ძებნის რეზულტატი:
შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. "გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე წლის 5 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების და მათზე პოლიციის მხრიდან განხორციელებული რეაგირების შესახებ. გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 მოქალაქე. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 მოქალაქის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი. საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები გრძელდება გამოვლენილ შემდეგ კანონდარღვევის ფაქტებზე: რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. თბილისში მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გრძელდება გამოძიება. ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისთან განვითარებულ მოვლენებზე სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება ასევე სსკ-ის 187-ე მუხლით გრძელდება. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შენობასთან დაფიქსირებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, სადაც სავარაუდოდ პიროტექნიკის აფეთქებით დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოძიება სსკ-ის 187-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ გამოხატულ ძალადობას. ყველა ჩამოთვლილ ფაქტზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა", - ნათქვამია განცხადებაში. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შსს-მ მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ვიოლა ფონ კრამონი: როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები დამნაშავეებს სათანდოდ ვერ ასამართლებენ, ისინი მხოლოდ ახალისებენ ძალადობას
საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებას ყველასთვის და სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ეს თავისუფლება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ში წერს. „საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებას ყველასთვის და სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ეს თავისუფლება. როდესაც ძალადობრივი ჯგუფი სცემს ჟურნალისტებსა და LGBT +, როდესაც მთავრობა უყურებს, ეს კანონის უზენაესობის დანგრევის საშიში ნიშანია“, - წერს ევროპარლამენტარი. მისი თქმით, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები დამნაშავეებს სათანდოდ ვერ ასამართლებენ, ისინი მხოლოდ ახალისებენ ძალადობას. „როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები იმის ნაცვლად, რომ იმოქმედონ თავიანთი მანდატით, როგორც კონსტიტუციის გარანტებმა, სპეკულირებენ ამ თემასთან დაკავშირებით და ვერ ახდენენ დამნაშავეების სათანდოდ დაგმობას, ისინი მხოლოდ ახალისებენ ძალადობას“, - წერს ევროპარლამენტარი. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შსს-მ მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა
მეუფე შიო: რამდენჯერაც იქნება მსგავსი ღონისძიების ჩატარების მცდელობა, ჩვენი ერი, ეკლესიასთან ერთად, ყოველთვის გამთლიანდება მის წინააღმდეგ
რამდენჯერაც იქნება მსგავსი ღონისძიების ჩატარების მცდელობა, ჩვენი ერი, ეკლესიასთან ერთად, ყოველთვის გამთლიანდება მის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქაშვეთის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, სადაც მანამდე პარაკლისი ჩაატარა. მისი თქმით, რასაც დღეს მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, ეს არის ცნებების აღრევა და ჩანაცვლება, როდესაც ცდილობენ, უმძიმეს ცოდვას, როგორიცაა სოდომური ცოდვა, უწოდონ სიკეთე, ღირსება და წარმოადგინონ, როგორც ღირსება. მეუფე შიომ დღის განმავლობაში დაფიქსირებულ ძალადობრივ ფაქტებს გადაცდომა უწოდა და არაკორექტული ქმედებების გამო მწუხარება გამოთქვა. „ყოველ ჟამს მოაქვს თავისი განსაცდელი. დღევანდელ დროში ჩვენს ერსაც აქვს განსაცდელი, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გახლავთ ის, რისი მომსწრენიც დღეს ვართ ჩვენ, რისი მცდელობაც იყო დღეს და ვხედავთ როგორც მთელს მსოფლიოში, ისე ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მცნებების აღრევა და ჩანაცვლება, როდესაც ცდილობენ, უმძიმეს ცოდვას, როგორიც არის სოდომური ცოდვა, უწოდონ სიკეთე, ღირსება და წარმოადგინონ, როგორც ღირსება. ამას ჩვენი ერი და ეკლესია ვერასდროს შეეგუება. ეს არის დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია, რომ ერი დააშორეს ღმერთს, ერი დააშოროს ქრისტეს, ჩვენს ტრადიციებს, ეკლესიას და მოხდეს ერის გადაგვარება. ამიტომ ვართ დღეს ასე შემართულნი და გაერთიანებულნი. განსაკუთრებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ბავშვებზე, ახალ თაობაზე, რადგან თუ უმცროსი თაობა დაიჯერებს ამას, რომ ეს სიბილწე არის სიკეთე, ეს არის საწინდარი ერის გადაშენების და მოსპობის. ჩვენ ვიცით, რომ ამ ცოდვის გამო არაერთი დიდი ერია გადაშენებული და ძლევამოსილი ადამიანი დაღუპულა. ვევედრებით უფალს, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს არასოდეს არ მოხდეს. რამდენჯერაც იქნება ამგვარი ღონისძიების ჩატარების მცდელობა, ყოველთვის ჩვენი ერი გამთლიანდება ამის წინააღმდეგ ჩვენს ეკლესიასთან ერთად. ჩვენ ოცი საუკუნეა ამ სიწმინდისთვის თავს ვდებდით და ასე გაგრძელდება. ვწუხვართ, რომ დღეს იყო გადაცდომები, სამწუხარო შემთხვევები, არაკორექტული ქმედებები, დაზიანდა რამდენიმე ადამიანი. ჩვენ ამას ვემიჯნებით, მაგრამ ვაფრთხილებდით ამ ღონისიძების ორგანიზატორებს, ხელისუფლებაც აფრთხილებდა, რომ ეს გარდაუვალი იქნებოდა, რადგან ერი გამოიწვიეს, ერის გამოწვევა ხდება, ეს არის ძალადობა, ზეწოლა, მორალური, იდეოლოგიური ჩვენს სინდისსა და სულიერებაზე. ჩვენ ეკლესიის სწავლებით, ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანებს ვეხმარებით, მაგრამ ვერასდროს შევეგუებით ცოდვის ნორმად გამოცხადებას. ეს რომ აღარ განმეორდეს, რაც დღეს ვიხილეთ და თავიდან ავიცილოთ ეს მძიმე წუთები, ვფიქრობთ, ხომ არ არის დრო, ჩვენმა ხელისუფლებამ, საზოგადოებამ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება. ღმერთმა ინებოს ჩვენი ერის გადარჩენა, გამთლიანება, რისი საწინდარიც არის სიწმინდის შენარჩუნება. ჩვენ თუ ამას ხელვყოფთ, თუ ამას არ გავუფრტხულდებით, შეიძლება მძიმე სიტყვებია, მაგრამ გადაშენების გზაზე დავდგებით", - განაცხადა მეუფე შიომ. ქაშვეთის ეკლესიაში პარაკლისი ჩატარდა, რომელიც საპატრიარქომ ორი დღის წინ, „თბილისი პრაიდის“ მარშთან დაკავშირებით დააანონსა.
ნიდერლანდების საგარეო უწყება: ძალადობა და მუქარები ჟურნალისტებისა და LGBTI ჯგუფების წინააღმდეგ მიუღებელია
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურება. „ძალადობა და მუქარები ჟურნალისტებისა და LGBTI ჯგუფების, მათ შორის პრაიდის წინააღმდეგ, მიუღებელია. ნიდერლანდები მოუწოდებს საქართველოს ლიდერებსა და სამართალდამცველ ორგანოებს, დაიცვან ისინი, ვინც იყენებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. საელჩოები: ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შსს-მ მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა
საპატრიარქო: მომხდარზე პასუხისმგებლობა, სხვებთან ერთად, პირველ რიგში, უნდა დაეკისროთ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს
მომხდარზე პასუხისმგებლობა, სხვებთან ერთად, პირველ რიგში, უნდა დაეკისროთ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც საპატრიარქოს განცხადებაში წერია, დიდია მცდელობაც იმისა, რომ ეკლესია დაადანაშაულონ პრობლემათა ესკალაციაში, რაც სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება. მათივე ინფორმაციით, საპატრიარქოს მიზანი შეძლებისდაგვარად ღვთისა და ხალხის მსახურებაა. „რუსთაველის გამზირზე დღეს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა, მათ შორის, საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა დიდი ნაწილის მიერ, რომელშიც ისინი გმობენ ძალადობას და ჩვენგანაც ითხოვენ რეაგირებას. საქართველოს საპატრიარქო, რა თქმა უნდა, დიდად წუხს, რომ დაშავდნენ ადამიანები, ყველაზე მეტად კი,- ჟურნალისტები. ეს ფრიად სამწუხარო ფაქტია. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის და ვიმედოვნებთ, რომ მალე გამოჯანმრთელდებიან. მშვიდობისაკენ მომწოდებელი განცხადებები ჩვენ ადრეც და დღესაც გავავრცელეთ და მიგვაჩნია, რომ ძალადობა მიუღებელია და დასაგმობი, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი; ამიტომაც სათანადო რეაგირება გვექნება ძალადობისკენ წამქეზებელ სასულიერო პირთა მიმართაც, თუკი ასეთები არსებობენ. არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ რუსთაველზე მყოფთა შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ავლენდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. თუმცა გვინდა ვთქვათ შემდეგიც: 5 ივლისს დაგეგმილი ‘’პრაიდი’’იყო არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა და შეიცავდა ჩვენს მოსახლეობასა და მომავალ თაობაზე მორალური, ფსიქოლოგიური და იდეოლოგიური ძალადობის ნიშნებს, რაც თავისთავად აუცილებლად გამოიწვევდა მკვეთრ რეაგირებას. ამის შესახებ ვაფრთხილებდით საელჩოებს და ვთხოვდით, თავი შეეკავებინათ აქციის მხარდაჭერისაგან, რათა ქვეყნისთვის აეცილებინათ მოსალოდნელი შფოთი და დაპირისპირება. სამწუხაროდ, როგორც ჩვენი, ისე ხალხის აზრი უგულებელყოფილ იქნა. ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ვკითხულობთ: ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად... ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად... " ამიტომაც ვთვლით, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა, სხვებთან ერთად, პირველ რიგში, უნდა დაეკისროთ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, რომელთაც, ქვეყანაში არსებული რეალობის გაუთვალისწინებლად, ჯერ დაგეგმეს და შემდგომ უარი არ თქვეს ამ ღონისძიებაზე , რითაც დისკრედიტაციის დიდი საფრთხის წინაშე დააყენეს დასავლური ღირებულებები. ქვეყანამ ბოლო ათწლეულების მანძილზე მრავალ განსაცდელს გაუძლო; გადაიტანა სამოქალაქო ომი, უკიდურესი გაჭირვება, პოლიტიკური დაპირისპირებები..., მაგრამ ვერ შეეგუება ზნეობრივ გადაგვარებას. დიდია მცდელობაც იმისა, რომ ეკლესია დაადანაშაულონ პრობლემათა ესკალაციაში, რაც სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება. ჩვენი მიზანი შეძლებისდაგვარად ღვთისა და ხალხის მსახურებაა. ამ გზას, უფლის შეწევნით, არ ვუღალატებთ და იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოება გაგებით მოეკიდება ჩვენს პოზიციას. ჩვენთან არს ღმერთი!", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. საპატრიარქო: სასულიერო პირების მიერ ძალადობისკენ მოწოდებებს რეაგირება უახლოეს მომავალში მოჰყვება მეუფე შიო: რამდენჯერაც იქნება მსგავსი ღონისძიების ჩატარების მცდელობა, ჩვენი ერი, ეკლესიასთან ერთად, ყოველთვის გამთლიანდება მის წინააღმდეგ
ოპოზიციური პარტიები თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ოპოზიციური პარტიები თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ივანიშვილის ხელისუფლებამ დღეს განსაკუთრებით მკაფიოდ მოინიშნა თავი, როგორც ქართული სახელმწიფოს მტერმა და ანტიდასავლური, მოძალადე ჯგუფების ღია მოკავშირემ. პრემიერ-მინისტრის მიერ დილით გაკეთებული განცხადება იყო დღის განმავლობაში განვითარებული მასობრივი ძალადობის პირდაპირი წახალისება და მოძალადეთათვის მიცემული დაუსჯელობის გარანტია. დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ჩვენი თანამოქალაქეების, პარლამენტის წინ მყოფი სამოქალაქო აქტივისტების, ლგბტქ ჯგუფის წევრებისა და მათი უფლებადამცველების, ათობით თავისუფალი მედიის წარმომადგენლის, ჩვეულებრივი მოქალაქეების და ბავშვების მიმართ ძალადობის პირდაპირი, დაუფარავი წახალისება და დაორგანიზება ვიხილეთ. შოკისმომგვრელია პოლიციელების გამიზნული უმოქმედობა ორგანიზებული მასობრივი ძალადობის წინაშე. შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებით, აქტივისტები, ჟურნალისტები და მოქალაქეები დამნაშავეებს შეატოვეს, მათ დაცვაზე ხელი აიღეს და საკუთარი მოვალეობა არ შეასრულეს. საგანგაშოა, რომ ამ ყველაფრის ორგანიზებაში და პროპაგანდირებაში ერთად მოქმედებდნენ ხელისუფლება, სასულიერო პირები და ღიად პრორუსული ჯგუფები. ეს პროპაგანდა გასცდა ღირსების მარშის პრინციპულ საკითხს და მთლიანად თავისუფალი საზოგადოების იდეას და საქართველოს პროდასავლურ არჩევანს დაუპირისპირდა. დედაქალაქის ქუჩებში მიმდინარე მასობრივი ძალადობის აღკვეთის ნაცვლად, ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ოპოზიციას, თავად ძალადობის სამიზნეებსა და დაზარალებულებს აკისრებენ, რითაც ადასტურებენ, რომ მათი მიზანი არა მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ მათი დაშინება და ძალადობის შემდგომი წახალისებაა. სიმბოლურია, რომ მოძალადეებმა ევროკავშირის დროშაზე მიიტანეს იერიში. ნათელია, რომ ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს დაბრუნებას თავისუფალ სამყაროში. ამ უმძიმეს ვითარებაში, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალია, საკუთარი ძალისხმევით დაიცვას სამოქალაქო თავისუფლება და ქართული სახელმწიფოს მომავალი. ამისთვის აუცილებელია დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრისა და მთელი საზოგადოების კონცენტრაცია ხელისუფლების შეცვლაზე და ამავდროულად ნებისმიერ შავრაზმულ მოძალადე ჯგუფებთან მკაფიოდ გამიჯვნა“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: „თავისუფალი დემოკრატები“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, ენმ, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „პროგრესი და თავისუფლება“, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“, „კანონი და სამართალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „სამართლიანობისთვის“, „გამარჯვებული საქართველო“. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა
სახელმწიფო დეპარტამენტი: ვგმობთ საქართველოში მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი საქართველოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს Twitter-ში ეხმიანება. მისი თქმით, აშშ გმობს ძალადობას საქართველოს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე. „ჩვენ ვგმობთ საქართველოში 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და დასაჯონ ძალადობაში მონაწილეები“, - წერს ნედ პრაისი Twitter-ზე. საელჩოები: ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შსს-მ მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა
გერმანია რუსეთის, პორტუგალიის, გაერთიანებული სამეფოსა და ინდოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის
გერმანია რუსეთის, პორტუგალიის, გაერთიანებული სამეფოსა და ინდოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, გერმანიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტმა ორშაბათს განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო, ინდოეთი, პორტუგალია და რუსეთი აღარ წარმოადგენენ კორონავირუსის "ახალი ვარიანტის გავრცელების საშიშ არეალს", რაც ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანებისთვის მოგზაურობის შეზღუდვას ამცირებს. რობერტ კოხის ინსტიტუტის განცხადებით, ოთხივე ქვეყანა ახლა მიიჩნევა კორონავირუსის ფართო გავრცელების რეგიონებად, რაც ნიშნავს, რომ მათ მოქალაქეებს შეუძლიათ გერმანიაში ჩასვლა, თუმცა 10-დღიანი კარანტინის გავლის პირობით; გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინის ვადა შესაძლებელია, შემცირდეს ხუთ დღემდე, კორონავირუსის ნეგატიური ტესტის შემთხვევაში.
დღეს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს ეწვევა
დღეს ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი საქართველოს ეწვევა, რის შემდეგაც აზერბაიჯანსა და სომხეთში გაემგზავრება. თბილისში კომისარი პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება. როგორც ცნობილია, პოლიტიკურ ხელმძღვანელებთან, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს კომისარი ვარჰეი წარადგენს რეგიონის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას და მის ინიციატივებს თითოეული ქვეყნისთვის და განიხილავს ორმხრივი ურთიერთობების საკვანძო საკითხებს თითოეულ ქვეყანასთან. სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა ევროკომისარი: ვამზადებთ ამბიციურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კეთილდღეობას მოიტანს
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებისთვის საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადა დღეს იწურება
ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებისთვის საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადა დღეს იწურება. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ ხუთი წლის შრომითი გამოცდილება. ხოლო, ცესკო-ს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ ხუთი წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. „ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებს საკონკურსო საბუთების წარდგენა, ან გაგზავნა შეუძლიათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ათონელის ქ. №25 -ში, საკონკურსო კომისიაში, ან ელ-ფოსტზე: info@president.gov.ge 6 ივლისის ჩათვლით. წარსადგენი საბუთების სრული ჩამონათვალი იხილეთ ლინკზე“,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ჩეხეთის ელჩი: საქართველოში დემოკრატიის ბედი წყდება და ყველა მოქმედი პირი, მათ შორის მთავრობა, სრული პასუხისმგებლობით უნდა მოქმედებდეს
საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია და ყველა მოქმედი პირი, მათ შორის მთავრობა, სრული პასუხისმგებლობით უნდა მოქმედებდეს – ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა Twitter-ში წერს. „შოკირებული ვარ, თბილისში ძალადობის, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის სცენებით. დამნაშავეებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი, აღადგინონ კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები. საქართველოში დემოკრატიის ბედი წყდება და ყველა მოქმედი პირი, მათ შორის მთავრობა, სრული პასუხისმგებლობით უნდა მოქმედებდეს. “, – წერს ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა საელჩოები: ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას
ეუთო/ოდირი: შეშფოთებულები ვართ, თბილისში მომხდარი ძალადობით და დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების გაუქმებით
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) შეშფოთებას გამოთქვამს თბილისში ძალადობის, ასევე დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების გაუქმების გამო და აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ თავდასხმების დროულ გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაცია Twitter-ში წერს. "ოდირი შეშფოთებულია თბილისში მომხდარი ძალადობით და დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების გაუქმებით. თითოეული ეს მიზანმიმართული თავდასხმა აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მათი ქონბისე წინააღმდეგ სწრაფად და საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული", - ნათქვამია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებაში. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა საელჩოები: ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ დღეს არ შედგება
ან ლინდე: მკაცრად ვგმობ, თბილისში LGBTI საზოგადოების წევრებზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ამავდროულად ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ან ლინდე თბილისში 5 ივნისს განვითარებულ მოვლენებს Twitter-ში ეხმიანება. ან ლინდე იმედს გამოთქვამს, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ. "მე მკაცრად ვგმობ, თბილისში LGBTI საზოგადოების წევრებზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს. მოველით, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ. ყველას აქვს თანასწორობისა და ღირსების უფლება, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა" ,- წერს ან ლინდე. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა საელჩოები: ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპიკერი: ვგმობთ ძალადობრივ შეტაკებებს "თბილისი პრაიდის" ჩატარებამდე, რამაც გამოიწვია მისი გაუქმება
ევროპისსაბჭოს გენერალური მდივნის სპიკერი დენიელ ჰოლტგენის "თბილისი პრაიდის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს Twitter-ში გამოეხმაურა. "ვგმობთ ძალადობრივ შეტაკებებს "თბილისი პრაიდის" ჩატარებამდე, რამაც გამოიწვია პრაიდის გაუქმება #LGBTI თემზე მუქარისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი თავდასხმების შემდეგ. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს და დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება", - წერს დენიელ ჰოლტგენი. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ არ შედგება
დუნია მიატოვიჩი: ძალადობა "თბილისი პრაიდის" დროს, არის ილუსტრაცია იმისა, რომ LGBTI ადამიანები აწყდებიან განმეორებით მუქარებს საქართველოში
"ძალადობა აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ "თბილისი პრაიდის" დროს, არის სავალალო ილუსტრაცია იმისა, რომ LGBTI ადამიანები აწყდებიან განმეორებით მუქარებს საქართველოში, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი Twitter-ში წერს. "ძალადობა აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ #TbilisiPride21 - ის დროს არის სავალალო ილუსტრაცია იმისა, რომ #LGBTI ადამიანები აწყდებიან განმეორებით მუქარებს საქართველოში. ხელისუფლების ვალდებულებაა დაიცვას ადამიანის უფლებები, მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, დაიცვას დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება და დასაჯოს თავდამსხმელი დამნაშავეები", - წერს დუნია მიატოვიჩი. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ არ შედგება
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 407 ადამიანს დაუდასტურდა, 591 გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 371 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 355 718, გარდაიცვალა 5 383 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 606 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 693 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 913 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 5 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.49 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.01 ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.68%. ინფიცირების 1 407 ახალი შემთხვევიდან 922 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 54, იმერეთი - 125, ქვემო ქართლი - 89, შიდა ქართლი - 32, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 57, კახეთი - 72, მცხეთა-მთიანეთი - 23, სამცხე-ჯავახეთი - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 10 166, საიდანაც: 2 961 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 697, აჭარაში - 153, იმერეთში - 380. მძიმე პაციენტი: 658, მათ შორის, თბილისში - 340, აჭარაში - 32, იმერეთში -150. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 167, მათგან თბილისში - 114, აჭარაში - 6, იმერეთში - 11. 837 ადამიანი იმყოფება კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 630 - თბილისში, 195- აჭარაში. 6 368 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 7. სულ 6 ოქტომბრიდან - 5 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 928 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 230 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 644, პირი, აჭარაში - 604, იმერეთში - 904.
შსს-მ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ განვითარებული მოვლენებისას, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 3 პირი: წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული ზ.ჭ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის, „მთავარი არხის“, გამოცემა - „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1 ნაწილით გრძელდება. ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ დროის მონაცემებით უკვე გამოიკითხა სხვადასხვა მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები“, - აცხადებენ უწყებაში. გუშინ, შსს-მ ადამიანიც ადმინისტრაციული წესით დააკავა. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ არ შედგება
ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის - „ეკონომიკა 2030" - პრეზენტაციას დაესწრო
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ დღეს, ქვეყანაში, პოლიტიკური, ეკონომიკური ატმოსფერო გავხადოთ პროგნოზირებადი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის - „ეკონომიკა - 2030" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება და რაც მთავარია, ეს გეგმა, ეს პოლიტიკა უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭირვალე, გახსნილი, ღია და პროგნოზირებადი. „მე მინდა დღეს წარმოგიდგინოთ ჩვენი მთავრობის გრძელვადიანი განვითარების ხედვა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, გასულ კვირას, დავიწყეთ თემატური პრეზენტაციები. დღეს გვაქვს ეკონომიკის სამინისტროს პრეზენტაცია, რომელსაც ქალბატონი ნათია თურნავა წარმოგვიდგენს. მე შეგახსენებთ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ დღეს, ქვეყანაში, პოლიტიკური, ეკონომიკური ატმოსფერო გავხადოთ პროგნოზირებადი. მე შორს არ წავალ და არ გაგახსენებთ, თუ რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, როდესაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მას შემდეგ ძალიან ბევრი გაურკვეველი ეკონომიკური პოლიტიკის მომსწრენი გავხდით. შედეგად ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი დანგრეული ადგილობრივი წარმოება, გაჩერებული ქარხნები, ფაბრიკები, ძალიან ბევრმა, ასობით ათასმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი და გაღარიბდა ჩვენი მოსახლეობა, რაც არის ტრაგედია, პირდაპირ ასე შეიძლება ითქვას. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობთ, რომ ოკუპაციის შემდეგ, რომელიც, რა თქმა უნდა, არის ნომერ პირველი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი განვითარებისთვის, არის ეკონომიკური სიდუხჭირე და სიღარიბე ჩვენი მოსახლეობის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება. რაც მთავარია, ეს გეგმა, ეს პოლიტიკა უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭირვალე , გახსნილი, ღია და პროგნოზირებადი. ჩვენ უნდა გავხადოთ გარემო პროგნოზირებადი, რომ ვერავითარმა რყევამ ვერ შეაფერხოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ
"ჩემთვის მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყველა მოქალაქე იქნება იდენტიფიცირებული და რა თქმა უნდა, შესაბამისად, ყველა მათგანი დაისჯება, ვინც ძალადობა ჩაიდინა. "რა თქმა უნდა, ჩემთვის არის მიუღებელი ის ძალადობა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. მე მინდა საჯაროდ დავგმო ეს ფაქტი. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც გუშინ მოხდა. ჟურნალისტებზე ძალადობა არის მიუღებელი და დასაგმობი. პოლიცია მუშაობს ძალიან აქტიურად. დღეს კიდევ 3 ადამიანი დააკავეს, გუშინაც დააკავეს რამდენიმე მოქალაქე, ადმინისტრაციული წესით. ყველა მოქალაქე იქნება იდენტიფიცირებული და რა თქმა უნდა, შესაბამისად, ყველა მათგანი დაისჯება, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა", - განაცხადა ღარიბაშვილმა. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ არ შედგება შსს-მ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისადმი ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 ადამიანი დააკავა
დიეგო კოლასი: ფუნდამენტურ უფლებებს იმ ლამაზი ისტორიის მხოლოდ ცენტრალური ადგილი უნდა ეკავოს, რომლის დაწერასაც ვცდილობთ
„ფუნდამენტურ უფლებებს იმ ლამაზი ისტორიის მხოლოდ ცენტრალური ადგილი უნდა ეკავოს, რომლის დაწერასაც ჩვენ და ევროკავშირი საქართველოსთან ერთად ვცდილობთ“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა თბილისის ცენტრში მომხდარი ძალადობის ფაქტების შეფასებისას. „ზოგიერთები იფიქრებენ, რომ განცხადება შესაძლოა, მოკლეა, თბილისის ქუჩებში დღევანდელი მასშტაბური ძალადობის შემდეგ. თუმცა, რომ არ მჯეროდეს სიტყვის ძალის, არ ვიქნებოდი დიპლომატი და იურისტი. საფრანგეთი და ევროკავშირი გმობენ ამ ძალადობას, თხოვენ მთავრობას, გააკეთოს, რაც საჭიროა მის შესაჩერებლად. სამოქალაქო საზოგადოების, ლგბტქი+, ჟურნალისტების კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაცული უნდა იყოს. ფუნდამენტურ უფლებებს იმ ლამაზი ისტორიის მხოლოდ ცენტრალური ადგილი უნდა ეკავოს, რომლის დაწერასაც ჩვენ, საფრანგეთი და ევროკავშირი, საქართველოსთან ერთად ვცდილობთ“. საელჩოები: ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას