ძებნის რეზულტატი:
საგარეო უწყება მოსკოვის მიერ სოფელ აიბღას ნაწილის "თავის ტერიტორიად გაფორმებას" ეხმაურება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვის მიერ სოფელ აიბღას ნაწილის "თავის ტერიტორიად გაფორმებას" საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯად აფასებს. ამის შესახებ საგარეო უწყებაში Europetime-ს განუცხადეს. "რუსეთის ფედერაცია, რომელიც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციას, ეფექტურ კონტროლსა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესს ახორციელებს, წლებია, დგამს ნაბიჯებს გაგრის მუნიციპალიტეტის სოფელ აიბღას ფორმალური ანექსიის მიმართულებით. მოსკოვის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის სოფელ აიბღას ნაწილის თავის ტერიტორიად გაფორმება რუსეთის საკადასტრო რუკაზე წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს. საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ურღვეობა გარანტირებულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებით, გაეროს წესდებითა და ჰელსინკის დასკვნითი აქტით. საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელყოფა რუსეთის მიერ კი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს ისევე, როგორც მოსკოვის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი მონაკვეთების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი კი ორმხრივ ფორმატში განახლდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია სრულად შეასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, მოახდენს საქართველოს აფხაზეთისა და რეგიონების სრულ დეოკუპაციას და შეცვლის უკანონო გადაწყვეტილებას მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
კელი დეგნანი: უკიდურესად იმედგაცრუებული ვიყავით, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატების დამტკიცება დაიწყო
"უკიდურესად იმედგაცრუებული ვიყავით, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატების დამტკიცება დაიწყო, ეს ნამდვილად არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი აიღებს პასუხისმგებლობას ძალიან სერიოზულად, გააკეთებს იმას, რისი პირობაც დადო 19 აპრილის შეთანხმებით და შეაჩერებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს", - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა UNHCR-ის ორგანიზებით დევნილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, სასამართლო სისტემა არის ცალკე დამოუკიდებელი შტო ხელისუფლებისა და მათ უნდა გამოიყენონ შესაძლებლობა, გაუმჯობესდეს სასამართლო სისტემა. "ჩვენ უკიდურესად იმედგაცრუებული ვიყავით, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატების დამტკიცება დაიწყო, ეს ნამდვილად არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას და იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სისტემა მთავრობის განცალკევებული შტოა, რთულია იმის გაგება, თუ რატომ არ ისურვებდნენ ამ შესაძლებლობის გამოყენებას საქართველოს სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად და გასაძლიერებლად. ჩვენ 25 წელია საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ სასამართლო რეფორმაზე, ეს არის პროცესი და კიდევ უფრო მეტი საქმეა გასაკეთებელი. ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველსაყოფად. ახლა პარლამენტზეა დამოკიდებული დაამტკიცებს თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატებს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ყველანი ვიხილავთ პარლამენტის, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთგულებას მათ მიერ მოლაპარაკების შედეგად მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების ვალდებულებების აღსრულების მიმართ, რომელიც ითვალისწინებს საფუძვლიან სასამართლო რეფორმას, რაც გულისხმობს კანდიდატების წარდგენისა და დამტკიცების პროცესის დროებით შეჩერებას, და თუ ასე არ მოხდა, ვფიქრობ, გაჩნდება კითხვები 19 აპრილის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. არგუმენტი, რომ ამ კანდიდატების დანიშვნა აუცილებელია, თორემ სხვაგვარად სასამართლო სისტემა ჩამოიშლება, არის უსაფუძვლო. საერთაშორისო ექსპერტების ბოლო დროინდელმა დასკვნებმა დაადასტურა, რომ არსებული სამუშაოს შესასრულებლად მოსამართლეების რაოდენობა საკმარისია. მოსამართლეების რაოდენობა ნამდვილად არის საკმარისი იმისათვის, რომ დროებით შეჩერდეს დანიშვნის პროცესი, რაც შესაძლებელს გახდის გაიმართოს ინკლუზიური, გამჭვირვალე და არსებითი განხილვა იმის შესახებ, თუ რა სახის სასამართლო რეფორმებია საჭირო. ეს არის ის ვალდებულება, რაზეც პარტიებმა, მმართველი პარტიის ჩათვლით, მოლაპარაკებების პერიოდში თანხმობა განაცხადეს 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების გაზიარებით. ექვსთვიანი მოლაპარაკებებისა და განხილვის შედეგად პარტიები შეთანხმდნენ იმ დებულებებზე, რომელიც ასახულია 19 აპრილის შეთანხმებაში და რაც მოიცავს წინა სასამართლო რეფორმების შეფასებას, იმისათვის, რომ დადგინდეს, თუ როგორი რეფორმებია საჭირო წინსვლისთვის. ამ განხილვის ჩატარებამდე და სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიონალი ორგანიზაციების ჩართულობით პარლამენტის სრული შემადგენლობის მიერ რეფორმის პაკეტის შემუშავებამდე კანდიდატების დანიშვნის დაჩქარება უგულვებელყოფს 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას და შესაძლოა უფრო მნიშვნელოვნად, ეს ხელიდან უშვებს საქართველოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესების მნიშვნელოვან შესაძლებლობას. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი სერიოზულად მოეკიდება საკუთარ პასუხისმგებლობას და გააკეთებს იმას, რისი პირობაც დადო 19 აპრილის შეთანხმებით, რაც გულისხმობს [მოსამართლეების] დანიშვნის პროცესის დროებით შეჩერებას, სანამ არ გაიმართება სრული და ინკლუზიური დებატები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით", - განაცხადა კელი დეგნანმა. მანამდე ელჩმა კომენტარი გააკეთა ვენეციის კომისიის დასკვნაზე. "იმედი მაქვს, პარლამენტი გამოიყენებს დროს და გაითვალისწინებს გარკვეულ ასპექტებს, რათა საარჩევნო რეფორმა ეფექტურად განხორციელდეს" - განაცხადა ელჩმა. მისი თქმით, ვენეციის კომისია არის მაღალი ავტორიტეტის მქონე კომისია, რომელიც ძალიან სერიოზულად უდგება თავის საქმეს. "ვენეციის კომისია უაღრესად პატივსაცემი ორგანიზაციაა, რომელიც ძალიან სერიოზულად ეკიდება თავის საქმეს. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ვენეციის კომისიას განსახილველად გაუგზავნა კანონპროექტი. ახლა მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ასახოს გუშინ წარმოდგენილი რეკომენდაციები. დასკვნაში მითითებულია, რომ კანონპროექტში ძირითადი ასპექტები არ იყო შეტანილი და მათი ჩასმა აუცილებელია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი გამოიყენებს ამ სესიის დარჩენილ რამდენიმე დღეს და შეიტანს იმ ძირითად რეკომენდაციებს, რომლებიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა, მათთან ერთად ასახავს იმ მნიშნელოვან საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, რომელიც ვენეციის კომისიამ და ODIHR-მა სხვადასხვა პერიოდებში გამოაქვეყნა. ეს არის ის, რაც მოსახლეობას სჭირდება - როდესაც ოქტომბერში საარჩევნო უბნებზე მივლენ, უნდა დაინახონ, რომ მათი საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, ისე რომ, მათ ჰქონდეთ სრული რწმენა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესწორებულ პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნეს.
კელი დეგნანი: თუ ისევ გაგრძელდება მოსამართლეების დანიშვნა, ეს იქნება დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის
თუ ისევ გაგრძელდება მოსამართლეების დანიშვნა, ეს იქნება დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის და შეასუსტებს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა UNHCR-ის ორგანიზებით დევნილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, სასამართლო სისტემა არის ცალკე დამოუკიდებელი შტო ხელისუფლებისა და მათ უნდა გამოიყენონ შესაძლებლობა, გაუმჯობესდეს სასამართლო სისტემა. "ჩვენ 25 წელია საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ სასამართლო რეფორმაზე, ეს არის პროცესი და კიდევ უფრო მეტი საქმეა გასაკეთებელი. ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველსაყოფად. ახლა პარლამენტზეა დამოკიდებული დაამტკიცებს თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატებს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ყველანი ვიხილავთ პარლამენტის, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთგულებას მათ მიერ მოლაპარაკების შედეგად მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების ვალდებულებების აღსრულების მიმართ, რომელიც ითვალისწინებს საფუძვლიან სასამართლო რეფორმას, რაც გულისხმობს კანდიდატების წარდგენისა და დამტკიცების პროცესის დროებით შეჩერებას, და თუ ასე არ მოხდა, ვფიქრობ, გაჩნდება კითხვები 19 აპრილის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. არგუმენტი, რომ ამ კანდიდატების დანიშვნა აუცილებელია, თორემ სხვაგვარად სასამართლო სისტემა ჩამოიშლება, არის უსაფუძვლო. საერთაშორისო ექსპერტების ბოლო დროინდელმა დასკვნებმა დაადასტურა, რომ არსებული სამუშაოს შესასრულებლად მოსამართლეების რაოდენობა საკმარისია. მოსამართლეების რაოდენობა ნამდვილად არის საკმარისი იმისათვის, რომ დროებით შეჩერდეს დანიშვნის პროცესი, რაც შესაძლებელს გახდის გაიმართოს ინკლუზიური, გამჭვირვალე და არსებითი განხილვა იმის შესახებ, თუ რა სახის სასამართლო რეფორმებია საჭირო. ეს არის ის ვალდებულება, რაზეც პარტიებმა, მმართველი პარტიის ჩათვლით, მოლაპარაკებების პერიოდში თანხმობა განაცხადეს 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების გაზიარებით. ექვსთვიანი მოლაპარაკებებისა და განხილვის შედეგად პარტიები შეთანხმდნენ იმ დებულებებზე, რომელიც ასახულია 19 აპრილის შეთანხმებაში და რაც მოიცავს წინა სასამართლო რეფორმების შეფასებას, იმისათვის, რომ დადგინდეს, თუ როგორი რეფორმებია საჭირო წინსვლისთვის. ამ განხილვის ჩატარებამდე და სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიონალი ორგანიზაციების ჩართულობით პარლამენტის სრული შემადგენლობის მიერ რეფორმის პაკეტის შემუშავებამდე კანდიდატების დანიშვნის დაჩქარება უგულვებელყოფს 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას და შესაძლოა უფრო მნიშვნელოვნად, ეს ხელიდან უშვებს საქართველოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესების მნიშვნელოვან შესაძლებლობას. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი სერიოზულად მოეკიდება საკუთარ პასუხისმგებლობას და გააკეთებს იმას, რისი პირობაც დადო 19 აპრილის შეთანხმებით, რაც გულისხმობს [მოსამართლეების] დანიშვნის პროცესის დროებით შეჩერებას, სანამ არ გაიმართება სრული და ინკლუზიური დებატები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით", - განაცხადა კელი დეგნანმა. კელი დეგნანი: უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ, რომ იუსტიციის საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა
კელი დეგნანი: იმედი მაქვს, პარლამენტი გამოიყენებს დარჩენილ დროს და გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის ძირითად რეკომენდაციებს
"იმედი მაქვს, პარლამენტი გამოიყენებს დარჩენილ დროს და გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის ძირითად რეკომენდაციებს" - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა UNHCR-ის ორგანიზებით დევნილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ვენეციის კომისია არის მაღალი ავტორიტეტის მქონე კომისია, რომელიც ძალიან სერიოზულად უდგება თავის საქმეს. "ვენეციის კომისია უაღრესად პატივსაცემი ორგანიზაციაა, რომელიც ძალიან სერიოზულად ეკიდება თავის საქმეს. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ვენეციის კომისიას განსახილველად გაუგზავნა კანონპროექტი. ახლა მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ასახოს გუშინ წარმოდგენილი რეკომენდაციები. დასკვნაში მითითებულია, რომ კანონპროექტში ძირითადი ასპექტები არ იყო შეტანილი და მათი ჩასმა აუცილებელია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი გამოიყენებს ამ სესიის დარჩენილ რამდენიმე დღეს და შეიტანს იმ ძირითად რეკომენდაციებს, რომლებიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა, მათთან ერთად ასახავს იმ მნიშნელოვან საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, რომელიც ვენეციის კომისიამ და ODIHR-მა სხვადასხვა პერიოდებში გამოაქვეყნა. ეს არის ის, რაც მოსახლეობას სჭირდება - როდესაც ოქტომბერში საარჩევნო უბნებზე მივლენ, უნდა დაინახონ, რომ მათი საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, ისე რომ, მათ ჰქონდეთ სრული რწმენა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესწორებულ პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნეს. კელი დეგნანი: უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ, რომ იუსტიციის საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა კელი დეგნანი: თუ ისევ გაგრძელდება მოსამართლეების დანიშვნა, ეს იქნება დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
საბერძნეთში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავებას საქართველოს საელჩო ეხმაურება და Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა საქართველოს მოქალაქის (გ.ხ.) ინტერვიუ, რომელშიც ის საბერძნეთის პოლიციის მხრიდან მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს. „გამომდინარე იქიდან, რომ საელჩო აქტიურად იცავს საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებს, საჭიროდ ჩავთვალეთ, დაინტერესებულ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ამ საქმეზე. საბერძნეთში საქართველოს საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია საბერძნეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქესთან (გ.ხ.), რომელთანაც სისტემატური კავშირი გვაქვს. მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა 18 ივნისს, რა დროსაც, ჩვეულებისამებრ, დავინტერესდით მისი მდგომარეობით. დაკავებულმა განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქე საელჩოსთან კომუნიკაციაში ასევე უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას და აცხადებს, რომ 70 წლის მოხუცი ცოლ-ქმრის ყაჩაღობის საქმეზე, რომელთანაც მისი კავშირი დადასტურდა შესაბამისი ექსპერტიზით, უდანაშაულოა, და თვლის, რომ უსამართლოდაა დაკავებული. საელჩოს მხრიდან მას განემარტა, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ აღნიშნულ საქმეზე სიმართლის გარკვევაში და რომ მისი ბრალეულობის ან უდანაშაულობის საკითხს წყვეტს სასამართლო, სადაც მის ინტერესებს მისი ადვოკატი დაიცავს. სატელეფონო საუბრისას საქართველოს მოქალაქეს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ, რომ გამოვთქვამთ მზადყოფნას კომპეტენციის ფარგლებში აღმოვუჩინოთ დახმარება. აღსანიშნავია, რომ საელჩო საქართველოს მოქალაქის დაკავების მომენტიდან კომუნიკაციაში იმყოფება ასევე ათენის პოლიციასთან, სადაც განგვიმარტეს, რომ გახმაურებული მკვლელობის საქმეზე გ.ხ.-ს ბრალი არასდროს ჰქონია წაყენებული და ბრალი ედებოდა არალეგალურად ყოფნასა და დოკუმენტების გაყალბებაში და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით გამოიკვეთა მისი ბრალეულობა ათენში მცხოვრები 70 წლის მოხუცი ცოლ-ქმრის ყაჩაღობის საქმეში, რასაც საბოლოოდ, ბუნებრივია, სასამართლო დაადგენს. რაც შეეხება პოლიციის მხრიდან მოპყრობის საკითხს, ამის შესახებ საქართველოს მოქალაქეს საელჩოსთვის არ განუცხადებია, თუმცა ჩვენ დავუკავშირდებით საბერძნეთის შესაბამის უწყებებს ამ ინფორმაციის გადამოწმების და რეაგირების მიზნით. სხვა მხრივ დაკავებულს არაერთხელ აღმოეჩინა დახმარება, სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით“, - აცხადებენ საელჩოში. ცნობისთვის, 11 მაისს ათენთან ახლოს ქეროლაინ ქრაუჩი 11 თვის შვილის თანდასწრებით მოკლეს. მკვლელობასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას დანაშაულთან კავშირი არა აქვს. პოლიციამ 20 წლის ქრაუჩის მკვლელობისთვის ბრალი მის ქმარს წაუყენა. 32 წლის ბაბის ანაგნოსტოპულოსმა ბრალი უკვე აღიარა.
კახა კუჭავა: ვენეციის კომისიის დასკვნა არის პოზიტიური, თუ რაიმე შენიშვნაა მოცემული, გავითვალისწინებთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას განცხადებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა პოზიტიურია. კახა კუჭავას თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს განიხილავენ და გაითვალისწინებენ. "ვიცი, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა არის პოზიტიური. ის, რომ უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო, პირველ რიგში, ხაზს უსვამს, რომ მათ ვინც არ მიიღეს მონაწილეობა პირველ ეტაპზე ახლა მაინც ჩაერთონ. ფაქტი ერთია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აუცილებელია განხილული და გათვალისწინებული იყოს. იმედს ვიტოვებ, რომ ამ კუთხით გაგრძელდება მუშაობა. ვიცი, რომ ძალიან პოზიტიური დასკვნა არის, ხოლო თუ რაიმე შენიშვნაა მოცემული, აუცილებელია, ესეც იყოს გათვალისწინებული"“, – განაცხადა კახა კუჭავამა. ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესწორებულ პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნეს.
ბელარუსი უკრაინიდან თვითმფრინავებს აღარ მიიღებს
ბელარუსი, კიევის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, უკრაინიდან თვითმფრინავებს არ მიიღებს. ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. "ვინაიდან უკრაინამ საჰაერო სივრცე დაგვიხურა, უკრაინიდან თვითმფრინავებს უბრალოდ არ მივიღებთ", - განაცხადა ლუკაშენკომ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ უმაღლესმა რადამ დაარეგისტრირა რეზოლუციის პროექტი უკრაინასა და ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შეწყეტის შესახებ. ამავე დროს, 3 ივნისს, უმაღლესმა რადამ მიიღო გადაწყვეტილება, მინსკში Ryanair- ის თვითმფრინავთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომ ბელარუსის ხელისუფლების მოქმედებები საერთაშორისო უსაფრთხოების საფრთხედ აღიაროს. შეგახსენებთ, მაისის ბოლოს, Ryanair-ის თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, უკრაინამ ბელარუსთან ავია მიმოსვლა შეაჩერა და ბელარუსულ თვითმფრინავებს მისი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
მცირეწლოვანი ბავშვის წამების საქმეზე დაკავებულ დედას და მამინაცვალს ბრალი წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის წამების ფაქტზე, ბავშვის დედას მ.დ.-ს და მის მეუღლეს ა.ს.-ს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მ.დ. და მისი მეუღლე ა.ს. ერთი წლის განმავლობაში, არასრულწლოვან და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მ.დ.-ს შვილს სისტემატურად ეპყრობოდნენ დამამცირებლად და დასჯის მიზნით, 6 წლის ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობდნენ ფიზიკურად - სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. ასევე ხელის არეში მიაყენეს დამწვრობა. „ბრალდებულების ქმედებებმა დაზარალებული არასრულწლოვნის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. სამართალდამცავებმა მ.დ. და ა.ს. 18 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარემ ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე დედა და მამინაცვალი დააკავეს
დავით ზალკალიანი: მზად ვართ, ტრიოს ფორმატში - საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი - ვიმუშაოთ რეგიონალური თანამშრომლობის კუთხით
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაზრებით სამხრეთ კავკასიის რეგიონი უდიდესი პოტენციალის მატარებელია გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე, სამხრეთ კავკასიის საკითხზე მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “ჩვენ ერთმანეთისკენ უნდა გავიხედოთ და რეგიონალური თანამშრომლობა გავაძლიეროთ, რაც საქართველოსთვის უპირობო პრიორიტეტია. ჩვენ განსაკუთრებით წარმატებული თანამშრომლობა გაგვაჩნია აზერბაიჯანთან, ის სტრატეგიული პარტნიორია, ისევე როგორც თურქეთი. ისტორიულად მეგობრულ და ახლო ურთიერთობები გვაქვს სომხეთთან, სადაც ძალიან დიდი პოტენციალია. აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის თვალსაზრისით ჩვენ ძალიან კარგი პრაქტიკული მაგალითები გაგვაჩნია, საუბარია, რა თქმა უნდა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე, ბაქო-თბილისი-ერზერუმზე, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტსა და სამხრეთ კასპიის გაზსადენზე, ასევე ტრანსანატოლიურ და ტრანსადრიატიკულ ნავთობსადენებზე. ეს ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობის დემონსტრაციაა. სწორედ ამიტომ გვინდა მივიტანოთ ჩვენი ეს გზავნილი ყველა ჩვენ მეზობლამდე და განვუცხადოთ ჩვენს სომეხ კოლეგებს, რომ, მზად ვართ, ტრიოს ფორმატში - საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი - ვიმუშაოთ რეგიონალური თანამშრომლობის კუთხით” - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით მნიშვნელოვანია კონკრეტული პროექტების განხორციელება, რომელიც ხელს შეიწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, სატრანსპორტო დაკავშირებას, კასპიისა და შავი ზღვების პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით. მისივე თქმით აღნიშნულ ფორმატში, რომელშიც ჰუმანიტარული განზომილებაც მოიაზრება, შესაძლებელია ისეთი დიდი პარტნიორებისა და მოთამაშეების ჩართვაც, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და თურქეთი, რაც ზემოხსენებული პროექტების განვითარებაში დაგვეხმარება. “რეგიონში კავშირების გაღრმავებისა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების გარეშე ვერ მოხერხდება სტაბილური გარემოს შექმნა. ხოლო სტაბილურობის გარეშე შეუძლებელი იქნება განვითარებასა და კეთილდღეობაზე საუბარი. ასე რომ, ჩვენი მხრიდან, ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ ჩვენი შეზღუდული რესურსების პირობებშიც აქტიურად უნდა ვიმუშაოთ. ამის კარგი მაგალითია საქართველოს პრემიერ- მინისტრისა და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ფასილიტაციით მიღწეული ჰუმანიტარული შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაც ტყვეთა გათავისუფლებასა და დანაღმული ტერიტორიების რუკების გაცვლას გულისხმობდა, რაც ასევე იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს ბევრის გაკეთება შეუძლია. ვფიქრობ, ეს აღნიშნული პროცესის კარგი დასაწყისია” - განაცხადა მინისტრმა. დავით ზალკალიანი: დიპლომატიის როლის ხაზგასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური და რეგიონალური გამოწვევების საპასუხოდ დავით ზალკალიანი: ანტალიის ფორუმზე ყურადღებას გავამახვილებ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასა და ბოლო პერიოდში გამოკვეთილ როლზე დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება, მათ შორის უკანონოდ დაკავებული ადამიანების საკითხი განიხილა
დავით ზალკანიანმა სამხრეთ კავკასიისადმი მიძღვნილ დისკუსიაზე რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე ისაუბრა
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკოს ფონზე მნიშვნელოვანია, რომ საქარველოს სტრატეგიული მოკავშირეები, აშშ-ის, ევროკავშირისა და თურქეთის სახით, აქტიურად ჩაერთონ რეგიონში მიმდინარე პროცესებში. ამის შესახებ დავით ზალკალიამა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე სამხრეთ კავკასიისადმი მიძღვილ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ზალკალიანის თქმით, საქართველოს კონსტრუქციული მიდგომების მოუხედავად, რუსეთი დესტრუქციულ პოლიტიკას განაგრძობს, რაც ჩვენი ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებში გამოიხატება. “საქართველოზე, ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან და შემდეგ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მნიშვნელოვანი წნეხის ქვეშ იმყოფება. მიუხედავად ქართული მხრიდან კონსტრუქციული მიდგომის დემონსტრირებისა, ასევე პოზიტიური სიგნალებისა, რომ საქართველო მზად არის დეესკალაციისთვის, სამწუხაროდ, ოკუპაცია კვლავაც გრძელდება. მეტიც, ჩვენ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის პარალელურად, დამატებით კიდევ ერთი ფორმატიც კი ჩამოვაყალიბეთ, რათა შესაძლებელი გახდეს კონკრეტულ საკითხებზე საუბრის დაწყება, და რუსეთის ფედერაციასთან ისეთ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა, სადაც არსებობს ამის შესაძლებლობა. ვგულისხმობ, ჰუმანიტარულ საკითხებს, ვაჭრობასა და ხალხთაშორის ურთიერთობებს. ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობდა, რომ აღნიშნულ პოზიტიურ გზავნილებს პოზიტიური გავლენა მოეხდინა სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა, რადგან რუსეთი არ გვპასუხობს მსგავსი პოზიტიური დღის წესრიგით. ახლაც კი, როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, გრძელდება ბორდერიზაციის პროცესი, მავთულხლართებისა და ღობეების აღმართვის პროცესი. მეტიც, გახშირებულია ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უკანონოდ დაკავების ფაქტებიც. ეს ჩვენთვის ყოველდღიურობად იქცა. სულ ცოტა ხნის წინ დააპატიმრეს ჩვენი ეთნიკურად ქართველი მოქალაქე, ზაზა გახელაძე და მას, ცხინვალის ციხეში გადაყვანის შემდეგ, 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ეს კიდევ ერთხელ ააშკარავებს, თუ როგორ გვპასუხობს რუსეთის ფედერაცია ჩვენს პოზიტიურ გზავნილებზე, რაც დეესკალაციისა და დიალოგში ჩართულობისკენ არის მომართული,”- განაცხადა მინისტრმა. მან ასევე ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, რისთვისაც საქართველო გამოიყენებს ყველა არსებულ ფორმატს, მათ შორის კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. “სამწუხაროდ, ჟენევის ფორმატის სამივე ძირითადი მიმართულების თვალსაზრისითაც, არც აქ შეინიშნება რაიმე სახის გარღვევა, ვგულისხმობ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას, საერთაშორისო უსაფრთხოების ფორმატის ჩამოყალიბებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას. ჩვენ იურიდიული ძალის მქონე პირობა დავდეთ, რომ არ ვაპირებთ ტერიტორიული მთლიანობის ძალისმიერი ფორმებით აღდგენას და რუსეთსაც მოვუწოდებთ შემოგვიერთდეს. თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია ამჯერადაც არ გვპასუხობს დადებითი დღის წესრიგით. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ და ვითხოვთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და სტრატეგიული მოკავშირეებისაგან, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი თუ თურქეთი, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ რეგიონში”- განაცხადა დავით ზალკალიანმა. დავით ზალკალიანი: დიპლომატიის როლის ხაზგასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური და რეგიონალური გამოწვევების საპასუხოდ დავით ზალკალიანი: ანტალიის ფორუმზე ყურადღებას გავამახვილებ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასა და ბოლო პერიოდში გამოკვეთილ როლზე დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება, მათ შორის უკანონოდ დაკავებული ადამიანების საკითხი განიხილა დავით ზალკალიანი: მზად ვართ, ტრიოს ფორმატში - საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი - ვიმუშაოთ რეგიონალური თანამშრომლობის კუთხით
პრეზიდენტი ანტონიო გუტერეშს: საქართველო მადლიერია თქვენ მიერ გაწეული სამსახურისათვის, ველი თანამშრომლობის გაგრძელებას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ანტონიო გუტიერეშს გაეროს გენერალურ მდივნად მეორე ვადით არჩევას ულოცავს. "გულწრფელად ვულოცავ ანტონიო გუტიერეშს გაეროს გენერალურ მდივნად ხელახლა არჩევას. ახლა ვიდრე ოდესმე, მსოფლიოს მულტილატერალიზმი ესაჭიროება. საქართველო მადლიერია თქვენ მიერ წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისათვის და ველი ჩვენი ღრმა თანამშრომლობის გაგრძელებას", - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ში. პრეზიდენტი ანტონიო გუტერეშს: საქართველო მადლიერია თქვენ მიერ გაწეული სამსახურისათვის, ველი თანამშრომლობის გაგრძელებას ანტონიო გუტერეში გაეროს გენერალურ მდივნად მეორე ვადით დაამტკიცეს
დავით ზალკალიანმა NATO-სა და ევროკავში ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობის საკითხები უკრაინელ კოლეგასთან განიხილა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა დადებითად შეაფასებს საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის დინამიკა ყველა სტრატეგიულ საკითხზე და მათ შორის აღნიშნეს ბოლო პერიოდში გაზრდილი მაღალი დონის ვიზიტები და შეხევდრები, რაც ორმხრივი თანამშრომლობის გარდა ხელს უწყობს საერთაშორისო ასპარეზზე საერთო გამოწვევებსა და მისწრაფებეზე ორი ქვეყნის პოზიციონირებას. ამ კუთხით მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის საკითხებზე განხორციელებული და დაგეგმილი ერთობლივი ქმედებები და ის ღონისძიებები, რაც ამ მიმართულებით არის განსაზღვული უახლოეს მომავალში. მინისტრებმა ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და კიდევ ერთხელ დაადასტურეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა, ისევე როგორც ორივე ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მიზნით ერთიანი ნაბიჯების გადადგმის მზაობა. დავით ზალკაიანმა სამხრეთ კავკასიისადმი მიძღვნილ დისკუსიაზე რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე ისაუბრა დავით ზალკალიანი: დიპლომატიის როლის ხაზგასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური და რეგიონალური გამოწვევების საპასუხოდ დავით ზალკალიანი: ანტალიის ფორუმზე ყურადღებას გავამახვილებ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასა და ბოლო პერიოდში გამოკვეთილ როლზე დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება, მათ შორის უკანონოდ დაკავებული ადამიანების საკითხი განიხილა დავით ზალკალიანი: მზად ვართ, ტრიოს ფორმატში - საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი - ვიმუშაოთ რეგიონალური თანამშრომლობის კუთხით
მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლის გამო შექებას იმსახურებს
Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლის გამო შექებას იმსახურებს. მისი თქმით, საქართველომ უდიდესი სამუშაო გასწია. „ვეთანხმები სახელმწიფო მდივან ბლინკენს, როდესაც ამბობს, რომ მადლიერია საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი როლის, რომელიც მხარეებს შორის დისკუსიების დროს შეასრულა. ამგვარი ნაბიჯები კი რეგიონის მოსახლეობას უფრო მეტ მშვიდობას მოუტანს მომავალში, რასაც ისინი იმსახურებენ. იდეალური შეფასებაა. როგორც ჩანს, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის შემდგომი სერიოზული კრიზისის განმუხტვაში. საქართველომ უდიდესი სამუშაო გასწია და შექებას იმსახურებს. ეს ძალიან კარგი გადაწყვეტაა, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობის შემცირებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ინტერვიუში. ცნობისათვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 12 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის (რომელიც ამ პერიოდში რეგიონულ ტურნეში იმყოფებოდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში) ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. ამავე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ. ამასთან ირკვევა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად იყო მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმა მეზობელი სახელმწიფოების ამ გადაწყვეტილებას, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს რეგიონში დაძაბულობის შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, AstraZeneca-მ ევროკავშირს 50 მილიონი დოზა ვაქცინა უნდა მიაწოდოს
ბრიუსელში, პირველი ინსტანციის სასამართლომ AstraZeneca-ს ვალდებულება დააკისრა, 2021 წლის 27 სექტემბრამდე ევროკავშირს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 50 მილიონი დოზა მიაწოდოს. ვაქცინების მიწოდების გრაფიკი ასეთია: 15 მილიონი დოზა - 26 ივლისისთვის 20 მილიონი დოზა - 23 აგვისტოსთვის 15 მილიონი დოზა - 27 სექტემბერს. მიწოდების ვადების შეუსრულებლობის შემთხვევაში, AstraZeneca-მ უნდა გადაიხადოს ჯარიმა 10 ევრო, მიუწვდომელ დოზაზე. მოსამართლის გადაწყვეტილება ემყარება იმ ფაქტს, რომ AstraZeneca-მ დაარღვია ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება. "ეს გადაწყვეტილება ადასტურებს კომისიის პოზიციას: AstraZeneca- მ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კარგია, რომ ამას დამოუკიდებელი მოსამართლეც ადასტურებს", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ცნობისთვის, ევროკომისიამ მაისის ბოლოს უჩივლა სასამართლოში AstraZeneca-ს და მას ბრალი დასდო უფრო ნაკლები რაოდენობის ვაქცინის მიწოდებაში, ვიდრე შეთანხმებით არის გათვალისწინებული.
კელი დეგნანი: 2020 წელს აშშ 3 მილიონი დოლარით დაეხმარა საქართველოში იძულებით გადაადგილებულებსა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, 2020 წელს აშშ 3 მილიონი დოლარით დაეხმარა საქართველოში იძულებით გადაადგილებულებსა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს. ამის შესახებ ელჩმა UNHCR-ის ორგანიზებით დევნილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. "შეერთებული შტატები მსოფლიოში ჰუმანიტარული დახმარების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია ლტოლვილების, დევნილების, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სხვა პირთათვის. მხოლოდ საქართველოში, გასულ წელს, შეერთებულმა შტატებმა 3 მილიონი აშშ დოლარის დახმარება გაუწია იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირებს კოვიდის საპასუხოდ პირობების გასაუმჯობესებლად. ასევე, გასული წლების განმავლობაში არაერთი პროგრამით დავეხმარეთ საქართველოში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელი პირობების, ჯანდაცვის, საყოფაცხოვრებო პირობებისა და სუფთა სასმელი წყლის უზრუნველყოფით. ასე რომ, დღევანდელი ღონისძიება მართლაც მნიშვნელოვანია იმ ფაქტის ხაზგასასმელად, რომ ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში არსებობს და იმის დასადასტურებლად, რომ აუცილებელია დავეხმაროთ ადამიანებს, ვისაც ეს უკიდურესად სჭირდებათ", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი: რუსეთი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადეს, რომ რუსეთთან დიალოგის შენარჩუნება გადამწყვეტია "ევროკავშირში უსაფრთხოებისათვის". მათი თქმით, ევროკავშირს ასევე აქვს გამოწვევები რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობაში. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი ერთმანეთს ბერლინში შეხვდნენ, სადაც სხვადასხვა საკითხთან ერთად ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებიც განიხილეს. მოლაპარაკებების დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ორმა ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირი "დიდ გამოწვევებს" აწყდება რუსეთთან და NATO-ს მოკავშირე თურქეთთან ურთიერთობაში. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთთან კომუნიკაცია ღიად უნდა გააგრძელოს, მიუხედავად უთანხმოებისა ისეთ თემებზე, როგორიცაა აღმოსავლეთ უკრაინისა და სირიის საკითხები. "რუსეთი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, მაგრამ რუსეთი ასევე არის ევროკავშირის კონტინენტური მეზობელი და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ყველა ჰიბრიდული შეტევის შეჩერება. ჩვენ უნდა გქონდეს რუსეთთან დიალოგი, თუ გვინდა უსაფრთხოება და სტაბილურობა ევროკავშირში, რაც არ უნდა ძნელი იყოს.", - აღნიშნა ანგელა მერკელმა. ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რომ იგი ეთანხმება მერკელის კომენტარს რუსეთთან დაკავშირებით და დასძინა, რომ საჭიროა ურთიერთობაში "საერთო ენის" გამონახვა.
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში იბრაჰიმ რაისიმ გაიმარჯვა
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრაკონსერვატორმა იბრაჰიმ რაისიმ გაიმარჯვა. გავრცელებული ინფორმაციით, მას მხარი 62%-ზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. 60 წლის რაისმა დათვლისლი 28,6 მილიონი ხმიდან 17,8 მილიონზე მეტი მიიღო. განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარი შედეგების საფუძველზე. მოჰსენ რეზაიმ - 3,3 მილიონი ხმა, აბდულნასერ ჰემატიმ - 2,4 მილიონი ხმა, კაზიზადე ჰაშემიმ კი მილიონზე მეტი ხმა მიიღო. არჩევნები პარასკევს გაიმართა. საარჩევნო უბნები 18 ივნისს დილიდან გვიან საღამომდე იყო გახსნილი. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა. მათ შორის არ იყო მოქმედი პრეზიდენტი ჰასან როჰანი, რომელსაც პრეზიდენტის თანამდებობა ორი ვადით ეკავა.
გვანცას ბაბლი
ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე გა-2-ებულნი და გამე-2-ებულნი 20 ივნისი მამის დღეა ამერიკაში. სრულიად სამართლიანია თუ მკითხავთ, რაში გვადარდებს ამერიკული დღესასწაულები. ამ დღემ ორი მიზეზის გამო მიიპყრო ჩემი ყურადღება: უპირველეს ყოვლისა, მამის დღე (ისევე, როგორც დედის დღე) მოძრავი დღესასწაულია ამერიკაში (ივნისის მესამე კვირა დღე). შრომაზე ორიენტირებული საზოგადოებები ერიდებიან ზედმეტი უქმე დღეების დამკვიდრებას. ასევე საინტერესოა, რომ მამის დღე საუკუნეზე მეტი ხნის წინ დამკვიდრდა ახალგაზრდა ქრისტიანების ინიციატივით მარტოხელა მამის საპატივსაცემოდ, რომელმაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ექვსი შვილი აღზარდა. საქართველოში არ გვაქვს მამის დღე. სამწუხარო და ტრაგიკულია, რომ ზოგიერთი ქართველი 23 თებერვალს ულოცავს მამაკაცებს არარსებულ დღესასწაულს - დღეს, რომელიც საბჭოთა არმიელის დღე იყო სსრკ-ში და სამშობლოს დამცველ ჯარისკაცთა ოფიციალური დღესასწაულია დღევანდელ რუსეთში. სულ ახლახან, ერთ-ერთი სკოლის მეექვსე კლასელებმა წარადგინეს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში, რომ მამის დღედ გამოცხადდეს 19 დეკემბერი - მიხეილ ჯავახიშვილის მიერ შვილისთვის მიწერილი წერილის თარიღი. პარლამენტი აპირებს იმსჯელოს ახალი უქმე დღის გამოცხადების თაობაზე. არ ვიცი, რამდენად დამოუკიდებლად მოახერხეს ქართველმა ბავშვებმა ამ ინიციატივის წარდგინება, მაგრამ იდეა ნამდვილად კარგია. თუ ამერიკული დღესასწაულებიდან დავამკვიდრეთ დედის დღე, რატომ არ უნდა მივაგოთ პატივი მამებსაც. ისე, რა უცნაურია, რომ მშობლების პატივისცემა ისევ იმ „მასონი“ ქრისტიანებისგან უნდა ვისწავლოთ, რომლებიც ქრისტიანობას გვართმევენ. 3 მარტი, დედის დღე, როგორც დღესასწაული, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დამკვიდრდა და 1991 წლიდან აღინიშნება. დედის დღემ ჩაანაცვლა სსრკ-ში არსებული ქალთა დღე - 8 მარტი. ამგვარ ჩანაცვლებას დიდი ხნით ვერ შეეგუა ქართული საზოგადოება, და 1992 წლიდან კვლავ დაბრუნდა პრაქტიკაში 8 მარტის აღნიშვნა. არგუმენტი ქალთა დღის სასარგებლოდ ბევრია: 8 მარტი კარგა ხანია აღარ მოიაზრება მხოლოდ კომუნისტების დღესასწაულად, 1975 წელს გაერომ ეს დღე ქალთა საერთაშორისო დღედ აღიარა. ასევე, ყველა ქალი არ არის ან ჯერ არ არის დედა, და მათაც უნდა მივაგოთ შესაბამისი პატივი... ასე რომ ეხლა გვაქვს ორი უქმე დღე მარტის პირველივე კვირაში - ნაკლებად პოპულარული დედის დღე და პომპეზური ქალთა დღე, საყოველთაო გართობით... გამეორება ცოდნის დედაა - პირველად ვერ მოასწრებ მილოცვას, მეორე შანსი რამდენიმე დღეში მოგიკაკუნებს... ერთი შეხედვით, დღესასწაულებში ამგვარი გენდერული დისბალანსი ალოგიკური ჩანს მასკულინურ და მაჩოიზმით შეპყრობილ საზოგადოებაში, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ პაციფიზმისა და ფემინიზმის იდეებით შექმნილი აღნიშნული დღესასწაულები როგორ იქცა საქართველოში კიდევ ერთი ღრეობის საბაბად, სადაც ქალის პატივისცემა მათდამი მიძღვნილი სადღეგრძელოებით შემოიფარგლება, გენდერული დისბალანსი აღარ დაგვაფიქრებს. საინტერესოა, რამდენად მიიღებს ქართული საზოგადოება მამის დღეს და რა ფორმას მისცემს მას ყოველდღიურ ცხოვრებაში? მამობის მისიის გააზრება შესაძლებელია დღესასწაულის დამკვიდრებით? რამდენი ქართველი მამაა დღეს აქტიურად ჩართული საკუთარი შვილების მოვლასა და აღზრდაში? რატომ ეთაკილება ბევრ ქართველ მამაკაცს იყოს მამა და არამხოლოდ საკუთარი ცხოვრების, არამედ საკუთარი სულის ნაწილად აქციოს საკუთარი სისხლი და ხორცი? *** დღესასწაულებისა და უქმე დღეების ანალიზი კარგად აჩვენებს საზოგადოების პოლიტიკური კულტურის თავისებურებებს. ქართული დღესასწაულების კალენდარი უდაოდ გამოირჩევა ბევრი ოფიციალური უქმე დღით, ხოლო უქმე დღეებს მიღმა დარჩენილი ზოგიერთი ტრადიციული დღესასწაული ასევე ხდება თვითნებური დასვენებისა და ზეიმის საბაბი. რაც მთავარია, თითქმის ყველა დღესასწაული ორ-ორი ვერსიით გვაქვს წარმოდგენილი: ორი ახალი წელი, ორი შობა, ორი ქალთა დღე, ორი დამოუკიდებლობის დღე, ორი ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ორი მარიამობა (უკვე სამიც), ორი გიორგობა... გა-2-ებული და გამე-2-ებული საზოგადოების სურათი... *** ვისთვის არის ამდენი დღესასწაული? ნუთუ ყველას გვედღესასწაულება ყველა გამოცხადებულ თუ არ გამოცხადებულ უქმე დღეებზე? სანამ ამ ეგზისტენციალურ საკითხზე ფილოსოფიური პასუხის გაცემა მოახერხა მავანმა და მავანმა, საკითხი გადაწყვიტა ცხოვრების ტემპმა და მკაცრმა რეალობამ შექმნა ორი უკიდურესობა - საჯარო სექტორი ისვენებს ყველა უქმე დღეს (და მომიჯნავე დღეებსაც სიამოვნებით აბამს „ნაბახუსევზე“ გამოსასვლელად), ხოლო კერძო სექტორი არ ცნობს თითქმის არც ერთ უქმე დღეს შაბათ-კვირის ჩათვლით... ისევ ორი რეალობა, ორი სამყარო, ცხოვრების ორი წესი... *** ვგონებ ძალიან გამიტაცა ბაბლურმა სნობიზმა და კონცეპტებით ჟონგლიორობამ. ვის სჭირდება განყენებული მსჯელობები პოლიტიკური კულტურის დეტალებზე, როდესაც კვლავ ვერ შევთანხმდით მარტივ ჭეშმარიტებებზე, გა-2-ებულ და გამე-2-ებულ საზოგადოებას კვლავ ორი ვერსია გვაქვს, უნდა დაგვეთხარა თუ არა თვალები საკუთარი შვილებისთვის...
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება
დღეს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში 25 პარტია და ბლოკი იღებს მონაწილეობას. მედიის ცნობით, ბოლო გამოკითხვებით, ბლოკ „ჰაიასტანს“ (სომხეთი), რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ხელმძღვანელობს, ამომრჩევლების 24,1 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკს „სამოქალაქო შეთანხმებას“ – 23,8 პროცენტი. გამოკითხვებით მესამე ადგილზე ყოფილი პრზიდენტის, სერჟ სარქისიანის ბლოკი „მაქვს პატივია“ – 7,4 პროცენტით. სომხეთის ეროვნულ კრებაში მოსახვედრად პარტიებს 5%-იანი, ხოლო ბლოკებს 7%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. ცნობისთვის, სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება აზერბაიჯანთან 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის ომის შემდეგ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო გახდა საჭირო. 2021 წლის 25 აპრილს ქვეყნის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა და მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელის პოსტი დაიკავა. 3 და 10 მაისს სომხეთის ეროვნულმა კრებამ ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევა ვერ შეძლო, რის შემდეგაც სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, პარლამენტის დათხოვნის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.
ბელგიაში სკოლის ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა
BBC-ის ინფორმაციით, ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, სკოლის შენობის ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა. როგორც ცნობილია, ნგრევას 5 მშენებლის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევისას ცხრა ადამიანი დაშავდა, რომელთაგანაც სამი ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში მკურნალობს, თუმცა, მათი მდგომარეობა კრიტიკული არაა. თვითმხილველების თქმით, შენობის ერთი მხარე მოულოდნელად ჩამოინგრა. ბელგიური მედიის ცნობით, დაღუპული მუშებიდან ორი უცხოელია. ერთი პორტუგალიიდან იყო, ერთი კი - რუმინეთიდან.