ძებნის რეზულტატი:

ბრიტანეთის საელჩო: LGBTI+ მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა აზიანებს საქართველოს, როგორც ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას

,,LGBTI+ მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა აზიანებს საქართველოს, როგორც ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას", - ამის შესახებ განცხადებას ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. საელჩო მოუწოდებს ხელისუფლებას დაიცვან საქართველოს კონსტიტუციით დაცული ყველა საქართველოს მოქალაქის უფლება. ,,თვალს ვადევნებთ თბილისში მიმდინარე მოვლენებს. ძალადობა, LGBTI+ მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა აზიანებს საქართველოს როგორც ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეაჩერონ ძალადობა და დაიცვან, საქართველოს კონსტიტუციით დაცული ყველა საქართველოს მოქალაქის უფლება", - აღნიშნულა განცხადებაში. გერმანიის ელჩის წერილი საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარეს, მიტროპოლიტ გერასიმეს ისრაელის საელჩო: საქართველოსა და ისრაელის ერები ერთიანნი არიან ადამიანის უნივერსალური უფლებების პატივისცემაში

ირაკლი კობახიძე: მოხდა ის, რასაც ველოდით

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს გამოემხაურა. მისი თქმით, "მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, ვითარების მართვა რთულია ობიექტური გარემოებების, მათ შორის აქციის მონაწილეთა რაოდენობის გამო", - ამის შესახებ მან სპეციალურ ბიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „პრაიდის“ რეალური მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები. "პირველ რიგში, გვსურს გამოვეხმაუროთ ძალადობის ფაქტებს, რომლებიც დღეს ვიხილეთ თბილისის ქუჩებში. ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტების წინააღმდეგ, არ აქვს არავითარი გამართლება და თითოეული ასეთი ფაქტი მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს. გვესმის, რომ ვითარების მართვა რთულია ობიექტური გარემოებების, მათ შორის აქციის მონაწილეთა რაოდენობის გამო. თუმცა, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გააკეთონ მაქსიმუმი ძალადობის აღსაკვეთად და ვითარების დეესკალაციისთვის. ჩვენ ვაფრთხილებდით „პრაიდის“ ორგანიზატორებს, რომ მათ მიერ დაგეგმილ აქციას შეიძლებოდა გამოეწვია მოწინააღმდეგეთა აგრესია და ვითარების ესკალაცია. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოვუწოდებდით მათ, თავი შეეკავებინათ აქციის ორგანიზებისგან. ამისკენ მოუწოდა „პრაიდის“ ორგანიზატორებს დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. ფაქტია, რომ „პრაიდის“ რეალური მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები. მინდა შევახსენო ყველას, რომ ის, რაც დღეს ხდება თბილისში, არის მხოლოდ და მხოლოდ „პრაიდის“ უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის - "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში. საზოგადოების დაპირისპირება, ვითარების დაძაბვა, ანტიდასავლური გრძნობების გაღვივება არის ის, რასაც ეს პოლიტიკური ძალები ესწრაფვოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში. ვხედავთ, რომ ამ მიზნების მისაღწევად ისინი ახლაც ყველაფერზე არიან წამსვლელი. მოვუწოდებთ ყველას, არ მისცენ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ ძალებს სიტუაციის მათი სცენარის მიხედვით განვითარების საშუალება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. როგორც კობახიძემ განაცხადა, ის, რაც დღეს მოხდა დედაქალაქში მოსალოდნელი იყო. "ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს მოხდა. ძალიან მარტივად არის აქ ყველაფერი. ხელისუფლების, მმართველი პარტიის ვალდებულებაა, ყველა გაართხილოს იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება მოჰყვეს მის მიერ დაგეგმილ კონკრეტულ ნაბიჯებს, ეს იყო ჩვენი ვალდებულება, ჩვენი პასუხისმგებლობა, სწორედ ამის გამო ვაფრთხილებდით ჩვენ აქციის ორგანიზატორებს და სწორედ ამის გამო აფრთხილებდა დღეს დილით პრემიერ-მინისტრი მათ. ყველამ დაინახა - მოხდა ის, რასაც ველოდით - ეს იყოს აგრესია, ძალადობის ფაქტები. ბუნებრივია, ვითარების მართვა იყო ძალიან რთული, კონტრაქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალიწინებით. ეს, რა თქმა უნდა, იყო მოსალოდნელი. ჩვენი ვალდებულება იყო გაგვეფრთხილებინა, თუმცა არ მოგვისმინეს", - აღნიშნა კობახიძემ. კობახიძის თქმით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა იყო ძალიან დიდი და "ობიექტური მიზეზების გამო, გაჭირდა ყველა ძალადობრივ ფაქტზე რეაგირება". "რამდენი პოლიციელი უნდა გამოსულიყო, რომ 10 000 კაცი, თუ რამდენიც იყო, ემართა?! როდესაც მასაზე არის საუბარი, იქ რთულია რეაგირება, მითუმეტეს ასეთ დროს, როცა ბევრი ხალხია გამოსული. რთულია რეაგირება და შესაბამისად ობიექტური სირთულე ჰქონდა შს სამინისტროსაც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი ღარიბაშვილი: მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია, დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

საელჩოები: ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას

აშშ-ის საელჩო „თბილისი პრაიდის“ მარშთან დაკავშირებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. „ავსტრიის, ბულგარეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაეროს სისტემის საქართველოში, შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება თბილისში განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით. მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას, ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს, იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით, და საჯაროდ დაგმონ ძალადობა“, - აღნიშნულია განცხადებაში. ბრიტანეთის საელჩო: LGBTI+ მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა აზიანებს საქართველოს, როგორც ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას გერმანიის ელჩის წერილი საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარეს, მიტროპოლიტ გერასიმეს

პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქის დაჭრის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1989 წელს დაბადებული გ. ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე გ.ხ. უცხო ქვეყნის მოქალაქე ჯ.კ.-ს, მოულოდნელად თავს დაესხა და ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული კაცი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გ.კ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დაკავებულის ოჯახის წევრების განმარტებით მას ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

ნინო ლომჯარია: „თბილისი პრაიდის“ მიერ მარშის გაუქმების მიუხედავად, ეს ადამიანები არიან სერიოზული საფრთხის ქვეშ

„თბილისი პრაიდის“ მიერ მარშის გაუქმების მიუხედავად, ეს ადამიანები არიან სერიოზული საფრთხის ქვეშ, მოვუწოდებ პოლიციას, უზრუნველყოს უსაფრთხოება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო კომჯარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ომბუდსმენი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ყველა საჯარო პირს, სწორი განცხადებები გააკეთონ და ძალადობა არ წაახალისონ. „რაც შეეხება ამ წუთას არსებულ ვითარებას, ჩემი ინფორმაციით, მოძალადე ჯგფუფები რეალურად, კორპუს-კორპუს, სადარბაზო-სადარბაზო დასდევენ ადამიანებს, ქუჩაში უსწორდებიან ჟურნალისტებს, ასევე ადამიანებს, რომლებსაც სცნობენ და აღიქვამენ, როგორც ლგბტ თემის მხარდამჭერებად. მიუხედავად იმისა, რომ „პრაიდმა“ დაანონსებული მარში გააუქმა, ეს ადამიანები არიან სერიოზული საფრთხის ქვეშ. მოვუწოდებ პოლიციას, უზრუნველყოს თითოეული ადამიანის უსაფრთხოება. დღეს ირღვეოდა როგორც სამოქალაქო უფლებები, ირღვეოდა ჟურნალისტების უფლებები, დღეს არათუ „პრაიდის“ ჩატარება-არჩატარება, შეკრების ან გამოხატვის უფლების რეალიზაციაზე იყო საუბარი, არამედ, ელემენტარული სამოქალაქო უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. დღემდე სიტუაცია არის უკონტროლო. მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე ექმნებათ, ასევე საკუთრების უფლება არის დარღვეული და პირად სივრცეს არღვევენ. არსად არ არის უსაფრთხო აქტივისტებისთვის და ჟურნალისტებისთვის. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ძალიან სწორი განცხადება გააკეთა, მოვუწოდებ ასევე ყველა მაღალი თანამდებობის პირს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, საჯარო პირებს, გააკეთონ მხარდამჭერი, სწორი განცხადებები და არ გააკეთონ ისეთი განცხადებები, რაც კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ამ დისკრიმინაციას და ძალადობას, რასაც დღეს მთელი დღის განმავლობაში თვალს ვადევნებდით“,- განაცხადა ლომჯარიამ. „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ დღეს არ შედგება სახალხო დამცველი: უკიდურესად შემაშფოთებელია რუსთაველის გამზირზე და ,,სირცხვილიასთან" მიმდინარე ძალადობრივი მოვლენები „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ღვინის კატეგორიებს დეალკოჰოლიზებული ღვინო და ღვინისებური სასმელი ემატება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ღვინის ახალი კატეგორიების, „დეალკოჰოლიზებული ღვინის“ და ღვინისეული სასმელის დამატებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ცვლილებები, ღვინის საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებისა და ევროკავშირის რეგულაციების გათვალისწინებით ხორციელდება და ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. კანონპროექტი და მისგან გამომდინარე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტი, ასევე არეგულირებს სერტიფიცირების საკითხს. სერტიფიცირება, რომელიც აქამდე მხოლოდ ექსპორტზე ვრცელდებოდა და ადგილობრივ ბაზარზე სერტიფიცირებას მხოლოდ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი ექვემდებარებოდა, ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელისთვის სავალდებულო ხდება. მომხსენებელმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განმარტა, რომ ამ მუხლთან დაკავშირებით კერძო სექტორს გონივრული ვადა ეძლევა და შესაბამისად ის 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. პროექტით ასევე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტზე ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობის მიღების უფლება ენიჭება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს პირველი მოსმენით.

თბილისის მერი: წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია

„სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია“, - თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს ამ ტექსტით ეხმაურება. კახა კალაძის თქმით, „დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია“. „მეგობრებო, თანამოქალაქენო, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ! დაუშვებელია ძალადობა! წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, თავდასხმები მოზარდებზე, ქალებზე, ტურისტებზეც კი. ჩვენ გვიყურებს საქართველოს მტერიც და მოყვარეც. დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია. გაითვალისწინეთ ყველამ და გაუფრთხილდით ჟურნალისტებს. მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია. ჩვენი საზოგადოების სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია. მიეცით მათ მუშაობის საშუალება“, - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში. საელჩოები: ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას ,,თბილისი პრაიდის" მარშის გადადების შემდეგ, საპატრიარქო მიმართვას ავრცელებს ირაკლი კობახიძე: მოხდა ის, რასაც ველოდით მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო შსს-მ მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

პრეზიდენტი: მიუღებელია ძალადობა და ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს

„ძალადობა მიუღებელია! ვგმობ დღეს განვითარებულ მოვლენებს და ძალადობის ნებისმიერი სახითა და ფორმით გამოვლინებას, ადამიანების დევნას განსხვავებული აზრის, ან გენდერული იდენტობის გამო“, - პრეზიდენტის განცხადებას ადმინისტრაცია ავრცელებს. „ყველას აქვს უფლება გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი! მოვუწოდებ ყველას, იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში და რადიკალური ქმედებებით ხელი არ შეუწყოს ძალადობის პროვოცირებას. მიუღებელია მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისებში შეჭრა და მათზე თავდასხმები. მოვუწოდებ ყველას თავშეკავებისკენ და შესაბამის ორგანოებს კი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისა და ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების აღკვეთისაკენ! მიუღებელია ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს, საზოგადოების პოლარიზაციას, აღვივებს დაპირისპირებას, აზიანებს ქვეყანას, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. თბილისის მერი: წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია ნინო ლომჯარია: „თბილისი პრაიდის“ მიერ მარშის გაუქმების მიუხედავად, ეს ადამიანები არიან სერიოზული საფრთხის ქვეშ საელჩოები: ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო შსს-მ მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

5 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 269 154 ადამიანმა გაიკეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 107 039 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ქაშვეთის ეკლესიაში პარაკლისი მიმდინარეობს

ქაშვეთის ეკლესიაში პარაკლისი ტარდება, რომელიც საპატრიარქომ ორი დღის წინ, „თბილისი პრაიდის“ მარშთან დაკავშირებით დააანონსა. პარაკლისს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო და რამდენიმე ეპარქიის ეპისკოპოსი ესწრებიან. „5 ივლისს, 17:00 საათზე, შევიკრიბოთ ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც 3 ივლისს გავრცელდა. „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ დღეს არ შედგება პრეზიდენტი: მიუღებელია ძალადობა და ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს თბილისის მერი: წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია ნინო ლომჯარია: „თბილისი პრაიდის“ მიერ მარშის გაუქმების მიუხედავად, ეს ადამიანები არიან სერიოზული საფრთხის ქვეშ საელჩოები: ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

იან კელი: სევდიანი დღეა საქართველოსთვის და მისი მხარდამჭერებისთვის

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის მშვიდობიანი შეკრების უფლება და დაიცვან ჟურნალისტების უფლებები. ,,დემოკრატიული მთავრობების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ ყველა მოქალაქის მშვიდობიანი შეკრების უფლება და დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. სევდიანი დღეა საქართველოსთვის და მისი მხარდამჭერებისთვის", - წერს ყოფილი ელჩი. ქაშვეთის ეკლესიაში პარაკლისი მიმდინარეობს პრეზიდენტი: მიუღებელია ძალადობა და ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს თბილისის მერი: წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია საელჩოები: ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას „რიონის ხეობის მცველები“: პრაიდის იდეას და გარკვეული ცხოვრების წესის პროპაგანდას ვეწინააღმდგებით, საპატრიარქოს მოწოდების საფუძველზე ვართ აქ

თბილისში განვითარებულ მოვლენებს უცხოური მედია ეხმაურება

დღეს, თბილისში მიმდინარე პროცესებსა და ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციას უცხოური გამოცემები ეხმაურებიან. ,,თბილისი პრაიდი ძალადობრივი პროტესტის ფონზე გაუქმდა“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC-ი. გამოცემა წერს, რომ ლგბტ აქტივისტებმა საქართველოში გააუქმეს გეების უფლებების ღონისძიება მას შემდეგ, რაც მათ ოფისში შეიჭრნენ ,,ექსტრემისტი მემარჯვენეები". სტატიაში აღნიშნულია, რომ თავდასხმები დაგმეს არაერთმა საელჩომ, რომლებმაც ხელისუფლებას მოუწოდეს ძალადობის შეჩერებისკენ. ბრიტანული მედია ხაზს უსვამს, რომ მომხდარის შედეგად 20-მდე ჟურნალისტი დაშავდა. ,,საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მკაცრად ეწინააღმდეგება ლგბტ აქტივისტებს, შეკრებილებს ღირების მარშის წინააღმდეგ საზოგადოებრივი ლოცვისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია საქართველოში უკანონოა, ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის მდებარეობს, კვლავ კონსერვატიულ ქვეყნად რჩება", - აღნიშნულია სტატიაში. კიდევ ერთი ბრიტანული მედია, რომელის თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება Guardian-ია. სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ძალადობა დაიწყო ღირსების მარშის მსვლელობის გამო თბილისში, ქალაქში, სადაც აქტიურია ლგბტქ საზოგადოება, სადაც ასევე დაფიქსირდა ჰომოფობიური ძალადობა ულტრა-კონსერვატიული პოლიტიკოსებისა და მართლმადიდებლური ეკლესიის ლიდერების ხელმძღვანელობით. ,,ძალადობამ შეძრა საქართველოს მცდელობები, გააძლიეროს მისი დემოკრატიული და ადამიანის უფლებების რწმუნებათა სიგნალები", - აღნიშნულია სტატიაში.

საპატრიარქო: სასულიერო პირების მიერ ძალადობისკენ მოწოდებებს რეაგირება უახლოეს მომავალში მოჰყვება

საპატრიარქო მორიგ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სასულიერო პირების მიერ ძალადობისკენ მოწოდებებს რეაგირება უახლოეს მომავალში მოჰყვება „კიდევ ერთხელ ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ეკლესია ემიჯნება დღევანდელი აქციის დროს დაფიქსირებულ ძალადობისკენ მოწოდებებს. სასულიერო პირების მიერ ჩადენილ მსგავს ფაქტებზე უახლოეს მომავალში მოხდება რეაგირება“, - აღნიშნულია ტექსტში. ქაშვეთის ეკლესიაში პარაკლისი მიმდინარეობს პრეზიდენტი: მიუღებელია ძალადობა და ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს თბილისის მერი: წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია საელჩოები: ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას საპატრიარქო: ვეწინააღმდეგებით ცოდვას, ვაპროტესტებთ უზნეობის პროპაგანდას, თუმცა ვლოცულობთ ჩვენს წიაღში მყოფი სულიერი შვილებისთვის და უპირველესად, საპირისპირო აქციის ორგანიზატორებისთვის ,,თბილისი პრაიდის" მარშის გადადების შემდეგ, საპატრიარქო მიმართვას ავრცელებს „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ დღეს არ შედგება

თამარ გაბუნია მასობრივ ვაქცინაციაზე: დღეს თბილისი უფრო მეტად აქტიურია

დღეს ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ Europetime-ს განუცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით მობილიზებული 150 სამედიცინო დაწესებულება და დაახლოებით, 350-მდე ამცრელი ბრიგადა მუშაობს. ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალი კი შეუფერხებლად მუშაობს. „მასობრივი ვაქცინაციისთვის დღეს ყველა პირობაა შექმნილი. მასობრივი ვაქცინაცია რას ნიშნავს, რომ ყველა, ვისაც სჭირდება ვაქცინაცია, შეფერხების გარეშე მივიდეს და შეძლოს ვაქცინის დოზის მიღება - ეს არის მასობრივი ვაქცინაციის მთავარი პრონციპი. ამრიგად, დღეს ვაქცინის დოზები არის საკმარისი, ამცრელი კაბინეტები არის საკმარისი, იმისთვის, რომ ყველა მსურველის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. მთავარია, მოქალაქეების მხრიდან იყოს შესაფერისი აქტივობა და ვფიქრობთ, რომ ეტაპობრივად ესეც გაიზრდება და გვექნება თანაბარი აქტიურობა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. დღეს თბილისი მეტად აქტიურია, ვიდრე რეგიონები, მაგრამ ვფიქრობთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ გათანაბრდება მოთხოვნა და გაიზრდება მომართვიანობა. ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 150 სამედიცინო დაწესებულება. დაახლოებით 350-მდე ამცრელი ბრიგადა მუშაობს.", - განუცხადა თამარ გაბუნიამ Europetime-ს. ამ ეტაპზე უცნობია, დღეს რამდენი ადამიანი აიცრა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში. „პირველივე დღეს ნაკლებად მოსალოდნელია, რომ 25 000 ადამიანი აიცრას, მაგრამ ეტაპობრივად, ვფიქრობთ, კვირის ბოლოსკენ ჩვენ მივაღწევთ იმ სამიზნეებს, რომელიც გვინდა, რომ დღის განმავლობაში შესრულდეს. დაახლოებით 500 000 - 600 000 ადამიანი უნდა აიცრას 30 დღის განმავლობაში - ეს არის ჩვენი მიზანი მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის პირობებში", - განაცხადა გაბუნიამ. კითხვაზე, მოახდენდა თუ არა გარკვეულ გავლენას, დღეს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის წარმართვაზე, გაბუნიას თქმით, ამ ყველაფერმა „სტრესული გარემო“ შექმნა. „ვერ გეტყვით, ახლა ნამდვილად ვარაუდი გამოვა, თუმცა რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, სტრესული გარემო შექმნა ამ ყველაფერმა და შესაძლებელია, რაღაც შეფერხებაც გამოეწვია, მაგრამ რთულია, დავაკავშირო ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. ავსტრიის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემული Astrazeneca-ს ვაქცინის 5 000 დოზა თბილისშია საქართველოში მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტმა „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები კლინიკაში მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა "ნიუ ჰოსპიტალსში” სამკურნალოდ გადაყვანილ მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა გამოუცხადა, დაგმო ძალადობა და შეშფოთება გამოთქვა დღეს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ზურაბიშვილის თქმით, დღეს რაც ვნახეთ, არის საზოგადოებრივი დაპირისპირება. ,,მოვინახულე დაშავებულები, აქ ოთხი მედიაწარმომადგენელი იყო გადმოყვანილი. მათგან ერთი უკვე გაწერილია, ერთმა კი, ოპერაცია ჩაიტარა. ამ პირობებში, ჩვენ აღარ ვიცით რა არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და როგორც ჩანს, დავიწყებული გვაქვს ის ტოლერანტობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგვყვებოდა. ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია! ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნისთვის გვინდა. ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ დაპირისპირებით ვერაფერს მივაღწევთ. მე რომ ვსაუბრობდი პოლიტიკურ დაპირისპირება - ეს არ არის დაპირისპირების ერთადერთი ფორმა. დღეს რაც ვნახეთ, ეს არის საზოგადოებრივი დაპირისპირება. ჩვენ ეს ახლო წარსულში უკვე გავიარეთ, აღარ გვინდა რომ მეორედ გავიაროთ და აუცილებელია, გონს მოვიდეთ და შევიგნოთ, რომ როცა ამ ქვეყნის მომავალსა და გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი არ მოხდება, თუ არ ვისწავლით ერთი-მეორის მოსმენასა და ერთად ცხოვრებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი: ვგმობთ ჟურნალისტებსა და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებზე მუქარასა და თავდასხმას

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი თბილისში მიმდინარე მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურება. "ვგმობთ 2021 წლის „თბილისი პრაიდზე“ ჟურნალისტებსა და ორგანიზატორებზე განხორციელებულ მუქარას და თავდასხმას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვან მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეები და გამოიძიონ LGBT პირების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი და დისკრიმინაციული ქმედებები. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ", - ნათქვამია განცხადებაში. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შსს-მ მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

პრეზიდენტი:  ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნისთვის გვინდა

"ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნისთვის გვინდა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებული ჟურნალისტების კლინიკაში მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღეს რაც მოხდა, იყო საზოგადოებრივი დაპირისპირება. "მოვინახულე დაშავებულები, აქ ოთხი მედიაწარმომადგენელი იყო გადმოყვანილი. მათგან ერთი უკვე გაწერილია, ერთმა კი, ოპერაცია ჩაიტარა. ამ პირობებში, ჩვენ აღარ ვიცით რა არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და როგორც ჩანს, დავიწყებული გვაქვს ის ტოლერანტობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგვყვებოდა. ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია! ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნისთვის გვინდა. ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ დაპირისპირებით ვერაფერს მივაღწევთ. მე რომ ვსაუბრობდი პოლიტიკურ დაპირისპირება - ეს არ არის დაპირისპირების ერთადერთი ფორმა. დღეს რაც ვნახეთ, ეს არის საზოგადოებრივი დაპირისპირება. ჩვენ ეს ახლო წარსულში უკვე გავიარეთ, აღარ გვინდა რომ მეორედ გავიაროთ და აუცილებელია, გონს მოვიდეთ და შევიგნოთ, რომ როცა ამ ქვეყნის მომავალსა და გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი არ მოხდება, თუ არ ვისწავლით ერთი-მეორის მოსმენასა და ერთად ცხოვრებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტმა „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები კლინიკაში მოინახულა

დღეიდან, ბაჰრეინის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანია Gulf Air-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებს

დღეიდან, ბაჰრეინის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანია Gulf Air-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფრენები ბაჰრეინსა და თბილისს შორის 4 სექტემბრამდე, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება. „ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, უფრო მეტი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში. მივესალმებით ბაჰრეინის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანიის დაბრუნებას საქართველოს ავიაბაზარზე, სადაც ის 2017 წლიდან ოპერირებდა. საქართველოს ტურისტული სექტორი პოპულარობით სარგებლობს ყურის ქვეყნების მოქალაქეებს შორის, ისეთი ავიაკომპანიების მომსახურება კი, როგორიცაა Gulf Air-ი, ხელს შეუწყობს აღნიშნული არაბული სახელმწიფოებიდან ტურისტების შემოსვლას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ბაჰრეინის ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისში მიენიჭა. პირველად Gulf Air-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება 2017 წელს დაიწყო.

ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დატოვა

ჯეფ ბეზოსმა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, მის მიერვე დაფუძნებულ კომპანია Amazon-ში აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრველებს. როგორც ცნობილია, ბეზოსმა გადაწყვეტილება კომპანიის 27 წლისთავზე მიიღო. Amazon-ის ახალი გენდირექტორი ენდი ჯესი გახდა, რომელიც Amazon Web Services ხელმძღვანელობდა. ჯეფ ბეზოსი ისევ რჩება Amazon-ის უმსხვილეს აქციონერად და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ.

რაფაელა კარა გარდაიცვალა

იტალიელი მომღერალი, მოცეკვავე, ტელეწამყვანი და მსახიობი რაფაელა კარა 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1970 წელს კარას ჰქონდა ჰიტი Tuca Tuca, რომელიც მისთვის ყოფილმა მეგობარმა მამაკაცმა ჯანი ბონკომპანიმ დაწერა. 1971 წელს მისი კიდევ ერთი სიმღერა იქცა ჰიტად – Chissà se va. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო სინგლი იყო “Tanti Auguri”. არანაკლებ პოპულარული აღმოჩნდა “A far l’amore comincia tu”. სიმღერა ბრიტანეთის მუსიკალურ ჩარტში მეცხრე ადგილზე იყო. 1977 წელს კარამ ჩაწერა სინგლი “Fiesta“ ესპანურ ენაზე. რადგანაც სიმღერა ჰიტად იქცა, Fiesta მუსიკოსმა ფრანგულად და ინგლისურადაც იმღერა. რაფაელა კარამ იმუშავა ბობ სინკლერთან ერთად სიმღერაზე Far l’Amore, რომელიც „იუთუბზე“ 2011 წლის 17 მარტს გამოჩნდა. 70-იან წლებში, რაფაელა, იტალიისა და ესაპანეთის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი მომღერალი გახდა. მომღერალმა 70-ზე მეტი მუსიკალური ალბომი გამოუშვა. კინოში მისი დებიუტი, 1952 წელს შედგა და 1959 წლამდე, ფილმში ბავშვებსა და მოზარდებს განასახიერებდა. 1960 წელს, რომში, კინემატატოგრაფიის ექსპერიმენტული სკოლა დაამთავრა. დიპლომის მიღების შემდეგ, რამდენიმე ფილმში ითამაშა, მათ შორის ჰოლივუდშიც.