ძებნის რეზულტატი:

ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობას ვუხდი ეუთოს საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “Twitter”-ში ეხმაურება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაური ეუთოს გენერალურ მდივანს მადლობას უხდის საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის. “ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან. ყურადღება გავამახვილეთ საქართველო-ეუთოს თანამშრომლობაზე და კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე. განვიხილეთ საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა. მადლობას ვუხდი ეუთოს საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში. ცნობისთვის, დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

ჯინ შაჰინი: აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა რუსეთმა საქართველოდან დაიწყო

ამერიკელი სენატორ ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა რუსეთმა საქართველოდან დაიწყო. ამის შესახებ შაჰინი USA TODAY-ში გამოქვეყნეულ საავტორო სტატიაში აღნიშნავს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ გამოქვეყნდა. წერილში სენატორი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იყოფებოდა აღწერს საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას და რუსეთის მოქმედებებს. „აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთის პირველი თამაში, რომელიც მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, საქართველოდან დაიწყო, რომელსაც მე ვსტუმრობდი. მე ვნახე „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი“ რომელიც აცალკევებს რუსეთისა და მის მიერ მართული ადგილობრივ ძალების მიერ ოკუპირებულ საქართველოს 20%-ს. აქ რუსული ძალები ცდილობენ, დააშინონ ქართველები, რასაც ხაზის აღმნიშვნელი ღობის დროდადრო გადაწევითა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ზოლის გადაკვეთისას დაბრკოლებების შექმნით აკეთებენ, რითაც აფერხებენ მოქალაქეების წვდომას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე. რუსები ასევე ხელს უშლიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას და ჩართულნი არიან დეზინფორმაციულ კამპანიებში, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრას იმ მეთოდებით, რომლებიც ამერიკელებისთვის ჩვენი არჩევნებიდან გამომდინარე ნაცნობია“, – წერს ამერკელი სენატორი.

სალომე ზურაბიშვილი და ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში ქალი ლიდერების კონფერენციის ჩატარებაზე შეთანხმდნენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა მარია შმიდს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტი და ეუთოს გენერალური მდივანი, პრეზიდენტის ინიციატივის - საქართველოში ქალი ლიდერების კონფერენცია - ქალების როლი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, ჩატარებაზე შეთანხმდნენ. მხარეებმა მომავალი ადგილობრივი არჩევნები განიხილეს და ხაზი გაუსვეს არჩევნებში სადამკვირვებლო მისიების, განსაკუთრებით კი, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეფაქტო რეჟიმის მიერ გამშვები პუნქტების ჩაკეტვის შედეგად გაუარესებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ასევე - ოკუპირებული რეჟიმის მიერ ადამიანების უფლებების დარღვევასა და გატაცების ფაქტებზე, კერძოდ ზაზა გახელაძის საკითხზე. საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაძლიერებისა და ფორმატის ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელობას. სალომე ზურაბიშვილმა და ჰელგა მარია შმიდმა რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს და რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს როლს გაუსვეს ხაზი.

საფრანგეთში 12-18 წლის მოზარდების ვაქცინაცია დაიწყო

Le Figaro-ს ცნობით, დღეიდან, საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-18 წლის მოზარდების აცრა დაიწყო. ვაქცინაცია მხოლოდ ორივე მშობლისა და მოზარდის თანხმობის შემთხვევაში ტარდება და აცრის დროს ერთ-ერთი მშობელი მოზარდს თან უნდა ახლდეს. პოტენციურად ვაქცინის მიღება 3,5 მილიონ მოზარდს შეუძლია. ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით აცრის პირველი დოზა 27-მა მილიონმა ადამიანმა (ზრდასრული მოსახლეობის 50%) მიიღო, 12 მილიონი კი ვაქცინის ორივე დოზით აიცრა.

თურქეთ-აზერბაიჯანის სამოკავშირეო დეკლარაცია: მესამე სახელმწიფოს მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, ქვეყნები ერთმანეთს დაეხმარებიან

თურქეთ-აზერბაიჯანის სამოკავშირეო დეკლარაციის მიხედვით, მესამე სახელმწიფოს მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, ქვეყნები ერთმანეთს დახმარებიან. თურქეთისა და აზერბაიჯანის უშიშროების საბჭოები რეგულარულად გამართავენ ერთობლივ სხდომებს, რომელზეც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. „აზერბაიჯანი უაღრესად აფასებს თურქეთის მხარდაჭერას სომხეთის 30-წლიანი აგრესიის შეწყვეტისა და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების საკითხში“, - ნათქვამია დოკუმენტში. მხარეებმა ასევე შეისწავლეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაფართოებისა და გაღრმავების პერსპექტივები. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ზანგეზურის დერეფნისა და ნახჭევანი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას ხელს შეუწყობს. ცნობისთვის, დღეს, ქალაქ შუშაში აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა. ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში შუშაში თურქეთის გენერალურ საკონსულოს გახსნის

ჯინ შაჰინი: სერიოზულად უნდა განვსაზღვროთ NATO-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხი

,,სერიოზულად უნდა განვსაზღვროთ NATO-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი – სულ მცირე, შევადგინოთ მკაფიო გზა წევრობისკენ", - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი მის საავტორო სტატიაში აღნიშნავს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ გამოქვეყნდა. როგორც USA TODAY-ში გამოქვეყნებულ შაჰინის სტატიაში ვკითხულობთ, უკრაინასა და საქართველოსთან საქმიანი და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება ასევე სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს „პირველ რიგში, ჩვენ სერიოზულად უნდა განვსაზღვროთ NATO-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი – სულ მცირე, შევადგინოთ მკაფიო გზა წევრობისკენ. NATO-ში შესვლა ორივე ქვეყნის სურვილია და მათი გაწევრიანება გააქარწყლებს პუტინის გეგმებს. დაარსებიდან მოყოლებული NATO-ს წევრების საერთო თანხმობით, ალიანსის კარი ყოველთვის იყო ღია ქვეყნებისთვის, რომლებიც იღებდნენ სუვერენულ გადაწყვეტილებას ალიანსში შესვლასთან დაკავშირებით – არ არსებობს მიზეზი, რათა დღეს ამ მხრივ რამე შეიცვალოს. დიახ, აუცილებელია რეფორმები, რათა ალიანსმა შეიძინოს ძლიერი მოკავშირეები. მაგრამ უმოქმედობა მხოლოდ გამარჯვებას მოუტანს პუტინს. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სამხედრო და დიპლომატიური აქტიურობა რეგიონში. ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ელჩი კიევში – დაუყოვნებლივ. უკრაინასა და საქართველოსთან საქმიანი და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება ასევე სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს“, – წერს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საავტორო სტატიაში. ჯინ შაჰინი: აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა რუსეთმა საქართველოდან დაიწყო

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ევროკავშირი და აშშ რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მიდგომას შეიმუშავებენ

ჩვენ ერთსულოვანნი ვართ რუსეთის წინააღმდეგ პრინციპული მიდგომის საკითხში და გადაჭრით ვუპასუხებთ ნეგატიური ქცევისა და მავნე საქმიანობის იმ მოდელს, რომელსაც რუსეთი ევროკავშირის აღმოსავლელი პარტნიორების წინააღმდეგ იყენებს, – ამის შესახებ საუბარია აშშ-ევროკავშირის სამიტზე მიღებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელშიც ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები რუსეთთან მიმართებაში თავიანთ პოზიციას გამოხატავენ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. განცხადებაში მკაცრად არის დაგმობილი უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზნით რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები. „ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ ევროკავშირის აღმოსავლელი პარტნიორების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის რეფორმების გზას და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობის დასამყარებლად“, – ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერების განცხადებით, ერთიანი პოლიტიკისა და ქმედებების კოორდინაციის მიზნით, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის რუსეთის შესახებ მაღალი დონის დიალოგი დაიწყება. აშშ-ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში დღეს გაიმართა. ევროკავშირის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. სამიტში აშშ-ის მხრიდან ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იღებდა მონაწილეობას.

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს დღეს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრამდე ცოტა დრო რჩება. ისტორიული შეხვედრისთვის თეთრი სახლის ლიდერი ბრიუსელიდან უკვე ჩაფრინდა ჟენევაში, სადაც პუტინთან შეხვედრას გამართავს. ბაიდენი შვეიცარიაში ჩასვლის შემდეგ უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს გი პარმელენს. ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ჯო ბაიდენი მზად დღევანდელი შეხვედრისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის ყოველთვის მზად არის. ცნობისთვის, 16 ივნისს , ჟენევაში თეთრი სახლის ლიდერი ჯო ბაიდენი პრეზიდენტის რანგში პირველად შეხვდება პირისპირ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ოფიციალური თეთრი სახლის ინფორმაციით, ლიდერების შეხვედრისას ჯო ბაიდენი რუსეთიდან მომდინარე კიბერთავდასხმებს, ამერიკის არჩევნებში ჩარევის საკითხს, რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში, ბირთვულ საკითხებსა და კლიმატის ცვლილებების თემებს წამოჭრის. აღსანიშნავია, რომ ლიდერებს შორის შეხვედრის ინიციატორი სწორედ თავის დროზე ჯო ბაიდენი იყო. მან რუს კოლეგას შეხვედრა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში შესთავაზა. ეს მოხდა ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური კონფლიქტის გამწვავების დროს. ბაიდენ პუტინის შეხვედრამდე, ე.წ. მოსამზადებელი შეხვედრა ისლანდიაში შედგა, სადაც ერთმანეთს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ. ბაიდენ-პუტინის ბოლო შეხვედრა 2011 წელს მოსკოვში შედგა, როდესაც ბაიდენს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, ხოლო პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო. როგორც ცნობილია, ხვალინდელი აუდიენციის შემდეგ, ჯო ბაიდენი პრესკონფერენციას მარტო გამართავს. ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს "სტაბილური და პროგნოზირებადი" ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც საშუალებას მისცემს ორ ქვეყანას, ითანამშრომლონ საერთო საკითხებზე, როგორიცაა სტრატეგიული სტაბილურობა, შეიარაღებაზე კონტროლი და კლიმატის ცვლილება. NBC-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც 11 ივნისს გადაიცა, პუტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობა "უკანასკნელ წლებში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დავიდა".

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ეწვევა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით წმინდა საყდარს (ვატიკანს) ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია რომის პაპთან, მის უწმინდესობა პაპ ფრანცისკესთან. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.

ისრაელმა ღაზას სექტორის მიმართულებით საჰაერო იერიში განახორციელა

Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელმა ღაზას სექტორის მიმართულებით საჰაერო იერიში განახორციელა. ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, საჰაერო იერიში პალესტინური მხარიდან ცეცხლოვანი ბურთების გაშვების საპასუხოდ განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მათმა ვერტმფრენებმა ღაზაში ჰამასის სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს იერიში და ყველა სცენარისთვის იყვნენ მზად, მათ შორის, სამხედრო მოქმედებების განსაახლებლად, რადგანაც, მათი თქმით, ღაზას მხრიდან ტერორისტული აქტები კვლავ გრძელდება. ცნობისთვის, ეს საჰაერო იერიში პირველი იყო მას შემდეგ, რაც მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 11-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ გააფორმეს.

დავით ზალკალიანი: მივესალმებით ევროკავშირ-აშშ-ის განცხადებაში გამოხატულ ნებას, მიმართონ ძალები რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ აგრესიის წინააღმდეგ

საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ზალკალიანის თქმით, მიესალმება პარტნიორების მიერ გამოხატულ ნებას, მიმართონ ძალები რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის წინააღმდეგ. „მივესალმებით ევროკავშირ-აშშ-ის ერთობლივ განცხადებაში ჩვენი პარტნიორების მიერ გამოხატულ ნებას, მიმართონ ძალები რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსა და მისი რეფორმების გზის მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრაცია და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ!“ – წერს დავით ზალკალიანი Twitter-ზე. ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ევროკავშირი და აშშ რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მიდგომას შეიმუშავებენ. ამის შესახებ საუბარია აშშ-ევროკავშირის სამიტზე მიღებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელშიც ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები რუსეთთან მიმართებაში თავიანთ პოზიციას გამოხატავენ.

ჯო ბაიდენმა NATO-ში, ისრაელსა და მექსიკაში ელჩების კანდიდატურები დაასახელა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა NATO-ში, ისრაელსა და მექსიკაში ელჩების კანდიდატურები დაასახელა. ბაიდენმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აშშ-ის ელჩის პოსტზე ჯულიან სმითის კანდიდატურა წარადგინა. ჯულიან სმითი წარსულში ჯო ბაიდენის აპარატში მუშაობდა, როდესაც მას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. ჯულიან სმითის კანდიდატურა აღნიშნულ პოსტზე აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს. აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის ლიდერმა ელჩების კანდიდატურები დაასახელა ისრაელსა და მექსიკაშიც. ჯო ბაიდენმა ისრაელში ელჩის თანამდებობაზე თომას ნაიდსის კანდიდატურა დაასახელა, ხოლო მექსიკაში კენ სალაზარის. ნაიდსი არის Morgan Stanley– ის, სიდიდით მეოთხე აშშ – ს საინვესტიციო საბანკო ფირმის ვიცე – თავმჯდომარე და იყო სახელმწიფო მდივნის მოადგილე 2011 – დან 2013 წლამდე ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს. რაც შეეხება კენ სალაზარს, ის იყო კოლორადოს ყოფილი სენატორი.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 811 ადამიანს დაუდასტურდა, 672 გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 668 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 809 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 859 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 811 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 356 179-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.54%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.36%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 672 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 341 775-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 096 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 811 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 470 შემთხვევა, აჭარა - 53, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 53, შიდა ქართლი - 39, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 38, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 282 საიდანაც: 2 935 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 636, აჭარაში - 253, იმერეთში - 367. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 672 პირი, მათ შორის, თბილისში - 301, აჭარაში - 70, იმერეთში -133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი, მათგან თბილისში - 121, აჭარაში - 9, იმერეთში - 17. 599 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 338 - თბილისში, 228- აჭარაში. 5 748 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 0. სულ 6 ოქტომბრიდან - 15 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 858 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 537 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 461, პირი, აჭარაში - 1 448, იმერეთში - 1 021.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც პოლონეთის პოლიციის მთავარი კომენდანტის მოადგილე, გენერალ-მაიორი პაველ დობროჯეი ხელმძღვანელობს. შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას დელეგაციასთან ერთად ესწრებოდა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი, მარიუშ მაშკევიჩი. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე პაველ დობროჯეიმ, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნულ პოლიციასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის წარმატებულ თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მედალი გადასცა. მთავარი კომენდანტის მოადგილემ და ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგინეს პოლონეთის მხარის მიერ საქართველოში მოვლინებული პოლიციის პირველი მეკავშირე ოფიცერი, რაფალ ვეგილი. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და პოლონეთს შორის ისტორიულად მჭიდრო ურთიერთობებს, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი პოლონეთის უპირობო მხარდაჭერას. შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებულად აღნიშნა ორ უწყებას შორის არსებული მაღალი დონის თანამშრომლობა, რომელიც ეფექტიანად ხორციელდება პოლონეთში მივლენილი საქართველოს პოლიციის ატაშეს, გიორგი გამსახურდიას უშუალო და აქტიური ჩართულობით. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

პაატა იმნაძე: ინდურ შტამს შეიძლება უფრო მეტი სურდო ახასიათებდეს, ვიდრე სხვა შტამებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ინდურ შტამს ძალიან სწრაფი გავრცელება ახასიათებს და მისი სიმპტომებიც ცოტათი განსხვავდება ვირუსის სხვა ვარიანტებისგან. როგორც იმნაძემ გადაცემა ,,იმედის დილაში" განმარტა, ინდურს შტამს უფრო მეტი სურდო შეიძლება ახასიათებდეს, ვიდრე სხვა შტამებს. „ეს თავის მხრივ სახიფათოა, შეიძლება ადამიანმა ყურადღება არ მიაქციოს, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რადგან შეიძლება ვირუსი გაციების სიმპტომებით მიდიოდეს, თვითონ ახალგაზრდებისთვის საბედნიეროდ ჯერ კიდევ არ არის მძიმე მიმდინარეობის, მაგრამ ეს შეიძლება მათი უფროსი ასაკის ოჯახის წევრებისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა.

საქსტატი: საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო სექტორებშია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით, ანუ 53.5 ლარით გაიზარდა და 1 256.2 ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 448.5 ლარი, (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 5.7 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 159.8 (გაიზარდა 14.4 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 798.9 ლარი (გაიზარდა 0.2 პროცენტით); მშენებლობა – 1 664.5 ლარი (შემცირდა 2.3 პროცენტით); 2021 წლის პირველ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.9 ლარით, ხოლო კაცების – 1 473.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 62.5 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში – 49.5 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში 56.5 ლარით გაიზარდა და 1 283.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების საქმიანობების (2 319.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 30.5 პროცენტით), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 204.0 ლარი, გაიზარდა 14.7 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება. 2021 წლის პირველ კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 52.2 ლარით გაიზარდა და 1 213.3 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1 256 ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით, ანუ 53.5 ლარით გაიზარდა და 1 256.2 ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 448.5 ლარი, (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 5.7 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 159.8 (გაიზარდა 14.4 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 798.9 ლარი (გაიზარდა 0.2 პროცენტით); მშენებლობა – 1 664.5 ლარი (შემცირდა 2.3 პროცენტით); 2021 წლის პირველ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.9 ლარით, ხოლო კაცების – 1 473.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 62.5 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში – 49.5 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში 56.5 ლარით გაიზარდა და 1 283.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების საქმიანობების (2 319.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 30.5 პროცენტით), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 204.0 ლარი, გაიზარდა 14.7 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება. 2021 წლის პირველ კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 52.2 ლარით გაიზარდა და 1 213.3 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა

კახა კუჭავა: იმედია, მხარდამჭერი განცხადებები ძალიან მალე რეალურ ქმედებებში გადაიზრდება. ამას ელოდება ქართველი ხალხი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავა ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. კუჭავა იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ძალიან მალე რეალურ ქმედებებში გადაიზრდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვისმენთ. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა ამ კუთხით ყველა მაღალი რანგის წარმომადგენელი თუ პოლიტიკოსი. ერთ-ერთი ასეთი განცხადება სენატორმა ჯინ შაჰინმაც გააკეთა. მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს განცხადებები ძალიან მალე რეალურ ქმედებებში გადაიზრდება. ამას ელოდება ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, რომელმაც ყველა ვალდებულება შეასრულა“, - განაცხადა კახა კუჭავამ. ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ევროკავშირი და აშშ რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მიდგომას შეიმუშავებენ. ამის შესახებ საუბარია აშშ-ევროკავშირის სამიტზე მიღებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელშიც ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები რუსეთთან მიმართებაში თავიანთ პოზიციას გამოხატავენ.

მარინა კალიურანდი: საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპისა და მსოფლიოს კოლექტიურ უსაფრთხოებაში

საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპისა და მსოფლიოს კოლექტიურ უსაფრთხოებაში. ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, Europetime-თან ინტერვიუში აცხადებს. ესტონელი პოლიტიკოსის განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ NATO-ს სამიტის კომუნიკეში კვლავ დადასტურდა, საქართველო გახდება ალიანსის წევრი. „ის ფაქტი, რომ სამიტის წინ, პარლამენტში მყოფმა ყველა ქართულმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ NATO-ში გაწევრიანება (ისევე როგორც ევროკავშირის წევრობა) პარტიებს შორის კონსენსუსზე მიუთითებს, რაც ძალიან პოზიტიური ფაქტია. საქართველო ხელს უწყობს ევროპისა და მსოფლიოს კოლექტიურ უსაფრთხოებას, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანით ალიანსის ოპერაციებში (მაგალითად, საქართველო NATO-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში სიდიდით მე-4 კონტრიბუტორია და წვლილი შეაქვს ავღანეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების დახმარებაში. საქართველო ასევე აქტიურად მონაწილეობს შავი ზღვის რეგიონის NATO-ს პოლიტიკურ-სამხედრო შეფასებაში). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ NATO-მ თავის კომუნიკეში კიდევ ერთხელ გაიმეორა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და MAP-ი ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია. 19 აპრილის შეთანხმება პოლიტიკური ლანდშაფტის დეპოლარიზაციას და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების უხსნის გზას, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს, მოემზადოს NATO - ს წევრობისთვის“, - განუცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მარინა კალიურანდმა Europetime-ს. NATO გაფართოებას აპირებს ექსკლუზივი: ჯეიმს აპატურაი: NATO საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერია ექსკლუზივი: NATO: ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც საქართველოში სრულიად პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს

საქართველოს პარლამენტსა და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტსა და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) შორის მემორანდუმის გაფორმდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცლებს. პარლამენტის თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და იმ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს პარლამენტს NDI, გაერთიანებული სამეფო და „კარგი მმართველობის ფონდი“ უწევენ. მისი თქმით, სამი წლის განმავლობაში, „კარგი მმართველობის ფონდიდან“, ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სამ მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს და ეს თანხა პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების კიდევ უფრო გაძლიერებაზე, ასევე, პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა მეტი ჩართულობის უზრუნველყოფისთვის მიიმართება. „საუბარია 3 მილიონ ფუნტ სტერლინგზე, რომელსაც 3 წლის განმავლობაში, პარლამენტი „კარგი მმართველობის ფონდიდან“ მიიღებს. ასევე, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის დიდი დახმარებით, რომელიც ამ პროცესების უშუალო მონაწილე იქნება, საქმიანობა, რომელიც საპარლამენტო ცხოვრების განმსაზღვრელია, კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება - შემოვიღებთ უფრო ახალ, ინოვაციურ მეთოდებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ნდობას პარლამენტის მიმართ“,- განაცხადა კახა კუჭავამ.