ძებნის რეზულტატი:

იუსტიციის მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა თანამშრომლობის გაფართოებაზე იმსჯელეს

იუსტიციის მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა. რატი ბრეგაძემ კელი დეგნანს სამინისტროს პრიორიტეტები და ის სიახლეები გააცნო, რომლებზედაც მუშაობა უკვე დაწყებულია. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აშშ-ს შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა უკვე 25 წელია, არსებობს და ის მოიცავს მართლმსაჯულების, სისხლის სამართლის, პენიტენციური სისტემების სფეროებს. აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროსთან პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრის პრიორიტეტების შესაბამისად თანამშრომლობის სფეროები კიდევ უფრო გაფართოვდება.

დავით ზალკალიანი „ასოცირებული ტრიოს“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, „ასოცირებული ტრიოს“ - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი აურელიუ ჩოკოი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება შეხვედრებს გამართავენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჟოზეპ ბორელთან, ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისართან ვალდის დომბროვსკისთან და სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან ოლივერ ვარეისთან. „ასევე გაიმართება მინისტრების ერთობლივი შეხვედრები ევროპარლამენტში, მათ შორის ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარესთან, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან და ევროპარლამენტის მომხსენებლებთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საკითხებზე. ვიზიტისას მინისტრები ევროკავშირს გააცნობენ ასოცირებული ტრიოს დაფუძნების და მისი სამომავლო საქმიანობის მიზნებს, საუბარი შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობას, ევროკავშირთან სხვადასხვა მიმართულებით ასოცირების ტრიოს ურთიერთობის გაღრმავებას, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელ საკითხებს და სხვა. ასევე, ვიზიტის ფარგლებში სამი ასოცირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტისას საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მართლმსაჯულების საკითხებში ევროკომისართან, დიდიე რეინდერსთან და ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებთან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„მარტო პარლამენტში“ - ოპოზიციის ანონსი

პარლამენტის ბოიკოტის თემა ოპოზიციაში ისევ განიხილება. მიზეზი მოსამართლეების დანიშვნის სადავო საკითხია. პროცესებს წინ უძღოდა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება, რომ თუ ისევ გაგრძელდება მოსამართლეების დანიშვნა, ეს იქნება დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის. „იმედი მაქვს, ყველანი ვიხილავთ პარლამენტის, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთგულებას მათ მიერ მოლაპარაკების შედეგად მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების ვალდებულებების აღსრულების მიმართ, რომელიც ითვალისწინებს საფუძვლიან სასამართლო რეფორმას, რაც გულისხმობს კანდიდატების წარდგენისა და დამტკიცების პროცესის დროებით შეჩერებას. ამერიკელი დიპლომატი 19 ივნისს აცხადებდა, რომ თუ ასე არ მოხდებოდა, გაჩნდებოდა კითხვები 19 აპრილის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. თუმცა დღეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება. მისთვის გაუგებარია განცხადებები, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, რადგან „შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება“. საპასუხოდ, „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის ბოიკოტი დააანონსა. „თუ „ქართული ოცნება“ განაგრძობს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, ჩვენ გავალთ პარლამენტიდან“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. „ლელოს“ ლიდერის განცხადებით, ის გზავნილს გაუგზავნის აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. მოსამართლეების საკითხისადმი „ქართული ოცნების“ მიდგომა არის ქვეყნის ხვალინდელი დღის ღალატი“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. როგორია ოპოზიციის სხვა ლიდერების პოზიციები. „არაერთხელ მითქვამს, რომ თუ „ქართული ოცნება“ ფუნდამენტურად დარღვევის გზას დაადგა, შესაბამისი სანქციების წინაპირობები ექნება საქართველოს მაკროფინანსურ დახმარებას. წინასწარ არ ვიტყვი, რას გამოვუცხადებ ბოიკოტს და როგორ, მაგრამ გვექნება დეტალური კოორდინაცია დასავლელ პარტნიორებთან და ვფიქრობ, რომ სტრატეგია მათთან ერთად უნდა შევიმუშავოთ“, - განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის არშეჩერების შემთხვევაში, ოპოზიციამ აღარ უნდა მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში. „გაქცევა და სხვაგან დგომა ამას ვერ უშველის“, – მიიჩნევს „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია. „ზოგადად არ მიყვარს ბუტიაობა. ჩემი აზრით, უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეპყრათ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს. საერთო სტრატეგიების დასახვით და ურთიერთგაგებით უფრო მეტი წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ხელისუფლებას თავის გეგმებში, რასაც სასამართლოს თუ სხვა მიმართულებით ახორციელებს“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ. მმართველი პარტია ისევ „ოპოზიციის დესტრუქციულ“ ქმედებებზე საუბრობს. „ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა, რომ კანდიდატებს კითხვები პარლამენტში დაუსვას, საზოგადოებას აჩვენოს და დაუმტკიცოს ის, რასაც განცხადებებში ამბობს. ჩემი აზრით, ეს მათ დესტრუქციულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ამ თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარი უკვე გააკეთა. მისი თქმით, ქვეყნის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტიებს შორის დისკუსიები პარლამენტში გაგრძელდა. „ყველაზე დიდი მონაპოვარი იყო ის, რომ დისკუსიები გაგრძელდა და დაბრუნდა პარლამენტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის იქედან გამომდინარე, რომ ამდენი გამოწვევა არსებობს. მე იმედი მაქვს, რომ ამ შეთანხმების ეს სულისკვეთება ასევე გაგრძელდება“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა. რაზე გაამახვილეს ყურადღება შეთანხმებაზე ხელმომწერებმა პირველ საპარლამენტო სიტყვაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) 19 აპრილს მოეწერა ხელი. „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდა, თუმცა დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია.

რა წერია ღია წერილში, რომელიც Boeing 777-ის რეისზე დაღუპულების ოჯახის წევრებმა რუსეთის პრეზიდენტს მისწერეს

1 წელი და 3 თვე გავიდა მას მერე, რაც ჰააგაში, ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი დაიწყო. ამ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვები ამ კვირაში განახლდა. ნიდერლანდების კანონმდებლობით დანიშნული სასამართლოს მთავარი მიზანია, დადგინდეს, ვინ არის დამნაშავე 2014 წლის 17 ივლისს მომხდარ ავიაკატასტროფაში, რომელმაც ბორტზე მყოფი 298 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. პასუხებს ელიან დაღუპულთა ოჯახები, მთელი სახელმწიფოები და არსებობს მხოლოდ ერთი ქვეყანა, რომელიც ამ უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხების გაცემას ხელს უშლის. ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც წლების განმავლობაში, ყველაფერს აკეთებდა დანაშაულებრივი კვალის დასამალად. სწორედ ამიტომაც, დაღუპულთა ოჯახის წევრებმა რუსეთის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართეს, სწორედ ამიტომაც რუსეთის საელჩოს წინ ჰააგაში კვლავ დგას ცარიელი თეთრი სკამები დაღუპული დიდების თუ პატარების ფოტოსურათებით. ამ მომენტისთვის ჰააგის საოლქო სასამართლო განიხილავს 4 ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხს-აქედან სამი რუსეთის მოქალაქეა-არაღიარებული ДНР-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იგორ გირკინი (სტრელკოვი), გენერალ-მაიორი დუბინსკი ( ხმური), პოლკოვნიკი ოლეგ პულატოვი ( გიურზა) და უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო (კროტ). ბრალდების მტკიცებით, სწორედ ამ სეპარატისტების უშუალო მონაწილეობით მოხდა ეს ტრაგედია, ხოლო ამ ადამიანებს ზურგს რუსეთის ფედერაცია უმაგრებდა. ბრალდებულები ჰააგის სასამართლოსთან არ თანამშრომლობენ, გამოძიებასაც დაემალნენ, მხოლოდ პულატოვი რუსეთიდან გამოგზავნილი ვიდეო ჩვენებებით დათანხმდა სასამართლო პროცესებში მონაწილეობას. 2014 წლის 17 ივლისს, „მალაიზიური ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო „ბოინგი“, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, დონბასის მახლობლად, პრორუსული სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიიდან სამხედრო რაკეტის გაშვებას ემსხვერპლა, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ამაზე არავინ აიღო. დაღუპულები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. თავდაპირველად, მათი ოჯახები მოითხოვდნენ, რომ საერთაშორისო ტრიბუნალი გამართულიყო და დამნაშავეები დასჯილიყვნენ, თუმცა ეს ინიციატივა გაეროს უსაფრთხოების საბჭოში რუსეთმა ვეტოს გამოყენებით დაბლოკა. ამის შემდეგ, ნიდერლანდების ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაემართა სასამართლო პროცესი ეროვნული კანონმდებლობით, რადგან 193 მგზავრი სწორედ ამ ქვეყნის მოქალაქე იყო. ასევე, სიმართლის გასარკვევად, ნიდერლანდებმა, ავსტრალიამ, ბელგიამ, მალაიზიამ და უკრაინამ ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი (JIT) შექმნეს. ეს ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ „ბოინგი“ იმ სამხედრო რაკეტამ ჩამოაგდო, რომელიც სარაკეტო-საზენიტო დანადგარ „БУК“-იდან იქნა გასროლილი, ეს დანადგარი კი პრორუსული სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყო განთავსებული. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ „БУК“-ი უკრაინის აღმოსავლეთში, რუსული სამხედრო ბაზიდან მოხვდა, ტრაგედიის შემდეგ ის ისევ საზღვარზე გადაიტანეს და რუსულ სამხედრო ბაზაზე კურსკში დააბრუნეს. „ჩვენ საკმარისი მტკიცებულება გვაქვს იმის სათქმელად, რომ რუსეთი არის შემხებლობაში „ბოინგის“ კატასტროფასთან“ 2019 წლის ზაფხულში“, - თქვა JIT-ის წამყვანმა ოფიცერმა, ნიდერლანდების ყოფილმა პროკურორმა ფრედ ვესტერბეკემ. გამოძიება აცხადებდა, რომ ასეთ მტკიცებულებებს შორისაა მოწმეთა ჩვენებები, ლაინერის და მასში მოხვედრილი რაკეტის ნამსხვრევები უნიკალური სერიული ნომრით, თანამგზავრების და რადარების მონაცემები და ასევე „БУК“-ის ტრანსპორტირების ამსახველი ფოტო-ვიდეო გადაღება. ამას გარდა, გამომძიებლებმა გამოაქვეყნეს „გადაჭერილი“ სატელეფონო საუბრები, რომლებიც სეპარატისტებს შორის ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. თუმცა, უმრავი მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, კრემლი დღემდე უარყოფს იმას, რომ რაიმე შემხებლობა ჰქონდა ამ ტრაგედიასთან. პირიქითაც კი, წლებია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი დანაშაული მიჩქმალოს. რამდენიმე დღის წინ, 17 ივნისს, ჰააგის საოლქო სასამართლოში განახლებულ სხდომაზე ბრალდების მხარემ ანუ ნიდერლანდების პროკურატურამ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება და მასალები წარმოადგინა. ეს მტკიცებულებები კვლავ იმ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს, რომ რაკეტის გაშვება მოხდა იმ სოფლების მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელსაც თვითაღიარებული ДНР-ის სეპარატისტები აკონტროლებდნენ. ასევე, სასამართლოს მიმდინარეობისას, რვაზე მეტმა მოწმემ განაცხადა, რომ მათ შეამჩნიეს მხოლოდ ერთი რაკეტა, ოცზე მეტმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ რაკეტის კვალი იხილა, ზოგმა კი თვითმფრინავის ნაწილების ვარდნა დაინახა. კიდევ სამმა მოწმემ განაცხადა, რომ უშუალოდ რაკეტის გაშვების არეალში იმყოფებოდა და პერვომაისკის ტერიტორიაზე არსებულ მინდორზე მიუთითა. პროკურორმა მანონ რიდერბეკსმა წარმოადგინა თანამგზავრული სურათები, რომლებიც მისი აზრით, მოწმეთა ჩვენებებს ემთხვევა. ამ ფოტოებზე აღბეჭდილია მინდვრის ნაწილი სოფელ სნეჟნოისთან, სადაც გარკვევით ჩანს დამწვარი ბალახი, სწორედ იმ ადგილას, რომელსაც მოწმეები უთითებდნენ. ეს მონაცემები კი იმაზე მეტყველებს, რომ გასროლა სწორედ პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა. თუმცა, კრემლი დღემდე ამტკიცებს, რომ რაკეტა უკრაინელებმა გაუშვეს. ამ მტკიცების საპირწონედ, საერთაშორისო გამოძიებამ დაადგინა, რომ არანაირი უკრაინული თვითმფრინავი ან სამხედრო დანადგარი, რომელსაც მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდება შეეძლო, იმ რაიონში საერთოდ არ ფიქსირდება. ამ ფაქტს ასევე ცხადყოფს რადარების მონაცემებიც. ასევე, ბრალდების მხარემ შეისწავლა ვიდეო კადრები საავტომობილო რეგისტრატორიდან, რომელზეც ჩანს, რომ სატვირთო გადამზიდი „БУК-ით“ მოძრაობს ქალაქ მაკეევკის ერთ-ერთ ქუჩაზე, ის სეპარატისტების კონტროლის ქვეშ იყო. პროკურორებმა შეადარეს ის თანამგზავრულ ფოტოებთან, რომლებიც 17 ივლისის დილას იყო გადაღებული. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ რეგისტრატორის ფოტოები ნამდვილია. რეგისტრატორის და ევროპის კოსმიური სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ფოტოებზე თანხვედრაშია ყველა ორიენტირი-კედლები, ხეები, გზის გასაყარი, სარკინიგზო გადასასვლელი და ხეების ჩრდილები. მტკიცებულებათა შორის არის სატელეფონო საუბრებიც-ირკვევა, რომ 2014 წლის 16 ივლისისთვის პრორუსი სეპარატისტების ხელმძღვანელობა რთულ მდგომარეობაში იყო, ჰქონდათ დიდი ადამიანური დანაკარგი და აქტიურად იღებდნენ დახმარებას რუსეთის ფედერაციისაგან. სასამართლო სხდომაზე მოისმინეს ის „გადაჭერილი“ სატელეფონო საუბრებიც, რომლებიც 17 ივლისს დილით სეპარატისტებს შორის რუსეთიდან „БУК“-ის ტრანსპორტირებას თემას ეხებოდა. ასევე, სასამართლომ მოუსმინა იმ სატელეფონო საუბრებსაც, რომლებიც „ბოინგის“ ჩამოგდების პირველ წუთებში შედგა. თავიდან ნათქვამი იყო ფრაზა-„ჩამოვაგდეთ“. მაშინ ბრალდებული სეპარატისტი ხარჩენკო თავის უფროსს ოლეგ პულატოვს ატყობინებდა, რომ უკრაინული სამხედრო „სუ 25“ ჩამოაგდეს, რაზეც ის პასუხობდა-„ყოჩაღ!“. მომხდარიდან დაახლოებით ნახევარ საათში სეპარატისტებმა დაიწყეს იმის განხილვა, რომ ეს შესაძლოა არა უკრაინელების სამხედრო ბორტი, არამედ სამგზავრო ლაინერი ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ სასამართლოში მოისმინეს სეპარატისტების პულატოვის და დუბინსკის ის სატელეფონო საუბარიც, რომელიც 17 ივლისს შედგა-სეპარატისტები ღიად საუბრობდნენ იმაზე, რომ აუცილებელია უკრაინული პოზიციების მიმართულებით სროლა „აღმოსავლელმა მეზობელმა“ დაიწყოს. ეს „მეზობელი“ ანუ რუსეთი დღემდე უარყოფს იმ ფაქტს, რომ პრორუს სეპარატისტებს ყველანაირად დაეხმარა და უკრაინის ანექსია მოახდინა. შემდეგი სასამართლო განხილვა ჰააგაში ხვალ, 24 ივნისს ჩატარდება, სიტყვით გამოვა სეპარატისტი ოლეგ პულატოვის დაცვის მხარე. ამის შემდეგ სასამართლო კოლეგია საზაფხულო არდადეგებზე გავა, ხოლო სექტემბერში დაიწყება დაღუპულთა ნათესავების მოსმენები. ნიდერლანდების პროკურატურა გეგმავს, რომ საბოლოო ბრალდება ნოემბერში წარადგინოს. დაგროვებული მტკიცებულებების გათვალისწინებით კი არ არის შორი ის დრო, როდესაც მომხდარ ტრაგედიაზე რეალური პასუხისმგებლობა არა მხოლოდ 4 ადამიანს, არამედ ერთ კონკრეტულ სახელმწიფოს დაეკისროს. მანამდე კი, მოდით უბრალოდ ვნახოთ, რა სიტყვებით მიმართეს დაღუპულთა ოჯახის წევრებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რომელსაც დღემდე არ სურს პასუხი აგოს იმ ყველაფრის გამო, რაც 2014 წლის 17 ივლისს მოხდა. „იმ ივლისის დღეს მომხდარი გამოუსწორებელი მოვლენების თქვენეულ უარყოფას ჩვენ ვერ შევეგუებით. ვწუხვართ იმ განვლილი შვიდი წლის გამო, როდესაც თქვენ ჩვენი ტკივილის აღიარებაზე უარს აცხადებდით და პირიქით მხოლოდ აღრმავებდით მას. სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ვერ გრძნობთ რამდენად ძლიერია რუსეთი, რათა თავისი „ჩავარდნები“ აღიაროს. სამწუხაროა იმ პრეზიდენტის დანახვა, რომელიც თავისი ერის ჭეშმარიტი სიდიადის მისაღწევად არ ისწრაფვის.“ ნოდარ საბანაძე პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორის ხედვებს ასახავს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

დიდი ბრიტანეთი უარყოფს, რომ რუსულმა გემმა შავ ზღვაში ბრიტანულ ხომალდს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსულმა გემმა შავ ზღვაში ბრიტანულ ხომალდს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა და Twitter-ში განცხადებას ავრცელებს. „გამაფრთხილებელი გასროლა HMS Defender-ის მიმართულებით არ ყოფილა. სამეფო საზღვაო ძალების გემი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიან გადაადგილებას საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს. მიგვაჩნია, რომ რუსები შავ ზღვაში საარტილერიო სწავლებას ატარებდნენ. არცერთი გასროლა არ განხორციელებულა HMS Defender-ის მიმართულებით და ჩვენ არ ვადასტურებთ განცხადებას, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ბრიტანული ხომალდის მოძრაობის მიმართულებით ბომბები ჩამოაგდო“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ რუსულმა სამხედრო გემმა ბრიტანეთის საზღვაო ძალების სამხედრო გამანადგურებელ გემს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა.

კელი დეგნანი: სამართლის უზენაესობა და სასამართლო სისტემა ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, შტატები 25 წელზე მეტია საქართველოსთან მართლმსაჯულების, მათ შორის სისხლის სამართლებრივი სისტემის განვითარებაზე მუშაობს და მნიშვნელოვანია ამ სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება. ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. როგორც ელჩმა იუსტიციის მინისტრთან რატი ბრეგაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სამართლის უზენაესობა და სასამართლო სისტემა ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და სწორედ ამიტომ არის იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობა ასეთი მნიშვნელოვანი. ,,ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მინისტრი ბრეგაძესთვის მიმელოცა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და მომესმინა მისი პრიორიტეტების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატები 25 წელზე მეტია საქართველოსთან მართლმსაჯულების, მათ შორის სისხლის სამართლებრივი სისტემის განვითარებაზე მუშაობს. საქართველოს სისხლის სამართლებრივი, პენიტენციური და მთლიანად სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება USAID-ის, იუსტიციის დეპარტამენტის, სახელმწიფო დეპარტამენტის და არაერთი სხვა სააგენტოს რამდენიმე პროგრამა. ეს არის სფერო, სადაც ძალიან ძლიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს და მნიშვნელოვანი იყო ამ თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ მინისტრთან საუბარი, რის შედეგადაც შესაძლოა მის მიერ დასახული პრიორიტეტული მიმართულებების გაფართოებაც მოხდეს. ყველამ ვიცით, რომ სამართლის უზენაესობა და სასამართლო სისტემა ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და სწორედ ამიტომ არის ჩვენი თანამშრომლობა იუსტიციის სამინისტროსთან ასეთი მნიშვნელოვანი. გასული წლის არჩევნების შემდეგ გამართული მოლაპარაკებების პერიოდში ვიხილეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. სწორედ ამიტომ კმაყოფილება გამოვთქვით, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს შეთანხმებას სასამართლი რეფორმის შესახებ, რაც 19 აპრილის შეთანხმებაშია ასახული. ჩვენ მკაფიოდ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, როგორც მმართველ ისე ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება მისი სრული სულისკვეთებით. მიზანი არის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება და გაძლიერება. ეს არის საქმე, რომელიც ყველამ უნდა შევასრულოთ და რომელიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებს ემსახურება", - განაცხადა დეგნანმა.

ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ უზენაესის მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ დაჩქარდება

ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ დაჩქარდება. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცუდი სტარტი იქნება 19 აპრილის შეთანხმების ამ ძალიან მნიშვნელოვანი თავისთვის. „ჩემს კოლეგებთან ერთად აშშ-დან და ევროპის საბჭოდან უკვე გამოვთქვით პოზიცია, რომ ამ კანდიდატებთან დაკავშირებით არ უნდა აჩქარდნენ. ასევე, გაითვალისწინონ კანონი, ასევე ვენეციის კომისიის რჩევები, დასკვნები და შემდეგ დააკვირდნენ პროცესს და დარწმუნდნენ, რომ არსებობს თანასწორი მიდგომა ყველა კანდიდატის მიმართ, ჩვენ ამ მყარ პოზიციაზე ვრჩებით. იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი პარლამენტში განიხილება. ჩვენ ამას 19 აპრილის შეთანხმების პერსპექტივიდან დავაკვირდებით, ისევე როგორც იმ პირობებიდან, რომელსაც ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარება ითვალისწინებს, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირებული შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პერსპექტივიდან. იმედი გვაქვს, პროცესი არ დაჩქარდება, ვინაიდან ეს 19 აპრილის შეთანხმების ძალიან მნიშვნელოვანი თავის ცუდ დასაწყისს შექმნის“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. „მარტო პარლამენტში“ - ოპოზიციის ანონსი კელი დეგნანი: თუ ისევ გაგრძელდება მოსამართლეების დანიშვნა, ეს იქნება დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის

კარლ ჰარცელი ზაზა გახელაძეზე: ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი

ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ზაზა გახელაძის საკითხზე საუბრისას განაცხადა. ჰარცელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით იყოს პროგრესი. „ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს ამ სიტუაციის გადასაწყვეტად, როგორიც არის ევროკავშირის სადამკვირებლო მისია, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, სატელეფონო ცხელი ხაზი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით იყოს პროგრესი", - განაცხადა კარლ ჰარცელმა. შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

დავით ზალკალიანი: სენატში დაინიცირებული რეზოლუცია არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, სენატში დაინიცირებული რეზოლუცია არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, რეზოლუცია მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიც არის 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაცია. "ეს გახლავთ სენატორ შაჰინის და ჯონსონის ერთობლივად დაინიცირებული სენატის რეზოლუცია, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. მოგეხსენებათ, რომ სულ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა სენატორი შაჰინი საქართველოში. მისი დაინიცირებული რეზოლუცია მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიც არის 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაცია, რომ ყველა ხელმომწერმა პარტიამ აუცილებლად უნდა შეასრულოს შეთანხმება, პირდაპირ, მკაფიოდ არის რეზოლუციაში ჩადებული მოწოდება ერთ კონკრეტულ პარტიაზე, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე". ამაზე მკაფიო გზავნილი არ არსებობს და ადრესატმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, რომ შეთანხმების შესრულება იწყება ხელმოწერიდან და ხელმოწერის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველა იქ არსებული დებულებების იმპლემენტაცია უნდა მოხდეს", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. ზალკალიანის თქმით, რეზოლუციაში კიდევ ერთხელ არის გამოხატული საქართველოს სუვერენიტეტისა და ტეიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილი. "პირდაპირ არის ტექსტში ჩაწერილი ეს და აგრეთვე, რაც მნიშვნელოვანია, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით მოწოდება. ვფიქრობ, კონგრესის, სენატის მხრიდან ამ მკაფიო გზავნილის გაგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, მნიშვნელოვნად დაგვეხმარება როგორც დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის გაძლიერების კუთხით", – განაცხადა დავით ზალკალიანმა. ხაზგასმით ვაცხადებთ, აშშ მხარს უჭერს უფრო მტკიცე დემოკრატიას საქართველოში - სენატში რეზოლუცია წარადგინეს

აშშ-ის საელჩო: 19 აპრილს "ქართული ოცნება" და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეების მიმდინარე დანიშვნები უნდა შეჩერდეს

საქართველოში აშშ-ს საელჩო მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "19 აპრილს "ქართული ოცნება" და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ "მიმდინარე დანიშვნები უნდა შეჩერდეს". შეთანხმდნენ ყოველისმომცველ და ინკლუზიურ საარჩევნო რეფორმაზე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის ახალ კანონმდებლობაზე", - ამის შესახებ აშშ-ის საელჩო Twitter-ში წერს და შარლ მიშელის დოკუმენტს აზიარებს. დოკუმენტში, რომელიც საელჩომ გააზიარა აღნიშნულია: "ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, შემდეგი პუნქტების ჩათვლით: სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ, 2017 და 2019 წლებში მიღებული მართლმსაჯულების რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად: 1. პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას; 2. უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავონ; 3. ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა. 4. პარტიები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ სასამართლო რეფორმა ინკლუზიური პროცესის საშუალებით, სასამართლო რეფორმის მე-3 და მე-4 ტალღის ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით. ვადები: 1. ამ შეთანხმების განხორციელებისა და შემდგომი რეფორმების შესახებ დისკუსია იწყება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლისთანავე. 2. პროექტი შედგენილია და 1-ელ ივლისამდე იგზავნება ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად. 3. პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე ჩატარდება. 4. პარლამენტი სწრაფად დაამტკიცებს რეფორმებს, არაუგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა".

კელი დეგნანი: მკაფიოდ მოვუწოდებთ როგორც მმართველ ისე ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება მისი სრული სულისკვეთებით

"მკაფიოდ მოვუწოდებთ როგორც მმართველ ისე ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება მისი სრული სულისკვეთებით", - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. როგორც ელჩმა იუსტიციის მინისტრთან რატი ბრეგაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სამართლის უზენაესობა და სასამართლო სისტემა ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და სწორედ ამიტომ არის იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობა ასეთი მნიშვნელოვანი. ,,ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მინისტრი ბრეგაძესთვის მიმელოცა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და მომესმინა მისი პრიორიტეტების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატები 25 წელზე მეტია საქართველოსთან მართლმსაჯულების, მათ შორის სისხლის სამართლებრივი სისტემის განვითარებაზე მუშაობს. საქართველოს სისხლის სამართლებრივი, პენიტენციური და მთლიანად სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება USAID-ის, იუსტიციის დეპარტამენტის, სახელმწიფო დეპარტამენტის და არაერთი სხვა სააგენტოს რამდენიმე პროგრამა. ეს არის სფერო, სადაც ძალიან ძლიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს და მნიშვნელოვანი იყო ამ თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ მინისტრთან საუბარი, რის შედეგადაც შესაძლოა მის მიერ დასახული პრიორიტეტული მიმართულებების გაფართოებაც მოხდეს. ყველამ ვიცით, რომ სამართლის უზენაესობა და სასამართლო სისტემა ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და სწორედ ამიტომ არის ჩვენი თანამშრომლობა იუსტიციის სამინისტროსთან ასეთი მნიშვნელოვანი. გასული წლის არჩევნების შემდეგ გამართული მოლაპარაკებების პერიოდში ვიხილეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. სწორედ ამიტომ კმაყოფილება გამოვთქვით, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს შეთანხმებას სასამართლი რეფორმის შესახებ, რაც 19 აპრილის შეთანხმებაშია ასახული. ჩვენ მკაფიოდ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, როგორც მმართველ ისე ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება მისი სრული სულისკვეთებით. მიზანი არის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება და გაძლიერება. ეს არის საქმე, რომელიც ყველამ უნდა შევასრულოთ და რომელიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებს ემსახურება", - განაცხადა დეგნანმა.

სალომე ზურაბიშვილი: მოსამართლეების დანიშვინის შეჩერება სწორად არ მიმაჩნია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსამართლეების დანიშვნის შეჩერების საკითხს გამოემხაურა და აღნიშნა, რომ დანიშვნის შეჩერება სწორად არ მიაჩნია. ამის ესახებ მან უკრაინაში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში წერია პაუზა და არა შეჩერება, ეს ორი სხვადასხვა რამეა. "ვფიქრობ, მიმდინარეობს პროცესი ყველა მიმართულებით, რაც ეხება შარლ მიშელის დოკუმენტს. კრიტიკა ჯერ შარლ მიშელისგან არ გამიგია. მივიჩნევ, რომ რაღაც ფორმით ვარ პასუხისმგებელი, ამიტომ ვაკვირდები ამ პროცესს. ტერმინების თამაში მიდის, რომელსაც მე არ ვეთანხმები. დოკუმენტში წერია პაუზა და არა შეჩერება, ეს ორი სხვადასხვა რამეა. მე ვიცი, რამდენად გადატვირთულია ჩვენი სასამართლო და ამიტომ შეჩერება არ მიმაჩნია სწორად, ამაზე მქონდა კიდეც ამერიკის ელჩთან საუბარი. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ბევრი მიმართულებით, ეს იქნება საარჩევნო კოდექსი, ამნისტიის კანონი სამართლებრივი კუთხით და მივაღწევთ შედეგს, ამაში დარწმუნებული ვარ. ვფიქრობ, ულტიმატუმების დრო არ არის. მინდა, ყველას ვუთხრა, შედგა შეთანხმება, ახლა დროა, ამ დოკუმენტის მაქსიმალურად შესრულების და არ არის დრო დავუბრუნდეთ იმ გზავნილებს – ასე თუ არ მოიქცევი, მე გავალ, მე შევალ, მე არ შევალ. საზოგადოება ამით დაიღალა და ეს გამოჩნდება არჩევნებში. თუ ყველა არ მიხვდება, რომ საზოგადოებას უნდა წინსვლა, უნდა შედეგები. ჩვენ ეკონომიკურად რთულ პერიოდში ვართ, გამოვდივართ ამ კრიზისიდან. პანდემიაც ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის, ისმის სხვადასხვა ქვეყნებში შემაშფოთებელი გზავნილები ახალ შტამებზე, ამიტომ ფრთხილად ვიყოთ და არ ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი მოხსნილია, ვიფიქროთ წინსვლაზე. ეს იყო უკრაინაში ჩემი გზავნილი. ბევრი გვაქვს გასაკეთებელი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი: ზელენსკისთან შეხვედრის მთავარი შედეგი არის ის, რომ არ არსებობს ადამიანი, პიროვნება, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ორი ქვეყნის საუკუნოვან ურთიერთობას

რეალურად ჩვენ ახალი ფურცლიდან დავიწყეთ ურთიერთობები, რომელიც იყო შესული რაღაცა გაუგებრობაში და არა ჩიხში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში, ქართველ ჟურნალისტებს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საჭირო იყო ბევრი რამის ერთმანეთში გარკვევა. "ვუბრუნდებით იმას, რაც უნდა ყოფილიყო ჩვენი ურთიერთობების ნორმა და უნდა გვემუშავა იმ მიმართულებით, რაც არის ორი ქვეყნის აუცილებელი მიმართულება, გამომდინარე იქიდან, რამდენი საერთო გამოწვევა გვაქვს, დაწყებული ოკუპაციიდან, ქვეყნის წინაშე მდგარი ძალიან დიდი გამოწვევა, რაც ჩვენც და უკრაინასაც პრინციპში ხელს უშლის, რომ წინ წავიდეთ ბევრად უფრი სწრაფად. ოკუპაციის მიმართ ჩვენ ვიცით, რომ ახალი სტრატეგია მუშავდება, მათი მხრიდანაც არის სურვილი, რომ ამ თემებზე ყირიმის პლატფორმის დროს იყოს ჩვენი ხედვების შეჯერება. პრეზიდენტ ზელენსკის პირობა მივეცი, რომ საქართველო დაესწრება ყირიმის პლატფორმას, მონაწილეობას უთუოდ მივიღებთ. როცა ვამბობ, რომ უნდა ვიმუშაოთ და ის დაკარგული დრო აღვადგინოთ, ეს პირველ რიგში ეხება ევროკავშირს. ის ფაქტი, რომ ჩვენ ბათუმში გვექნება არა მხოლოდ ჩვეულებრივი ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია, არამედ ამჯერად ასევე ტრიოს სამიტი, რომელსაც დაესწრება შარლ მიშელი და რომელიც მოგვცემს საშუალებას, ძალიან კონკრეტულად, რომ ჩვენ, უკრაინამ, საქართველომ და დიდი იმედი მაქვს მოლდოვამ, რადგან ველოდებით მოლდოვაში არჩევნებს, სამივემ შევძლებთ, დავსახოთ ის გზა, რაც მიგვიყვანს კიდევ უფრო დაახლოებამდე და ინტეგრაციამდე", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის მთავარი შედეგი არის ის, რომ არ არსებობს ადამიანი, არ არსებობს პიროვნება, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ორი ქვეყნის მართლაც საუკუნოვან ურთიერთობას. "ვფიქრობ, ორივე მხარე მიხვდა, რომ ეს არ იყო საჭირო და უკრაინამ ყოველ შემთხვევაში ეს აღიარა. უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში დავპატიჟე 18 ივლისისთის. უკვე მზადება არის ამ შეხვედრის. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ დავიწყებთ მუშაობას კონკრეტულ საკითხებზე – რა მხრივ შეიძლება, ასოცირებულმა ქვეყნებმა წინ წაიწიონ ევროპასთან ინტეგრაციისკენ, შავ ზღვაზე რა შეიძლება, რომელიც ასევე NATO-სთან არის დაკავშირებული. ჩემი მთავარი გზავნილი იყო, რომ ყველა ამ საკითხზე ვმუშაობთ ევროკავშირის პარტნიორებთან, რომელთა ინტერესიც ჩვენი რეგიონის მიმართ არის მზარდი. ჩვენ შევაფასეთ დადებითად NATO-ს სამიტი. ეს არ იყო ჩვეულებრივი სამიტი, იყო უფრო ამერიკის ახალი პრეზიდენტისა და NATO-ს პარტნიორების გაცნობითი და პირველი შეხვედრა, მაგრამ ის გზავნილები, რაც ჩაიწერა სამიტის განცხადებაში ჩვენს მიმართ, არის ძალიან დამაიმედებელი, სერიოზული. ამიტომ ამის მიმართ რაღაცა განსახვავებული შეხედულებები არ შეიძლება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრას მართავს სალომე ზურაბიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მოიწვია

სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის პირობა მივეცი, რომ საქართველო დაესწრება ყირიმის პლატფორმას

"პრეზიდენტ ზელენსკის პირობა მივეცი, რომ საქართველო დაესწრება ყირიმის პლატფორმას, მონაწილეობას უთუოდ მივიღებთ", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს და უკრაინას საერთო გამოწვევები აქვთ. "რეალურად ჩვენ ახალი ფურცლიდან დავიწყეთ ურთიერთობები, რომელიც იყო შესული რაღაცა გაუგებრობაში და არა ჩიხში. ვუბრუნდებით იმას, რაც უნდა ყოფილიყო ჩვენი ურთიერთობების ნორმა და უნდა გვემუშავა იმ მიმართულებით, რაც არის ორი ქვეყნის აუცილებელი მიმართულება, გამომდინარე იქიდან, რამდენი საერთო გამოწვევა გვაქვს, დაწყებული ოკუპაციიდან, ქვეყნის წინაშე მდგარი ძალიან დიდი გამოწვევა, რაც ჩვენც და უკრაინასაც პრინციპში ხელს უშლის, რომ წინ წავიდეთ ბევრად უფრი სწრაფად. ოკუპაციის მიმართ ჩვენ ვიცით, რომ ახალი სტრატეგია მუშავდება, მათი მხრიდანაც არის სურვილი, რომ ამ თემებზე ყირიმის პლატფორმის დროს იყოს ჩვენი ხედვების შეჯერება. პრეზიდენტ ზელენსკის პირობა მივეცი, რომ საქართველო დაესწრება ყირიმის პლატფორმას, მონაწილეობას უთუოდ მივიღებთ. როცა ვამბობ, რომ უნდა ვიმუშაოთ და ის დაკარგული დრო აღვადგინოთ, ეს პირველ რიგში ეხება ევროკავშირს. ის ფაქტი, რომ ჩვენ ბათუმში გვექნება არა მხოლოდ ჩვეულებრივი ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია, არამედ ამჯერად ასევე ტრიოს სამიტი, რომელსაც დაესწრება შარლ მიშელი და რომელიც მოგვცემს საშუალებას, ძალიან კონკრეტულად, რომ ჩვენ, უკრაინამ, საქართველომ და დიდი იმედი მაქვს მოლდოვამ, რადგან ველოდებით მოლდოვაში არჩევნებს, სამივემ შევძლებთ, დავსახოთ ის გზა, რაც მიგვიყვანს კიდევ უფრო დაახლოებამდე და ინტეგრაციამდე", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის რადას თავმჯდომარესთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კიევში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის უმაღლესი ეროვნული რადას თავმჯდომარეს დმიტრო რაზუმკოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობასა და NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პროგრესს. "სახელმწიფო დელეგაციის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან იოსელიანმა უკრაინელ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საპარლამენტო კანონშემოქმედებითი საქმიანობის შესახებ, აღინიშნა რომ პარლამენტში მიმდინარეობს შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმების პუნქტების აღსრულება. გამოითქვა იმედი, რომ კოვიდპანდემიის დაძლევასთან ერთად საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის მუშაობა კვლავ გააქტიურდება და არადისტანციურ რეჟიმზე გადავა. აღინიშნა რომ, საქართველოში არსებული კრიზისი ევროკავშირის, აშშ-სა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის ჩართულობით განიმუხტა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ენტონი ბლინკენი: აშშ-ს გერმანიაზე უკეთესი პარტნიორი და მეგობარი არ ჰყავს

ამერიკის შეერთებულ შტატებს გერმანიაზე უკეთესი პარტნიორი არ ჰყავს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბერლინში, კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის წინ, ჟურნალისტებს განუცხადა. ”ვფიქრობ, სამართლიანია იმის თქმა, რომ შეერთებულ შტატებს გერმანიაზე უკეთესი პარტნიორი და მეგობარი არ ჰყავს" , - განაცხადა ბლინკენმა. ბლიკენის თქმით, ბერლინთან კარგი ურთიერთობა ვაშინგტონის დღის წესრიგში იქნება.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრემიერთან საქართველო-უკრაინის საერთო მისწრაფებები და გამოწვევები განიხილა

უკრაინაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ პარტნიორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე რომელიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს მოიცავს. "აღინიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას საერთო გამოწვევები და მისწრაფებები აქვს, რომელიც რა თქმა უნდა, მოიცავს დეოკუაპციას, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ძალიან მოხარულია, რომ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი ახალ იმპულსს იძენს, ეს ურთიერთობები განახლდა, აღდგა და დავუბრუნდით ნორმალური ურთიერთობების იმ დონეს, რაც ჩვენი ქვეყნების მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს ეკადრება. აღინიშნა, NATO-ს 14 ივნისის სამიტის განცხადების მნიშვნელობა, რომლითაც NATO ჩვენ მხარს უჭერს საქართველოს და აღიარებს მის მიერ გაწეული რეფორმების შედეგებს. შეხვედრისას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის ინტერესშია საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა და რეგიონში სტაბილურობა და ამ ინტერესის ნათელი დადასტურებაა სწორედ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის აქტიური ჩართულობა იმ პროცესში, რომლის დროსაც მისი მედიაციით მოხდა საქართველოში კრიზისის დაძლევა. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ადამიანის უკანონო გატაცებების ფაქტებს. როგორც ოკუპაციაზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაფართოვდეს, რაც პრაქტიკულად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ნაწილია და უნდა შესრულდეს. ეკონომიკა, სავაჭრო ურთიერთობები, ტურიზმი, რელიგიური ტურიზმი, კინოს წარმოება, ერთობლივი კინოპროდუქციის შექმნა, ტექნიკური ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობა - ეს შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა არასრული ჩამონათვალია. აღინიშნა, რომ ყველა ინსტრუმენტი და ყველა ფორმატი აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ამ მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებისათვის", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხაებაში.

სალომე ზურაბიშვილი: ზურა ბაკურაძის გარდაცვალებამ არა მხოლოდ „ქართული ხმები“, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მუსიკალური კოლექტივი და ანსამბლი დააობლა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ანსამბლ "ქართული ხმების" სოლისტის, ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. "მწუხარებას გამოვთქვამ ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანის ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტის, ზურა ბაკურაძის გარდაცვალების გამო ზურას გარდაცვალებამ არა მხოლოდ „ქართული ხმები“, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მუსიკალური კოლექტივი და ანსამბლი დააობლა, კიდევ ერთი გამორჩეული ხმა გამოაკლდა ქართულ მრავალხმიანობას ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს", - წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. დღეს, ,,ქართული ხმების" სოლისტი ზურაბ ბაკურაძე გარდაიცვალა.

BBC: გამოძიებით დადგინდა, რომ სამხრეთ აფრიკელ ქალს გოსიამე სიტოლეს 10 ტყუპი არ გაუჩენია

ოფიციალური გამოძიების შედეგად დადგინდა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხრეთ აფრიკელმა ქალმა გოსიამე სიტოლემ ივნისის დასაწყისში 10 ტყუპი გააჩინა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გაუთენის პროვინვიის მთავრობის განცხადებით, პროვინციის არცერთ კლინიკას არ მიუღია მშობიარე, რომელმაც 10 შვილი გააჩინა. სამედიცინო გამოკვლევამ კი აჩვენა, რომ სიტჰოლე ორსულადაც კი არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის ქალი ამჟამად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფება და მას საჭირო ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ. პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაში არ არის ნათქვამი მიზეზების შესახებ, თუ რამ გამოიწვია მსგავსი ამბის შეთხზვა. შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 37 წლის სამხრეთ აფრიკელმა ქალმა 10 ტყუპი გააჩინა.

დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრი: აგვისტოს ბოლოსთვის "ინდური შტამი" ევროკავშირში ინფიცირების შემთხვევების 90%-ს შეადგენს

ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის პროგნოზებით, აგვისტოს ბოლოსთვის ევროკავშირში გავრცელებული კორონავირუსის შემთხვევების 90% უკვე "ინდური შტამი", ე.წ. "დელტა" ვარიანტი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს. ცენტრის განცხადებით, ზაფხულის არდადეგების დაწყებისთანავე,.აუცილებელია მოსახლეობა სრულად იყოს აცრილი, მათ შორის ახალგაზრდებიც. მათივე ცნობით, წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, რომ „დელტა“ ვარიანტს შეუძლია დააინფიციროს ის ადამიანები, რომლებმაც ვაქცინების ერთი დოზა მიიღეს. "სამწუხაროდ, წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, რომ "ინდურ შტამს" შეუძლია დააინფიციროს ის ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ამჟამად არსებული ვაქცინების მხოლოდ ერთი დოზა. ძალიან სავარაუდოა, რომ "დელტას" ვარიანტი ფართო მასშტაბით ვრცელდება ზაფხულის განმავლობაში, განსაკუთრებით ახალგაზდებში, რომლებიც არ აცრილან. ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო დაუცველი პირების დაინფიცირების რისკი და განაპირობოს მძიმე დაავადებები და გარდაცვალება, თუ ისინი არ არიან სრულად ვაქცინირებულნი კარგი ამბავია, რომ ამჟამად არსებული ვაქცინების ორი დოზის მიღება უზრუნველყოფს მაღალ დაცვას "ინდური შტამით" ინფიცირებისგან და მისი შედეგებისგან",- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრეა ამონმა.