ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ, ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩამოვიდა საქართველოში და ორშაბათიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ავტორიზებული ჩინური Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა კარგად იცნობს. მილიონი დოზა არის უკვე ადგილზე. ჩვენ ახლა ვართ მზად, ორშაბათიდან უკვე დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი. მინდა, მოსახლეობას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდო შემდეგი დოზების შემოსვლის თაობაზე. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავეთ პირდაპირ, უშუალოდ მწარმოებლებთან. ისე, როგორც მოხდა ჩინური ვაქცინების შემთხვევაში, აქტიურად ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და წარმატებით დავასრულეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოში მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩამოვიდა.
Sinopharm-ით აცრისთვის რეგისტრაციის თარიღი ცნობილია
ახალი დოზების შემოსვლის შემდეგ, საქართველოში ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყება. 500 000 დოზა Sinopharm-ი და 500 000 დოზა Sinovac-ი უკვე საქართველოშია. Sinopharm-ით აცრისთვის რეგისტრაცია დაიწყება შაბათს (3 ივლისი), 12:00 საათიდან. ვაქცინაციისთვის ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკოთ ნომერზე 15 22. საქართველოში მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩამოვიდა
ჯოზეფ ბორელი: აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში რჩება
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში რჩება. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ხელი შეეწყობა დემოკრატიის, კარგი მმართველობის და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, რაც არის არსებითად მნიშვნელოვანი თანამშრომლობაში პოზიტიური, კონკრეტული შედეგების მისაღწევად. „აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში რჩება. ჩვენ გვსურს, ჩამოვაყალიბოთ დღის წესრიგი, რომელიც პასუხობს უპრეცედენტო გამოწვევებს, დღეს არსებულ შესაძლებლობებს და რომელიც მომავალზე მორგებულია. ჩვენი მუშაობისას ხელს შევუწყობთ დემოკრატიის, კარგი მმართველობის და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, რაც არის არსებითად მნიშვნელოვანი ჩვენს თანამშრომლობაში პოზიტიური, კონკრეტული შედეგების მისაღწევად. ეს მოიცავს ბელარუსსაც, სადაც ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ხალხის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“, – განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, დღეს ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც 2,3 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას მოიცავს.
ეკატერინე ტიკარაძე: ის ეტაპი, რომელიც დღეს იწყება კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ქვეყანაში მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა იწყება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა, კოვიდპანდემიასთან ბრძოლის კუთხით. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ვაქცინების მოწოდების პროცესში იყო ჩართული. "ძალიან მნიშვნელოვანი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობა. ელჩების დახმარებით, ჩვენ შევძელით მიგვეღწია წარმატებული კონტრაქტისთვის. ის ეტაპი, რომელიც დღეს იწყება კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა. მინდა აღვნიშნო, ძალიან აქტიური და საიმედოა ჩვენი კოლეგების ჩართულობა კერძო სექტორის მხრიდან, ისინი იმყოფებიან სრულ მზადყოფნაში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 350-მდე ბრიგადა უკვე არის მობილიზებული მთელი საქართველოს მასშტაბით. ვითვალისწინებთ რა, რომ დედაქალაქში იყო საკმაოდ მაღალი აქტივობა, მაგრამ ზაფხულის პერიოდში, ტურისტული მიგრაციიდან გამომდინარე, ამ აქტივობამ შეიძლება გადაინაცვლოს სხვადასხვა ტურისტულ რეგიონში, იქაც იყოს მობილიზებული ბრიგადების შესაბამისი რაოდენობა, რათა ნაკადები უწყვეტად მომარაგდნენ ვაქცინით, სწორედ ამ სტრატეგიას მივყვებით ჩვენ. იქნება საკმაოდ მაღალი მობილიზაცია აჭარის რეგიონში, გურიაში და ყველა სხვა ადგილას, სადაც ჩვენ ველოდებით შიდა ტურიზმის მაღალ მატებას. დღესდღეობით ჩვენ დამატებით ვახორციელებთ ყველა იმ ობიექტზე ზედამხედველობას, რომელიც აქტიურად იყო დღემდე ჩართული პროცესში და ეტაპობრივად ერთვებიან. ასევე IT უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შემდგომში არ განმეორდეს ის ხარვეზები, რომელიც დღესდღეობით იყო. შესაბამის სამსახურებთან ერთად ვახორციელებთ მუდმივ მონიტორინგს, რომ არ მოხდეს შეფერხება რეგისტრაციისას", - განაცხადა ტიკარაძემ. საქართველოში მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩამოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ, ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია Sinopharm-ით აცრისთვის რეგისტრაციის თარიღი ცნობილია
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინით აცრას 16 წელს გადაცილებულებიც შეძლებენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში Pfizer-ის ვაქცინით აცრას 16 წელს გადაცილებულებიც შეძლებენ. ამის შესახებ გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ,,Pfizer-ს აქვს დაშვება 16 წლიდან, ამიტომ ჩვენთანაც შევა ცვლილება Pfizer-ის შემოსვლის დროს და 16 წელს გადაცილებული მოსახლეობა აიცრება. რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, რასაც უკვე ზოგიერთი ქვეყანა Pfizer-თან მიმართებაში ახორციელებს მოზარდების აცრებს, ამაზე დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას, რომ ჯავშნები გაიხსნება ხვალიდან, იაქტიურონ, ორ კვირაზე იქნება ჯავშნები გახსნილი. დავაკვირდებით აქტიურობა როგორი იქნება, შემდეგ გაიზრდება მთელი თვისა და მთელი ზაფხულის განმავლობაში. ვიწყებთ Sinopharm-ით და შემდგომ დაემატება Sinovac-ი და Pfizer-ი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
პრემიერი: აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა
აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დამატებითი დეტალები მოლაპარაკებების დასრულებისთანავე გაცდება ცნობილი. „აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა. ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებთან საბოლოო დეტალებს გავივლით, ვაცნობებთ ჩვენს საზოგადოებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. თეთრი სახლი: აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს გაუნაწილებს ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოში ყოფნისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ საქართველოს ვაქცინებს მიაწვდის. საქართველოში მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩამოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ, ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია Sinopharm-ით აცრისთვის რეგისტრაციის თარიღი ცნობილია ეკატერინე ტიკარაძე: ის ეტაპი, რომელიც დღეს იწყება კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა
ეკატერინე ტიკარაძე: Astrazeneca-ს მეორე დოზა უახლოეს დღეებში იქნება ხელმისაწვდომი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებითმ Astrazeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით აცრილი ადამიანებისთვის მეორე დოზა ხელმისაწვდომი უახლოეს დღეებში იქნება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "COVAX პლატფორმასთან მიმართებით ჩვენ ჯერ არ გვაქვს დაზუსტებული თარიღი, თუმცა რაც შეეხება დონაციას იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე რეგისტრირებულები არიან და ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ 10-დან 12 კვირამდე მიიღონ მათი კუთვნილი ვაქცინა, მოლაპარაკება დასრულებული არის და უახლოეს დღეებში მათ ექნებათ ხელმისაწვდომობა ვაქცინასთან მიმართებით, არანაირი წყვეტა ამ კომპონენტში არ იქნება”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძე: ის ეტაპი, რომელიც დღეს იწყება კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა Astrazeneca-ს ვაქცინის დამატებითი დოზების მოწოდებაში შეფერხებაა ამირან გამყრელიძე: ჩვენ შეგვექმნა Astrazeneca-ს დაახლოებით, 5 ათასამდე ვაქცინის დეფიციტი NCDC: ყველა მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა Astrazeneca-ს ვაქცინით აცრა, ვაქცინაციის შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში მიეცემა ამირან გამყრელიძე: Astrazeneca-ს ვაქცინები არც გამქრალა და არც აღმოჩენილა ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინები არსად გამქრალა, შეფერხება იყო მწარმოებლისგან დიმიტრი ხუნდაძე Astrazeneca-ს ვაქცინების მარაგზე: აშკარად იყო ლოგისტიკური ხარვეზი და ამას სჭირდება დადგენა თამარ გაბუნია: მალე დავუბრუნდებით AstraZeneca-თი ვაქცინაციის ძველებურ რეჟიმს
რუმინეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე, 1 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები
რუმინეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. გავრცელებული ინფომაციით, აფეთქება მოხდა შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე პეტრომიდიის ქარხანაში, რომელიც Rompetrol Rafinare-ს , ყაზახეთის KazMunayGas (KMG) ჯგუფს ეკუთვნის. Rompetrol Rafinare-ის განცხადებით, აფეთქება დიზელის ზეთის გადამამუშავებელი დანადგარის შიგნით მოხდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ევროკავშირი და EBRD-ი ქართული კომპანიებისათვის დაფინანსებას ზრდიან
ევროკავშირი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), პროკრედიტ ბანკის საშუალებით, ქართული კომპანიებისათვის დაფინანსებას ზრდიან. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები ისარგებლებენ ფინანსებზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროკავშირის (EU) ერთობლივი მხარდაჭერის წყალობით. EBRD-ი 10 მილიონ ევროს სესხს პროკრედიტ ბანკ საქართველოს გამოუყოფს, ადგილობრივი კომპანიებისათვის ქვესესხების გაცემის მიზნით, ხოლო ევროკავშირი შეავსებს ამ დახმარებას მასტიმულირებელი გრანტებით და უფასო ადგილობრივი და საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურებით, რომელიც დაფინანსებულია EU4Business ინიციატივის ფარგლებში. დაფინანსება ადგილობრივ კომპანიებს საშუალებას მისცემს მოახდინონ წარმოების მოდერნიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტექნიკაში ინვესტიციების ჩადებით, ევროკავშირის სტანდარტების მიღებით, სამუშაო ადგილზე ჯანდაცვისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებით და მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის განვითარებით. სესხების მინიმუმ 70 პროცენტი დააფინანსებს ინვესტიციებს მწვანე ტექნოლოგიებში. დაფინანსება EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ნაწილია და წარმოადგენს ინსტრუმენტს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა საშუალებას მისცემს კომპანიებს გააძლიერონ თავიანთი საქმიანობა ადგილობრივად და გამოიყენონ სავაჭრო შესაძლებლობები საერთაშორისო დონეზე. 2016 წელს პროგრამის დაწყებიდან, მხოლოდ საქართველოში, 170-მდე კომპანიამ ისარგებლა სხვადასხვა სექტორში - წარმოებიდან სოფლის მეურნეობამდე, ტურიზმიდან სამედიცინო მომსახურებამდე. სესხის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს EBRD–ის ფინანსურმა ინსტიტუტების მმართველმა დირექტორმა ფრენსის მალიჟმა, ხოლო პროკრედიტ ბანკის მხრიდან გენერალურმა დირექტორმა ალექსი მატუამ და დირექტორმა ზეინაბ ლომაშვილმა, EBRD-ის 2021 წლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში. EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 4 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 262 პროექტში - ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში, ინვესტიციების 79 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის. "2009 წლიდან, ევროკავშირი მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში ევროკავშირი ბიზნესისათვის ინიციატივის ფარგლებში. თითქმის 50 სხვადასხვა აქტიური პროექტით, რომელთა ბიუჯეტი 320 მილიონ ევროს აღემატება. ევროკავშირი საქართველოში კერძო სექტორის განვითარების ყველაზე დიდი უცხოელი მხარდამჭერია. ამ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო - მხოლოდ 2019 წელს, საქართველოში 36000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა განხორციელდა, რის შედეგადაც შეიქმნა 30,000 ახალი სამუშაო ადგილი და სავარაუდოდ 400 მილიონი ევრო დამატებითი შემოსვლის მიღება. EU4Business არის ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს COVID-19 პანდემიის შემდგომ ეკონომიკურ აღდგენას, არაერთი პროგრამა იღებს დამატებით ფინანსებს და ამარტივებს დასაშვებობის კრიტერიუმებს, რაც შეიძლება მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად. პროკრედიტ ბანკი საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც ძირითადად გარდამავალი ეკონომიკის მქონე აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე გერმანიაში, ოპერირებს. განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის მშობელი კომპანიაა პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA, რომელიც დაფუძნდა მაინის ფრანკფურტში, გერმანია. პროკრედიტ ბანკი საქართველო 1999 წლიდან საქმიანობს საქართველოს საბანკო სექტორში. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანია გრძელვადიანი განვითარების გეგმის მქონე მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება და იმ ფიზიკური პირებისთვის საბანკო მომსახურების გაწევა, რომლებსაც თანხების დაზოგვის შესაძლებლობა აქვთ და თავისი საბანკო ოპერაციების დისტანციურად შესრულებას ამჯობინებენ. განვითარებაზე ორიენტირებული ბანკი საბანკო ოპერაციებს დიდი პასუხისმგებლობით ასრულებს. ეს მიდგომა მოიცავს სოციალურ, ეთიკურ და გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობას. ბანკი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს თავისი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედებას და ყველა ძალისხმევას იყენებს ამ ზემოქმედების შესამსუბუქებლად", - ნათქვამია ინფორმაციაში.
როდის დაიწყება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება
პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გასაუბრება სამშაბათს, 6 ივლისს დაიწყება. კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება. პირველი ინტერვიუ დაიწყება 10:00 საათზე, ხოლო მეორე 16:00 საათზე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხონაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის - კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის მიხედვით წარიმართება. ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ გასაუბრების პროცესში ყველა ოპოზიციურ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს და უფრაქციო დეპუტატებს მიეცემათ დრო კითხვების დასმისთვის, მიუხედავად იმასა, რომ მათმა უმრავლესობამ უარი განაცხადა პროცესში მონაწილეობაზე. შესაბამისად, თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის ფრაქციას „ქართული ოცნება“ გამოეყოფა 75 წუთი, ფრაქციას „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ – 15 წუთი, ფრაქციას - „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 15 წუთი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 32 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს - „გირჩი“ – 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „მოქალაქეები“- 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ – 15 წუთი, ხოლო პარლამენტის უფრაქციო წევრებს - ჯამში 33 წუთი. მისი თქმით, გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა, ასევე ექნებათ არასაპარლამენტო სუბიექტებსაც. კერძოდ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული სამსახურის დირექტორს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენელებს ჯამში მიეცემათ 75 წუთი, ანუ თითო სუბიექტს - 15 წუთი. „მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველმა უარი განაცხადა პროცესში მონაწილეობაზე, მისთვის კანდიდატებთან გასაუბრებისას გამოყოფილი იქნება შესაბამისი დრო. ჩვენ, სახალხო დამცველს ვთავაზობთ, რომ ჩაერთოს პროცესში. მისთვის დრო გამოყოფილი იქნება და მან უნდა გადაწყვიტოს მიიღებს თუ არა მონაწილეობას გასაუბრებაში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ ასევე უარი განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობაზე, თუმცა ეს პოზიცია ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ არ გაიზიარა. „არასამთვარობო ორგანიზაციების ნაწილი ემიჯნება ამ ბოიკოტს და სურს ამ პროცესში მონაწილეობა. მაგალითად, სოციალური სამართლიანობის ცენტრს და ასევე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 9 კანდიდატი წარუდგინა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პროცესს მონიტორინგს გაუწევენ საქართველოში წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციები. კომიტეტმა, ასევე მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ანგარიში, სამუშაო ჯგუფის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ცხრავე კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად თავსებადია კანონმდებლობასთან. პარლამენტი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას დაადგენს
სალომე ზურაბიშვილი: NATO-ს ღია კართან ძალიან ახლოს ყოფნა, პრაქტიკულად, უკვე ამ ოჯახში ყოფნაა
NATO-ს ღია კართან ძალიან ახლოს ყოფნა, პრაქტიკულად, უკვე ამ ოჯახში ყოფნაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაის სახელმწიფო ჯილდო - ოქროს საწმისის ორდენი, დღეს ორბელიანების სასახლეში პირადად გადასცა და გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტმა აპატურაის ვიზიტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ჯილდო მხოლოდ იმ უცხოელებს ენიჭებათ, რომლებმაც სერიოზული და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს განვითარების საქმეში. „პრაქტიკულად მე-11 წელია, რაც NATO-ს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელია, ჩვენს რეგიონს კურირებს და NATO-ს სტრუქტურებში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკონტაქტო ადამიანს წარმოადგენს არა მხოლოდ ფუნქციურად, არამედ როგორც საქართველოს მეგობარი. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ბატონი ჯეიმს აპატურაი ნაკლებად იყო გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი საქართველოში და უფრო მეტად იყო საქართველოს პირადი წარმომადგენელი NATO-ში. სწორედ ესაა ის მთავარი მოტივაცია, რატომაც გადავწყვიტე, რომ ამ 11 წლის თავზე გადმოგცეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ჯილდო, რომელსაც ჩვენ მხოლოდ იმ უცხოელებს ვანიჭებთ, რომლებმაც სერიოზული და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს განვითარებასა და საქართველოს პოპულარიზაციში, თქვენ შემთხვევაში კი, საქართველოს უსაფრთხოებაში. ის გზა, რაც ჩვენ ამ წლებში NATO-ს მიმართულებით გავიარეთ ძალიან სერიოზული წარმატებების გზაა. ბოლოს ჩვენ 14 ივნისის სამიტზე ამ წარმატებული სვლის აღიარება ვნახეთ და ის, თუ რამდენად შორს წავედით NATO-ში გაწევრიანების გზაზე, რომელიც ჩვენი მთავარი და უცვლელი მისწრაფებაა. ეს გზა წინ მიდის, რაშიც თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეთ იმ კუთხით, რომ გაჩნდა ნდობა საქართველოს მიმართ. თვით საქართველოში ჩატარდა არაერთი წვრთნა, რომლის მიზანიც ჩვენი სტანდარტების ამაღლება და თავსებადობის გაზრდაა. ამ ყველაფერმა ძალიან დიდი როლი ითამაშა და დღეს ღია კართან ძალიან ახლოს ყოფნა (და ვიცით, რომ ამას შეიძლება კიდევ რაღაც დრო დასჭირდეს) პრაქტიკულად უკვე ამ ოჯახში ყოფნაა. მთავარია ჩვენი ყოველდღიური და ძალიან კონკრეტული თანამშრომლობა. ყველა დარგში ჩვენი თანამშრომლობა გვაძლევს იმ გაზრდილი უსაფრთხოების განცდას, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის, რაც ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს. დღეს ჩვენ მადლობას გიხდით არა მხოლოდ ამ მეგობრობისთვის, მინდა ასევე გთხოვოთ (და ვიცი, რომ ამ თხოვნაზე პასუხი დადებითი იქნება) რომ დარჩეთ ჩვენი მეგობარი იმ ახალ ფუნქციითაც და ახალ თანამდებობაზე, რომელიც არანაკლებად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისა და NATO-ს ურთიერთობებისთვის. თქვენ ახლა ჩაიბარებთ ძალიან მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას სწორედ იმ საკითხებში, ჰიბრიდული ომისა და კიბერუსაფრთხოების საკითხში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც NATO-ს ყველა წევრისთვის დღევანდელ დღეს ახალ, საერთო გამოწვევას წარმოადგენს. ძნელია განასხვავო ამ გამოწვევების წინაშე წევრი და არაწევრი ქვეყნები და ვიცით, რომ ყველა ამ გამოწვევას ერთად, ძლიერად უნდა დავხვდეთ. ამ ახალ ეპოქაში ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს (ვარ წინასწარ მადლობელი) და ვიცით, რომ ბრიუსელში გვეყოლება ისეთივე მეგობარი, როგორიც იყო აქამდე ამ დღევანდელ თანამდებობაზე. მინდა, ამ ახალ თანამდებობაზე ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ. თქვენი იმედი გვაქვს და თქვენც შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი იმედი. ძალიან დიდი მადლობა!“, - განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაი დააჯილდოვა
ამირან გამყრელიძე: სრულად ვაქცინირებულების 0,2% კორონავირუსით დაინფიცირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ორჯერადად აცრილია 100 ათას ადამიანზე მეტი, მათი 0,2% კი აცრის შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,მედიცინაში აბსოლუტური, 100-პროცენტიანი დაცვა არ არსებობს. "ჩვენ ვსწავლობთ აცრის შემდგომ დაინფიცირების მაჩვენებელს. ორჯერად აცრილებში გვაქვს [ინფიცირების] 0,2%, ერთჯერადად აცრილებში გვაქვს 0,8%... მედიცინაში აბსოლუტური, 100-პროცენტიანი დაცვა არ არსებობს. არ არსებობს აცრა, რომელიც 100 პროცენტით იცავს, მაგრამ დღევანდელი ეს აცრები იცავს 80-დან 95 პროცენტის ფარგლებში. ყველა ეს ვაქცინა იცავს გართულებისგან და ფატალური შედეგებისგან", - განაცხადა გამყრელიძემ. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 964ადამიანს დაუდასტურდა, 607 გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 ინფიცირებული გარდაიცვალა. ,2 ივლისის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 104 196 ადამიანი.
ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩ კელი დეგნანს და ამერიკელ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დღეს საზეიმო მიღებას დაესწრო, რომელიც 4 ივლისთან დაკავშირებით, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. "მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა, რომლის მხარდაჭერა, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ისე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით, ფასდაუდებელია", - ნათქვამია ინფორმაციაში. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კელი დეგნანი: თავისუფლება, თანასწორონა, კანონის უზენაესობა - ეს ის ღირებულებებია, რასაც საქართველოსთან ვიზიარებთ
უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთგულება დამფუძნებელი პრინციპების მიმართ, რაც გახლავთ - თავისუფლება, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და პირადი უფლებები. ეს ის ღირებულებებია, რასაც საქართველოსთან ვიზიარებთ, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმის მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. "მოხარული ვარ და ძალიან ვამაყობ, რომ ქართველ მეგობრებთან ერთად დღეს აღვნიშნავ ამერიკის დამოუკიდებლობის 245 წლისთავს. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, ისეთი დიდი ღონისძიება, როგორიც ყოველწლიურად გვაქვს, წელს ვერ ჩატარდა. თუმცა, დიდი იმედი გვაქვს, რომ ამის შესაძლებლობა გვექნება მომავალ წელს. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერის დღეს. დღევანდელ დღეს ჩვენ ვაფასებთ იმ თავისუფლებას, რომლისთვისაც ბევრმა ჩვენგანმა, ბევრმა ამერიკელმა იბრძოლა და ბევრი დაიღუპა კიდეც. ეს დღე ჩვენ ღრმად გვაფიქრებს იმ პრივილეგიებზე, რასაც ხშირად, ბუნებრივ მოცემულობად მივიჩნევთ ხოლმე და ეს პრივილეგიებია, რა თქმა უნდა, ჩვენი თავისუფლება, ადამიანის უფლებები და ღირებულებები. უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთგულება დამფუძნებელი პრინციპების მიმართ, რაც გახლავთ თავისუფლება, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და პირადი უფლებები. ეს ის ღირებულებებია, რასაც ვიზიარებთ საქართველოსთან. აქედან გამომდინარე, მოხარულები ვართ, რომ ამ დღეს ქართველ მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ", - განაცხადა კელი დეგნანმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩ კელი დეგნანს და ამერიკელ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
სალომე ზურაბიშვილი: აუცილებელია, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით პროცესი წინ წავიდეს და ყველა დაპირება შესრულდეს
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აუცილებელია, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით პროცესი წინ წავიდეს და ყველა დაპირება შესრულდეს. ამის შესახებ მან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გამართული ღონისძიების შემდეგ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოთ, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, აშშ-ის ელჩისგან "გზავნილი" არ მიუღია. „გზავნილებს მე არ ვღებულობ, მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი და არ უნდა მივიღო გზავნილები. ყველანი ვართ ჩართულები ამ პროცესში. აუცილებელია ეს პროცესი წავიდეს წინ და შესრულდეს ყველა ის დაპირება, რაც ჩვენ გავაკეთეთ. დარწმუნებული ვართ, გავალთ ამ პროცესის ბოლოში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინასთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის ბრძანება გასცა
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სასაზღვრო ძალებს უკრაინასთან საზღვრის სრულად ჩაკეტვა დაავალა. ამის შესახებ მან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო შეხვედრაზე განაცხადა. „უკრაინიდან ბელარუსში დიდი ოდენობით იარაღი შემოდის. ამიტომაც სასაზღვრო ძალებს უკრაინასთან საზღვრის სრულად ჩაკეტვა დავავალე“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ბელარუსში მხოლოდ მშვიდობიან მოქალაქეებს შეეძლებათ შესვლა. გარდა ამისა, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში „მძინარე“ ტერორისტული ქსელი გამოავლინეს, რომლის უკან გერმანია, უკრაინა, აშშ, პოლონეთი და ლიეტუვა დგას. "ამ ქსელის მიზანი საჭირო მომენტში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა“, - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ნინო ლომჯარია: პოლიციამ „თბილისი პრაიდის“ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოება უზრუნველყო
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისასალმებელია, რომ პოლიციამ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოება უზრუნველყო. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებთან, განსაკუთრებით მსვლელობასთან დაკავშირებითაც პოლიცია ისევ მაღალ პასუხისმგებლობას გამოიჩენს. „ძალიან სამწუხაროა, რომ ნამდვილად სიძულვილის ჯგუფები აგრესიულად მოქმედებდნენ, თუმცა, ნამდვილად მივესალმები და აღნიშვნის ღირსია, თუ როგორ იმუშავა პოლიციამ, ჩემი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პოლიციამ უზრუნველყო ამ ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოება. ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ იგივე გაგრძელდება დაგეგმილ ღონისძიებებთან მიმართებით, განსაკუთრებით, პრაიდის მსვლელობასთან დაკავშირებით, სადაც რისკები უფრო მეტად მომეტებულია და იმედი მაქვს, პოლიცია ისევ გამოიჩენს ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას და ჩვენ შევძლებთ, რომ უსაფრთხო გარემოში ჩავატაროთ აღნიშნული ღონისძიება“, - განაცხადა ლომჯარიამ. შეგანხსეენთ, რომ „თბილისი პრაიდის“ კვირეული გუშინ დაიწყო. პირველ ღონისძიებად ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი კონცეფციის წარსადგენად ემზადება
ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი კონცეფიის წარსადგენად ემზადება, მიზანი რეგიონში ევროკავშირის როლის გააქტიურება და მეტი ჩართულობაა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი მისივე ბლოგში წერს. „რატომ გვჭირდება ევროკავშირის მეტი ჩართულობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, ბორელი ამ საკითხს განიხილავს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ავსტრიიდან, ლიეტუვიდან და რუმინეთიდან, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ძალიან საჭირო ვიზიტი დაასრულეს. ისინი ჩემი სახელით ჩავიდნენ იქ ევროკავშირის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის ნიშნად. მრავალი კრიზისის გამო, რომელიც ჩვენს ყურადღებას მოითხოვს, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი წარმოდგენილი იყოს ყველა რეგიონში, სადაც ევროკავშირის ინტერესები რისკის ქვეშაა. ევროკავშირის მხრიდან რეგიონს კონკრეტული სტრატეგია სჭირდება - ექსპერტის ხედვა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა Europetime წერილის სრულ თარგმანს გთავაზობთ: საგარეო საქმეთა საბჭოში (Gymnich) ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში გადაუჭრელი კონფლიქტები. ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე. სწორედ ამიტომ დავავალე ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამ მინისტრს, ჩასულიყვნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჩემი სახელით. მათ თან ახლდა სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი დირექტორი მაიკლ ზიბერტი. ევროკავშირის ერთი ან რამდენიმე მინისტრის ჩემი სახელით გამგზავრების პრაქტიკა სულ უფრო ხშირი ხდება. მაგალითად, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო რამდენჯერმე იმყოფებოდა სუდანში და ანგარიშს აბარებს ყველა წევრ ქვეყანას. ეს კარგი გზაა მიდგომის - „Team Europe" შესაქმნელად ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლობის გაძლიერების მიზნით, რაც საშუალებას მოგვცემს, ვიყოთ ადგილზე უფრო მეტ ქვეყანასა და რეგიონში, ვიდრე ეს შეიძლება იყოს ცალკეული ადამიანი. მოხარული ვიყავი, რომ ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს ჩემი მოწვევა და მოკლე დროში გაემგზავრნენ რეგიონში. აშკარა იყო, რომ სამხრეთ კავკასიამ ასეთი ვიზიტი და ევროკავშირის დღის წესრიგის მხარდაჭერა დაიმსახურა, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და პოზიტიურ ნაბიჯებზე დაყრდნობით. მართლაც, მე მივესალმე იმ ქმედებებს, რომლებსაც ხელი შეუწყო საქართველომ, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა 12 ივნისს გაათავისუფლა 15 სომეხი დაკავებული, ხოლო სომხეთმა გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები. მინისტრებმა ამ ქვეყნების ლიდერებს სამი მთავარი გზავნილი გადასცეს: ევროკავშირი მოწოდებულია, იყოს აქტიური მოთამაშე რეგიონში კონფლიქტების მოგვარების ხელშესაწყობად; ევროკავშირი მზადაა, განავითაროს ორმხრივი ურთიერთობები რეგიონული თანამშრომლობისა და კავშირების გამყარების პარალელურად; ევროკავშირი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მოქნილობასა და ინკლუზიურობას. სამხრეთ კავკასია არის რეგიონი ევროპისა და შუა აზიას გზაჯვარედინზე, რომელიც ესაზღვრება ახლო აღმოსავლეთს. ჩვენ ვხედავთ ქვეყნებს, რომლებიც აქტიურად მოქმედებენ რეგიონში, პოლიტიკურად და ეკონომიკურად, დაწყებული რუსეთიდან, ასევე თურქეთიდან, ჩინეთიდან, ირანიდან და სხვა. სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, სატრანსპორტო დერეფნების და ენერგორესურსების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. ასე რომ, ჩვენ, რეგიონის, როგორც დამაკავშირებელი ჰაბის როლი უნდა განვავითაროთ. სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაშია გადაუჭრელი კონფლიქტები. 44-დღიანმა ომმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში და მის მახლობლად, დაარტყა რეგიონს და შეცვალა რეგიონული ბალანსი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების და პარტნიორების მხრიდან მზარდი მოლოდინებია, რომ ევროკავშირმა უფრო აქტიური როლი იტვირთოს აღმოსავლეთ სამეზობლოში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში. ჩვენი ჩართულობა საქართველოში არის კარგი მაგალითი იმისა, რა შეუძლია გააკეთოს ევროკავშირს მშვიდობის, დემოკრატიისა და რეფორმებისათვის. ევროკავშირმა შუამავლობით მიიღო შეთანხმება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ 2008 წელს და ხელმძღვანელობს კონფლიქტების მოგვარების მცდელობებს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის როლში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია საქართველოს უსაფრთხოებაში და ერთადერთი საერთაშორისო მონიტორია ადგილზე 2009 წლის შემდეგ. საერთო ჯამში, ევროკავშირი საქართველოში თავისი საქმიანობით, ნდობის შენებისა და განმტკიცების უდიდესი კონტრიბუტორია. ევროკავშირი პირდაპირ არასოდეს იყო ჩართული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების (საფრანგეთი, აშშ, რუსეთი) ხელმძღვანელობით განიხილებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი პასიურია: ჩვენ მხარს ვუჭერთ თანათავმჯდომარეებს ნდობის აღდგენის ზომების გამოყენებაში, როგორიცაა პროექტები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, ევროპული პარტნიორობის ფარგლებში, საზოგადოებრივ დონეზე განხორციელდა. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვიყავით ჩართული გასული წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების დროს: მე ბევრჯერ ვესაუბრე ორივე ქვეყანაში კოლეგებს და სხვა საერთაშორისო აქტორებს, რათა კონფლიქტის დასრულებისთვის შემეწყო ხელი. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ძალისხმევა რჩება საუკეთესო გზა ყოვლისმომცველი და მდგრადი მოგვარების მისაღწევად. ამასთან, ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ამ ძალისხმევას და მზად ვართ, უფრო მეტად ჩავერთოთ. ჩვენი ერთ-ერთი ინსტრუმენტი რეგიონთან ურთიერთობისთვის არის აღმოსავლეთის პარტნიორობა. ეს ერთადერთი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სამ პარტნიორს და ევროკავშირს. ეს არის ჩარჩო, რომელიც ეხმარება პარტნიორებს, ითანამშრომლონ ისეთ სფეროებში, რომლებიც არ არის კონფრონტაციული და შეუძლია, გააუმჯობესოს მოქალაქეების ცხოვრება კონკრეტული გზებით, გააუმჯობესოს მმართველობა და შექმნას მეტი კავშირები პარტნიორ ქვეყნებში. ახლა ვემზადებით აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკემბრის სამიტისთვის. ამ კონტექსტში, სამმა მინისტრმა გაგზავნა მკაფიო გზავნილი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არის და დარჩება თანამშრომლობის ინკლუზიური ფორმატი, ხოლო საქართველოსთვის ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩვენ ვაფასებთ მის, როგორც ასოცირებული ქვეყნის სწრაფვას. ევროკავშირს აქვს ხედვა რეგიონისთვის შესათავაზებლად და ის არის სანდო რეფორმატორი პარტნიორი. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ნდობის აღდგენასა და კონფლიქტების ტრანსფორმაციაში, მრავალმხრივ პარტნიორებთან ერთად, როგორიც არიან ეუთო და გაერო. ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ შიშის და სიძულვილისგან თავისუფალი გარემოს შექმნას. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ არამხოლოდ გზებისა და ხიდების აღდგენას, არამედ შერიგებას და მშვიდობიან თანაცხოვრებას. სამი ქვეყნის ლიდერებმა შეაფასეს ვიზიტი და აღნიშნეს, რომ მათ სურთ, უფრო მეტი ჩართულობა რეგიონში. მათ ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან თანამშრომლობის მზადყოფნას, რეგიონში ეკონომიკური განვითარებისა და კავშირის საკითხებში და რომ ისინი აფასებენ ევროკავშირის როლს ნდობის აღდგენასა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში. ამ ძალიან კარგი და დასაფასებელი ვიზიტის შემდეგ, მზად ვართ, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, ამ ვიზიტზე აზრთა გაცვლის დაწყებით, რომელიც მომდევნო საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე, 12 ივლისს იგეგმება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე თანამდებობიდან გადადგა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ჯერჯერობით უცნობია, რა მიზეზით დატოვა თანამდებობა ვლადიმერ ბორცვაძემ. ცნობისთვის, ვლადიმერ ბორცვაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2019 წლის 6 თებერვალს დაინიშნა. მანამდე, 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის თებერვლამდე, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა.
თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინაცია - ეს არის ყველაზე სუსტი რგოლი ჩვენს კოვიდსაწინააღმდეგო კამპანიაში
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო კამპანიაში ვაქცინაცია "სუსტი რგოლი" აღმოჩნდა. ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს არა აქვს იმდენი ფული, რომ გადაეხადა ორჯერ მეტი და ვაქცინ სხვაზე ადრე მიეღო. "ვაქცინაცია - ეს არის ყველაზე სუსტი რგოლი ჩვენს კოვიდსაწინააღმდეგო კამპანიაში და აქ ნამდვილად ჰქონდა ადგილი დაგვიანებას. მე არ ვარ არც საკოორდინაციო და არც ვაქცინაციის საბჭოს წევრი და დეტალური მიზეზები არ ვიცი, მაგრამ ვუსმენდი და ვიზიარებ ბატონი პაატას (იმნაძის) მოსაზრებას - იმიტომ, რომ საქართველოს არ აქვს ის ეკონომიკური რესურსი და ის გავლენები მსოფლიოს რუკაზე, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა, და ბუნებრივია, რომ ჩვენზე წინ დადგნენ. ვაქცინაციას ერთმანეთს ასწრებდა ყველა, ჩვენზე წინ დადგნენ ის ქვეყნები, პირველ რიგში, ვინც თავად აწარმოებდა ვაქცინას. როგორ შეიძლება ჩვენ აშშ-ს, ინგლისს ან სხვა ქვეყნებს შევედაროთ, რომლებიც თავად აწარმოებდნენ ვაქცინას. ამასთან, ჩვენ არ გვაქვს იმდენი ფული, რომ გადაგვეხადა ორჯერ მეტი და საქართველოს ვაქცინა მიეღო სხვაზე ადრე,"-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.