ძებნის რეზულტატი:
ადამ კინზინგერი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი ადამ კიზინგერი რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარედ 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. კიზინგერი აცხადებს, რომ აკვირდება თბილისში განვითარებულ მოვლენებს და გადაწყვიტა აღმოაჩინოს ვინ დგას ლგბტ საზოგადოებაზე ძალადობის მიღმა. ,,ვაკვირდებოდი ძალადობას თბილისში და ვემხრობი ჩვენი საელჩოს განცხადებას. გადავწყვიტე აღმოვაჩინო, ვინ დგას ლგბტ საზოგადოებაზე ძალადობის მიღმა. ამერიკას სჯერა თავისუფლების", - წერს კიზინგერი Twitter-ზე. საელჩოები: ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შსს-მ მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა
ლატვიის მთავრობა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს
ლატვიის მთავრობა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი აცხადებს. მისივე ინფორმაციით, ლატვიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან ერთად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები მოლდოვას, ჩერნოგორიას, ალბანეთსა და კენიასაც გადასცეს „ლატვიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით უზრუნველყოს საქართველო, მოლდოვა, ჩერნოგორია, ალბანეთი და კენია. ჩვენ ამ პანდემიას ერთიანი ძალისხმევით და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით დავძლევთ“, – წერს ედგარს რინკევიჩსი Twitter-ზე. ცნობისთვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტისას დაანონსა, რომ ლატვია საქართველოს 15 000 დოზა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას გადასცემს.
შსს: რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დავაკავეთ 100 ადამიანი, დაკავებულებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილით
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე პოლიციის მიერ გამოვლენილი კანონდარღვევის ფაქტების და მათზე მომხდარი რეაგირების შესახებ. უწყების ინფორმაციით, დააკავეს 100 ადამიანი, მათგან 68 გათავისუფლებულია ხელწერილით, 32 კი რჩება იზოლატორში. ,,მიმდინარე წლის 6 ივლისს, პარლამენტის წინ გამართული აქციის მოწინააღმდეგედ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს. პირველი კლასიკური გიმნაზიის და ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 100 პირი. დაკავებული პირებიდან 68 გათავისუდფლებულია ხელწერილის საფუძველზე, 32 პირი რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში.საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ბრალდებულის სახით ადგილზევე დაკავებულია 2 პირი.1989 წელს დაბადებული ი. ყ. დაკავებულია "პალიტრა ნიუსის" ოპერატორის მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 126-ე მუხლებით გრძელდება. რაც შეეხება ბრალდებულის სახით დაკავებულ მეორე პირს - 1965 წელს დაბადებულმა გ.შ.-მ საპატრულო პოლიციის ავტომანქანის გვერდითი საქარე მინა დააზიანა. გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გამართული ორივე აქციის მიმდინარეობისას გაატარა კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ზომა, რათა მაქსიმალურად მშვიდ გარემოში გამოეხატათ მოქალაქეებს პროტესტი. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები წინააღმდეგობას უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, რის შედეგადაც სამმა სამართალდამცველმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანდა პოლიციის ავტომანქანები.შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს 6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე გამოვლენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, სამართალდარღვევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტრო მოახდენს შესაბამის რეაგირებას", - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-მა ბელარუსის მიმართულებით ფრენებზე ბილეთების გაყიდვა აკრძალა
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა აშშ-სა და ბელორუსს შორის სამგზავრო ფრენების ბილეთების გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა. შეზღუდვები ტრანზიტულ რეისებსაც ეხება. გამონაკლისად ჩაითვლება მხოლოდ ჰუმანიტარული მიზეზით, ასევე აშშ-ის ეროვნულ ინტერესებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფრენები. საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბელარუსს შორის ფრენების შეზღუდვა ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის ინტერესებშია. ბილეთები გაყიდვების აკრძალვა და ფრენების შეზღუდვა იმ სანქციების პაკეტში შედის, რომელიც აშშ-მა ბელარუსს „რაინეარის“ თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დაუწესა. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
კახა კუჭავამ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა აღმართა
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება და ავრცელებს ფოტოებს, რომელშიც პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშას აღმართავს. „მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან“, – აცხადებს კუჭავა. ცნობისთვის, გუშინ, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა, კვლავ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.
რუსეთში ესტონეთის კონსული დააკავეს
Deutsce Welle-ს ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა პეტერბურგში ესტონეთის კონსული დააკავა. ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის მოქალაქისგან საიდუმლო ინფორმაციის მიღებისას დააკავეს ესტონეთის კონსული პეტერბურგში, მარტ ლიატე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი საქმიანობა დიპლომატიური მუშაკის სტატუსთან შეუთავსებელია და აშკარად მტრული ხასიათი აქვს რუსეთის ფედერაციის მიმართ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ესტონელი დიპლომატის წინააღმდეგ ზომების მიღება საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად მოხდება. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, აარი ლემიკის განცხადებით, კონსულის დაკავება დადგმა და პროვოკაციაა, ხოლო ბრალდებები უსაფუძვლო. მისი თქმით, რუსეთმა კონსტრუქციულობის და ევროკავშირთან ურთიერთობების ნეგატიური ტენდენციების შეცვლის ნაცვლად, კონფრონტაციის გზა აირჩია. ლემიკის განცხადებით, ესტონეთის კონსული საათნახევრით დააკავეს პეტერბურგის პოლიტექნიკურ ისნტიტუტში გამართული შეხვედრის შემდეგ.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 392 ადამიანს დაუდასტურდა, 531 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 136 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 486 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 392 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 372 685-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.17 ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.70%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 531 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 356 780-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 394 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 392 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 130, ქვემო ქართლი - 84, შიდა ქართლი - 62, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 33, კახეთი - 69, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 016 საიდანაც 3 054 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 799, აჭარაში - 152, იმერეთში - 395. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 633 პირი, მათ შორის, თბილისში - 345, აჭარაში - 35, იმერეთში -144. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 164 ინფიცირებული, მათგან თბილისში - 113, აჭარაში - 6, იმერეთში - 14. 853 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 642 - თბილისში, 204- აჭარაში. 7 109 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 63, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 6 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 929. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 144 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 537, აჭარაში - 631, იმერეთში - 896.
ეკატერინე ტიკარაძე: ვგმობ ყველანაირ აგრესიასა და ძალადობას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ
ვგმობ ყველანაირ აგრესიასა და ძალადობას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენამდე განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მოინახოს ის გზები, რომლითაც მოვახდენთ ერთმანეთთან კომუნიკაციას, ვისაუბრებთ პრობლემატურ თემებზე, აგრესიას ვაქცევთ კონსტრუქციულ დიალოგად და ყველა მოქალაქის უფლება იქნება დაცული. „მინდა, გამოვეხმაურო, ბოლო დღეებში ჩვენს ქალაქში მიმდინარე მოვლენებს. აუცილებლად მინდა, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ ნამდვილად ვგმობ ყველანაირ აგრესიას და ძალადობას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ. ჩვენ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ საით მივდივართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ყველას ერთიანი მიზანი არის ევროპული ქვეყნების ოჯახის წევრობა. თითოეული მსგავსი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ჩვენს ამ მიზანს მნიშვნელოვნად გვამცირებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მოვნახოთ ის გზები, რომლითაც მოვახდენთ ერთმანეთთან კომუნიკაციას, ვისაუბრებთ ამ პრობლემატურ თემებზე. შესაბამისად, აგრესიას ვაქცევთ კონსტრუქციულ დიალოგად და ჩვენი ყველა მოქალაქის უფლება იქნება დაცული. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აგრესია და ძალადობა არც ქართული ტრადიციაა და რა თქმა უნდა, ის ვერ იქნება ევროპული ტრადიცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შარლ მიშელი: ლგბტქი+ თემის უფლებები არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი, ევროკავშირში ჩვენ არ ვანსხვავებთ, ჩვენ ვაერთიანებთ
ლგბტქი+ თემის უფლებები არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი. ევროკავშირში ჩვენ არ ვანსხვავებთ, ჩვენ ვაერთიანებთ, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე და ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავისი გამოსვლის ნაწილს აქვეყნებს. გამოქვეყნებულ ვიდეოში ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შარლ მიშელი აცხადებს: „ლგბტქი+ უფლებები არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი. ეს არის კონკრეტული მაგალითი, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას მრავალფეროვნებისა და ადამიანის ღირსების მიმართ. ის ეხება ჩვენს ყველაზე პირადულ ფიქრებსა და რწმენებს: ჩვენს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ევროკავშირში, ჩვენ არ ვანსხვავებთ, ჩვენ ვაერთიანებთ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს არის ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის ამოცანაა საბოლოო ჯამში დაიდოს დოკუმენტი, რომელიც იქნება ძირითადი ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების ძირითად კონტურებსა და პრიორიტეტებს. ამის შესახებ მან თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენამდე განაცხადა. „როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა იყო. დღეს არის ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. სწორედ ამ მიზნით, ქალბატონი მინისტრი, თავის გუნდთან ერთად აქტიურად მუშაობს. ჩვენ შევიმუშავეთ ათწლიანი განვითარების პირველადი დოკუმენტი. მინდა, ვთხოვო, ქალბატონ ეკას, წარმოადგინოს დღევანდელი პრეზენტაცია, დეტალურად ვისაუბროთ, თუ როგორ გვესახება ჩვენ, მთავრობას ამ სისტემის განვითარება ზოგადად. რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობა ამ პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია და მინდა, მოგმართოთ თხოვნით, ამ პროცესში აქტიური ჩართულობა გამოიჩინოთ. ჩვენი ამოცანაა, რამდენიმე თვე კიდევ ვიმუშაოთ ერთად და საბოლოო ჯამში დაიდოს დოკუმენტი, რომელიც იქნება ძირითადი ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი განვითარების ძირითად კონტურებსა და პრიორიტეტებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მან ექიმებს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კოვიდ პანდემია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის. „ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე წარვსდგე. მე მინდა პირველ რიგში გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის. ჩვენს პატივცემულ, ღვაწლმოსილ ექიმებს მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მთელი მთავრობის სახელით თქვენი გმირობისთვის. რაც თქვენ გააკეთეთ, ეს არის ფასდაუდებელი საქმე ჩვენი მოქალაქეებისთვის. მოგეხსენებათ, რომ კოვიდპანდემია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ამ პროცესში თქვენ საოცარი გმირობა, თავდადება და მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინეთ, ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
ოლივერ ვარჰეი ილია მეორეს შეხვდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მცხეთაში, ჯვრის მონასტრის რეზიდენციაში ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის ესტუმრა. აღნიშნულ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და დელეგაციის წევრები. „გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. უწმინდესმა და უნეტარესმა კომისარს მადლობა გადაუხადა ამ მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, ბატონმა ვარჰეიმ პატრიარქს აღუთქვა, რომ ეს მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება და კიდევ უფრო ქმედითი იქნება. აღსანიშნავია, რომ ევროკომისარი საქართველოში 5 ივლისს ჩამოვიდა და უწმინდესთან სტუმრობამდე მან რამდენიმე ტაძარი, მათ შორის, მცხეთის ჯვრის მონასტერი დაათვალიერა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
დავით ზალკალიანი: ევროკავშირის დროშა დაუბრუნდა პარლამენტის წინ კუთვნილ ადგილს, როგორც უალტერნატივო არჩევანის სიმბოლო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ სრულიად მიუღებელია ის რაც ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში ხდებოდა. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე. „ქართული კულტურა ყოველთვის იდგა ევროპულ ღირებულებებზე და ამასთან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრი გააკეთა ევროპასთან პოლიტიკურ-ეკონომიკურად დაახლოებისთვის. თავის მხრივ, ევროკავშირის როლი ფასდაუდებელია საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარების, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. სრულიად მიუღებელია ის ძალადობრივი ქმედებები, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენს დედაქალაქში ხდებოდა, მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ, მედიის წარმომადგენლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას. დარწმუნებული ვარ, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე. საქართველო, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული ფასეულობების სახელმწიფო, მუდმივად იდგება ჩვენი საერთო ღირებულებების სადარაჯოზე“, – წერს ზალკალიანი Facebook-ში. ცნობისთვის, 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, 6 ივლისს, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია დაიგეგმა. პარალელურად დაანონსა მეორე აქცია ქაშვეთის ეკლესიასთან, რომლის მონაწილეები ე.წ. მდუმარე აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილნი. ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავდა გაყოფილი. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართული აქცია დასრულდა, ქაშვეთის ეკლესიასთან მყოფმა ადამიანებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა. შსს-ის ინფორმაციით, გუშინდელ აქციებზე დააკავეს 100 ადამიანი.
დღეს ოლივერ ვარჰეი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრესკონფერენცია 16:00 საათზე კანცელარიის შენობაში გაიმართება. ცნობისთვის, ევროკომისარი საქართველოში 5 ივლისს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. დღეს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს ეწვევა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა
ოლვერ ვარჰეიმ ბიზნესის წარმომადგენლებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრისას ევროკავშირის მიერ დაანონსებული ეკონომიკისა და საინვესტიციო გეგმა განიხილა
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ბიზნესის წარმომადგენლებს და ახალგაზრდებს შეხვდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დისკუსიის ფარგლებში კომისარმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის ახლახანს დაანონსებულ ეკონომიკისა და საინვესტიციო გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს დასაქმების სტიმულირებას, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და საქართველოში კეთილდღეობის გაზრდასა და გაძლიერებას. მან აგრეთვე ისაუბრა საქართველოში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ბიზნესის და ახალგაზრდობისთვის. განხილული იყო, ასევე, მათ წინაშე არსებული გამოწვევები. ცნობისთვის, ევროკომისარი საქართველოში 5 ივლისს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. ეს ევროკომისრის პირველი ვიზიტია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ასევე, დღეს, ოლივერ ვარჰეი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. დღეს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს ეწვევა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა ევროკომისარი: ვამზადებთ ამბიციურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კეთილდღეობას მოიტანს ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი კონცეფციის წარსადგენად ემზადება ევროკომისიამ და ჯოზეფ ბორელმა წარადგინეს წინადადება, თუ როგორ უნდა წამოიწიოს წინ აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის პრიორიტეტები ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ახალი ინიციატივა წარადგინა
კახა კუჭავამ და ოლივერ ვარჰეიმ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე იმსჯელეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ევროკავშირის კომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეისს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე, მოახლოებულ არჩევნებსა და საერთაშორისო დამკვირვებლების საქმიანობაზე. ხაზი გაესვა შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციის მნიშვნელობას. კახა კუჭავას განცხადებით, საქართველოს წინაშე ბევრი გამოწვევაა, თუმცა, ქვეყანა მათ გადასალახად და წინსვლისთვის მზად არის. ევროკომისარმა პოლიტიკური პროცესების პარლამენტში გადმოტანა დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს ყველა პოლიტიკური პარტია მოაწერს. საუბარი შეეხო 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. ოლივერ ვარჰეისის განცხადებით, ის აფასებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის დროშა ადგილს დაუბრუნა. მისივე თქმით, პოლიციამ იმუშავა და გამოხატვის თავისუფლება დაიცვა. მხარეებმა ეკონომიკისა და ინვესტიციების პაკეტის შესახებ ისაუბრეს, რომლის განხორციელებასაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის იწყებს. საქართველოსთვის გამოყოფილი 3.9 მილიარდი ევრო უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იქნება მიმართული და სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს. კახა კუჭავამ და ოლივერ ვარჰეისმა პაკეტის განხორციელებაში პარლამენტის მნიშვნელოვან როლს გაუსვეს ხაზი, რადგან, მათივე თქმით, საჭირო გახდება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. ცნობისთვის, ევროკომისარი საქართველოში 5 ივლისს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. ეს ევროკომისრის პირველი ვიზიტია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ასევე, დღეს, ოლივერ ვარჰეი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციასგამართავენ. დღესვე, ოლვერ ვარჰეიმ ბიზნესის წარმომადგენლებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრისას ევროკავშირის მიერ დაანონსებული ეკონომიკისა და საინვესტიციო გეგმა განიხილა. დღეს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს ეწვევა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა ევროკომისარი: ვამზადებთ ამბიციურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კეთილდღეობას მოიტანს ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი კონცეფციის წარსადგენად ემზადება ევროკომისიამ და ჯოზეფ ბორელმა წარადგინეს წინადადება, თუ როგორ უნდა წამოიწიოს წინ აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის პრიორიტეტები ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ახალი ინიციატივა წარადგინა
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც ცნობილია, შეზღუდვა 8 ივლისს, 10:00-დან 12:00 საათამდე იმოქმედებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაგირო გზა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.
Bloomberg-ი: რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის კომიტეტის სერვერები გატეხეს
Bloomberg-ის ინფორმაციით ჰაკერულმა დაჯგუფება Cozy Bear-მა, რომელსაც აშშ-ში რუსეთის შიდა დაზვერვის სამსახურთან აკავშირებენ, რესპუბლიკური პარტიის კომიტეტის სერვერები გატეხა. როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, ჰაკერული შეტევა გასულ კვირას განხორციელდა. რა მონაცემებზე მიიღეს წვდომა ჰაკერებმა, არ ხმაურდება. Bloomberg-ის მონაცემებით, ჰაკერული თავდასხმა კორპორაცია Synnex-ის სერვერზე მოხდა, რომელსაც რესპუბლიკური პარტია იყენებს. 3 ივლისს Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, 1 000-მდე კომპანია დააზარალა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებისა და ჰაკერების კავშირში ეჭვი ეპარება.
ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში 19 სადაზღვევო კომპანიაა, მათი ეფექტიანობა საკმაოდ სარისკოა
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში 19 სადაზღვევო კომპანიაა, რომელთა ეფექტიანობა საკმაოდ სარისკოა. ამის შესახებ საქართველოს მან თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში კერძო სადაზღვევო კომპანიებს 400 000-მდე მოქალაქე ჰყავთ დაზღვეული, რაც ვერც ერთი კომპანიისთვის წარმატების საფუძველი ვერ იქნება. „მნიშვნელოვანი იქნება სადაზღვევო სისტემის რეფორმა და აქ ასევე, უნდა აღინიშნოს საკმაოდ მტკივნეული ფაქტორი. საქართველოში გვაქვს 19 სადაზღვევო კომპანია, რომელთა ეფექტიანობა საკმაოდ სარისკოა თავად მათთვის, რადგან მათი მხრიდან დაზღვეულია მხოლოდ 400 ათასამდე მოქალაქე და ეს ვერც ერთი კომპანიისთვის წარმატების საფუძველი ვერ იქნება, ვინაიდან ჩვენ ვაკვირდებით, რომ უცხოეთში თითოეული მოქალაქის დაზღვევის მინიმალური მოცულობა მცირე ქვეყნებშიც კი არის 500 ათასი ადამიანი 1 კომპანიაზე. აქ უკვე თავს იჩენს სადაზღვევოების არაჯანსაღი კონკურენცია და ეს აისახება მოქალაქეებზე, რადგან სადაზღვევოების მიერ ხდება თანხების დაზოგვა და სახელმწიფო ხდება მოპასუხე იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს დაუდგებათ“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ამირან გამყრელიძე: ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება, შეკავების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენციაა და ვირუსის გავრცელების შეკავების გზა არის მასობრივი ვაქცინაცია. „სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება. ვიყავით პლატოზე და ერთი კვირაა, ყველა მაჩვენებელი, ინციდენტობის ანუ ახალი შემთხვევების – დადებითობის მაჩვენებელი ზემოთ მიდის. ამის შეკავების ერთადერთი გზა არის მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ აუცილებლად აიცრან“, – ამირან გამყრელიძე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია. სიას პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს. როგორც ცნობლია, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 11 განაცხადია შესული, წევრობის სურვილი კი, 17 მოქალაქეს აქვს. ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები: 1. ვილი პაჭკორია 2. მაია გურამიშვილი 3. გიორგი კალანდარიშვილი 4. ლილი ბეგიაშვილი 5. იმედა კლდიაშვილი 6. გიორგი სანტურიანი 7. ილია ჭანტურაია 8. ბონდო გასვიანი 9. გულნარა გიგიბერია 10. ვლადიმერ მალოვიჩკო-დგებუაძე 11. ლიანა გაბისონია ცესკო-ს წევრობის კანდიდატები: 1. ემზარ კაკულია 2. გია ცაცაშვილი 3. კონსტანტინე ჩიტანავა 4. ლელა ტალიური 5. თამაზ თაყაძე 6. ანა მიქელაძე 7. მერი აფხაზავა 8. მარი კაპანაძე 9. არჩილ მდივნიშვილი 10. გულქანი ქურასბედიანი 11. გიორგი მარსაგიშვილი 12. ქეთევან მიქელაძე 13. ინგა მათიაშვილი 14. მაია ზარიძე 15. თამარა სართანია 16 . აკაკი ხუსკივაძე 17. ვალერიან მაისურაძე საკონკურსო კომისიას გასაუბრებისთვის ორი დღე აქვს, შემდეგ მან პრეზიდენტს თითო ვაკანტურ პოსტზე მინიმუმ ორი და მაქსიმუმ სამი კანდიდატი უნდა შესთავაზოს. ამასთან, კომისიამ შესაძლოა რეკომენდაცია არც ერთ კანდიდატს მისცეს და კონკურსი ხელახლა გამოცხადდეს. ცნობისთვის, ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ თანამდებობა 30 ივნისს დატოვა.