ძებნის რეზულტატი:

ენტონი ფაუჩი: კორონავირუსისთვის სრულად ვაქცინირებული მოქალაქეები დაბრკოლებად იქცნენ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსისთვის დაბრკოლებად იქცნენ. ამის შესახებ მან CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინაციით მოქალაქეებს წვლილი შეაქვთ საზოგადოების ჯანდაცვასა და ვირუსის გავრცელების პრევენციაში. ფაუჩიმ განმარტა, რომ სრულად ვაქცინირებულ პირებს, თუნდაც ვირუსის უსიმპტომო მატარებლები იყვნენ, შეუძლიათ პირბადე არ ატარონ, რადგან ვირუსის დონე მათ ცხვირ-ხახაში გაცილებით დაბალია, ვიდრე არავაქცინირებულ პირებში. „მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებული პირების ინფიცირება ფიქსირდება, ისინი ვირუსის უსიმპტომო მატარებლები არიან და ვირუსის დონე მათში იმდენად დაბალია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი გადაცემა მოხდეს“, - განაცხადა მან. ფაუჩის თქმითვე, ვაქცინირებული ადამიანები ვირუსისთვის ერთგვარ ჩიხს წარმოადგენენ. ,,ვაქცინაციის დროს, თქვენ არამარტო იცავთ თქვენს ჯანმრთელობას, ოჯახის ჯანმრთელობას, არამედ საზოგადოების ჯანმრთელობას უწყობთ ხელს ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ხდებით ვირუსის ჩიხი, როდესაც გარშემო ბევრი ჩიხია. ვირუსი არსად წავა, თუმცა საზოგადოებაში ინფიცირების დონე საგრძნობლად შემცირდება", - განაცხადა აშშ-ს მთავარმა ეპიდემიოლოგმა.

გადაადგილების შეზღუდვა შემსუბუქდა

გადაადგილების შეზღუდვა შემსუბუქდა. შეზღუდვა იმოქმედებს 23:00 საათიდან 05:00 საათმდე. აქამდე ეს შეზღუდვა 21:00-დან მოქმედებდა. გადაწყვეტილება დღეიდან არის ძალაში. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე. „ეპიდემიოლოგიური ტენდენციების დეტალური ანალიზის საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდვის შემსუბუქების თაობაზე. აქვე, მივმართავთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე; ამავდროულად, განვმარტავთ, რომ ძალაში რჩება ყველა ის გადაადგილების უფლება, რომელიც მოქმედებდა 21:00-05:00 საათამდე პერიოდში, ანუ თავიდან მათ არ დასჭირდებათ ამ უფლების მოპოვება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

კვების ობიექტებს შაბათ -კვირას სტუმრების მიღება გარე სივრცეში შეეძლებათ

მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც იცით, საქართველოს მასშტაბით შაბათ-კვირას აკრძალულია კვების ობიექტების მუშაობა. რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ეკრძალებათ სტუმრების მიღება და მხლოდ მიტანა-გატანის სერვისზე მუშაობენ. აღნიშნული რეგულაციაც მსუბუქდება. კერძოდ, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ რეგულაციების სრული დაცვით“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

აპრილში ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად გაიზარდა

აპრილში ფულადი გზავნილები 145%-ით გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 194.1 მლნ აშშ დოლარი (666.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 145.4%-ით (115.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სტატისტიკის თანახმად, გზავნილების მიხედვით უმსხვილეს დონორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე რუსეთია, საიდანაც გასულ თვეში საქართველოში 32.35 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.

USAID-მა და Gazelle Finance-მ საქართველოში ეკონომიკის აღდგენის მიზნით ახალი პროგრამა დაიწყეს

USAID-მა და Gazelle Finance-მ საქართველოში ეკონომიკის აღდგენის მიზნით ახალი პროგრამა დაიწყეს. სამწლიანი პროგრამა საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეებს ტექნიკურ მხარდაჭრას გაუწევს და COVID-ის წინააღმდეგ მდგრადობაში დაეხმარება. პროგრამა გააძლიერებს 30-ზე მეტ, მაღალი პოტენციის მქონე მცირე და საშუალო საწარმოების ტექნიკურ და ფინანსურ შესაძლებლობებს, დაეხმარება მათ კერძო სექტორიდან ინვესტიციების მოზიდვაში, რაც მნიშვნელოვანია პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში მათი ეკონომიკურიგარემოს გაუმჯობესებისათვის. პროგრამა ორიენტირებული იქნება მაღალი პოტენციის მქონე მცირე და საშუალო ბიზნესზე, ხელს შეუწყობს მათ კერძო ფინანსების მოზიდვაში, ბიზნესის გაფართოებასა და მათ თემში სამუშაო ადგილების შექმნაში. პროგრამა ხელს შეუწყობს ბენეფიციარ ბიზნესებს, გავიდნენ ახალ საექსპორტო ბაზრებზე, გააძლიერონ მენეჯმენტი და გააუმჯობესონ გარემოს დაცვითი, სოციალური საკითხები და ეფექტური გახადონ მმართველობა. შედეგად, ეს მხარდაჭერა ამ კომპანიებს საქართველოს ეკონომიკაში წამყვან ბიზნესებად აქცევს, შეიქმნება სამუშაო ადგილები და ისინი სამაგალითონი გახდებიან სხვა დინამიკური კომპანიებისთვისაც. “პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა მცირე და საშუალო ბიზნესებს. ვიწყებთ რაპანდემიის შემდგომ აღდგენაზე ფიქრს, აუცილებელია რომ ბიზნესებმა მიიღონ ისდაფინანსება, რაც ასე მნიშვნელოვანია მათი გაძლიერებისთვის, განავითარონ ინოვაციური პროდუქტები და ისეთი სერვისები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს გონივრულ და გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა. .“Gazelle Finance-თან ჩვენი თანამშრომლობა კერძო სექტორთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლის კარგი მაგალითია, რომლის ფარგლებშიც პერსპექტიულ კომპანიებს ხელს ვუწყობთ ზრდასა და ქვეყნის განვითარების მიზნებში წვლილის შეტანაში, მათ შორის საქართველოს მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობითაც. „პროგრამა ორიენტირებულია 30-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე, შედეგადაც შეიქმნება 1 677 ახალი სამუშაო ადგილი და საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების სახით 15 მილიონ აშშ დოლარს მოიზიდავს“, - განაცხადა Gazelle Finance-ის ხელმძღვანელმა, ჯეფრი ლიბერთმა.

ნათია თურნავა: იმედია, პირველი ივნისიდან მეტ შემსუბუქებას შევძლებთ და რესტორნების შიდა სივრცეებსაც გავხსნით

დიდი იმედი გვაქვს, რომ 1 ივნისიდან უფრო მეტ შემსუბუქებას განვახორციელებთ, უფრო თამამ ნაბიჯს გადავდგამთ ამ მიმართულებით და საერთოდ მოვხსნით ამ აკრძალვას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შაბათ-კვირას წესების დაცვით შესაძლებელი იქნება ამ კვირიდან ღია სივრცეების ფუნქციონირება. „საკოორდინაციო საბჭომ ტურიზმის სექტორისა და ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მსუბუქდება ღამის საათების შეზღუდვა და შეზღუდვა 23:00 საათზე, ნაცვლად 21:00 საათისა. მინდა დავაზუსტო, რომ სასტუმროებში მოქმედ რესტორნებშიც მოქმედებდა შეზღუდვა და ეს შეზღუდვაც იხსნება. რაც შეეხება კაფეებისა და რესტორნების შაბათ-კვირას ფუნქციონირებას, ვიცით, რომ ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან უკვე წამოვიდა ტურისტების ნაკადი. შაბათ-კვირას წესების დაცვით შესაძლებელი იქნება ამ კვირიდან ღია სივრცეების ფუნქციონირება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 1-ლი ივნისიდან უფრო მეტ შემსუბუქებას განვახორციელებთ, უფრო თამამ ნაბიჯს გადავდგამთ ამ მიმართულებით და საერთოდ მოვხსნით ამ აკრძალვას. რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება კეთილსაიმედო იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს 23:00 საათამდე მოემსახურება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათის ცვლილებიდან გამომდინარე, დედაქალაქში მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვებიც იცლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი (ავტობუსები, თბილისის მეტრო და მიკროავტობუსები) მგზავრებს 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე მოემსახურება. რაც შეეხება საბაგირო გზებს, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები 10:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს. კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადილების აუცილებლობას გულისხმობს. ასევე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაგრძელდება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუნიციპალური ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება.

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აურელიუ ჩაოკოიმ კიევში ხელი მოაწერეს ევროკავშირის სამი ასოცირებული ქვეყნის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები თანხმდებიან ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი არის სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება. მემორანდუმში სამივე ქვეყანა აღიარებს, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. თავის მხრივ, ტრიოს ქვეყნები განახორციელებენ ასოცირების შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს, ევროინტეგრაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად. ასოცირებული ტრიო ითანამშრომლებს ევროინტეგრაციის საერთო ინტერესების საკითხებზე, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარების მიზნით. სამი ქვეყანა ერთობლივად იმუშავებს ევროკავშირთან მეტი დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების და ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით. ასოცირებული ტრიოს ასევე მიზნად ისახავს, ევროკავშირთან ერთად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის განხორციელების საფუძველზე, მიაღწიოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე სრული ინტეგრაციის ხელშეწყობასა და დაჩქარებას; ამავდროულად, სამი ქვეყანა ერთობლივად განაგრძობს ევროკომისიასა და ასოცირებულ ტრიოს შორის დიალოგის შემდგომ განვითარებას, ისეთი პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მწვანე ეკონომიკა, სტრატეგიული კომუნიკაციები და სხვა. გარდა ამისა, სამი ქვეყანა გააღრმავებს ევროკავშირთან თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის და, ასევე, ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებსა და პროგრამებში შემდგომი მონაწილეობის მიმართულებებით. ასოცირებული ტრიოს ქვეყნები მტკიცე იმედს გამოთქვამენ, რომ, მეტი-მეტისათვის მიდგომის საფუძველზე, ასოცირებული ქვეყნებისთვის ეტაპობრივად გაიხსნება ევროკავშირში ინტეგრაციისა და სამართლებრივი თუ ინსტიტუციური დაახლოების ახალი შესაძლებლობები, რაც მეტ კონკრეტულ სარგებელს მოუტანს სამივე ქვეყნის მოქალაქეებს. მემორანდუმში ხაზგასმით აღნიშნულია ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა ასოცირებული პარტნიორების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც მათ წინაშე არსებულ საფრთხეებთან გამკლავების კუთხით. სამივე ქვეყანა ერთობლივად იმუშავებს კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად. მემორანდუმის საფუძველზე დაფუძნებული ასოცირებული ტრიოს ფორმატი ითვალისწინებს რეგულარულ და საგანგებო სამმხრივ კონსულტაციებს, საგარეო საქმეთა სამინისტროებში შესაბამისი კოორდინატორების დანიშვნას, ასევე მაღალი რანგის ოფიციალური პირებისა და, საჭიროებისამებრ, მინისტრების დონეზე შეხვედრებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დიალოგის ერთობლივი პლატფორმების ჩამოყალიბებას და სხვადასხვა საჯარო ღონისძიებების ორგანიზებას. ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან რას მოუტანს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები ანდრიუს კუბილიუსის მოსაზრებას

საქართველოს მთავრობამ აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დადგენილება დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დადგენილება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დადგენილების პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში მომზადდა და მისი მიზანია, აკვაკულტურის სექტორში წარმოებით დაინტერესებულ პირთათვის იმ დოკუმენტების ნუსხისა და ინფორმაციის განსაზღვრა, რომელიც აუცილებელია აკვაკულტურის ნებართვის გასაცემად. აღნიშნული დადგენილება უზრუნველყოფს საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფის, ტერიტორიული ზღვის და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და შიდა წყალსატევების (ტბები, წყალსაცავები, ტბორები, მდინარეები, ნაკადულები, არხები და სხვა წყლის პროდუქტების მოშენებისთვის ვარგისი წყალსატევები) აკვაკულტურის მიზნებისათვის სარგებლობის რეგულირებას და მათ რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებას, წყლის ორგანიზმების (თევზი, წყლის მცენარეები და სხვა) მოშენებას (კულტივირება, გამოზრდა, გამრავლება) აკვაკულტურის კონსტრუქციების გამოყენებით. "დადგენილება ითვალისწინებს აკვაკულტურის ნებართვის გაცემის პროცედურებსა და ვადებს. აკვაკულტურის ნებართვის გაცემა შესაძლებელი იქნება 20 წლამდე ვადით, განახლების შემდგომი შესაძლებლობით. დადგენილების თანახმად, აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა აუქციონის წესით, გარდა კერძო საკუთრების ან სახელმწიფო საკუთრების მიწაზე აკვაკულტურის წარმოების შემთხვევისა, რომელზედაც, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დაინტერესებულ პირთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა პირდაპირი წესით. დადგენილება განსაზღვრავს აკვაკულტურის ნებართვის მფლობელის სანებართვო პირობებს, რომელიც უზრუნველყოფს აკვაკულტურის დარგის მდგრად განვითარებას, გარემოს დაცვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ქვეყანაში შემოსავლების ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და, შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. აკვაკულტურის ნებართვას არ საჭიროებს მცირე ზომის (საოჯახო მეურნეობები 50 მ3 მოცულობის) აკვაკულტურის წარმოების განხორციელება. რაც შეეხება აკვაკულტურის კონსტრუქციების გარეშე ტბებსა და სხვა წყალსატევებზე ბუნებრივი საკვების ხარჯზე აკვაკულტურის მეურნეობის წარმოების მიზნით ნებართვების გაცემას, აღნიშნული მოწესრიგდება ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის შესახებ ცალკე დადგენილებით. აღსანიშნავია, რომ მზარდია აკვაკულტურის როლი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით. ამიტომ, მნიშვნელოვანია დარგში ინვესტიციების განხორციელება, ადგილობრივ და უცხოელ მეწარმეთა დაინტერესება აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის პოტენციალით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სებასტიან მოლინეუსი: მოხარული ვარ პროექტის გაფორმებით, რომლის მიზანი საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებაა

მოხარული ვარ აქ ყოფნით და ამ მნიშვნელოვანი პროექტის გაფორმებით, რომლის მიზანი საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებაა, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა. „ეს პროექტი არის დახმარების დიდი პაკეტის ნაწილი, რომელსაც მსოფლიო ბანკი საქართველოს აწვდის პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად, მეორე - მთავრობის დასახმარებლად პროექტების განხორციელების მიზნით და შემდეგ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დასახმარებლად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის დროს. ასევე მსურს განვაცხადო, რომ ეს პროექტი უფრო მეტ საშუალო და ხანგრძლივ პერსპექტივებს მოიცავს. პოსტკოვიდურ პერიოდში, როდესაც ჩვენ მიმართულები ვართ ვაქცინაციის პროცესზე, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით, პროექტი უზრუნველყოფს, რომ ციფრული ტრანზაქციების განხორციელება წარმატებულად იქნება შესაძლებელი,“- აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა. შეგახსენებთ, დღეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზე პანდემიისგან დაზარალებული საწარმოების მხარდასაჭერად საქართველო მსოფლიო ბანკისგან 85 მლნ ევროს მიიღებს. როგორც ცნობილია, ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მიმდინარე წლის 11 მაისს მიიღო.

რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აურელიუ კიკომ კიევში ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერეს ევროკავშირის სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას - საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე. ეს ინიციატივა და ტრიოს მხრიდან ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე მოსაზრება დაახლოებით ერთი კვირის წინ, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა გააჟღერა. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები თანხმდებიან ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის - „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავებაა. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები თანხმდებიან ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის - „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავებაა. მემორანდუმში სამივე ქვეყანა აღიარებს, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. თავის მხრივ, ტრიოს ქვეყნები განახორციელებენ ასოცირების შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს, ევროინტეგრაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად. ასოცირებული ტრიო ითანამშრომლებს ევროინტეგრაციის საერთო ინტერესების საკითხებზე, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარების მიზნით. სამი ქვეყანა ერთობლივად იმუშავებს ევროკავშირთან მეტი დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების და ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით. ასოცირებული ტრიოს ასევე მიზნად ისახავს, ევროკავშირთან ერთად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის განხორციელების საფუძველზე, მიაღწიოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე სრული ინტეგრაციის ხელშეწყობასა და დაჩქარებას; ამავდროულად, სამი ქვეყანა ერთობლივად განაგრძობს ევროკომისიასა და ასოცირებულ ტრიოს შორის დიალოგის შემდგომ განვითარებას, ისეთი პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მწვანე ეკონომიკა, სტრატეგიული კომუნიკაციები და სხვა. გარდა ამისა, სამი ქვეყანა გააღრმავებს ევროკავშირთან თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის და, ასევე, ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებსა და პროგრამებში შემდგომი მონაწილეობის მიმართულებებით. ასოცირებული ტრიოს ქვეყნები მტკიცე იმედს გამოთქვამენ, რომ, მეტი-მეტისათვის მიდგომის საფუძველზე, ასოცირებული ქვეყნებისთვის ეტაპობრივად გაიხსნება ევროკავშირში ინტეგრაციისა და სამართლებრივი თუ ინსტიტუციური დაახლოების ახალი შესაძლებლობები, რაც მეტ კონკრეტულ სარგებელს მოუტანს სამივე ქვეყნის მოქალაქეებს. მემორანდუმში ხაზგასმით აღნიშნულია ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა ასოცირებული პარტნიორების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც მათ წინაშე არსებულ საფრთხეებთან გამკლავების კუთხით. სამივე ქვეყანა ერთობლივად იმუშავებს კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად. მემორანდუმის საფუძველზე დაფუძნებული ასოცირებული ტრიო ფორმატი ითვალისწინებს რეგულარულ და საგანგებო სამმხრივ კონსულტაციებს, საგარეო საქმეთა სამინისტროებში შესაბამისი კოორდინატორების დანიშვნას, ასევე მაღალი რანგის ოფიციალური პირებისა და, საჭიროებისამებრ, მინისტრების დონეზე შეხვედრებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დიალოგის ერთობლივი პლატფორმების ჩამოყალიბებას და სხვადასხვა საჯარო ღონისძიებების ორგანიზებას. ევროინტეგრაციის მიმართულებით ერთიანი სამოქმედო გეგმის საჭიროებაზე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი ჯერ კიდევ Europetime-თან ინტერვიუში საუბრობდა. ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს სჭირდება მეტად ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაცია, როგორც ევროკავშირის ინსტიტუციებში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ამისათვის კარგი იქნება, თუკი საქართველო (შესაძლოა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად), შექმნის ერთგვარ ანალიტიკური ცენტრის/პლატფორმას, რომელიც ინსტიტუციურ, პოლიტიკურ, სამოქალაქო და ა.შ. წრეებთან თანამშრომლობით, ამ სამი ქვეყნის საგარეო მიზნებს მხარს დაუჭერს. მისი თქმით, ასევე მისასალმებელი იქნება, თუკი საქართველო ინსტიტუციურად ჩაერთვება „ევროპის მომავლის“ კონფერენციაში და ევროგაერთიანების მომავლის შესახებ ხედვას დააფიქსირებს. ანდრიუს კუბილიუსი: ჩვენ, ჩვენი მხრივ ვცდილობთ, ვესაუბროთ დედაქალაქებს, ვცდილობთ, ორგანიზება გავუწიოთ გარკვეული სახის ქსელს - think-thank-თან, პოლიტიკურ საზოგადოებასთან, რომ ვისაუბროთ ახალ იდეებზე, რომ წინ წავიწიოთ და ამისთვის, უკრაინელებთან, ქართველებთან, მოლდოველებთან ერთად, ჩვენ გვჭირდება საერთო სამოქმედო გეგმა და სტრატეგიული კომუნიკაციის გრძელვადიანი ხედვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. მისი ეს მოსაზრება Europetime-თან ინტერვიუში ანალიტიკოსებმაც შეაფასეს. თეონა ლავრელაშვილმა, რომელსაც ევროსტრუქტურებში მუშაობის საინტერესო გამოცდილება აქვს და ამჟამად ლუვენის უნივერსიტეტში პოლიტიკური პარტიების პროგრამას ხელმძღვანელობს, Europetime-თან ინტერვიუში ხაზს უსვამს საქართველოს მხრიდან ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას. მისი თქმით, საჭიროა დიპლომატიის ჰოლისტიკური სტრატეგია, რაც გულისხმობს პოლიტიკური, დიპლომატიურ და ინსტიტუციურ (მათ შორის აკადემიური/ არასამთავრობო) აქტორებთან თანამშრომლობის მეტ კოორდინაციას. თეონა ლავრელაშვილს მიაჩნია, რომ უნდა გააქტიურდეს თანამშრომლობა ე.წ. think-tank-ებთან და სხვადასხვა ფონდთან და კარგი იქნებოდა, თუკი მართლაც შემუშავდება ხედვა, რომელიც განსაზღვრავს შესაძლებლობას, რომ ბრიუსელში ჩამოყალიბდეს ერთგვარი ცენტრი/ფონდი/think-tank, რომელიც იმუშავებს საქართველოს და/ან რეგიონის მიმართულებით (მსგავსი ფონდი/ორგანიზაცია მართლაც შეიძლება ჩამოაყალიბონ ტრიომ - საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, რათა ერთობლივი ძალებით წარმოადგინონ ევროკავშირში ერთიანი პოზიციები, ეს პოლიტიკურად და ფინანსურად იქნებოდა სტრატეგიული ნაბიჯი). ხოლო ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და მიმართულება „ევროპა მსოფლიოში“ ხელმძღვანელი სტივენ ბლოკმანსი ასევე მიესალმება აზრს, რომ კარგი იქნება, თუკი საქართველო ინსტიტუციურად ჩაერთვება „ევროპის მომავლის“ კონფერენციაში და დააფიქსირებს საკუთარ ხედვას ევროგაერთიანების მომავლის შესახებ. მისი შეხედულებით, ეს ინიციატივა არამხოლოდ სტრატეგიულად არის მნიშვნელოვანი საქართველოს იმიჯისთვის ევროპის დონეზე¸ არამედ არის აგრეთვე შინაარსობრივად საინტერესო საქართველოს და მისი მოქალაქეებისათვის, რადგან მათ მიეცემათ შესაძლებლობა, ჩაერთონ ევროკავშირისათვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიმართულებების შექმნის და განვითარების პროცესში. საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი იდეის განხორციელება ქვეყნისთვის აუცილებელია. მისი თქმით, კუბილიუსის ასეთ კარგ მოსაზრებას მთავრობის მხრიდან სწორი შეფასება და სწორი ქმედებები სჭირდება. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ იდეის განხორციელება ბრიუსელში, სხვადასხვა ფორმით, სამი ქვეყნის საელჩოების კოორდინაციით შეიძლება. „მაგალითად, აუცილებელი არ არის საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ბრიუსელში საკოორდინაციოდ რაიმე ცენტრი ჰქონდეთ. სამივე ქვეყანას აქვს წარმომადგენლობა ევროკავშირში და მათ შეუძლიათ, სრული კოორდინაციისთვის, ურთიერთობის გარკვეული მექანიზმი ჩამოაყალიბონ. ისინი წარმოადგენენ თავის ქვეყნებს, თავის საგარეო საქმეთა სამინისტროებს და შეიძლებოდა მათი გაძლიერება დამატებითი, ერთი ან ორი შტატით, რომლებიც მხოლოდ ამ საკითხებზე იმუშავებდნენ, უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ერთობლივ პროექტებზე, საერთო სტრატეგიაზე, ერთობლივ განცხადებებსა და ერთობლივ ლობირებაზე ევროკავშირის ინსტიტუტებში. ამისთვის ცალკე ცენტრის ჩამოყალიბება აუცილებელი არ არის. ეს შეიძლება საელჩოების კოორდინაციის დონეზე გაკეთდეს“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. „კარგი იქნება თუ სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბრიუსელში საკუთარ ელჩებს კუბილიუსთან შეხვედრას და ამ ინიციატივის განხილვას დაავალებენ“, - აცხადებდა Europetime-თან საუბრისას უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი. ეს არის ძალიან კარგი წინადადება. სამივე ქვეყნას საელჩოები გვყავს ბრიუსელში. იქ ჩვენმა წარმომადგენლებმა უნდა გაზარდონ ურთიერთქმედების ხარისხი და უფრო ეფექტურად იმუშაონ სამ ხმაში. ამ ინიციატივის საპასუხოდ, როგორც მინიმუმ, სამი ქვეყნის დედაქალაქმა საკუთარ ელჩებს ბატონ კუბილიუსთან სამმხრივ ფორმატში შეხვედრის ინსტრუქცია უნდა მისცენ, დაელაპარაკონ და გარკვეული მოქმედების გეგმა შეათანხმონ, სად უნდა მივიდნენ, რა უნდა გააკეთონ, რა თანმიმდევრობით გამართონ შეხვედრები, სადილებზე დაპატიჟონ ხალხი და ა.შ. ეს უკვე ექნებოდა საკმაოდ ეფექტური შედეგების მომტანი. წინადადება თავისთავად კარგია, მაგრამ უფრო ეფექტური იქნება, თუ ის დაემყარება სისტემურ მიდგომას და პოლიტიკას ამ სამმხრივ ფორმატში, რომელსაც მე სამწუხაროდ ვერ ვხედავ“, - აცხადებს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი. მისივე თქმით, შესაძლებელია, ევროპარლამენტში, ან ევროპულ ფონდში იგივე ბატონი კუბილიუსის მხარდაჭერით, ერთი ოთახი მაინც რომ გამოიყოს ანალიტიკური ცენტრისთვის. „სამი ადამიანია საჭირო, რომ ერთ ხმაში სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა ევროპულ სტრუქტურებთან ისაუბრონ, ყოველდღე კარზე აკაკუნონ, ხალხი შეაწუხონ. ამას ექნება მართლაც სერიოზული ეფექტი, რომელიც სერიოზულ შედეგებს გამოიღებს. ამით ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ის, რითაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ბალტიისპირეთის და ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებმა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ვინაიდან ვართ ასოცირების პროცესის მონაწილე ქვეყნები, უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ურთიერთობებს ვამყარებთ ევროპულ ტრადიციებზე, პრინციპებზე, კრიტერიუმებსა და პრაქტიკაზე. მაგრამ ეს მარტო საუბარი არ უნდა იყოს. ევროკავშირის წარმომადგენლები, აქ ბატონი ჰარცელი, უკრაინასა და მოლდოვაში ევროკავშირის ელჩები, აკვირდებიან თუნდაც ორმხრივ ურთიერთობებს, აგერ უკრაინა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები სახეზეა, სირთულეების გადალახვა მოგვიწია. ელჩი არ გვყავდა კიევში. საქართველო მოლდოვას აქტიურობა მაინცდამაინც არ ჩანს. ვიზიტები არ ხორციელდება, ნაკლები კომუნიკაციაა. მოლდოვაში არჩევნებია კარზე მომდგარი, თავისი პოლიტიკური სირთულეები აქვთ. საქართველო იმყოფება სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში და ჯერ არ ვიცით, კრიზისიდან ბოლომდე გამოსვლა შესაძლებელია თუ არა. უკრაინა რუსეთის სამხედრო აგრესიის პირისპირ იმყოფება. ჯერ ვერ ვხედავ რომ ამისთვის ჩვენი მთავრობები მოიცლიან. არადა ფაქტია, რომ ანდრიუს კუბილიუსის წინადადება, ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებთან სრულ თანხვედრაშია“, - განუცხადა Europetime-ს ვალერი ჩეჩელაშვილმა. ამასთან, Europetime-თან ინტერვიუში ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ამბობდა, რომ საქართველომ და ევროკავშირმა ერთად უნდა იპოვონ რეალისტური გზები, რათა საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ გახდეს ევროკავშირის ნაწილი, ან მისი უფრო ახლო პარტნიორი.

პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ (ABW) რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი რუსეთის სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდა, მათ შორის, სამხედრო სფეროსთან დაკავშირებულ ინფორმაციას აწვდიდა. პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოში აღნიშნავენ, რომ საუბარია პოლონეთის რესპუბლიკაში რუსეთის საქმიანობისთვის აუცილებელ მონაცემებზე. დაკავებულმა ბრალი აღიარა. სასამართლომ მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯგუფურ მკვლელობასა და ცემაში ბრალდებულ ორ პირს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა მთვრალ მდგომარეობაში ჯგუფურად, გაგუდვის გზით განზრახ მოკლეს ერთი პირი. „ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურ მკვლელობასა და ცემაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო. ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი.ქ.-მ და ვ.ს.-მ ჯგუფურად, გაგუდვის გზით განზრახ მოკლეს ლ.ა. იმავდროულად ვ.ს. ფიზიკურად გაუსწორდა მ.ც.-ს, რომელიც ლ.ა.-ს მკვლელობაში ბრალდებულებისთვის ხელის შეშლას ცდილობდა. სამართალდამცველებმა ი.ქ. და ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს. ი.ქ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად), ხოლო ვ.ს.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა და ძალადობა) წარედგინათ. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ი.ქ. და ვ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს უკრაინის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

საქართველოს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი ეწვევა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრისას განაცხადა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ორი ქვეყნის ერთიანი ძალისმხევა საერთო მიზნების - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მისაღწევად. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. საქართველოს ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართული მხარის შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე განვითარებული პროცესების გამო და კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა. მხარეები მიესალმნენ სამი ასოცირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მემორანდუმის გაფორმებას ევროინტეგრაციის საკითხებზე და გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ეკონომიკურ და სექტორულ დაახლოებას. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გააქტიურების და გაღრმავების შესაძლებლობები. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ უკრაინა ინარჩუნებს საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მოწინავე ადგილს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომში გააქტიურებისთვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის გამართვის დადებით პრაქტიკას. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოს და უკრაინის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას ევროკავშირთან არსებული შესაძლებლობების, მათ შორის DCFTA-ს ეფექტიანი გამოყენების თვალსაზრისით. კმაყოფილებით აღინიშნა ტურიზმის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის მაღალი დინამიკა, ასევე ის დიდი პოტენციალი, რაც არსებობს ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების და ამ მიმართულებით შავი ზღვის პოტენციალის გამოყენების კუთხით. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და მიესალმნენ კიევისა და თბილისის ძალისხმევას, რომ NATO-ს მომდევნო სამიტზე სათანდად აისახოს ორივე ქვეყნის ინტეგრაციული მიზნები. უკრაინის პრემიერმა კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრან ირაკლი ღარიბაშვილთან არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მაღალი დონის კომუნიკაცია. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ვაქცინების სამართლიანი გადანაწილების პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ერთიან კომუნიკაციას ევროკავშირთან. რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი

Deutche Welle - გერმანიამ ,,ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის საკუთარ საზღვაო წყლებში გაგრძელების ნებართვა გასცა

Deutche Welle-ს ინფორმაციით, გერმანიამ, საკუთარ საზღვაო წყლებში, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენის მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა. როგორც გამოცემა წერს, მშენებლობა გარემოს დაცვითი ორგანიზაციების მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის შედეგად იყო შეჩერებული, თუმცა ახლა, ნებართვა საზღვაო ნავიგაციისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურმა სამსახურმა (BSH) გასცა. აღსანიშნავია, რომ გაცემული ნებართვის მიხედვით, კონსორციუმს, მაისის თვეში გერმანიის საზღვაო წყლების ორკილომეტრიან მონაკვეთზე შეეძლება მილების მშენებლობა. ორკილომეტრიანი მონაკვეთი, სადაც გაზსადენის მილები უნდა განთავსდეს, გერმანიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს. გაზსადენის მშენებლობას, გერმანიის ბუნების დაცვისა და ბიომრავალფეროვნების კავშირი და ორგანიზაცია Deutsche Umwelthilfe ეწინააღმდეგებიან, რომელთაც კონსორციუმის წინააღმდეგ სარჩელი ჰქონდათ შეტანილი ჰამბურგის სასამართლოში, თუმცა სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სამუშაოების 95 პროცენტი უკვე შესრულებულია. პროექტის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიან აშშ, უკრაინა და ბალტიის ქვეყნები, რომლებიც ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე რუსეთის გავლენის გაზრდის საშიშროებას ხედავენ. გერმანიის მთავრობა კი, პროექტს მხარს უჭერს.

კარლ ჰარცელი: მოვუწოდებთ სამოქალაქო და სასულიერო ლიდერებს, პრიორიტეტად იქცეს დისკრიმინაციასთან და სტიგმასთან ბრძოლა

"მოვუწოდებთ სამოქალაქო და სასულიერო ლიდერებს, პრიორიტეტად იქცეს დისკრიმინაციასთან და სტიგმასთან ბრძოლა", - ამის შესახებ ევროკავშის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა კონფერენციაზე განაცხადა, სადაც 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ LGBT უფლებების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა. "მე შვედეთიდან ვარ, ქვეყნიდან რომელიც LGBT თემის დამცველია, მიუხედავად ამისა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ კუთხით, ჩვენთანაც პრობლემებია, იქაც იტანჯებიან მოქალაქეები წნეხისგან, რაც სუიციდით სრულდება. კარგია, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება LGBT თემის დამცველია. უდიდეს გამოწვევად კვლავ საზოგადოების აზრი რჩება. გადამწყვეტია ამ მიმათულებით პოლიტიკოსების და მედიის ფუნქცია. ევროკავშირი და ფართო დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში თქვენ გვერდით დგას. ჩვენ გამოვხატავთ საქართველოს LGBT თემის მიმართ მხარდაჭერას და სოლიდარობას, ვამჩნევთ ბოლო წელს ამ მიმართულებით განვითარებას, მოვუწოდებთ სამოქალაქო და სასულიერო ლიდერებს, პრიორიტეტად იქცეს დისკრიმინაციასთან და სტიგმასთან ბრძოლა, განათლებით ამ სფეროში", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. (რუსთავი 2-ის თარგმანი)

ენტონი ბლინკენი: აშშ ინტენსიურად მუშაობს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულებისთვის

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს დეესკალაციას, თუ ისრაელ-პალესტინა ცეცხლის შეწყვეტას შეეცდებიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისივე თქმით, აშშ ინტენსიურად მუშაობს კონფლიქტის დასრულების მიზნით. ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელს უფლება აქვს თავისი თავი დაიცვას და „ჰამასს“ მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სარაკეტო დარტყმები. „დიპლომატიური არხების მეშვეობით ვმუშაობთ, რათა კონფლიქტი დასრულდეს. აშშ ძალზე შეშფოთებულია ძალადობის ესკალაციით. ასობით ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა, მათ შორის ბავშვები ნანგრევებიდან გამოჰყავთ. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დეესკალაციას, თუ მხარეები ცეცხლის შეწყვეტას შეეცდებიან“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

დმიტრო კულება: უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ახლა ოფიციალურად ასოცირებული ტრიოა

უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ახლა ოფიციალურად ასოცირებული ტრიოა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა. „დღეს ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე ძალები გავაერთიანეთ ახალი ფორმატით, რომელიც კიევში დაფუძნდა “, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი

აშშ-ის საელჩომ ვიზის ზოგიერთ კატეგორიაზე მაისში დაგეგმილი ყველა გასაუბრება კოვიდპანდემიის გამო გააუქმა

აშშ-ის საელჩომ COVID-19 პანდემიის გამო 2021 წლის მაისში დაგეგმილი ყველა გასაუბრება ვიზის კატეგორიებზე B1, B2, B1/B2, I და C-1 გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, განმცხადებლებს, რომელთა გასაუბრება გაუქმდა, შეუძლიათ გასაუბრება ხელახლა დანიშნონ მომავალში ნებისმიერ ხელმისაწვდომ თარიღში. „მნიშვნელოვანი ინფორმაცია: განმცხადებლები, რომლებიც უნდა გამოცხადდნენ საელჩოში გასაუბრებაზე ან სხვა საკონსულო მომსახურებებზე, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს: - არ ჰქონდეთ COVID ან სხვა დაავადებების სიმპტომები ბოლო 14 დღის განმავლობაში; -ფიზიკურად იმყოფებოდნენ საქართველოში მინიმუმ 14 დღის განმავლობაში; და - ასრულებდნენ საქართველოს მთავრობის საკარანტინო და COVID ტესტირების მოთხოვნებს. ანალოგიურად შესაძლებელია შეიზღუდოს დაშვება საკონსულოში იმ განმცხადებლებისთვის, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ფიზიკურად იმყოფებოდნენ საქართველოს იმ ზონებში სადაც COVID–ით დაინფიცირების. დიდი ეპიდემიოლოგიური რისკია. დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში ვიზიტის დაგეგმვამდე მოგვწერეთ სავიზო განყოფილებას მისამართზე tbilisiconsular@state.gov არასაემიგრაციო სავიზო განყოფილება ამჟამად უზრუნველყოფს გადაუდებელი მომსახურეობის მიწოდებას, ისევე, როგორც რეგულარულ გასაუბრებებს ოთხშაბათობით C1/D ვიზის კატეგორიაზე შეზღუდული რაოდენობით. გარდა ამისა, 5 მაისიდან ოთხშაბათობით შეზღუდული რაოდენობით განახლდება რეგულარული გასაუბრებები საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტებისთვის მომდევნო ვიზის კატეგორიებზე: E, F, H, J, L, M, O, P, Q, და R. მომსახურება დანარჩენ არასაემიგრაციო ვიზის კატეგორიებზე რჩება შეჩერებული. ჩვენ განვაახლებთ დანარჩენ სავიზო მომსახურებას რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ვერ დავასახელებთ კონკრეტულ თარიღს. გთხოვთ, გააგრძელეთ ამ ვებგვერდის შემოწმება განახლებული ინფორმაციის მისაღებად. MRV საფასური მოქმედებს 2022 წლის 30 სექტემბრამდე და ის შეიძლება გამოყენებული იქნას არასაემიგრაციო ვიზის გასაუბრების დასანიშნად იმ ქვეყანაში, სადაც იგი იქნა გადახდილი. თუ თქვენ გაქვთ გადაუდებელი არასაემიგრაციო სავიზო საჭიროება და გჭირდებათ დაუყოვნებლივი გამგზავრება, გთხოვთ, გაითვალისწინოთ აქ მოცემული მითითებები, რომ მოითხოვოთ გადაუდებელი გასაუბრება. აშშ-ს საელჩოს საკონსულო განყოფილება თბილისში პასუხისმგებელია უზრუნველყოს სავიზო მომსახურეობა მათთვის, ვისაც სურს შეერთებულ შტატებში შესვლა დროებით ან მათთვის ვისაც სურვილი აქვს გაემგზავროს განუსაზღვრელი ვადით ან მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსით. სრული ინფორმაციის მისაღებად თუ როგორ შეიტანოთ განაცხადი აშშ-ს არასაემიგრაციო ვიზის მისაღებად და იხილოთ სავიზო კატეგორიების დირექტორია (Directory of Visa Categories), გთხოვთ მიმართოდ ჩვენ Global Support Services (GSS) ვებგვერდს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო: მივესალმებით პარტიების მიერ LGBTQ უფლებების მხარდაჭერას

დღეს ელჩმა კელი დეგნანმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის გაეროს საერთაშორისო დღე თბილისი პრაიდის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლითა და საქართველოს 15 სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ ლგბტქ უფლებებზე პოლიტიკურ შეთანხმებაზე ყურადღების გამახვილებით აღნიშნა. "ლგბტქ უფლებების, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მხარდაჭერისთვის აშშ-ის საელჩო მიესალმება აღნიშნულ პარტიებს, რომლებიც ასობით ათასი საქართველოს მოქალაქის ხმას წარმოადგენენ", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.