ძებნის რეზულტატი:

დავით ზალკალიანმა და აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს ანარ კარიმოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობას. ასევე, განიხილეს კულტურის სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები და ინიციატივები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. "აღინიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის სხვადასხვა ერთობლივი პროექტის დაგეგმვა და განხორციელება მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, კულტურის სფეროშიც. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორ სტრატეგიულ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ინდოეთში კორონავირუსის ვაქცინის ნაცვლად, 2 500 ადამიანი მარილიანი წყლით აცრეს

გამოცემა People-ის ინფორმაციით, ინდოეთში, დააკავეს 14 ადამიანი, რომლებიც მოქალაქეებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად, მარილიანი წყლით ცრიდნენ. როგორც ცნობილია, კრიმინალური სქემის მიხედვით, 10-ზე მეტ ვაქცინაციის დაწესებულებაში 2 500 ადამიანს ჩაუტარეს მარილიანი წყლით აცრა. დანაშაულის ორგანიზატორები, რომელთა შორის მედიკოსებიც იყვნენ, ერთ დოზაში 10-დან 17 დოლარამდე იღებდნენ. ჯამში თაღლითებმა 28 000 აშშ დოლარი გამოიმუშავეს. თაღლითური სქემით აცრილ მოქალაქეებს მას შემდეგ გაუჩდათ ეჭვი, რაც ინდოეთის მთავრობის ვებპორტალზე საკუთარი ვაქცინაციის შესახებ მონაცემები ვერ იპოვეს. როგორც გამოცემა წერს მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და არ არის გამორიცხული, რომ დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს. ცნობისთვის, ინდოეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში 400 000 გადააჭარბა. კორონავირუსის მეორე ტალღა ინდოეთში მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს დაიწყო და 21 აპრილიდან 17 მაისამდე დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეში 300 ათასს აღემატებოდა. ჯანდაცვის სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ ვაქცინირებულთა რიცხვი იზრდება და უკვე ვაქცინირებულია 340 მილიონზე მეტი ადამიანი, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 24%-ს შეადგენს. აქედან 61,7 მილიონზე მეტი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 5% სრულად, ორივე დოზით არის აცრილი.

ტერეზა რიბეირო: შოკირებული ვარ ჟურნალისტებზე თავდასხმების გამო, მოვუწოდებ ხელისუფლებას ჩაატარონ სწრაფი და ეფექტური გამოძიება

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი ტერეზა რიბეირო გმობს თბილისში ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და ხელისუფლებას მოუწოდებს, დამნაშავე პირებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ. რიბეირომ ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უკანასკნელ წლებში ქვეყანაში განხორციელებული ყველა ძალადობრივი ინციდენტისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე დაწყებული გამოძიებები ბოლომდე მიიყვანოს. „თბილისში, გუშინ ჟურნალისტებზე განხორციელებული მასობრივი თავდასხმების გამო შოკირებული ვარ და ამ დანაშაულებრივ ქმედებებს მკაცრად ვგმობ. მიუღებელია ჟურნალისტებზე ძალადობა, თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე. ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რომ მომავალში ეს აღარ განმეორდეს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატარონ სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე გამოძიება დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მისაცემად“, – აღნიშნავს რიბეირო. Amnesty International-ის გენერალური დირექტორი: სრულიად აღშფოთებული ვარ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ ძალადობით და პოლიციის უმოქმედობით დუნია მიატოვიჩი: ძალადობა "თბილისი პრაიდის" დროს, არის ილუსტრაცია იმისა, რომ LGBTI ადამიანები აწყდებიან განმეორებით მუქარებს საქართველოში ან ლინდე: მკაცრად ვგმობ, თბილისში LGBTI საზოგადოების წევრებზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს ეუთო/ოდირი: შეშფოთებულები ვართ, თბილისში მომხდარი ძალადობით და დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების გაუქმებით საელჩოები: ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას ნიდერლანდების საგარეო უწყება: ძალადობა და მუქარები ჟურნალისტებისა და LGBTI ​ჯგუფების წინააღმდეგ მიუღებელია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი: ვგმობთ ჟურნალისტებსა და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებზე მუქარასა და თავდასხმას იან კელი: სევდიანი დღეა საქართველოსთვის და მისი მხარდამჭერებისთვის ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპიკერი: ვგმობთ ძალადობრივ შეტაკებებს "თბილისი პრაიდის" ჩატარებამდე, რამაც გამოიწვია მისი გაუქმება

ევროპარლამენტარები: ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა სტაბილური ინსტიტუტები, რომლებიც მათ შორის უზრუნველყოფენ უმცირესობების უფლებების დაცვას

ევროპარლამენტარები, მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან თბილისის ცენტრში გუშინ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ მარშის ჩატარების იდეას მოჰყვა. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ გუშინდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტების, საზოგადოების წევრებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ თბილისში, რამაც სამწუხაროდ აიძულა LGBTQI + Pride-ი, გაეუქმებინა მარში. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ და რელიგიის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს მარშის წინ, ხმამაღლა და მკაფიოდ ესაუბრათ ჰომოფობიური რიტორიკის წინააღმდეგ. ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის მხრიდან მზაობის ნაკლებობის გამო, უზრუნველყოთ ტოლერანტობისადმი მიძღვნილი შეკრების უსაფრთხოება. ნებისმიერი სხვა მოქალაქის მსგავსად, LGBTQI პირებს უნდა შეეძლოთ, ისარგებლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლებებით, როგორიცაა მშვიდობიან შეკრებებში მონაწილეობა. საქართველოს ხელისუფლებამ ხმამაღლა გააჟღერა საკუთარი მიზნის შესახებ, 2024 წლისთვის ოფიციალურად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. ამასთან დაკავშირებით მათ შევახსენებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობები, ასევე ცნობილი როგორც კოპენჰაგენის კრიტერიუმები მოითხოვს, რომ კანდიდატ ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და მათ შორის უმცირესობების პატივისცემასა და მათი უფლებების დაცვას", - აღნიშნულია განცხადებაში. "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან ერთს, 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ არ შედგება შსს-მ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისადმი ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 ადამიანი დააკავა

რუსთაველის გამზირზე დაპირისპირება მოხდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სადაც მდუმარე აქციაა დაგეგმილი დაპირისპირება მოხდა. საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან 20-მდე ადამიანი მივიდა, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას აპროტესტებდნენ და აგრესიით გამოირჩეოდნენ. მათ „პალიტრანიუსის“ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ცნობილია, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანა

შსს: ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება დღეს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ორივე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ,,როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაანონსდა "მდუმარე აქცია", რომლის პარალელურად, ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგეგმა კიდევ ერთი აქცია. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. აქვე, არსებული რისკების გათვალისწინებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ - ითანამშრომლონ პოლიციის თანამშრომლებთან, გაითვალისწინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებები და რეკომენდაციები. შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს რუსთაველის გამზირზე ,,მდუმარე აქციასთან" ერთად, ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგეგმა კიდევ ერთი აქცია. პარლამენტის შენობის წინ სადაც მდუმარე აქციაა დაგეგმილი დაპირისპირება მოხდა.

პიტერ სტანო: ძალადობრივი ქმედებების სწრაფად და საფუძვლიანად გამოძიებაა საჭირო

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებით, საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებზე, უმცირესობათა წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმა მიუღებელია სტანოს განცხადებით, ძალადობრივი ქმედებების სწრაფად და საფუძვლიანად გამოძიებაა საჭირო. „ადამიანის მიერ გამოხატვის და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემა და დაცვა ნებისმიერი მთავრობის ამოცანაა დემოკრატიულ ქვეყანაში, განსაკუთრებით ისეთში, რომელიც ევროკავშირთან უფრო ახლო კავშირებისთვის იღწვის. სამართალდამცავი ორგანოები პასუხისმგებელნი არიან ამ უფლებებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემოს უზრუნველყოფაზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისთვის. ძალადობის ფაქტები სწრაფად და საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ. დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა გადის თანასწორობის პრინციპის დაცვაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით არის განმტკიცებული. საქართველომ უნდა გააძლიეროს ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, გენდერული და სექსუალური ორიენტაციის ჩათვლით და უკეთ დაიცვას LGBTIQ ჯგუფების უფლებები. ეს პრინციპები ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტში“, – აცხადებს სტანო. დღეს, 6 ივლისს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაიმართა დიალოგი ადამიანის უფლებების საკითხებზე, სადაც მიმდინარე მოვლენები და LGBTIQ ჯგუფების უფლებების საკითხები იქნა განხილული. Amnesty International-ის გენერალური დირექტორი: სრულიად აღშფოთებული ვარ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ ძალადობით და პოლიციის უმოქმედობით დუნია მიატოვიჩი: ძალადობა "თბილისი პრაიდის" დროს, არის ილუსტრაცია იმისა, რომ LGBTI ადამიანები აწყდებიან განმეორებით მუქარებს საქართველოში ან ლინდე: მკაცრად ვგმობ, თბილისში LGBTI საზოგადოების წევრებზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს ეუთო/ოდირი: შეშფოთებულები ვართ, თბილისში მომხდარი ძალადობით და დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების გაუქმებით საელჩოები: ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას ნიდერლანდების საგარეო უწყება: ძალადობა და მუქარები ჟურნალისტებისა და LGBTI ​ჯგუფების წინააღმდეგ მიუღებელია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი: ვგმობთ ჟურნალისტებსა და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებზე მუქარასა და თავდასხმას იან კელი: სევდიანი დღეა საქართველოსთვის და მისი მხარდამჭერებისთვის ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპიკერი: ვგმობთ ძალადობრივ შეტაკებებს "თბილისი პრაიდის" ჩატარებამდე, რამაც გამოიწვია მისი გაუქმება ტერეზა რიბეირო: შოკირებული ვარ ჟურნალისტებზე თავდასხმების გამო, მოვუწოდებ ხელისუფლებას ჩაატარონ სწრაფი და ეფექტური გამოძიება

გიორგი კვირიკაშვილი: გამოხატვის უფლება არ არის, როდესაც ღია სივრცეში ხდება პროპაგანდა ამა თუ იმ ცხოვრების წესის

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარედ 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოხატვის უფლება არ არის, როდესაც ღია სივრცეში ხდება პროპაგანდა ამა თუ იმ ცხოვრების წესის როგორც ექსპრემიერმა ,,დიანა ტრაპაიძის დღის" ამბებში განაცხადა, ის ემიჯნება გუშინ განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ მსგავსი აგრესია ვერანაირ გარემოებას ვერ უნდა გამოეწვია და საზოგადოება პოლარიზებულია. ,,გუშინდელი დღე იყო უმძიმესი, ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომლებმაც იხილეს ეს აბსოლუტურად შეუზღუდავი ძალადობა, ზიზღი უდანაშაულო ადამიანების მიმართ. მითუმეტეს იმ ადამიანების, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ვფიქრობ ეს არის საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელი. არანაირი გამართლება, არანაირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არსებობს ამ მოვლენასა და რაიმე სხვა მოვლენას შორის. ვერაფერს ვერ უნდა გამოეწვია ის აგრესია, რაც ჩვენ ვიხილეთ და რეაგირება აუცილებლად უნდა მოხდეს. აუცილებელია, რომ შემდგომი სახელმწიფო ქმედებები განხორციელდეს. დღევანდელ საზოგადოებაში სამწუხაროდ, ისეთი სიტუაცია არის შექმნილი, როგორც პოლიტიკაში ან სხვა სფეროებში. საზოგადოებაში არის უკიდურესი პოლარიზაცია. ნებისმიერი განსხვავებული აზრი რომელიც ითქმევა მაშინვე ის ადამიანი მიკუთვნებულია ან ფუნდამენტალისტებისა და ე.წ. ბნელების საზოგადოების ნაწილად, ან მეორე მხრივ ულტრა ლიბერალური მიმართულების ნაწილად. შუა აღარ არსებოს . მე მაქვს ისეთი აღქმა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილი გუშინდელ დღესთან დაკავშირებით აღშფოთებულია და კატეგორიულად ემიჯნებიან იმას, რაც ხდებოდა, მითუმეტეს აბსოლუტურად კავშირში არ მყოფი ადამიანების სცემას. არავის ცემა და არავის ჩაგვრა არ შეიძლება, მითუმეტეს ასეთი ტიპის ძალადობა. ჩემი აზრით, იმ სახის პროპაგანდა და მარში, რა სახისაც არაერთხელ გვინახავს სხვა ქვეყნებში, ჩვენი საზოგადოების ნაწილისთვის მისაღები არ არის. ამ ადამიანების უფლებების დამცველად ჩემი თავიც მიმაჩნია. მთავრობაში ვიყავი, როდესაც ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღებოდა და ნამდვილად არ გამომითქვამს პროტესტი, პირიქით, ვფიქრობ, ეს კანონი და მისი მიღება არ იყო ერთ-ერთი შესასრულებელი მოცემულობა, რომელიც ვიზალიბერალიზაციისთვის გვჭირდებოდა. ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო ძალიან დამაზიანებელი ქვეყნისთვის, მაგრამ ასევე, მიმაჩნია, რომ იმ ტიპის აქციების ასე ზეწოლით ჩატარება, როგორც უნდათ, რომ საქართველოში გააკეთონ, ისეთივე პრობლემა იქნება ქვეყნის დასავლური ორიენტაციისთვის, რადგან ეს მისცემს საკვებს რუსულ პროპაგანდას, რომ მათ დასვან ტოლობის ნიშანი დასავლურ საზოგადოებასა და ამ ტიპის საზოგადოებას შორის", - განაცხადა კვირიკაშვილმა. კვირიკაშვილის თქმით, 20 ივნისის აქციასა და გუშინდელ აქციას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არასწორია და ეს მოსაზრება კატეგორიულად მიუღებელია. „ვფიქრობ, აბსოლუტურად განსხვავებულ ორ მოვლენასთან გვქონდა საქმე. 20 ივნისს პოლიციის ქმედება იყო სხვაგვარი, შედეგებიც დადგა სხვაგვარი. ჩემი აზრით, გიორგი გახარია რომ გადამდგარიყო შს მინისტრის პოსტიდან, როგორც მინიმუმ, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, ის დღეს პოლიტიკურად გაცილებით წელგამართული იქნებოდა. ჩემი ეს მოწოდება მაშინ გახარიას ინტერესებიდან გამომდინარე იყო“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პროკურატურამ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე 3 ადამიანს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე, სამ პირს – ზ.ჭ.-ს, მ.დ.-ს და ზ.მ.-ს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით გასამართი აქციის პარალელურად, მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ მიმდინარე აქციაზე, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს, განახორციელეს მათ მიმართ პროფესიული ნიშნით დევნა და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ბრალდებულები ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის, გამოცემა „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, აიძულებდნენ შეეწყვიტათ პროფესიული საქმიანობა, არ გადაეღოთ და არ გაევრცელებინათ მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების ამსახველი მასალა. სამართალდამცველებმა ზ.მ., მ.დ. და ზ.ჭ. 2021 წლის 5 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების და ასევე, ორგანიზატორების დადგენის მიზნით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 23 პირი, მათ შორის 17 ჟურნალისტი და ოპერატორი. აქვე, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია. ბრალდების მხარე დაზარალებულების კანონიერი ინტერესების დასაცავად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს. საქართველოს პროკურატურა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯუზეპე პაზოტო: თავისუფლება - სხვისი შეხედულების პატივისცემა, განსხვავებულის მიმღებლობაა

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი ჯუზეპე პაზოტო რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარედ 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მის განცხადებას კათოლიკე ეკლესიის მედია ავრცელებს. ,,ბანალურია იმის მტკიცება, რომ ადამიანზე არანაირ ძალადობას არა აქვს გამართლება? ბანალურია იმის მტკიცება, რომ ყოველ ადამიანს აქვს საკუთარი აზრების, მრწამსისა და განცდების გამოხატვის უფლება?ბანალურია იმის მტკიცება, რომ რელიგიის მისიაა ადამიანები შეახვედროს ერთმანეთს და ღმერთს? ბანალურია იმის მტკიცება, რომ ყოველი ხელისუფლების ვალია დაიცვას ყველა თავისი მოქალაქე კონსტიტუციისამებრ?ბანალურია იმის მტკიცება, რომ ადამიანი მხოლოდ თავისი ინსტინქტისამებრ არ უნდა მოქმედებდეს? ბანალურია იმის მტკიცება, რომ ცხოვრებაში ნამდვილად მხოლოდ სიყვარული ფასობს? ბანალურია იმის მტკიცება, რომ ადამიანს გარანტირებული უნდა ჰქონდეს ინფორმაციის უფლება? დიახ, ამის და სხვა მრავალთა მტკიცება ბანალურობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ, იმის შემდეგ, რაც გუშინ მოხდა თბილისში რუსთაველზე (და არამხოლოდ), როგორც ჩანს, დიდი შეცდომა ყოფილა ამგვარი გულუბრყვილობა! ზედმეტად ბევრმა ეცადა, სხვადასხვა გვარად, ხაზი გადაესვა ამ მარტივი ჭეშმარიტებებისათვის! გვესმის კი რამხელა საფრთხე გვემუქრება?კათოლიკე ეკლესია საქართველოში კისრულობს ვალდებულებას, ყველა კეთილი ნების ადამიანთან ერთად, განსაკუთრებით ამ ფაქტების შემდგომ, გააცნობიერებინოს თავის მორწმუნეებს და იმ საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობს, რომ თავისუფლება, სხვისი შეხედულების პატივისცემა, განსხვავებულის მიმღებლობა, ყველაზე უპოვართა და უძლურთა დაცვა, სამართლიანობისათვის შრომა და მშვიდობის შენება, ჩვენი მრწამსის ძირეული და განუყოფელი ნაწილია და საფუძველია ადამიანის ღირსების დასაცავად, ადამიანისა, როგორსაც მას ხედავს ღმერთი. ესაა ღირსება, რასაც გვიცხადებს თითოეული ადამიანის ღმერთის შვილობა!", -აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტთან ლგბტ დროშის გაშლის შემდეგ ვითარება დაიძაბა

პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე კვლავ დაძაბულობაა. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა კვლავ სცადეს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტთან მდუმარე აქციის მონაწილეებმა ლგბტ დროშა გაშალეს და ლგბტ დროშის ფერებში კვამლი გაუშვეს. სამართალდამცველებმა „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს პარლამენტთან მისვლის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველთა ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა სცადეს. პოლიციამ რამდენიმე პირი ტერიტორიიდან მანქანებით გაიყვანა. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, აქციის მიზანი 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენებისგან გამიჯვნაა. აქციას შეუერთდნენ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები, რომელთაც გუშინ „ღირსების მარში“ ვერ გამართეს. ამასთან, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიასთან აქციას მართავენ გურამ ფალავანდიშვილი, მისი მხარდამჭერები და „თბილისი პრაიდის“ სხვა მოწინააღმდეგეები.

საპატრიარქო: დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დაძაბულობიდან გამომდინარე, მივმართავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, საზოგადოების ყველა წევრს – დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია. დაპირისპირების ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაზრდა საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. ძალადობა ვერასდროს იქნება სიკეთის მომტანი, ის დააზარალებს არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, არამედ მთელ ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს. ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ!“, – აცხადებენ საპატრიარქოში. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, აქციის მიზანი 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენებისგან გამიჯვნაა. აქციას შეუერთდნენ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები, რომელთაც გუშინ „ღირსების მარში“ ვერ გამართეს. ამასთან, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიასთან აქციას მართავენ გურამ ფალავანდიშვილი, მისი მხარდამჭერები და „თბილისი პრაიდის“ სხვა მოწინააღმდეგეები. პარლამენტთან ლგბტ დროშის გაშლის შემდეგ ვითარება დაიძაბა

შსს: უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან კანონის მოთხოვნები

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. ადგილზე მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი",- ამის შესახებ განცხადებას უწყება ავრცელებს და აქციის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს ,,შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს - შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, აქციის მიზანი 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენებისგან გამიჯვნაა. აქციას შეუერთდნენ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები, რომელთაც გუშინ „ღირსების მარში“ ვერ გამართეს. ამასთან, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიასთან აქციას მართავენ გურამ ფალავანდიშვილი, მისი მხარდამჭერები და „თბილისი პრაიდის“ სხვა მოწინააღმდეგეები", - აღნიშნულია განცხადებაში. საპატრიარქო: დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია პარლამენტთან ლგბტ დროშის გაშლის შემდეგ ვითარება დაიძაბა შსს: ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები

ვაჟა სირაძე: რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია, პარლამენტის მიმდებარედ ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე ორივე აქცია დასრულდა და შეკრების მონაწილეები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას. „ორი აქცია ჩატარდა და შესაბამისიდ, აქციის მონაწილეები მშვიდ ვითარებაში, უსაფრთხოდ გავიდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. ჩვენ ორივე მხარესთან გვქონდა საუბარი, აქცია დასრულებულია, პარლამენტის მიმდებარედ ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას. პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ძალისმიერი მეთოდების გარეშე მშვიდ ვითარებაში დაარეგულიროს სიტუცია და ასეც არის, დამერწმუნეთ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდება“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ. აღსანიშნავია, რომ დუმილის აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სპეცრაზმის გამოყვანას მოუწოდებენ, მათ ამ მოთხოვნით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ვაჟა სირაძეს მიმართეს. ამ დროისთვის პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილმა ტერიტორია უკვე დატოვა, ნაწილი კი ადგილზე რჩება. მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პრაიდის მოწინააღმდეგეებიც. ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავს გაყოფილი. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე სიტუაცია კვლავ უკიდურესად დაძაბულია, ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილი ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები დრო და დრო პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ. ისინი აგრესიით გამოირჩევიან არა მხოლოდ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ არამედ სამართალდამცველებისადმი. ისვრიან ქვებს, კვერცხებს, შუშის ბოთლებსა და რკინის მძიმე საგნებს, რის შედეგადაც რამდენიმე მოქალაქე და პოლიციელი დაშავდა. შსს: უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან კანონის მოთხოვნები პარლამენტთან ლგბტ დროშის გაშლის შემდეგ ვითარება დაიძაბა

პოლონეთის მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა, ,,საქართველოს პროკურატურამ ხულიგნური ქვენა გრძნობით ჩადენილი პოლონეთის მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის გ.ხ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, ბრალდებული გ.ხ. ხულიგნური ქვენაგრძნობით, სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა საქართველოში ტურისტული მიზნით მყოფ პოლონეთის მოქალაქე ი.კ-ს და მისი მოკვლა განიზრახა. ბრალდებულმა ი.კ.-ს სხეულის სხვადასხვა ადგილებში, დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. შემთხვევის ადგილზე მყოფ მოქალაქეთა დახმარებით, გ.ხ.-მ დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, ხოლო გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად, პოლონეთის მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.სამართალდამცველებმა გ.ხ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულ გ.ხ.-ს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. შესაბამისად, მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით გამოძიების მიმდინარეობისას დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი გამოჩნდა

რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი მიიყვანეს. დამატებითი ძალები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ განათავსეს. აღსანიშნავია, რომ დუმილის აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სპეცრაზმის გამოყვანას მოუწოდებენ, მათ ამ მოთხოვნით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ვაჟა სირაძეს მიმართეს. თავის მხრივ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პარლამენტთან აქცია დასრულებულია, ამჟამად კი ორივე დაპირისპირებულ მხარესთან საუბრის საფუძველზე, აქციის მონაწილეთა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე მუშაობენ. ამ დროისთვის პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილმა ტერიტორია უკვე დატოვა, ნაწილი კი ადგილზე რჩება. მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პრაიდის მოწინააღმდეგეებიც. ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავს გაყოფილი. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე სიტუაცია კვლავ უკიდურესად დაძაბულია, ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილი ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები დრო და დრო პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ. ისინი აგრესიით გამოირჩევიან არა მხოლოდ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ არამედ სამართალდამცველებისადმი. ისვრიან ქვებს, კვერცხებს, შუშის ბოთლებსა და რკინის მძიმე საგნებს, რის შედეგადაც რამდენიმე მოქალაქე და პოლიციელი დაშავდა. ვაჟა სირაძე: რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია, პარლამენტის მიმდებარედ ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას შსს: უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან კანონის მოთხოვნები პარლამენტთან ლგბტ დროშის გაშლის შემდეგ ვითარება დაიძაბა

Europetime-მა უცხოელი დიპლომატები და ანალიტიკოსები ჩაწერა, რომლებიც თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ

უცხოელი დიპლომატები და ანალიტიკოსები თბილისის ცენტრში გუშინ განვითარებულ მოვლენებს Europetime-თან აფასებენ. საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ლუის ნავარო Europetime-თან ინტერვიუში ხაზს უსვამს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საჭიროებას. მან 2013 წლის 17 მაისი, კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია და ოპოზიციონერ ნიკა მელიას დაკავება გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყველაფერი ეს ძირს უთხრის მთავრობის პრეტენზიას, მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციას. „შეკრების, სიტყვისა და პრესის თავისუფლებები ყველა მოქალაქისათვის აუცილებელ დემოკრატიის საფუძვლებს შორისაა. თავის განცხადებებსა და მოქმედებებში, მთავრობამ არაერთხელ აჩვენა, რომ თუ ლგბტქ საზოგადოება და ნებისმიერი მოკავშირე, ვინც ამ უფლებებს გამოიყენებს, ამას რისკის ფასად გააკეთებს. ახლა კი როგორც ჩანს, ეს მათაც ეხებათ, ვისაც ამ უფლებების უზრუნველყოფაზე დაკვირვების უფლებაც აქვს“, - აღნიშნავს ლუის ნავარო. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა პოლ გობლმა Europetime-თან ინტერვიუში მთავრობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. „სამწუხაროდ, ეს ისეთი რამ არის, რაც დასავლეთში ხალხს დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება. ქართველი მაღალჩინოსნები უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ, თუ საქართველო დასავლეთის ალიანსებში ინტეგრაციას აპირებს“, - აღნიშნავს გობლი. ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი მიიჩნევს, რომ პირველი ნაბიჯი, რომელიც მთავრობამ უნდა გადადგას, ისაა, დარწმუნოს საზოგადოება, რომ ლგბტ ადამიანების უსაფრთხოება დაცულია და ასეთი ქმედებებისთვის სჯიან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან აღნიშნავს, რომ გუშინდელი დღეს იყო ძალიან ნეგატიური მომენტი ქართული საზოგადოებისთვის, არამხოლოდ დანაშაულის თვალსაზრისით, არამედ ზოგადად, დემოკრატიის დაზარალების კუთხით, რაც გამოიხატება გამოხატვის თავისუფლებისა და ჟურნალისტების თავისუფლების შეზღუდვაში. მისი თქმით, დროა, საქართველოში ამაზე უარი თქვან. მეთიუ ბრაიზა ფიქრობს, რომ თუ მსგავსმა ქმედებებმა ფართო ხასიათი შეიძინა, რთული წარმოსადგენია, საქართველომ რაიმე პროგრესს მიაღწიოს ალიანსში წევრობის თვალსაზრისით. „აღშფოთებული ვარ ჟურნალისტებსა და აქციის მშვიდობიან მონაწილეებზე განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების გამო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის დაცვა იმ ადამიანების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ამ ძალადობაზე. მე კარგად ვიცნობ ქართულ საზოგადოებას, ვიცი, როგორი კონსერვატორები არიან, განსაკუთრებით ქართული მართლმადიდებელი ეკლესია. შეძრული ვიყავი იმ კადრებით, სადაც სავარაუდოდ ჩანს, სასულიერო პირების (ვიმედოვნებ, რომ სიმართლე არ არის) ქმედებები ჟურნალისტების მიმართ“, - აღნიშნა მეთიუ ბრიზამ. სახელმწიფო დეპარტამენტი: პოლიტიკურ ლიდერებსა და სამართალდამცველებს ვახსენებთ, მათი პასუხისმგებლობის საკითხია, დაიცვან ისინი, ვინც კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობს

სახელმწიფო დეპარტამენტი: პოლიტიკურ ლიდერებსა და სამართალდამცველებს ვახსენებთ, მათი პასუხისმგებლობის საკითხია, დაიცვან ისინი, ვინც კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ქართველებს უფლება აქვთ, გამოხატონ თავიანთი აზრი, თუნდაც კონკრეტულ კონტექსტში ეს არაპოპულარულად ან სადავოდ მიიჩნეოდეს. როგორც პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტიკურ ლიდერებისა და სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხია, დაიცვან ისინი, ვინც კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობს. „ვგმობთ ძალადობრივ თავდასხმებს საქართველოში. საქართველოს პოლიტიკური ლიდერები და სამართალდამცველები ვალდებულნი არიან გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები დაიცვან და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ. ქართველებს უფლება აქვთ, გამოხატონ თავიანთი აზრი, თუნდაც კონკრეტულ კონტექსტში ეს არაპოპულარულად ან სადავოდ მიიჩნეოდეს. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებსა და სამართალდამცველებს ვახსენებთ, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხია დაიცვან ისინი, ვინც კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობს, დაიცვან ჟურნალისტები და საჯაროდ დაგმონ ძალადობა“, - განაცხადა პრაისმა. სახელმწიფო დეპარტამენტი: ვგმობთ საქართველოში მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 23:53 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 18 კმ-ში, სოფელ ირგანჩაისთან იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.

ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა ,კვლავ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა

რუსთაველზე გამზირზე, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია დასრულდა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ კორდონი გახსნა და კონტრაქციის მონაწილეებს პარლამენტთან მისვლის საშუალება მიეცათ, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და საქართველოს დროშა აღმართეს. ცნობისთვის, პარლამენტთან, მდუმარე აქციაზე, 5 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები გააპროტესტეს. ამის პარლელურად ქაშვეთის ეკლესიასთან კონტრაქცია დაანონსდა. ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავდა გაყოფილი. ვაჟა სირაძე: რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია, პარლამენტის მიმდებარედ ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას შსს: უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან კანონის მოთხოვნები პარლამენტთან ლგბტ დროშის გაშლის შემდეგ ვითარება დაიძაბა საპატრიარქო: დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია