ძებნის რეზულტატი:

სოფელ თხინვალაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყობა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სოფელ თხინვალაში, მუნიციპალური ტერიტორიიდან, რომლის გასხვისებაც მოხდა, გარკვეული მოცულობა ახალი სკვერის მოწყობას დაეთმობა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოსახლეობის თხოვნა იქნა გათვალისწინებული და აღნიშნულ ტერიტორიაზე ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყობა. „სოფელ თხინვალაში გვქონდა მუნიციპალური ტერიტორია, რომლის გასხვისება მოვახდინეთ. ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნა იყო, რომ არსებულ ტერიტორიაზე გაკეთებულიყო სკვერი. მინდა, მადლობა გადავუხადო ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარ ტურძელაძეს. მისი აქტიური ჩართულობითა და ჩვენი თანამშრომლების მონაწილეობით, მოსახლეობასთან შედგა ხშირი კომუნიკაცია. შედეგად, ამ მუნიციპალური მიწის ნაკვეთიდან გარკვეული მოცულობა ახალი სკვერის მოწყობას დაეთმობა. აღნიშნულ ადგილას ვაკის რაიონის გამგეობა მოაწყობს სკვერს, რომელიც გიორგი ანწუხელიძის სახელობის იქნება. თუ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გამგეობას რაიმე პრობლემა შეექმნება, ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მზადაა, მაქსიმალური თანადგომა გამოგიცხადოთ, რომ პროექტი განხორციელდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, გიორგი ანწუხელიძე სოფელ თხინვალას ხშირად სტუმრობდა, სადაც მის შვილებს სახლი დღესაც აქვთ. „როგორც იცით, გიორგი ანწუხელიძე ხშირად სტუმრობდა სოფელ თხინვალას, სადაც მისი დედა, ლილი ანწუხელიძე ცხოვრობდა. ჩვენი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებს - ლევანს და ანას დღესაც აქვთ სახლი თხინვალაში და მათ ექნებათ შესაძლებლობა, გმირი მამის სახელობის სკვერში დაისვენონ. ძალიან ლამაზი სივრცე იქნება. ახლოს არის სპორტული მოედანიც და თუ მისი რეაბილიტაცია იქნება საჭირო, მასაც განვაახლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რონალდუს პრესკონფერენციის შემდეგ კოკა-კოლას საბაზრო ღირებულება 4 მილიარდით შემცირდა

Guardian-ის ინფორმაციით, რონალდუს პრესკონფერენციის შემდეგ კოკა-კოლას საბაზრო ღირებულება 4 მილიარდით შემცირდა. გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა და ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ უნგრეთის ნაკრებთან დაპირისპირებამდე პრეს-კონფერენციაზე „კოკა-კოლას“ ბოთლები გვერდზე გადადო და ყველას წყლის დალევისკენ მოუწოდა, კომპანიის აქციების საერთო ღირებულება 4 მილიარდი დოლარით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ კომპანია ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ოფიციალური სპონსორია. „Coca-cola-მ“ განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „ყველას აქვს თავისი გემოვნება სასმელებში“ სხვადასხვა „გემოების და საჭიროებების მხრივ“.

პროკურატურამ ტრანსნაციონალური ხასიათის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ცრუ მეწარმეობისა და ტრანსნაციონალური ხასიათის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ ფ.ნ.-მ შექმნა სტრუქტურულად მოქმედი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანსაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, საზღვარგარეთიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოტანა და ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსების გზით კანონიერი სახის მიცემა წარმოადგენდა. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედი და მატერიალურ სარგებელზე ორიენტირებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ფუნქციებში შედიოდა: სამეწარმეო განზრახვის გარეშე იურიდიული პირების შექმნა და მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესრულება, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავების მეშვეობით, საზღვარგარეთიდან საქართველოში თანხის მალულად შემოტანა, შემდგომში დანაწევრება და გამოგონილი დანიშნულებით ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსება. ასევე, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის დამზადება და მათ საფუძველზე სხვადასხვა ქვეყანაში საბანკო გადარიცხვების განხორციელება. წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ ფ.ნ.-მ ორგანიზებული ჯგუფის წევრების - გ.ა.-ს, გ.გ.-ს, გ.ჩ.-ს, მ.ც.-ს და დ.დ.-ს მეშვეობით, სამეწარმეო სუბიექტად დაარეგისტრირა რამოდენიმე იურიდიული პირი, რომელთაც ანგარიშები გაუხსნეს საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში. 2016-2020 წლებში, საქართველოში შეგროვებული, მათ შორის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საზღვარგარეთიდან შემოტანილი და ნაწილობრივ სახეცვლილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხა: 15 385 489.6 აშშ დოლარი, 20 786 875 ევრო და 1 268 036.6 ლარი, მისი უკანონო წარმომავლობის შესანიღბად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და გამოგონილი დანიშნულებით განათავსეს მათ მფლობელობასა და მმართველობის ქვეშ არსებული საწარმოების საბანკო ანგარიშებზე. შემდგომში, მართლსაწინააღმდეგოდ შეკავშირებულმა პირებმა, მათ მიერ დამზადებული და საბანკო დაწესებულებებში წარდგენილი ყალბი ინვოისებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე, თითქოსდა სხვადასხვა საქონლის შეძენის დანიშნულებით, საწარმოების საბანკო ანგარიშებიდან განახორციელეს მრავალჯერადი ტრანზაქციები სხვადასხვა ქვეყანაში. ამავდროულად, სისხლის სამართლის საქმეზე მოძიებული და დაყადაღებული იქნა დანაშაულის ორგანიზატორის ფ.ნ.-ს და მასთან დაკავშირებული პირების მიერ, სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლით, შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონებები, კერძოდ: თბილისში მდებარე ოთხი საცხოვრებელი ბინა, ჯამში 288 კვ.მ, 155 კვ.მ. კომერციული დანიშნულების ფართი, ქვემო ქართლისა და გურიის მხარეში არსებული, ჯამში 6230 კვ.მ. სამი მიწის ნაკვეთი, რუსთავში მდებარე, სამრეწველო დანიშნულების 314 437 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და სამი ძვირადღირებული ავტომობილი. ამავე საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მდებარე ერთ-ერთი ობიექტიდან ამოღებული იქნა 1 700 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხა. 2021 წლის 15 ივნისს, დაკავებული იქნა დანაშაულში მონაწილე ხუთი პირი - გ.ა., გ.გ., გ.ჩ., მ.ც. და დ.დ, რომელთაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლითა და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, ხოლო ორგანიზატორის ფ.ნ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-193-ე მუხლითა და 25-194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით დაუსწრებლად დაიწყო. ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედება, 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. პროკურატურა აგრძელებს ინტენსიურ გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ანა ბიერდე საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში, ანა ბიერდე საქართველოს თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით 17 ივნისს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ორდღინი ვიზიტის განმავლობაში, ანა ბიერდე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე მთავრობის სხვა წევრებს, მათ შორის, ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდება. „მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ასევე შეხვედრებს გამართავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ის ასევე შეხვდება პარტნიორებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და განვითარების მიმართულებით მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ანა ბიერდე ასევე ესტუმრება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს - ტექნოპარკს, სადაც მსოფლიო ბანკის ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ბენეფიციარებს შეხვდება. შვედეთის მოქალაქემ ანა ბიერდემ, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა 2020 წლის 1-ელ მაისს დაიკავა. ამ პოზიციაზე ის ხელმძღვანელობს მსოფლიო ბანკის სტრატეგიულ, ანალიტიკურ, ოპერაციულ და საგანმანათლებლო საქმიანობას ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო

ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო. CNN-ის ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერებმა საერთო ფოტო მე -18 საუკუნის ვილა დე ლა გრანდის წინ გადაიღეს. ჯო ბაიდენს და ვლადიმერ პუტინს შვეიცარიის პრეიდენტი გაი პარმელი შეხვდა და მათ ნაყოფიერი დიალოგის გამართვა უსურვა. "ნაყოფიერი დიალოგი თქვენი ორი ქვეყნისა და მსოფლიოს ინტერესების გათვალისწინებით", - თქვა შვეიცარიის პრეზიდენტმა. ორმა პრეზიდენტმა ხელი ჩამოართვა და შემდეგ შეხვედრების პირველი რაუნდისთვის ვილაში შევიდნენ. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, რუსეთში აშშ-ის ელჩი ჯონ სალივანი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი რუსეთში საკითხებზე ერიკ გრინი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწე ჯეიკ სალივანი. ოფიციალური თეთრი სახლის ინფორმაციით, ლიდერების შეხვედრისას ჯო ბაიდენი რუსეთიდან მომდინარე კიბერთავდასხმებს, ამერიკის არჩევნებში ჩარევის საკითხს, რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში, ბირთვულ საკითხებსა და კლიმატის ცვლილებების თემებს წამოჭრის. აღსანიშნავია, რომ ლიდერებს შორის შეხვედრის ინიციატორი სწორედ თავის დროზე ჯო ბაიდენი იყო. მან რუს კოლეგას შეხვედრა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში შესთავაზა. ეს მოხდა ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური კონფლიქტის გამწვავების დროს. ბაიდენ პუტინის შეხვედრამდე, ე.წ. მოსამზადებელი შეხვედრა ისლანდიაში შედგა, სადაც ერთმანეთს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ. ბაიდენ-პუტინის ბოლო შეხვედრა 2011 წელს მოსკოვში შედგა, როდესაც ბაიდენს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, ხოლო პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო. როგორც ცნობილია, აუდიენციის შემდეგ, ჯო ბაიდენი პრესკონფერენციას მარტო გამართავს. ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს "სტაბილური და პროგნოზირებადი" ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც საშუალებას მისცემს ორ ქვეყანას, ითანამშრომლონ საერთო საკითხებზე, როგორიცაა სტრატეგიული სტაბილურობა, შეიარაღებაზე კონტროლი და კლიმატის ცვლილება. NBC-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც 11 ივნისს გადაიცა, პუტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობა "უკანასკნელ წლებში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დავიდა".

აშშ-ის საელჩო: რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ამერიკული დელეგაცია კავკასიის მოლაპარაკებების უფროსი მრჩევლის, ენდრიუ შოფერის ხელმძღვანელობით, ენგურის ხიდს ეწვია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი. საელჩოს განცხადებით, რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე. "საქართველოში მშვიდობის ხელშესაწყობად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ამერიკული დელეგაცია კავკასიის მოლაპარაკებების უფროსი მრჩევლის, ენდრიუ შოფერის ხელმძღვანელობით, ენგურის ხიდს ეწვია. ჯგუფი ასევე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს ზუგდიდში, რათა განეხილათ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული საჭიროებები. ოჯახებისა და აუცილებელი სერვისებისგან მოწყვეტილი ადგილობრივი მოსახლეობის ტკივილის შესამსუბუქებლად რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და შეფერხების გარეშე დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. შეერთებული შტატები კვლავ ურყევად ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - ნათქვამია აშშ-ის საელჩის განცხადებაში.

ვინ ესწრება აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას

ჟენევაში აშშ-რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრას სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესწრებიან. ამასთანავე, ცნობილია სამიტის გაფართოებულ ფორმატში დამსწრე ამერიკული დელეგაციის სიის შემადგენლობაც. CNN-ის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, რუსეთში აშშ-ის ელჩი ჯონ სალივანი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი რუსეთში საკითხებზე ერიკ გრინი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწე ჯეიკ სალივანი. ცნობისთვის, ამ წუთებში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის პირველი რაუნდი მიმდინარეობს. ოფიციალური თეთრი სახლის ინფორმაციით, ლიდერების შეხვედრისას ჯო ბაიდენი რუსეთიდან მომდინარე კიბერთავდასხმებს, ამერიკის არჩევნებში ჩარევის საკითხს, რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში, ბირთვულ საკითხებსა და კლიმატის ცვლილებების თემებს წამოჭრის. აღსანიშნავია, რომ ლიდერებს შორის შეხვედრის ინიციატორი სწორედ თავის დროზე ჯო ბაიდენი იყო. მან რუს კოლეგას შეხვედრა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში შესთავაზა. ეს მოხდა ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური კონფლიქტის გამწვავების დროს. ბაიდენ პუტინის შეხვედრამდე, ე.წ. მოსამზადებელი შეხვედრა ისლანდიაში შედგა, სადაც ერთმანეთს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ. ბაიდენ-პუტინის ბოლო შეხვედრა 2011 წელს მოსკოვში შედგა, როდესაც ბაიდენს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, ხოლო პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო. როგორც ცნობილია, აუდიენციის შემდეგ, ჯო ბაიდენი პრესკონფერენციას მარტო გამართავს. ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს "სტაბილური და პროგნოზირებადი" ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც საშუალებას მისცემს ორ ქვეყანას, ითანამშრომლონ საერთო საკითხებზე, როგორიცაა სტრატეგიული სტაბილურობა, შეიარაღებაზე კონტროლი და კლიმატის ცვლილება. NBC-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც 11 ივნისს გადაიცა, პუტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობა "უკანასკნელ წლებში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დავიდა".

ჯო ბაიდენი: პირისპირ შეხვედრა ყოველთვის უკეთესია

პირისპირ შეხვედრა ყოველთვის უკეთესია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟენევაში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებისას განაცხადა. ბაიდენის თქმით, შეხვედრაზე ეცდებიან საერთო ინტერესებისა და თანამშრომლობის სფეროების განსაზღვრას. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა შეხვედრის ინიციატივისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ნაყოფიერი იქნება. „აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობებში მრავალი საკითხი დაგროვდა, რომელიც საჭიროებს უმაღლესი დონის შეხვედრას და მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეხვედრა ნაყოფიერი იქნება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის დაწყებამდე. ცნობისთვის, ამ წუთებში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის პირველი რაუნდი მიმდინარეობს შეხვედრას სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესწრებიან. ოფიციალური თეთრი სახლის ინფორმაციით, ლიდერების შეხვედრისას ჯო ბაიდენი რუსეთიდან მომდინარე კიბერთავდასხმებს, ამერიკის არჩევნებში ჩარევის საკითხს, რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში, ბირთვულ საკითხებსა და კლიმატის ცვლილებების თემებს წამოჭრის. აღსანიშნავია, რომ ლიდერებს შორის შეხვედრის ინიციატორი სწორედ თავის დროზე ჯო ბაიდენი იყო. მან რუს კოლეგას შეხვედრა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში შესთავაზა. ეს მოხდა ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური კონფლიქტის გამწვავების დროს. ბაიდენ პუტინის შეხვედრამდე, ე.წ. მოსამზადებელი შეხვედრა ისლანდიაში შედგა, სადაც ერთმანეთს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ. ბაიდენ-პუტინის ბოლო შეხვედრა 2011 წელს მოსკოვში შედგა, როდესაც ბაიდენს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, ხოლო პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო. როგორც ცნობილია, აუდიენციის შემდეგ, ჯო ბაიდენი პრესკონფერენციას მარტო გამართავს. ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს "სტაბილური და პროგნოზირებადი" ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც საშუალებას მისცემს ორ ქვეყანას, ითანამშრომლონ საერთო საკითხებზე, როგორიცაა სტრატეგიული სტაბილურობა, შეიარაღებაზე კონტროლი და კლიმატის ცვლილება. NBC-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც 11 ივნისს გადაიცა, პუტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობა "უკანასკნელ წლებში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დავიდა".

ტაჯ-მაჰალი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა

ინდოეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება გადაწყვიტა და დღეიდან, ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ტაჯ-მაჰალი დამთვალიერებლებისთვის ისევ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. პანდემიის გამო ქვეყანაში მიღებული მკაცრი შეზღუდვების გამო, ტაჯ-მაჰალი აპრილში დაიხურა. გავრცელებული ინფორმაციით, ტაძარში ერთდროულად მხოლოდ 650 ადამიანი დაიშვება და პირბადეების გამოყენება სავალდებულო იქნება. ამასთანავე, შესასვლელთან ყველა ტურისტს თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს.

საფრანგეთში "კომენდანტის საათი" უქმდება და ღია სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იქნება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ჟან კასტექსის განცხადებით, 21 ივნისიდან ქვეყანაში ე.წ "კომენდანტის საათი" უქმდება. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. გარდა "კომენდანტის საათისა", პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 17 ივნისიდან, ღია სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იქნება. გამონაკლისი იქნება მხოლოდ ხალხმრავალი შეკრებები, ბაზრობები და დახურული სივრცეები.

რა საკითხები შეიძლება წამოჭრას დღის წესრიგის მიღმა აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინთან შეხვედრაზე

„პირისპირ შეხვედრა ყოველთვის უკეთესია“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟენევაში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადა. ჯო ბაიდენის თქმით, შეხვედრაზე ეცდებიან საერთო ინტერესებისა და თანამშრომლობის სფეროების განსაზღვრას. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა შეხვედრის ინიციატივისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ნაყოფიერი იქნება. „აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობებში მრავალი საკითხი დაგროვდა, რომელიც საჭიროებს უმაღლესი დონის შეხვედრას და მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეხვედრა ნაყოფიერი იქნება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის დაწყებამდე. შეხვედრას სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესწრებიან. თეთრი სახლის ინფორმაციით, ლიდერების შეხვედრისას ჯო ბაიდენი რუსეთიდან მომდინარე კიბერთავდასხმებს, ამერიკის არჩევნებში ჩარევის საკითხს, რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში, ბირთვულ საკითხებსა და კლიმატის ცვლილებების თემებს წამოჭრის. ბაიდენისა და პუტინის შეხვედრამდე, ე.წ. მოსამზადებელი შეხვედრა ისლანდიაში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ. ბაიდენ-პუტინის ბოლო შეხვედრა 2011 წელს მოსკოვში შედგა, როდესაც ბაიდენს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, ხოლო პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო. აუდიენციის შემდეგ, ჯო ბაიდენი პრესკონფერენციას მარტო გამართავს. აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს „სტაბილური და პროგნოზირებადი“ ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც საშუალებას მისცემს ორ ქვეყანას, ითანამშრომლონ საერთო საკითხებზე, როგორიცაა სტრატეგიული სტაბილურობა, შეიარაღებაზე კონტროლი და კლიმატის ცვლილება. NBC-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც 11 ივნისს გადაიცა, პუტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობა „უკანასკნელ წლებში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა“. ამერიკის ადმინისტრაციაში ჯო ბაიდენი რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობების საკმაოდ მძიმე გაუარესების ფონზე მივიდა. აშშ უკვე პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ მოსკოვი ამერიკის პოლიტიკურ პროცესებში ერეოდაა. ამასთან, ბაიდენი საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში ღიად საუბრობდა, რომ რუსეთის ფედერაცია აშშ-სთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. რუსული და ჩინური საფრთხეები ერთ სიბრტყეში განიხილებოდა. ბაიდენმა ისიც აღნიშნა რომ მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პუტინის ტირანიისგან რუსი ხალხის დახსნა იქნება. რუსეთის ჯერ კიდევ 2015 წლის უსაფრთხოების დოკუმენტებში, რომლებიც ახლაც ძალაშია, ამერიკა რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ნომერ პირველ გამოწვევად მოიაზრება. „რუსეთი ბოლო პერიოდში სიხისტით გამოირჩევა, რადგან თუნდაც ყარაბაღის ომით, ჯერ კიდევ ობამას ადმინისტაციის დროს, სირიაში თავისი ყოფნის დაფიქსირებით და უკრაინის მიმართულებით საკმაოდ მძიმე და კრიზისული ვითარების შექმნით ერთგვარი უპირატესობა მიიღო. შესაბამისად, რაიმე მნიშვნელოვან კომპრომისს რუსული მხარისგან არ უნდა ველოდოთ, ისევე როგორც ამერიკული მხარისგან არ უნდა ველოდოთ სერიოზულ დათმობას, რადგან ამერიკის არამხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკური იმიჯი, არამედ ამერიკა როგორც ღირსეული მოკავშირეობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“, - აცხადებს საგარეო პოლიტიკის ექსპერტი გიორგი გობრონიძე Europetime-თან ინტერვიუში. „საკმაოდ რთული და მძიმე მოლაპარაკებები იქნება წინ. ამას ემატება ცალკეული საკითხები, როგორიცაა, პოზიციები ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე, რუსეთის პოზიციები პოსტ საბჭოთა რეგიონში, განსაკუთრებით ყურადღება უნდა გამახვილდეს უკრაინის კრიზისსა და იქ მიმდინარე მოვლენებზე. ასევე უნდა აღინიშნოს ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდში მიმდინარე დაძაბულობა და თვითონ რუსეთის შიგნით მიმდინარე პროცესები და ნავალნის პატიმრობა. ასე რომ, თემები არის საკმაოდ მძიმე და რთული. ერთადერთი პოზიტიური მოლოდინი ამ შეხვედრიდან რაც შეიძლება იყოს - კი ბატონო შევჯერდეთ საკითხებზე, რაზეც შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ და ჩვენი ინტერესები არ მოდის წინააღმდეგობაში, მაგალითად, როგორიცაა, კლიმატის ცვლილებები, გარემოს დაცვა და გლობალური თემები, რომლებიც შეიძლებას ითქვას, რომ წარმოადგენს ზოგად საკაცობრიო მასშტაბის გამოწვევას, თუმცა იმავდროულად გავხადოთ ჩვენი ურთიერთობა პროგნოზირებადი იქ, სადაც გვაქვს ინტერესთა კვეთა, კონფლიქტი და ღიად დავაფიქსიროთ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაში ვერ ვთანხმდებით და სად ვერ ვხედავთ ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმებს“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე. რიგი ექსპერტებისა და ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნებისა, შეხვედრაზე საქართველოს საკითხის განხილვას არ ელის, თუმცა აუდიენციას ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უძღოდა წინ. კერძოდ, გუშინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ევროკავშირი და აშშ რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მიდგომას შეიმუშავებენ. ამასთან დაკავშირებით საუბარია აშშ-ევროკავშირის სამიტზე მიღებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელშიც ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები რუსეთთან მიმართებაში თავიანთ პოზიციას გამოხატავენ. ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერების განცხადებით, ერთიანი პოლიტიკისა და ქმედებების კოორდინაციის მიზნით, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის რუსეთის შესახებ მაღალი დონის დიალოგი დაიწყება. აშშ-ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში გუშინ გაიმართა. ევროკავშირის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. სამიტში აშშ-ის მხრიდან ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მონაწილეობდა. „ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ პუტინთან ბაიდენის შეხვედრისას დღის წესრიგში საქართველოს საკითხი იყოს“, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე Newsweek-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აცხადებდა. „პრეზიდენტმა ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხი უნდა წამოწიონ, რათა გაუგზავნონ მოსკოვს მკაფიო გზავნილი, რომ აშშ საქართველოს სრულფასოვანი მოკავშირეა და შავი ზღვის რეგიონის მომავლის ინვესტირებას ახდენს. ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ პუტინთან ბაიდენის შეხვედრისას დღის წესრიგში საქართველოს საკითხი იყოს. 2008 წლიდან რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი, რაც ხაზს უსვამს რუსეთის დაუოკებელ აგრესიულ ქცევას მისი მეზობლების მიმართ. რუსეთი და მისი მარიონეტული „მთავრობები“ არეულობას ქმნიან საოკუპაციო ხაზთან, ზიანს აყენებენ, უგულვებელყოფენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს მათი მცოცავი ოკუპაციით, უარს ამბობენ, დაექვემდებარონ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს, გავიდნენ და დააბრუნონ უკანონოდ მიტაცებული ტერიტორია. ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს გამთლიანებისთვის უმნიშვნელოვანესია", - წერდა დავით ბაქრაძე სტატიაში. დავით ბაქრაძე ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ქმედებები მხოლოდ ოკუპაციით არ შემოიფარგლება. „კიბერშეტევები, ჰაკერული თავდასხმები და ეკონომიკური ძარცვა რუსეთის ხრიკების ნაწილია. რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხვი არა მხოლოდ ჩრდილოეთ უკრაინაში და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, არამედ საქართველოს სამხრეთით, მთიანი ყარაბაღის რეგიონშიც იზრდება. ახლახან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო კონფლიქტის ფარგლებში მთიანი ყარაბაღში რუსული ”სამშვიდობო” ჯარები იმყოფებიან“, - წერდა ბაქრაძე. მისივე განცხადებით, დღეს საქართველოს ამერიკა და მოკავშირეები მხარდაჭერისთვის უფრო მეტად სჭირდება, ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო შეთანხმებით, შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში მზარდი თანამშრომლობით, პოსტ-პანდემიურ ეკონომიკურ ვარდნასთან გამკლავებისთვის, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-რუსეთს შორის აზრთასხვადასხვაობის თემაა საქართველო, გიორგი გობრონიძეს ნაკლები მოლოდინი აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ „ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შემადგენელი კომპონენტიც არის, ისაუბრებენ თუ არა საქართველოს საკითხზე ბაიდენი და პუტინი, ბევრი რამ კი, მისივე აზრით, ქართულ დიპლომატიაზე და ქართული სახელმწიფოს ქცევაზეა დამოკიდებული. „თუ აშშ განაგრძობს სტრატეგიულ თანამშრომლობას აღმოსავლეთ ევროპის თუ პოსტსაბჭოთა რეგიონის სახელმწიფოებთან, აუცილებად დადგება მომენტი, სადაც უნდა გაკეთდეს საბოლოო არჩევანი, ამ თანამშრომლობას მიჰყვება ის ბოლომდე და დაიცავს მოკავშირეების, მათ შორის საქართველოს ინტერესებსაც, თუ უკან იხევს, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში მოსალოდნელი არ არის, გამომდინარე იქედან, რომ მაშინ მთელი მისი საგარეო პოლიტიკური ფილოსოფია, რომელზეც საუბრობდა საარჩევნო კამპანიის დროს, სერიოზული ეჭვის და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ბაიდენი არ განეკუთვნება „სოფთ ლაინერების“ ფრთას ამერიკულ პოლიტიკაში, ის არის ერთგვარი „ჰარდ ლაინერი“, „პოლიტიკური ქორი“, რომელსაც ექნება საკმაოდ მძიმე პოზიცია რუსეთისთვის და ეს არ იქნება რუსეთისთვის სასურველი და მარტივი პარტნიორი, თუნდაც როგორიც იყო დონალდ ტრამპი, რომლის დროსაც დაიწყო აშშ-მა საქართველოსთვის და უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება, ამ შემთხვევაში უნდა ველოდოთ ამ პოლიტიკის კიდევ უფრო გაღრმავებას და რუსული ამერიკული ურთიერთობების ახალ ფაზაში გადასვლას“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე Europetime-თან. წინასწარ დაანონსებული საკითხების გარდა, კიდევ რაზე შეიძლება ისაუბროს ბაიდენმა პუტინთან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილ თანაშემწეს, მეთიუ ბრაიზა Europetime-ს რიგ ვერსიებს უზიარებს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აპირებს დაუპირისპირდეს პუტინს ძირითადად რუსეთის მიერ განხორციელებულ ჰაკერულ შეტევებზე, ბირთვულ საკითხებზე, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობაზე, ასევე ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევასა და უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე. თუ იქნება იმის შესაძლებლობა, განხილული იყოს განსხვავებული დღის წესრიგი, ჯო ბაიდენს შეუძლია, ყურადღება გაამახვილოს კლიმატის ცვლილებაზე, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაზე და თუ მისი პრესკონფერენციიდან ვიმსჯელებთ, შესაძლოა, სირიის საკითხიც განიხილოს“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ინტერვიუში. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე, გუშინ, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა USA TODAY-ში გამოქვეყნეულ საავტორო სტატიაში განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა რუსეთმა საქართველოდან დაიწყო. წერილში სენატორი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იყოფებოდა, აღწერს საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას და რუსეთის მოქმედებებს. „აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთის პირველი თამაში, რომელიც მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, საქართველოდან დაიწყო, რომელსაც მე ვსტუმრობდი. მე ვნახე „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი“, რომელიც აცალკევებს რუსეთისა და მის მიერ მართული ადგილობრივ ძალების მიერ ოკუპირებულ საქართველოს 20%-ს. აქ რუსული ძალები ცდილობენ, დააშინონ ქართველები, რასაც ხაზის აღმნიშვნელი ღობის დროდადრო გადაწევითა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ზოლის გადაკვეთისას დაბრკოლებების შექმნით აკეთებენ, რითაც აფერხებენ მოქალაქეების წვდომას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე. რუსები ასევე ხელს უშლიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას და ჩართულნი არიან დეზინფორმაციულ კამპანიებში, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრას იმ მეთოდებით, რომლებიც ამერიკელებისთვის ჩვენი არჩევნებიდან გამომდინარე ნაცნობია“, - წერს ამერკელი სენატორი. ჯინ შაჰინის თქმით, სერიოზულად უნდა განისაზღვროს NATO-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხი. „აუცილებელია რეფორმები, რათა ალიანსმა შეიძინოს ძლიერი მოკავშირეები. მაგრამ უმოქმედობა მხოლოდ გამარჯვებას მოუტანს პუტინს. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სამხედრო და დიპლომატიური აქტიურობა რეგიონში. ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ელჩი კიევში - დაუყოვნებლივ. უკრაინასა და საქართველოსთან საქმიანი და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება ასევე სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს“, - წერს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საავტორო სტატიაში. ვინ ესწრება აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას ჯო ბაიდენი: პირისპირ შეხვედრა ყოველთვის უკეთესია NATO კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი კი მტკიცე ვალდებულება - ჯო ბაიდენი NATO-ს წესდების მეხუთე მუხლთან დაკავშირებით, ჯო ბაიდენისგან ძალიან მტკიცე გზავნილს უნდა ველოდოთ - მეთიუ ბრაიზა

კახა კუჭავა დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობასა და დღის წესრიგზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება კანონშემოქმედებით საქმიანობაში ფრაქციების და კომიტეტების კიდევ უფრო გააქტიურებაზე გაამახვილა. ხაზი გაესვა პარლამენტში პროცესის ინკლუზიურობის მნიშვნელობას. "მარკ კლეიტონმა განსაკუთრებულად აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით შემუშავებული საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება, რომელსაც ხელს პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტია აწერს. მისი თქმით, "დიდი შვიდეულისა" და NATO-ს სამიტის წინ, ერთობლივი განცხადების ხელმოწერა დასავლელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი და პოზიტიური გზავნილი იყო. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ვორდროპების სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობაზე, როგორც საპარლამენტო, ისე სამთავრობო დონეზე. ელჩმა კიდევ ერთხელ პოზიტიურად შეაფასა ,,ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღება. კახა კუჭავამ მარკ კლეიტონს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

16 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 216 742-მა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნუი ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 72 015 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოო 24 საათში, ვაქცინა 4 579 ადამიანმა გაიკეთა.

ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით, ხვალ მეუფე იაკობი სახალხო დამცველს შეხვდება

ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით, ხვალ ბოდბელი მთავარეპისკოპო მეუფე იაკობი და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარია ერთმანეთს შეხვდებიან. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შედგება შეხვედრა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში. შეხვედრის დროს საპატრიარქო არ აზუსტებს თუმცა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება.

სემეკი: 1-ლი ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა არ იგეგმება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებით, 1-ლი ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა არ იგეგმება. კომისიის განცხადებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება. "სემეკი ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ელექტროენერგიის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ტარიფის მატება არ იგეგმება. ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება. ტარიფების მატებასთან დაკავშირებით ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გავრცელებული არასწორი ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. კომისიის ვარაუდია, რომ ტარიფების მატებაზე გავრცელებული დეზინფორმაციის მიზანია ხელი შეეშალოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესს. სემეკის მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე პირველი ივლისიდან ასამოქმედებელი სიახლეები არ უკავშირდება ტარიფებს. კომისია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება. სემეკი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - ნათქვამია სემეკის განცხადებაში.

ამერიკიდან საქართველოში 10 000 კოლოფი "რემდესივირი" გამოიგზავნა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ორიგინალი წარმოების 10 000 კოლოფი "რემდესივირი" ამერიკიდან საქართველოში გამოიგზავნა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, კომპანია "გილიედმა" გამონაკლისის სახით მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ამერიკული წარმოების მედიკამენტი მოეწოდებინა. "კომპანია "გილიედმა" გამონაკლისის სახით 10 000 კოლოფი "რემდესივირის" თანაც არა ინდური წარმოების, არამედ ამერიკული წარმოების, ორიგინალის მოწოდების გადაწყვეტილება მიიღო. რამდენადაც ვიცი, ის გუშინ გამოიგზავნა ამერიკიდან და დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. ჩვენ გვქონდა 4000 კოლოფი "რემდესივირი" ადრე შემოტანილი, რომელიც ძალიან დიდი წარმატებით გამოვიყენეთ", - განაცხადა ცერცვაძემ.

თბილისის მერიამ და აზიის განვითარების ბანკმა ურბანული განვითარების გზამკვლევები წარადგინეს

თბილისის მერიამ და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ერთობლივად შექმნილი, ურბანული განვითარების სამი გზამკვლევი წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ვირტუალური ღონისძიება თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტმენტის ურბანული და წყლის სერვისების განვითარების დივიზიის დირექტორმა იონგ იემ გახსნეს. თბილისის მერის მოადგილემ მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს გაწეული დახმარებისთვის და მერიის ინფრასტრუქტურული და მობილობის პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელთა მიზანი თბილისის მოსახლეობისთვის უკეთესი გარემოს შექმნაა. „ჩვენი მიზანია, ქალაქი ისე განვავითაროთ, რომ აქ ცხოვრება, გადაადგილება, დასვენება თუ გართობა ყველა თაობისთვის, ყველა სქესის და ასაკის ადამიანისთვის თანაბრად მისაღები და კომფორტული იყოს. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქმნება, არაერთი პროექტი ხორციელდება და მინდა, მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს პარტნიორობისთვის და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. იონგ იემ ხაზი გაუსვა ამ პროცესში გენდერული თანასწორობის ჩართვის მნიშვნელობას, მრავალმხრივი ეკონომიკური ზრდისა და ქალაქების უფრო მდგრადი განვითარებისთვის. „COVID-19-ის პანდემიამ ცხადი გახადა ინკლუზიურად განვითარებული ქალაქების საჭიროება. მუშაობის, სწავლისა და სოციალური ურთიერთობების ჩვეული რუტინის შეცვლამ დაგვანახა, რომ ქალაქების ინფრასტრუქტურა უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს შშმ პირებისთვის, მოხუცების, ქალებისა და ბავშვებისთვის“, - განაცხადა იონგ იემ. ამ მიმართულებით თბილისის მერიის ძალისხმევაზე ისაუბრა ADB-ის გენდერული თანასწორობის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა, სამანტა ჰუნგმაც. „ყოველდღიურად იზრდება თბილისის მერიის მიერ გენდერული თანასწორობის მიმართულებით გაწეული შრომის ხილული შედეგები ეკონომიკურ ზრდასა და მდგრად განვითარებაში, რისთვისაც მადლობას ვუხდი თბილისის მერიას“, - განაცხადა სამანტა ჰუნგმა, ADB-ის გენდერული თანასწორობის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა. "გზამკვლევები, რომლებიც გულისხმობს ინკლუზიურ და გენდერზე ორიენტებულ პროექტირებას ურბანულ არეალებში, სარეკრეაციო სივრცეებსა და საცხოვრებელ დასახლებებში, შემუშავებულია ქალაქის მთავრობის ურბანული დაგეგმარების სახელმძღვანელოდ და მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ასევე, პარკებისა და მწვანე სივრცეების მოწყობაში ყველა სქესის, სოციალური და ასაკობრივი ჯგუფის საჭიროებების გასათვალისწინებლად. გენდერზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა ქალებს თავს დაცულად აგრძნობინებს და უსაფრთხო საქმიანობისა და განტვირთვის საშუალებას აძლევს. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ადგილობრივი ინსტიტუციების გაძლიერებას და შესაძლებლობების გაზრდას ურბანულ დაგეგმარებასა და პროექტირებაში",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

საფრანგეთის ელჩი: NATO-სა და საქართველოს შორის ამბიციურ მიზნებზე დაფუძნებული პარტნიორობა მტკიცედ დადასტურდა

სამიტის დროს მიღებულ მრავალ მნიშვნელოვან განცხადებას და გადაწყვეტილებას შორის, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ NATO-სა და საქართველოს შორის ამბიციური პარტნიორობა მტკიცედ დადასტურდა. ამის შესახებ დიეგო კოლასმა Europetime-ს ექსკლუზიურად განუცხადა. „NATO-ს სამიტზე, რომელიც ახლახან გაიმართა, ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული შეხვედრები შედგა. ეს იყო ძლიერი და ნაყოფიერი შეხსენება იმისა, თუ რა არის NATO და რას აკეთებს ის. სამიტის დროს მიღებულ მრავალ მნიშვნელოვან განცხადებას და გადაწყვეტილებას შორის, სწორია, რომ NATO-სა და საქართველოს შორის ამბიციური პარტნიორობა მტკიცედ დადასტურდა. ახლა მთავარია ამ ამბიციური პარტნიორობის ფარგლებში არსებული მრავალი შეთანხმების განხორციელება. ეს გააძლიერებს საქართველოს და NATO-ს. ასევე, უფრო დააახლოებს ევროპასა და საქართველოს“, - განუცხადა Europetime-ს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა. ექსკლუზივი: გერმანიის ელჩი: ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით NATO-ს ბრიუსელის სამიტზე მკაფიოდ დადასტურდა ექსკლუზივი: NATO: ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც საქართველოში სრულიად პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე ექსკლუზივი: ჯეიმს აპატურაი: NATO საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერია

თენგიზ ცერცვაძე: ინდურ შტამზე ჯერ არ ვიცით, ბრიტანული შტამი კი ცალსახად იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ყველა ასაკში

თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კვლევების თანახმად, საერთაშორისოდ აღიარებული წამყვანი ვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია. „ძალიან მნიშვნელოვანია, იცავს თუ არა ინდური შტამისგან ვაქცინები და კოვიდგადატენილებში იმუნიტეტი. მთელი რიგი კვლევებია, რომ იცავს როგორც კოვიდგადატანილების იმუნიტეტი, ისე დღეს არსებული ვაქცინები, მაგრამ შედარებით ნაკლები პროცენტის გარანტიით, ვიდრე იცავდა ჩვეულებრივი სტანდარტული შტამის დროს, თუნდაც ბრიტანული შტამის შემთხვევაში. თუმცა, საერთაშორისოდ აღიარებული წამყვანი ვაქცინები საკმარისად საიმედოდ იცავენ ინდური შტამისგან“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მისივე თქმით, ინდურ შტამზე ჯერ არ არის ცნობილი, ბრიტანული შტამი კი ცალსახად იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ყველა ასაკში. „ინდურ შტამზე ჯერ არ ვიცით, რადგან მხოლოდ 10 პროცენტია სავარაუდოდ პრევალენტობა, ბრიტანული შტამი ცალსახად იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ყველა ასაკში, მათ შორის ახალგაზრდა ასაკშიც. მოიმატა ახალგაზრდა ასაკში შემთხვევების რაოდენობამ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევების რაოდენობამაც“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ავიაკომპანია Armenia ერევანსა და ბათუმს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

სომხური ავიაკომპანია Armenia ერევნიდან ბათუმის მიმართულებით სეზონურ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობითმ პირველი რეისი აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ავიაგადამზიდველმა გუშინ განახორციელა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეისები ერევანი - ბათუმი - ერევანის მიმართულებით 22 ივნისამდე კვირაში 1 სიხშირით შესრულდება, ხოლო 22 ივნისიდან 15 სექტემბრამდე, ფრენები კვირაში 2 სიხშირით (ორივე რეისი სამშაბათს) განხორციელდება. "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 11 ივნისს მიენიჭა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.