ძებნის რეზულტატი:
შსს: უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში, გარკვეულ მიმართულებებზე მოქალაქეთა გადაადგილება დროებით იზღუდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ნამახვანჰესის წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში დილიდან მობილიზებულები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და პოლიციის მოთხოვნებს დაემორჩილონ. უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად. გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად ნამახვანჰესის წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ დღეს განაცხადა.
ოპოზიცია "15 მაისის შტაბს" ქმნის
"რაც შეეხება 15 მაისს, დეტალურად ვიმსჯელეთ გეგმაზე, საუბარია იმაზე, რომ ჩამოყალიბდება "15 მაისის შტაბი", - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „რაც შეეხება 15 მაისს, დეტალურად ვიმსჯელეთ გეგმაზე, საუბარია იმაზე, რომ ჩამოყალიბდება "15 მაისის შტაბი". ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს, სასურველია სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ვიყოთ ერთად და შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას. დარწმუნებული ვარ, ეს ერთიანობა აუცილებლად მოიტანს შედეგს. იმედი მინდა ვიქონიო, რომ 15 მაისს ნორმალური ვითარება იქნება ქვეყანაში, მათ შორის, კოვიდის თვალსაზრისით", - განაცხადა ბურჯანაძემ.
ზურაბ ჯაფარიძე: ოპოზიციის დეპუტატებმა, მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს კიდევ ერთხელ უნდა მივმართოთ
პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო მოლაპარაკებებსა და ოპოზიციური პარტიების სამომავლო გეგმებს. მისივე თქმით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტს კიდევ ერთხელ უნდა მიმართონ მანდატების შეწყვეტით მოთხოვნით. ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდეს. „ჩემი აზრით, ყველამ, ვისაც აქვს მანდატები, კიდევ ერთხელ უნდა მივმართოთ პარლამენტს, რომ შეგვიჩეროს მანდატები. მე ეს გადაწყვეტილება მიღებული მაქვს სერიოზულად და მგონია, რომ გასაკეთებელია. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი მიმდინარეობდა მომავალ გეგმებზე და რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯები, რა შეიძლება გააკეთონ პარტიებმა, მათ შორის ახლა იწყებენ მსჯელობას 15 მაისის აქციაზე. ჯერ ვერ მოგიყვებით ვერაფერს, შეთანხმება არაფერზე არ ყოფილა, რადგან მე ადრე გამოვედი“, – განაცხადა ჯაფარიძემ. “, – აღნიშნა ჯაფარიძემ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიციამ შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოს, თუ რატომ არ უქმდება მათი საპარლამენტო მანდატები. სერგო ჩიხლაძის, თქმით, ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო დასავლელ პარტნიორებთან დიალოგის აუცილებლობას. „დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ უნდა გავუგზავნოთ გზავნილი, რომ თუ რაიმე სანქციებზე, ან პირობებზეა საუბარი, ქვეყანას არ დაედოს არანაირი სანქცია, კონკრეტულ პირებზე გადავიდეს ეს წნეხი. ასევე ვისაუბრეთ 15 მაისის აქციაზე, ლოჯისტიკურ დეტალებზე. იმაზე, თუ როგორ ვაპირებთ რეგიონებში გასვლას“,- აცხადებს ჩიხლაძე.
პრეზიდენტი: საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც დღეს არ გლოვობს, ანზორ ერქომაიშვილი გამაერთიანებელი იყო
მგონი, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც დღეს არ გლოვობს, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უყვარდა და პატივს არ სცემდა ანზორ ერქომაიშვილს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. პრეზიდენტის თქმით, ანზორ ერქომაიშვილი გამაერთიანებელი იყო. „ანზორ ერქომაიშვილზე ბევრი რამე ითქვა და ბევრი რამე ითქმება, მე არ გავიმეორებ, არც პატრიარქის და არც მეუფე შიოს სიტყვებს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანი იყო გამაერთიანებელი. დღეს თუ უყურებდით, ვინ შემოვიდა ტაძარში, შემოვიდა მთელი საზოგადოება, მთელი საქართველო, დიდი, პატარა, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები იყვნენ, ეს არის ის ძალიან დიდი მაგალითი, რაც ანზორ ერქომაიშვილმა დაგვიტოვა. მგონი, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც დღეს არ გლოვობს, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უყვარდა და პატივს არ სცემდა ანზორ ერქომაიშვილს“,- აცხადებს პრეზიდენტი. ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალეს. 1968 წლიდან ის იყო ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული შვიდი ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“. ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“, „შავი შაშვი ჩიოდა“. ანზორ ერქომაიშვილს უნიკალური წვლილი მიუძღვის დაკარგვის პირას მყოფი უნიკალური ქართული ფოლკლორის ნიმუშების მოძიებასა და ოქროს ფონდის შექმნაში. მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის; ასევე, მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია.
რიონის ხეობაში, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მოწინააღდეგეთა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირსიპირება მოხდა. დაპირისპირების დროს, პოლიციამ 2 პირი დააკავა. "ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ჰესის ინვესტორი კომპანიის „ენკა რინიუებზის“ ახალ დირექტორს მერაბ ლომინაძეს დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ დასახლებაში შეკრებილები ცდილობენ კომპანიას მუშაობის შესაძლებლობა არ მისცენ. „თვალნათლივ არის ყველაფერი წარმოდგენილი, კომპანიამ ისევ განაახლა მუშაობა, რასაც თვითონ მოსამზადებელ სამუშაოებს ეძახიან, უკან არ დავიხევთ!“ - აცხადებს „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე. შსს: უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში, გარკვეულ მიმართულებებზე მოქალაქეთა გადაადგილება დროებით იზღუდება
დაასრულე კომენდანტი! - სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ
დაასრულე კომენდანტი! - სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ. პროტესტის მოთხოვნა კომენდანტის საათის გაუქმებაა. დემონსტრანტები რუსთაველის გამზირისკენ 3 ლოკაციიდან მიემართებიან - წითელი ბაღიდან, თსუ-ის პირველი კორპუსიდან და ვაკის პარკიდან. რუსთაველზე აქცია-კონცერტი გაიმართება. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას ეპიდვითარებასთან და კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლასთან საერთო არაფერი აქვს და ხელისუფლება მას მხოლოდ პოლიტიკური მოტივით, შერჩევითად იყენებს.
კულტურის მინისტრი: ფასდაუდებელია ანზორ ერქომაიშვილის მიერ ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილი, ძალა მოგვცემოდეს მის დანატოვარზე ღირსეულად ზრუნვისთვის
„ფასდაუდებელია ბატონი ანზორ ერქომაიშვილის მიერ ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილი.ძალა მოგვცემოდეს მის დანატოვარზე ღირსეულად ზრუნვისათვის", - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთაწმინდის პანთეონში, ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვის ცერემონიალზე განაცხადა. "ვუსამძიმრებ ანზორ ერქომაიშვილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და მის მიერ აღზრდილ სხვადასხვა თაობის შესანიშნავ ადამიანებს, რომლებიც დღეს გლოვაში არიან.ფასდაუდებელია ბატონი ანზორ ერქომაიშვილის წვლილი ქართულ კულტურაში.“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალეს. 1968 წლიდან ის იყო ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის; ასევე, მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული შვიდი ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“. ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“, „შავი შაშვი ჩიოდა“.
ჯორჯ კენტი: იმისთვის რომ საქართველო NATO-ს და ევროკავშირის წევრი გახდეს, ის უკვე ისე უნდა იქცეოდეს, როგორც ამ ინსტიტუტების წევრი
"იმისთვის რომ საქართველო NATO-ს და ევროკავშირის წევრი გახდეს, ის უკვე ისე უნდა იქცეოდეს, როგორც ამ ინსტიტუტების წევრი", - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯორჯ კენტიმ "ამერიკისი ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "ჩვენი ევროპელი კოლეგები გვეუბნებია, რომ მათ არ ესმით, რატომ აკეთებენ საქრთველოს ლიდერები იმას, რასაც აკეთებე. იმისთვის რომ საქართველო ამ ინსტიტუტების [ნატო და ევროკავშირი] წევრი გახდეს, ის უკვე ისე უნდა იქცეოდეს, როგორც ამ ინსტიტუტების წევრი. საქართველომ ლაპარაკთან ერთად საქმეც უნდა აკეთოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ისე უნდა იქცეოდეს, თითქოს ის უკვე ევროკავშირის წევრია, არ უნდა არსებობდეს არანაირი კითხვა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. არ უნდა არსებობდეს ზეწოლა სასამართლოზე, ბიზნესზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თუ ოპოზიციურ მედიაზე. ესაა ის ქმედებები, რომელზეც ევროკავშირი გეტყვით - წადით და მაშინ დაბრუნდით, როცა დასერიოზულდებით", - განაცხადა კორჯ კენტიმ.
ჯორჯ კენტი: საქართველოს ლიდერებმა უნდა გადადგან ის ნაბიჯები, რომლებიც დემოკრატიული ნორმების მიმართ მათ ერთგულებას დაადასტურებს
"საქართველოს ლიდერებმა უნდა გადადგან ის ნაბიჯები, რომლებიც დემოკრატიული ნორმების მიმართ მათ ერთგულებას დაადასტურებს", - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯორჯ კენტიმ "ამერიკისი ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "საქართველოს ბევრი გამოწვევა აქვს. იქნება ეს რეგონული გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში ყარაბაღის მეორე ომის შემდედ, თუ ეკონომიკური მფგომარეობის გაუმჯობესებაკოვის კრიზისის შემდეგ. ეს ის დიდი საკითხებია, რაზეც საქართველოს ლიდერებმა კონცენტრაცია უნდა გააკეთონ, იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მიზნებს მიაღწიონ. მისმა ლიდერებმა უნდა გადადგან ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც დემოკრატიული ნორმების მიმართ მათ ერთგულებას დაადასტურებს და ქვეყანას წინ წაწევს იმის ნაცვლად, რომ კინკლაობაში ყველაფერი გაანადგუროს", - განაცხადა ჯორჯ კენტიმ. მისი თქმით, პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. უნდა მოხდეს სამომავლო გზაზე შეთანხმება და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს იმ გამოწვევების გადალახვას რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. "ვფიქრობ საქართველოს წარმატება არის ბოლო 18 წლის განმავლობაში კონსესუსი ქვეყნის მოქალაქეებსა და ლიდერებს შორის იმაზე, თუ საით სურდათ ქვეყნის წაყვანა. ამაში შედის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება. პარტიებს შორის ეს კონსენსუსი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შეერთებულ შტატებში ასეთი გამონათქვამი გვაქვს "პოლიტიკა წყლის ნაპირთან მთავრდება", საქართველოს წყლის ნაცვლად, შავი ზღვის გარდა სხვა ქვეყნებთან სახმელეთო საზღვრები აქვს. არსი აქ ის არის, რომ ქართველებმა უნდა გააცნობიერონ რომ არსებობს ეროვნული პროექტი წარმატებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა ეცადო შენი პოლიტიკური მოწინააღმდეგის ბოლომდე განადგურებას. პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. უნდა მოხდეს სამომავლო გზაზე შეთანხმება და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს იმ გამოწვევების გადალახვას რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. საქართველოსთვის სასწორზე იმ მომავლის გაგრძელებაა, რომელსაც მისი ლიდერები ამბობენ, რომ ქვეყნისთვის სურთ. რეფორმების ძალისხმევამ უნდა შექმნას სიტუაცია, როცა ქვეყანას წინ წასვლა შეეძლება და ექნება საკუთარი მომავლის შერჩევის შესაძლებლობა. ძალიან ცხადია ის, რომ წარმატების მისაღწევად საქართველოს ძირეული საარჩევნო სისტემის რეფორმები და სასამართლო სისტემის რეფორმები სჭირდება. სასამართლოს რეფორმა აბსოლუტურად კრიტიკულია ქვეყნის წარმატებისთვის", - განაცხადა კენტიმ. მისი თქმით, ქართველებს აქვთ უფლება, მოითხოვონ ისეთი არჩევნები, როგორიც სომხებმა ჩაატარეს 2018 წელს. "როგორც ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში ვიზიტით მყოფ ქართველებს ვუთხარი, სომხეთმა, ქვეყანამ რომელსაც სუფთა არჩევნები ბოლო 25 წლის მანძილზე არ ჰქონია, 2018 წელს ჩაატარა არჩევნები, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო იყო. თუ ამის გაკეთება სომხეთს ახლა შეუძლია, საქართველოს ეს უკვე ბოლო 15 წელია შეუძლია. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მოსთხოვონ ხალხს, რომლებიც არჩევნებს უწევენ ადმინისტრირებას, ხალხს, რომლებსაც ისინი ირჩევენ, რატომ არ შეიძლება ჩვენც ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, როგორიც სომხებმა ჩაატარეს. და თუ ეს ასე არ არის, ხალხს აქვს უფლება კითხვები გაუჩნდეს იმაზე, იყო თუ არა მთავრობის განზრახვა, არ ჩაეტარებინათ ყველაზე სუფთა და სამართლიანი პროცესი", - განაცხადა კენტიმ.
ჰედერ კონლი: საქართველოს პოლიტიკურმა მხარეებმა გვაჩვენეს, რომ მათთვის პოლიტიკური ვაჭრობაა მთავარი
„საქართველოს პოლიტიკურმა მხარეებმა გვაჩვენეს, რომ მათთვის პოლიტიკური ვაჭრობაა მთავარი და არა ქვეყანა“, - ამის შესახებ, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტმა და ევროპის პროგრამების დირექტორმა ჰედერ კონლიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. კონლის თქმით, დასავლეთი ძალიან საშიშ სიგნალებს ხედავს, რომელიც რუსეთისგან მოდის „ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა. ვფიქრობ, ძალიან დიდი იმედი გაჩნდა, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი თბილისს ეწვია და დაიწყო ეს პროცესი. კრისტიან დანიელსონი, არაჩვეულებრივი დიპლომატია, რომელსაც ესმის და სურს, რომ შექმნას სიტუაცია, სადაც ორივე მხარე საკუთარ პოლიტიკურ საჭიროებებზე წინ ქვეყანას დააყენებს. ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად, ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა ამერიკის ელჩი. ეს არის ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ძლიერი მესიჯი. ეს ზუსტად ის მესიჯია, რაც პრეზიდენტ ბაიდენს სურს, რომ გააგზავნოს საქართველოში, რომ ჩვენ დასავლეთი, ამას ტრანსატლანტიკურ ფორმატში ვაკეთებთ, რათა გავაძლიეროთ ქვეყნები, რომლებსაც ევროატლანტიკური ორიენტაცია აქვთ. ასე რომ, ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. გარდა ამისა ჩვენ ვხედავთ ძალიან საშიშ სიგნალებს რუსეთისგან. ამერიკისა და ევროპის სარდლობა სრულ მზადყოფნაშია. ძალიან მაღალ დონეზე გვქონდა შეხვედრები ასევე უკრაინის მაღალი თანამდებობების წარმომადგენლებთან“, - აცხადებს ევროპის პროგრამების დირექტორი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
თეთრი სახლი: უკრაინის საზღვარზე, რუსეთის აგრესიის შესახებ, მოსკოვის დეზინფორმაციის გამო შეშფოთებული ვართ
" უკრაინის საზღვარზე რუსეთის აგრესიის შესახებ მოსკოვის დეზინფორმაციის გამო, თეთრი სახლი შეშფოთებულია. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.", - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერი აღნიშნავს, ანალოგიურ დეზინფორმაციულ კამპანიას არუსეთი წარსულშიც ახორციელებდა ღმოსავლეთ უკრაინაში. „ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, როდესაც რუსეთი ატარებდა წარსულში დეზინფორმაციულ კამპანიას უკრაინის საზღვარზე თავის აგრესიასთან დაკავშირებით. ასე რომ, ეს ნამდვილად არის ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით და რის გამოც შეშფოთებული ვართ. ჩვენ ამაზე კომუნიკაციას გავაგრძელებთ აქ და ასევე ჩვენს პარტნიორებთან ევროპაში“, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ. უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება. Euronews-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გადაუმოწმებელ კადრებზე ჩანს, რომ რუსული ტანკები გადაადგილდნენ იმ ადგილებში, რომლებიც მოიცავს ანექსირებულ ყირიმს და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს. ეს მას შემდეგ ხდება, რაც ბოლო დღეებში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში აცხადებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ასობით დარღვევის შესახებ. პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსულ ოპერაციებს 4 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა აღმოსავლეთ ნაწილში და დაიჭრა ორი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვს მოუწოდა ,,შეწყვიტოს სამხედრო ესკალაცია" და ,,დაუყოვნებლივ და უპირობოდ დაადასტუროს თავისი ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ". ამასთან, რუსეთმა უპასუხა, რომ თავისუფლად შეუძლია შეიარაღებული ძალების განთავსება საკუთარ ტერიტორიაზე, როგორც თავად აირჩევს. უკრაინაში ნატო-ს ჯარების გაძლიერება დამატებითი ზომების მიღებას მოითხოვს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კრემლის პრესსპიკერის თქმით, უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გამოჩენა რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს.
ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნას დაუსაბუთებელი მოთხოვნა კი არა, წესების დაცვა სჭირდება - დიმიტრი ხუნდაძე
"ქვეყანაში ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეზღუდვების მოხსნას დაუსაბუთებელი მოთხოვნა კი არა, იმ წესების დაცვა სჭირდება, რომელსაც დარგის სპეციალისტები ყოველდღიურად გვახსენებენ და მაინც ვივიწყებთ', - ამის შესახებ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მსოფლიომ და მათ შორის საქართველომ საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა, მაგრამ დღეს , ყველას ერთად მაინც გვიწევს პანდემიის რეჟიმში ცხოვრება. ეს ნიშნავს იმას, რომ საფრთხე არსად წასულა. "თუ თითოეული ჩვეთაგანი არ შევეცდებით, მოვიხმაროთ პირბადე, დავიცავთ ფიზიკურ დისტანცია და ჩავიტარებთ საჭირო დროს ვაქცინაცია, რისკის წინაშე დავაყენებთ, როგორც საკუთარ ისე სხვის ჯანმრთელობას და ასევე ქვეყნის უსაფრთხოებას. ვირუსის ზიანს თუ ჩვენს უპასუხისმგებლობას დავუმატებთ, სირთულე, რომელიც ზოგისთვის შესაძლოა სიცოცხლის რისკის ტოლფასი აღმოჩნდეს, გარდაუვალი იქნება", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე. ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ. კომენდანტის საათის მიუხედავად, დემონსტრაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მუსიკალური აქცია პერფორმანის ფარგლებში, მომღერალი რობი კუხიანიძე პარლამენტის წინ საკუთარ სიმღერას ასრულებს. დემონსტრანტების განცხადებით, ისინი ითხოვენ ყველა იმ ჯარიმის გაუქმებას, რომელიც კოვიდშეზღუდვებთან დაკავშირებით არის გამოწერილი. მათივე თქმით, გადაადგილებაზე შეზღუდვა პანდემიასთან ბრძოლის ეფექტური გზა არ არის და ხელისუფლება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. მათივე თქმით, პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და ე.წ. კომენდანტის საათს დაარღვევენ.
მომიტინგეები ე.წ კომენდანტის საათს დემონსტრაციულად არღვევენ
ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს დემონსტრაციულად არღვევენ. აქციაზე იმყოფებიან ცნობილი ხელოვანებიც, რომლებიც პარლამენტის წინ მუსიკალურ აქცია, პერფორმანს მართავენ. ამ წუთებში პარლამენტის წინ რობი კუხიანიძე მღერის. სამოქალაქო აქტივისტთა და ოპოზიციის ნაწილი მოქალაქეებთან ერთად, რუსთაველზე დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობით მივიდა. ისინი ტერიტორიაზე დარჩენას მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ.
ლაუტერბრუნენი - ყველაზე განსხვავებული სოფელი შვეიცარიაში, სადაც ადამიანები ბედნიერებას ეძებენ
ლაუტერბრუნენი არის იდილიური სოფელი, რომელიც მდებარეობს შვეიცარიის ალპებში, წარმოუდგენლად ლამაზ ხეობაში. თოვლიანი მწვერვალები, მაღალმთიანი ჩანჩქერები და უხეში ხეობები, სადაც შეგიძლიათ იხილოთ თვალწარმტაცი ხედები. გაუდაბნოებული სოფელი მთელი წლის მანძილზე პოპულალურია. მაგრამ, თუ გაზაფხულზე ან ზაფხულში გაემაგზავრებით ნახავთ თოვლიან მწვერვალებს. როდესაც ზამთარი მოდის, ღრმა მწვანე მდელოები თოვლივით იფარება და ბორცვების მიმდებარედ კურორტები ბიზნესისთვისაა გახსნილი. 1. ფრენა ხეობის ზემოთ ლაუტერბრუნენში პარაშუტისტები მთელი მსოფლიოდან მოგზაურობენ რომ გადმოხტნენ მისი ციცაბო ფერდობიდან. თუ თვლით, რომ ეს თქვენთვის ექსტრემალურია, მაშინ შეგიძლიათ პროფესიონალის მომსახურებიტ ისარგებლოთ, რომელიც თქვენს მაგივრად გააკონტროლებს პარაპლანს. ხეობიდან ფრენები ყველაზე სცენური და დრამატულია მსოფლიოში. 2. ლაშქრობა ლაუტერბრუნენი მოლაშქრეების ოცნებაა. აქ ასობით სალაშქრო და სასეირნო ადგილია ყველა შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის. ზოგადი წესია, რომ რაც უფრო რთულია ლაშქრობა, ჯილდოც უკეთესი იქნება. მაგრამ ხეობის ფსკერზე მსუბუქი სეირნობაც კი შთამბეჭდავ სანახაობებს გვპირდება. ახლომახლო გასეირნებისას ვნახავთ თოვლით სავსე ტბებს, ძროხებს, მთის თხებს, გადავივლით მთის ქოხებს, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ცხელი შოკოლადი ულამაზესი ხედით. 3. გაისეირნეთ Lauterbrunnen ასევე ცნობილია მთის ველოსიპედებით და იქ შესანიშნავი გზაა დიდი მანძილის დასაფარად. გაითვალისწინეთ, რომ ხეობის მხარეები ძალიან ციცაბოა და, სავარაუდოდ, არ არის შესაფერისი სუსტი ან მოყვარული ველოსიპედისტებისთვის, თუმცა სტეკლბერგის ხეობის ბოლომდე მშვიდი სიარულისთვისაც კი დაჯილდოვდებით. თუ კი მეტი გამოწვევა გინდათ, შეგიძლიათ თქვენი ველოსიპედი წაიყვანოთ გონდოლაში, ახლომდებარე სოფელ მიურენამდე. 4. იარეთ ჩანჩქერის უკანა მხარეს ალაუტერბრუნენის ხეობის კედლებზე რამდენიმე ჩანჩქერი იშლება, ზოგი უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე სხვები. Staubbachfall არის ხეობაში მოკლე სასეირნო გზა,რომელიც წყლის მიღმა გაგიყვანთ. Trümmelbachfäll ხეობაში კიდევ ერთ პოპულარულ ჩანჩქერს ნახავთ, რომელიც არანაკლებ მომაჯადოებელია. Staubbachfall- მდე სიარული შეიძლება ოდნავ მოლიპულ იყოს, ამიტომ ბილიკის დასაწყისში აიღეთ სალაშქრო ჯოხები, რათა წონასწორობა შეინარჩუნოთ. 5. დააგემოვნეთ საუკეთესო ყველის ფონდიუ ცოტა რამ არის კულინარიაში იმაზე უკეთესი ვიდრე ვიდრე ტრადიციული შვეიცარიული ყველის ფონდიუს მირთმევა. Lauterbrunnen– ში და მის შემოგარენში ამ სიმბოლური კერძის მისართმევად რამდენიმე ადგილია, მაგრამ განსაკუთრებით გემრიელია მთაგორიან სოფელ მიურენში გასეირნების შემდეგ. რესტორნებისა და სასტუმროების უმეტესობას მენიუში აქვს ყველის ფონდი. 6. უყურეთ მზის ჩასვლას 2600 მეტრიდან თუ სიარული არ გეზარებათ და ძალა გეყოფათ, აუცილებლად აისეირნეთ მწვერვალზე, საიდანაც შთამბეჭდავი სანახაობა გელოდებათ. თუ სიარული არ შეგიძლიათ, მაშინ გონდოლათი სცადეთ ბედი, მაგრამ 2600 მეტრიდან მზის ჩასვლის ყურება, დაუჯერებელი სანახაობაა. და ბოლოს... Lauterbrunnen არის ადგილი, რომელიც დაგიტოვებთ შვეიცარიისა და მისი ბუნებრივი სილამაზის შიშის განცდას. თქვენი ინტერესების მიუხედავად, Lauterbrunnen ყველას მოხიბლავს, ვინც ამ პატარა სოფელს ეწვევა.
მეგი ბაქრაძის ადვოკატის მტკიცებით, მიმოწერები ნახეს, სადაც ექთნის დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციაზე საუბრობენ
ახალგაზრდა ექთნის, მეგი ბაქრაძის ადვოკატებს საქმის მასალები გადაეცათ. მეგი ბაქრაძის ბიძისა და ადვოკატების თანდასწრებით გარდაცვლილის კუთვნილი ტელეფონი დაათვალიერეს. ადვოკატის განცხადებით, საერთო ჩათებში ტექსტური შეტყობინებების იდენტიფიცირება მოახდინეს, რომელშიც საუბარია დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციაზე. "მოხდა კონკრეტული მოწმეების იდენტიფიცირება, კონკრეტული "ჩატის" მონაწილე პირების მიმოწერის ავტორების იდენტიფიცირება, ვინც საუბრობდა ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებზე, როგორიც არის კლინიკა "იმედიდან" მეგი ბაქრაძის დაგვიანებით ტრანსპორტირებაზე და თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და ისეთი პირების მიმოწერები და შინაარსი არის, რომ მკვდარი წამოიყვანეს მეგი ბაქრაძე კლინიკა "იმედიდან" ,- ამბობს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი, ნინო ამაღლობელი.
შიდა ქართლის შემდეგ, პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები გურიასა და სამეგრელოში გამოჩნდა
მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად რეგიონებში, სადაც ეპიდვითარება გაუარესდა, შეზღუდვების გამკაცრება გრძელდება. კასპის მუნიციპალიტეტის მსგავსად, დღეს საკონტროლო პუნქტი უკვე გურიაშიც გაიხსნა. ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ოთხ სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო. საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში პოლიციის საკონტროლო პუნქტები გაიხსნა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩამოთვლილ სოფლებში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი. საჭიროების შემთხვევაში, მათ ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება. აღნიშნული სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ წესდება. რამდენიმე სოფელში თერმოსკრინინგთან ერთად გმასობრივი ტესტირება ტარდება, რომლის შედეგადაც დღეს გურიაში COVID-19-ის კიდევ 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა შორის ორი მცირელოვანი ბავშვია. ისინი ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, გურიის რეგიონში დასახელებულ სოფლებში სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნული პუნქტების ტერიტორიაზე საველე კარვები ააწყვეს. სკოლებსა და ბაღებში გურიის მსგავსად უკვე მეორე დღეა შეწყვეტილია სასწავლო პროცესი კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში. იქ დღეს კორონავირუსის კიდევ 11 შემთხვევა დადასტურდა. დასახლებებში თერმოსკრინინგი და მოსახლეობის აქტიური ტესტირება გრძელდება. ცხელ წერტილად რჩება ფოთიც, სადაც კორონავირუსის გავრცელების გამო სამკერვალო ფაბრიკა "აჭარა ტექსტილი" დროებით დაიხურა. COVID-19 საწარმოში 70-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19-ის 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებელი გახდება.
გომისმთის გზაზე მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გომისმთის გზაზე მაშველებმა ახალგაზდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ოჯახის წევრებმა მისი დაკარგვის შესახებ განაცხადეს. ოჯახმა გარდაცვლილთან კონტაქტი 2 აპრილს დაკარგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მამუკა მდინარაძე: მოლაპარაკების განახლების შემთხვევაში , რამდენიმე შენიშვნის გათვალისწინებით, „ქართული ოცნება“ მზადაა, დოკუმენტს ხელი მოაწეროს
"თუ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი განახლდა, „რამდენიმე შენიშვნის გათვალისწინებით, „ქართული ოცნება“ მზადაა, დოკუმენტს ხელი მოაწეროს“, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდნარაძემ გადაცემაში განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციასთან კრისტიან დანილსონის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებაზე 5 პუნქტიდან ქვეპუნქტებად, 22 პუნქტი იყო გაწერილი, „ქართულ ოცნებას“ შენიშვნები მხოლოდ ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჰქონდა. "ჩვენი ოპონენტებისთვის ხელისუფლების გადაბარება ერთადერთი გზაა, რომ დაასრულონ ეს ხელოვნური კრიზისი. ასეთი პრეცედენტის დაშვება ქვეყნის დანგრევას ნიშნავს. ამიტომ არაფერი წერია ვადამდელ არჩევნებზე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტში", - განაცხადა "იმედის" ეთერში მამუკა მდინარაძემ. აკაკი მინაშვილი: ფარატინა ქაღალდზე შეთანხმება და ხელმოწერა ქვეყანას კრიზისული ვითარებიდან არ გამოიყვანდა ჰედერ კონლი: საქართველოს პოლიტიკურმა მხარეებმა გვაჩვენეს, რომ მათთვის პოლიტიკური ვაჭრობაა მთავარი
ქუთაისის ატრაქციონზე ხანძარი გაჩნდა
ქუთაისში მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში, ცეცხლი ავტომობილების ატრაქციონს მოეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. დამწვარია 200 კვ.მ ფართობი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის რამდენიმე მონაწილე, კომენდანტის საათის დარღვევისთვის, 2000 ლარით დააჯარიმეს
ნამახვანჰესის საწინააღდეგო აქციის მონაწილეები კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს. აქციის მონაწილეები ღამეს კარავში ათენებდნენ. ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების ხელისშეშლის მიზნით, დემონსტრანტები რამდენიმე კვირაა კარვებში მორიგეობით ღამეს ათენებენ. დაჯარიმებული აქციის მონაწილეების განცხადებით, ზოგიერთი მათგანი ღამეს კარავში ათვდა, ზოგი კი მანქანებში, როდესაც პოლიცია მოვიდა, იძულებით გარეთ გადაყვანეს და ჯარიმა დაუწერეს. უკვე ხუთ თვეზე მეტია, რაც ნამოხვანში პროტესტი გრძელდება. იმ ტერიტორიაზე, სადაც ჰესი უნდა აშენდეს, მოსამზადებელი სამუშაოები დღეს განახლდა. "ნამახვანჰესის" დირექტორი მერაბ ლომინაძე აცხადებს, რომ საბოლოო დასკვნამდე ძირითადი ობიექტების მშენებლობა არ იგეგმება. "ჰესის" პროექტის ინვესტორი კომპანია "ენკას" წარმომადგენლები დილიდან რიონის ხეობის მოსახლეობას ხვდებოდნენ, თუმცა წინსვლა ამჯერადაც არ არის - პროექტზე საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდება. დღეს აქციაზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. დაპირსიპირების დროს პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა. ნამახვანჰესის პროექტის მოწინააღმდეგეებს დღეს ომბუდსმენიც შეხვდა. შს სამინისტრომ დღეს უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით შეზღუდა.