ძებნის რეზულტატი:

IRI: მოსახლეობის 36% მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას, 14% კი მკაცრად ეწინააღმდეგება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 36% თვლის, რომ საქართველომ რუსეთთან შემდგომი დიალოგები უნდა გააგრძელოს, 14% ამ მოსაზრებას მკაცრად ეწინააღმდეგება. აღნიშნული კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

IRI: მოსახლეობის 89%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონს, 65%-ს გახარია, 54%-ს კალაძე

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 89%-ისთვის ყველაზე მოსაწონი ფიგურა პატრიარქი ილია მეორეა. პატრიარქის შემდეგ, გამოკითხულთა 65%-ისთვის ყველაზე მოსაწონი საზოგადო ფიგურა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა. მესამე ადგილს კი თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს - 54%. დავით ბაქრაძე – 52% ნიკა მელია – 42% ბიძინა ივანიშვილი – 40% გიორგი ვაშაძე – 39% დავით უსუფაშვილი – 36% არჩილ თალაკვაძე – 33% ირაკლი კობახიძე – 33% სალომე ზურაბიშვილი – 31% გიგი უგულავა – 29% შალვა ნათელაშვილი – 27% მამუკა ხაზარაძე – 26% ალეკო ელისაშვილი – 26% ლევან ხაბეიშვილი – 24% ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 21% ირმა ინაშვილი – 21% ნინო ბურჯანაძე – 20% ბადრი ჯაფარიძე – 17% აღნიშნული კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

The Hill: პენტაგონი მზადყოფნაშია, როდესაც რუსეთი აღმოსავლეთ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედებებს აძლიერებს

აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ არქტიკაში რუსეთის მოქმედებების გაქტიურების გამო, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მზადყოფნაშია. გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, გასული ორი კვირის განმავლობაში მოსკოვის მოქმედებების გააქტიურების გამო, პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შტატები იცნობს რუსეთის მოქმედებებს და აღნიშნულ საკითხს სერიოზულად ეკიდება. თავდაცვის დეპარტამენტი აკვირდება რუსეთის საქმიანობას მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში განახლდა საბრძოლო მოქმედებები მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინელ ჯარისკაცებს შორის. ამასთანავე, რუსეთის ბომბდამშენებისა და ავიაგამანადგურებლების ფრენის უჩვეულოდ გახშირების გამო, ჩრდილოეთ ატლანტიკის, ჩრდილოეთის ზღვის, შავი ზღვისა და ბალტიის ზღვის თავზე, NATO-ს თვითმფრინავები 10-ჯერ აფრინდნენ. გარდა ამისა, მარტის ბოლოს, სამმა რუსულმა ბირთვულმა სარაკეტო წყალქვეშა ნავმა ერთდროულად გაარღვია ყინულის დიდი მასა არქტიკაზე სამხედრო წვრთნების დროს, რაც ერთგვარად დაკვირვების ობიექტზე ყურადღებას აძლიერებს. The Hill-ის ცნობით, რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა აიძულა აშშ-ს ევროპული სარდლობა მაღალ დონეზე გაეზარდათ მზადყოფნა, ხოლო უკრაინაში ჩატარებულმა აქტივობამ ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების ლიდერები აიძულა უკრაინელ კოლეგებთან და რეგიონის სხვა ლიდერებთან კომუნიკაციისკენ. აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი მარკ მილი უკრაინის გენერალური შტაბის უფროსსა და ასევე რუსეთის გენერალური შტაბის უფროსს მიმდინარე საკითხებზე ესაუბრა. ამასთანავე, თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა დაურეკა თავის უკრაინელ კოლეგას და განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების მდგომარეობა. ოსტინმა დაგმო რუსეთის ბოლო დროინდელი ესკალაცია აღმოსავლეთ უკრაინაში. გასულ კვირასვე, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი ესაუბრა თავის უკრაინელ კოლეგას, ისევე როგორც სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელმაც თქვა, რომ მან განიხილა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან "უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები". ახალი ადმინისტრაციის ყველა ლიდერმა პირობა დადო, რომ ვაშინგტონი კიევის გვერდით იქნება. თავის მხრივ რუსეთმა NATO გააფრთხილა, რომ ჯარების განგლაგების შემთხვევაში დაძაბულობა გაიზრდება და მოსკოვი იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს. აშშ-ს ჩრდილოეთ სარდლობის უფროსმა, საჰაერო ძალების გენერალმა კი განაცხადა, რომ მსგავსი პოზიციები გამოწვეულია იმით, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი დაბრუნდნენ "დიდი ძალაუფლების კონკურენციაში", ისევე როგორც ცივი ომის დროს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობამ, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცის დაცვას ევალება, ალასკის სანაპიროზე რუსეთის სამხედრო ფრენებზე უფრო მეტი რეაგირება მოახდინა, ვიდრე ცივი ომის დასრულების შემდეგ ნებისმიერ წელს. მოსკოვის საბრძოლო დამოკიდებულება, როგორც ჩანს, 2021 წლამდე გაგრძელდა, რაც პრეზიდენტ ბაიდენს საგარეო პოლიტიკის გამოწვევად მიაჩნდა. ბაიდენის მკაცრი პოლიტიკის გაგრძელების ნაწილად შეგვიძლია მივიჩნიოთ, თეთრი სახლის ლიდერის მიერ უკრაინისათვის 125 მილიონ დოლარიანი უსაფრთხოების დახმარების დამტკიცება, რათა დაეცვა საზღვრების რუსეთისგან. გაირკვევა, გაძლიერდება თუ არა საბრძოლო მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში ან როგორ ირეაგირებს NATO, მაგრამ პენტაგონმა განმარტა, რომ ის უკვე მზადყოფნაშია.

IRI: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს მოსახლეობის 83% უჭერს, NATO-ში - 78%

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოქვეყნა. კვლევის მიხედვით მოსახლეობის 78% მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, 8% მკაცრად ეწინააღმდეგება. მათგან ვინც, NATO-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 23% ამის მიზეზად უსაფრთხოებას ასახელებს, 20% - თავდაცვას, 13% - ეკონომიკის გაძლიერებას, 11% - დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, 8% - სტაბილურობას, 4% - სამხედრო მხარდაჭერას, 3% - უკეთეს მომავალს, 2% კი დემოკრატიის განმტკიცებას და სხვა მიზეზებს ასახელებს, 11%-მა არ იცის ან არ პასუხობს. რაც შეეხება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხს, ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს 83% უჭერს. ამათგან სრულად მხარს მოსახლეობის 67% უჭერს მხარს, ნაწილობრივ კი - 16%. გამოკითხულთა 4% ამბობს, გაწევრიანების აბსოლუტური წინააღმდეგია, ხოლო 5% ნაწილობრივ. მათგან, ვინც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას უჭერს მხარს, ამის მთავარ მიზეზად 43% ეკონომიკის გაძლიერებას ასახელებს, 8% - სამუშაო ადგილების შექმნას, 7% - უვიზო მიმოსვლას, 5% - თავდაცვას, 4% - განათლებას, 4% - დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, 4% - უკეთეს მომავალს, 2% - სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებას და სხვა მიზეზებს ასახელებს, 13%-მა არ იცის ან არ პასუხობს. კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

Georgian Airways: 11 აპრილიდან, თელ-ავივის მიმართულებით, ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება

11 აპრილიდან, თელ-ავივის მიმართულებით, კვირაში ორჯერ შესრულდება ფრენა, - ამის შესახებ ინფორაციას ავიაკომპანია Georgian Airways-ი ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ფრენები ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება. „მგზავრებს, რომელთაც უკვე ჰქონდათ ბილეთები სხვა დღეებში, შევთავაზებთ ახალ თარიღებს“ - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

IRI: მოსახლეობის 69% საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად აშშ-ს ასახელებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელ ქვეყანას მიიჩნევთ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად, გამოკითხულთა 69 % ამერიკის შეერთებულ შტატებს ასახელებ, 54% ევროკავშირს, 23% უკრაინას, 17% აზერბაიჯანს, ხოლო 13% თურქეთს. ამასთან, საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად გამოკითხულთა 55% ასახელებს აშშ-ს, 39% ევროკავშირს, 29% თურქეთს, 21% უკრაინას, 21% აზერბაიჯანს. კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

IRI: მოსახლეობის 88% თვლის, რომ საქართველოსთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოქვეყნა. კვლევის მიხედვით მოსახლეობის 88% თვლის, რომ საქართველოსთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს, 7%-ის აზრით – აზერბაიჯანი. სხვა ქვეყნების შესახებ მონაცემები შემდეგია: თურქეთი - 7% აშშ - 5% ირანი - 4% სომხეთი - 3% ჩინეთი - 2% უკრაინა - 1%-ზე ნაკლები ევროკავშირი - 1%-ზე ნაკლები არცერთი - 1%-ზე ნაკლები არ ვიცი/უარი პასუხზე - 3% კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

ინდონეზიასა და აღმოსავლეთ ტიმორში წყალდიდობამ და მეწყერმა 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

ინდონეზიასა და აღმოსავლეთ ტიმორში წყალდიდობებისა და მეწყერის შედაგად მინიმუმ 113 ადამიანი დაიღუპა . ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, მხოლოდ ინდონეზიაში 86 ადამიანი გარდაიცვალა, ათობით ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. ოფიციალური პირები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მხსვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. კოკისპირულმა წვიმებმა კაშხლები აავსო, რამაც ათასობით სახლი დატბორა. სტიქიით დაზარალებული ტერიტორია აღმოსავლეთ ინდონეზიაში, ფლორესის კუნძულიდან აღმოსავლეთ ტიმორამდეა გადაჭიმული. "ტალახი და ექსტრემალური ამინდი სერიოზულ გამოწვევად იქცა. ნარჩენების დაგროვებამ ხელი შეუშალა სამძებრო-სამაშველო ჯგუფს,” - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინდონეზიის კატასტროფების შემცირების სააგენტოს სპიკერმა განუცხადა. უწყების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასეულობით ადამიანი ევაკუირებულია, თუმცა მრავალი მათგანი ისევ საკუთარ სახლებში რჩება, მათ წამლები, საკვები და საბნები სჭირდებათ.

მარკეტა გრეგოროვა: არ ვფიქრობ, რომ საპარლამენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს. შეიძლება ოპოზიციამ ისევ ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების სამართლიანობა

"გულწრფელად გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ საპარლამენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს, რადგან თუ ახლა არ არის ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ ოპოზიციის მხრიდან, მაშინ რა გარანტიაა, რომ იგივე არ მოხდება", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ "ქრონიკას" განუცხადა. "შეიძლება ოპოზიციამ ისევ ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების სამართლიანობა და შედეგები. ხელისუფლება იტყვის, რომ არჩევნები იყო სამართლიანი, თავისუფალი ... ანუ ზუსტად იგივე სიტუაციას მივიღებთ. პირველად რაც უნდა მოხდეს, ესაა შეთანხმების მიღწევა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე, იმისათვის, რომ მოვლენები არ განმეორდეს და ანალოგიური მდგომარეობა არ მივიღოთ. საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ უნდა გაიმართოს თუ არა რეფერენდუმი არჩევნებზე. ჩემი აზრით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ძალიან კარგი ტესტი იქნება, თუ როგორ იმუშავებს საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჯერ ეს ცვლილებები უნდა განხორციელდეს და მერე ვისაუბროთ სურთ საქართველოს მოქალაქეებს რეფერენდუმის გამოყენებით გადაწყდეს ახალი არჩევნების ჩატარება, თუ მათ ურჩევნიათ ქვეყანა კალენდარს მიჰყვეს და საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართოს. ამ ყველა დეტალის გათვალისწინებით, დღეს არ არის ის სიტუაცია, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს", - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

გაუქმდეს კომენდანტი! - ბათუმში სამოქალაქო აქტივისტები აქცია - მსვლელობას მართავენ

გაუქმდეს კომენდანტი! დასრულდეს ძალადობა! - ბათუმში მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები აქცია - მსვლელობას მართავენ და კომენდანტის საათს დემონსტრაციულად არღვევენ. აქციის მონაწილეები მსვლელობას მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისიდან აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსკენ აწყობენ, სადაც აქციას გამართავენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

საბერძნეთი საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვებს 19 აპრილამდე, შიდა ფრენებზე კი 12 აპრილამდე აგრძელებს

საბერძნეთის მთავრობამ განაცხადა რომ შეზღუდვებს შიდა ფრენებზე 12 აპრილამდე, საერთაშორისო ფრენებზე კი 19 აპრილამდე აგრძელებს, , რადგან ქვეყანაში COVID-19 ინფექციების რიცხვი იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შეზღუდვების თანახმად, ყველა მგზავრი ვალდებული იქნება, საბერძნეთში ჩასვლისას თან იქონიოს 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი და ადგილზეც გაიკეთონ სწრაფი ტესტი. უცხოელი ტურისტები ვალდებული იქნებიან, 7-დღიანი კარანტინი გაიარონ, გამონაკლისს წარმოადგენენ ისრაელის მოქალაქები. ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც სრულად იქნებიან აცრილნი მოგზაურობამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე, ორ ქვეყანას შორის ტურიზმის შესახებ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, არ დასჭირდებათ კარანტინი. ამასთან, საბერძნეთს შეჩერებული აქვს საერთაშორისო რეისები არაევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, გამონაკლისს წარმოადგენს 10 ქვეყანა,მათ შორის დიდი ბრიტანეთი. შიდა ფრენები დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის.

6 აპრილს, 23:00 საათიდან, თბილისის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება 20 საათით შეეზღუდება

წყალმომარაგების ახალ ქსელზე ტექნიკური სამუშაოების გამო ხვალ, 6 აპრილს, საბურთალოს, ვაკის, დიდი დიღმის და ზაჰესის მოსახლეობას წყალმომარაგება 20 საათით შეუწყდებათ, ამის შესახებ ინფორმაციას Georgian Water and Power-ი ავრცლეებს. კომპანიის ცნობით, კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოებს ხვალ, 6 აპრილს ღამის 23:00 სთ-დან 7 აპრილის საღამოს 19:00 სთ-მდე ჩაატარებენ. "იმისთვის, რომ მაგისტრალური ქსელი მაქსიმალურად იყოს დაზღვეული დაზიანებისგან და საფრთხე არ შეექმნას დედაქალაქის სტაბილურ წყალმომარაგებას, კომპანია თანამედროვე სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს. არსებულ არეალში სამუშაოების სპეციფიკიდან და წყალსადენის ქსელის მასშტაბიდან გამომდინარე GWP სამუშოებს რამდენიმე ეტაპად ჩაატარებს. პირველ ეტაპზე, მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების დამონტაჟებისთვის აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 6 აპრილის ღამის 23:00 საათიდან 7 აპრილის საღამოს 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: საბურთალოს რაიონში: მუხათგვერდის, მაღალაძეების, ჩოხელის, ჩოხელის I,II,III შეს, ჩოხელის I,II,III ჩიხებს, ფერაძის, ფერაძის I,II შეს, ფერაძის I ჩიხს, ყურაშვილის, შარაშიძის, მელქაძის, ქაშაყაშვილის, ციციშვილის, ძნელაძის, ხახულის, ნოზაძის, სარიშვილის, სოლოღაშვილის, დიღომი 7. სოფ. დიღომში: ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, უგრელიძის, სვეტიცხოვლის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ზუტნერის, ბარონ დე ბაის, გიორგი ბრწყინვალის, აღმაშენებლის, ხანძთელის, ჭიაურელის, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის, დიდგორის, ათონელის, ჩოლოყაშვილის, ბარათაშვილის, წერეთელის, გურამიშვილის, გოგებაშვილის, წმინდა ელენე და კონსტანტინეს, კავთის, თეოდორე ტირონის, ბერი გობრონის, სოფელ ძველ ვეძის, ზაქარიაძე, გელოვანი, ჩიქოვანი, ბუდაპეშტის ქ. N28-46 და N13-19-ის ჩათვლით, ალასანიას, ლვოვის ქ. 83-დან 97-ის ჩათვლით და 92-დან 98-ის ჩათლით, ონიაშვილის ქ. N61-დან N89-ის ჩათვლით და N64-დან N80-ის ჩათვლით, ასათიანის ქ. N9, 10, 11, 12, 14. ვაკის რაიონი ვაჟა ფშაველას I,II III, IV, V, VI, VII კავრტლებს, ვაჟა ფშაველას გამზ. N52-დან N104-მდე და N43-დან N99-ის ჩათვლით, ყაზბეგის გამზირს 30-დან 46-ის ჩათვლით, ნუცუბიძის ქ. 1-დან 223-ის ჩთ 2-დან 86 ჩათვლით, ზემო ვეძისის დას.შენ.55, ნუცუბიძის I მ/რ 1-დან 10-ის ჩათვლით და N16-ის კორპუსებს, ნუცუბიძის III მ/რ, რამაზ ჩხიკვაძის, მინდელის, ჟღენტის, პიკასოს, შავგულიძის, შავიშვილის, თოფურიას, მამასახლისის, სანდრო ეულის, ზურაბ ანჯაფარიძე, ნადირაძის, ქავთარაძის, ძოწის ქ, პოლიტკოვსკაიას ქ. (ჯიქიას), იოსელიანის ქ, ფხაკაძის, შავგულიძის ქ, წმინდა ვასილესკოს ქ. მარგიანის, თავხელიძის და მარიჯანის ქუჩებს, ჩახავას, ლორთქიფანიძის, უნივერსიტეტის I შესახვევი, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, თავაძის, ბუაჩიძის, მიქელაძის, გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის,ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილის , დელისის I, II, III და დელისის ქუჩას(გაზაფხულის ქ) აფხაიძის, მეგრელაძის. შალვა ნუცუბიძის პლ. I, II, III, IV, V მკ.რ თავისი კვარტლებით, თხინვალის I და II აგარაკები, ვარაზის ქუჩა , ბედიას ქ. 1,2,3-ს , ფერმწერის, თვალჭრელიძის, ქვემო აჟარის, ბანძელაძის და კაპანელის ქუჩები (, წყნეთის გზატკეცილს, შესახვევებს ,გასავალებს და ჩიხებს ,უჩანეიშვილის 2 შესახვევს , უჩანეიშვილის 1 გასავალი, საკანდელიძის , დოლიძის , ტაბლიაშვილის, ამაღლობელის ქუჩებს, ბაგების კორპუსებს და საერთოს საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორია) დიდდიღომში: მუხათგვერდის, ფერაძის, ციციშვილის, ძნელაძის, სოლოღაშვილის და მიმდებარე ქუჩებს; დიღომი 7-ს. სვეტიცხოვლის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, გიორგი ბრწყინვალეს, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ბერი გობრონის და მიმდებარე ქუჩებს. ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის, ზინკარის, მუხათგვერდის და რეაქტორის ქუჩებს. ქალაქ მცხეთას, ნატახტარს, წიწამურს და წეროვანის დასახლებას", - ნათქვამია განცხადებაში.

კოსოვოს პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტი აირჩია

კოსოვოს პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად 38 წლის ვიოსა ოსმანი აირჩია. ოსმანი კენჭისყრის მესამე ტურში 71 ხმით აირჩიეს. კენჭისყრაში 82-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ 11 ბიულეტენი გაუქმდა. „კოსოვოს პარლამენტმა ქალბატონი ვიოსა ოსმანი კოსოვოს რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩია. ვიოსა ოსმანი კოსოვოს პრეზიდენტის მოვალეობებს 5-წლიანი ვადით შეასრულებს“, - ნათქვამია კოსოვოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხახებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი განახლდა

იერუსალიმში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას Timesofisrael-ი ავრცელებს. იერუსალიმის საოლქო სასამართლოში კორუფციის საქმეზე მტკიცებულებების წარდგენის ეტაპი დაიწყო. სხდომას ესწრება თავად ისრაელის პრემიერ-მინისტრიც. სასამართლო პროცესის გახსნის შემდეგ, თავის მოხსენებაში პროკურორმა ლიატ ბენ-არიმ თქვა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ძალაუფლება პირადი სურვილების ხელშეწყობისთვის გამოიყენა. ბენიამინ ნეთანიაჰუ სასამართლოს წინაშე უკვე მესამედ წარდგა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ბრალდებები დაკავშირებულია მექრთამეობასთან, თაღლითობასა და ნდობის ბოროტად გამოყენებასთან. ცნობისთვის, ეს ისრაელის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრალს მთავრობის მოქმედ ხელმძღვანელს უყენებენ. ბენიამინ ნეთანიაჰუ საკუთარ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, უარყოფს რაიმე სახის დანაშაულს და აცხადებს, რომ ბრალდებები შეთითხნილია. 2020 წლის 28 იანვარს ისრაელის გენერალურმა პროკურორმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა იერუსალიმის სასამართლოს წარუდგინა.

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ რუსეთს სთხოვს აუხსნას უკრაინის საზღვართან "პროვოკაციები"

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, რუსეთმა უნდა განმარტოს უკრაინის სასაზღვრო ზონაში პროვოკაციების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მზად არის, პროცესში ჩაერთოს. პრაისის განცხადებით, ვაშინგტონი შეშფოთებული იქნება მოსკოვის ნებისმიერი მცდელობით, დააშინოს უკრაინა, მოხდება ეს რუსეთის ტერიტორიაზე თუ უკრაინის შიგნით. „ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს ესკალაციური მოქმედებებისგან. ჩვენ რუსეთს ვთხოვეთ ამ პროვოკაციების განმარტება. მაგრამ რაც მთავარია, ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან რაც მივუთითეთ, დარწმუნების გზავნილია. რა თქმა უნდა, რუსები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ მეზობლების დაშინებას“, – განაცხადა ნედ პრაისმა. ცნობისთვის, უკრაინამ, დასავლეთის ქვეყნებმა და NATO-მ რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო ტექნიკის მობილიზაციაში დაადანაშაულეს.

დღეს, გურამ დოჩანაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

დღეს, გურამ დოჩანაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, დოჩანაშვილი „ნიუჰოსპიტალში“ იყო მოთავსებული. გურამ დოჩანაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1966 წლის 7 აპრილს გამოიცა მისი პირველი წიგნი „მთის გადაღმა“. 1961 წელს დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. 1962-1975 წლებში გურამ დოჩანაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო. ამ პერიოდში მწერალი მონაწილეობდა ქვის ხანის 30-მდე ძეგლის შესწავლაში. 1975-1985 წლებში ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე იყო, მწერალთა კავშირში ხელმძღვანელობდა პროზის სექციას. 1985 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარ რედაქტორად მუშაობდა. გურამ დოჩანაშვილის ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებებია „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები“. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გურამ დოჩანაშვილს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“; ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია რომანისთვის „ბრმადყოფილზე“. 2020 წელს დოჩანაშვილს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. გურამ დოჩანაშვილს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 897 ადამიანს დაუდასტურდა. 196 გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 592 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 536 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 056 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 897 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 284 958-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.94%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.32 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 196 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 275 220-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 832 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 897 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 463 შემთხვევა, აჭარა - 83, იმერეთი - 88, ქვემო ქართლი - 41, შიდა ქართლი - 32, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 96, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 880, საიდანაც: 1 892 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 911, აჭარაში - 286, იმერეთში - 293. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 357 პირი, მათ შორის, თბილისში - 171, აჭარაში - 44, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი, მათგან თბილისში - 39, აჭარაში - 3, იმერეთში - 8. 269 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 - თბილისში, 98 - აჭარაში. 3 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 191 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 92, ხოლო აჭარაში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 5 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 017 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 857 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 213 პირი, აჭარაში - 1 291, იმერეთში - 1 018.

მთავრობის დადგენილებით, ქვეყნის განვითარებისა და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შეიქმნა, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს. ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოს საქართველოს მთავრობის მეთაური უხელმძღვანელებს. განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები. განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი. დადგენილებას, ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

მერაბ ნინიძე ახალ გერმანულ სერიალში გადაიღეს

ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე გერმანული ტელეარხი ZDF-ის მინისერიალში „ექიმი ბალუზი“ მთავარ, ექიმის როლს თამაშობს. 6-სერიანი დრამის პრემიერა 1 აპრილს შედგა. ქართველი მსახიობი არაერთ ცნობილ ფილმსა და ტელესერიალში თამაშობდა. ოსკარის მფლობელი ფილმი „არსად აფრიკაში“ მის კარიერაში შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი გარდამტეხი აღმოჩნდა, სადაც ის მთავარ როლს ასრულებდა. კანის საიუბილეო 70-ე კინოფესტივალზე იყო წარდგენილი კიდევ ერთი ფილმი „იუპიტერის მთვარე“ სადაც ნინიძემ ასევე მთავარ როლი შეასრულა. მთავარი როლი ითამაშა „ემის“ ჯილდოლს მფლობელ ტელესერიალ Mcmafia-შიც მერაბ ნინიძე ასევე გამოჩნდა ყველაზე გაუხმაურებულ სერიალის Homeland -ის ბოლო სეზონშიც. სულ ცოტა ხნის წინ გადაიღეს კიდევ ერთ ახალ სერიალში, სადაც პარტნიორობას უწევდა ცნობილ მსახიობს, ბენედიქტ კამბერბეტჩის მერაბ ნინიძე 1965 წლის 3 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (გიზო ჟორდანიას სახელოსნო). თეატრალურ სცენაზე მისი დებიუტი ჯერ კიდევ 1980 წელს შედგა — 15 წლის ასაკში მან რობერტ სტურუას სპექტაკლში „რიჩარდ III" პრინც ედუარდის როლი ითამაშა. 1992 წელს ნინიძე დიდ ბრიტანეთში გადავიდა, საიდანაც 1995 წელს ვენაში (ავსტრია) გაემგზავრა, სადაც ის ამ დრომდე ცხოვრობს და მუშაობს. კინოში მისი დებიუტი 1984 წელს შედგა თენგიზ აბულაძის „მონანიებაში", სადაც მან აბელ არავიძის შვილიშვილის როლი შეასრულა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბორის ჯონსონმა აღმოსავლეთ უკრაინის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერს ბორის ჯონსონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ცნობილია, მხარეებმა დონბასში სიტუაციის გამწვავება, უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა და რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებების ჩაშლის მცდელობა განიხილეს. ,,რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ გამოწვევას უქმნის ევროკავშირის, NATO– ს წევრებსა და მთელი ევროპის უსაფრთხოებას. სატელეფონო საუბარში მადლობა გადავუხადე ბორის ჯონსონს მხარდაჭერისათვის. ჩვენ ვგრძნობთ, რომ უკრაინა მარტო არ არის, მხარს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები გვიჭერენ", - წერს ზელენსკი Tweeter-ზე.