ძებნის რეზულტატი:
თენგიზ ცერცვაზე მზად არის ჩინური ვაქცინით აიცრას
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მზად არის ჩინური ვაქცინით საჯაროდ აიცრას. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. "მე უკვე გაკეთებული მაქვს ვაქცინის ერთი დოზა. როცა მეორე დოზა მომიწევს, თამამად ავიცრები ჩინური ვაქცნით, რადგან ის დამზადებულია ტრადიციული ტექნოლოგიით," - განაცხადა ცერცვაძემ.
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია რამდენიმე კვირაში გამოვლინდება
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცესი დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მიმდინარეობს იმ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცესი, რომელიც რამდენიმე კვირაში უნდა დასრულდეს. საერთაშორისო კომპანიამ უნდა განაახლოს პროექტის კომერციული დასაბუთება, რადგან პანდემიიდან გამომდინარე შეცვლილი გარემოებების გამო, დღის წესრიგში დადგა ტვირთნაკადების პროგნოზებისა და ბიზნესმოდელის განახლება. "კომერციული დასაბუთების განახლების შემდეგ, ანაკლიის პროექტზე ახალი ინვესტორის შერჩევის მიზნით განმეორებითი ტენდერი, საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოცხადდება, რაც მიმდინარე წლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
Bloomberg: ხვალ ჯო ბაიდენი სომეხთა გენოციდს ოფიციალურად აღიარებს
Bloomberg-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხვალ, 24 აპრილს ოფიციალურად აღიარებს სომეხთა გენოციდს. როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. Bloomberg-ი წერს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე სატელეფონო კომუნიკაცია შედგა თეთრი სახლის ლიდერსა და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის. როგორც ცნობილია, ბაიდენმა ერდოღანს მისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა. აღსანიშნავია, რომ ბაიდენი იქნება აშშ-ს პირველი პრეზიდენტი 40 წლის განმავლობაში, ვინც საჯაროდ აღიარებს 1915 წლის მასობრივ მკვლელობებს გენოციდად. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია 2019 წლის დეკემბერში მიიღო. გასულ თვეს, ორმოცამდე ამერიკელმა სენატორმა კი, მათ შორის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯო ბაიდენს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდა. სენატორების განცხადებაში ნათქვამია, რომ 1915-1923 წლებში ოსმალეთის იმპერია სისტემატურად ცდილობდა სომხური მოსახლეობის განადგურებას, რის შედეგადაც 1.5 მილიონი სომეხი მოკლეს, ხოლო ასობით ათასი ადამიანი სამშობლოდან გააძევეს. ამერიკელი კანონმდებლების განცხადებით, „ჯო ბაიდენმა ოფიციალურად უნდა აღიაროს გენოციდი, რათა მკაფიოდ გაჟღერდეს ის, რომ აშშ-ის მთავრობა ამ საშინელ ჭეშმარიტებას აღიარებს“.
თქნგიზ ცერცვაძე განმარტავს, რა ტექნოლოგიებით მზადდება ვაქცინა
"ვაქცინის დამზადების 5 ტექნოლოგია არსებობს", - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. "ყველაზე ძველი და ტრადიციულია, როდესაც ორგანიზმში შეჰყავთ დასუსტებული ვირუსი, ანუ ცოცხალი დასუსტებული ვირუსი. ამას ახლა ძალიან ნაკლებად იყენებენ. შემდეგი, ისევ ძველი ტექნოლოგია, ეს არის, როდესაც შეჰყავთ დახოცილი ინაქტივირებული ვირუსი, მაგრამ ვირუსი მაინც მთელი თავისი ცილებით და კომპონენტებით. ასეთია ჩინური ვაქცინები Sinovac-ი და Sinopharm-ი, ეს არის ძველი ტრადიციული ტექნოლოგია. არის საშუალო ტექნოლოგია ძველსა და ახალს შორის, რომელსაც გამოიყენებს Novavax-ი და მიმაჩნია, რომ ეს იქნება ყველაზე კარგი ვაქცინა, როდესაც შეჰყავთ არა ვირუსი, არც ცოცხალი არც დახოცილი, არამედ ვირუსისგან გაწმენდილი, გამოტანილი ცილები. ეს არის ანალოგი იმისა, როგორიც არის გრიპის ვაქცინა. მიმაჩნია, რომ როდესაც Novavax-ის ვაქცინა გამოვა ბაზარზე და საქართველოს უკვე შეკვეთილი აქვს 1 მილიონი, ის ავტორიზაციას მიიღებს ივნის-ივლისში, ის იქნება ყველაზე კარგი ვაქცინა იმიტომ, რომ ის იქნება ამ შუალედური ტექნოლოგიით დამზადებული, ის იქნება უსაფრთხო და დაახლოებით 90-95%-იანი. და 2 ახალი ტექნოლოგია: როდესაც ერთი შეჰყავთ რნმ-ი არა ცილა, არა ვირუსი, რნმ-ი, ეს არის Moderna და Pfizer-ი, რნმ-ი შემდეგ ორგანიზმს გამოამუშავებიებს, აძლევს ინსტრუქციას, რომ გამოიმუშაოს ვირუსის ცილები და ამ ცილების მიმართ იგივე ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, გარკვეული საფეხურებია. და მეხუთე ტექნოლოგია ე.წ. ვექტორული, რომელსაც მიეკუთვნება AstraZeneca და Jonson &Jonson-ი და რუსული ვაქცინა რამდენადაც ვიცი, როდესაც ისევ შეჰყავთ ინფორმაცია, რნმ-ი, მაგრამ შეჰყავთ არა ცილის გარსში გახვეული როგორც Moderna-ს და Pfizer-ს, არამედ შესაყვანად გადამტანად იყენებენ ადენოვირუსს, რომელიც არის უწყინარი ვირუსი, ამ ადენოვირუსში ჩანერგავენ ინფორმაციას კორონავირუსის ცილების მისაღებად, ადენოვირუსს შეუყვანენ ორგანიზმს, ადენოვირუსი იშლება, გამოათავისუფლებს ინფორმაციას, ხდება ისევ ცილების წარმოება და შემდეგ ანტისხეულების", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მთავრობა "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აქვეყნებს
მთავრობის ადმინისტრაცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აქვეყნებს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას. ამასთან, საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს. განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია „ენკასთან“. პროექტის სრულყოფის მიზნით, უახლოეს მომავალში, მთავრობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. „კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში. საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხელშეკრულების თითოეული პუნქტის პირობების განხილვა, იმისთვის, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს. ასევე, „ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე. საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მთავრობა "ნამახვანჰესის" მშენებლობაზე 9-12 თვიან მორატორიუმს აცხადებს და "ენკასთან" დადებული ხელშეკრულების გადახედვას გეგმავს
საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის ვადით მორატორიუმი გამოაცხადა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, კაშხალი არ აშენდება, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან" დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. „საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის" გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია „ენკასთან". პროექტის სრულყოფის მიზნით, უახლოეს მომავალში, მთავრობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს. კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
„ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია დამატებით ბარიერებს ხსნის და აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის უფლებას აძლევს
„ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია დამატებით ბარიერებს ხსნის და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას ამცირებს. ამის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული. "ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე. საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში", - აღნიშნულია განცხადებაშია. ბოლო რამდენიმე თვის განმოვლობაში "ნამახვანჰესის: მშენებლობის მოწინააღდეგეები და ხეობის დამცეველები პერმანენტულ აქციებს მართავდნენ. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა. პოლიცია "რიონის ხეობის მცველებს" ხეობაში კავების გაშლის შესაძლებლობას არ აძლევდა. მთავრობა "ნამახვანჰესის" მშენებლობაზე 9-12 თვიან მორატორიუმს აცხადებს და "ენკასთან" დადებული ხელშეკრულების გადახედვას გეგმავს
საქართველოს და ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ვიდეოკონფერენციის ფორმატის შეხვედრა გამართა ლიეტუვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, აგნე ბილოტაიტესთან. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობას 2021-2022 წლებში. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტით განსაზღვრულ სფეროებში, როგორიც არის: საგანგებო სიტუაციების მართვა, პროფესიული განათლება, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საგზაო უსაფრთხოება და სხვ., თანამშრომლობას განახორციელებენ საერთო პროექტებსა და პროგრამებში მონაწილეობის, გამოცდილებისა გაზიარების, სამუშაო ვიზიტებისა და ტრენინგების ორგანიზების გზით. შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირსა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ. ვიდეოკონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ლევან ღვაჩლიანმა და საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ნამახვანჰესის გარემოზე ზემოქმედების საკითხს, ევროკავშირის წარმომადგენელი და საერთაშორისო ექსპერტი შეისწავლის
ნამახვანჰესის გარემოზე ზემოქმედების საკითხს ევროკავშირის წარმომადგენელი და საერთაშორისო ექსპერტი შეისწავლის. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული. მთავრობამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, პროექტზე კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით. ასევე პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია "ენკასთან" დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას. მთავრობა ასევე გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია "ენკასთან", პროექტის სრულყოფის მიზნით კი, უახლოეს მომავალში, მთავრობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს. საქართველოს მთავრობის განცხადების თანახმად, "ნამახვანჰესის" მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში. საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში. ასევე მათ, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ.
განათლების სამინისტრომ უქმე დღეების ასანაზღაურებლად, სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა
,უქმე დღეების ასანაზღაურებლად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, დეტალური რეკომენდაციების პაკეტი უკვე გადაეგზავნა როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს, რომელთა გათვალისწინებით სკოლა ინდივიდუალურად დაგეგმავს მისთვის მოქნილ სასწავლო პროცესს. „როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლის 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. იმისთვის, რომ სასწავლო დღეების შემცირება უარყოფითად არ აისახოს მოსწავლეთა შედეგებზე და სკოლებმა ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მოთხოვნების შესრულება შეძლონ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რაც სასწავლო პროგრამის მოდიფიცირებას გულისხმობს. დეტალური რეკომენდაციების პაკეტი უკვე გადაეგზავნა როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს, რომელთა გათვალისწინებით სკოლა ინდივიდუალურად დაგეგმავს მისთვის მოქნილ სასწავლო პროცესს“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. .
ვარლამ გოლეთიანი მთავრობის გადაწყვეტილებას პასუხობს: 23 მაისს დედაქალაქში აუღებელ აქციებს დავიწყებთ
" 23 მაისს, დედაქალაქში აუღებელ აქციებს დავიწყებთ", - ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მთავრობამ ჰესის მშენებლობასთან დაკავირებით მიღებული გადაწყვეტილბები გამოაქვეყნა. მისი თქმით, ნამდვილად არ სიამოვნებთ ფართომასშტაბიანი აქციების გზა, თუმცაღა ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს ვექტორი სხვაგან წავიდეს. მისი თქმით, დღეს 16:00 საათისთვის სხვადასხვა ქალაქში აქციები იგეგმება , ფართომასშტაბიანი აქცია კი, დედაქალაქში 23 მაისს გაიმართება. "გვერჩივნა დიალოგის ფორმატში გადაგვეწყვიტა ეს საკითხები, თუმცაღა ხელისუფლება ცდილობს, საკითხებში შინააარსობრივად არ შევიდეთ და მართლა შინაარსობრივი საუბრები არ გაიმართოს ჩვენ შორის“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა. აქციის მონაწილეთა თქმით, მთავრობის განცხადება მიუთითებს რომ ჰესი აშენდება, რაც პროტესტის ხელოვნური დეესკალაციაა და მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. "ის განცხადება, რომელიც დღეს ნამახვანჰესთან დაკავშირებით მთავრობამ გამოაქვეყნა, არის ჩვენი მოთხოვნების პირდაპირი დაუკმაყოფილებლობა.ეს მიუთითებს იმს, რომ ხელისუფლება იმ პოზიციაზე დგას, რომ ჰესი აშენდება. ისინი ცდილობენ მოხდეს პროტესტის დეესკლაცია ხელოვნურად. მათ ანგარიში უნდა გაუწიონ ხალხს და ისაუბრონ პროტესტის აქტორებთან.ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობები, რომ "გააპრავონ" ხარვეზები, რომელიც ნამახვანის ხელშეკრულების სახით ვიხილეთ. ამ განცხადებით აღიარებენ, რომ ხელშეკრულება ეროვნული ინტერესების დარღვევით გაფორმდა,"- განაცხადა რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა მირზა ნოზაძემ. „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს მთავრობამ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობა "ნამახვანჰესის" მშენებლობაზე 9-12 თვიან მორატორიუმს აცხადებს და "ენკასთან" დადებული ხელშეკრულების გადახედვას გეგმავს. ამასთან, ნამახვანჰესის გარემოზე ზემოქმედების საკითხს, ევროკავშირის წარმომადგენელი და საერთაშორისო ექსპერტი შეისწავლის. ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია დამატებით ბარიერებს ხსნის და აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის უფლებას აძლევს
ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 250 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 250 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 302 785-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 463 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 284 749-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 007 პირი ემსხვერპლა. 24 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის - 3,91%, ბოლო 14 დღის - 3,88%, ბოლო 7 დღის - 4,62%. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა კვლევა ტესტით - 31958, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 14801, PCR ტესტით - 17157. სულ აცრილია - 36056, დღიურად აცრილია - 1559
ვიოლა ფონ კრამონი: სალომე სამადაშვილი იმსახურებს მხარდაჭერას ყველასგან, ვისაც სურს დაძლიოს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი
"მსურს გამოვხატო პატივისცემა სალომე სამადაშვილის მიმართ, რომ მან გამოიჩინა გამბედაობა ხელი მოეწერა დოკუმენტზე თავისი ყოფილი პარტიის მხარდაჭერის გარეშე", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვოლა ფონ კრამონი twitter-ზე წერს. "სამადაშვილი იმსახურებს მხარდაჭერას ყველასგან, ვისაც სურს დაძლიოს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და საბოლოოდ დააბრუნოს ქვეყანა კონსტრუქციულ და ევროატლანტიკურ გზაზე. დიდი მადლობა ამ პოლიტიკოსებს," - წერს ევროპარლამენტარი. შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი, ინდივიდუალურად მოაწერა, რის გამოც ის "ნაციონალური მოძრაობის" და მათი მხარდამჭერების კრიტიკის ობიექტი გახდა. აღნიშნული თავდასხმების შემდეგ სამადაშვილმა განაცხადა რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას გეგმავს. თუმცა ჯერ აპირებს პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დაელაპარაკოს. "ნაციონალური მოძრაობა" ნიკა მელიას გირაოთი და ამნისტიით გათავისუფლების გეგმას აპროტესტებს და მის უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს. მათი თქმით, სანამ მელიას უპირობოდ, პროკურატურის შუამდგომობით არ გაათავისუფლებენ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.
ცესკო-მ პარტია "გირჩის" საარჩევნო სია ჩახსნა
პარტია "გირჩის" საარჩევნო სია ჩაიხსნა. განკარგულება ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გამოსცა. დოკუმენტის მიხედვით, საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდა და სია ჩაიხსნა პარლამენტის წევრობის კანდიდატების მე-8 ნომრიდან, 129-ის ჩათვლით. გირჩის" სიაში დარჩნენ ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია. შეგახსენებთ, პარტიული სიის ჩახსნის შესახებ "გირჩის" გადაწყვეტილება ალექსანდრე რაქვიაშვილისთვის სადეპუტატო მანდატის მინიჭებას უკავშირდება. პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს "გირჩის" სიით პარლამენტში შესული ქალი დეპუტატი - სალომე მუჯირი, რომლის ადგილსაც სწორედ რაქვიაშვილი დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "გირჩმა" 4 მანდატი მოიპოვა. აქედდან ერთ-ერთი მანდატი ეკუთვნის პარტიის ყოფილ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს.
20 ივნისის ამნისტიის კანონზე უმრავლესობა დღეს "ქართული ოცნების" ოფისში იმსჯელებს
დღეს, 14:00 საათზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. უმრავლესობის სხდომაზე დეპუტატები სავარაუდოდ, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და 20 ივნისის საქმის ბრალდებულთა ამნისტიის შესახებ კანონის დაინიცირების პროცესზე იმსჯელებენ. პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირება, 27 აპრილისთვის იგეგმება. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეში ბრალდებულთა ამნისტიის საკითხი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმე, შარლ მიშელის დოკუმენტში, ერთ-ერთ პუნქტად არის ასახული. "ნაციონალური მოძრაობა" ნიკა მელიას გირაოთი და ამნისტიით გათავისუფლების გეგმას აპროტესტებს და მის უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს. მათი თქმით, სანამ მელიას უპირობოდ, პროკურატურის შუამდგომობით არ გაათავისუფლებენ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.
თორნიკე შარაშენიძე: ის რომ დასავლეთი უკრაინას უფრო ხშირად ახსენებს, ვიდრე საქართველოს, ბევრს არაფერს ცვლის
საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტის თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში, ამერიკელი და ევროპელი ლიდერები ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, უკრაინას უფრო ხშირად ახსენებდნენ, ვიდრე საქართველოს, რეალურად ბევრს არაფერს ცვლის. როგორც Europetime-თან საუბარში შარაშენიძე განმარტავს, უკრაინაზე უფრო მეტი აქცენტი კეთდება იმიტომ, რომ ახლა უკრაინა ბევრად მძიმე სიტუაციაშია, ვიდრე საქართველო, რადგან იქ, რუსეთთან ომი გრძელდება. „დავიწყოთ იქიდან, რომ რაც არ უნდა ხშირად ახსენონ უკრაინა, ამ ეტაპზე, ის ვერც NATO-ში გაწევრიანდება და ვერც ევროკავშირში. ვიდრე უკრაინას ტერიტორიები წართმეული აქვს, სრულიად გაუგებარია, როგორ უნდა შევიდეს NATO-ში. ეს საუბარი, ცარიელი წყალია და მეტი არაფერი. ამიტომ, ამერიკელი და ევროპელი ლიდერების მხრიდან უკრაინის მეტად ხსენება, ვიდრე საქართველოსი, რეალურად არაფერს ცვლის. უკრაინაზე უფრო მეტი აქცენტი კეთდება იმიტომ, რომ ახლა უკრაინა ბევრად მძიმე სიტუაციაშია, ვიდრე საქართველო. იქ ომი გრძელდება. რაც შეეხება ევროკავშირს, უკრაინა საქართველოზე მდიდარი კი არის, მაგრამ გაცილებით კორუმპირებული ქვეყანაა, ვიდრე საქართველო. კი, საქართველოს პოლიტიკური კრიზისი ჰქონდა, თუმცა ბევრი წვალების მიუხედავად, ამ კრიზისიდან გამოსვლა მაინც შეძლო, ამიტომ, მე ამ სკეპტიციზმს არ ვიზიარებ. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირში ინტეგრაცია ასე მარტივად არ ხდება. ევროკავშირის ეკონომიკურ სტანდარტებს ძალიან ჩამოვრჩებით. უახლოეს წლებში, დიდი ეკონომიკური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, მით უმეტეს, პანდემია კიდევ უფრო მეტად ართულებს ეკონომიკური ზრდის პროცესს“, - განუცხადა Europetime-ს თორნიკე შარაშენიძე. შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ მიმართა NATO-ს და ალიანსის წევრ ქვეყნებს უკრაინის NATO-ში გაწერვიანების დაჩქარების მოთხოვნით. ზელენსკის განცხადებით, უკრაინას აქვს დასავლეთის მხარადაჭერა რუსეთთან დაპირისპირებაში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუ დასავლეთს ნამდვილად სურს უკრაინის დაცვა რუსეთისგან, მაშინ დაჩქარებული წესით უნდა მისცენ მათ MAP-ი. თორნიკე შარაშენიძე: ამ შეთანხმების შემდეგ, ქვეყანას უკვე აქვს შესაძლებლობა, საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებზე გადაერთოს ვალერი ჩეჩელაშვილი: ახლა, უკრაინასთან ურთიერთობის დინამიური განვითარება უნდა იყოს, ჩვენი საკვანძო, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი
ამერიკელი სენატორები საქართველოს ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდებენ, პარლამენტში საკუთარი ადგილები დროულად დაიკავონ
ამერიკის შეერთებული შტატების სენატორები ჯინ შაჰინი, რონ ჯონსონი და ჯიმ რიში „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და საქართველოს პარლამენტში არჩეულ სხვა პარტიებს მოუწოდებენ, სრულად განახორციელონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ 2021 წლის 18 აპრილს შეთავაზებული და 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისი. სენატორები პარლამენტის არჩეულ წევრებს მოუწოდებენ, დაიკავონ ადგილები პარლამენტში და დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის პანდემიის შედეგებზე, დასუსტებულ ეკონომიკასა და რეგიონალურ გამოწვევებზე. „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას: განახორციელოს სისტემური რეფორმები, რომელთა შემუშავებაც მხარეებთან ინკლუზიური და გამჭვირვალე კონსუულტაციების პროცესის საშუალებით მოხდა, რათა უზრუნველყონ, რომ მართლმსაჯულების სისტემა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელია და პოლიტიკური ან პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენება. დაიწყოს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ შემუშავებული სისტემური საარჩევნო რეფორმები, რათა აღმოფხვრას პოლიტიკური ჩიხის ძირითადი მიზეზები და თავიდან აირიდოს ასეთი კრიზისის გამეორება. მათ შორის სრულად მიიღოს და განახორციელოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. პოლიტიკური ვითარება საქართველოში კიდევ უფრო გამწვავდა რუსეთის ფედერაციის ძალისხმევით, დაეთესა ქაოსი ქვეყანაში, მათ შორის უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზაზე დაბრკოლებები და პროცესები ანელებს საქართველოს პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისწრაფებასა და მისი ეკონომიკის გაძლიერებაში. ამას შესაძლოა, შედეგად მოჰყვეს საქართველოსთვის აშშ-ის მიერ დახმარების გამოყოფაზე პირობების დაწესება“, – ნათქვამია სენატორების განცხადებაში. სენატორები ხაზს უსვამენ, რომ აშშ მხარს უჭერს უფრო ძლიერ დემოკრატიას საქართველოში და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას.
ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტებზე მსჯელობს
თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, შარლ მიშელის დოკუმენტს განიხილავენ. შეხვედრას, მხოლოდ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან კი , „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, „საიას“, „ფონდი - ღია საზოგადოებას“ წარმომადგენლები როგორც შეხვედრის დაწყებამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მხარეებმა უნდა განიხილონ, როგორ უნდა მოხდეს შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების შესრულება. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამნისტიის კანონპროექტია, რომელიც პარლამენტში სამშაბათს უნდა დარეგისტრირდეს. ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით დღესვე შეხვედრას მართავს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელცი "ქართული ოცნების" ოფისში შეიკრიბება. „ეს კომპლექსური დოკუმენტია, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და სამოქალაქო სექტორს აქვს ძალიან დიდი როლი ამ დოკუმენტის ხელმოწერაში. განსაკუთრებით, შემიძლია, აღვნიშნო სასამართლოს რეფორმის მიმართულება, მართლმსაჯულება, ასევე საარჩევნო რეფორმა, ასევე სხვა საკითხები, რომელიც აქ არის და ყველა ამ თემაზე მათთან ერთად ვიმუშავებთ, რადგან ემოციურ საუბრებს სჯობს, გადავიდეთ საქმის კეთებაზე და ამ ყველაფრის იმპლემენტაცია უნდა და დიდი იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო სექტორი ჩართული იქნება აქტიურად და მათთან ერთად ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებთ. ამნისტიაზეც ვიმსჯელებთ. ჩემი პოზიცია მგონი ყველასთვის ნათელია, რომ პატიმრობაში მყოფ ნიკა მელიაზე პასუხისმგებლობის გადაკისრება ამნისტიასთან დაკავშირებით არ არის მართებული და ვემიჯნები ამას, მე, როგორც ამ დოკუმენტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი, ვიღებ პასუხისმგებლობას ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ვაპირებთ, რომ მივიღოთ ამნისტიის კანონი, რათა ნიკა მელია გათავისუფლდეს და პროტესტში მონაწილე ყველა ადამიანი გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ყველას ვთხოვ, ემოციები დავიწყნაროთ. სულ რაღაც ორ დღეში იქნება პირველადი დოკუმენტი ამნისტიის კანონის, ყველაზე გვიან სამშაბათს უნდა დარეგისტრირდეს ჩვენი შეთანხმებული განრიგის მიხედვით და ყველა ნახავს, რომ საკმაოდ ნორმალური შეთანხმებაა ამნისტიის მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეში ბრალდებულთა ამნისტიის საკითხი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმე, შარლ მიშელის დოკუმენტში, ერთ-ერთ პუნქტად არის ასახული. "ნაციონალური მოძრაობა" ნიკა მელიას გირაოთი და ამნისტიით გათავისუფლების გეგმას აპროტესტებს და მის უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს. მათი თქმით, სანამ მელიას უპირობოდ, პროკურატურის შუამდგომობით არ გაათავისუფლებენ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.
30 აპრილს Astra zeneca-ს ვაქცინების მეორე პარტია შემოვა
"საქართველოში 30 აპრილს და მაისის შუა რიცხვებში „ასტრაზენეკას“ მორიგი პარტიები შემოვა, რომლითაც პირველი დოზით აცრილი ადამიანების ვაქცინაცია მოხდება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, „ასტრაზენეკას“ პირველ პარტიას 31 მაისამდე აქვს მოხმარების ვადა, თუმცა იმედოვნებს რომ აღნიშნული მარაგის სრულად გამოყენებას შეძლებენ, რადგან მასზე მოთხოვნა იზრდება. „ასტრაზენეკა“ საკმაოდ იხარჯება ახლა და შემოსულ პირველ პარტიას გავხარჯავთ მაისის განმავლობაში. 30 აპრილს ველოდებით „ასტრაზენეკას“ მეორე პარტიას და შემდეგ მაისის შუა რიცხვებში მესამე პარტიას, რომელიც გამოყენებული იქნება მეორე დოზით ასაცრელად იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველი დოზა გაიკეთა. ამის პრობლემა არ არის. უნდა ვეცადოთ ყველა ერთად, რომ პირველი დოზები არ დარჩეს გამოუყენებელი. უნდა გაფართოვდეს აცრები ქვეყანაში. გამორიცხული არ არის, რომ ასაკმა დაიწიოს ისევე როგორც, მოგეხსენებათ ბევრ ევროპულ ქვეყანაში „ასტრაზენეკაზე“ უკვე 30 წელს ზევით იწყება აცრა. დარწმუნებული ვარ იმუნიზაციის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას „ასტრაზენეკაზე“ ასაკობრივი ზღვარის დაწევასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, „ფაიზერი“ და „სინოფარმი“ გამოყენებული იქნება 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულად „სინოფარმის“ ვაქცინას, გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ ვაქცინასთან დაკავშირებით ჯავშნების ფანჯარა პორტალზე 27 აპრილს გაიხსნება, „სინოფარმით“ ვაქცინაცია კი 4 მაისიდან დაიწყება. „სინოფარმთან დაკავშირებით ჩვენი რეკომენდაციაც არის და მასზე იყო მსჯელობა იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტზე. ამ რეკომენდაციებს განიხილავს იმუნიზაციის გაფართოებული საბჭო. ის გამოყენებული იქნება როგორც არის ინსტრუქციითაც, 18 წლის ზემოთ მოსახლეობაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული კიდევ 14 პირი ამოიცნეს, რომელთაგან 13 ქართველია და 1 აფხაზი. ნეშტების ექსჰუმაცია სოხუმში, ოჩამჩირეში, გულრიფშსა და გაგრაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარდა.