ძებნის რეზულტატი:

საპატრიარქო "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, ,,პრაიდის“ მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა. საპატრიარქოს წარმომადგენლები მოსახლეობას მიმართავენ, რომ 5 ივლისს, ქაშუეთის ტაძართან შეიკრიბონ და მსოფლიოს აჩვენონ, რომ ღირსებას იცავენ და „გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა“ მიუღებელია. საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ამა წლის 29 ივნისს გაკეთებული განცხადებით საქართველოს საპატრიარქომ ,,თბილისი-პრაიდის’’ ორგანიზატორებსა და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართა, რათა, ქვეყნის სტაბილურობისა და სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, თავი შეეკავებინათ ლგბტქ+ პროპაგანდისტული აქტივობების მხარდაჭერისაგან. იმედი გვქონდა, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის არჩევანს არ უგულებელყოფდნენ, მაგრამ ბოლო დღეების მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ზეწოლაც ხორციელდება ქვეყანაში. ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია გარკვეულ საელჩოთა და ევროპარლამენტარების ნაწილის მკვეთრი ჩარევა ჩვენს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში და ვთვლით, რომ ეს მათი უფლებამოსილების გადამეტებაა. ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ე.წ. ,,პრაიდის“ მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას; ეს ქმედება ჩვენს ხალხში, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, დაძაბულობასა და არეულობას იწვევს. ყოველივე ამაზე კი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნული აქტივობების ორგანიზატორებსა და მხარდამჭერთ. მივმართავთ მოსახლეობას, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი და არ ავყვეთ ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას. ამა წლის 5 ივლისს, 17 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივლისს თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. პირველ ღონისძიებაზე ბრიტანული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც 2019 წლის პრაიდის მოვლენების შესახებ მოგვითხრობს.

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარია - ხანძრის ქრობის პროცესში ორი ვერტმფრენი ჩაერთვება

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარია. გავრცელებული ინოფრმაციით, დაკვამლიანება იმ ადგილის მიმდებარედ შეინიშნება, სადაც სამი დღის წინ რამდენი ჰექტარი დაიწვა. როგორც ცნობილია, ვაშლოვანის ნაკრძალის ტერიტორიაზე ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთვება. ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე- მაშველები და ხანძარი საწინააღმდეგო სამუშაოებს ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ რთული რელიეფის გამო ადგილზე სპეციალური ტექნიკით მისვლა ვერ ხერხდება და სახანძრო-სამაშველო და რეინჯერთა ჯგუფები ფეხით გადაადგილდებიან. რამ გამოიწვია აალება ან რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, უცნობია. ცნობისთვის, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი მიუვალ ადგილზე სამი დღის წინ გაჩნდა. რთული რელიეფის გამო, ცეცხლი ცოცხალი ძალით ჩააქრეს. დაიწვა დაახლოებით 7 ჰექტარი.

ნიგერიაში მანეკენების გამოყენება აიკრძალა

ჩრდილოეთ ნიგერიის შტატში მანეკენების გამოყენება, რომლებიც ადამიანის ფორმებს იმიტირებენ, აიკრძალა, რადგან ისინი "არღვევენ" ისლამური სწავლების პრინციპებს. კანოს შტატის ისლამური პოლიციის უფროსის ჰისბას თქმით, ასეთი მანეკენები "საზოგადოების ზოგიერთ წარმომადგენელში უზნეო აზრებზს იწვევს". გავრცელებული ინფორმაციით, ახალი რეგულაცია ძალაში უახლოეს დღეებში შევა, რის შემდეგაც პოლიცია სამკერვალოებისა და ტანსაცმლის მაღაზიებში რეგულარულ რეიდებს მოაწყობს. კანო არის ნიგერიის 12 სახელმწიფოდან ერთ – ერთი, რომელიც შარიათის იურიდიულ სისტემას იყენებს ქვეყნის საერო კანონებთან ერთად.

იაპონიაში, ძლიერი მეწყერის შედეგად, ათეულობით ადამიანი დაიკარგა

იაპონიაში, ატამის ქალაქში მომხდარი ძლიერი მეწყერის შედეგად, ოცი ადამიანი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, მეწყერი ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. შედეგად განადგურდა რამდენიმე სახლი, ზოგიერთი მათგანი მიწით დაიფარა. ადგილობრივი გუბერნატორის თქმით, სანაპირო დაცვამ ორი ცხედარი იპოვა.

200-ზე მეტ ამერიკულ კომპანიაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

აშშ-ის კომპანიები 'კოლოსალური' კიბერშეტევის შედეგად დაზარალდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე კომპანია Huntress Labs-ის ცნობით, აშშ-ში 200-მდე კომპანია კოლოსალური კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. კომპანიის განცხადებით, ჰაკერებმა შეტევა, ფლორიდაში დაფუძნებული IT კომპანია Kaseya-ის საშუალებით იმ კორპორატიულ ქსელზე განახორციელეს, რომელიც მის პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს. როგორც კომპანიაში აღნიშავენ, კიბერშეტევის უკან სავარაუდოდ რუსეთთან დაკავშირებული კიბერგამომძალველების ქსელი Revil-ი დგას. აშშ-ის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, შეტევის შესაჩერებლად ზომები უკვე მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიებზე შეტევა პარასკევს, შუადღეს განხორციელდა, როდესაც კომპანიებმა, ჩვეულებრივზე ადრე, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მუშაობა შეაჩერეს.

ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი ჩაირთო

ჩაირთო ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი, რომელიც გუშინ კიბერშეტევის გამო გაითიშა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდი booking.moh.gov.ge გუშინ დილიდან გაითიშა. ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა. სარეგისტრაციო პორტალზე პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები მუშაობდნენ, პროცესში შესაბამისი უწყებები ჩაერთვნენ, რათა ხარვეზი აღმოფხვრილიყო. Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ვერ დაიწყო - საიტი არ მუშაობს დღეს კორონავირუსის სტატისტიკა არ განახლებულა თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტავაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

თამარ არჩუაძე: Wizz Air-ის მიერ ქუთაისის აეროპორტში ბაზის დაბრუნება ნიშნავს ახალ მიმართულებებს

ქუთაისის განახლებული აეროპორტში ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ბაზირებული საჰაერო ხომალდით ოპერირება ევროპის 6 მიმართულებით დაიწყო. 1-ლი ივლისიდან პირდაპირი რეგულარული რეისი ქუთაისი-მილანი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე განხორციელდა. ცოტა ხნის წინ კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისი სალონიკის მიმართლებით განხორციელდა. Wizz Air-ის ბაზის დაბრუნებასთან დაკავშრებით აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, DMO IMERETI ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი დაესწრნენ. პირველი რესისის მგზავრებს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციულად ბრენდირებული სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განმარტებით, Wizz Air-ის მიერ ბაზის დაბრუნება ნიშნავს ახალ მიმართულებებს და დამატებით სამუშაო ადგილებს. "ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული Wizz Air-ის საჰაერო ხომალდით უკვე შესრულდა ფრენა სალონიკის მიმართულებით. ამ ეტაპზე ბაზას დაემატება 6 მიმართულება, რაც საგრძნობლად გაზრდის საქართველოს დაკავშირების ინდექსს. ჩვენი მგზავრები შეძლებენ გაფრინდნენ დამატებით 6 ახალი მიმართულებით, ესენია ათენი, პრაღა, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი. Wizz Air-ის ბაზის დაბრუნება რეგიონის მოსახლეობისთვის ნიშნავს იმას, რომ გაცილებით მეტი პირდაპირი რეისის შესაძლებლობა იქნება. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ Wizz Air-ში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც პანდემიის პერიოდში საზღვარგარეთ იქნენ დისლოცირებულნი დაბრუნდებიან საქართველოში და საქართველოდან განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას",-განაცხადა თამარ არჩუაძე. საწყის ეტაპზე, ეპიდსიუტაციიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესულდება. ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან კი რეისების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. ამ ეტაპზე, ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air ევროპის 14 მიმართულებით განახორციელებს ავიარეისებს.

დავით ზალკალიანი: აშშ-ის 2022 ფისკალური წლის კანონპროექტი არის საქართველოს მიმართ კონგრესის კიდევ ერთი მკაფიო, ორპარტიული მხარდაჭერის გზავნილი

ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აპროპრიაციის კომიტეტის მიერ 2022 ფისკალური წლისთვის დამტკიცებული კანონოპოექტი არის აშშ-ის კონგრესის მხრიდან კიდევ ერთი მკაფიო, ორპარტიული მხარდაჭერის გზავნილი. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თემატიკა აშშ-ის როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დღის წესრიგში პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის არის და სწორედ ამ საკანონმდებლო აქტში არის გამოხატული ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც აქტუალურია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში. ეს საკანონმდებლო აქტი მნიშვნელოვანია არაღიარების თვალსაზრისით, რადგანაც არის კიდევ ერთხელ ხაზგასმა, ისევე როგორც წინა რეზოლუციებში და წინა საკანონმდებლო აქტში, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ნებისმიერი სახის ფორმალური ურთიერთობა, აშშ-ის მხრიდან გამოიწვევს შესაბამის ფინანსურ რეაგირებას და ფინანსურ შეზღუდვებს. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი საერთაშორისო ბერკეტი და მექანიზმი ჩვენი არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით“, – განაცხადა ზალკალიანმა. მისივე თქმით, საკანონმდებლო აქტს ახლავს შესაბამისი განმარტებითი ბარათები, სადაც საქართველო მოხსენიებულია აშშ-ის კრიტიკულ მოკავშირეებს შორის. „ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ისთვის საქართველოსთან თანამშრომლობასა და მასთან ურთიერთობის გაღრმავებას უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, როგორც აშშ-ის ყველაზე ახლო მოკავშირესთან“, – განაცხადა ზალკალიანმა. ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აპროპრიაციის კომიტეტმა 2022 ფისკალური წლისთვის დაამტკიცა სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (SFOPs) შესახებ კანონპროექტი. აღნიშნული კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. 2022 ფისკალური წლის კანონპროექტი კვლავ შეიცავს მნიშვნელოვან ჩანაწერს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით, ისევე როგორც შენარჩუნებულია ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უმაღლესი ნიშნული.

ვაზიანში მე-5 საარტილერიო ბრიგადის საველე სწავლება დასრულდა

ვაზიანის სასროლეთზე მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბატალიონის დონის გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე ბატალიონის დაქვემდებარებული ქვედანაყოფები და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტები მონაწილეობდა. სწავლებას ადგილზე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და 51-ე საარტილერიო ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ჩიხრაძე დააკვირდნენ. დასკვნით წვრთნაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონმა და ჰაერსაწინააღმდეგო ჯგუფებმა საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. ორკვირიანი სწავლება სამ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა საველე პირობებში საბრძოლო მომზადებას, საცეცხლე მხარდამჭერი ელემენტების შერწყმას, კოორდინირებულ მუშაობას, მართვას და კონტროლს ითვალისწინებდა. მეორე ფაზაში პირადი შემადგენლობის ჯგუფური შეფასება განხორციელდა. მესამე დასკვნითი ფაზა კი, საცეცხლე პოზიციების დაკავებითა და საბრძოლო სროლებით დასრულდა. წვრთნების მიზანს ქვედანაყოფებსა და მხარდამჭერ ელემენტებს შორის არსებული მართვისა და კონტროლის სისტემის დახვეწა, შერწყმა და გაუმჯობესება წარმოადგენდა.

ტუნისის ნაპირთან გემის ჩაძირვას 43 ადამიანი ემსხვერპლა

ტუნისის წითელი ნახევარმთვარის ინფორმაციით, მიგრანტებით დატვირთული გემი, რომელიც ლიბიიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით იტალიისკენ მიემართებოდა, ტუნისის ნაპირებთან ჩაიძირა. Reuters-ის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა 84 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. ორგანიზაციის ცნობით, გემზე ეგვიპტის, სუდანის, ერითრეისა და ბანგალდეშის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ბოლო პერიოდში ტუნისის ნაპირებთან მომრავლდა მიგრანტებით დატვირთული გემების ჩაძირვის ფაქტები. ასევე, ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, მომრავლდა ტუნისიდან და ლიბიიდან იტალიის გავლით ევროპაში გადასვლის მცდელობები. იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან იტალიაში ხმელთაშუა ზღვის გავლით 19 800-მდე მიგრანტი ჩავიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 6 700 შეადგენდა.

ამერიკის საელჩო საქართველოში აშშ-ის დამოუკიდებლობის 245-ე წლისთავს აღნიშნავს

დღეს აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების 245-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. ,,ხუთი წლის შემდეგ, 2026 წლის 4 ივლისს შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავი იქნება.დღეს, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამერიკა250 ფონდიდან, ვიწვევთ ამერიკელებსა და ჩვენს მეგობრებს საზღვრებს გარეთ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს წარსულს და განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი", - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, აშშ 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ირაკლი ღარიბაშვილი: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკელ ხალხს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „დამოუკიდებლობის დღეს, ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკელ ხალხს. საქართველოსა და აშშ-ს შორის გამორჩეული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ჩვენი საერთო ღირებულებების დასტურია. აშშ სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და წინსვლას განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ასეთი თანადგომისთვის და იმ სამაგალითო ურთიერთობისთვის, რომელსაც მრავალი წელია, ერთად ვაშენებთ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ მათ კეთილდღეობას, წინსვლას და წარმატებებს”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში. ცნობისთვის, 4 ივლისს აშშ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამერიკის საელჩო საქართველოში აშშ-ის დამოუკიდებლობის 245-ე წლისთავს აღნიშნავს.

გვანცას ბაბლი

ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე შიში, უ-შიში, მო-შიში დღეს იმ შიშებზე მინდა ვისაუბრო, რომელიც ირაციონალურად მიმაჩნია; იმ შიშებზე მოგითხრობთ, საზოგადოებას რომ შეიპყრობს დროდადრო და დინამიკაში დაკვირვებისას სრულიად აბსურდულად გამოიყურება. ჩემს ბოლო ბაბლში საქართველოს პასპორტის აღების პერიპეტიები გავიხსენე. მინდა ამ თემას დავუბრუნდე და სხვა კუთხით დავაფიქრო ბაბლის მკითხველი. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დაახლოებით ათი წლის მანძილზე არც მე და არც მრავალ ჩვენგანს (და ზოგიერთს ალბათ კიდევ უფრო დიდ ხანს) არ გვქონდა იმ სახელმწიფოს დოკუმენტი (პირადობის მოწმობა თუ პასპორტი), რომელშიც ვცხოვრობდით და კვლავაც საბჭოთა პასპორტებს ვიყენებდით. თავი დავანებოთ იმდროინდელი სახელმწიფოს უპასუხისმგებლობას, რომელმაც არ თუ ვერ აღრიცხა საკუთარი მოქალაქეები და არ თუ ვერ აღირსა მათ მოქალაქის დოკუმენტი საქართველოს სახელმწიფოს სიმბოლიკით. მე ჩვენი, ადამიანების, მოქალაქეების ქცევა და ფიქრები უფრო მაინტერესებს. გვტანჯავდა ვინმეს შიში, რომ არარსებული სახელმწიფოს არარსებული ადამიანები ვიყავით? - არა, რასაკვირველია. მოგვიანებით, როდესაც სახელმწიფომ გვაუწყა, რომ სავალდებულოა ყველა მოქალაქეს ჰქონდეს მოქალაქის დოკუმენტი, გაჩნდა შიში, შიში დიდი თვალებით, გულის ფეთქვით და მძაფრი ემოციებით, სპონტანური სახალხო პროტესტებით, „ინტელექტუალური“ დისკურსებით და „გონივრული“ არგუმენტებით - სათაგურში ხომ მხოლოდ ყველია უფასო? იქნებ დემონი ზის ამ პირადობის მოწმობაში? რატომ გადაწყდა ჩვენი აღრიცხვა? მიზანი „ხილულია“ - ჩვენი გაწყვეტა, გადაშენება, „ქართველობის წართმევა“... გაჩნდა „შიში“, დაირაზმა ბრძოლაში „უ-შიში“ და წარმოსახვითი საფრთხეების „მო-შიში“ საზოგადოება - როდესაც ამ ამბავს ვიხსენებ, ალბათ დაუჯერებლად ჟღერს... ვის გახსოვთ მაკდონალდსის პირველი რესტორნის გახსნა თბილისში, რუსთაველზე? M ლოგოიანი ფასთფუდის გახსნას არც მეტი და არც ნაკლები, ხანგრძლივი საპროტესტო აქციები და „ინტელექტუალური“ განხილვები მოჰყვა ტელეეთერებში „რაციონალური“ არგუმენტებით - M ლოგო შეგნებული პროვოკაციაა რუსთაველის ძეგლთან რუსთაველის ქვეყანაში... შეურაცხმყოფელია მდარე ბურგერების თავს მოხვევა ხაჭაპურის ქვეყანაში... ჩიზბურგერში ხომ მხოლოდ ყველია უფასო? მიზანი „ხილულია“ - ჩვენი გაწყვეტა, გადაშენება, „ქართველობის წართმევა“... გაჩნდა „შიში“, დაირაზმა ბრძოლაში „უ-შიში“ და წარმოსახვითი ღირებულებების „მო-შიში“ საზოგადოება... ეროვნულ თანხმობაზე მოფიქრალი ჯგუფები გვთავაზობდნენ შემრიგებლურ გამოსავალს - M ლოგოიანი შენობის „მოფარებულ ადგილზე“ გადატანას... ეს ამბავიც დაუჯერებლად გამოიყურება, როდესაც ვიხსენებ... მოგვიანებით, მაკდონალდსი „გავაქართველეთ“ - საბავშვო რესტორანში ლუდის მენიუ დავამატეთ და საერთოდ აღარ გვეშინია მისი პროვოკაციული ლოგოების... ასე ლუკმა-ლუკმა გვართმევენ ქართველობას, ეტაპობრივად, და კარგად ვერ გავიგე რა წამართვეს - ხაჭაპური დიდად არ მიყვარს, M ლოგოიან ფასთფუდს კი საერთოდ არ ვჭამ... მეორე წელია პანდემიამ შეარყია ჩვეული ცხოვრება ყველა კონტინენტის ყველა ქვეყანაში... ბუნებრივია, რომ ასეთი მასშტაბის პრობლემას ახლდეს ადამიანური შიში და უნდობლობა; ბუნებრივია მოქალაქეობრივი შეკითხვები ვირუსზე, ვაქცინასა თუ ჯანდაცვის სისტემის მენეჯმენტზე... მაგრამ ჩვენი ფიქრები სხვაგან წავიდა - „დიდი მასონური შეთქმულება“, უნდა „დაგვჩიპონ“ უკეთ სამართავად, ქართული გენის „დნმ-ს გვპარავენ“... „ღვთიური ნიშანია“ - ღმერთი შანსს გვაძლევს „გავერთიანდეთ ქართველობის გადასარჩენად“... არ ვიცი, მომავალში ეს ამბავი როგორ გაგვახსენდება, მაგრამ ამჟამად ერთი ცნობილი იტალიური კომედია მახსენდება: ზუსტად იმ დროს, როდესაც მთავარი გმირი უსინდისოდ ცდილობს გულუბრყვილო გოგონას შეცდენას, წყალდიდობა იწყება და წყალი შემოხეთქავს მიწურ ოთახში. გოგონას აზრით, ეს ღვთიური ნიშანია მისი ქალწულობის გადასარჩენად. მთავარი გმირის გულწრფელი რეპლიკა: მართლა გჯერა, რომ ღმერთმა ნახევარი იტალია დატბორა შენი ქალწულობის გადასარჩენად? *** ირაციონალური შიშები იმიტომ მაოცებს, რომ ხილულ საფრთხეებზე არასდროს გვქონია იგივე რეაქცია - არ გვეშინოდა ტყვიების ზუზუნის, ომების, შიმშილის, კრიმინალური დაჯგუფებების... დღეს არ გვეშინია მცოცავი ოკუპაციის, არაეფექტური ჯანდაცვის სისტემის, კორუფციის, პედოფილებით სავსე საზოგადოების... არ გვეშინია იმ სამომავლო საფრთხეების, რისი ალბათობაც ასეთი მაღალია - ეკოლოგიური კატასტროფები, არშემდგარი ეკონომიკური განვითარება, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა, ენერგო კრიზისი... არ გვეშინია საკუთარი თავის და საკუთარი უუნარობის, გავუმკლავდეთ ათწლეულებზე გადაჭიმულ წარუმატებლობებს... ირაციონალური შიშები ბავშვურ ინფანტილურ სამყაროში უნდა დაგვეტოვებინა და ზრდასრულობაში არ წამოგვყოლოდა საგზლად... ნუთუ ყველა გავგიჟდით ან ყველა ჩავრჩით ინფანტილიზმის ტყვეობაში? ყველა შეკითხვა, რომელსაც ვსვამ, საკუთარ თავსაც ვუსვამ - ამ საზოგადოების ორგანულ უჯრედად მივიჩნევ თავს და განყენებულად თუ „სხვებზე უფრო მაღლა მდგომის“ პოზიციიდან არასდროს ვმსჯელობ... პრობლემა ხომ ყველას მოგვწვდება - საზოგადოების ყველა წევრს და ყველა უჯრედს... ირაციონალური შიში ტოტალიტარიზმის მემკვიდრეობაა, ჩვენი წარსულის კოლექტიური მეხსიერება, იმ წარსულის, სადაც საფრთხე უხილავი იყო, მაგრამ რეალური, სადაც საფრთხე მუდამ თან დასდევდა ჩვენს არსებობას... რატომ არ გვეყო 30 წელი ფსიქოთერაპიისთვის? დღეს ირაციონალური შიშებით ადამიანების მართვა სარფიან ბიზნესად იქცა ზოგიერთი ჯგუფისთვის. სანამ საკუთარ წუთისოფელს არარსებულ საფრთხეებთან ჭიდილისთვის გავიმეტებთ, მიმოვიხედოთ, ვინ ხეირობს ჩვენი შიშებით და რომელი პრობლემის გადაფარვა არის მათი მიზანი. შევძლებთ ჩავხედოთ საკუთარ შიშებს თვალებში თუ ქაჯანას მოსვლას დაველოდებით? *** ყველა კლასიფიკაციით, იმ უმრავლესობის წევრი ვარ თავად, რომელიც დაცულად და ბედნიერად უნდა გრძნობდეს თავს ამ საზოგადოებაში, მაგრამ ჩემი უფლება ბერჯერ დარღვეულა, ირღვევა და არც ახლო მომავლის იმედი მაქვს დიდად. დღეს არ ვიმსჯელე, რატომ გვეშინია ადამიანის უფლებების დაცვის - არასდროს გვიცხოვრია ისეთ საზოგადოებაში, სადაც „ჩვენი ჭირი ღობეს ჩხირი“ აღარ იქნება სხვებისთვის; უფრო მეტიც, ასეთი საზოგადოება არც კი გვინახავს და არ გვესმის მისი ფუნქციონირების ლოგიკა... რაც არ გვინახავს, ვერასდროს გავიგებთ; რაც არ გვესმის გვაშინებს... შიში კი ოხერია და დიდი თვალები აქვს... არის ამ ლოგიკაში რაღაც რაციონალური...

ვაქცინაციის სარეგისტრაცია ვებგვერდზე კვლავ შეფერხებაა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციო ვებგვერდზე შეფერხებაა. booking.moh.gov.ge-ზე კვლავ არ არის შესაძლებელი მოქალაქეების Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელი. როგორც ცნობილია, 12:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრი მოადგილე თამარ გაბუნია გააკეთებს განცხადებას. ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა. სარეგისტრაციო პორტალზე პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები მუშაობდნენ, პროცესში შესაბამისი უწყებები ჩაერთვნენ, რათა ხარვეზი აღმოფხვრილიყო. Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ვერ დაიწყო - საიტი არ მუშაობს დღეს კორონავირუსის სტატისტიკა არ განახლებულა თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტავაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

კანადაში 170-ზე მეტ ხანძრის კერას ებრძვიან

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, კანადაში 170-ზე მეტ ხანძრის კერას ებრძვიან. ხანძრების გაჩენა რეკორდულად მაღალ ტემპერატურას უკავშირდება. ხანძართან ბრძოლაში დახმარების აღმოჩენისა და დაზარალებული ქალაქებიდან მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით, მზადყოფნის რეჟიმშია გადასული კანადის შეიარაღებული ძალები. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, მაღალ ტემპერატურასთან ერთად, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მეხია. მხოლოდ გასული დღის განმავლობაში ბრიტანეთის კოლუმბიაში 12 ათასი მეხის დაცემის ფაქტი დაფიქსირდა. ხანძრის გამო, ქალაქი ლიტონი თითქმის მთლიანად განადგურდა. რამდენიმე დღის წინ, ქალაქში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, 49,6 გრადუსი დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ხანძრის გამო დაიღუპა ორი ადამიანი. კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, ცენტრალური ხელისუფლება ბრიტანული კოლუმბიის მთავრობასთან ითანამშრომლებს.

ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა, ადგილზე 50 მეხანძრე-მაშველი და რეინჯერია მობილიზებული. ხანძრის ქრობაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძარი ვაშლოვანის ნაკრძალში მიმდინარე კვირაში ორჯერ გაჩნდა. ხანძარი, არსებული ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

თამარ გაბუნია: ჯერჯერობით, ვაქცინაციის პორტალზე ხარვეზის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდზე შექმნილი შეფერხების გამოსწორება ვერ მოხერხდა სრულად და მიმდინარეობს მუშაობა. მისი თქმით, როგორც კი ხარვეზი გამოსწორდება მოსახლეობა დაუყოვნებლივ მიიღებს ინფორმაციას. გაბუნიას განცხადებით, 150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში ხვალ-ზეგ გახსნის ქოლ-ცენტრებს, სადაც მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკვე ადგილზე დარეკოს და იქვე დაჯავშნოს რიგი „ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ, გუშინ რეგისტრაციის შესაძლებლობა ვაქცინაციის პროგრამაზე, რიგის დაჯავშნის მიზნით, შეწყდა. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა, ბოლომდე, ჯერჯერობით, ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა, ამდენად, მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობა ინფორმაციას დაუყონებლივ მიიღებს. ღია სივრცეში რეგისტრაციის გახსნა არ ყოფილა აქამდე და როგორც კი დასრულდება ეს პროცესი, მოგახსენებთ. გუშინდელი მონაცემებით, რამდენიმე საათი მოითხოვეს ტექნიკოსებმა იმისთვის, რომ ხარვეზი აღმოეფხვრათ, როგორც ჩანს, დაზიანება უფრო კომპლექსური იყო, ვიდრე თავიდან ეს შეფასდა. ჯერჯერობით პროცესი მიმდინარეობს, ჩემთვის რთულია ზუსტი ვადების დასახელება, დამატებითი სამუშაოები შესასრულებელია. რა თქმა უნდა, მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის დაწყება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და გარდა იმისა, რომ რესგისტრაციის პორტალს ვიყენებთ ჩვენ ამ მიზნებისთვის, არსებობს სხვა ალტერნატიული გზებიც. 150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში ხვალ-ზეგ გახსნის ქოლ-ცენტრებს, სადაც მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკვე ადგილზე დარეკოს და იქვე დაჯავშნოს რიგი. ამას დაეხმარება რეგისტრაციის პორტალი და რეგისტრაციის პორტალი არ იქნება ერთადერთი საშუალება რეგისტრაციისთვის,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა. სარეგისტრაციო პორტალზე პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები მუშაობდნენ, პროცესში შესაბამისი უწყებები ჩაერთვნენ, რათა ხარვეზი აღმოფხვრილიყო. ვაქცინაციის სარეგისტრაცია ვებგვერდზე კვლავ შეფერხებაა Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ვერ დაიწყო - საიტი არ მუშაობს დღეს კორონავირუსის სტატისტიკა არ განახლებულა თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტავაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

თამარ გაბუნია: 150 დაწესებულება, რომელიც ვაქცინაციის პროგრამაშია ჩართული, ქოლ-ცენტრს გახსნის და მოქალაქეს რიგის დაჯავშნის საშუალება ექნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში ხვალ-ზეგ გახსნის ქოლ-ცენტრებს, სადაც მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკვე ადგილზე დარეკოს და იქვე დაჯავშნოს რიგი. ,,ღია სივრცეში რეგისტრაციის გახსნა არ ყოფილა აქამდე და როგორც კი დასრულდება ეს პროცესი, მოგახსენებთ. გუშინდელი მონაცემებით, რამდენიმე საათი მოითხოვეს ტექნიკოსებმა იმისთვის, რომ ხარვეზი აღმოეფხვრათ, როგორც ჩანს, დაზიანება უფრო კომპლექსური იყო, ვიდრე თავიდან ეს შეფასდა. ჯერჯერობით პროცესი მიმდინარეობს, ჩემთვის რთულია ზუსტი ვადების დასახელება, დამატებითი სამუშაოები შესასრულებელია. რა თქმა უნდა, მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის დაწყება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და გარდა იმისა, რომ რესგისტრაციის პორტალს ვიყენებთ ჩვენ ამ მიზნებისთვის, არსებობს სხვა ალტერნატიული გზებიც. 150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში ხვალ-ზეგ გახსნის ქოლ-ცენტრებს, სადაც მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკვე ადგილზე დარეკოს და იქვე დაჯავშნოს რიგი. ამას დაეხმარება რეგისტრაციის პორტალი და რეგისტრაციის პორტალი არ იქნება ერთადერთი საშუალება რეგისტრაციისთვის,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა. სარეგისტრაციო პორტალზე პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები მუშაობდნენ, პროცესში შესაბამისი უწყებები ჩაერთვნენ, რათა ხარვეზი აღმოფხვრილიყო. ხვალიდან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.

ვაქცინაციის ვებპორტალზე კიბერშეტევის შემდეგ, Sinopharm-ით აცრაზე რეგისტრაცია დაიწყო

ვაქცინაციის ვებპორტალზე კიბერშეტევის შემდეგ, Sinopharm-ით აცრაზე რეგისტრაცია დაიწყო. booking.moh.gov.ge-ზე მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის დარეგისტრირდნენ. აღსანიშნავია, რომ დღეს დილიდან ვაქცინაციის მსურველებისთვის რეგისტრაციისთვის პორტალზე შეფერხება იყო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდზე კიბერშეტევის შემდეგ შექმნილი შეფერხების გამოსწორება სრულად ვერ მოხერხდა და მიმდინარეობს მუშაობა. გაბუნიას განცხადებით, 150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში ხვალ-ზეგ გახსნის ქოლ-ცენტრებს, სადაც მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკვე ადგილზე დარეკოს და იქვე დაჯავშნოს რიგი „ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ, გუშინ რეგისტრაციის შესაძლებლობა ვაქცინაციის პროგრამაზე, რიგის დაჯავშნის მიზნით, შეწყდა. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა, ბოლომდე, ჯერჯერობით, ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა, ამდენად, მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობა ინფორმაციას დაუყონებლივ მიიღებს. ღია სივრცეში რეგისტრაციის გახსნა არ ყოფილა აქამდე და როგორც კი დასრულდება ეს პროცესი, მოგახსენებთ. გუშინდელი მონაცემებით, რამდენიმე საათი მოითხოვეს ტექნიკოსებმა იმისთვის, რომ ხარვეზი აღმოეფხვრათ, როგორც ჩანს, დაზიანება უფრო კომპლექსური იყო, ვიდრე თავიდან ეს შეფასდა. ჯერჯერობით პროცესი მიმდინარეობს, ჩემთვის რთულია ზუსტი ვადების დასახელება, დამატებითი სამუშაოები შესასრულებელია. რა თქმა უნდა, მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის დაწყება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და გარდა იმისა, რომ რესგისტრაციის პორტალს ვიყენებთ ჩვენ ამ მიზნებისთვის, არსებობს სხვა ალტერნატიული გზებიც. 150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში ხვალ-ზეგ გახსნის ქოლ-ცენტრებს, სადაც მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკვე ადგილზე დარეკოს და იქვე დაჯავშნოს რიგი. ამას დაეხმარება რეგისტრაციის პორტალი და რეგისტრაციის პორტალი არ იქნება ერთადერთი საშუალება რეგისტრაციისთვის,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა. სარეგისტრაციო პორტალზე პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები მუშაობდნენ, პროცესში შესაბამისი უწყებები ჩაერთვნენ, რათა ხარვეზი აღმოფხვრილიყო.

გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა

გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა. ავიაკომპანიამ, რომელიც დიუსელდორფის აეროპორტშია ბაზირებული, თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13:40 წუთზე დაეშვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა, აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ.ასევე, ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, ლუფტანზა ჯგუფის რეგიონალური მენეჯერი რენე კოინცაკი, „ევროვინგსის“ საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ივან ორეკი, ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე. Eurowings-ი დიუსელდორფსა და თბილისს შორის, დღეიდან ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით მოახდენს. ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 2017 წლიდან აქტიურად მუშაობდა ავიაკომპანია „ევროვინგს“-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით.