ძებნის რეზულტატი:
ვლადიმერ პუტინმა რუსეთის გვარდიას ქერჩის სრუტის ბლოკირების ნებართვა მისცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ეროვნულ გვარდიას საშუალებას აძლევს დაბლოკოს ქერჩის სრუტე. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. კანონში, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, აღნიშნულია, რომ რუსეთის ეროვნულ გვარდიას უფლება აქვს „მოახდინოს ობიექტების აკვატორიისა და ტერიტორიის ბლოკირება, უკანონო შეჭრის აღკვეთის მიზნით.“ დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ქერჩის სრუტე და მასზე უკანონოდ აშენებული ხიდი რუსეთის გვარდიის დაცვის ქვეშაა. მედიის ცნობით, რუსეთმა 2021 წლის აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით ჩაკეტილად გამოაცხადა შავი ზღვის აკვატორია, ქერჩის სრუტის მიმართულებით უცხო ქვეყნების სამხედრო გემებისა და მცურავი საშულებების მონაწილეობით დაგეგმილი მანევრის საბაბით, რასაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
Sinopharm-ით აცრისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყება
კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით აცრისთვის რეგისტრაცია დღეს 12:00 საათიდან, ვაქცინაციის პროცესი კი – 5 ივლისიდან დაიწყება. ვაქცინაციისთვის ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკოთ ნომერზე 15 22. შეგახსენებთ, რომ Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოში 2 ივლისს შემოვიდა. მათგან 500 000 დოზა Sinopharm-ია, 500 000 დოზა კი, Sinovac-ი.
პრინცესა დაიანას ავტომობილი აუქციონზე 72,000 დოლარად გაიყიდა
პრინცი ჩარლზის მიერ პრინცესა დაიანასთვის ნიშნობის საჩუქრად მიცემული ავტომობილი აუქციონზე 52 000 ფუნტ სტერლინგად (72,000 დოლარად) გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია პრინცმა ჩარლზიმ პრინცესა დაიანას ავტომობილი 1981 წლის მაისში, ქორწილამდე ორი თქვით ადრე აჩუქა. ახალგაზრდა პრინცესა მას 1982 წლის აგვისტომდე მართავდა. მანქანა გაიყიდა ორიგინალი სარეგისტრაციო ნომრით, საღებავითა და რადიოთი. მანქანის სპიდომეტრზე დაახლოებით 83,000 მილია მითითებული. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა ქალმა იყიდა, რომელიც დაიანას დიდი თაყვანისმცემელი იყო და რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
კრემლი: ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ რუსეთი ევროკავშირთან დიალოგისთვის მზად არის
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა, ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცლებს. გავრეცელებული ინფორმაციით, მხარეებმა საფუძვლიანად განიხილეს რუსეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთქმედების საკითხების ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპის კონტინენტზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების პრობლემებს. ”აღინიშნა, რომ ევროპაში უსაფრთხოებისა და ნდობის ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბების შესახებ ერთობლივი მუშაობის დამყარების შესახებ შეთანხმებები, რომელსაც ორმა პრეზიდენტმა ფორტ დე ბრეგანსონში 2019 წლის აგვისტოში მიაღწია, კვლავ აქტუალურია,“- ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთანავე აღინიშნა, რომ მოსკოვი მზადაა განაახლოს ყოვლისმომცველი დიალოგი ევროკავშირთან. "განიხილეს რუსეთ-ევროკავშირს შორის განვითარებული და პერსპექტივები. რუსეთსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციული და პროგნოზირებადი ურთიერთობების დამყარება და ნორმალური და საპატიო დიალოგის დაბრუნება ხელს შეუწყობს ისეთი მწვავე თანამედროვე პრობლემების მოგვარებას, როგორიცაა კიბერ უსაფრთხოება, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ჯანდაცვა, კლიმატი, რეგიონული კონფლიქტების მოგვარება", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში. კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა, რუსეთი დიალოგისთვის მზად არის, თუ ევროკავშირის მხრიდან "რეალური საპასუხო ინტერესი" გამოჩნდება.
აშშ-ისა და NATO-ს სამხედროებმა დატოვეს ავღანეთის ძირითადი ბაზა
აშშ-ისა და NATO-ს ბოლო ძალებმა დატოვეს ავღანეთის "ბაგრამის" ავიაბაზა, რომელიც დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ომის ცენტრი იყო და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზას წარმოადგენა. აცხადებენ აშშ-ის ოფიციალური პირები. ინფორმაციას BBC ავრელებს. როგორც BBC-ი წერს, "ბაგრამის" ბაზიდან სამხედროების გაყვანამ შეიძლება მიუთითოს, რომ ავღანეთიდან უცხოური ძალების სრული გაყვანა გარდაუვალია. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის სამხედროებმა ავღანეთაი 1-ელ სექტემბრამდე უნდა დატოვონ.
ბელარუსიდან მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო, ლიეტუვის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ბელარუსის მხრიდან მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო, ლიეტუვის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აTმის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Twitter-ზე დაწერა. "ლიეტუვის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან ბოლო 24 საათში, რეკორდულად დიდი, 150 მიგრანტი უკანონოდ გადავიდა ბელარუსიდან ლიეტუვაში. ლუკაშენკო ცდილობს მიგრაციის საკითხი იარაღად გამოიყენოს, რათა სანქციების საკითხზე ლიეტუვის მტკიცე განწყობა შეასუსტოს", - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი. ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აგნე ბილოტაიტემ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღება არა გაზრდილ საფრთხეს, არამედ ლოგისტიკისა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებას უკავშირდება.
22-ე ბატალიონმა GDRP-ის შემდგომ შენარჩუნების ფაზაში ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ჩაატარა
22-ე ბატალიონმა GDRP-ის შემდგომ შენარჩუნების ფაზაში ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ლეიტენანტ შ. ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ ,,ორფოლო"-ში გამართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საჩვენებელ სწავლებას, რომელიც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო. "ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლებაში მონაწილეობას ალფა ასეულთან ერთად ტანკსაწინააღმდეგო, ჯაველინის ჯგუფები, ჰაერსაწინააღმდეგო, სატანკო და საინჟინრო ქვედანაყოფები იღებდნენ. ასეულს მხარს საარტილერიო ბატალიონი 152 მმ დანა ბატარეა, 82 მმ ნაღმმტყორცნთა ჯგუფი და სატანკო ოცეული უჭერდა. სწავლების მთავარი ამოცანა ქვედანაყოფის ცოდნის ამაღლება და სხვა ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებას და კომბინირებულ მოქმედებების წარმოებას გულისხმობდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოცეულმა SNGP-ის ფარგლებში საველე-სიტუაციური წვრთნები ჩაატარა
NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის პირველი ასეულის პირველმა ოცეულმა საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება ჩაატარა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ბუბუნაური, NATO-ს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე პოლკოვნიკი მარიან დორკა, პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე საქართველოში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. "სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფმა VIP უსაფრთხოების დაცვის, მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირების და განეიტრალების, ასევე შენობის წმენდის სავარჯიშოები შეასრულეს. სწავლება NATO-ს სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა და მიზნად ქართული ქვედანაყოფის NATO-ს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონთან თავსებადობის გაზრდასა და მასში 2023 წლის ბოლოსთვის სრულუფლებიან წევრობისთვის მომზადებას ისახავს. სექტემბრის ბოლოს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის პირველი ასეულის პირველი ოცეული პოლონეთში, მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის სწავლებაში „SHARP LYNX”-ში მიიღებს მონაწილეობას, სადაც NATO-ს წევრი და პარტნიორი 18 ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან ჩართული", - ნათქვამია ინფორმაციაში.
Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ვერ დაიწყო - საიტი არ მუშაობს
როგორც დაანონსებული იყო, დღეს, 12:00 საათიდან შესაძლებელი იქნებოდა Sinopharm-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაცია, თუმცა, ამ ეტაპზე, ვებგვერდი booking.moh.gov.ge, სადაც მოქალაქე უნდა დარეგისტრირდეს, არ მუშაობს. "გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ტექნიკური განახლება.ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისთვის", - წერია საიტზე შესვლისას. შეგახსენებთ, რომ Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოში 2 ივლისს შემოვიდა. მათგან 500 000 დოზა Sinopharm-ია, 500 000 დოზა კი, Sinovac-ი. ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ, ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია
ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ
ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლები გაიფიცნენ. ამ დროისთვის სამი ობიექტია გაჩერებული. მეშახტეები ხელფასის გაზრდას ითხოვენ. მათი თქმით, ხელფასის მომატება უნდა აღირიცხოს ფიქსირებულ ხელფასზე და არა ბონუსზე. პროფკავშირის ხელმძღვანელის, გაგა ისაკაძის ინფორმაციით, დასაქმებულები ხელფასის 300 ლარით მომატებას ითხოვენ. გაფიცულ მეშახტეთა თქმით, არსებული კრიზისის ფონზე მათი ხელფასი მინიმალურია, ამიტომ მუშაობას მანამ არ გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. შახტების ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საკონსულტაციო საბჭო შეიკრიბება და მათი პოზიცია ცნობილი ამის შემდეგ გახდება.
ფარავნის ტბაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
ფარავნის ტბაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი ტბაში საბანაოდ შევიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. გარდაცვლილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკას მკვიდრია. შემთხვევა, გუშინ საღამოს მოხდა. როგორც ცნობლია, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ევროკომისიამ და ჯოზეფ ბორელმა აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის დღის წესრიგი წარადგინეს
ევროკომისიამ და საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა წარადგინეს წინადადება, თუ როგორ უნდა წამოიწიოს წინ აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის პრიორიტეტებმა უახლოეს წლებში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ეს დღის წესრიგი ემყარება ხუთ გრძელვადიან მიზანს, რომელთა საფუძველი არის მდგრადობა, როგორც ეს 2020 წლის მარტში აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლისთვის განისაზღვრა. მას გაამყარებს 2,3 მილიარდი ევროს ღირებულების ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა გრანტებით, შერეული რესურსებით და გარანტიებით, 17 მილიარდი ევროს ოდენობის სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მობილიზაციის პოტენციალით. ეს წინადადება ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პოლიტიკის განხილვას, მათ შორის 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. ყოვლისმომცველი დღის წესრიგი მიზნად ისახავს ვაჭრობის, განვითარებისა და სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდას, ინვესტირებას კავშირებში, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში, ეკოლოგიური და ციფრული გარდაქმნის მხარდაჭერასა და სამართლიანი, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოებებების ხელშეწყობას. „აღმოსავლეთ პარტნიორობას ევროკავშირის დღის წესრიგში კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. გვსურს, ჩამოვაყალიბოთ დღის წესრიგი, რომელიც პასუხობს დღეს არსებულ უპრეცედენტო გამოწვევებს და შესაძლებლობებს და რომელიც მომავალსაც მოერგება. ჩვენი მუშაობის საფუძველი იქნება დემოკრატიის, კარგი მმართველობის და კანონის უზენაესობის გაძლიერების ხელშეწყობა, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენს თანამშრომლობაში პოზიტიური, კონკრეტული შედეგების მისაღწევად. ეს მოიცავს ბელარუსსაც, სადაც გვსურს გავაგრძელოთ ხალხის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა. „ვამზადებთ ამბიციურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომელიც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების სტიმულირებას და ზრდას და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კეთილდღეობას მოიტანს. გეგმა მოიცავს საფლაგმანო ინიციატივებს ყველა აღმოსავლეთ პარტნიორისთვის, მომავალში დემოკრატიული ბელორუსის მხარდაჭერის ჩათვლით. ეს ახალი დღის წესრიგი ხელს შეუწყობს სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას COVID-19 პანდემიის შემდეგ, გააძლიერებს ეკონომიკურ ურთიერთობებს და შექმნის სავაჭრო გზებს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის”, - აღნიშნა ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ. "ყოვლისმომცველი დღის წესრიგი, რომელიც აღდგენას, მდგრადობასა და რეფორმებს ეძღვნება, 2025 წლისთვის 10 მთავარი მიზნის შერჩევას მოიცავს, თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტულ სფეროში მკაფიო ვალდებულებებით. ამ სფეროებში შედის 500,000 მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დამატებითი დახმარების გაწევა, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად 3.000 კმ პრიორიტეტული გზების და რკინიგზის აშენება ან განახლება, ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციასთან ბრძოლა, ენერგიის მოხმარების შემცირება მინიმუმ 20%-ით 250,000 ოჯახში, უსაფრთხო წყალმომარაგებასთან წვდომის გაუმჯობესება და ჰაერის ხარისხი, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდა შინამეურნეობების 80% -ში, ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაციის ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დამატებითი მხარდაჭერა, 70,000 სტუდენტის, მკვლევარისა და ახალგაზრდისთვის მობილობის შესაძლებლობების უზრუნველყოფა. ახალი დღის წესრიგი ასევე ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი არქიტექტურის გადასინჯვას, რათა ჩარჩო ახალ პრიორიტეტებს მოერგოს და დასახულ მიზანს სრულად შეესაბამებოდეს. რეგიონული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ხელს შეუწყობს COVID პანდემიის შემდგომ სოციალურ – ეკონომიკურ აღდგენას და გრძელვადიან მდგრადობას, ”უკეთესი აღდგენის” დღის წესრიგის გათვალისწინებით. გეგმა ასახავს პრიორიტეტულ ინვესტიციებს და განსაზღვრავს ფლაგმანურ ინიციატივებს, რომლებიც პარტნიორ ქვეყნებთან ერთობლივად განისაზღვრა მათი პრიორიტეტების, საჭიროებებისა და ამბიციების გათვალისწინებით. წინადადებები განიხილება პარტნიორ ქვეყნებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის გათვალისწინებით, რომელიც 2021 წლის დეკემბერში ჩატარდება", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობა ჩამოყალიბდა 2009 წელს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების და გაღრმავების მიზნით ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ექვს პარტნიორ ქვეყანას: აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოს, სომხეთს და უკრაინას შორის. პარტნიორობა განვითარდა თითოეული პარტნიორის ინტერესების, მისწრაფებების და წინსვლის შესაბამისად, რამაც საშუალება მისცა დიფერენცირებას, მაგრამ მოქნილი და ინკლუზიური გზით, საერთო და გლობალური გამოწვევების ერთობლივად გადაჭრის და რეგიონული ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით. 2017 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის მე -5 სამიტზე შეთანხმებული ამბიციური გეგმის „20 შედეგი 2020 წლისთვის“ საფუძველზე აღმოსავლეთ პარტნიორობამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია და ხალხის ცხოვრება გააუმჯობესა. მომავალ დღის წესრიგზე მუშაობა 2019 წელს ფართო და ინკლუზიური კონსულტაციებით დაიწყო. ამის შედეგად მიღებულმა ერთობლივმა კომუნიკაციამ: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა 2020 წლის შემდეგ: სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება - აღმოსავლეთ პარტნიორობა ყველასთვის და საბჭოს გადაწყვეტილებებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის შესახებ 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის პარტნიორობის ახალი ხედვა ჩამოაყალიბა - სიცოცხლისუნარიანობა, როგორც ძირითადი პოლიტიკის ჩარჩო და გრძელვადიანი პოლიტიკის ხუთი ამოცანა, რომელიც 2020 წლის ივნისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერების ვიდეოკონფერენციაზე იყო აღიარებული (ეკონომიკა და კავშირები, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა, ეკოლოგიური და კლიმატური მდგრადობა, ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა და სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებები). ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას ამბიციური ეკონომიკური გეგმით, რაც ხელშესახებ შედეგს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი კონცეფციის წარსადგენად ემზადება ევროკომისარი: ინვესტიციებს განვახორციელებთ განსაკუთრებით შავ ზღვაში, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების განმტკიცებას ჯოზეფ ბორელი: აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში რჩება
თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა მიმდინარეობს. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. გაბუნიას თქმით, ტექნიკური ჯგუფები პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე მუშაობენ. „დღეს იგეგმებოდა რეგისტრაციის დაწყება, თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ვებგვერდზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს, რამაც პროცესი შეაფერხა. პროცესში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულები და მიმდინარეობს პრობლემის შეფასება იმისათვის, რათა უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ეს ხარვეზი აღმოიფხვრას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. რაც შეეხება პორტალ stopcov.ge, სადაც დღეს არ განახლებული ახალი სტატისტიკა, გაბუნია აცხადებს, რომ აქაც იგივე პრობლემაა. კორონავირუსის ყოველდღიური სტატისტიკა ამ დრომდე არ განახლებულა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. ცნობისთვის, დაანონსებული იყო რომ დღეს, 12:00 საათიდან შესაძლებელი იქნებოდა Sinopharm-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაცია, თუმცა, ამ ეტაპზე, ვებგვერდი booking.moh.gov.ge, სადაც მოქალაქე უნდა დარეგისტრირდეს, არ მუშაობს. ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ, ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია
ევროკომისარი: ვამზადებთ ამბიციურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კეთილდღეობას მოიტანს
ვამზადებთ ამბიციურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კეთილდღეობას მოიტანს, - ამის შესახებ ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. მისი თქმით, გეგმა მოიცავს საფლაგმანო ინიციატივებს ყველა აღმოსავლეთ პარტნიორისთვის. „ვამზადებთ ამბიციურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომელიც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების სტიმულირებას და ზრდას და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კეთილდღეობას მოიტანს. გეგმა მოიცავს საფლაგმანო ინიციატივებს ყველა აღმოსავლეთ პარტნიორისთვის, მომავალში დემოკრატიული ბელორუსის მხარდაჭერის ჩათვლით. ეს ახალი დღის წესრიგი ხელს შეუწყობს სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას COVID-19 პანდემიის შემდეგ, გააძლიერებს ეკონომიკურ ურთიერთობებს და შექმნის სავაჭრო გზებს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის”, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. ევროკომისიამ და ჯოზეფ ბორელმა წარადგინეს წინადადება, თუ როგორ უნდა წამოიწიოს წინ აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის პრიორიტეტები ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას ამბიციური ეკონომიკური გეგმით, რაც ხელშესახებ შედეგს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი კონცეფციის წარსადგენად ემზადება ევროკომისარი: ინვესტიციებს განვახორციელებთ განსაკუთრებით შავ ზღვაში, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების განმტკიცებას ჯოზეფ ბორელი: აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში რჩება
ბათუმის ბულვარის სანაპიროზე ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა
ბათუმის ბულვარის სანაპიროზე ახალი ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, გრიბოედოვის ქუჩის გასწვრივ მდებარე სანაპირო ზოლზე მოეწყო ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე და გასახდელი. განთავსდა ტივტივა ეტლები, რომლითაც სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება და სპეციალურად გამოყოფილი დამხმარე პერსონალი გაუწევს მომსახურებას. „ბათუმის ბულვარის მიერ ადაპტირებული საპლაჟო ლოკაციების მოწყობა ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და შშმ პირთა თანაბარ ხელმისაწვდომობას ემსახურება“, - აღნიშნულია ბათუმის მერიის განცხადებაში.
დღეს კორონავირუსის სტატისტიკა არ განახლებულა
დღეს კოვიდსტატისტიკა ჯერ არ განახლებულა. ვებ-გვერდ StopCov.ge-ზე, სადაც კორონავირუსის ყოველდღიური სტატისტიკა ქვეყნდება, შეფერხებაა. ჯერჯერობით უცნობია როდის აღმოიფხვრება ხარვეზი. "პირველი არხის" ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ისვე როგორც ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე, ამ საიტზეც კიბერშეტევა განხორციელდა. Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ვერ დაიწყო - საიტი არ მუშაობს ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ, ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 026 ადამიანს დაუდასტურდა, 381 გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 ინფიცირებული გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 369 048 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 353 612, გარდაიცვალა 5 347 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 002 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 024 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 978 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 2 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.11 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.79 ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.28%. ინფიცირების 1 026 ახალი შემთხვევიდან 633 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 38, იმერეთი - 105, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 44, გურია - 5, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 81, მცხეთა-მთიანეთი - 15, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 10 063, საიდანაც: 2 907 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 639, აჭარაში - 167, იმერეთში - 381. მძიმე პაციენტი: 620 , მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 31, იმერეთში -145. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 159 , მათგან თბილისში - 110, აჭარაში - 7, იმერეთში - 8. 747 ადამიანი იმყოფება კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 553 - თბილისში, 182- აჭარაში. 6 409 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 80, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 2 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 919 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 187 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 513, პირი, აჭარაში - 623, იმერეთში - 779. ცნობისთვის, დღეს კორონავირსის სტატისტიკა დაგვიანებით გამოქვეყნდა, მიზეზე პორტალზე განხორციელებული კიბერთავდასხმა იყო. '
საგარეო უწყება: აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ჩანაწერი, საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აპროპრიაციის კომიტეტმა 2022 ფისკალური წლისთვის დაამტკიცა სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (SFOPs) შესახებ კანონპროექტი. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. 2022 ფისკალური წლის კანონპროექტი კვლავ შეიცავს მნიშვნელოვან ჩანაწერს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით, ისევე როგორც შენარჩუნებულია ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უმაღლესი ნიშნული. "კანონპროექტის ვერსიის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. აგრეთვე, ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად. სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამას გარდა, კანონპროექტი ითვალისწინებს “რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი”-დან 290 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსთვის, სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და NATO-სთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. კანონპროექტის თანახმად, დაფინანსების ნაწილი უნდა მოხმარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესრულებას, ისევე როგორც საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შემცირებას. 2022 წლის კანონპროექტის თანახმად, საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 132 025 000 მლნ დოლარისა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს თან ერთვის განმარტებითი ანგარიში, რომლის თანახმად კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეჭყობის მიზნით, კომიტეტი მხარს უჭერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თხოვნას ფინანსურ დახმარებაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას რეგიონული ჩართულობა. მნიშვნელოვანია, ასევე, რომ მსოფლიოში უსაფრთხოების პროგრამების დაფინანსების საკითხზე განმარტებით ანგარიშში აშშ-სთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მოკავშირეებთან ერთად მოხსენიებულია საქართველოც. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომიტეტი რჩება მოკავშირეების და პარტნიორების უსაფრთხოების ერთგული და აგრძელებს ისეთი პროგრამების მხარდაჭერაზე ფოკუსირებას, რომლებიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის გადამწყვეტია. შესაბამისად, კომიტეტი რეკომენდაციას უწევს განგრძობად მხარდაჭერას ისეთი მოკავშირეების მიმართ როგორებიც არიან: ისრაელი, იორდანია, მექსიკა, კოლუმბია და ინდოეთი, ისევე როგორც რუსეთის განახლებული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტის წინა ხაზზე მყოფი, უკრაინა, საქართველო და ბალტიისპირელი მოკავშირეები. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, კომიტეტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და აშშ-ის განვითარების სააგენტოს მოუწოდებს დახმარების პროგრამების პრიორიტეტების შესაბამისად გადალაგებას, იმისათვის, რომ დაფინანსებამ უზრუნველყოს საქართველოში კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების გზით გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის წახალისება. ასევე, აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მომდინარე საფრთხეები ხაზს უსვამს აშშ-ის საგარეო დახმარების გაგრძელების მნიშვნელობას ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით ამ ქვეყნების მიერ განგრძობადი ძალისხმევის ფონზე. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 90 დღისა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა წარმომადგენელთა პალატის აპროპრიაციის კომიტეტს უნდა წარუდგინოს 2021 ფისკალური წლის განმარტებითი ბარათით გათვალისწინებული განახლებული ანგარიში", - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტავაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ჯანდაცვის სამინისტროს ვეგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტავაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Europetime-ს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს. "ზოგადად ჯანდაცვის სამინისტროს ვებ. გვერდზე განხორციელებულ კიბერშეტავაზე დაიწყო გამოძიება. იმას, კიბერშეტევა განხორციელდა კონკრეტულად StopCov.ge-ზე, თუ სხვა საიტზე, გამოძიება დაადგენს", - განუცხადაეს Europetime-ს შსს-ში. Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ვერ დაიწყო - საიტი არ მუშაობს დღეს კორონავირუსის სტატისტიკა არ განახლებულა თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა. გაბუანიას თქმით, კიბერშეტევა განხორციელდა Stopcov.ge-ის პორტალზეც.
ამსტერდამის მერი კახა კალაძეს: გთხოვთ, მიიღოთ ყველა ზომა, რომ "თბილისი პრაიდი" უსაფრთხოდ ჩატარდეს
ამსტერდამის მერი, ფემკე ჰალსემა თბილისის მერს, კახა კალაძეს წერილს უგზავნის და სთხოვს, რომ " თბილისი პრაიდის" კვირეულის მონაწილეების უსაფრთხოება უზრუნველყოს. წერილს Tbilisi Pride აქვეყნებს. ამსტერდამის მერის თქმით, მისი ქვეყნის მსგავსად, პრაიდი საქართველოშიც პოზიციური ცვლილებების საწყისი გახდება და საზოგადოებაში გაიზრდება LGBT-ხალხის მიმღებლობა. "მოგიწოდებთ, ყველა საჭირო ზომა მიიღოთ, რათა LGBT აქტივისტებმა პრაიდის ჩატარება უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლონ. ხელისუფლებას ყველანაირი რესურსი აქვს იმისათვის, რომ მსგავსი ღონისძიებების უსაფრთხოება უზრუნველყოს. კარგი იქნება, თუ განაცხადებთ, რომ პრაიდის უსაფრთხოებასა და დაცულობას ყველანაირი გზით უზრუნველყოფთ. მე მივესალმებოდი მსგავს განცხადება ღირსების მარშს, 5 ივლისს, ევროკავშირის სხვა მოქალაქეებდან ერთად დაესწრება ამსტერდამის პრაიდის ელჩი Hans Verhoeven-ი, დაველოდები მის დაბრუნებას ამსტერდამში და ვიმედოვნებ რომ ის მომიყვება როგორი წარმატებული, მშვიდობიანი და უსაფრთხო იყო თბილისი პრაიდში მონაწილეობა მისთვის", - ნათქვამია წერილში. შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივლისს თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. პირველ ღონისძიებაზე ბრიტანული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც 2019 წლის პრაიდის მოვლენების შესახებ მოგვითხრობს.