ძებნის რეზულტატი:

რენესანსის 10 გენიალური მხატვარი და მათი შედევრები

მე -14 -17 საუკუნეებით დათარიღებული აღორძინების ხანა ევროპული ისტორიის ის პერიოდია, რომელსაც დიდი კულტურული განვითარება ჰქონდა. რენესასნის ეპოქა შედევრების ახალი დაბადება იყო, რომელიც დაიწყო იტალიაში და გავრცელდა მთელს ევროპაში, რამაც დიდი ცვლილებები გამოიწვია ხელოვნებაში და გავლენა მოახდინა დასავლურ ცივილიზაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ რენესანსის პერიოდში უამრავი კულტურული სფერო განვითარდა, ის მაინც ცნობილია ყველაზე დიდი მხატვრული მიღწევებით, რომლებმაც უდიდესი გავლენა მოახდინეს შემდგომ ევროპულ ხელოვნებაზე. Europetime მოგიყვებათ რენესანსის 10 ყველაზე ცნობილ მხატვარზე და მათ შედევრებზე. 10. ტინტორეტო - 1518 წლის ოქტომბერი - 1594 წლის 31 მაისი იტალიელი მხატვარი წარმოშობით ვენეციიდან, რენესანსის პერიოდში ცხოვრობდა. სწორედ ვენეციურმა სკოლამ მისცა სტიმული, რომ ნახატებში ნათელი ფერები და განათების ეფექტები გამოეყენებინა. ვენეციურმა სტილმა დიდი გავლენა მოახდინა დასავლური მხატვრობის შემდგომ განვითარებაზე. ტიციანთან და ვერონეზესთან ერთად, ტინტორეტო იყო ერთ – ერთი სამი ვენეციური გიგანტის წარმომადგენელი, რომელიც აღორძინების ხანაში ცხოვრობდა. ტინტორეტო ძალიან ინდივიდუალისტი მხატვარი იყო, რომლის ტექნიკა და ხედვა მისი კარიერის განმავლობაში განვითარდა. მისმა ექსპერიმენტებმა სინათლესა და სივრცესთან დაკავშირებით მიაღწია საოცარ ხარისხს მის ნამუშევრებში. ტინტორეტო ითვლება გვიან რენესანსის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრად. შედევრი: ბოლო ვახშამი (1594 წე;ო) 9. ტიციანი - 1488/1490 - 1576 წლის 27 აგვისტო ტიციანი იყო XVI საუკუნის ვენეციური სკოლის ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვარი. ის იყო მრავალმხრივი მხატვარი. ხატავდა პორტრეტებს, ლანდშაფტებს და მითოლოგიური და რელიგიური გმირებს. თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ტიციანმა ექსპერიმენტები ჩაატარა მრავალფეროვან ფერწერაში. ტიციანის მიერ ფერების და ხატვის მეთოდების გამოყენებამ, განსაკუთრებით ფუნჯის შეხებამ დიდი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ გვიანი იტალიური რენესანსის მხატვრებზე, არამედ დასავლეთის ხელოვნების მომავალ თაობებზე. მისმა თანამედროვეებმა ტიციანი შეაფასეს, როგორც "მზე მცირე ვარსკვლავების ფონზე". იგი დღესაც ერთ-ერთ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მხატვრად ითვლება. შედევრი: ურბინოს ვენერა (1538 წელი) 8. ალბრეხტ დიურერი - 1471 წლის 21 მაისი - 1528 წლის 6 აპრილი ალბრეხტ დიურერი იყო ბრწყინვალე გერმანელი მხატვარი. მან კარიერა დაიწყო მაიკლ ვოლგემუტის შეგირდად. ჯერ კიდევ ოცდაათი წლის ასაკში დიურერმა სახელი გაითქვა ევროპაში, როგორც ხეზე ჭრის დიდოსტატმა. დიურერი მეგობრობდა მისი დროის უდიდეს იტალიელ მხატვრებთან, მათ შორის რაფაელთან და და ვინჩთან. მის მიერ კლასიკური მოტივების შემოტანამ ხელოვნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანიის რენესანსში. ალბრეხტ დიურერი ითვლება აღორძინების ხანის უდიდეს გერმანელ მხატვრად. შედევრი: მელენკოლია I (1514 წელი) 7. ჰიერინომუს ბოხი - 1450 - 1516 წლის 9 აგვისტო ჰოლანდიელი მხატვარი, რომელმაც პირველად დახატა ადამიანისთვის გაუგებარი ინოვაციური არსებები. მისი ხელოვნება ცნობილია იმით, რომ შეიცავს გროტესკულ ადამიანებს, ცხოველებს, მონსტრებსა და ადამიანისთვის უცნობ ფანტასტიკურ არსებებს. დღეს ჰიერონიმუს ბოხი განიხილება, როგორც ხელოვნების სამყაროს ერთ-ერთი პირველი ხედვით გენიოსად და უკიდურესად ინდივიდუალისტ მხატვარად. შედევრი: მიწიერი სიამოვნების ბაღი (1515) 6. ჯოტო დი ბონდონე - 1267 - 1337 წლის 8 იანვარი XIV საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი იტალიელი მხატვარი, ადრეული რენესანსის პერიოდში. ჯოტომ რევოლუცია მოახდინა დასავლურ ხელოვნებაში იმ დონემდე, რომ მას თითქმის შვიდი საუკუნის განმავლობაში პატივს სცემდნენ, როგორც ევროპული მხატვრობის მამას. ჯოტოს ნახატები ცნობილია იმით, რომ პირველები არიან, ვინც ოსტატურად გამოხატეს ადამიანური ჟესტები, სახეები, მწუხარება და ბუნების ერთგულება. მისი ფრესკული ციკლი სკროვეგნის სამლოცველოზე განიხილება, როგორც რენესანსის უმაღლესი მიღწევა და დასავლეთის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედევრი. შედევრი: იუდას კოცნა (1306 წელი) 5. სანდრო ბოტიჩელი (1445 - 1510 წლის 17 მაისი) ბოტიჩელი ადრეული იტალიური რენესანსის უდიდესი ჰუმანისტი მხატვარი იყო. მან ეკუთვნის მითოლოგიური და რელიგიური გმირების ფართო სპექტრი და ასევე რამდენიმე პორტრეტი. ბოტიჩელის მიზანი იყო თავისი ნამუშევრების საშუალებით სილამაზისა და სათნოების აღბეჭდვა. ქალღმერთი ვენერა, რომელიც ამ თვისებებს წარმოადგენს, მის ბევრ ცნობილ ნამუშევარში ჩანს. ბოტიჩელის ხელოვნება ცნობილია ვიზუალური ბრწყინვალებითა და დეკორატიული ხარისხით, რაც არ მოიპოვება აღორძინების ეპოქის მომდევნო მხატვრების ნახატებში. შედევრი: ვენერას დაბადება (1486) 4. დონატელო (სიცოცხლის ხანგრძლივობა: 1386 - 1466 წლის 13 დეკემბერი) იტალიელი დონატელო თავის მეგობართან, ცნობილ არქიტექტორ ფილიპო ბრუნელესკისთან ერთად გაემგზავრა რომში და შეისწავლა ძველი რომაული ნანგრევები, რაც მანამდე არც ისე დეტალურად იყო შესწავლილი. დონატელომ და ბრუნელესკიმ დიდი და დიდი გავლენა მოახდინეს რენესანსის ხელოვნებასა და არქიტექტურაზე. დონატელომ განსხვავებული მიმართულება მისცა დასავლურ ქანდაკებას, რომლითაც იგი ჩამოშორდა გავრცელებულ გოთურ სტილს, რომელიც გამოირჩეოდა მრუდე ხაზებითა და გამოხატული სახის გარეშე, კლასიკურ სტილს დრამატული გამოხატულებით და დეტალური რეალიზმით. დონატელო ადრეული რენესანსის წამყვანი მოქანდაკე იყო და მან შექმნა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქანდაკებები, მათ შორის ბრინჯაოს დავითი და გატამელატას საცხენოსნო ქანდაკება. შედევრი: ბრინჯაოს დავითი (1440-იანი წლები) 3. რაფაელი - 1483 წლის 6 აპრილი - 1520 წლის 6 აპრილი იტალიური რენესანსის მხატვარი, რომელმაც ვიზუალური ხელოვნების მწვერვალს მიაღწია. რაფაელ ურბინო, ლეონარდო და ვინჩისთან და მიქელანჯელოთან ერთად, ქმნის მაღალი რენესანსის დიდოსტატების სამებას. რაფაელი, ალბათ, ყველაზე პოპულარული მხატვარი იყო რენესანსის პერიოდში და XIX საუკუნის ბოლომდეც კი, მის ნამუშევრებს უფრო მეტად სცემდნენ პატივს, ვიდრე სხვა მხატვრებს. იგი ითვლებოდა ისტორიული მხატვრობის საუკეთესო ნიმუშად. მიუხედავად იმისა, რომ მიქელანჯელოსა და ლეონარდოს პოპულარობამ მას შემდეგ აჯობა, რაფაელი დღემდე ითვლება ისტორიაში უდიდეს მხატვრად. ის იყო ემოციის ყველაზე რეალისტურად გამოსახვის დიდოსტატი, რითაც გააცოცხლა ნახატები. მისი მრავალი ნახატი, მათ შორის შედევრი, ათენის სკოლა, რენესანსის ხელოვნების ქვაკუთხედებად ითვლება. შედევრი: ათენის სკოლა (1511) 2. მიქელანჯელო - 1475 წლის 6 მარტი - 1564 წლის 18 თებერვალი მას იტალიური რენესანსის გენიოსს უწოდებენ, რომელიც ერთდროულად ნიჭიერი იყო ფერწერაში, არქიტექტურაში, პოეზიასა და ინჟინერიაში. თუმცა, ის პირველ რიგში იყო უდიდესი მოქანდაკე. მას სიცოცხლეშიც კი ღვთიურს უწოდებენ. მისი გარდაცვალების შემდეგ, საუკუნეების მანძილზე ბაძავდნენ ხელოვნები. მიქელანჯელო, ალბათ, ყველაზე გავლენიანი ფიგურაა დასავლეთის ხელოვნების ისტორიაში, რომლის ნამუშევრებმა ფერწერაში, ქანდაკებაში და არქიტექტურაში შეუდარებელი გავლენა მოახდინა ხელოვნების განვითარებაზე. მის მიერ შექმნილი დავითის ქანდაკება დასავლეთში ყველაზე ცნობილია. მისი ფრესკები კი სიქსტეს კაპელაზე მნახველს აღფრთოვანებულს ტოვებს. და მისი წმინდა პეტრეს ბაზილიკა არის რენესანსის არქიტექტურის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი. შედევრი: დავითი (1504) 1. ლეონარდო და ვინჩი - 1452 წლის 15 აპრილი - 1519 წლის 2 მაისი იტალიელი ხელოვანი, ლეონარდო და ვინჩი იყო რენესანსის იდეალური ადამიანი, უნივერსალური გენიოსი, რომელიც სხვათა შორის იყო მხატვარი, მათემატიკოსი, ინჟინერი, არქიტექტორი, ბოტანიკოსი, მოქანდაკე და ანატომიის სპეციალისტი. ანატომიის, ბოტანიკისა და გეოლოგიის დეტალური ცოდნა დაეხმარა მას ისტორიაში ყველაზე ცნობილი შედევრების შექმნაში. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ხელოვნების სფეროში, მათ შორის იყო სფუმატოს სახელით ცნობილი მხატვრული ტექნიკა, რომლის პიონერადაც ლეონარდო განიხილება. და ვინჩიმ დახატა მონა ლიზა, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნახატი. შედევრი: მონა ლიზა (1517)

სატელიტიდან გადაღებულმა ფოტოსურათებმა არქტიკაში რუსეთის უზარმაზარი სამხედრო ძალა დააფიქსირა

რუსეთი არქტიკაში უპრეცედენტო სამხედრო ძალებს აგროვებს და უახლეს იარაღს გამოცდის, რომელიც საგანგებო კლიმატზეა გათვლილი. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იარაღის გამოცდის მიზანია აზიიდან ევროპაში გადაზიდვის ძირითადი გზის გახსნა მოხდეს. დასავლეთის ოფიციალური წარმომადგენლები და იარაღის ექსპერტები განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამენ, ერთი რუსული "სუპერ იარაღის", Poseidon 2M39 მისამართით. ნორვეგიის დაზვერვის სამსახურის უფროსმა, ვიცე-ადმირალმა ნილს ანდრეას სტენსენესმა CNN- ს განუცხადა, რომ მისმა სააგენტომ შეაფასა პოსეიდონი, როგორც "ახალი ტიპის ბირთვული შემაკავებელი იარაღის ნაწილი. ის უკვე ტესტირების ფაზაშია, მაგრამ ეს სტრატეგიული სისტემაა და მას აქვს გავლენა იმ რეგიონის მიღმაც, სადაც ამჟამად მისი გამოცდა მიმდინარეობს. ნოემბერში, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კრისტოფერ ფორდმა თქვა, რომ პოსეიდონი შექმნილია იმისთვის, რომ "აშშ – ს სანაპირო ქალაქები რადიოაქტიური ცუნამიით დატბოროს". კოსმოსური ტექნოლოგიური კომპანიის Maxar-ის მიერ CNN-სთვის გადაცემულ სატელიტურ ფოტოსურათებში დეტალურადაა დაფიქსირებული რუსეთის სამხედრო ბაზებისა და ტექნიკის მკაცრი განლაგება არქტიკის სანაპირო ზოლზე. დაფიქსირებულია ასევე, მიწისქვეშა სათავსოები, რომელიც, სავარაუდოდ, პოსეიდონისა და სხვა ახალი მაღალტექნოლოგიური იარაღებისთვის არის განკუთვნილი.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესში, შესაძლოა პედაგოგებიც ჩაერთონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსიზე ვაქცინაციის პროცესში, შესაძლოა პედაგოგებიც ჩაერთონ. „პედაგოგებისა და ბაგა-ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე იმუნიზაციის პროცესში იყო წინა [საკოორდინაციო] საბჭოზე საუბარი. ახლა, როდესაც ვაქცინების მარაგი ქვეყანაში გაიზარდა, დარწმუნებული ვარ, მეორე საბჭოზე.. ეს გახლავთ ე.წ. ესენციური ჯგუფები, რომელბიც განიხილებოდა ასაკობრივი გაფაროთოების შემდეგ ..ვფიქრობ, რომ მეორე საბჭოზე ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე და შესაბამისი გადაწყვეტილება გვექნება,“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

პაკისტანში  ანტიტერორისტული სასამართლოს მოსამართლე და მისი ოჯახის სამი წევრი მოკლეს

პაკისტანში ანტიტერორისტული სასამართლოს მოსამართლე და მისი ოჯახის სამი წევრი, მეუღლე და ორი შვილი, მოკლეს. ამის შესახებ ქვეყნის პოლიციამ განაცხადა. მოკლული მოსამართლე აფტაბ აფრიდი და მისი ოჯახი დედაქალაქ ისლამაბადში მიდიოდნენ, როდესაც თავდამსხმელები მათ მანქანას სვაბის რაიონის მახლობლად ჩაუსაფრდნენ. ინციდენტის შედეგად დაშავდა მოსამართლის დაცვის ორი წევრიც და მძღოლი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იმრან ხანმა Twitter-ზე დაგმო ინციდენტი და დაარწმუნა ოჯახი, რომ ამ "შემზარავი" ქმედების ჩამდენებს დააპატიმრებენ და "კანონის სრული სიმკაცრით" დაისჯებენია.

ნიკა მელიას სასამართლო სხდომა 8 აპრილს ჩაინიშნა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო სხდომა ხუთშაბათს, 8 აპრილს ჩაინიშნა. როგორც Europetime-ს მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განუცხადა, მოსამართლე კვლავ ნინო ჩახნაშვილი იქნება. ,,8 აპრილს 11:00 საათზე ჩაინიშნა საქმის არსებითი სხდომა, მეტი ჩვენთვის ცდნობილი არაფერი არ არის. მოსამართლე ისევ ქალბატონი ნინო ჩახნაშვილია. დიდი ალბათობით, ამ პროცესზე განიხილება ნიკა მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების საკითხის გადახედვა, ანუ დატოვებენ უკანონო პატიმრობაში, თუ გაათავისუფლებენ. ეს არის სტანდარტული პროცედურა კანონის მიერ", - განაცხადა კონდახაშილმა. კითხვაზე, სხდომას დაესწრება თუ არა თავად ნიკა მელია, ადვოკატმა Europetime-ს განუცხადა, რომ ის აპირებს მისი დაცვისქვეშ მყოფის სასამართლო პროცესზე დასწრების შუამდგომლობა დააყენოს, რადგანაც მელიას პროცესებზე დასწრება აკრძალული აქვს. ,,ნიკა მელიასთან დაკავშირებით დავაყენებ შუამდგომლობას, რომ მიეცეს უფლება დაესწროს, ვინაიდან მას აკრძალული აქვს სასამართლო პროცესებზე დასწრება", - ამბობს ადვოკატი. ცნობისთვის, სასამართლომ გირაოს არგადახდის გამო, ნიკა მელიას პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

სებასტიან მოლინეუსი: ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი დღის წესრიგი გვაქვს, მსოფლიო ბანკი სიამოვნებით დაუჭერს მხარს საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ძალიან კარგი საუბარი შედგა ეკონომიკური განვითარების შესახებ და ეკონომიკაში დაწყებული რეფორმების გაგრძელების მიმართულებით წინსვლის მიღწევის გზებზე, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრის და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობა, პანდემიის დროს მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერა და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები იყო. სებასტიან მოლნეუსმა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის დროს მსოფლიო ბანკის მიერ გაწეულ დახმარებას. პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს მადლობა გადაუხადა COVID-19-ის დროს საქართველოს საჭიროებებზე დაუყოვნებლივ რეაგირებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ძალიან დასაფასებელია მხარდაჭერა, რომელიც საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო ასეთი რთული გამოწვევების დროს. პრემიერმა სებასტიან მოლინეუსს საქართველოს მთავრობასთან ეფექტური და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს მსოფლიო ბანკის საქმიანობას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით არაერთი პროექტის დაფინანსებისთვის ფინანსური სახსრების გამოყოფას, რაც ჯამში 2,7 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. შეხვედრისას მხარეებმა მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ინიციატივა, დააფინანსოს საგზაო პროექტები, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორები, რეგიონული და მუნიციპალური განვითარება, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა აფასებს მსოფლიო ბანკის მიმდინარე პორტფელს, რომელიც 12 აქტიური საინვესტიციო და განვითარების პროექტისგან შედგება და ჯამში 928 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ეს პირველი შეხვედრა იყო მთავრობის ახალ მეთაურთან. მსოფლიო ბანკის სახელით მივულოცე თანამდებობაზე დანიშვნა. ძალიან კარგი საუბარი შედგა ეკონომიკური განვითარების შესახებ და ეკონომიკაში დაწყებული რეფორმების გაგრძელების მიმართულებით წინსვლის მიღწევის გზებზე. საუბარი დავიწყეთ ახალი კორონავირუსის ირგვლივ შექმნილი ვითარების მიმოხილვით და შევეხეთ ვაქცინაციის პროგრამას. ხაზი გავუსვით მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას, რომელიც გულისხმობს საქართველოს მოსახლეობის დაცვას შესაძლო მესამე ტალღისგან. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დაჩქარდეს და უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში ვაქცინების დამატებითი დოზების შემოტანა. მოხარული ვარ, რომ მთავრობას გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაზე რამდენიმე საკვანძო სფეროში: სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა, ადამიანური კაპიტალი. შევეხეთ ასევე კონკურენციის საკითხებს, რეფორმებს და მიმაჩნია, რომ ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგი შთამბეჭდავი გვაქვს. მსოფლიო ბანკი სიამოვნებით დაუჭერს მხარს საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით. მესამე და ბოლო განსახილველი საკითხი იყო ადამიანური კაპიტალი. ეს არის ერთ-ერთი საკვანძო და მამოძრავებელი ფაქტორი, თან სტრატეგიული მიდგომის ნიშანი იმისა, რომ მკაფიო გრძელვადიანი სტრატეგია და ხედვა არსებობდეს საქართველოს მომავლის შესახებ. მთავრობას მხარს დავუჭერთ ამ სტრატეგიის უზრუნველყოფასა და ქმედითად ქცევაში. ამ პროცესში წვლილს შევიტანთ შესაბამისი დიაგნოსტიკური ანალიზით და მისი განხორციელების ინსტრუმენტების უზრუნველყოფით“, - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა შეხვედრის შემდეგ.

ოზურგეთში ავარიის შედეგად დედა გარდაიცვალა, ორი ბავშვი კი დაშავდა

ოზურგეთში მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა. ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა დედა, მისი შვილები კი დაშავდნენ. ბავშვები ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამაინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგიო ვაქცინით 11 603 ადამიანი აიცრა

5 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგიო ვაქცინით ჯამში 11 603 ადამიანი აიცრა. მათ შორის, ბოლო 24 საათში, ვაქცინა 758-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

საპატრიარქო: სიმართლეს არ შეესაბამება იფორმაცია, თითქოს გუშინ, პატრიარქმა კომენდანტის საათისა და შეზღუდვების გაუქმების შესახებ იქადაგა

"სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გუშინ, 2021 წლის 4 აპრილს, საკვირაო ქადაგებისას, კომენდანტის საათისა და შეზღუდვების გაუქმების შესახებ ისაუბრა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება", - აღნიშნულ განცხადებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. საპატრიარქოს ცნობით, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 4 აპრილის საკვირაო მსახურებაზე საერთოდ არ იმყოფებოდა. "შეგახსენებთ, რომ კოვიდპანდემიის გამო, სახელმწიფოს მიერ დაწესებული გარკვეული შეზღუვებისა და რეგულაციების დაცვის შესახებ არსებობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებები, საქართველოს საპატრიარქოსა და თავად უწმინდესისა და უნეტარესის ოფიციალური განცხადებები, რომლებიც მოგვიწოდებენ, დავემორჩილოთ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს, დავიცვათ სოციალური დისტანცია, ვატაროთ პირბადე და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას. „აუცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს, თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაში. განცხადებაში ასევე საუბარია ვაქცინაციის საკითხზე. "რაც შეეხება ვაქცინაციას, საქართველოს ეკლესიამ მრავალგზის გამოხატა თავისი პოზიცია და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. წმინდა სინოდის 2021 წლის 11 მარტის სხდომის განჩინების თანახმად, ეკლესია მიესალმება „იმ ფაქტს, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო“. თავის მხრივ, „საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“. დაბოლოს, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს ეკლესიის ნებისმიერი განცხადება ვრცელდება მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებისა“ და გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ ოფიციალური ინტერნეტ-გვერდების მეშვეობით", - აღნიშნულია საპატრიარქოს ოფიციალურ წერილში.

ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ წელსაც მოგვიწევს მოკრძალებულად აღვნიშნოთ აღდგომის დღესასწაული

"ჩვენ წელსაც მოგვიწევს, მოკრძალებულად აღვნიშნოთ აღდგომის დღესასწაული", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ "რუსთავი 2" -ის ეთერში განაცხადა. "რაც შეეხება აღდგომის დღესასწაულებს, დღეს ჯერ ადრე არის ამაზე საუბარი, ვინაიდან იცით, რომ ინფექცია მატულობს, მდგომარეობა არის საყურადღებო, თუმცა როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ჯერ ჩვენ არ გვაქვს ნახტომისებრი ზრდა, ასევე, ჩვენ ინტენსიურად მივმართავთ რეგიონებში ლოკალურ დონეზე ინფექციის მართვას და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს იქნება შედეგიანი, რაც თავიდან აგვაცილებს გლობალურ ჩაკეტვას, ვინაიდან ეს არ არის სახელმწიფოს მიზანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში მაქსიმალურად და რაც შეიძლება ხანგრძლივად იყოს შენარჩუნებული. ჩვენ წელსაც მოგვიწევს მოკრძალებულად აღვნიშნოთ აღდგომის დღესასწაული, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ჩაკეტვის გზას, ამ ეტაპზე, ჩვენ არ მივმართავთ და შევძლებთ ვმართოთ ინფექცია ისე, რომ არ დაგვჭირდეს გლობალური ჩაკეტვები," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ექსპერტების აზრით, აშშ-ში შესაძლოა, Covid19-ის ახალი ტალღა წარმოიქმნას, რომელიც განსხვავებული იქნება ახალგაზრდებისთვის

ამერიკის შეერთებულ შტატებში Сovid19-ის ახალი ტალღა შეიძლება წარმოიქმნას, რომელიც ექსპერტების აზრით, განსხვავებული იქნება ახალგაზრდებისთვის. СNN-ს ინფორმაციით, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს, თუმცა ხალხი ვირუსისგან ჯერ საკმარისად დაცული არ არის და შესაძლოა, ქვეყანა კიდევ ერთი ტალღის დასაწყისში იყოს. აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, აშშ-მ შაბათ-კვირას ვაქცინაციის კუთხით ერთგვარი რეკორდი დაამყარა და ადამიანბმა 24 საათში ვაქცინის 4 მილიონზე მეტი მიიღეს. CDC– ს მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში საშუალოდ დღეში 3 მილიონზე მეტი ადამიანის ვაქცინაცია ხდება. მათივე მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ჯერჯერობით სრულად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მხოლოდ 18,5% შეადგენს. ექსპერტები შიშობენ, რომ ევროპის შემდეგ შესაძლოა ამერიკა გახდეს კორონავირუსის მორიგი ტალღის შემოტევის კერა, თუკი შტატები უსაფრთხოების ზომებს არ გააორმაგებს, ვიდრე უფრო მეტი ადამიანის ვაქცინაცია არ ჩატარდება. ექსპერტების თქმით, ყველაზე ცუდი ის არის, ყველაფერი სწრაფად იცვლება და შეიძლება უბედურება მოჰყვეს ახალგაზრდა ჯგუფებს, რომლებიც ჯერ არ არიან ვაქცინირებულნი. სხვაობა წინა ტალღებსა და სხვა შესაძლო ტალღებს შორის არის ის, რომ "ახლა ყველაზე მეტად დაზარალებულები სავარაუდოდ ახალგაზრდები იქნებიან", რადგან როგორც ვიცით, Covid-19 ვაქცინაციისთვის პრიორიტეტულ ასაკობრივ ჯგუფში ახალგაზარდები არ არიან. CDC– ს თანახმად, 65 წელს ზემოთ ასაკის ამერიკელთა 54% –ზე მეტს ვაქცინაცია ჩაუტარდა, ხოლო ამავე ასაკის 75% –ზე მეტს მიღებული აქვს ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა. როგორც CNN-თან საუბრისას ერთ-ერთი მედიკოსი აცხადებს, სწორედ 65 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები არიან შედარებით დაცულნი, მაგრამ ახალგაზრდები დაუცველები არიან. სპეციალისტების აზრთ, ვირუსის ახალი ვარიანტი უფრო გადამდებია და შესაძლოა უფრო მძიმე დაავადება გამოიწვიოს, მათ შორის ახალგაზრდებშიც. როგორ შეუძლია აშშ-ს ინფექციის მორიგი ტალღის აღკვეთა ექსპერტების თქმით, საგანგაშო გამაფრთხილებელი ნიშნების მიუხედავად, აშშ ამ საკითხის მიმართ არ არის უძლური. როგორც ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, საჭიროა უსაფრთხოების ზომების გაორმაგება - ნიღბების ტარება, სოციალური დისტანცირება. მისივე თქმით, სწორედ ახალი ტალღის თავიდან ასაცილებლადაა საჭირო ნიღბების ტარება და ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ჯერ პანდემიის პერიოდი დასრულებული არ არის.

IRI: მოსახლეობის 76%-ს აზრით, გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა

IRI-ს ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76 პროცენტი თვლის რომ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა "მეტ-ნაკლებად გაუარესდა". საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ახალი კვლევა დღეს გამოაქვეყნა. გამოკითხულთა 37%-ს აზრით, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. რესპოდენტთა 63% მიიჩნევს რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათი ოჯახებში საგრძნობლად გაუარესდა. გარდა ამისა, გამოკითხულთა 65% უმუშევრობას ქვეყნის წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს პრობლემად ასახელებს, 41% თვლის რომ ეს პრობლემა მწვავედ დგას მათ ქალაქში, ხოლო 34% ამბობს, რომ უმუშევრობა მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. თბილისი, საქართველო - საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი ეროვნული მასშტაბის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომელიც აჩვენებს მოქალაქეების შეშფოთებას ეკონომიკური საკითხების მიმართ და უკმაყოფილებას მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვის პროცესისადმი. ამ მიგნებების პარალელურად, მმართველი და ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ ვერ აღწევენ შეთანხმებას წინა წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ სადავო საკითხებზე.

IRI-ს დირექტორი: საქართველოს მოსახლეობა მუდმივი ოპტიმიზმით გამოირჩეოდა, ბოლო კვლევის თანახმად ეს ტენდენცია იცვლება

თბილისი, საქართველო - საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი ეროვნული მასშტაბის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომელიც აჩვენებს მოქალაქეების შეშფოთებას ეკონომიკური საკითხების მიმართ და უკმაყოფილებას მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვის პროცესისადმი. ამ მიგნებების პარალელურად, მმართველი და ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ ვერ აღწევენ შეთანხმებას წინა წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ სადავო საკითხებზე. "წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევები აჩვენებდა, რომ საქართველოს მოსახლეობა გამოირჩეოდა მუდმივი ოპტიმიზმით. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია იცვლება. მოქალაქეები სულ უფრო მეტად ღელავენ ეკონომიკურ საკითხებზე, პანდემიასა და მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე."- განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76 პროცენტი თვლის რომ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა "მეტ-ნაკლებად გაუარესდა" (37%) და "მნიშვნელოვნად გაუარესდა" (39%). გამოკითხულთა 63% მიიჩნევს რომ მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო 71% თვლის რომ ეკონომიკური მდგომარეობა "მეტ-ნაკლებად" ან "ძალიან" ცუდია. გარდა ამისა, გამოკითხულთა 65% უმუშევრობას ქვეყნის წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს პრობლემად ასახელებს, 41% თვლის რომ ეს პრობლემა მწვავედ დგას მათ ქალაქში, ხოლო 34% ამბობს, რომ უმუშევრობა მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. გამოკითხულთა 59% კმაყოფილია მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში, მათ შორის "მეტ-ნაკლებად კმაყოფილია" (44%) და "ძალიან კმაყოფილია" (15%). ეს მონაცემი IRI-ს მიერ, 2020 წლის ივნისში ჩატარებული კვლევის მაჩვენებელთან შედარებით 20%-იან ვარდნას წარმოადგენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შესამსუბუქებლად, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, მოსახლეობის 45%-მა პროცენტმა გამოთქვა კმაყოფილება, მაშინ როდესაც 2020 წლის ივნისის კვლევაში ეს მონაცემი 56%-ია. მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობის ფონზე, მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, მათ შორის 42% - "სრულიად არ უჭერს მხარს" და 18% - "გარკვეულწილად არ უჭერს მხარს". მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რომ მათ მიერ არჩეულმა პოლიტიკოსებმა განაგრძონ საპარლამენტო საქმიანობა, მოსახლეობის აზრი ორად იყოფა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ: მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია. "ეს მიგნებები არის მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიებისთვის. საქართველოს მოქალაქეებს სურთ მოქმედი პარლამენტი, რომელიც მათ საჭიროებებსა და პრობლემებს წარმოადგენს" - განაცხადა ნიქსმა. კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

IRI: არჩევნები რომ მომავალ კვირას ტარდებოდეს - "ქართული ოცნება" - 35%, ენმ-ძალა ერთობაშია - 18%, ევროპული საქართველო - 3%

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შემდეგები გამოაქვეყნა. კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%. კვლევის თაახმად, მომავალ კვირას რომ ქვეყანაში არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 35% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 18% – ბლოკ ენმ-ძალა ერთობაშიას, 3% – ევროპულ საქართველოს. სხვა პარტიების შესახებ მონაცემები შემდეგია: სტრატეგია აღმაშენებელი – 3%' გირჩი - ზურა ჯაფარიძე – 2% პატრიოტთა ალიანსი – 2% ლეიბორისტული პარტია – 2% მოქალაქეები – 2%ლელო – 1% სხვა პარტიები – 1% არცერთი – 10% არ ვიცი/უარი პასუხზე – 15%

IRI: რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, გამოკითხულთა 45% მხარს უჭერს, 45% კი წინააღმდეგია

IRI-ს ბოლო კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ, მათ მიერ არჩეულმა პოლიტიკოსებმა საპარლამენტო საქმიანობა განაგრძონ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ~, მოსახლეობის აზრი ორად იყოფა. კვლევის ანგარიშის თანახმად, მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია. მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობის ფონზე, მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, მათ შორის 42% - "სრულიად არ უჭერს მხარს" და 18% - "გარკვეულწილად არ უჭერს მხარს". "ეს მიგნებები არის მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიებისთვის. საქართველოს მოქალაქეებს სურთ მოქმედი პარლამენტი, რომელიც მათ საჭიროებებსა და პრობლემებს წარმოადგენს" - განაცხადა IRI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა სტივენ ნიქსმა. კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

IRI: მოსახლეობის 59%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 59% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა 30%-ს კი მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 11%-მა კი არ იცის, ან კითხვაზე პასუხი არ აქვს. აღნიშნული კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

IRI: ოპოზიციური პარტიების მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირებას გამოკითხულთა 60% მხარს არ უჭერს

მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობის ფონზე, მოქალაქეების 60% არ მხარს არ უჭერს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას. აღნიშნულ სტატისტიკას IRI აქვეყნებს, რომელმაც დღეს, ბოლო კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, 42% - სრულიად არ უჭერს მხარს საპარლამენტო ბოიკოტირებას, 18% კი გარკვეულწილად არ უჭერს მხარს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რომ მათ მიერ არჩეულმა პოლიტიკოსებმა განაგრძონ საპარლამენტო საქმიანობა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, მოსახლეობის აზრი ორად იყოფა: მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია. "ეს მიგნებები არის მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიებისთვის. საქართველოს მოქალაქეებს სურთ მოქმედი პარლამენტი, რომელიც მათ საჭიროებებსა და პრობლემებს წარმოადგენს" - განაცხადა IRI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა სტივენ ნიქსმა. კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

IRI-ის კვლევა: მოსახლეობის 39% ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს, 24% "რაღაც დროის გასვლის" შემდეგ აიცრება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 39% არ აიცრება, ხოლო 24% ვაქცინას "რაღაც დროის გასვლის" შემდეგ გაიკეთებს. კლევის კითხვაზე "მას შემდეგ რაც Covid-19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება და ვაქცინაციის პროცესი დაიწყება, რა იქნება თქვენი გადაწყვეტილება" პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: 39% - არ ავიცრები 24% - ავიცრები რაღაც დროის გავსლის შემდეგ 20% - ავიცრები, როგორც კი ვაქცინა ხელისაწვდომი იქნება ჩემთვის 6% - ავიცრები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონი ან ჩემი დამსაქმებელი აცრას მოითხოვს 1%-ზე ნაკლები - სხვა 12% - არ ვიცი/უარი პასუხზე კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საშუალებას აძლევს 2036 წლამდე ხელისუფლებაში დარჩეს

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საშუალებას აძლევს მას კიდევ ორი ვადით იყაროს კენჭი, მას შემდეგ რაც მისი ამჟამინდელი ვადა დასრულდება. გამოცემის ინფორმაციით, დოკუმენტი რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, აღნიშნული კანონმდებლობა პუტინს გზას გაუხსნის 2036 წლამდე დარჩეს ხელისუფლებაში.

IRI-ს დირექტორი: საქართველოს მოქალაქეებს მოქმედი პარლამენტი სურთ, რომელიც მათ საჭიროებებსა და პრობლემებს წარმოადგენს

"საქართველოს მოქალაქეებს მოქმედი პარლამენტი სურთ , რომელიც მათ საჭიროებებსა და პრობლემებს წარმოადგენს", - ამის შესახებ IRI-ს დირექტორმა სტივენ ნიქსმა განაცხადა. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი ეროვნული მასშტაბის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომელიც აჩვენებს მოქალაქეების შეშფოთებას ეკონომიკური საკითხების მიმართ და უკმაყოფილებას მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვის პროცესისადმი. ამ მიგნებების პარალელურად, მმართველი და ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ ვერ აღწევენ შეთანხმებას წინა წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ სადავო საკითხებზე. "წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევები აჩვენებდა, რომ საქართველოს მოსახლეობა გამოირჩეოდა მუდმივი ოპტიმიზმით. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია იცვლება. მოქალაქეები სულ უფრო მეტად ღელავენ ეკონომიკურ საკითხებზე, პანდემიასა და მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე. ეს მიგნებები არის მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიებისთვის. საქართველოს მოქალაქეებს სურთ მოქმედი პარლამენტი, რომელიც მათ საჭიროებებსა და პრობლემებს წარმოადგენს"- განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა. მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობის ფონზე, მოქალაქეების 60% არ მხარს არ უჭერს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას. აღნიშნულ სტატისტიკას IRI აქვეყნებს, რომელმაც დღეს, ბოლო კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, 42% - სრულიად არ უჭერს მხარს საპარლამენტო ბოიკოტირებას, 18% კი გარკვეულწილად არ უჭერს მხარს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რომ მათ მიერ არჩეულმა პოლიტიკოსებმა განაგრძონ საპარლამენტო საქმიანობა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, მოსახლეობის აზრი ორად იყოფა: მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია. გამოკითხულთა 76%-ის აზრით, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.