ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირი: გავაგრძელებთ უკრაინასა და საქართველოში რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის მუდმივი დარღვევების საკითხის წამოწევას
ევროკომისიამ რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია წარადგინა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი უნდა იყოს უფრო მდგრადი რუსეთის მცდელობების მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს, შეარყიოს ევროკავშირი, ამავე დროს, ევროკავშირმა უფრო სისტემური და ერთიანი პასუხი უნდა გასცეს რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს. ასევე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ "რუსეთთან ურთიერთობის მართვა წარმოადგენს ევროკავშირის მთავარ სტრატეგიულ გამოწვევას". სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უფრო სისტემურად უნდა უპასუხოს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებს და დაიცვას დემოკრატიული ფასეულობები. "ევროკავშირი განაგრძობს წინააღმდეგობის გაწევას რუსეთის მთავრობის მცდელობებისადმი, საკუთარი თავი წარმოაჩინოს მედიატორად და არა მხარედ ტერიტორიულ კონფლიქტებში უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში. ევროკავშირი კვლავ ატარებს არაღიარების პოლიტიკას ყირიმის ნახევარკუნძულის არალეგალური ანექსიისა და რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის მხარდაჭერის მიმართ... ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის მუდმივი დარღვევების საკითხის წამოწევას. მათ შორის ინიციატივების მეშვეობით თანამოაზრე პარტნიორებთან", - ნათქვამია დოკუმენტში. ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს აიღოს თავისი პასუხისმგებლობა, როგორც კონფლიქტის მხარე და სრულად შეასრულოს მინსკის შეთანხმებები. "ევროკავშირი უფრო აქტიურად შეეწინააღმდეგება რუსეთის მიერ მისი მოქმედებების გასამართლებლად გამოყენებულ ცრუ ნარატივებს, ყველა დონეზე", - ნათქვამია დოკუმენტში.
ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა
ჟენევაში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა. როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენმა უკვე დატოვა შეხვედრის ადგილი. მოლაპარაკებები ორ სესიად ჩატარდა. პირველი სესია 93 წუთი გაგრძელდა და მას პრეზიდენტების გარდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ. მეორე სესია 65 წუთს გაგრძელდა. მეორე სესიას ქვეყნის მინისტრები და მრჩევლები ესწრებოდნენ. როგორც CNN- წერს, შეხვედრა იმაზე ადრე დასრულდა, ვიდრე ვარაუდობდნენ. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო ვინ ესწრება აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას რა საკითხები შეიძლება წამოჭრას დღის წესრიგის მიღმა აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინთან შეხვედრაზე
ერდოღანი: კავკასიაში მშვიდობა შესაძლებელია რეგიონული თანამშრომლობის გზით
Dailysabah-ის ცნობით, თურქეთი მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მუდმივი მშვიდობა შესაძლებელია სახელმწიფოებსა და ხალხს შორის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საფუძველზე. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბაქოში, აზერბაიჯანის ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "არა მხოლოდ აზერბაიჯანი, არამედ რეგიონის ყველა ქვეყანა, მათ შორის სომხეთი და მთელი მსოფლიო ისარგებლებს კავკასიის მშვიდობითა და სიმშვიდით", - განაცხადა ერდოღანმა. როგორც გამოცემა წერს, ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ "ზანგეზურის დერეფანი" არამარტო სარგებელს მოუტანს თურქებს ან აზერბაიჯანელებს, არამედ სომხებსაც, რომლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ რკინიგზა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილთან დასაკავშირებლად და დაასრულოს თვითნებური იზოლაცია. თურქეთის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა თავისი წინადადება ექვსწევრიანი პლატფორმის შექმნის თაობაზე თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის შემადგენლობით, რომელიც ხელს შეუწყობდა რეგიონში მუდმივ მშვიდობას, სტაბილურობასა და თანამშრომლობას. სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თურქეთის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის გვერდით დგომის შესახებ და თქვა: "დღეს ჩვენ აზერბაიჯანს გვერდში ვუდგებით მთელი ჩვენი შესაძლებლობებით. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ხვალაც გვერდში დავუდგებით". 15 ივნისს, ერდოანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ორ ქვეყანას შორის სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. 15 ივნისს ერდოანმა აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში მოინახულა მთიანი ყარაბაღის ის ტერიტორიები, რომლებიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა მას შემდეგ, რაც მათ სომხური ძალები აკონტროლებდნენ 30 წლის განმავლობაში.
პუტინის განცხადებები ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ
რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საუბრისას მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთნდობის საკითხში „იმედის ნაპერწკალი“ დაინახა. პუტინმა ჯო ბაიდენს გამოცდილი სახელმწიფო მოღვაწე უწოდა და აღნიშნა, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი ძალიან განსხვავდება მისი წინამორბედისგან. „დეტალურად ვისაუბრეთ ორი საათის განმავლობაში და ასეთი რამ ბევრი პოლიტიკოსის შემთხვევაში არ ხდება“, - განაცხადა პუტინმა. პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისაუბრა ევროპის ჩემპიონატზე, ფინეთის წინააღმდეგ რუსეთის დღევანდელ გამარჯვებაზე და ჰკითხა პუტინს, ვინ მოიგო სამიტი. მან უპასუხა, რომ პრეზიდენტ ბაიდენთან გულრწფელი საუბარი ჰქონდა. „ეს არ არის შეჯიბრი, კონსტრუქციული შეხვედრა იყო“, - დაამატა პუტინმა. „ჩვენ არ გვინდა, რომ რუსეთი იყოს აშშ“, - პუტინი აშკარად გააღიზიანა ABC News- ის ჟურნალისტის შეკითხვამ, თუ რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მისი ოპონენტები კვდებიან ან ციხეში არიან და ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ პუტინს არ სურს პოლიტიკური ბრძოლა? BBC წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ამის საპასუხოდ „ცეცხლი გახსნა“ და აშშ-ის კაპიტოლიუმში 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებზე მიუთითა. აღნიშნა, რომ რუსეთს არ სურს ამგვარი „ქაოსი“ მის საზღვრებში. „საერთო ჯამში, აშშ-მა და რუსეთმა იციან საკუთარი წითელი ხაზები“, - აღნიშნა პუტინმა. პუტინმა განაცხადა, რომ სტრატეგიული სტაბილურობის, კიბერუსაფრთხოებისა და რეგიონული კონფლიქტების მოგვარების საკითხზე შეთანხმება შესაძლებელია. „არ ვთვლი, რომ რუსეთის ქცევა არაპროგნოზირებადია. ჩემი მოსაზრებით, რუსეთი აბსოლუტურად ადეკვატურად იქცევა იმ საფრთხეებზე საპასუხოდ, რომლებიც ჩვენ წინაშე ჩნდება. ვფიქრობ, იმისთვის, რომ სიტუაცია იყოს ნამდვილად სტაბილური, აუცილებელია შეთანხმება ქცევის წესებზე. მათ შორის, სტრატეგიული სტაბილურობის, კიბერუსაფრთხოების, რეგიონული კონფლიქტების გადაჭრასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩემი აზრით, ამ ყველაფერზე შეთანხმება შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა შეხვედრის შემდეგ“. ალექსენი ნავალნიზე საუბრისას თქვა, რომ მან იცოდა, რომ კანონს არღვევდა და დააკავებდნენ, თუმცა ამ მოქალაქეს სურდა, დაეკავებინათ. პუტინმა ნავალნი სახელით ისევ არ მოიხსენია. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-სა და რუსეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მსოფლიოში სტრატეგიულ სტაბილურობაზე, მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ბირთვული სახელმწიფოები არიან. „უკრაინის NATO-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხს ბაიდენთან გაკვრით შევეხეთ, აქ განსახილველი არაფერია“, - ასეთი კომენტარი გააკეთა მან უკრაინასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა. „ბევრ საკითხზე შეფასებები განსხვავდება, თუმცა ორივე მხრიდან ნაჩვენები იყო ერთმანეთის გაგებისა და პოზიციების დაახლოების სურვილი. მიმაჩნია, რომ არანაირი მტრობა არ ყოფილა. ჩვენი შეხვედრა მიმდინარეობდა პრინციპულად. ბევრ საკითხზე ჩვენი შეფასებები განსხვავდება, თუმცა ორივე მხრიდან ნაჩვენები იყო ერთმანეთის გაგებისა და პოზიციების დაახლოების სურვილი. საუბარი იყო საკმაოდ კონსტრუქციული“. პუტინის პრესკონფერენციიდან ერთი ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი: როგორც პუტინმა თქვა, აშშ-ისა და რუსეთის ელჩები თავიანთ პოსტებზე დაბრუნდებიან. ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა რა საკითხები შეიძლება წამოჭრას დღის წესრიგის მიღმა აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინთან შეხვედრაზე
საგარეო უწყება: დავით ზალკალიანმა ამერიკულ მხარეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემის მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კავკასიის მოლაპარაკებებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელებს, ენდრიუ შოფერსა და საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დავით ზალკალიანმა ამერიკულ მხარეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემის მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა. უწყების ცნობით, შეხვედრის ძირითად თემას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ბოლოდროინდელი დინამიკა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში არსებითი შედეგების მიღწევის შესაძლებლობები წარმოადგენდა. "მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ამ კონტექსტში განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახშირებული პროვოკაციები, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით რუსეთის გააქტიურებული ნაბიჯები, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების შემთხვევები. დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა ზაზა გახელაძის, ირაკლი ბებუასა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გათავისუფლების აუცილებლობა და ამერიკელ პარტნიორებს ამ მიმართულებით ძალისხმევის კიდევ უფრო გააქტიურება სთხოვა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობებს, რათა მაქსიმალური ძალისხმევა იქნას მიმართული რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარალებული ადამიანების უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად. აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების მიმართულებით პროგრესის მიღწევაზე. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რათა ინკლუზიური ჩართულობის გზით შეიმუშაოს ერთიანი და ყოვლის მომცველი სახელმწიფო სტრატეგია დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. ამასთან, დავით ზანკალიანმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო დღის წესრიგში, მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებებსა და შეხვედრებზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემის აქტიურად და რეგულარულად დასმის კრიტიკულ მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს საქართველოს საკითხის მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის. თავის მხრივ, აშშ-ის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეხვედრის ბოლოს, ამერიკელმა პარტნიორებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უმნიშვნელოვანესი ფასილიტაციის გაწევისთვის, რამაც, მათ შორის აშშ-ის ჩართულობით მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შეთანხმების მიღწევა უზრუნველყო ბაქოსა და ერევანს შორის. კერძოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკამ სომხეთს 15 მოქალაქე გადასცა, ხოლო სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროსასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ "რადიო თავისუფლების" სარჩელი განსახილველად მიიღო
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რადიო თავისუფლების" სარჩელი განიხილა, რომელიც წარმოადგენს მედიაკორპორაცია "რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლებისა" და მისი გენერალური დირექტორის ანდრეი შარის ინტერესებს. საერჩელი ეხება მრავალმილიონიან ჯარიმებს, რომლებიც "რადიო თავისუფლებასა" და მედიაკორპორაციის სხვა პროექტებს დააკისრა როსკომნადზორმა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიხედვით. მოსარჩელეები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ კანონმდებლობის გამოყენება არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლებს. 2021 წლის იანვარ-მარტში როსკომნადზორმა სასამართლოს გადაუგზავნა 520 ოქმი რთე/რთ-ის მიერ კანონის დარღვევების შესახებ, ივნისის შუა რიცხვებში კი 130 ახალი ჯარიმის გაფორმება დაიწყო. ჯარიმების საერთო ღირებულება 140 მილიონ რუბლს აღემატება (თითქმის 2 მლნ დოლარი). შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონმდებლობას, რომელიც, საშუალებას იძლევა, ინდივიდებს და საჯარო უწყებებს ეწოდოს უცხოეთის აგენტები, თუკი ჩაითვლება, რომ მათი პოლიტიკური მოქმედება "უცხო ქვეყნის ინტერესებს" შეესაბამება. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი რუსეთისგან მოითხოვს, გააუქმოს კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსეთმა “რადიო თავისუფლება” უცხოეთის აგენტთა კანონით 150 000 დოლარით დააჯარიმა მოსკოვის სასამართლომ „რადიო თავისუფლების“ საჩივრები, „უცხოეთის აგენტის“ სტატუსთან დაკავშირებული ჯარიმების შესახებ, არ დააკმაყოფილა მოსკოვში, რადიო თავისუფლების საბანკო ანგარიშები დააყადაღეს რადიო თავისუფლებამ რუსეთს ევროსასამართლოში უჩივლა
ჯო ბაიდენი: პუტინს ვუთხარი, რომ ამერიკის დღის წესრიგი არ არის რუსეთის წინააღმდეგ, ამერიკა მოქმედებს ამერიკელი ხალხისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პუტინის მსგავსად დაადასტურა, რომ შეხვედრის ტონი დადებითი იყო და არა ხისტი. მისი თქმით, დაშინების რიტორიკა არ ყოფილა. „უნიკალური ვალდებულება გვაქვს, ვმართოთ ორ ძლიერ ქვეყანას შორის ურთიერთობა და ეს ურთიერთობა უნდა იყოს სტაბილური და პროგოზირებადი, უნდა შევძლოთ საერთო ინტერესების საკითხებზე თანამშრომლობა, განსხვავებები არსებობს...ზოგიერთ რამეში არ დავეთანხმეთ, თუმცა ეს მკვახედ არ მომხდარა. ვუთხარი ბატონ პუტინს, რომ ამერიკის დღის წესრიგი არ არის რუსეთის ან ვინმეს წინააღმდეგ. ის მოქმედებს ამერიკელი ხალხისთვის. ასევე ვუთხარი, რომ ამერიკა ვერ შეინარჩუნებს ხალხის რწმენას, თუ ის არ დაიცავს დემოკრატიულ ღირებულებებს, ფუნდამენტურ უფლებებს. როგორ გგონიათ, რა მოხდება, თუ ნავალნი დაიღუპება, ეს დამანგრეველი იქნება რუსეთისთვის. ადამიანის უფლებები ყოველთვის იქნება მოლაპარაკებების მაგიდაზე. ეს არ ეხება რუსეთის წინააღმდეგ წასვლას, როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის უფლებების შელახვაზე. როგორ შეიძლება დავრჩე ამერიკის პრეზიდენტად და ხმა არ ამოვიღო ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ამიტომაც ვუთხარი ბატონ პუტინს, რომ ხმას ავიმაღლებთ ალექსეი ნავალნის საქმეზე და ნათლად ვუთხარი, რომ გავაგრძელებთ საუბარს ადამიანის უფლებებზე, რა თქმა უნდა ვიმუშავებთ უკანონოდ დაკავებული ამერიკელი მოქალაქეების საქმეებზე. ასევე წამოვწიე რადიო თავისუფლების ფუნქციონირების საკითხი. საბოლოო ჯამში ვუთხარი, რომ გვჭირდება საბაზისო წესები, რომლებსაც დავექვემდებარებით, ასევე აღვნიშნე, რომ გვჭირდება საერთო ინტერესები თანამშრომლობისთვის, ამერიკის და რუსეთის მოქალაქეებისთვის. ვუთხარი, რომ თუ გინდთ, რომ ინვესტიციები შემოვიდეს, ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც შინაპატიმრობაშია, უნდა გაათავისუფლოთ“, - აღნიშნა ბაიდენმა. მისი თქმით, აშშ პასუხს გასცემს იმ ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და მისი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს. „შეხვედრის ატმოსფერო კარგი და დადებითი იყო. დავაფიქსირეთ ის საკითხები, რომელშიც ერთმანეთს არ ვეთანხმებით. ამერიკამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ დავბრუნდით და ჩვენი მოკავშირეების გვერდით ვდგავართ“. რა შედეგები მოჰყვება არჩევნებში ჩარევას ან აშშ-ის წინააღმდეგ კიბერშეტევებს, ჯო ბაიდენის პასუხი ასეთი იყო. „მან იცის, რომ ამას შედეგები მოჰყვება. მან იცის, რომ ზომებს მივიღებ. მოდით, ვთქვათ პირდაპირ, რა იქნებოდა, რომ შეერთებული შტატები სხვა ქვეყნების არჩევნებში პირდაპირ ჩაერიოს და ეს ყველამ იცოდეს? რა იქნებოდა, თუ ჩვენ ისეთ საქმიანობას განვახორციელებთ, როგორსაც იგი ეწევა? ის ცდილობს დარწმუნდეს, რომ შეინარჩუნებს ქვეყნის პოზიციას, როგორც დიდ მსოფლიო ძალას“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ჭიათურის მერია: პოლიციამ 7 დაგლეჯილი გედი იპოვა - 50 წლის განმავლობაში, "გედების ტბაზე" მსგავსი რამ არ მომხდარა
"გედების ტბაზე" მომხდარ სავარაუდო ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. ინფორმაციას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გვიან ღამით, პატრულირების დროს, პოლიციამ 7 დაგლეჯილი გედი აღმოაჩინა. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი გედის გადარჩენა მოხერხდა. „50 წლის განმავლობაში, "გედების ტბაზე" მსგავსი რამ არ მომხდარა. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს შეგნებულ ვანდალიზმთან, რასაც სამართალდამცველები დაადგენენ.მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა უკვე დაიწყო.ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია წუხს მომხდართან დაკავშირებით, მერის დავალებით, პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური. სიმართლის დასადგენად ყველაფერი გაკეთდება. დაშავებულ გედს კი, ვეტერინარი უკვე მეთვალყურეობს“,-აღნიშნულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯო ბაიდენი: პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დავადასტურე
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრისას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა. "უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დავადასტურე. შევთანხმდით, რომ დიპლომატიურ ქმედებებში ვიქნებით ჩართულნი მინსკის შეთანხმებების შსასრულებლად", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა ჯო ბაიდენი: პუტინს ვუთხარი, რომ ამერიკის დღის წესრიგი არ არის რუსეთის წინააღმდეგ, ამერიკა მოქმედებს ამერიკელი ხალხისთვის
ჯო ბაიდენი: აშშ უპასუხებს იმ ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს
„აშშ უპასუხებს იმ ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟენევაში, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჯო ბაიდენმა პუტინის მსგავსად დაადასტურა, რომ შეხვედრის ტონი დადებითი იყო და არა ხისტი. მისი თქმით, დაშინების რიტორიკა არ ყოფილა. „უნიკალური ვალდებულება გვაქვს, ვმართოთ ორ ძლიერ ქვეყანას შორის ურთიერთობა და ეს ურთიერთობა უნდა იყოს სტაბილური და პროგოზირებადი, უნდა შევძლოთ საერთო ინტერესების საკითხებზე თანამშრომლობა, განსხვავებები არსებობს...ზოგიერთ რამეში არ დავეთანხმეთ, თუმცა ეს მკვახედ არ მომხდარა. ვუთხარი ბატონ პუტინს, რომ ამერიკის დღის წესრიგი არ არის რუსეთის ან ვინმეს წინააღმდეგ. ის მოქმედებს ამერიკელი ხალხისთვის. ასევე ვუთხარი, რომ ამერიკა ვერ შეინარჩუნებს ხალხის რწმენას, თუ ის არ დაიცავს დემოკრატიულ ღირებულებებს, ფუნდამენტურ უფლებებს. როგორ გგონიათ, რა მოხდება, თუ ნავალნი დაიღუპება, ეს დამანგრეველი იქნება რუსეთისთვის. ადამიანის უფლებები ყოველთვის იქნება მოლაპარაკებების მაგიდაზე. ეს არ ეხება რუსეთის წინააღმდეგ წასვლას, როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის უფლებების შელახვაზე. როგორ შეიძლება დავრჩე ამერიკის პრეზიდენტად და ხმა არ ამოვიღო ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ამიტომაც ვუთხარი ბატონ პუტინს, რომ ხმას ავიმაღლებთ ალექსეი ნავალნის საქმეზე და ნათლად ვუთხარი, რომ გავაგრძელებთ საუბარს ადამიანის უფლებებზე, რა თქმა უნდა ვიმუშავებთ უკანონოდ დაკავებული ამერიკელი მოქალაქეების საქმეებზე. ასევე წამოვწიე რადიო თავისუფლების ფუნქციონირების საკითხი. საბოლოო ჯამში ვუთხარი, რომ გვჭირდება საბაზისო წესები, რომლებსაც დავექვემდებარებით, ასევე აღვნიშნე, რომ გვჭირდება საერთო ინტერესები თანამშრომლობისთვის, ამერიკის და რუსეთის მოქალაქეებისთვის. ვუთხარი, რომ თუ გინდთ, რომ ინვესტიციები შემოვიდეს, ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც შინაპატიმრობაშია, უნდა გაათავისუფლოთ“, - აღნიშნა ბაიდენმა. მისი თქმით, აშშ პასუხს გასცემს იმ ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და მისი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს. „შეხვედრის ატმოსფერო კარგი და დადებითი იყო. დავაფიქსირეთ ის საკითხები, რომელშიც ერთმანეთს არ ვეთანხმებით. ამერიკამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ დავბრუნდით და ჩვენი მოკავშირეების გვერდით ვდგავართ“. რა შედეგები მოჰყვება არჩევნებში ჩარევას ან აშშ-ის წინააღმდეგ კიბერშეტევებს, ჯო ბაიდენის პასუხი ასეთი იყო. „მან იცის, რომ ამას შედეგები მოჰყვება. მან იცის, რომ ზომებს მივიღებ. მოდით, ვთქვათ პირდაპირ, რა იქნებოდა, რომ შეერთებული შტატები სხვა ქვეყნების არჩევნებში პირდაპირ ჩაერიოს და ეს ყველამ იცოდეს? რა იქნებოდა, თუ ჩვენ ისეთ საქმიანობას განვახორციელებთ, როგორსაც იგი ეწევა? ის ცდილობს დარწმუნდეს, რომ შეინარჩუნებს ქვეყნის პოზიციას, როგორც დიდ მსოფლიო ძალას“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ჯო ბაიდენი: პუტინს ვუთხარი, რომ ამერიკის დღის წესრიგი არ არის რუსეთის წინააღმდეგ, ამერიკა მოქმედებს ამერიკელი ხალხისთვის
ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: მე გავაკეთე ის, რისთვისაც ჩამოვედი
"მე გავაკეთე ის, რისთვისაც ჩამოვედი", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პირისპირ შეხვედრა მნისვნელოვანი იყო და ეს შეცდომას არ წარმოადგენდა. "მე გავაკეთე ის, რისთვისაც ჩამოვედი. პირველი: განვსაზღვრეთ პრაქტიკული სამუშაოების სფეროები, რისი გაკეთება შეუძლია ჩვენს ორ ქვეყანას ორმხრივი ინტერესების ასამაღლებლად და ასევე მსოფლიოს სასარგებლოდ. მეორე: პირდაპირ, პირდაპირ ვუთხარი, რომ აშშ უპასუხებს ქმედებებს, რომლებიც ხელს უშლის ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს ან ჩვენს მოკავშირეებს. მესამე: ნათლად ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტები და ჩვენი ღირებულებები, ასე რომ, მან ეს ჩემგან პირდაპირ მოისმინა", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ჯო ბაიდენის თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ტონი "კარგი და პოზიტიური იყო" "მე უნდა გითხრათ მთელი შეხვედრების ტონი - მგონი სულ ოთხი საათი იყო - კარგი, პოზიტიური იყო" , - აღნიშნა ბაიდენმა. ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა ჯო ბაიდენი: პუტინს ვუთხარი, რომ ამერიკის დღის წესრიგი არ არის რუსეთის წინააღმდეგ, ამერიკა მოქმედებს ამერიკელი ხალხისთვის ჯო ბაიდენი: პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დავადასტურე ჯო ბაიდენი: აშშ უპასუხებს იმ ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს
ჯო ბაიდენი: პუტინს ვუთხარი, თუ ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპება, ეს რუსეთისთვის დამანგრეველი იქნება
"პუტინს ვუთხარი, თუ ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპება, ეს რუსეთისთვის დამანგრეველი იქნება", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟენევაში, რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბაიდენის თქმით, მან შეხვედრაზე თქვა, რომ მომავალშიც გამოხატავს შეშფოთებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული გარემოებები. "უნიკალური ვალდებულება გვაქვს, ვმართოთ ორ ძლიერ ქვეყანას შორის ურთიერთობა და ეს ურთიერთობა უნდა იყოს სტაბილური და პროგოზირებადი, უნდა შევძლოთ საერთო ინტერესების საკითხებზე თანამშრომლობა, განსხვავებები არსებობს...ზოგიერთ რამეში არ დავეთანხმეთ, თუმცა ეს მკვახედ არ მომხდარა. ვუთხარი ბატონ პუტინს, რომ ამერიკის დღის წესრიგი არ არის რუსეთის ან ვინმეს წინააღმდეგ. ის მოქმედებს ამერიკელი ხალხისთვის. ასევე ვუთხარი, რომ ამერიკა ვერ შეინარჩუნებს ხალხის რწმენას, თუ ის არ დაიცავს დემოკრატიულ ღირებულებებს, ფუნდამენტურ უფლებებს. როგორ გგონიათ, რა მოხდება, თუ ნავალნი დაიღუპება, ეს დამანგრეველი იქნება რუსეთისთვის. ადამიანის უფლებები ყოველთვის იქნება მოლაპარაკებების მაგიდაზე. ეს არ ეხება რუსეთის წინააღმდეგ წასვლას, როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის უფლებების შელახვაზე. როგორ შეიძლება დავრჩე ამერიკის პრეზიდენტად და ხმა არ ამოვიღო ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ამიტომაც ვუთხარი ბატონ პუტინს, რომ ხმას ავიმაღლებთ ალექსეი ნავალნის საქმეზე და ნათლად ვუთხარი, რომ გავაგრძელებთ საუბარს ადამიანის უფლებებზე, რა თქმა უნდა ვიმუშავებთ უკანონოდ დაკავებული ამერიკელი მოქალაქეების საქმეებზე. ასევე წამოვწიე რადიო თავისუფლების ფუნქციონირების საკითხი",- განაცხადა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე. ბაიდენმა ილაპარაკა იმაზე, რომ საკუთარ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა "სასაცილო" შედარება გააკეთა ამერიკასთან, როცა საუბრობდა რუსეთში ოპოზიციის წინააღმდეგ მთავრობის მოქმედებებზე. "ეს სასაცილო შედარებაა. ერთია, როცა პირდაპირი მნიშვნელობით დამნაშავეები გაარღვევენ კორდონს, შეაღწევენ კაპიტოლიუმში, მოკლავენ პოლიციელს და მათ პასუხს აგებინებენ. და მეორეა, როცა ხალხი წინააღმდეგია, მარშით მიდის კაპიტოლიუმში და ამბობს, თავისუფლად ლაპარაკის საშუალებას არ გვაძლევთო", - აღნიშნა ბაიდენმა. ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: მე გავაკეთე ის, რისთვისაც ჩამოვედი ჯო ბაიდენი: პუტინს ვუთხარი, რომ ამერიკის დღის წესრიგი არ არის რუსეთის წინააღმდეგ, ამერიკა მოქმედებს ამერიკელი ხალხისთვის ჯო ბაიდენი: პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დავადასტურე ჯო ბაიდენი: აშშ უპასუხებს იმ ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს
ჯო ბაიდენი: პუტინმა იცის, რომ კიბერშეტევას, ან არჩევნებში ჩარევას შედეგები მოჰყვება
მან (პუტინმა) იცის, რომ აშშ-ის წინააღმდეგ კიბერთავდასხმის განხორციელების ან არჩევნებში ჩარევის შემთხვევაში შედეგები იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "მოდით სწორად გავიგოთ: როგორ იქნება, მსოფლიოს დანარჩენი ნაწილი რომ შეერთებულ შტატებს განიხილავდეს ქვეყნად, რომელიც სხვა ქვეყნების არჩევნებში უშუალოდ ერევა? რა მოხდებოდა, ჩვენ რომ მის მსგავს საქმიანობაში ვიყოთ ჩართული? ეს ამცირებს იმ ქვეყნის მდგომარეობას, რომელიც ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ინარჩუნებს მსოფლიოს წამყვანი ძალის სტატუსს", - აღნიშნა ბაიდენმა. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, მან ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ "კრიტიკული ინფრასტრუქტურის" გარკვეულ უბნებს კიბერშეტევები არ უნდა შეეხოს. ბაიდენის თქმით, მან 16 ერთეული კონკრეტული ობიექტი გამოყო, რომლებიც განისაზღვრება, როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის, წყლის ჩათვლით და ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს, რომ ეს კიბერომის საზღვრებს გარეთაა. ბაიდენის თქმით, აშშ-ს აქვს მნიშვნელვანი კიბერშესაძლებლობები და შემდგომ კიბერშეტევებს უპასუხებს.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა შეხვედრისას ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს, ჟენევაში გამართულ სამიტზე, ორი საჩუქარი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლხე დაყრდნობით BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, ერთი საჩუქარი არის კრისტალისგან დამზადებული ბიზონის ქანდაკება. "ჩვენი ერის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ძუძუმწოვარი, ძლიერების, ერთიანობისა გამძლეობის სიმბოლო" - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. მეორე საჩუქარი კი არის "Custom Aviators"-ის სათვალე. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს საჩუქრად გადასცა კრებული "მოსკოვი" ხოხლომის ნახატებით.
დავით ზალკალიანმა და გერმანიის ელჩმა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხი განიხილეს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთიბის დღის წესრიგი, ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს. "მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაწეული ფასილიტაციის საკითხები, რასაც მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შედეგი მოჰყვა და წინ გადადგმული ნაბიჯი იყო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ელჩთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო
16 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 75-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 56 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. "რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს. გასული ორი წლის მსგავსად, გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელსაც მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით, კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის საერთაშორისო ძალისხმევაში. შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 57 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ COVID-19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს გასული წლის მსგავსად, წელსაც საგანგებო პირობებში მოუხდა რეზოლუციის მხარდამჭერი კამპანიის წარმოება. ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ პანდემიით გამოწვეული რეგულაციებისა და შეზღუდვების მიუხედავად, საქართველომ ამჯერადაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური დინამიკა, რაც გამოიხატა, როგორც დევნილების შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს", - ნათქვამია იწყების განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუციის მიღებით განამტკიცა დევნილთა უფლება, ღირსეულად დაბრუნდნენ სახლებში
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეისსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დალტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღებას მიესალმება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს წელს საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 57 ქვეყანა შეუერთდა. “მივესალმებით გაეროს გენერალური ასამბლეის „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალისრეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა დალტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მიღებას, რომლის თანაავტორთა რიგებს წელსსაქართველოსთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 57 ქვეყანა შეუერთდა. რეზოლუციის მიღებით, გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილებები და განამტკიცა დევნილთა უფლება, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. მადლობა სვუხდით ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა რეზოლუციის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ, კიდევერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებისუფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო
18 ივნისს თბილისის ნაწილს წყალი თითქმის 33 საათით შეეზღუდება
18 ივნისს, თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება თითქმის 33 საათით შეუწყდება. ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს. "18 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორზე და საკვანძო ჭაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, 18 ივნისის 00:30 საათიდან 19 ივნისის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონში: თემქის მე-10 და მე-10ა კვარტლებს, მე-11 მიკრორაიონის I-II-III კვარტლებს, ხევძმარის ქუჩას. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის",- ნათქვამია ინფორმაციაში.
უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ 10 წლამდე ბავშვებს PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენა აღარ მოუწევთ
10 წლამდე ბავშვბებს უცხო ქვეყნიდან ჩამოსვლისას ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენა აღარ მოეთხოვებათ. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ახალ დადგენილებაშია აღნიშნული. ამასთანავე, მათ აღარ მოუწევთ საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს განმეორებითი PCR ტესტის ჩატარება. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-11 მუხლის 41 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან.“ - წერია დადგენილებაში. მთავრობის დადგენილება, დღეიდან, 16 ივნისიდან ამოქმედდა.
ენერგო ბაზრის განვითარების მიზნით USAID-ი ახალ პროგრამას იწყებს
ენერგო ბაზრის განვითარების მიზნით USAID-ი ახალ პროგრამას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას USAID/საქართველო ავრცელებს. მათივე ცნობით, USAID-ის „ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის“ დაწყება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წინ გადადგმული მნიშნველოვანი ნაბიჯია. პროგრამას აფინანსებს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს Deloitte Consulting. პროგრამა ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება და ხელს შეუწყობს პოლიტიკურ რეფორმებს და კერძო ინვესტიციების მოზიდვას, რასაც შედეგად საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განახლება და ახალი ელექტრიენერგიის წარმოების ობიექტების შექმნა მოჰყვება. დაგეგმილი ღონისძიებები USAID-ის სტრატეგიულ მიზნების ნაწილია, რომელიც საქართველოს ოჯახებს და ბიზნესებს უზრუნველყოფს სტაბილური, ხელმისაწვდომი ელექტროენერგიით. პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება მედეგობა გარე მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ, მათ შორის იმპორტირებულ ენერგიაზე ზედმეტი დამოკიდებულების და კიბერშეტევების წინააღმდე. USAID-ის სტრატეგია: აქცენტი მავნე ზეგავლენისადმი გაზრდილ მედეგობაზე. USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა USAID-ის მიერ 2020 წელს შემუშავებული ქვეყნის განვითარების ხუთწლიანი სტრატეგიის ნაწილია. სტრატეგიის მთავარი მიზანია საქართველოს განვითარების მხარდაჭერის მიზნით, გაზარდოს ქვეყნის მედეგობა- გააძლიეროს ინსტიტუტების ინფრასტრუქტურა და დანერგოს პრაქტიკა, რომელიც აუცილებელია საზოგადოების გარე მავნე ზეგავლენისაგან დასაცავად. მათ შორისაა რუსულ ბაზარზე ეკონომიკური დამოკიდებულება, ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების გამყარება, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მუდმივი ოკუპაციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მუშაობა. „USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში, მოიზიდავს ინვესტიციებს და წაახალისებს განახლებადი ენერგიის, მათ შორის ქარისა და მზის ენერგიის წარმოებას. ჩვენი პროგრამა საქართველოს სტაბილური და სანდო ელექტროენერგიის მოპოვებაში დაეხმარება, რომელიც ქვეყანას ეკონომიკის განვითარებისათვის სჭირდება. ენერგო სექტორში ინვესტიციების მოზიდვა ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას სხვადასხვა სექტორში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევრო კავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეგულირების ვალდებულებების დაკმაყოფილებით ეს პროგრამა საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს ევროპასთან და შეამცირებს არასანდო პარტნიორებზე ქვეყნის დამოკიდებულებას“- აღნიშნა პიტერ ვიბლერმა, USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში USAID გააღრმავებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას და კერძო სექტორთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადავა. გამჭირვალობის, კონკურენციის და ევროპის ენერგო საზოგადოებასთან ინტეგრაციით, პროგრამა საქართველოს ენერგო სექტორს კერძო სექტორისთვის უფრო მიმზიდველს გახდის, რაც თავის მხრივ გაზრდის მის მდგრადობასა და დამოუკიდებლობას.