის დელეგაციამ დაათვალიერა ეროვნული თავდაცვის აკადემია, სამეთაურო-საშტაბო მომზადების ცენტრი, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი და სერჟანტთა აკადემია.   

თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ფინტექ ალიანსი შეიქმნა

თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ფინტექ ასოციაციაებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს თურქული სახელმწიფოების Fintech ალიანსის შექმნის შესახებ, იტყობინება აზერბაიჯანული Report-ი, აზერბაიჯანის Fintech ასოციაციის საზოგადოებრივ გაერთიანებაზე დაყრდნობით. დოკუმენტი ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას, გამოცდილების გაცვლას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება, კანონმდებლობა და რეგულირება, ფინანსური ინკლუზიის გაზრდა, სტარტაპის ეკოსისტემის მხარდაჭერა, საერთაშორისო გადახდების და ტრანსფერების ხელშეწყობა და კიბერუსაფრთხოება. „ჩვენ გვჯერა, რომ დღეს შექმნილი თურქული სახელმწიფოების Fintech ალიანსი დადებით წვლილს შეიტანს Fintech სექტორის გაძლიერებაში ყველა მოძმე ქვეყანაში და რეგიონული თანამშრომლობის უფრო სწრაფ განვითარებაში,“ - ნათქვამია საზოგადოებრივი ასოციაცია „აზერბაიჯანის ფინტექ ასოციაციის“ განცხადებაში.  

ბლინკენის თანაშემწე: ძალიან ვღელავთ, აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება საქართველოს არჩევნებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში დაფნა რენდმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა და კონგრესი უმაღლეს დონეზე აკვირდებიან საქართველოს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სიტყვით გამოვიდა “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) და “ატლანტიკური საბჭოს” მიერ დაორგანიზებულ დისკუსიაზე, სადაც საქართველოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მან ვრცლად ისაუბრა საქართველოს შესახებ და რუსეთის გადაწყვეტილებაზე, მიზანში ამოიღოს არამყარი დემოკრატიები მსოფლიოში და სამეზობლოში. დაფნა რენდმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს კონტექსტში მოსკოვის მცდელობაზე, მხარი დაუჭიროს პარტიას, რომელმაც მისი შეფასებით, „არსებითად გადააკოპირა ის, რაც რუსეთმა სახლში გააკეთა." დაფნა რენდის თქმით, აშშ ძალიან ღელავს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ვინაიდან, ის სამართლიანი შეიძლება, იყოს მხოლოდ მაშინ, თუ თავისუფალი დებატები და შეჯიბრი არსებობს. „ბოლო რამდენიმე წელიწადში რუსეთმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, აქტიურად ცდილობდეს დემოკრატიულად არჩეული მთავრობების გადატრიალებას და არევას, სამიზნეში ყველაზე სუსტებს და არამყარებს იღებს. ამისთვის სახელმძღვანელო გააჩნიათ, რომლითაც რუსეთი თავის ახლო სამეზობლოში ეძებს [სამიზნეებს]. სხვაგანაც მსოფლიოში, სადაც შიდა დაპირისპირებაა პარტიებს შორის ან მმართველი ელიტების ფრაქციებს შორის, ძალიან ცდილობს, რომ არიოს ეს დემოკრატიული შეჯიბრი. ეს არის მათი მეთოდი. მსურს, ცოტა საქართველოზე ვისაუბრო, ვინაიდან, ახლა ჩვენთვის, აშშ-ის მთავრობაში, ეს ნამდვილად საგანგაშოა. “ქართული ოცნების” 12-წლიანი მმართველობის შემდეგ ძალიან კონკურენტული არჩევნებია 26 ოქტომბერს. და ვხედავთ მოვლენას, როდესაც რუსეთი ცდილობს მხარი დაუჭიროს ამ პარტიას, რომელმაც არსებითად გადააკოპირა ის, რაც რუსეთმა სახლში გააკეთა, მაგალითად “უცხოური აგენტების” კანონის მიღებით, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, ზღუდავს ადამიანის უფლებების ორგანიზაციებს, ზღუდავს ალტერნატიული იდეების გამოხატვის შესაძლებლობებს, კრიტიკას, ახალი იდეების შემოთავაზებას - რაც აქ, “საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში” ყველამ იცის, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჯანსაღი არჩევნებისთვის - საკითხებზე კამათის შესაძლებლობა. ასე რომ, იანვარ-თებერვლიდან მოყოლებული რუსეთი და “ქართული ოცნება” ძალიან ცდილობდნენ, რომ შეეზღუდათ ეს სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის, იმდენი მეთოდით და ისეთ დონეზე, რომ ჩვენ, სახელმწიფო დეპარტამენტში ვუპასუხეთ ჩვენი სავიზო შეზღუდვების მექანიზმით, რათა პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც მოიფიქრა ეს “უცხოური აგენტების” კანონის იდეა. ასე რომ, ძალიან ვღელავთ ამ არჩევნებზე, ვინაიდან, ის სამართლიანი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ თავისუფალი დებატები და შეჯიბრი არსებობს. პრობლემა არ არის თუ “ქართული ოცნება” სამართლიანად გაიმარჯვებს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მათ ქართველი ხალხისთვის მათი სურვილი, თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა შეზღუდეს. ქართველების 80% ევროკავშირთან მეტად დაახლოებისკენ მიისწრაფვის. არსებობს გაწევრიანების პროცესი, ასე რომ, ხალხს სურს უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან, სურს რეფორმების პროცესის გავლა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება მოიაზრებს. ასე რომ, ამ სივრცის შეზღუდვა და რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი უკან თავის ორბიტაში დააბრუნოს, და ეს უბრალოდ მიუღებელია. ამით შევწყვეტ საქართველოზე საუბარს, მაგრამ ალბათ გაიგეთ მთავარი სათქმელი, რომ ჩვენ ვღელავთ და აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება [არჩევნებს], ისევე როგორც აშშ-ის კონგრესი,” - განაცხადა რენდმა.

ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების მინისტრები: საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე

ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების [გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი] საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელონ ცრუ ნარატივები ევროპული პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სასწორზე დევს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში საფრანგეთის საელჩომ გაავრცელა. „ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ. ვწუხვართ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, რომლებმაც გამოიწვიეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება, როგორც ეს გამოაცხადა ევროპულმა საბჭომ 27 ივნისს, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა თუ მთავრობის მეთაურებს. ნეგატიური ტენდენცია მას შემდეგ მხოლოდ გაუარესდა - რეპრესიების შემაშფოთებელი მუქარით, ეგრეთ წოდებული „გამჭვირვალობის კანონის“ ძალაში შესვლით, რომელიც სტიგმატიზებას იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც იღებენ დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან და აცხადებს მათ, როგორც უცხო ძალის ინტერესების გამტარებს; ასევე - ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც ზღუდავენ LGBT+ ადამიანების უფლებებს, ასევე, თავდასხმებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე. გარდა ამისა, ჩვენ მზარდი შეშფოთებით აღვნიშნავთ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის გაძლიერებას. ევროკავშირი ევროპული პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ცრუ ნარატივების გავრცელებას არ დაუშვებს. კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს თავისი მიმდინარე ქმედებები. საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე. ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, შეესაბამებოდეს ეუთოს ODIHR-ის რეკომენდაციებს, მათ შორის, საარჩევნო კამპანიის თავისუფლად და უსაფრთხოდ წარმართვის შესაძლებლობით. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა ხელახლა აიღებს ვალდებულებას, განახორციელოს პრიორიტეტული რეფორმები, რომლებიც განსაზღვრულია ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. მზად ვართ, გავაგრძელოთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი ხელი გამოწვდილი რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას და მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ წერია განცხადებაში. ინფორმაციისთვის: ვაიმარის სამკუთხედი არის საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის რეგიონული ალიანსი, რომელიც 1991 წელს, გერმანიის ქალაქ ვაიმარში შეიქმნა. ჯგუფის მიზანია, ხელი შეუწყოს სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ტრანსსასაზღვრო და ევროპულ საკითხებში. ის ძირითადად. სამი ქვეყნის ლიდერებისა და მათი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების სახით არსებობს. წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს პარლამენტთაშორის კონტაქტებს და სამხედრო, სამეცნიერო და კულტურულ თანამშრომლობას.   „ვაიმარის სამკუთხედის“ ყველაზე მთავარ მიღწევად განიხილება პოლონეთის დაჩქარებული გაწევრიანება NATO-სა და ევროკავშირში. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ვაიმარის სამკუთხედი უკრაინისთვის მდგრადი დახმარების უზრუნველსაყოფად მოქმედებს. გასულ წელს, მედია წერდა, რომ ომის დასრულების შემდეგ, „ვაიმარის სამკუთხედს“ სავარაუდოდ, ურკაინაც შეუერთდება და ეს ფორმატი ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ქვაკუთხედად იქცევა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს. მილერი: აშშ-ში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. „უკვე მიმდინარე წლის ივნისში ჩვენ გვქონდა შიდა დისკუსია ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან იმაზე, რა მიდგომა უნდა გვქონდეს საქართველოს მთავრობის ქცევის მიმართ. ამ ქცევას ჩვენ განვიხილავთ, როგორც არამეგობრულს ევროკავშირისადმი. ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივებს, პროპაგანდას, შეთქმულების თეორიებს და გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებმა, აღარ გვქონდეს უმაღლესი დონის კონტაქტები საქართველოს მოქმედ მთავრობასთან. სწორედ ამიტომაა, რომ ბოლო თვეებში არ გამართულა უმაღლესი დონის ვიზიტები, ვგულისხმობ ჩემი ხელმძღვანელების ევროკავშირიდან ვიზიტებს საქართველოში. ასევე, არ ყოფილა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტები ბრიუსელში. ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, შევაჩეროთ ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.