ძებნის რეზულტატი:

ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის -"ეკონომიკა 2030" - შესახებ პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის შესახებ პრეზენტაცია სახელწოდებით, „ეკონომიკა – 2030“ გამართა. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებულ 10-წლიან სამთავრობო გეგმაში ეკონომიკის განვითარება ერთ-ერთი გადამწყვეტია. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური განვითარების სიკეთეები თითოეულ ჩვენს მოქალაქეს შეეხოს, რისთვისაც საჭიროა ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია. ამასთან, მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ინკლუზიური ზრდისკენ, ეკონომიკურ პროცესებში მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობისა და მდგრადი განვითარებისკენ. კერძოდ, 2012 წლის შემდეგ, სიღარიბის მაჩვენებელი კლებულობს. მინისტრის განცხადებით, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და საპროგნოზო მაჩვენებლის შესაბამისად, 2030 წლისთვის სიღარიბე დაახლოებით 10 პროცენტამდე დაიკლებს. პრეზენტაციაში საუბარი იყო ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისა და ექსპორტის წახალისების მიმართულებაზე. ნათია თურნავას ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ამოქმედდება იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების წახალისების პროგრამა და შედეგად, გაიზრდება პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერილი ბიზნეს საქმიანობების 211-დან დაახლოებით 350-მდე. გარდა ამისა, პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ ასევე მხარდაჭერილი იქნება იმ ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობა, სადაც ახალშობილის დაბადების გამო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება დადგება დღის წესრიგში. მინისტრის ინფორმაციით, წარმატებით გაგრძელდება მოლაპარაკებები მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით. პრეზენტაციის მიხედვით, თუკი დღეს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული აქვს 46 ქვეყანასთან, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 57 – მდე გაიზრდება. პრეზენტაციის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან ტურიზმის სექტორის გამოყვანას დაეთმო. ნათია თურნავას თქმით, აღნიშნულ დარგს ინკლუზიურობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხი აქვს ეკონომიკის სხვა სექტორებს შორის. „2019 წელს, როდესაც საქართველოს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ქვეყნის ეკონომიკამ ტურიზმიდან დაახლოებით 3,3 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. მთავრობის პროგნოზით, 2030 წლისთვის, ტურიზმის სექტორის სტიმულირებით, ეს მაჩვენებელი 6,5 მლრდ. აშშ დოლარამდე გაიზრდება, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 13 მლნ-ს შეადგენს. საქართველო აქვს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობა, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს, ხელი შევუწყოთ ისეთი მიმართულებების განვითარებას, რომელიც განამტკიცებს საქართველოს, რეგიონული ჰაბის ფუნქციას სხვადასხვა სექტორში. მათ შორის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, კავშირგამბულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგეტიკისა და სხვ,“ – განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, აქტიურად გაგრძელდება ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რომელიც ქვეყნის სტრატეგიული პროექტია და სხვა მნიშვნელოვან სატრანსპორტო ლოგისტიკურ პროექტებთან ერთად განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ინვესტიციები ხორციელება გაგრძელდება ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტში. „ჩვენ ვგეგმავთ ფართოზოლოვანი ქსელის განვითარებას 2025 წლისათვის, როდესაც საქართველოს დასახლებული პუნქტების უმეტესობა ჩართული იქნება ინტერნეტში. ეს იქნება დამატებითი სტიმული ჩვენი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რათა მათ მიიღონ უკეთესი განათლება; ჩვენი მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რომლებიც შეძლებენ ქსელის მეშვეობით იპოვონ ბიზნეს პარტნიორები და გასაღები ბაზრები და ა.შ. ცალკე აღნიშვნის ღირსია სტარტაპების მხარდაჭერა, რომელიც ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების გლობალური პროექტის ნაწილია,“ – განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ სტრატეგიულ პროექტზე, რომელმაც საქართველოს ენერგეტიკული სისტემა ევროკავშირისას უნდა დააკავშიროს შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მაღალი ძაბვის კაბელის მეშვეობით. აღნიშნული პროექტი კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია, რომ საქართველოს მიზანი, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, არის უცვლელი. ნათია თურნავას განცხადებით, მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას. მისივე თქმით, მომდევნო ათ წელიწადში გენერაციის სიმძლავრე 7 ათას მეგავატს გადააჭარბებს. პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ მეტი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, აუცილებელია მეტი სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმის განხორციელება. მათ შორის, პრიორიტეტულია კაპიტალის ბაზრის რეფორმა, შედეგადაც კერძო სექტორს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხარისხი გაუუმჯობესდება. თურნავას განმარტებით, წარმატებით ხორციელდება სახელმწიფო საწარმოების რეფორმა. „სხვადასხვა შეფასებით, საქართველოს აქვს 10 მლრდ აშშ დოლარის სასარგებლო წიაღისეული, საიდანაც ინდუსტრიული მარაგები 3 მლრდ აშშ დოლარია. წიაღის რეფორმის შედეგად გაგრძელდება სექტორის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარება ტექნიკური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით. საქართველოს საქართველო ლიდერია რეგიონში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის კუთხით, რომლის მიზანსაც ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის ევროკავშირთან ჰარმონიზაცია წარმოადგენს“, – აღნიშნა მინისტრმა. პრეზენტაციას პარლამენტარები, საქართველოს ბიზნეს გაერთიანებების, საქართველოს აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Amnesty International-ის გენერალური დირექტორი: სრულიად აღშფოთებული ვარ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ ძალადობით და პოლიციის უმოქმედობით

Amnesty International-ის გენერალური დირექტორი თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ ძალადობით აღშფოთებულია და პოლიციის უმოქმედობაზე მიუთითებს. აგნეს კალამარდმა შესაბამისი ტექსტი Twitter-ზე განათავსა. „სრულიად აღშფოთებული ვარ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ ძალადობით და პოლიციის უმოქმედობით, როდესაც დანაშაულებრივი ჯგუფი თავს დაესხა „თბილისი პრაიდის“ ოფისს. საქართველო ვალდებულია, დაიცვას ადამიანის უფლებები LGBTI ადამიანთა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. მათ უნდა გამოიძიონ და უნდა დაიწყონ სამართლებრივი დევნა ამ ძალადობის უკან მდგომთა წინააღმდეგ“, - წერს აგნეს კალამარდი. საელჩოები: ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას

თეა წულუკიანი: არამხოლოდ გუშინ, არამედ აქციის დღემდეც პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში, რაც მათ შეეძლოთ

არამხოლოდ გუშინ, არამედ აქციის დღემდეც პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში რაც მათ შეეძლოთ, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც 5 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. თეა წულუკიანის თქმით, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, არამც თუ რომელიმე მინისტრი, ვინც ძალადობას არ ემიჯნება. „ჩვენ გუშინ გარკვეული მოვლენები ვიხილეთ. მალე გამოჯანმრთელება მინდა ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დაშავდა. აქვე მინდა ვთქვა, რომ პოლიცია მოქმედებდა არამხოლოდ გუშინ, არამედ აქციის დღემდეც, იმ ფარგლებში რაც მათ შეეძლოთ. მათი მხრიდან ძალიან ბევრი კომუნიკაცია იყო ყველასთან. ყველამ საკუთარ თავს რამდენიმე რამ უნდა შევახსენოთ, მაგალითად ის, რომ ადამიანის უფლებების სამართალში რამდენიმე წიგნს მაინც გავეცნოთ, ამას თუ რას ვგულისხმობ ჩემი, როგორც ადამიანის უფლებების სასამართლოს ყოფილი თანამშრომლის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის მიერ ნებისმიერი გადაცემის პირობებში შეიძლება გაიშალოს. ეს ერთი, მეორე ყველამ ჩვენს თავს შევახსენოთ, რომ ყველაფერზე მაღლა სამშობლო დგას. ეს სამშობლო უამრავი გამოწვევის წინაშეა, მათ შორის ოკუპაციის წინაშე და ყველამ ყველა ღონე უნდა მივმართოთ იმისთვის, რომ ეს ძლივს შეკოწიწებული ახლად შექმნილი ქართული სახელმწიფო დავიცვათ და როგორმე გავუფრთხილდეთ ერთმანეთის უფლებებს ისე, რომ ამით ჩვენი სახელმწიფოებრიობა და სამოქალაქო მშვიდობა ქვეყნის შიგნით არ დავაზიანოთ. ის, რომ სამშობლო დგას ყველაზე მაღლა, ეს იყო ამ მიწაზე ყოველთვის ასე, ახლაც ასეა და იმედია, მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ არ შედგება შსს-მ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისადმი ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 ადამიანი დააკავა

ნათია თურნავას განცხადებით, პირველ და მეორე შვილზე - იპოთეკური სესხის 6%-ს, მესამეზე - 8%-ს სახელმწიფო დაასუბსიდირებს

ნათია თურნავას განცხადებით, პირველ და მეორე შვილზე - იპოთეკური სესხის 6%-ს, მესამეზე - 8%-ს სახელმწიფო დაასუბსიდირებს, - სახელმწიფო პროგრამის „ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის“ შესახებ დეტალები დღეს ეკონომიკის მინისტრმა ეკონომიკის განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას გააჟღერა. ეკონომიკის მინისტრს პროგრამის დამტკიცებისა და ამოქმედების ზუსტი თარიღი არ უთქვამს, არც მისი ბიუჯეტი, თუმცა აღნიშნა, რომ ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა მალე ამოქმედდება. „კიდევ ერთი პროგრამა, რომელსაც ვიწყებთ, ეს „ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის“ პროგრამაა, რომელიც პრემიერის უშუალო ჩართულობით მოვამზადეთ. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეყოლებათ ახალშობილი და მოინდომებენ თავისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, საკმაოდ სოლიდური დოზით, იპოთეკური სესხის თანადაფინანსებას გასწევს. აქ ჩვენ ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს მრავალშვილიან ოჯახებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველი ან მეორე შვილის შეძენისას დღევანდელი მოცემულობით ბინისთვის აღებული სესხის სულ მცირე 6%-ს სახელმწიფო დააფინანსებს, ხოლო მესამე ან ყოველ მომდევნო შვილზე 8%-იან დაფინანსებაზეა საუბარი, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცენტის უდიდესი ნაწილს სახელმწიფო დააფინანსებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს მომავალზე ორიენტირებული პროგრამაა და როგორც კი ეს პროგრამა დამტკიცდება და ამოქმედდება, რაც უახლოეს პერიოდში მოხდება, ვფიქრობ, ამ პროგრამით ძალიან ბევრი ადამიანი და ოჯახი ისარგებლებს“, - განაცხადა მინისტრმა.

კახა კუჭავა: გუშინ რაც ვიხილეთ, უბრალოდ სამარცხვინო იყო, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ეკადრება

„რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო სამარცხვინო - ის, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ეკადრება. ეს იყო ქმედებები, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს გამართლება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვიტყვით„ მაგრამ“- არანაირი „მაგრამ“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს. კახა კუჭავას შეფასებით, ის ქმედებები, რაც გუშინ ქვეყანამ იხილა, ყველას მხრიდან დასაგმობია. მის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, განსაკუთრებით მიუღებელია თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე და არავის აქვს უფლება, მათი საქმიანობა შეაფერხოს. „ისტორიულად ჩვენს ქვეყანას აერთიანებს სიყვარული და ჩვენი რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემას. ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მით უმეტეს, რელიგიის სახელით, უბრალოდ მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ჟურნალისტებზე ხდება თავდასხმები - ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ. არავის აქვს უფლება შეაფერხოს მათი საქმიანობა. არ აქვს მსგავს სიძულვილს ადგილი ჩვენს ქვეყანაში. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჟურნალისტებზე, ტურისტიც დაზარალდა და რიგით მოქალაქეებს ქუჩაში დასდევდნენ. მე მინდა, ამ ადამიანებს ვკითხო - ხვალ მათი შვილები შეიძლება იყვნენ ოპერატორები და ჟურნალისტები და უნდა გაამართლონ მათ შვილებზე ასეთი ქმედება? ეს ყოვლად მიუღებელია“,- განაცხადა კახა კუჭავამ. მისი თქმით, აუცილებელია ძალადობაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება და მკაცრი რეაგირება. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა აქციის მონაწილეთა მიერ ევროკავშირის დროშის დაშვების ფაქტს და განაცხადა, რომ ის, რაც გუშინ მოხდა, იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედება. „უნდა დაისაჯოს ყველა, სხვანაირად ჩვენ ვერ განვვითარდებით. ასევე, არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ევროკავშირის დროშის დაშვებას. მე ჩემს განცხადებაში ვთქვი და სამწუხაროდ, ვერ შეისმინეს, რომ სახელმწიფოებრივად ეაზროვნათ. ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე იქნებიან იდენტიფიცირებულები ეს ადამიანები, ვიცი, რამდენიმე ადამიანი უკვე დაკავებულია, კადრებია და ყველაფერი გადაღებულია და აუცილებელია, მათზე მოხდეს შესაბამისი კანონიერი რეაგირება. არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა და ველოდებით შესაბამის მკაცრ რეაგირებებს ამ ქმედებებზე“,- განაცხადა კახა კუჭავამ. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ არ შედგება შსს-მ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისადმი ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 ადამიანი დააკავა

თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გენერალ მაზნიაშვილის ბიუსტი გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი საზეიმოდ გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტი თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში განთავსდა, რომელიც მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში გარემონტდა. თავდაცვის მინისტრმა გენერალური შტაბის განახლებული ფოიეც დაათვალიერა და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა. "სიმბოლურად, ამ დღეს ბიუსტის გახსნა გენერლის ერთ-ერთ წარმატებულ ბრძოლას უკავშირდება, რომელიც ივლისის თვეში გაიმართა. 1918 წლის ივნისში გენერალი გიორგი მაზნიაშვილი აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და შავი ზღვისპირეთის ჯარების სარდლად დაინიშნა. მისი თაოსნობით, ქართულმა ჯარმა ჯერ აფხაზეთი და შემდგომ, სოჭისა და ტუაფსეს ოლქები რუსული ბოლშევიკური შეიარაღებული ფორმირებებისგან გაწმინდა. საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი მოქანდაკე გია ჯაფარიძემ შექმნა. მან ბრინჯაოთი შესრულებული ბიუსტი საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოამზადა. მისივე ავტორობით შექმნილი გენერალ გიორგი კვინიტაძის ბიუსტი თავდაცვის სამინისტროს ფოიეში შარშან სექტემბერში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობის დროს, მისი ინიციატივით განთავსდა. გენერალური შტაბის განახლებული ფოიეს გახსნას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და გენერალური შტაბის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, დღეს ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური ატმოსფერო გავხადოთ პროგნოზირებადი - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, დღეს ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური ატმოსფერო გავხადოთ პროგნოზირებადი, რომ ვერავითარმა რყევამ ვერ შეაფერხოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის - „ეკონომიკა - 2030" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გრძელვადიანი განვითარების ხედვის პირველადი დოკუმენტი მზადაა და მის სრულყოფაში ბიზნესის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, უცხოელი პარტნიორები და დონორები ჩაერთვებიან. „მინდა, დღეს წარმოგიდგინოთ ჩვენი მთავრობის გრძელვადიანი განვითარების ხედვა. ჩვენ, გასულ კვირას, დავიწყეთ თემატური პრეზენტაციები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, დღეს ქვეყანაში, პოლიტიკური, ეკონომიკური ატმოსფერო გავხადოთ პროგნოზირებადი. მე შორს არ წავალ და არ გაგახსენებთ, თუ რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, როდესაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მას შემდეგ ძალიან ბევრი გაურკვეველი ეკონომიკური პოლიტიკის მომსწრენი გავხდით. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი დანგრეული ადგილობრივი წარმოება, გაჩერებული ქარხნები, ფაბრიკები, ძალიან ბევრმა, ასობით ათასმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი და გაღარიბდა ჩვენი მოსახლეობა, რაც არის ტრაგედია, პირდაპირ ასე შეიძლება ითქვას. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობთ, რომ ოკუპაციის შემდეგ, რომელიც, რა თქმა უნდა, არის ნომერ პირველი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი განვითარებისთვის, არის ეკონომიკური სიდუხჭირე და ჩვენი მოსახლეობის სიღარიბე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება. რაც მთავარია, ეს გეგმა, ეს პოლიტიკა უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე, გახსნილი, ღია და პროგნოზირებადი. ჩვენ უნდა გავხადოთ გარემო პროგნოზირებადი, რომ ვერავითარმა რყევამ ვერ შეაფერხოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, როგორც მინიმუმ, ეკონომიკის გაორმაგება 2030 წლისთვის, რაც, ამბიციური, მაგრამ სავსებით რეალისტური გეგმაა.„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო გრძელვადიანი განვითარების ხედვის შემუშავება; პირველადი დოკუმენტი მზადაა და ჩვენ მზად ვართ, აბსოლუტურად ღიად ჩავრთოთ ამ პროცესში როგორც ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო სექტორი, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, დონორები, რათა მომდევნო დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ჩვენ სრულყოფა გავუკეთოთ ამ დოკუმენტს, შევთანხმდეთ, რომ ეს არის ის ძირითადი ჩარჩო დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც შეიძლება ვიმოძრაოთ. რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში, შეიძლება ამ დოკუმენტის განახლება მოხდეს. ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, როგორც მთავრობა, ისე ბიზნესი, რომ ეს არის სწორი გზა, რომ ეს მოუტანს რეალურად ინკლუზიურ ზრდას, რომ ეკონომიკის ზრდა მაქსიმალურად შეეხება ჩვენს მოსახლეობას და ეს არ იქნება მხოლოდ ერთეულებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, როგორც მინიმუმ, ჩვენი ეკონომიკის გაორმაგება 2030 წლისთვის, რაც, შეიძლება ამბიციური, მაგრამ სავსებით რეალისტური გეგმაა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის - „ეკონომიკა - 2030" პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გამართა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ტექსტი მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის - „ეკონომიკა 2030" - პრეზენტაციას დაესწრო

პოლიციამ დააკავა მოქალაქე, რომელიც გუშინდელ აქციაზე სკუტერით ხალხის მასაში შევარდა

პოლიციამ დააკავა მოქალაქე, რომელიც გუშინდელ აქციაზე სკუტერით ხალხის მასაში შევარდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, შსს-მ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისადმი ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 ადამიანი დააკავა. გუშინ ადმინისტრაციული წესით, 8 მოქალაქ დააკავეს. გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა ტელეკომპანია რუსთავის 2-ის, მთავარი არხის, გამოცემა - „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გრძელდება .„ძალადობრივ ქმედებებსა და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ დროის მონაცემებით უკვე გამოიკითხა სხვადასხვა მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები“, - აცხადებენ შსს-ში.

თამარ გაბუნია: „დელტა“ შტამზე, ვაქცინაციასა და ხალხმრავალ შეკრებებზე პირბადის არგამოყენების რისკებზე

დილის მონაცემებით, 27000-მა ადამიანმა დაჯავშნა ვაქცინაციაზე ვიზიტი, რაც მოსალოდნელზე დაბალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა და დაბალი მაჩვენებელი იმით ახსნა, რომ მოსახლეობა სავარაუდოდ, ალტერნატიულ ვაქცინას ელოდება. თამარ გაბუნიამ ერთ-ერთ ფაქტორად შიშიც დაასახელა, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს გავრცელებულ ცნობებს, რომ ორჯერ ვაქცინირებულებიც ინფიცირდებიან, თუმცა გაბუნია აქვე განმარტავს, რომ საქართველოში ასეთი ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა. ამასთან, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის მნიშვნელობის ახსნა, რაც გულისხმობს იმას, რომ ვაქცინაცია ვირუსული ინფექციის გართულებისგან გვიცავს. რაც შეეხება „დელტა“ შტამს, თამარ გაბუნიას თქმით, ინდური შტამი საერთო ჯამში ახლა ქვეყანში 52 ადამიანს აქვს. 5 შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს და განსაკუთრებული მძიმე მიმდინარეობა გამოკვეთილი არ არის, თუმცა გავრცელების რისკი არსებობს და სიფრთხილე გვმართებს. ვაქცინებზე საუბრისას თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ Astrazeneca-ს ვაქცინით აცრაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი, Pfizer-ს კი სავარაუდოდ ამ თვეში მივიღებთ. მან ღია სივრცეში ხალხმრავალ შეკრებებზე, მათ შორის აქციებზე პირბადის გარეშე ყოფნის რისკებზე შეკითხვასაც უპასუხა. „პირბადის გარეშე ყოფნა ხალხმრავალ ადგილებში, ასეთი აქტივობების დროს სახიფათოა“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 407 ადამიანს დაუდასტურდა, 591 გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 ინფიცირებული გარდაიცვალა. თამარ გაბუნია მასობრივ ვაქცინაციაზე: დღეს თბილისი უფრო მეტად აქტიურია

გუშინდელი ძალადობრივი ქმედებების გასაპროტესტებლად, პარლამენტთან "მდუმარე აქცია" დაიგეგმა

დღეს, 20:00 საათზე გამოდით რუსთაველზე და 1 საათი ჩუმად დადექით - ამ მოწოდებით პარტია "გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე საკუთარ Facebook-ის გვერდზე საზოგადოებას მიმართავს. ზურაბ ჯაფარიძე გუშინ, თბილისში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებს და მომხდარში ხელისუფლებასა და საპატრიარქოს ადანაშაულებს. "დღეს, 8 საათზე, საღამოს, გამოდით რუსთაველზე და ჩუმად დადექით. არავინ არაფერს არ გთხოვს, არც მიტინგი იქნება, არც მიკროფონები იქნება, არც ბღავილი იქნება, არც მუსიკა იქნება და არაფერი, უბრალოდ გამოდით და 1 საათი დადექით", - ამბობს ზურა ჯაფარიძე. როგორც ცნობილია, აქციას შეუერთდნენ მოძრაობა "დროა" და "ევროპული საქართველო ". „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ არ შედგება შსს-მ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისადმი ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 ადამიანი დააკავა

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

6 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 272 810-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 107 377 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფრომაციაში. ბოლო 24 საათში, საქართველოში ვაქცინა 3 656-მა ადამიანმა გაიკეთა. ცნობისთვი, გუშინ საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო.

ამირან გამყრელიძე: საქართველოში ორჯერ აცრილებში კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ დროისთვის, 25 ათასმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია Sinopharm-ით აცრისთვის. მან სტატისტიკაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საქართველოში ორჯერ აცრილებში კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია. მისი თქმით, ძალიან საყურადღებოა ის დინამიკა, რომელიც ბოლო 10 დღეა, ქვეყანაშია, ინფიცირების თანდათანობით მზარდი მაჩვენებელი - დადებითობის ზრდის მაჩვენებელი, როგორც ბოლო 7 დღის, ისე ბოლო 14 დღის. „ერთადერთი არის ის, რომ სიკვდილობის მაჩვენებელი, რომელიც ყველაზე მძიმე ინდიკატორია, ქვემოთ მოდის. ამიტომაც არის აცრები საჭირო. ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 1668 ადამიანი გარდაიცვალა, საიდანაც 1664 ვაქცინირებული არ იყო. ანუ, ამ გარდაცვლილების 98,6% არ იყო ვაქცინირებული. ჩვენ ასევე მალე გამოვაქვეყნებთ მონაცემებს, თუ რამდენი ადამიანი დაინფიცირდა ვაქცინაციის ერთი და ასევე 2 დოზის შემდეგ. მთავარი არის ის, რომ ორჯერ აცრილებში ჩვენ უკვე სიკვდილობა არ გვქონია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, კლინიკებში პირდაპირი რიგით და არა პორტალის საშუალებით, გუშინ 300-დან 400-მდე მსურველი აიცრა. „რეგისტრაცია გახსნილია 19 ივლისამდე. ჩვენ, დაახლოებით, 100 ათასი ადგილი გავხსენით Sinopharm-ზე რეგისტრაციისთვის, 19 ივლისამდე. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ეს აქტივობა არ არის მაღალი, თუმცა. პირველ ორ დღეში, 25 ათასის ჩაწერა არ არის ცუდი, რეგისტრაციის დინამიკა იმატებს, რაც პროგნოზულად, კარგი მაჩვენებელია და ნიშნავს, რომ თანდათან, უფრო მეტი ადამიანი ჩაეწერება. დიდი იმედი გვაქვს, რომ კვირის განმავლობაში, დინამიკა უფრო გაიზრდება. რა თქმა უნდა, მაჩვენებლები ჯერ ჩვენ აბსოლუტურად არ გვაკმაყოფილებს, ეს ცოტაა იმასთან შედარებით, რაც გვინდა და რაც საჭიროა", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. თამარ გაბუნია: „დელტა“ შტამზე, ვაქცინაციასა და ხალხმრავალ შეკრებებზე პირბადის არგამოყენების რისკებზე თამარ გაბუნია მასობრივ ვაქცინაციაზე: დღეს თბილისი უფრო მეტად აქტიურია

"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან ერთს, 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

გუშინ, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან ერთს, 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. 3-დღიანი პატიმრობა მიესაჯა პაატა გურჩიანს, რომელიც მრგვალ ბაღთან მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა. "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი დღეს იმართება. გურჩიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც საზოგადოებრივ ადგილზე ლანძღვას, გინებას, მოქალაქეების შეურაცხყოფას, ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ არ შედგება შსს-მ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისადმი ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 ადამიანი დააკავა

ამირან გამყრელიძე: ჩვენი რეკომენდაციაა, კონფერენციებსა და შეკრებებზე მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ NCDC გასცემს რეკომედაციას, დიდ შეკრებებზე, ობიექტებმა და ორგანიზაციებმა მხოლოდ სრულად ვაქცინირებული ადამიანები დაუშვან. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენი რეკომენდაციაა, რომ კონფერენციებსა და შეკრებებზე მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან. იგივე, სასტუმროებში, აუცილებელია, რომ სასტუმროს პერსონალი სრულად, ორჯერადად იყოს აცრილი და იმ სასტუმროს ტერიტორიაზე, სადაც შეკრება სხვადასხვა მიზეზით, აუცილებლად იყვნენ ორჯერადად აცრილი ადამიანები. დღეს, ეპიდსიტუაციის შეკავების მთავარი გზა აცრებზე გადის. თუ ჩვენ გვინდა, რომ ეპიდსიტუაცია არ გართულდეს, მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა აიცრას“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე გაცხადებით, ახალი შტამების ფონზე, არსებობს სერიოზული ეპიდემიოლოგიური რისკები, ამიტომაც უარი უნდა ვთქვათ დიდ თავშეყრებზე და არა - პირბადის ტარებაზე. „გასულ კვირაში, დამატებით, „დელტა“, ანუ ე.წ. ინდური შტამის 25 შემთხვევა დადასტურდა. მთლიანად ევროპაში, ინდური შტამის ცირკულაცია ანაცვლებს ბრიტანულისას. პროგნოზის მიხედვით, აგვისტოს შუა რიცხვებში, ის თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულს. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ყველგან - დახურულ სივრცეებშიც და ღიაშიც, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება, პირბადე ვატაროთ. მაგალითად მე, მას გარეთაც ვატარებ. ესაა დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება. უარი უნდა ვთქვათ დიდ თავშეყრებზე და არა - პირბადის ტარებაზე“, - განაცხადა გამყრელიძემ. თამარ გაბუნია: „დელტა“ შტამზე, ვაქცინაციასა და ხალხმრავალ შეკრებებზე პირბადის არგამოყენების რისკებზე ამირან გამყრელიძე: საქართველოში ორჯერ აცრილებში კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია

იაპონიის ელჩი: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა მომავალში თავიდან აიცილოს მსგავსი ძალადობა

"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა მომავალში თავიდან აიცილოს მსგავსი ძალადობა", - ამის შესახებ საქართველოში იაპონიის ელჩის, იმამურა აკირას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თბილისში 5 ივლისს განვითრებულ მოვლენებს გამოეხმაურა. "5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მსვლელობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს განხორციელდა თავდასხმა ჟურნალისტების წინააღმდეგ, ასევე, აქციის მონაწილეების ნაწილმა დაარბია კერძო ოფისი. ვგმობ მსგავს ქმედებებს, რადგანაც ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დარღვევა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი ძალადობა მომავალში და უზრუნველყოს სხვადასხვა ჯგუფების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა შსს-მ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისადმი ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 ადამიანი დააკავა

საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ

პარასკევს, 2021 წლის 9 ივლისს, საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. სიწმინდე ინდოეთის მთავრობამ საჩუქრად გადასცა საქართველოს. შაბათს, 10 ივლისს, 14:00 საათზე დედოფლის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ.

იუსტიციის მინისტრმა პირველი მოადგილის პოსტზე თამარ ტყეშელაშვილი წარადგინა

იუსტიციის მინისტრმა პირველი მოადგილის პოსტზე თამარ ტყეშელაშვილი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თამარ ტყეშელაშვილი იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობას უხელმძღვანელებს. იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, მთავარი პრიორიტეტი სერვისების კიდევ უფრო დახვეწა და ხელმისაწვდომობა იქნება. მისივე თქმით, როგორც ქალი მოადგილე , ის განსაკუთრებით იზრუნებს და მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს იუსტიციის სისტემაში დასაქმებულ ქალთა საკითხებს. "თამარ ტყეშელაშვილი პროფესიით იურისტია. არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მას აქვს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში მუშაობის მდიდარი გამოცდილება; იყო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, პრემიერთან არსებული ინვესტორთა საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრი, იურიდიული ფირმა „MKD Law“-ის პარტნიორი და ბიზნესის განვითარების კომიტეტის წევრი. თამარ ტყეშელაშვილი სხვადასხვა ბიზნესკომპანიის წარმომადგენლის სტატუსით არაერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში; წარმოადგენდა კომპანიებს: „Société Générale“, „Bank of New York Mellon“, „NASDAQ OMX“, „EBRD“, „Western Union“, „IBM“, „Marriot Hotels International“, „New Line Cinema“, „NewsCorp“ და სხვ. ამჟამად პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თამარ ტყეშელაშვილს განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ბრიუსელში, სენტ-ლიუსის უნივერსიტეტში ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით; ჟენევის „Graduate Institute“-ში კი – საერთაშორისო სავაჭრო სამართლისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციებში პრაქტიკის მიმართულებებით. თამარ ტყეშელაშვილი ფლობს ინგლისურ, რუსულ და უკრაინულ ენებს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამირან გამყრელიძე: დიდი ალბათობით, ერთი კვირის განმავლობაში, 43 000 დოზა Astrazeneca-ს ვაქცინა შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაახლოებით, ერთ კვირაში საქართველოში Astrazeneca-ს ვაქცინების დამატებითი დოზები შემოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ვფიქრობთ, დიდი ალბათობით, ამ კვირის ბოლოს, ერთი კვირის განმავლობაში, 43 000 დოზა Astrazeneca-ს ვაქცინა შემოვა ანუ ყველა ადამიანს, რომელსაც ვაქცინაციის პირველი დოზიდან 10-12 კვირა გაუვიდა და აცრა უწევს, აიცრება კიდეც“, - განაცხადა გამყრელიძემ. ცნობისთვის, 5 ივლისს საქართველომ ავსტრიისგან საჩუქრად Astrazeneca-ს ვაქცინის 5 000 დოზა მიიღო. ამირან გამყრელიძე: ჩვენი რეკომენდაციაა, კონფერენციებსა და შეკრებებზე მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან თამარ გაბუნია: „დელტა“ შტამზე, ვაქცინაციასა და ხალხმრავალ შეკრებებზე პირბადის არგამოყენების რისკებზე ამირან გამყრელიძე: საქართველოში ორჯერ აცრილებში კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია

პრემიერისა და საქართველოს საბანკო ასოციაციის წევრების შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკაში აღდგენის პოზიტიური ტენდენცია ფიქსირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საბანკო ასოციაციის წევრი ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ეკონომიკასა და საფინანსო სექტორზე კოვიდპანდემიის უარყოფით გავლენაზე იმსჯელეს და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო მიმოიხილეს. "აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკაში აღდგენის პოზიტიური ტენდენცია ფიქსირდება. კერძოდ, მიმდინარე წლის მაისში 25%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რამაც წლევანდელი პროგნოზი შეცვალა და მთავრობის პროგნოზით, 2021 წელს ეკონომიკის ზრდა 7,7%, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 57,2 მილიარდი ლარი იქნება. ყურადღება გამახვილდა ათწლიანი განვითარების გეგმაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ბიზნესის წარმომადგენლების, არასამთავრობო სექტორის, უცხოელი პარტნიორებისა და დონორების ჩართულობით მუშავდება. მთავრობის მეთაურმა საბანკო ასოციაციის წევრებს მიმართა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ გრძელვადიანი ხედვის დოკუმენტის სრულყოფაში, რაც მასში საფინანსო სფეროს პრიორიტეტების მაქსიმალურად ასახვას შეუწყობს ხელს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება. საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრთან ეკონომიკის სტიმულირების ხედვებზე ისაუბრეს და საფინანსო სექტორისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს. შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბელარუსის სასამართლომ ოპოზიციონერ ვიქტორ ბაბარიკოს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ ალექსანდრე ლუკაშენკოს ერთ-ერთ მთავარ ოპონენტს, ვიქტორ ბაბარიკოს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2020 წელს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტს, ვიქტორ ბაბარიკოს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. „ბელგაზპრომბანკის“ მმართველი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ვიქტორ ბაბარიკო ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად ითვლებოდა. რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზი უცხო ქვეყნის მიერ მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება და შემოსავლების დეკლარაციაში არსებული შეუსაბამობა გახდა. ვიქტორ ბაბარიკო და მისი ვაჟი ედუარდი 18 ივნისს დააკავეს. საქმე „ბელგაზპრომბანკის“ მიერ გადასახდებისგან თავის არიდებას ეხება. ბაბარიკო ბანკს 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და თანამდებობა მაისში დატოვა, რათა საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართულიყო. საქმე ბანკის მიმართ სწორედ ამის შემდეგ აღიძრა.