ძებნის რეზულტატი:

დანიაში, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქვიშის სასახლე ააშენეს

გიგანტური ქვიშის სასახლე, რომელიც დანიაში ააშენეს და რომლის სიმაღლე 21,16 მეტრია, გინესის მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა. ჩრდილოეთ დანიის ქალაქ ბლოხუსში აშენებული ქვიშის სასახლე 3,5 მეტრით მეტია, ვიდრე წინა რეკორდსმენი სასახლე, რომელიც 2019 წელს გერმანიაში აშენდა. მისი სიმაღლე 17,66 მეტრი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, სასახლის ასაშენებლად გამოიყენეს დაახლოებით 4,8 ტონა ქვიშა, ასევე გამოიყენეს თიხა და წებოს ფენა სიმყარისთვის. ციხე პირამიდული ფორმისაა, რათა მისი სტრუქტურა არ ჩამოიშალოს. მის გარშემო ხის ნაგებობებია, რომლებიც მხატვრებს ქვიშაში მშვენიერი ფიგურების ამოკვეთის საშუალებას აძლევს. ჰოლანდიელმა დიზაინერმა ვილფრედ სთიგერმა განაცხადა, რომ მისი შემოქმედება კორონავირუსის პანდემიით იყო შთაგონებული.

ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი, რობერტ დაუნი უფროსი გარდაიცვალა

ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი, რობერტ დაუნი უფროსი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მსახიობის შვილმა, რობერტ დაუნი უმცროსმა განაცხადა. "წუხელ, პარკინსონის დაავადებისგან წლების განმავლობაში ტანჯვის შემდეგ, მამა მშვიდად გარდაიცვალა ძილში. ის ნამდვილი ინდივიდუალისტი კინორეჟისორი იყო და საოცრად ოპტიმისტი იყო ამ დროის განმავლობაში", - წერს რობერტ დაუნი უმცროსი. რობერტ დაუნი უფროსი 1936 წელს დაიბადა.

ევროპარლამენტარი: ევროკავშირში გაწევრიანება ქართველების 80 %-ზე მეტის სურვილია. მადლობა კახა კუჭავას ამ ნების სიმბოლოს აღდგენისთვის

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პარლამენტის შენობასთან პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მიერ ევროკავშირის დროშის აღმართვას სოციალურ ქსელTwitter-ში ეხმაურება. "ევროკავშირთან ინტეგრაცია და გაწევრიანება ქართველების 80 %-ზე მეტის მტკიცე სურვილია. მადლობა თავმჯდომარე კახა კუჭავას ამ ნების სიმბოლოს აღდგენისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია სრულად არის დაცული და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ყველასთვის", - წერს ევროპარლამენტარი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა კვლავ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა. დღეს, კახა კუჭავამ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა აღმართა.

დავით ზალკალიანი: ევროკომისია გეგმავს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის ფინანსური ინვესტიციის განხორციელებას, საიდანაც 3,9 მილიარდი საქართველოსთვისაა გათვალისწინებული

მსგავსი პროექტი კონკრეტული სამოქმედო გეგმებით არის უპრეცედენტო და წარმატებით განხორციელების შემთხვევაში თვისობრივად შეცვლის სურათს როგორს ჩვენს ქვეყანაში ისე მთლიანად რეგიონში , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის 2022 წლის საინვესტიციო გეგმის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ვარჰეის საინვესტიციო გეგმა არის როგორც მნიშვნელოვანი გზავნილი და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას. "სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტი და მის მიერ გაჟღერებული საინვესტიციო გეგმა გახლავთ როგორც მნიშვნელოვანი პრაქტიკული, ასევე პოლიტიკური გზავნილი და კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. ევროკავშირის მიერ დასახელებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომ პრიორიტეტებში სიახლე და მნიშვნელოვანი კომპონენტია აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა , რომელიც ორიენტირებულია სოციალური ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღებაზე. ევროკომისია გეგმავს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის სოლიდური ფინანსური ინვესტიცია განახორციელოს, საიდანაც 3,9 მილიარდი გათვალისწინებულია საქართველოსთვის. ეს არის ამბიციური გეგმა, რომელიც სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებთან. კერძოდ, ეს არის ევროკავშირთან ფიზიკური კავშირების გაძლიერება, მათ შორის უმთავრესად შავ ზღვაზე, რაც უფრო მეტად შესაძლებელს გახდის ავითვისოთ ღრმა და ყოვლისმომცემი თავისუფლების ვაჭრობის შეთანხმება და ის პრაქტიკული შედეგები, რასაც ეს შეთანხმება ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნისთვის. გარდა ამისა, შავი ზღვის ეკონომიკური დაკავშირებულობის პოტენციალის ათვისებით საქართველო გაიმყარებს პოზიცებს როგორც დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავრი ღერძი“ , - განაცხადა ზალკალიანმა. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, გეგმა ითვალისწინებს, 5 ინიციატივას, როგორიცა წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკური კაბელების გაყვანა, ასევე საბორნე მიმოსვლის ინტენსიფიკაცია, პორტების განახლება, მცირე და საშუალო საწარმოთ მხარდაჭერა, ევროკავშირთან ვაჭრობის მეტი დივერსიფიკაციის მიზნით, ინტერნეტიზაცია დაურბანული ტრანსპორტის განვითარება, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. "წარმოდგენილი ამბიციური დღის წესრიგი ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს. გაუზიარებს იმ სიკეთეებს, რომლებიც ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი", - განაცხადა ზალკალიანმა. მისივე თქმით, ეს არის მკაფიო გზავნილი ევროკავშირისგან და ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იმ ადამიანების მიმართ, ვინც „საზოგადოებაში აქტიურად ნერგავს ანტიევროპულ განწყობებს და ნიჰილიზმს“. ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები ჩვენს ქვეყანაზე დადებითად აისახება. „ეს არის ჩვენი პასუხი , ჩვენი თანმიმდევრული და შეუქცევადი სვლით ევროკავშირისკენ ზუსტად ასეთი კონკრეტული გეგმებით, რომელიც დღეს იქნა წარმომადგენელი ევროკავშირის მხრიდან. ეს არის ზუსტად ის, რაც ზრდის საქართველოს როლს და ფუნქციას რეგიონში როგორც ევროკავშირის ყველაზე ახლო მოკავშირის და ერთგული პარტნიორის. გადაუჭარბებლად შიძლება ითქვას, რომ მსგავსი პროექტი კონკრეტული სამოქმედო გეგმებით არის უპრეცედენტო და წარმატებით განხორციელების შემთხვევაში თვისობრივად შეცვლის სურათს როგორს ჩვენს ქვეყანაში ისე მთლიანად რეგიონში. ამ პროექტის შედეგებს იგრძნობს თითოეული საქართველოს მოქალაქე და მათ კეთილ დღეობაზე აისახება, ქვეყნის განვითარებაზე და საბოლოდ მიგვიყვანს მიზნამდე, რაც გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანებას“, - განცხადა ზალკალიანმა. დავით ზალკალიანმა და ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის 2022 წლის საინვესტიციო გეგმა განიხილეს

დღეს საქართველოში მიწისძვრა მეორედ მოხდა

დღეს, თბილისის დროით 22:20 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ_ში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.0 (ML) მაგნიტუდა იყო. ცნობისთვის, ეს მეორე მიწისძვრაა, რომელიც დღეს, სოფელ სამებასთან მოხდა. პირველი მიწისძვრა, თბილისის დროით 15:08 საათზე მოხდა.

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

7 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 277 872-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 109 825 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათში, ვაქცინა 5 062-მა ადამიანმა გაიკეთა. შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო.

ესტონეთმა რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა აარი ლემიკმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საპასუხო ნაბიჯია რუსეთის მიერ სანქტ-პეტერბურგში ესტონეთის კონსულის მარტა ლიატეს პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებასთან დაკავშირებით. სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ, როგორც წესი, საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში დიპლომატის გაძევებას სიმეტრიულ პასუხს გასცემენ. ლემიკმა რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების სხა დეტალები არ გაამხილა.

ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოთხი ადამიანი მოკლულია

პოლიციის განცხადებით, ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოთხი ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ ინოფრმაციას BBC ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ კიდევ ორი ​​ეჭვმიტანილი დააკავა, ხოლო ოფიცრები ცდილობენ ქვეყნის დედაქალაქში დარჩენილი ეჭვმიტანილები იპოვონ. "ისინი უნდა მოკლან ან დააკავონ", - თქვა პოლიციის უფროსმა ლეონ ჩარლსმა. პოლიციის უფროსის თქმით, გათავისუფლებულია მძევლად აყვანილი სამი სამართალდამცველი. გავრცელებული ვერსიით თანახმად, თავდამსხმელები უცხოელი დაქირავებული მკვლელები იყვნენ, რომლებიც ინგლისურ და ესპანურ ენაზე საუბრობდნენ. ჰაიტის ოფიციალური ენებია კრეოლი და ფრანგული. მათ ნარკოტიკებთან ბრძოლის ამერიკული ადმინისტრაციის თანამშრომლებად გაასაღეს თავი. როგორც ცნოლია, თავდასხმისას დაშავებული პირველი ლედი მარტინა მოისი სამკურნალოდ აშშ-ში, კერძოდ კი, მაიამიში გადაიყვანეს. შეახსენებთ, რომ გუშინ, ჰაიტის პრეზიდენტი საკუთარ რეზიდენციაში მოკლეს. დაჭრილია მისი მეუღლე.

პროკურატურამ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე კიდევ 5 ადამიანს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 5 და 6 ივლის, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ოთხ პირს – ა.ნ-ს, თ.დ-ს, თ.ხ-ს, ი.ქ.-ს, ხოლო კიდევ ერთ პირს ი.ყ.-ს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 და 6 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით გასამართი აქციის პარალელურად, მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ მიმდინარე აქციაზე, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულები ტელეკომპანია „მთავარი არხის“, „ტვ პირველის“ და „პალიტრანიუსის“ წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით, ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მედიის წარმომადგენლების მიერ არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება. "სამართალდამცველებმა ა.ნ, თ.დ, თ.ხ, ი.ქ. და ი.ყ. 2021 წლის 6 და 7 ივლისს დააკავეს. ა.ნ.-ს თ.დ-ს, თ.ხ-ს და ი.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ი.ყ-ს ბრალდება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 5 და 6 ივლისს „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 8 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 25 პირი, მათ შორის 19 ჟურნალისტი და ოპერატორი. შინაგან საქმეთა სამინისტროში, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების და ასევე, ორგანიზატორების დადგენის მიზნით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია. ბრალდების მხარე დაზარალებულების კანონიერი ინტერესების დასაცავად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს, პროკურატურამ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე 3 ადამიანს ბრალი წარუდგინა

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეზღუდვა 8 ივლისს, 10:00-დან 12:00 საათამდე იმოქმედებს. „სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაგირო გზა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

პარიზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ქართულმა ანიმაციამ ორი ჯილდო აიღო

პარიზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ქართულ ანიმაციურ ნამუშევარს „მიტოვებული სოფელი“ ორი ჯილდო გადაეცა. ფესტივალის Facebook-ის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ანიმაციამ ჟიურის პრიზი და მაყურებლის ჯილდო დაიმსახურა. ანიმაციური ფილმის რეჟისორი მარიამ კაპანაძეა. ,,მიტოვებული სოფელი” პირველად იაპონიაში 23 ნოემბერს ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს, სადაც მას გადაეცა იაპონიის საგარაო საქმეთა სამინისტროს ჯილდო. ,,მიტოვებული სოფელი” შექმნილია კინოსტუდია „კვალი XXI“-ისა და ,,ქართული ფილმი-აფხაზეთი“-ს ბაზაზე ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის პროდიუსერია მარიამ კანდელაკი.

დღეიდან, პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს

დღეიდან, საქართველოს პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს. 8 ივლისს საბიუჯეტო ცვლილებებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 15 ივლისს გაიმართება, სადაც სახელმწიფო აუდიტისა და ეროვნული ბანკის დასკვნას მოისმენენ, ხოლო 23 ივლისს ბიუჯეტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, ბიუჯეტის შემოსავლები - 1 175 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 1 114.3 მლნ ლარით იზრდება. ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, მთავარ ფინანსურ დოკუმენტში: COVID19-ის მართვის ნაწილში ჯანდაცვის ხარჯები 446,0 მლნ ლარით იზრდება; ბავშვების სოციალური დახმარების გაორმაგებისთვის გამოიყოფა 75,0 მლნ ლარი; დევნილთა სახლებით უზრუნველყოფაზე დამატებით მიიმართება 35,0 მლნ ლარი; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსება იზრდება 177,0 მლნ ლარით; ეკონომიკის მწარმოებლური სექტორების ხელშეწყობისთვის დამატებით გათვალისწინებულია 55,0 მლნ ლარი; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დამატებით მიიმართება 220,0 მლნ ლარი; განათლების დაფინანსება იზრდება 40,0 მლნ ლარით, ხოლო სპორტის დაფინანსება 30,0 მლნ ლარით; დამატებითი 30,0 მლნ ლარია გათვალისწინებული თავდაცვის სამინისტროსთვის.

გორში,  „ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს

გორში, „ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით, რამდენიმე ადამინია დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 5 პირი. ისინი გამთენიისას, სახლებში აიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. „პირველი არხის“ ცნობით, ადვოკატი უკვე შეხვდა დაკავებულებს. ნინო შავშიშვილის განცხადებით, მას სისხლის სამართლის მასალები ჯერ არ გადასცემია. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. „ჩატარდა სპეცოპერაცია. ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია, რომ დაკავებულია ხუთი პირი. ხუთივეს ედავებიან ერთიდაიმავეს, ვითომ ეს ადამიანები არიან ქურდული ტრადიციების მატარებელი. მქონდა მათთან შეხვედრა და მათ წარმოდგენა არ აქვთ ამ ბრალთან დაკავშირებით. არ გვაქვს არანაირი დოკუმენტაცია გადმოცემული. ბრალის წარდგენის შემდეგ გადმოგვცემენ დოკუმენტაციას და გავეცნობით, რაში ედავებიან. ღამის საათებში მოხდა დაკავება. მოხდა სახლებში შეჭრა, დააზიანეს ყველას კარი, სადაც იმყოფებოდნენ მცირეწლოვანი ბავშვები და ისინი არიან სტრესის ქვეშ“,- განაცხადა ადვოკატმა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 10:26 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26 კმ-ში, სოფელ სამებასთან მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.1 (ML) მაგნიტუდა იყო. ამავე თემაზე: დღეს საქართველოში მიწისძვრა მეორედ მოხდა

პოლ გობლი: სამწუხარო ამბავია თბილისში. ეს დასავლეთში დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრებათ

Europetime-მა უცხოელი დიპლომატები და ანალიტიკოსები ჩაწერა, რომლებიც თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა პოლ გობლმა Europetime-თან საუბრისას მთავრობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. „სამწუხაროდ, ეს ისეთი რამ არის, რაც დასავლეთში ხალხს დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება. ქართველი მაღალჩინოსნები უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ, თუ საქართველო დასავლეთის ალიანსებში ინტეგრაციას აპირებს“, - აღნიშნავს პოლ გობლი. ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი მიიჩნევს, რომ პირველი ნაბიჯი, რომელიც მთავრობამ უნდა გადადგას, ისაა, დარწმუნოს საზოგადოება, რომ ლგბტ ადამიანების უსაფრთხოება დაცულია და ასეთი ქმედებებისთვის სჯიან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან აღნიშნავს, რომ გუშინდელი დღეს იყო ძალიან ნეგატიური მომენტი ქართული საზოგადოებისთვის, არამხოლოდ დანაშაულის თვალსაზრისით, არამედ ზოგადად, დემოკრატიის დაზარალების კუთხით, რაც გამოიხატება გამოხატვის თავისუფლებისა და ჟურნალისტების თავისუფლების შეზღუდვაში. მისი თქმით, დროა, საქართველოში ამაზე უარი თქვან. მეთიუ ბრაიზა ფიქრობს, რომ თუ მსგავსმა ქმედებებმა ფართო ხასიათი შეიძინა, რთული წარმოსადგენია, საქართველომ რაიმე პროგრესს მიაღწიოს ალიანსში წევრობის თვალსაზრისით. შსს: რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დავაკავეთ 100 ადამიანი, დაკავებულებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილით

მეთიუ ბრაიზა: შემძრა კადრებმა, რომლებიც თბილისში მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებს ასახავდა

Europetime-მა უცხოელი დიპლომატები და ანალიტიკოსები ჩაწერა, რომლებიც თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან აღნიშნავს, რომ გუშინდელი დღეს იყო ძალიან ნეგატიური მომენტი ქართული საზოგადოებისთვის, არამხოლოდ დანაშაულის თვალსაზრისით, არამედ ზოგადად, დემოკრატიის დაზარალების კუთხით, რაც გამოიხატება გამოხატვის თავისუფლებისა და ჟურნალისტების თავისუფლების შეზღუდვაში. მისი თქმით, დროა, საქართველოში ამაზე უარი თქვან. მეთიუ ბრაიზა ფიქრობს, რომ თუ მსგავსმა ქმედებებმა ფართო ხასიათი შეიძინა, რთული წარმოსადგენია, საქართველომ რაიმე პროგრესს მიაღწიოს ალიანსში წევრობის თვალსაზრისით. „აღშფოთებული ვარ ჟურნალისტებსა და აქციის მშვიდობიან მონაწილეებზე განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების გამო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის დაცვა იმ ადამიანების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ამ ძალადობაზე. მე კარგად ვიცნობ ქართულ საზოგადოებას, ვიცი, როგორი კონსერვატორები არიან, განსაკუთრებით ქართული მართლმადიდებელი ეკლესია. შეძრული ვიყავი იმ კადრებით, სადაც სავარაუდოდ ჩანს, სასულიერო პირების (ვიმედოვნებ, რომ სიმართლე არ არის) ქმედებები ჟურნალისტების მიმართ“, - აღნიშნა მეთიუ ბრიზამ. შსს: რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დავაკავეთ 100 ადამიანი, დაკავებულებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილით

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 043 ადამიანს დაუდასტურდა, 841 გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 373 728 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 357 090, გარდაიცვალა 5 415 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 229 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 057 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 172 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.27 ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.72%. ინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევიდან 652 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 59, იმერეთი - 61, ქვემო ქართლი - 62, შიდა ქართლი - 38, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 58, კახეთი - 60, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 11 198, საიდანაც 3 139 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 804, აჭარაში - 151, იმერეთში - 402. მძიმე პაციენტი: 672, მათ შორის, თბილისში - 343, აჭარაში - 38, იმერეთში -147. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 170, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 5, იმერეთში - 12. 906 ადამიანი იმყოფება კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 697 - თბილისში, 204- აჭარაში. 7 153 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 67, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 7 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 931პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 536 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 680, პირი, აჭარაში - 685, იმერეთში - 983.

საქართველოს და არაბთა გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან შს მინისტრთან - შეიხ სეიფ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან ვიდეოკონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს პოლიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც სტატუსით საერთაშორისო ხელშეკრულებას წარმოადგენს და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მხარეებს შორის როგორც სტრატეგიული, ასევე ოპერატიული მიმართულებებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. "შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს ელჩი-პაატა კალანდაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე-გიორგი ბუთხუზი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი-ეკატერინე მაჭავარიანი, ხოლო არაბთა გაერთიანებული საემიროების მხრიდან - შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექტორი, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების დროებით საქმეთა რწმუნებული და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ვიდეოკონფერენციის ბოლოს მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ სექტორულ თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს პროექტ - „უსაფრთხო ქალაქი –უსაფრთხო ქვეყნის“ ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროში SNGP-ის ინიციატივების განხორციელებაზე იმსჯელეს

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად NATO-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ელჩებსა და სამხედრო ატაშეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით მიმართა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასტანავე, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებზე და ამ კუთხით NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. "ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით SNGP ინიციატივები წარმატებით ხორციელდება. მან მადლობა გადაუხადა აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლებს ექსპერტული რჩევებისა და ფინანსური მხარდაჭერისათვის. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისა და დიპლომატების შეკრების მთავარი მიზანი NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების განხორციელების, ასევე განახლებული პაკეტის შესახებ მსჯელობა იყო. მინისტრის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმაც მიმართა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის NATO-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე. ლელა ჩიქოვანმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების საქმეში SNGP-ის მნიშვნელოვანი როლი ხაზგასმით აღნიშნა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის: NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრზე (JTEC), თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაზე (DIBS), საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების, ასევე სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაზე, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე, კიბერუსაფრთხოებაზე, ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე და სხვა. NATO-ს ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ნორბერტ ჰესმა განახლებული SNGP-ის გამოწვევებსა და საჭირო რესურსებზე ისაუბრა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ კი, დიპლომატებს საქართველოს სამხედრო წვრთნების შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია. თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-4 დეპარტამენტის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ივანე ბუჩუკურმა საქართველოს მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გამართულ შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და უწყების სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ", - ნათქვამია უწყების იერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯეიმს აპატურაი: ძალადობა პირდაპირ ეწინააღმდეგება NATO-ს ნორმებსა და ღირებულებებს

Europetime-მა თბილისში, ბოლო დღეებში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ექსკლუზიურად ჩაწერა. ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების საკითხებში, ძალადობას გმობს და აღნიშნავს, რომ ეს NATO-ს ნორმებსა და ღირებულებებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. „მკაცრად ვგმობ ძალადობას, რომელიც ამ კვირაში მოხდა და რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა NATO-ს ნორმებსა და ღირებულებებს, მათ შორის შეკრების უფლებას, უმცირესობების უფლებებს და მედიის პატივისცემას. მე მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობ საქართველოს რეფორმების მხარდასაჭერად და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ქვეყნის პროგრესისთვის. ეს მოვლენები ძალიან დასანანია, ღრმა იმედგაცრუებას იწვევს და უკუსვლაა საქართველოსთვის“, - აღნიშნავს ჯეიმს აპატურაი Europetime-თან. Europetime-მა უცხოელი დიპლომატები და ანალიტიკოსები ჩაწერა, რომლებიც თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ შსს: რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დავაკავეთ 100 ადამიანი, დაკავებულებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილით