ძებნის რეზულტატი:
დავით ზალკალიანი: საქართველოს პოლიტიკა კიდევ უფრო ეფექტიანი და ქმედითი უნდა იყოს ახალი გამოწვევების პირისპირ
„ჩვენი მიზანი და ამბიციაა, შევქმნათ საერთო ეროვნული პროცესი და, დაყოფისა და დაქსაქსვის ნაცვლად, ერთობლივად შევიმუშაოთ ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. დავით ზალკალიანის თქმით, ეს იქნება უაღრესად საპასუხისმგებლო და ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩაერთვება საზოგადოების ყველა სეგმენტი, როგორც სახელმწიფო უწყებები და ინსტიტუციები, ისე სამოქალაქო საზოგადოება - კვლევითი ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები და მოსახლეობის ფართო წრეები. „წლის ბოლომდე გაიმართება არაერთი შეხვედრა, დიალოგი, დისკუსია, კონსულტაცია, როგორც უწყებათაშორის დონეზე, ისე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, რათა საერთო ეროვნული პროცესის ფარგლებში, ერთობლივად შევიმუშაოთ სახელმწიფოებრივი ხედვა ხვალინდელ მშვიდობიან და გამთლიანებულ საქართველოზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ყოველდღიურად მძიმდება ვითარება დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით რუსეთის გააქტიურებული ნაბიჯებისა და მუდმივი პროვოკაციების ფონზე, ცხადია, საქართველოს პოლიტიკა კიდევ უფრო ეფექტიანი და ქმედითი უნდა იყოს ახალი გამოწვევების პირისპირ. ზალკალიანის განმარტებით, უნდა შეიქმნას განახლებული, კომპლექსური და ინკლუზიური სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც შედეგიან ქმედებებს განსაზღვრავს ყველა სტრატეგიული მიმართულებით, როგორიცაა: საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, კონფლიქტის მოგვარება, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დევნილთა დაბრუნება, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისათვის ღირსეული მომავლისა და განვითარების საუკეთესო პერსპექტივის უზრუნველყოფა, როგორც სოხუმსა და ცხინვალში, ისე შამგონასა და ხურვალეთში. „ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ძალიან მალე ვიცხოვროთ საქართველოში, საოკუპაციო ძალებისა და გამყოფი ხაზების გარეშე. სწორედ ამის მოლოდინი არსებობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდანაც. ჩვენი ერთიანობა და ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის უზრუნველყოფა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის პროაქტიული ჩართულობით, აქტიურ მოქმედებაში მოვიყვანოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისა და გამთლიანების პროცესი“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიის შესამუშავებლად სამთავრობოთაშორისო კომისია შეიქმნა
„დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც წლის ბოლომდე, საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობით, შეიმუშავებს ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ სახელმწიფო სტრატეგიას. კომისიასა და სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს და კოორდინაცია გაუწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო. „სამთავრობო კომისიის ამოქმედების მიზანია საერთო ეროვნული პროცესის შექმნა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა ქვეყნის დეოკუპაციის, გამთლიანებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. პროცესში ჩართული იქნებიან, როგორც სახელმწიფო უწყებები და ინსტიტუციები, ისე სამოქალაქო საზოგადოება – კვლევითი ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები და მოსახლეობის ფართო წრეები. წლის ბოლომდე გაიმართება არაერთი შეხვედრა, დიალოგი, დისკუსია, კონსულტაცია, როგორც უწყებათაშორის დონეზე, ისე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, რათა საერთო ეროვნული პროცესის ფარგლებში შემუშავდეს სახელმწიფოებრივი ხედვა ხვალინდელ მშვიდობიან და გამთლიანებულ საქართველოზე. პარალელურად, ინტენსიური სამუშაო პროცესი წარიმართება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის პროაქტიული და ეფექტიანი ჩართულობით აქტიურ მოქმედებაში იყოს მოყვანილი ქვეყნის დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესი“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მაშველებმა უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქე მყინვარწვერიდან თბილისში ჩამოიყვანეს
მაშველებმა უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქე მყინვარწვერიდან თბილისში ჩამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მამაკაცის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 4 500 მეტრ სიმაღლეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა, რომელსაც ჰქონდა ქვედა კიდურის მოტეხილობა, იყო შეუძლოდ და სჭრიდებოდა მაშველების დახმარება. რთული რელიეფის გამო და დაშავებულის მდებარეობის გათვალისწინებით, ადგილზე ქვეითი სამაშველო ჯგუფის დროულად ასვლა და ახალგაზრდა მამაკაცისთვის დახმარების აღმოჩენა ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ მის დასახმარებლად თბილისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გავიდნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ, მამაკაცი, ამ დროისთვის, უკვე ჩამოყვანილია თბილისში. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის უნივერსიტეტის თანამშრომელი დააკავეს
Euronews -ის ინფორმაციით, გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. როგორც ცნობილია, დაკავებულია ერთ-ერთი გერმანული უნივერსიტეტის მეცნიერ-ასისტენტი, რომელიც სამეცნიერო და ტექნიკური დარგის პროფესურასთან მუშაობდა. გერმანიის პროკურატურის თქმით, 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ივნისამდე, ეჭვმიტანილი სულ მცირე სამჯერ შეხვდა რუსეთის საგარეო საიდუმლო სამსახურს და ფულადი ანგარიშსწორების სანაცვლოდ ინფორმაცია გადასცა.
პარლამენტი აშშ-სა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების შესახებ საგრანტო შეთანხმებაზე მსჯელობს
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნებისთვის საგრანტო შეთანხმებით 66 960 000 დოლარს გამოყოფს, რომელიც წლების განმავლობაში შესაძლებელია, 330 000 000 დოლარამდე გაიზარდოს. საგრანტო შეთანხმებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების შესახებ საგრანტო შეთანხმება საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის სამი მიმართულებითაა ჩამოყალიბებული: 1. გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერება; 2. მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად; 3. ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა. კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თითოეული კომპონენტი უკავშირდება ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას.
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე იმსჯელა
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა ინტერპარტიული ჯგუფმა საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე და რეკომენდაციებზე იმსჯელა. ინფორმაციას პარლამენტის პრესამსახური ავრცელებს. სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარემ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ, ისევე როგორც პირველი მოსმენის შემთხვევაში, მეორე მოსმენაზეც პარტიების მხრიდან სრული კონსენსუსი იქნება. „შეხვედრაზე შევთანხმდით თუ რომელ საკითხებს ვითვალისწინებთ და რომელ საკითხებს ვერ გავითვალისწინებთ. იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამ საკითხებს პუნქტობრივად გავივლით და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ისევე როგორც პირველი მოსმენის შემთხვევაში, მეორე მოსმენაზეც პარტიების მხრიდან სრული კონსენსუსი იქნება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პრინციპში, არ არის ისეთი საკითხი, რომელზეც ოპოზიციის და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ. „ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, მეორე მოსმენაზეც და კომიტეტზეც ყველა საკითხზე გვექნება შეჯერებული პოზიციები. მთავარია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რაც დაკავშირებულია თვითონ კომისიის ფორმირებასთან, თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესთან და მთელ რიგ საკითხებთან, ამაზე არსებობს შეთანხმება. და ყველაზე მთავარი, რასაც ვენეციის კომისია ამბობს არის ის, რომ თუ პოლიტიკური პარტიები შეთანხმდებიან რაღაცაზე, თუნდაც ეს შეიძლება არ ემთხვეოდეს მათ რეკომენდაციას, ეს მათთვის მისაღებია იმიტომ, რომ მთავარია ჩვენი ქვეყნის შიგნით კონსესუსის გზით რაზე ვთანხმდებით. ეს არის მათთვის უფრო პრიორიტეტული, ვიდრე ფორმალურად ისინი როგორ უყურებენ რაღაც საკითხებს“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
ივანე ჩხაიძე: თუ ქვეყანაში ინდური შტამი გახდა დომინანტური, ორი ნიღბის ტარება იქნება რეკომენდებული როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში
თუ ქვეყანაში ინდური შტამი დომინანტური გახდა და შემთხვევებმა მკაფიოდ მოიმატა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ორი ნიღბის ტარების რეკომენდაციას გასცემს და არა მის მოხსნას ემხრობა, როგორც ღია ასევე დახურულ სივრცეში. Europetime-თან ინტერვიუში ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ინდური შტამი ნაკლებად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა ორჯერადად აიცრა და რაც მეტია ორჯერადად ვაქცინირებული, მით უფრო ნაკლებია ინდური შტამის გავრცელების რისკი. შეიძლება თუ არა მეოთხე ტალღა განპირობებული იყოს „დელტა“ შტამით და რა განსხვავებული კლინიკური ნიშნები აქვს მას, ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხს ინტერვიუდან შეიტყობთ. „გახდება თუ არა ინდური შტამი დომინანტური, ეს ბევრ ქვეყანაში განიხილება. ამჟამად, დიდი ბრიტანეთი და ინდოეთი ადასტურებენ, რომ დომინანტურია ეს შტამი. ამავე დროს, აშშ-მა დააფიქსირა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ეს ე.წ. დელტა შტამი ახალ ინფიცირებულთა 10 პროცენტს წარმოადგენს. არის მოლოდინი, რომ ეს შტამი დომინანტური გახდება აშშ-ში, ითვალისწინებენ რა გავრცელების სისწრაფეს და აღნიშნული ქვეყნების გამოცდილებას. ძნელი სათქმელია, გახდება თუ არა ეს შტამი დომინანტური საქართველოში, ინდური შტამი ოქტომბრიდან არის ცნობილი და მარტიდან აქტიურად შეისწავლება ინდოეთში შემთხვევების მკვეთრი მატების გამო. მარტიდან ივნისამდე, ანუ სამ თვეში მხოლოდ ორ ქვეყანაში გახდა ეს შტამი დომინანტური, ანუ გარკვეული დრო ამისთვის არის საჭირო. შეიძლება მან ჩაანაცვლოს ბრიტანული (ე.წ. ალფა) შტამი. საქართველოში ვირუსის ჩინური ვარიანტი პირველი და მეორე ტალღის დროს იყო დომინანტური, მესამე ტალღა გამოწვეული იყო ე.წ. ბრიტანული, ალფა ვარიანტით. _შეიძლება თუ არა მეოთხე ტალღა განპირობებული იყოს „დელტა“ შტამით? ეს ორ მნიშვნელოვან დეტალს მოიცავს. პირველი: როდის ველოდებით მეოთხე ტალღას, თუ ის ემთხვევა ზაფხულის სეზონს, რომლის ალბათობაც არსებობს და შემთხვევების მატების უკან ამ შემთხვევაში დგას გაზრდილი მობილობა, მეტი რაოდენობით ტურისტი, მეტი რაოდენობით მოგზაური, მაშინ მეოთხე ტალღა მოსალოდნელია აგვისტოში, როდესაც მოგზაურობისა და დასვენების პიკია. აგვისტომდე რთულად წარმოსადგენია, რომ ინდურმა შტამმა მთლიანად ჩაანაცვლოს ბრიტანული. შესაძლებელია, ინდურმა შტამმა მთლიანად ჩაანაცვლოს ბრიტანული, მაგრამ ეს იქნება ალბათ უკვე შემოდგომა-ზამთარში. ძალიან რთულია პროგნოზი. ეს კომპლექსური საკითხია და არა ის, რომ აუცილებლად გახდება, მაგრამ ალბათობა არსებობს. _მიმდინარე თვეს კომენდანტის საათის შესაძლო გაუქმებასა და პირბადის ტარების ვალდებულების შესაძლო მოხსნას ღია სივრცეში როგორ უყურებთ? ღია სივრცეში პირბადის მოხსნის მომხრე ნამდვილად არ ვარ, რადგან ინდური შტამი უფრო მარტივი გადამდებობით გამოირჩევა. ის ორჯერ უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე ბრიტანული შტამი და ქუჩაში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნა არ შეუწყობს ხელს ინფიცირების რისკის შემცირებას. რაც შეეხება ღამის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას, ამის უკან გარკვეული რისკი დგას, მაგრამ ქვეყანა მუდმივად ჩაკეტილი ვერ იქნება. ასე რომ, ეს მეტ-ნაკლებად გამართლებული მიმაჩნია, მაგრამ ვიდრე საქართველოში მოსახლოების თუნდაც 30% არ იქნება ორჯერადად ვაქცინირებული, პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნა ღია სივრცეში, ჯერჯერობით ადრეა. _რა განსხვავებული კლინიკური ნიშნები აქვს ინდურ შტამს? დიახ, არსებობს განსხვავებული კლინიკური ნიშნები, რაც ართულებს დიაგნოსტიკურ პროცესს. აქ წამყვანია ძლიერი თავის ტკივილი, ყელის ტკივილი და სურდო. მას არ ახასიათებს ცხელება და ხველა, როგორც ძირითადი სიმპტომი. ჩინური შტამის შემთხვევაში, წამყვანი სიმპტომები იყო ცხელება და ხველა. ინდურ შტამს ახასიათებს განსხვავებული სიმპტომატიკა და უფრო მეტად აგრესიულია ახალგაზრდებსა და 12-დან 15 წლამდე ბავშვებში. ეს შტამი გადმოწევს ინფიცირებულთა საშუალო ასაკს. გრიპის დროს, ერთი ადამიანი აინფიცირებს მის გარშემო 1,3-ს, ჩინური შტამის დროს - 2,5-ს, ჩინურ შტამთან შედარებით ბრიტანული 60%-ით გადამდებია. დელტა შტამის შემთხვევაში, ერთი ადამიანი მის გარშემო შეიძლება აინფიცირებდეს 4-5 ადამიანს. _ამ შტამის შემთხვევაში როგორია თქვენი რეკომენდაციები? გავაგრძელოთ ნიღბის ტარება. ამერიკელი ექიმი ენტონი ფაუჩი ბრიტანული შტამის დროს მოსახლეობას ორი ნიღბის ტარებას ურჩევდა. თუ ქვეყანაში ინდური შტამი დომინანტური გახდა და შემთხვევებმა მკაფიოდ მოიმატა, ორი ნიღბის ტარება იქნება რეკომენდებული და არა მისი მოხსნა, როგორც ღია ასევე დახურულ სივრცეში. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კვლევების საფუძველზე შეისწავლა, რომ ინდური შტამი ნაკლებად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა ორჯერადად აიცრა. რაც მეტია ორჯერადად ვაქცინირებული, მით უფრო ნაკლებია ინდური შტამის გავრცელების რისკი. დაუყოვნებლივ დაიწყეთ ვაქცინაცია იმ ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომია ქვეყანაში, ჩვენთან ძალიან ბევრი ელოდება Pfizer-ის ვაქცინას, რომელიც შეიძლება მოგვიანებით შემოვიდეს. ლოდინის დრო ნამდვილად არ გვაქვს, ყველა ვაქცინა, რომელიც ავტორიზებულია ჯანმოს მიერ, ასევე ეფექტიანია ინდური შტამის წინააღმდეგაც. ივანე ჩხაიძე ინდურ შტამზე: ორი ნიღბის ტარება აუცილებელია, თუ ვირუსის გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია ივანე ჩხაიძე: რაც შეიძლება სწრაფად არის საჭირო წამახალისებელი კომპონენტების დანერგვა ვაქცინაციისთვის
ივანე ჩხაიძე: დაუყოვნებლივ დაიწყეთ ვაქცინაცია იმ ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომია ქვეყანაში, ლოდინის დრო არ არის
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე მოსახლეობას ურჩევს, ნუ დაელოდებიან სხვა ვაქცინებს, რადგან ორი-სამი თვით ლოდინის დრო არ არის. „გავაგრძელოთ ნიღბის ტარება. ამერიკელი ექიმი ენტონი ფაუჩი ბრიტანული შტამის დროს მოსახლეობას ორი ნიღბის ტარებას ურჩევდა. თუ ქვეყანაში ინდური შტამი დომინანტური გახდა და შემთხვევებმა მკაფიოდ მოიმატა, ორი ნიღბის ტარება იქნება რეკომენდებული და არა მისი მოხსნა, როგორც ღია ასევე დახურულ სივრცეში. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კვლევების საფუძველზე შეისწავლა, რომ ინდური შტამი ნაკლებად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა ორჯერადად აიცრა. რაც მეტია ორჯერადად ვაქცინირებული, მით უფრო ნაკლებია ინდური შტამის გავრცელების რისკი. დაუყოვნებლივ დაიწყეთ ვაქცინაცია იმ ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომია ქვეყანაში, ჩვენთან ძალიან ბევრი ელოდება Pfizer-ის ვაქცინას, რომელიც შეიძლება მოგვიანებით შემოვიდეს. ლოდინის დრო ნამდვილად არ გვაქვს, ყველა ვაქცინა, რომელიც ავტორიზებულია ჯანმოს მიერ, ასევე ეფექტიანია ინდური შტამის წინააღმდეგაც“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. ივანე ჩხაიძე: თუ ქვეყანაში ინდური შტამი გახდა დომინანტური, ორი ნიღბის ტარება იქნება რეკომენდებული როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში ივანე ჩხაიძე ინდურ შტამზე: ორი ნიღბის ტარება აუცილებელია, თუ ვირუსის გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია ივანე ჩხაიძე: რაც შეიძლება სწრაფად არის საჭირო წამახალისებელი კომპონენტების დანერგვა ვაქცინაციისთვის
ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი აამოქმედა
ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი აამოქმედა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Twitter-ში განაცხადა. "დღეს ევროკავშირი ბელარუსის მოსახლეობას დახმარების კიდევ ერთ ძლიერ სიგნალს უგზავნის შემდგომი შემაკავებელი ზომების დაწესებით. არ შეიძლება რეჟიმისადმი ჩვენი გზავნილი არასწორად იყოს გაგებული: გაათავისუფლეთ ყველა პოლიტპატიმარი. შეაჩერეთ შემდგომი რეპრესიები. დაიწყთ ინკლუზიური ეროვნული დიალოგი", - წერს შარლ მიშელი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, სანქციები 86 ფიზიკურ პირსა და კომპანიაზე დაწესდება. გარდა ამისა, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებასაც გეგმავს. მისი თქმით, ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ წინადადება ევროპულ საბჭოს წარედგინება, რომელზეც დისკუსიები 24-25 ივნისს დაგეგმილ სამიტზე გაიმართება. ჟოზეფ ბორელის თქმით, სექტორული სანქციები ბელარუსის ეკონომიკას ზიანს აყენებს, ამიტომ უპირატესობა ინდივიდუალურ სანქციებს მიენიჭება, თუმცა ბელარუსის ხელისუფლებამ საკუთარი ქმედებები რომ შეცვალოს, მკაცრი ზომების მიღებაა საჭირო. ევროკავშირის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა. მისი თქმით, სანქციების მეოთხე პაკეტი მიმართულია არა ბელარუსის, არამედ "დიქტატორისა და მისი თანამოაზრეების" წინააღმდეგ. ცნობისთვის, სანქციების სამი პაკეტის შემოღების შემდეგ, 2020 წლის ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში, 88 ადამიანი იმყოფება სანქციების სიაში, მათ შორის ალექსანდრე ლუკაშენკო, ასევე შვიდი დაწესებულება და საწარმო. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
თამარ ჟვანია: კომისიის წევრების კომპეტენციის საკითხი მხოლოდ 2020 წლის არჩევნების პრობლემა არ არის, დიდი ხანია არსებობს
კომისიის წევრების კომპეტენციის საკითხი მხოლოდ 2020 წლის არჩევნების პრობლემა არ არის, დიდი ხანია არსებობს, - ასე უპასუხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის, „ევროპელი სოციალისტების“ წევრის დავით ზილფიმიანის განცხადებას. ზილფიმიანის განცხადებით, მიუხედავად არაერთგზის ჩატარებული ტრენინგებისა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ნაწილმა, ყველაზე მთავარი საკითხები საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაიგეს. მისი თქმით, ტრენინგების გავლას ფორმალური ხასიათი ჰქონდა. „საარჩევნო უბნებში ზოგიერთი წევრი მრავალ არჩევნებს ესწრებოდა, ეს არ არის მხოლოდ 2020 წლის არჩევნები. გამომჟღავნდა, რომ მიუხედავად ყველა არჩევნების წინ ტრენინგის გავლისა, ყველაზე მთავარი საკითხებიც კი, რომელიც წევრმა უნდა იცოდეს, მათ ეს საკითხები აქ გაიგეს. მე დამრჩა შთაბეჭდილება, ზოგიერთ სატრენინგო ჯგუფს ჰქონდა ფორმალური ხასიათი ანუ ისინი ტრენინგებს გადიოდნენ და ამდენი ტრენინგის შემდეგ ვერაფერი ვერ გაიგეს“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა. თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ კომისიის წევრების კომპეტენციის საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას. „ეს საკითხი არ არის მხოლოდ დღეს და 2020 წლის არჩევნების პრობლემა. კომპეტენციის საკითხი დიდი ხანია არსებობს, მათ შორის გვხვდება ანგარიშებში. საარჩევნო ადმინისტრაცია ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, რომ გამოასწოროს ეს პრობლემა. თუმცა, ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. საარჩევნო კანონმდებლობა თავისი არსით რთული კანონმდებლობაა და ის პროცედურები, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიებს აქვთ განსახორციელებელი, არ არის მარტივად შესასრულებელი. ჩვენ შეიძლება ეს მარტივად მოგვეჩვენოს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივ ერთი თვის განმავლობაში არიან კომისიის წევრები, მათ ამ ერთი თვის განმავლობაში უტარდებათ ტრენინგები. ეს არ არის საკმარისი ამ რთული პროცედურებიდან გამომდინარე“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
25 ივნისს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში წლიურ მოხსენებით წარსდგება
საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირაში, 25 ივნისს, პარასკევს, დეპუტატები პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ, რომელიც პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით წლიურ მოხსენებას გააცნობს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე. სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ 151-გვერდიან მოხსენებაში ასახულია ისეთი საკვანძო მიმართულება, როგორიცაა: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა. „პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და შემცირებული ეკონომიკური აქტივობების ფონზე, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ, ერთი მხრივ, არ შეჩერდეს ქვეყნის საშუალო და გრძელვადიანი განვითარების რეფორმები, ხოლო, მეორე მხრივ, მოკლევადიან პერიოდში დაეხმაროს მოსახლეობას, ისევე, როგორც კერძო სექტორს, ახალი გამოწვევების დაძლევაში“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებაში.
რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით
„ეს არის ის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც ამ ქვეყანას ჭირდებოდა. მიმაჩნია, რომ ეს იყო ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყანაში ჩავდეთ“,- განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც საპენსიო სააგენტოს 2020 წლის ანგარიში მოისმინეს. ანგარიში კომიტეტს საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ გააცნო, სადაც აღწერილია 2020 წელს საპენსიო სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა და განხორციელებული ღონისძიებები. დოკუმენტი ასევე მოიცავს დაგროვებითი საპენსიო სქემისათვის მნიშვნელოვან ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს. გიორგი დანელიამ განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებულია 1 მილიონ 159 ათას მონაწილე. საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.51 მილიარდი ლარი შეადგინა, მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 166 მილიონი ლარია. დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 873-მა ადამიანმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ თვეში 10 000 პირს შეადგენს. სააგენტოს დირექტორმა ყურადღება გაამახვილა და ისაუბრა იმ წარმატებებზე, სიახლეებსა და სარგებელზე, რაც ამ მომენტისთვის საპენსიო რეფორმას აქვს ყველა მონაწილისთვის. დეტალური განმარტებები გააკეთა ფონდის საინვესტიციო საქმიანობის მიმართულებით. მანვე კომიტეტს წარუდგინა საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგების მონაცემები 2020 წლისათვის. 2019-2020 წლებში საპენსიო ფონდი ჯამში 169,151 ადამიანმა დატოვა. მათ შორის 165,570 ადამიანი სისტემიდან 2019 წელს გავიდა. ამ მოქალაქეთა სისტემიდან გასვლის გამო, დასაქმებულებისთვის, დამსაქმებლებისთვის და სახელმწიფოსთვის უკან დაბრუნებული თანხის მოცულობამ ჯამში 58,245,000 ლარი შეადგინა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციონერი პაატა მანჯგალაძე აირჩიეს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის კვოტით პაატა მანჯგალაძე აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე ოპოზიციის მხრიდან ორი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი, ნიკა მაჭუტაძე - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და პაატა მანჯგალაძე - ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“. ნიკა მაჭუტაძემ თავისი კანდიდატურა პაატა მანჯგალაძის სასარგებლოდ მოხსნა. კომიტეტმა პაატა მანჯგალაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კოჯრის ბავშვთა სახლი წლის ბოლოს დაიხურება
წლის ბოლოს კოჯრის ბავშვთა სახლს საერთოდ ვხურავთ. უკვე მიმდინარეობს 3 ალტერნატიული სახლის რემონტი, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე კოჯრის ბავშვთა სახლში მონიტორინგი მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული შემთხვევები ბენეფიციარებზე ძალადობის დადასტურებული არ არის. „კოჯრის ბავშვთა სახლი, ისევე როგორც ყველა დიდი ზომის დაწესებულება დეინსტიტუციონალიზაციას შეესაბამება. ჩვენ წლის ბოლოს კოჯრის ბავშვთა სახლს საერთო ვხურავთ. უკვე მიმდინარეობს 3 ალტერნატიული სახლის რემონტი იმ ბავშვებისათვის, რომლებიც დღეს კოჯორში იმყოფებიან. ჩვენი მონიტორინგის ჯგუფი, ისევე როგორც შს სამინისტრო კვლევას აგრძელებს, თუმცა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის, ასეთი კონკრეტული შემთხვევები ბავშვებზე ძალადობის“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
თამარ ჟვანია: ტყუილია, რომ არჩევნების შედეგები ვებგვერდზე ხელმისაწვდომი არ იყო
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თამარ ჟვანიამ არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების საკითხები განმარტა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ცესკოს თავმჯდომარისგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების საკითხით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ არჩევნების დასრულებიდან 7.5 საათის შემდეგ შედეგების გამოცხადება ოპონენტების მხრიდან კრიტიკის საგანს წარმოადგენდა. კომისიის წევრებმა ცესკოს თავმჯდომარისგან ამ საკითხზე განმარტებები მოისმინეს. „ეს არის აბსოლუტურად ტყუილად შეთხზული ამბავი, თითქოს ეს იყო გვიანი გამოცხადება. პირველადი შედეგი 7 საათისა და 25 წუთის შემდეგ გამოცხადდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შედეგები არ იდებოდა. 23.00 საათიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ოქმები იყო განთავსებული. ის რომ შედეგები ხელმისაწვდომი არ იყო, ეს არის ტყუილი! ჩვენ სტატისტიკაც გამოვაქვეყნეთ და 2012 წლის არჩევნებზე, ორი ბიულეტინის პირობებში, პირველადი შედეგები 8 საათის შემდეგ გამოცხადდა. რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს - ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო სუბიექტების რაოდენობა უტოლდებოდა 50-ს. ამავდროულად არჩევნები პირველად ტარდებოდა პანდემიის პირობებში და რა თქმა უნდა, დათვლის პროცესს გაცილებით მეტი დრო დაჭირდა“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ. თამარ ჟვანია: კომისიის წევრების კომპეტენციის საკითხი მხოლოდ 2020 წლის არჩევნების პრობლემა არ არის, დიდი ხანია არსებობს
ნათია თურნავა: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა, იანვარ-მაისის მონაცემებით, 16%-ით მეტი მგზავრი მიიღო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით,ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი პირველია პანდემიის შემდეგ, სადაც გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის კუთხით ზრდა დაფიქსირდა. მისივე თქმით, ბათუმის აეროპორტმა მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის, იანვარი-მაისის მონაცემებით, 16%-ით მეტი მგზავრი მიიღო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. „ნიშანდობლივია, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღესდღეობით კვირაში 100-105 ფრენა სრულდება, რაც დაახლოებით იმდენივეა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში სრულდებოდა. ეს ძალიან კარგი ნიშანია. ველოდებით, რომ თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიც მალე გავლენ იგივე ნიშნულზე, რაც პანდემიამდე ჰქონდათ“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ბათუმის აეროპორტმა 41%-ით დაიბრუნა მგზავრთა ნაკადის ის მაჩვენებელი, რომელიც 2019 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ჰქონდა. ივნისის მაჩვენებლებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იმავე რაოდენობის ავიარეისები სრულდება, რაც საჰაერო მიმოსვლის კუთხით ყველაზე აქტიურ და მზარდ 2019 წელს ხორციელდებოდა (100-105 სიხშირე კვირაში).
ირაკლი ღარიბაშვილი ფაშინიანს: მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას სომხეთის ახალ მთავრობასთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. "გულითადად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს წარმატებული არჩევნების ჩატარებას და წინასწარი შედეგების მიხედვით „სამოქალაქო თანხმობის“ პარტიის გამარჯვებას. წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც! მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას სომხეთის ახალ მთავრობასთან",-წერს ირაკლი ღარიბაშვილი. სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშიანის პარტია ლიდერობს ნიკოლ ფაშინიანი: პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა და მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს
კახა კუჭავა: „სოციალური კოდექსის“ შემუშავება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ამ პროცესში პარლამენტი პირველივე დღიდან ჩაერთვება
“ეს არის გარდამტეხი მომენტი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ამ პროცესში პარლამენტი პირველივე დღიდან იქნება ჩართული“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „სოციალური კოდექსის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კახა კუჭავამ კოდექსის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, პროცესში უზრუნველყოფილ იქნას სრული ინკლუზიურობა. „როგორც სამუშაო ჯგუფის მუშაობის პროცესში, ასევე, პარლამენტში განხილვების დროს, უზრუნველყოფილი იქნება სრული ინკლუზიურობა იმისათვის, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, გამოცდილება და აქვს მოსაზრებები, თუ როგორ გავაკეთოთ კიდევ უკეთ ზუსტად ის რეფორმა, რომელზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, იყოს ჩართული. საბოლოო ჯამში, ჩვენ შევძლებთ საერთო მიზნის მიღწევას, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენას და შევძლებთ, ამისთვის მოვამზადოთ სოციალური დაცვის სისტემა და ეს იქნება ერთი კოდექსის სახით წარმოდგენილი, ისევე, როგორც ეს არის განვითარებულ, ევროპულ ქვეყნებში. ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ ამ გარანტიას“, - განაცხადა კახა კუჭავამ. პარლამენტის თავმჯდომარემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძეს სოციალური კოდექსის რეფორმის ინიციატივისთვის, ასევე სამუშაო პროცესში ჩართულ საერთაშორისო პარტნიორებსა და ექსპერტებს მადლობა გადაუხადა.
შვედეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა
შვედეთის პარლამენტის დეპუტატებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სტეფან ლევენს უნდობლობა გამოუცხადეს. მედიის ცნობით, კენწისყრაში მონაწილეობდა 349 დეპუტატი. პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი 181-მა დეპუტატმა დაუჭირა. (უნდობლობის გამოცხადებისთვის 175 ხმა იყო საჭირო). შვედეთის ისტორიაში ლევენი გახდა პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ოპოზიციის ინიციატივით ჩატარებული კენჭისყრის შედეგად უნდობლობა გამოუცხადეს. სტეფან ლევენს ერთი კვირა აქვს იმისთვის, რომ გადადგეს ან ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. ლევენის წინააღმდეგ შუამდგომლობა მემარცხენე პარტიამ წარადგინა. მემარცხენეები პრემიერ - მინისტრს კრიზისის შექმნაში ადანაშაულებენ და აცხადებენ რომ მთავრობამ, რომელსაც სოციალ-დემოკრატები უდგანან სათავეში, მემარცხენე პარტია და ხალხი მიატოვა.
ირანის ახალი პრეზიდენტი: ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი რეგიონის მეზობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესება იქნება
ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის განცხადებით, მისი მთავრობის პრიორიტეტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ირანის მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაუმჯობესება იქნება. ამის შესახებ მან პრეზიდენტად არჩევნების შემდეგ მის პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც რაისი აცხადებს, ირანს მსოფლიოსთან ურთიერთქმედება ესაჭიროება. ”ირანს სურს სამყაროსთან ურთიერთობა. ჩემი მთავრობის პრიორიტეტი იქნება რეგიონის მეზობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესება", - განაცხადა რაისმა. პრესკონფერენციაზე მან საუდის არაბეთს და მის მოკავშირეებს იემენის საშინაო საქმეებში ჩარევის შეჩერებისკენ მოუწოდა. ”საუდის არაბეთმა და მისმა მოკავშირეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩერონ იემენის საშინაო საქმიანობაში ჩარევა”, - თქვა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა. საუდის არაბეთი იემენის ომში 2015 წლიდან არის ჩართული, როდესაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტების დაჯგუფებამ ადგილობრივი ხელისუფლება დედაქალაქიდან გააძევა. ცნობისთვის, იბრაჰიმ რაისიმ 18 ივნისს გამართული ირანის საპრეზიდენტო არჩევნები, 62%-ით მოიგო. პრეზიდენტის პოსტზე მან ჰასან რუჰანი შეცვალა.