ძებნის რეზულტატი:

ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 27 წლისთავს ულოცავს სამსახურის პირად შემადგენლობას, ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელსა და ვეტერანს, ყველას, ვინც ერთგულად დგას ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე. მთავრობის მეთაურის მილოცვაში აღნიშნულია, რომ სპეციალური სამსახური საერთაშორისო სტანდარტების უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 27 წლისთავს გილოცავთ სამსახურის პირად შემადგენლობას, ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელსა და ვეტერანს, ყველას, ვინც ერთგულად დგახართ ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე. ამ დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გმირულად დაღუპულ თქვენს თანამებრძოლთა ნათელ ხსოვნას. არ არსებობს უფრო ღირსეული საქმე, ვიდრე ხალხისა და სახელმწიფოს მსახურებაა. ამ წლების განმავლობაში თითოეული თქვენგანის პროფესიონალიზმისა და თავდადების წყალობით სპეციალური სამსახური საერთაშორისო სტანდარტების უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში. მადლობას გიხდით ქართული სახელმწიფოს მსახურებისათვის და მომავალ წარმატებებს, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

ხაზგასმით ვაცხადებთ, აშშ მხარს უჭერს უფრო მტკიცე დემოკრატიას საქართველოში - სენატში რეზოლუცია წარადგინეს

აშშ-ის სენატში წარდგენილი რეზოლუცია მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისთვის საჭირო სისტემურ რეფორმებს, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას და უფრო მტკიცე დემოკრატიის უზრუნველყოფას უსვამს ხაზს. რეზოლუცია, საქართველოში ყველა პარტიას მოუწოდებს, შარლ მიშელის შუამავლობით 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმება სწრაფად შეასრულონ და ადასტურებს სენატის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატალანტიკური მისწრაფებისადმი. 1. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და პარლამენტში არჩეულ სხვა პარტიებს სრულად შეასრულონ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენლი კომპრომისი. 2. მოვუწოდებთ ყველა არჩეულ პარლამენტარს დაიკავონ ადგილი პარლამენტში და დაიწყონ მუშაობა საკითხის შემდგომი გადადების გარეშე იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას, მათ შორის COVI19-ის პანდემიის შედეგები, დასუსტებული ეკონომიკა და გამოწვევების წინაშე არსებული რეგიონული დინამიკა. 3. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაატაროს სისტემური რეფორმები, რომლებიც ყველა მხარესთან ინკლუზიური და გამჭვირვალე საკონსულტაციო პროცესის ფარგლებში შემუშავდა, რათა უზრუნველყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც არ მოემსახურება პოლიტიკურ და პარტიულ მიზნებს, მათ შორის ვენეციის კომისიისა და სხვა ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიღებითა და ამოქმედების გზით. 4. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაატაროს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ შემუშავებული სისტემური საარჩევნო რეფორმები, რაც გადაჭრის პოლიტიკური ჩიხის მიზეზებს და თავიდან აიცილებს ასეთი კრიზისის ხელახლა წარმოშობას, მათ შორის ეუთოსა და ოდირის რეკომენდაციების სრულად მიღებისა და ამოქმედების გზით. 5. ვაღიარებთ, რომ პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში გამწვავდა რუსეთის ფედერაციის ძალისხმევით, რომელიც მიმართული იყო ქაოსის გავრცელებისკენ საქართველოში, მათ შორის უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 6. გამოვხატავთ შეშფოთებას, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების განმტკიცების გზაზე არსებული დაბრკოლებები შეაფერხებს საქართველოს პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების მიღწევასა და ეკონომიკის გაძლიერების მიმართულებით, რასაც შესაძლოა, მოჰყვეს საქართველოსთვის განკუთვნილ დახმარებაზე გარკვეული პირობების დაწესება. 7. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აშშ მხარს უჭერს უფრო მტკიცე დემოკრატიას საქართველოში, სადაც მმართველი ინსტიტუტები აჩვენებენ ერთიანობას, დაცულია ანგარიშვალდებულება და ბალანსი, გამჭვირვალობა და შესაძლებლობა, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთისა და სხვა მავნე ზეგავლენას და შეუძლიათ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფების მიღწევა. კონგრესის ვებგვერდზე გამოქვეყნებული რეზოლუციის პროექტი სენატორ რონ ჯონსონის მიერ არის ინცირებული, რომელსაც მხარს უჭერენ სენატორები ჯინ შაჰინი, ჯეიმს რიში, კრის ვან ჰოლენი და ჯონ ბარასო.

სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრას მართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრას მართავს. მანამდე უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. სალომე ზურაბიშვილი კიევს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. კიევში დაგეგმილია შეხვედრები უკრაინის პრემიერთან, დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარესთან, დმიტრო რაზუმკოვთან. საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.

ვოლოდიმირ ზელენსკი: თბილისსა და კიევს შორის პოლიტიკური დიალოგი ახალ იმპულსს იძენს

პოლიტიკური დიალოგი თბილისსა და კიევს შორის ახალ იმპულსს იძენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანია. „ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა შევავსოთ რეალური შინაარსით და კონკრეტული პროექტებით, ურთიერთმხარდაჭერის საფუძველსა და ჩვენს შორის ურთიერთნდობის საფუძველზე. უკრაინასა და საქართველოს ერთობლივი მიზნები აერთიანებთ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების თვალსაზრისით და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. უკრაინისა და ჩვენი პარტნიორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება. შავი ზღვა უნდა იყოს უსაფრთხო აკვატორია თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ და საქართველოს მადლობა გადაუხადა ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. „იმედი გვაქვს, ქართულ მხარესთან ვითანამშრომლებთ ყირიმის დეოკუპაციის მიზნით. ჩემი მხრივ მინდა დავადასტურო უკრაინის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე თქმით, საქართველო უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ პანდემიის მიუხედავად, სავაჭრო ბრუნვა 25%-ს მიაღწევს. საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში 22 ივნისს ეწვია. ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სალომე ზურაბიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მოიწვია

სალომე ზურაბიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მოიწვია. როგორც სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში ვიზიტისას ზელენსკისკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. „დღევანდელი ვიზიტი მხოლოდ საწყისია ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების გაძლიერებისა. პრეზიდენტ ზელენსკის ვეპატიჟები, 18 ივლისს ვიზიტით ჩამოვიდეს საქართველოში. ასევე, მესმის, რომ ყირიმის პლატფორმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და როგორც კი ჩავალთ, კოორდინაციის რეჟიმში გადავწყვეტთ ვინ იქნება საქართველოს წარმომადგენელი ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო უთუოდ იქნება ამ პლატფორმაზე წარმოდგენილი. ამასთან, ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს ჩვენი ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ მაღალ დონეზე და შევთავაზე პრეზიდენტ ზელენსკის კულტურული დღეებით აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინისა და ჩვენი პარტნიორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება

უკრაინისა და ჩვენი პარტნიორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმი, შავი ზღვა უნდა იყოს უსაფრთხო აკვატორია თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობისთვის“. „უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანია. პოლიტიკური დიალოგი კი თბილისსა და კიევს შორის ახალ იმპულსს იძენს. ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა შევავსოთ რეალური შინაარსით და კონკრეტული პროექტებით, ურთიერთმხარდაჭერის საფუძველსა და ჩვენს შორის ურთიერთნდობის საფუძველზე. უკრაინასა და საქართველოს ერთობლივი მიზნები აერთიანებთ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების თვალსაზრისით და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. უკრაინისა და ჩვენი პარტნიორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება. შავი ზღვა უნდა იყოს უსაფრთხო აკვატორია თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ და საქართველოს მადლობა გადაუხადა ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. „იმედი გვაქვს, ქართულ მხარესთან ვითანამშრომლებთ ყირიმის დეოკუპაციის მიზნით. ჩემი მხრივ მინდა დავადასტურო უკრაინის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ორივე ქვეყანამ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს. „ჩვენ ერთობლივი ევროპული მისწრაფებები გვაქვს. უკრაინამ და საქართველომ უნდა იზრუნონ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. მოლაპარაკებების დროს ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს იქნება საკვანძო მიმართულება შემდგომი ურთიერთობების. მწამს, ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობები მომავალშიც ტრადიციულად გაგრძელდება, განვითარდება საქართველოსა და უკრაინის ინტერესებში, ასევე, გაერთიანებული ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოების ინტერესებში“, - აღნიშნა ზელენსკიმ. საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში 22 ივნისს ეწვია. ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვოლოდიმირ ზელენსკი: თბილისსა და კიევს შორის პოლიტიკური დიალოგი ახალ იმპულსს იძენს სალომე ზურაბიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მოიწვია

სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენი ურთიერთობა უბრუნდება საკუთარ ნორმას

„ჩვენი გზა დეოკუპაციისკენ არის ნათელი, ეს არის მშვიდობიანი გზა, ამ მიმართულებით საქართველომ გააკეთა თავისი განაცხადა, უარი თქვა ნებისმიერი ძალის გამოყენებაზე, მინდა, მოვუწოდო რუსეთს, რომ იგივე გზას გაჰყვეს ამ რეგიონში და საერთოდ, დღევანდელ მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვერცერთი ესკალაციის პირობებში ვერ იქნება სახელმწიფოთა შორის რამე გზა მოძებნილი კონფლიქტების დაძლევისთვის. მისივე განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას აერთიანებთ არამხოლოდ საუკუნოვანი მეგობრობა, არამედ ერთობლივი მიზნები, დეოკუპაცია, ევროკავშირი და NATO-სკენ მიმავალი გზა. ,,დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნების საუკუნოვან ისტორიაში, რადგან ორივე ქვეყანა ამ წელს ვზეიმობთ დამოუკიდებლობის აღდგენის იუბილეს და მომავალ წელს ავღნიშნავთ ჩვენი ურთიერთობების აღდგენის 30 წელს. პირველად, 15 წლის შემდეგ, პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს უკრაინას, თუმცა მოხარული ვარ, რომ მე ვესწრებოდი უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციას. სამწუხაროა, რომ ამის შემდეგ გარკვეული დრო დაიკარგა. დრო, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების გაღრმავებისათვის, ისევე როგორც ევროკავშირისა და NATO-ს მიმართულებით ჩვენი საერთო მიზნების გამყარებისათვის. მე პირადად, ჩვენს ურთიერთობების ვუფრთხილდებოდი და დღესაც ვუფრთხილდები. 2020 წლის 23 აპრილს წუხლს გამოვთქვამდი ურთიერთობებში გაჩენილი პრობლემის გამო, 2021 წლის 9 აპრილს საპარლამენტო სიტყვით გამოსვლისას ავღნიშნე, რომ ,,არ მინდა ჩვენი დამოუკიდებლობის გამყარების დღე დავასრულო და არ ვახსენო უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს, სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“,- რასაც მოჰყვა ჩვენი ურთიერთობების ფორმალური აღდგენა. ამის შემდეგ შედგა რამდენიმე ვიზიტი. ვთვლი, რომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტი უნდა უფრთხილდებოდეს ჩვენი ქვეყნების უერთიერთობას. ჩვენი ურთიერთობა უბრუნდება საკუთარ ნორმას, რომელიც დაფუძნებულია ორ მთავარ პრინციპზე - ხალხთაშორის საუკუნოვან მეგობრობასა და ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობის მუდვმივ და ურყევ მხარდაჭერაზე. დღეს გვაერთიანებს არამხოლოდ ჩვენი საუკუნოვანი მეგობრობა, არამედ პარალელური ამოცანები და ერთობლივი მიზნები. ესენი არის ჩვენი ქვეყნებისა და ტერიტორიების დეოკუპაცია, ევროკავშირისკენ და NATO-სკენ მიმავალი გზა, ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის გაზრდა. დეოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნების ტკივილი, წუხილი და გამოწვევა. საქართველოს ამოცანაა დეოკუპაცია და ამ კუთხით ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბება. დებორდერიზაცია, ადამიანის უფლებების დაცვა და არ შეიძლება არ ავღნიშნო სტრასბურგის სასამართლოს დასკვნა ამ მიმართულებით, რაც არის ძალიან დიდი გამარჯვება საქართველოსთვის. ასევე ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებთან ურთიერთობის აღდგენა. არ შეიძლება, გაგრძელდეს რუსეთისგან ყოველდღიური პროვოკაცია საოკუპაციო ხაზთან - გადაადგილებები, გატაცებები. დღეს კიდევ ერთხელ მინდა ვახსენო ჩვენი მოქალაქე ზაზა გახელაძე, რომელიც არის 12 წლით დაკავებული და ყველა უწყება მუშაობს მისი გათავისუფლებისთვის და ყველა ჩვენი პარტნიორისგან ველოდებით ამ კუთხით მხარდაჭერას. ჩვენი გზა დეოკუპაციისკენ არის ნათელი, ეს არის მშვიდობიანი გზა. ამ მიმართულებით საქართველომ გააკეთა თავისი განაცხადი და უარი თქვა ნებისმიერი ძალის გამოყენებაზე. მინდა მოვუწოდო რუსეთს, იგივე გზას გაჰყვეს ამ რეგიონში და საერთოდ დღევანდელ მსოფლიოში. პანდემიის შემდეგ ბოლოს და ბოლოს უნდა მივხვდეთ, რომ სხვა გზა არ არის თუ არა სტაბილიზაცია, დეესკალაცია და ბოლოს დიალოგი. დიალოგს სჭირდება დეესკალაცია, რასაც აქვს თავისი მნიშვნელობა. ვერცერთი ესკალაციის პირობებში ვერ იქნება სახელმწიფოთაშორის რამე გზა მონახული კონფლიქტების დაძლევის. ამ გზაზე ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ჩართულობა, მხარდაჭერა აუცილებელია და ვიცით, რომ არსებობს და იარსებებს. ჩვენ ბევრზე კარგად გვესმის უკრაინის მძიმე მდგომარეობა. ერთი ხმრივ ყირიმის ოკუპაცია, მეორე მხრივ აღმოსავლეთ რეგიონებზე მიმდინარე რუსეთის სამხედრო დესტაბილიზაციისა და ესკალაცია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი: ევროპული ინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ გააჩნია, ამ გზაზე საქართველომ და უკრაინამ დიდ პროგრესს უკვე მივაღწიეთ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ბათუმის კონფერენციაზე არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის წინსვლის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელზეც მნიშვნელოვანი თემები იქნება განხილული. როგორც სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ კოლეგასთან, ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოსა და უკრაინის ერთ-ერთი საერთო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება. „ევროპული ინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის ჩვენი ქვეყნებისთვის ერთადერთი სერიოზული პერსპექტივა და ჩვენ ორივემ ამ გზაზე უკვე მივაღწიეთ ძალიან დიდ პროგრესს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის დაარსება, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება, ასოცირების სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია, – ეს ყველაფერი არის ძალიან კონკრეტული შედეგები ამ გზაზე ჩვენი პროგრესის. დროა, შემდეგი ნაბიჯები ჩამოვაყალიბოთ და ამის საშუალებას მოგვცემს ბათუმის კონფერენცია, მით უმეტეს, თუ ეს იქნება იმ სამიტის ფორმატში, რომელზედაც ვეპატიჟებით ჩვენს ორ მეგობარს, უკრაინასა და მოლდოვას, რომლსაც დაესწრება ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობა, შარლ მიშელის მეშვეობით. ეს არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წინსვლის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. აქ იქნება საუბარი სექტორულ ინტეგრაციაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ევროკავშირის გააქტიურებაზე კონფლიქტების სფეროში, ეს იქნება არსებული ფორმატების გაძლიერებით თუ სხვა, ახალი შესაძლებლობის გამოყენებით. ამიტომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, სადაც ასევე დარწმუნებული ვარ, განხილული იქნება შავი ზღვის აკვატერიტორია, ​როგორ შეიძლება, შავ ზღვაზე გაძლიერდეს უსაფრთხოება და თანამშრომლობა. დღევანდელი და ხვალინდელი მთავარი პროექტები, რომლებიც ეხება ევროკავშირს, შავ ზღვას, კავკასიას, შემდგომ შუა აზიას და უკრაინას, გადის შავ ზღვაზე და შავი ზღვის სტაბილურობაზე, შავი ზღვის გამოყენებაზე იმისთვის, რომ დავუახლოვდეთ ევროკავშირს, ამ კუთხით ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ყოველთვის მზად ვიქნებით. ვისაუბროთ პირველ რიგში ასევე ჩვენს პარტნიორებთან, ევროკავშირსა და აშშ-სთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ და საქართველომ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნონ

საქართველომ და უკრაინამ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ერთობლივი ევროპული მისწრაფებები გვაქვს. უკრაინამ და საქართველომ უნდა იზრუნონ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. მოლაპარაკებების დროს ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს იქნება საკვანძო მიმართულება შემდგომი ურთიერთობების. მწამს, ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობები მომავალშიც ტრადიციულად გაგრძელდება, განვითარდება საქართველოსა და უკრაინის ინტერესებში, ასევე, გაერთიანებული ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოების ინტერესებში“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე თქმით, შავი ზღვა უნდა იყოს უსაფრთხო აკვატორია თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობისთვის“. უკრაინისა და ჩვენი პარტნიორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება. უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანია. პოლიტიკური დიალოგი კი თბილისსა და კიევს შორის ახალ იმპულსს იძენს. ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა შევავსოთ რეალური შინაარსით და კონკრეტული პროექტებით, ურთიერთმხარდაჭერის საფუძველსა და ჩვენს შორის ურთიერთნდობის საფუძველზე. უკრაინასა და საქართველოს ერთობლივი მიზნები აერთიანებთ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების თვალსაზრისით და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. უკრაინისა და ჩვენი პარტნიორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება. შავი ზღვა უნდა იყოს უსაფრთხო აკვატორია თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ და საქართველოს მადლობა გადაუხადა ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. „იმედი გვაქვს, ქართულ მხარესთან ვითანამშრომლებთ ყირიმის დეოკუპაციის მიზნით. ჩემი მხრივ მინდა დავადასტურო უკრაინის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინისა და ჩვენი პარტნიორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება

რა საკითხები განიხილეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, სხდომაზე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. სხდომის მონაწილეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მიმდინარეობაზე იმსჯელეს. "კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მიერ შემუშავებულ იქნა ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩოს პროექტი, რომელმაც ექსპერტიზა გაიარა და მოცემულ ეტაპზე ის სექტორულ უწყებებთან თანხმდება. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები, მათ შორის ტერიტორიების უკანონო მიტაცებისა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების კუთხით. საბჭოს წევრებმა ისაუბრეს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების, მათ შორის ზაზა გახელაძის გათავისუფლების კუთხით უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და მიმდინარე ღონისძიებებზე. ამ მიმართულებით თითოეული უწყება აქტიურ მუშაობას განაგრძობს. საბჭომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების საკითხი განიხილა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მიერ შემუშავებული დოკუმენტის პირველადი ვერსია სექტორულ უწყებებს დაეგზავნა და მათთან თანხმდება, რის შემდეგაც, ის საშემოდგომო სესიაზე, პარლამენტს წარედგინება. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლებაზე. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განიხილეს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების საკითხი. უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, დოკუმენტის საბოლოო სახით ჩამოყალიბების პროცესი სრულდება და ის დასამტკიცებლად, საქართველოს მთავრობას ივლისის პირველ ნახევარში წარედგინება. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის დამტკიცების თემაზე. დოკუმენტის საბოლოო ვერსია უკვე შემუშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და ის 1-ელ ივლისს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებულ კომისიაზე განიხილება, რის შემდეგაც, პროექტი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ: საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საბჭოს მუდმივი წევრები: თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გიორგი მათიაშვილი. საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გელა გიორგაძე", - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ვახტანგ გომელაური: ვიმედოვნებთ, გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ზაზა გახელაძე მალე დაუბრუნდება ოჯახს

ვოლოდიმირ ზელენსკი: საქართველოსა და უკრაინის ციხეებში მყოფი პატიმრები უახლოეს მომავალში სამშობლოში დაბრუნდებიან

საქართველოსა და უკრაინის ციხეებში მყოფი პატიმრები უახლოეს მომავალში სამშობლოში დაბრუნდებიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს საკითხი ასევე განიხილა უკრაინაში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე. „უნდა გავაძლიეროთ კოორდინაცია ადამიანთა შორის კონტაქტებისა და ტურიზმის სფეროში, განსაკუთრებით მიმდინარე პანდემიის პირობებში. დღის წესრიგში არის ვაქცინაციის შესახებ დოკუმენტების აღიარება, რომ გავაადვილოთ მოქალაქეებისთვის საზღვრების გადაკვეთა. კერძოდ, განვიხილეთ ასევე ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება სამშობლოში, რომლებიც სხედან ციხეებში საქართველოსა და უკრაინაში. ამასთან დაკავშირებით იურიდიული პროცედურები იქნება დასრულებული და ეს ადამიანები უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან სახლში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში 22 ივნისს ეწვია. ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინიციატივის ნორვეგიელ ხელმძღვანელს მედალი „ღირსეული პარტნიორი“ გადაეცა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP), NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) ინიციატივის ნორვეგიელ ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ კენეტ ბაკენს მედალი - „ღირსეული პარტნიორი“ გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიცე-პოლკოვნიკმა კენეტ ბაკენმა უწყებრივი ჯილდო ქართული მხარისათვის 2019 წლის აგვისტოდან დღემდე გაწეული დახმარებისთვის მიიღო. "ნორვეგიელმა ექსპერტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა JTEC-ის განვითარებაში. მისი მხარდაჭერით, 2020 წელს NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრსა (JTEC) და NATO-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს (JFTC) შორის პარტნიორობის შეთანხმებას მოეწრა ხელი. აღნიშნული დოკუმენტი JTEC-ის, როგორც NATO-სთან აფილირებული ერთ-ერთი სრულფასოვანი საწვრთნელი ცენტრის განვითარებას ხელს შეუწყობს. ვიცე-პოლკოვნიკ კენეტ ბაკენის ინიციატივით, ნორვეგიის მხარემNATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს 2020 წელს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ქართველი მშვიდობისმყოფელების მორიგი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მესამე ნაკადი საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრები დახვდნენ. ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს სამშვიდობო მისიის წარმატებით დასრულებისთვის მადლობა ტაშით და გამამხნევებელი შეძახილებით გადაუხადეს. "მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ავღანეთში 6 თვის განმავლობაში ასრულებდნენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის და დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. უახლოეს პერიოდში 32-ე ბატალიონი საქართველოში ეტაპობრივად, სრული შემადგენლობით დაბრუნდება", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჟოზეფ ბორელი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

24 ივნისს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხარეები აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირსა და სამ ასოცირებულ პარტნიორს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს განიხილავენ.

,,ქართული ხმების" სოლისტი ზურაბ ბაკურაძე გარდაიცვალა

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევისას ანსამბლ „ქართული ხმების" სოლისტი ზურა ბაკურაძე გარდაიცვალა. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი ხევიდან ამოიყვანეს. „მაშველებმა ხევიდან ამოიყვანეს ერთი ადამიანი, რომლის გარდაცვალების ფაქტი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მხრიდან დაფიქსირდა“, - განუცხადეს Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. Europetime-ს ონის მუნიციპალიტეტის მერიასაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე ცდილობენ ვითარების შესწავლას.

შს მინისტრმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მცოცავი ოკუპაციის საკითხი განიხილეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს და მეკავშირე ოფიცერს, იაცეკ სტოხელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცლებეს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის საკითხი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალების უკანონო ქმედებებზე, მათ შორის ადამიანების გატაცებაზე, გენდერულ საკითხებსა და საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ქართული მხარის მზაობას, დახმარება აღმოუჩინოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) მადლობა გადაუხადა განხორციელებული საქმიანობისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკომისია იმოქმედებს უნგრეთის წინააღმდეგ LGBT ადამიანების უფლებების შეზღუდვის გამო

ევროკომისია იმოქმედებს უნგრეთის წინააღმდეგ LGBT ადამიანების უფლებების შეზღუდვების გამო, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უნგრეთის ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს. მისი თქმით, ახალი კანონი არის „სირცხვილი“ და ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირის მოქალაქეების უფლებების დასაცავად. როგორც ლაიენმა აღნიშნა, ევროკავშირი არ აპირებს კომპრომისზე წასვლას ისეთ პრინციპებზე, როგორიცაა ადამიანის ღირსება, თანასწორობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა. "მე დავავალე პასუხისმგებელ კომისრებს, უნგრეთის ხელისუფლებას მისწერონ წერილი ჩვენი სამართლებრივი შეშფოთების შესახებ, სანამ კანონპროექტი ძალაში შევა", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ამასთან, ევროკავშირის თოთხმეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა და იტალიამ, ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც უნგრეთში მიღებულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთებაა გამოხატული. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ტელეარხებში LGBTQ მასალებს კრძალავს. ახალი კანონის მიხედვით, სასკოლო სახელმძღვანელოებსა და საბავშვო ტელეარხებში ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა LGBTQ თემი, სექსუალური უმცირესობა და ა.შ. აიკრძალება. ამასთან, კომპანიებსა და დიდ ორგანიზაციებს LGBTQ თემის მხარდამჭერი ბანერების განთავსება აეკრძალებათ.

რუსულმა სამხედრო გემმა ბრიტანეთის საზღვაო ძალების სამხედრო გამანადგურებელ გემს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

რუსულმა სამხედრო გემმა ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამანადგურებელს, HMS Defender-ს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამასთანავე, რუსულმა ბომბდამშენემბა გამაფრთხილებელი ბომბები ჩამოყარეს მას შემდეგ, რაც HMS Defender-ი ის შავ ზღვაში, ყირიმთან ახლოს რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდა. "23 ივნისს, 11:52 საათზე საესკადრო ნაღმოსანმა, HMS Defender-მა რუსეტის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და რუსეთის ტერიტორიულ წყლებში სამი კილომეტრის სიღრმეზე შევიდა. გამანადგურებელი გავაფრთხილეთ, რომ რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში იარაღს გამოვიყენებდით. მან რეაგირება არ მოახდინა გაფრთხილებაზე", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ილია მეორემ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით, რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს მის უწმინდესობას, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით წერილით მიმართა. „თქვენო უწმიდესობავ, მოგესალმებით პატივისცემით და გაწუხებთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ დახმარებისათვის მოგვმართეს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა. კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები გახელაძე ზ.მ. გასული წლის ზაფხულში სანადიროდ იმყოფებოდა თავისი სოფლის ახლოს, სხვილოს ისტორიული ციხის და ცხინვალის რეგიონთან არსებული დროებითი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე და დააკავეს რუსეთის ფედერაციის მესაზღვრე სამხედრო-მოსამსახურეებმა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამჟამად იგი ცხინვალის იზოლატორშია და მისჯილი აქვს 12.5 წელი. ეს არის მეტად მძიმე განსაცდელი როგორც პირადად მისთვის, ისე მისი მშობლების, მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილებისათვის. მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ გახელაძე ზ.მ-ს, რათა იგი პატიმრობიდან გაათავისუფლონ და ოჯახს დაუბრუნდეს. კარგად გვესმის, რომ ეს რთული საკითხია, მაგრამ გასათავალისწინებელია, რომ გახელაძე იქ გაუცნობიერებლად მოხვდა. მისი გათავისუფლება იქნება სიხარულის მომტანი მთელი ქართველი ხალხისათვის, რომელიც გულითადად თანაუგრძნობს მას ამ გაუგებრობის გამო. თქვენო უწმიდესობავ, თქვენ ადრეც არაერთხელ დაგვეხმარეთ მსგავს სიტუაციებში, რის გამოც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და ვიმედოვნებთ, ამჟამადაც, თქვენი შესაძლებლობისამებრ, ყველაფერს გააკეთებთ. აღვავლენთ ლოცვებს თქვენი კეთილდღეობისა და ღვთისათნო მსახურებაში განმტკიცებისათვის“, – აღნიშნულია ილია მეორის წერილში. ცნობისთვის, ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

სახალხო დამცველის განცხადებით, 2020 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირი იყო

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, 2020 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობა გაიზარდა. ამის შესახებ სახალხო დამცველა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. "2020 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანილია 315 არასრულწლოვანი, მათი 15%-ის შემთხვევაში გადაყვანის საფუძველი სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე იყო. 2020 წელს ისევ მაღალი იყო ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტები. 887 არასრულწლოვანი დაზარალებულად ცნეს, ოჯახში ძალადობის დანაშაულზე და 623 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია სექსუალური ძალადობის მაჩვენებელი. გასული წლის განმავლობაში 254 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. იმ პირობებში, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუშაობს მხოლოდ 268 სოციალურ მუშაკი და 12 ფსიქოლოგი, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ხელი არ მიუწვდებათ შესაბამის სერვისებზე, ან მათთვის გაწეული მხარდაჭერა არის არასაკმარისი. საქართველოში გვხვდება ბავშვების შრომითი მიგრაცია, როგორც სეზონურად, ისე ხანმოკლე და გრძელვადიანი პერიოდით. ბავშვების ასაკობრივი ჭრილი კი 12-დან 18 წლამდე მერყეობს", - განაცხადა სახალხო დამცველმა. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით გამოდის.