ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილი: მარშის ორგანიზატორების უკან სააკაშვილის მეთაურობით რადიკალური ოპოზიცია დგას
„სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული რადიკალური ჯგუფები“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისი პრაიდის“ მარშთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. „ისინი არიან ჩართულები და ისინი უკეთებენ ორგანიზებას ამ მარშს და აქციებს. მათი მიზანია, სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა, რაც რა თქმა უნდა არ განხორციელდება და ამას არ დავუშვებთ. როგორც ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი: მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია, რადგან დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს
მთავრობა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარებას სთავაზობს
პრემიერი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარებას სთავაზობს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, რის გამოც ორგანიზატორებისთვის ღონისძიების გასამართად ალტერნატიული ადგილები შესთავაზა შსს-მ. „შსს არის მუდმივ კონტაქტზე ორგანიზატორებთან. მათ განემარტათ, რომ მათ მიერ დაანონსებული აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და შესაბამისად, მათ მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მინდა მივმართო მათ, გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება, კერძოდ, პოლიციის მიერ შეფასებული რისკები და ალტერნატივად აირჩიონ სხვა ლოკაცია“, - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილი: მარშის ორგანიზატორების უკან სააკაშვილის მეთაურობით რადიკალური ოპოზიცია დგას ირაკლი ღარიბაშვილი: მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია, ის სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი პროგნოზით, წელს, ეკონომიკის ზრდა იქნება 7,7%, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 57,2 მილიარდი ლარი
წლევანდელი პროგნოზი შეგვეცვალა და წელს, ჩვენი პროგნოზით, რომელიც ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა, ეკონომიკის ზრდა იქნება 7,7%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობ ის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 57,02 მილიარდი ლარი იქნება. „როდესაც 4 თვის წინ დავიწყეთ ეკონომიკის გახსნა და რეგულაციების მოხსნა, ამან საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გააჩინა ბიზნესში და ზოგადად, ქვეყანაში. ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა 45%-ის ფარგლებში. მაისში გვქონდა 25%-იანი ზრდა, რამაც განაპირობა ის, რომ წლევანდელი პროგნოზი შეგვეცვალა და წელს, ჩვენი პროგნოზით, რომელიც ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა, ეკონომიკის ზრდა იქნება 7,7%, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 57,2 მილიარდი ლარი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
რუსთაველის გამზირზე თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგები ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეები ჟურნალისტების მიმართ აგრესიულად არიან განწყობილნი და მათ ფიზიკურად უპირისპირდებიან, როგორც ცნობილია, დაშავებულია რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელი. მათ შორის, სცემეს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ის ოპერატორი. ასევე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ,,იმედის" ჟურნალისტსა და ოპერატორს, ,,პალიტრანიუსის" წარმომადგენელსაც. აღიშნულ ფაქტს ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი გამოეხმაურა, რომელიც აქციაზე იმყოფება. სასულიერო პირი მომხდართან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას ,,თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს აკისრებს და ამბობს, რომ ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი აგრესია ,,თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები პასუხისმგებლობაა. ,,ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი პრაიდის ორგანიზატორები არიან“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. მთავრობა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარებას სთავაზობს
„თბილისი პრაიდი“ პრემიერს პასუხობს
„თბილისი პრაიდის" ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ მარშის ჩასატარებლად ალტერნატიული ლოკაციის შეთავაზება ადეკვატური არ იყო და სახელმწიფომ მათ შესთავაზა საგამოფენო სივრცე, სადაც თავისუფალი შეკრება შეუძლებელი იყო. თაბაგარი პრემიერის განცხადებას, რომ მარშის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, სიცრუეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მთავრობის მიზანი მათი დისკრედიტაციაა. „იციან, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრაც კი არ გვქონია, მათ პერსპექტივაში, ეს არის რაღაც „გაშავება“ ჩვენი მოძრაობის. ასე ესმით, ტყუილია ეს ყველაფერი და სამწუხაროა, რომ ასეთი მეთოდით გვიპირისპირდება მთავრობა, რომელიც წესით, სიმართლის და დემოკრატიული ღირებულებების გვერდით უნდა იდგეს“, - აღნიშნა გიორგი თაბაგარმა. მთავრობა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარებას სთავაზობს თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ირაკლი ღარიბაშვილი: მარშის ორგანიზატორების უკან სააკაშვილის მეთაურობით რადიკალური ოპოზიცია დგას
სუსი: ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, გადაადგილების ე.წ. ნებართვის მქონე, ყველა პირისთვის გახდა შესაძლებელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იფორმაციით, დღეიდან ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, გადაადგილების ე.წ. ნებართვის მქონე, ყველა პირისთვის გახდა შესაძლებელი. „ცხელი ხაზით“ გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 5 ივლისიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, გადაადგილების ე.წ. ნებართვის მქონე, ყველა პირისთვის გახდა შესაძლებელი. მოიხსნა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული უკანონო შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც გადაადგილების უფლება, მხოლოდ გარკვეული კატეგორიის (ხანდაზმულები, პენსიონერები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები და სხვა) პირებს ეძლეოდათ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა შესაძლებელია კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების სრული დაცვით", - აღნიშნულია განცხადება.
მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს. „დღეს დილიდან, რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ჯგუფმა დაიწყო შეკრება და საპროტესტო აქციები. შეკრების პარალელურად დედაქალაქში უსაფრთხოების ზომებიდან და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები და განსაკუთრებულ რეჟიმით მუშაობენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილი ცალკეული პირების მხრიდან მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. რუსთაველზე პოლიციის თანამშრომელთა რეაგირების შედეგად მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილზე არიან განთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე, 126-ე მუხლებით დაიწყო. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის გარდა, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ლოკაციაზე გარკვეული ჯგუფების მიერ რამდენიმე მასშტაბური შეკრება-მანიფესტაცია არის დაანონსებული, მათ შორის, იგეგმება „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიების ჩატარება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ რომ „თბილისი პრაიდის“ დასკვნითი ღონისძიების ჩატარება, ღონისძიებაში ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის რისკების შემცველია. აღნიშნული რისკების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, არაერთხელ განემარტათ ღონისძიების ორგანიზატორებს. კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებთ „თბილისი პრაიდის" მონაწილეებს, რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ ყველა პირს, დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში. ასევე მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები და არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის კანონით დასაშვებ ფარგლებს. სამართალდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მკაცრი და მყისიერი რეაგირება“, - აღნიშნულია განცხადებაში. თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მთავრობა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარებას სთავაზობს „თბილისი პრაიდი“ პრემიერს პასუხობს
საპატრიარქო: ვეწინააღმდეგებით ცოდვას, ვაპროტესტებთ უზნეობის პროპაგანდას, თუმცა ვლოცულობთ ჩვენს წიაღში მყოფი სულიერი შვილებისთვის და უპირველესად, საპირისპირო აქციის ორგანიზატორებისთვის
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს და „შეახსენებს ე.წ მარშის გასაპროტესტებლად შეკრებილ ადამიანებს, რომ დღევანდელი მსვლელობა და შეკრება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული“. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცოდვას, რომელიც ცალსახად მიუღებელია ქრისტიანული სწვალებისათვის და ვაპროტესტებთ უზნეობის პროპაგანდას, ვლოცულობთ არამარტო ჩვენს წიაღში მყოფი სულიერი შვილებისთვის, არამედ, უპირველესად, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც საპირისპირო აქციას გეგმავს. ქრისტიანობა მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულისკენ მოგვიწოდებს. გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ნებისმიერი აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, მათ შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან, რათა ამ ყველაფერმა არ გამოიწვიოს რაიმე ესკალაცია და არ დაზარალდნენ ჩვენივე თანამემამულეები, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებებისა და მრწამსისას, პროფესიისა და სოციალური მდგომარეობისა. სამწუხაროდ, საინფორმაციო საშუალებებით ვცრელდება კადრები, რომ დღევანდელი შეკრების დროს მოხდა გარკვეული ძალადობრივი ინციდენტი ჟურნალისტების წინააღმდეგ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო, მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელია. ამიტომ ვითარების მაქსიმალურად მშვიდობიანად წარმართვისათვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავემიჯნოთ ყოველგვარ აგრესიულ ქმედებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ადამიანის დაზარალებაც კი საფრთხეს უქნის არამარტო მას, არამედ აზიანებს მთელ საზოგადოებას და ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას“, - აღნიშნულია განცხადებაში. მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ
ანდრია ჯაღმაიძე: ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობას, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისგან
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ის ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას და მოუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისგან. დეკანოზის თქმით, ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტი სრულიად დაუშვებელია და ეკლესია ამას ვერ გაამართლებს. "ასეთი ფაქტი მოხდა ჟურნალისტების მიმართ, სრულიად დაუშვებელი და მიუღებელია, ეკლესია ამას ვერ გაამართლებს, ამიტომ, თუ ვაცხადებთ, რომ უნდა იყოს მშვიდობიანი გამოხატვა პროტესტისა, ეს უნდა მოვახერხოთ როგორღაც და არავითარ შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში, მათ შორის არც ჟურნალისტებისადმი არ უნდა იყოს აგრესიული გამოსვლა და დამოკიდებულება. ერთი თვეა, რაც კეთდება ეს განცხადებები, მას შემდეგ, რაც დაანონსდა ე.წ. ეს 5 დღიანი კვირეული, აქტივობები. მოსახლეობის მხრიდან ერთი თვის განმავლობაში ვისმენთ ჩვენ აღშფოთებას და მიუღებლობას. მიუხედავად ამისა, მოხდა მაქსიმალური ესკალაცია, მოსახლეობის არანაირი განწყობები გათვალისწინებული არ იქნა სწორედ ორგანიზატორების მხრიდან და მათი მხრიდან, ვინც წააქეზა ეს ხალხი. იქ პოლიტიკოსებიც არიან, უფლებადამცველებიც არიან და ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი თვის განმავლობაში შეეცადნენ, რომ მაქსიმალურად დაეპირისპირებინათ ხალხი ერთმანეთისთვის. დღეს მივიღეთ ეს სიტუაცია. საპატრიარქომ 2 დღის წინ გააკეთა განცხადება იმიტომ, რომ ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომ მოსახლეობა აპირებდა შეკრებას და ჩამოსვლას, საპატრიარქოს რა დარჩენია, უნდა ლოცვისაკენ მოუწოდოს ამ ხალხს. ეს შეკრება დღეს ძალიან კარგად მართეს ორგანიზატორებმა. ამ ხუთდღეულის ორგანიზატორებმა ძალიან კარგად მართეს ხალხის ემოციები, მაქსიმალურად დაძაბეს ხალხი. ერთი თვეა ისმის მოსახლეობის მხრიდან პროტესტი, არავინ არ შეისმინა, მიიყვანეს აი ამ დაძაბულობამდე. ამიტომ, პასუხისმგებლობა პირველ რიგში უნდა აიღონ მათ. ჩვენი გეგმა იქნება ლოცვა," - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო მთავრობა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარებას სთავაზობს „თბილისი პრაიდი“ პრემიერს პასუხობს
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები „ღირსების მარში“ ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ, დაიკავეს აივანი, ჩამოსხნეს ლგბტქ+ თემის შვიდფერიანი დროშა და საქართველოს დროშა აღმართეს. სამართალდამცველებმა მათ ოფისში კარიდან შესვლის საშუალება არ მისცეს, ისინი კედლიდან ავიდნენ და ისე შეძლეს ოფისის შენობაში შესვლა. იქამდე, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა, „სირცხვილიას“ ოფისს ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს. თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო მთავრობა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარებას სთავაზობს „თბილისი პრაიდი“ პრემიერს პასუხობს საპატრიარქო: ვეწინააღმდეგებით ცოდვას, ვაპროტესტებთ უზნეობის პროპაგანდას, თუმცა ვლოცულობთ ჩვენს წიაღში მყოფი სულიერი შვილებისთვის და უპირველესად, საპირისპირო აქციის ორგანიზატორებისთვის
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 838 ადამიანს დაუდასტურდა, 1 515 გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge-ზე გამოწვეყნდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 48 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 081 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 261 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 820 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 48 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 838 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 369 886-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3-4 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.63 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.85 ხოლო 7 დღის განმავლობაში - 3.40%. ბოლო 48 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 515 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 355 127-მდე. ბოლო 48 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 373 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 838 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 406 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 94, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 1, გურია - 1, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 6, კახეთი - 144, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 360 საიდანაც: 3 030 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 742, აჭარაში - 163, იმერეთში - 393. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 649 პირი, მათ შორის, თბილისში - 331, აჭარაში - 32, იმერეთში -153. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში - 115, აჭარაში - 7, იმერეთში - 10. 785 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 578 - თბილისში, 195- აჭარაში. 5 545 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 88 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 79, ხოლო აჭარაში - 7. სულ 6 ოქტომბრიდან - 4 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 928 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 830 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 452, აჭარაში - 508, იმერეთში - 740.
პარლამენტის თავმჯდომარე: მინდა მოვუწოდო ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა „თბილისი პრაიდის“ და მისი მოწინააღმდეგეების აქციებზე საუბრისას აცხადებს, რომ ძალადობას გმობს. მისივე განცხადებით, სახელმწიფო დაიცავს სახელმწიფოებრივ წესრიგს, უზრუნველყოფს მშვიდობას. „მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს და მოვუწოდო ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. დაუშვებელია ძალადობა და განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტების და ზოგადად, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას - ეს მიუღებელია! ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, თავდაუზოგავად შრომობენ იმისათვის, რომ დაიცვან მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და აღკვეთონ ძალადობის ფაქტები. სახელმწიფო დაიცავს სახელმწიფოებრივ წესრიგს და უზრუნველყოფს მშვიდობას! კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ ძალადობა“, - აღნიშნულია კახა კუჭავას განცხადებაში. საპატრიარქო: ვეწინააღმდეგებით ცოდვას, ვაპროტესტებთ უზნეობის პროპაგანდას, თუმცა ვლოცულობთ ჩვენს წიაღში მყოფი სულიერი შვილებისთვის და უპირველესად, საპირისპირო აქციის ორგანიზატორებისთვის მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მთავრობა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარებას სთავაზობს
სახალხო დამცველი: უკიდურესად შემაშფოთებელია რუსთაველის გამზირზე და ,,სირცხვილიასთან" მიმდინარე ძალადობრივი მოვლენები
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთაველის გამზირსა და მოძრაობა ,,სირცხვილიას" ოფისთან განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, პრაიდის მოწინააღმდეგეების მიერ შექმნილი მდგომარეობა რეალურ საფრთხეს უქმნის მედიის წარმომადგენლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და იწვევს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების შეფერხებას. „საქართველოს სახალხო დამცველი უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნევს ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს ძალადობრივი ჯგუფები „ღირსების მარშის“ მხარდამჭერებსა და ჟურნალისტებს. შექმნილი გარემო რეალურ საფრთხეს უქმნის მედიის წარმომადგენლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და იწვევს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების შეფერხებას. პასუხისმგებლობის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადატანით, ისედაც დაძაბული ფონი გაამძაფრა, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, რომელმაც ღირსების მარში სამოქალაქო დაპირისპირების გამომწვევ მიზეზად შეაფასა და აღნიშნა, რომ პრაიდის უკან „რევანშისტული და რადიკალური“ პოლიტიკური ძალები დგანან. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს მაღალი თანამდებობის პირებს, რომ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, მათ შორის, კონტრდემონსტრანტების ძალადობრივ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირების გზით, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, სავარაუდო სამართალდამრღვევი პირები საჯარო სივრცეებს დროულად განარიდონ. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ასევე, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ფიზიკური თავდასხმებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე“, - ნათქვამია განცხადებაში. თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო მთავრობა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარებას სთავაზობს „თბილისი პრაიდი“ პრემიერს პასუხობს საპატრიარქო: ვეწინააღმდეგებით ცოდვას, ვაპროტესტებთ უზნეობის პროპაგანდას, თუმცა ვლოცულობთ ჩვენს წიაღში მყოფი სულიერი შვილებისთვის და უპირველესად, საპირისპირო აქციის ორგანიზატორებისთვის „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ
„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ დღეს არ შედგება
„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ დღეს არ შედგება. მათ მიერ გავრცელებული განცხადებით, „ხელისუფლების დღევანდელმა მოქმედებებმა, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაგვანახა, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას არ სურს, აღასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა“. „გამოცხადებული ომი სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ქვეყნის ევროპული კურსის წინააღმდეგ. ქვეყნის ხელისუფლების დღევანდელმა მოქმედებებმა, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაგვანახა, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას არ სურს, აღასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა. Პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის სამარცხვინო, ძალადობრივი, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდასავლური განცხადება, რომელშიც მან პასუხისმგებლობა და აგრესიის ვექტორები აქტივისტებზე გადაიტანა, არის ჩვენი პოლიტიკური ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოსა და პროორუსული ჯგუფების კოორდინირებული ძალადობრივი, შემგუებლური, წამახალისებელი და რუსული პოლიტიკის გაგრძელება. აღმასრულებელი ხელისუფლების უმოქმედობამ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე დააყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ყველა შესაძლებლობა უზრუნველეყო პრაიდ კვირეულის მონაწილეთა უსაფრთხოება, არ მიიღო არავითარი ქმედითი ზომა ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. „თბილისი პრაიდის” წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს არაერთი შეხვედრა ჰქონდა შსს-ს წარმომადგენლებთან, ისინი იცნობდნენ ჩვენს სამოქმედო სტრატეგიას, მათთვის შეთავაზებული იყო კონკრეტული გეგმები, რომელთა მიხედვითაც, უნდა მომხდარიყო მარშის უსაფრთხოების დაცვა, თუმცა, ნაცვლად ქმედითი ზომებისა, ჩვენ დილიდან ვუყურებთ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას.Სწორედ ასეთ უმოქმედობასა და სიძულვილის ჯგუფების პოლიტიკური ძალაუფლების იარაღად გამოყენებას მოჰყვა ის, რომ დარბეულია “თბილისი პრაიდისა” და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისები, პოლიციის თვალწინ ძალადობენ ჟურნალისტებზე, ეს უფრო მეტია ვიდრე პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, ეს არის გამოცხადებული ნადირობა მედიაზე, აქტივისტებზე, ყველა იმ ადამიანზე, რომელსაც თანასწორობის იდეის სწამს. დღევანდელი მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ შსს ადეკვატურად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, რადგან ვხედავთ, რომ ისინი არ რეაგირებენ მათ თვალწინ მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, სიძულვილის უზარმაზარი ტალღა კი, რომელსაც ახლა ვუყურებთ, სწორედ ხელისუფლებისა და საპატრიაქროს მიერაა შთაგონებული და მხარდაჭერილი. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მხარდამჭერებსა და საქართველოს მოქალაქეებს, მკაფიოდ გაემიჯნონ სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს და სახელმწიფოს სრულიად არასახელმწიფოებრივ უმოქმედობის პოლიტიკას. „თბილისი პრაიდის” სახელით გვსურს განვაცხადოთ, რომ ღირსების მარში #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. Ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო ქვიარ თემისა და ჩვენი მხარდამჭერების უსაფრთხოება, არამედ აქტიური მოქმედებებით შეგვიშალა ხელი გვესარგებლა შეკრების უფლებით. ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიდეთ ხელისუფლების, საპატრიარქოსა და პრორუსული ძალების მიერ მხარდაჭერილი მოძალადეებით სავსე ქუჩაში და რისკის ქვეშ დავაყენოთ ადამიანების სიცოცხლე! Ჩვენს მხარდამჭერებს გვსურს მკაფიოდ ვუთხრათ, რომ ბრძოლა ღირსებისთვის გაგრძელდება, ეს შეუქცევადი პროცესია, რომელიც მიუხედავად სიძულვილის ჯგუფების, საპატრიარქოსა და ხელისუფლების გააფთრებული წინააღმდეგობისა, არ შეწყდება! Ჩვენ აუცილებლად გამოვალთ ღირსებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში. სახალხო დამცველი: უკიდურესად შემაშფოთებელია რუსთაველის გამზირზე და ,,სირცხვილიასთან" მიმდინარე ძალადობრივი მოვლენები პარლამენტის თავმჯდომარე: მინდა მოვუწოდო ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ირაკლი ღარიბაშვილი: მარშის ორგანიზატორების უკან სააკაშვილის მეთაურობით რადიკალური ოპოზიცია დგას საელჩო: აშშ განაგრძობს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება ადამიანის უფლებების დასაცავად
„რიონის ხეობის მცველები“: პრაიდის იდეას და გარკვეული ცხოვრების წესის პროპაგანდას ვეწინააღმდგებით, საპატრიარქოს მოწოდების საფუძველზე ვართ აქ
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის წარმომადგენელის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მისი მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე საპატრიარქოს მოწოდების საფუძველზე იმყოფებიან, რა დროსაც პარაკლისს დაესწრებიან. მისი თქმით, მიუღებელია ნებისმიერი ცხოვრების წესის პროპაგანდა და ამას მშვიდობიანი ფორმით აპროტესტებენ. ნებისმიერი ტიპის ძალადობა მიუღებელია და ამ ყველაფერს ემიჯნებიან. „ჩვენ უბრალოდ პრაიდის იდეას და გარკვეული ცხოვრების წესის პროპაგანდას ვეწინააღმდგებით. ჩვენ საპატრიარქოს მოწოდების საფუძველზე ვართ აქ. საპატრიარქო არის ინსტიტუცია, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ დააინიცირებს ძალადობას. უნდა აღსრულდეს პარაკლისი, რომელსაც დავესწრებით. როცა დიდი აქციაა და იქ არიან სხვა ადამიანებიც, მრევლის გარდა, რომელთთვისაც ასევე მიუღებელია პრაიდის იდეა და სხვაგვარი ტიპის წინააღმდეგობას თვლიან მიზანშეწონილად, ამას ვერც საპატრიარქო გააკონტროლებს და ვერც ჩვენ“, - განაცხადა გოლეთიანმა. „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ დღეს არ შედგება სახალხო დამცველი: უკიდურესად შემაშფოთებელია რუსთაველის გამზირზე და ,,სირცხვილიასთან" მიმდინარე ძალადობრივი მოვლენები მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
შსს-მ მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შსს დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში. "შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ რიგში გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ გამოხატულ ძალადობის ნებისმიერ ფორმას. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადე მოვუწოდებთ დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილ მოქალაქეებს დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა პარლამენტის შენობის უკან მდებარე მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა სცადეს. ოფისში იმყოფებოდნენ ჟურნალისტები და აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს ასევე მათი ტექნიკა. აქციის მონაწილეების მხრიდან თბილისში, ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისიდან დროშის ჩამოხსნის, განადგურებისა და ინვენტარის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო, ასევე, გამოძიება. კანონდარღვევის გარდა ამ ფაქტებისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას უკვე აცნობა, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის გამოვლენილ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ ფაქტებზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, შესწავლილი იქნება ინციდენტების ამსახველი ყველა მასალა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ არსებული რისკების გათვალისწინებით ითანამშრომლონ პოლიციის თანამშრომლებთან, გაითვალისწინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებები და რეკომენდაციები. დედაქალაქის ქუჩებში საპოლიციო ძალები მობილიზებული რჩებიან და განაგრძობენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გერმანიის ელჩის წერილი საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარეს, მიტროპოლიტ გერასიმეს
გერმანიის საელჩო ელჩ ჰუბერტ ქნირშის წერილს ასაჯაროებს, რომლითაც მან საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარეს, მიტროპოლიტ გერასიმეს მიმართა. პირველი ივლისით დათარიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს სფეროების (ამ უკანასკნელს განეკუთვნება ასევე სახელწიფოს საერთაშორისო კავშირები) საერთო პრინციპს უნდა წარმოადგენდეს ყველანაირი ძალადობის მკაცრი და უპირობო უარყოფა. Europetime წერილს უცვლელად გთავაზობთ: „თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, პატივცემულო ბატონო მიტროპოლიტო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ელექტრონული მედიასაშუალებების მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომლითაც საპატრიარქო ასევე მიმართავს თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და მოუწოდებს მათ, გარკვეული პოზიცია დაიკავონ თბილისში დაგეგმილ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით. გამოვხატავ რა ეკლესიისა და მისი წარმომადგენლების მიმართ ღრმა პატივისცემას, არ მინდა, ეს განცხადება უპასუხოდ დავტოვო. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა ძალიან პრინციპულ საკითხებს ეხება, დროთა განმავლობაში ამ საკითხებთან დაკავშირებულმა დისკუსიამ მაინც წინ წაიწია. იმედი მაქვს და მჯერა, რომ შესაძლებელია ურთიერთგაგების საფუძვლების მოძებნა. რელიგიისა და სახელმწიფოს პრინციპები ქრისტიანულ სამყაროში ყოველთვის გამიჯნული იყო ერთმანეთისაგან. მათეს სახარება ამასთან დაკავშირებით იესოს სიტყვებს გვახსენებს: „მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა“. ისტორია თავის სვლას აგრძელებს, კეისრის მაგივრად დღეს ჩვენ ქვეყნებში საბედნიეროდ დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს. ის, რაც ჩვენს ქვეყნებს პირველ რიგში აერთიანებს, არის ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემა და მათი დაცვა. ამ უფლებებს შორის არის ასევე საკუთარი აზრის თავისუფალი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება. თუ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთს თავიანთ სფეროებში პატივს სცემენ, მაშინ მათ შეეძლებათ, გაუმკლავდნენ თავიანთ ერთობლივ პასუხისმგებლობას ადამიანების საკეთილდღეოდ. ინტერესით შევიტყვე, რომ მართლმადიდებლობას ამ იდეალისთვის ნაპოვნი აქვს მცნება „სიმფონია“. ეკლესიისა და სახელმწიფოს სფეროების (ამ უკანასკნელს განეკუთვნება ასევე სახელწიფოს საერთაშორისო კავშირები) საერთო პრინციპს უნდა წარმოადგენდეს ყველანაირი ძალადობის მკაცრი და უპირობო უარყოფა. დემოკრატიული სახელმწიფო ჩვენგან არ მოითხოვს, რომ გვიყვარდეს ჩვენი თანამოქალაქეები, მაგრამ ჩვენგან ელის, რომ მათ არაფერი დავუშავოთ და გავიყოთ მათთან საჯარო სივრცე. ამ დროს ჩვენ ხანდახან იმაზეც ვართ პასუხისმგებლები, რასაც სხვები აკეთებენ. არც ერთი ჩვენი გამონათქვამი არ უნდა იყოს გამოყენებული იმ პირების მიერ, ვინც ძალადობისათვის გამართლებას ეძებს. პატივცემულო ბატონო მიტროპოლიტო, თქვენთან ერთად მეც იმედი მაქვს, რომ მომდევნო დღეები არ გამოიწვევს დაპირისპირებას საზოგადოებაში, არამედ უკეთესი თანაცხოვრებისაკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება“. საპატრიარქომ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს მიმართა
ეთიკის საბჭოს ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ოპოზიციიდან აირჩევა
„საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსში“ ცვლილება შედის. პარლამენტის დადგენილების შესაბამისი პროექტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. ცვლილების მიხედვით, ეთიკის საბჭოს ერთ-ერთი თანათავმჯდომარე არჩეული იქნება ოპოზიციიდან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მე-6 მუხლს ემატება გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვით 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად შექმნილი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ისარგებლებს ეთიკის კოდექსით განსაზღვრული იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციას. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში სხვადასხვა დროს განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაუქმებულია საპარლამენტო უმცირესობის ცნება. მას შემდეგ რაც შეიცვალა ჩანაწერი, აღარ არის უმცირესობა და არის მხოლოდ ოპოზიცია. ამ ცვლილებიდან გამომდინარე ეთიკის საბჭო ვერც თავმჯდომარეს ირჩევდა და ვერც თანათავმჯდომარეს. განხორციელებული ცვლილება, საშუალებას მოგვცემს ავირჩიოთ თავმჯდომარეც და თანათავმჯდომარეც, როგორც უმრავლესობიდან ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლობიდან“, - განმარტა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა. დადგენილების მიღების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის შესაბამისობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედ რედაქციასთან.
ისრაელის საელჩო: საქართველოსა და ისრაელის ერები ერთიანნი არიან ადამიანის უნივერსალური უფლებების პატივისცემაში
„საქართველოსა და ისრაელის ერები ერთიანნი არიან ადამიანის უნივერსალური უფლებების პატივისცემაში“, - ამ შინაარსის განცხადებას ისრაელის საელჩო ავრცელებს. „წელს, იერუსალიმში, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველად აღმართა ცისარტყელას დროშა. ისრაელის საელჩო თბილისში სიამაყით უჭერს მხარს შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებებს, ისევე როგორც „პრაიდის“ ორგანიზატორებისა და ლგბტქი თემის უფლებას, რომ მშვიდობიანად განახორციელონ მსვლელობა. საქართველოსა და ისრაელის ერები ერთიანნი არიან ადამიანის უნივერსალური უფლებების პატივისცემაში“, - აღნიშნულია საელჩოს ტექსტში. გერმანიის ელჩის წერილი საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარეს, მიტროპოლიტ გერასიმეს
,,თბილისი პრაიდის" მარშის გადადების შემდეგ, საპატრიარქო მიმართვას ავრცელებს
,,თბილისი პრაიდის" მარშის გადადების შემდეგ, საპატრიარქო მიმართვას ავრცელებს. ეს დღეს რიგით მეორე ოფიციალური განცხადებაა. „როგორც მოგეხსენებათ, ,,თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა დღეს დაგეგმილი აქცია გადადეს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დღეს, 17:00 საათზე, ქაშვეთის ტაძარში ტარდება სამშვიდობო პარაკლისი. შესაბამისად, კვლავ მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას აპროტესტებს პრაიდის ორგანიზებას, შეიკრიბოს ქაშვეთის ტაძართან, თავი შეიკავოს ყოველგვარი აგრესიული, ძალადობრივი ქმედებისაგან და მშვიდობიან ვითარებაში დაესწროს ლოცვას“, - აღნიშნულია ტექსტში. საპატრიარქო: ვეწინააღმდეგებით ცოდვას, ვაპროტესტებთ უზნეობის პროპაგანდას, თუმცა ვლოცულობთ ჩვენს წიაღში მყოფი სულიერი შვილებისთვის და უპირველესად, საპირისპირო აქციის ორგანიზატორებისთვის „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ დღეს არ შედგება