ძებნის რეზულტატი:
სანდრო გეგეჭკორი „მარია კანალსის“ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა
ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი „მარია კანალსის“ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა. ესპანეთში მიმდინარე პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში მთელი მსოფლიოდან 400 მუსიკოსი მონაწილეობდა, კონკურსი რამდენიმე ეტაპად გაიმართა. 20 წლის ქართველმა პიანისტმა პირველი პრემია და მსმენელის სპეციალური პრიზი მიიღო. საერთაშორისო კონკურსის ფინალი გუშინ საღამოს ბარსელონაში ჩატარდა. ქართველმა პიანისტმა კატალონიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტი დიდ დარბაზში დაუკრა. როგორც ცნობლია, „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ პირველი პრემიის ლაურეატი ორწლიან კონტრაქტს აფორმებს, რომლის მიხედვითაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიწერება საკონცერტო პროგრამა.
აშშ ავღანელი თარჯიმნების ევაკუაციას გეგმავს
შეერთებული შტატები აპირებს ავღანელი თარჯიმნების ევაკუაციას, რომლებიც კონფლიქტის დროს ეხმარებოდნენ აშშ-ის მეთაურობას და მიიჩნევენ, რომ ისინი რისკის ქვეშ არიან. ამის შესახებ ინფორმაციას, თეთრ სახლზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ოპერაცია „მოკავშირეთა თავშესაფარი“ ივლისის ბოლო კვირის განმავლობაში დაიწყება. „ეს გამბედავი ადამიანები არიან. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვაცნობიერებთ და ვაფასებთ მათ მიერ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შესრულებულ როლს", - განუცხადა თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ. ამასთან, წყარომ, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა, სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ევაკუაციის პირველი ნაწილი 2500 ადამიანს შეეხება. ევაკუირებული თარჯიმნები, სავარაუდოდ, აშშ-ში ან მესამე ქვეყანაში სამხედრო ობიექტებში განთავსდებიან. ცნობისთვის, ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგემ, ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-მა ავღანეთიდან არჩეულ ქვეყანაში სასწრაფო ემიგრაცია უნდა შესთავაზოს ნებისმიერ ავღანელს, ვინც კოალიციას უჭერდა მხარს, როგორც თარჯიმანი ან თანამშრომელი, ან რომელსაც განსაკუთრებით დაემუქრება გააქტიურებული „თალიბანი“ უახლოეს წლებში. არავის ინტერესშია, რომ ავღანეთი კვლავაც გადაიქცეს ტერორიზმის ბუდედ. ასე რომ, ეს გამოწვევა ნამდვილად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსთვის - ექსპერტების ხედვა
კარლ ჰარცელი: კარგია, რომ ზაზა გახელაძე ოჯახში ბრუნდება, მოხარული ვარ, რომ ევროკავშირმა ხელი შეუწყო ამ პოზიტიურ შედეგს
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ეხმაურება. "კარგია, რომ ზაზა გახელაძე ოჯახში ბრუნდება. უკანონო დაკავებები დაუშვებელია. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიით ხელი შეუწყო ამ პოზიტიურ შედეგს, ცხელი ხაზისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების საშუალებით", - წერს კარლ ჰარცელი Twitter-ში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია: მივესალმებით ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ოკუპანტების მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძე გუშინ გაათავისუფლს ზაზა გახელაძე: არ ველოდებოდი გათავისუფლებას დავით ზალკალიანი: მოხარული ვართ, რომ გაჭიანურების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა ზაზა გახელაძის საკითხის ჰუმანიტარულ ჭრილში გადაწყვეტა კახა კუჭავა: საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების თანმიმდევრული მხარდაჭერით ოკუპაცია მალე დასრულდება
ოთხმა ტელევიზიამ პროტესტის ნიშნად შეჩერებული მაუწყებლობა აღადგინა
TV პირველმა, მთავარმა არხმა, ფორმულამ და კავკასიამ, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად შეჩერებული მაუწყებლობა აღადგინა. ტელევიზიებმა მაუწყებლობა გუშინ, 24 საათით შეწყვიტეს. ტელევიზიების მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტები და ოპერატორები 24 საათის განმავლობაში არც მიმდინარე გადაღებებზე გასულან. 24 საათის განმავლობაში ეკრანზე ჩნდებოდა წარწერა: "გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე!", ამის შემდეგ კი იმ ჟურნალისტების სია, რომლებიც 5 და 6 ივლისს დაშავდნენ. ამასთან, ეკრანზე იყო შაბათის აქციის ანონსიც. პროტესტის ნიშნად 4 ტელეკომპანია მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს
პროკურატურამ "პირველი არხის" ოპერატორის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდო აქციის დროს, "პირველი არხის" ოპერატორის, ი.თ-ს მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე გ.მ-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე გ.მ. და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ "პირველი არხის" ოპერატორს ი.თ-ს კერძოდ, ბრალდებულები ი.თ-ს ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება. "სამართალდამცველებმა გ.მ. 2021 წლის 14 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების და ასევე, ამ ძალადობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით. “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 22 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა. ვიზიტთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას, ევროპული საბჭო სავარაუდოდ, დღეს გამოაქვეყნებს. Europetime-ს ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს, რომ დაგეგმილია შარლ მიშელის მონაწილეობა ბათუმის კონფერენციაში, რომელიც 19 ივლისს გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება ევროსაბჭოს პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გუშინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს სავარაუდოდ, 18-19 ივლისს ეწვევა. „დაგეგმილია ვიზიტი, როგორც ვიცი 19, თუ 18 ივლისს აპირებს ჩამოსვლას. 5 ივლისს რაც შეეხება, შარლ მიშელს მივაწვდით სრულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი, რა რისკები იყო გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა. მივაწვდით ინფორმაციას, რა რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს ძალადობის ჩადენის შემდეგ, კონკრეტულ დაკავებებსა და გამოძიებებზე”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის საკითხში უშუალოდ იყო ჩართული და მან სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონიც მიავლინა თბილისში. ხანგრძლივი მოლაპარაკებები საბოლოოდ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამდგომლობით შემუშავებულ დოკუმენტზე ხელმოწერით დასრულდა. პრეზიდენტი: ბატონ მიშელს შევთავაზე, ბათუმის ცნობილი კონფერენცია გადაიქცეს ასოცირების სამიტად შარლ მიშელი: პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და ჩართულობა უკვე მდგრადი გახდა ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა ცნობისათვის, დღეს სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი 16-17 ივლისს სომხეთს ეწვევა.
კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ისევ 1500-ს მიუახლოვდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 1 398 ადამიანს დაუდასტურდა, 1 164 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 ინფიცირებული გარდიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 382 734 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 362 491, გარდაიცვალა 5 503 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 867 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 167 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 700 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 14 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.21% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.65%. ინფიცირების 1 398 ახალი შემთხვევიდან 813 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 93, იმერეთი - 115, ქვემო ქართლი - 94, შიდა ქართლი - 49, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 59, კახეთი - 84, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 36, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 14 714 საიდანაც: 3 838 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 326, აჭარაში - 200, იმერეთში - 431. მძიმე პაციენტი: 756, მათ შორის, თბილისში - 400, აჭარაში - 38, იმერეთში -162. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 166, მათგან თბილისში - 126 აჭარაში - 3, იმერეთში - 7. 1 065 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 790 - თბილისში, 267- აჭარაში. 9 811 ინციფირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 14 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 943 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 947 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 528, პირი, აჭარაში - 1 122, იმერეთში - 1 086.
ჯუანშერ ბურჭულაძემ და საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
ევროკავშირის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართული “მრგვალი მაგიდის“ ფორმატის დისკუსიაში მონაწილეობის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბერძენმა კოლეგამ, ნიკოლას პანაგიოტოპოულისმა უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ და ნიკოლას პანაგიოტოპოულისმა საქართველოსა და საბერძნეთს შორის მჭიდრო ისტორიული, საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული მეგობრული კავშირები ხაზგასმით აღნიშნეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. საბერძნეთის მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. "შეხვედრაზე კოლეგებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო NATO-საქართველოს ურთიერთობას, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესს, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ამ პროცესში NATO-ს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. დოკუმენტს, რომელიც მიმდინარე წლის თანამშრომლობისა და ღონისძიებების მიმართულებებს განსაზღვრავს, ხელი მინისტრებმა მოაწერეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი საბერძნეთში კოლეგის მიწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ ათენში გამართულ საერთაშორისო თავდაცვის გამოფენაშიც მიიღო მონაწილეობა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ბენ ჰოჯესი: აშშ-მა ავღანეთიდან სასწრაფო ემიგრაცია უნდა შესთავაზოს თარჯიმნებს, ან მათ, ვისაც განსაკუთრებით დაემუქრება თალიბანი
აშშ-მა ავღანეთიდან არჩეულ ქვეყანაში სასწრაფო ემიგრაცია უნდა შესთავაზოს ნებისმიერ ავღანელს, ვინც კოალიციას უჭერდა მხარს, როგორც თარჯიმანი ან თანამშრომელი, ან რომელსაც განსაკუთრებით დაემუქრება გააქტიურებული „თალიბანი“ უახლოეს წლებში. ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგემ, ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „ვამაყობ იმით, რაც ყველამ გავაკეთეთ ავღანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში. ასევე ვამაყობ საკუთარი სამსახურით სამხრეთის რეგიონული სარდლობის (RC South) ფარგლებში, ყანდაარში 2009-2010 წლებში. ჩვენ, კოალიცია, მათ შორის საქართველო, ორი ათწლეულის განმავლობაში ვასრულებდით მისიას, რათა ავღანეთი არ გამხდარიყო აშშ-ზე ან ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებზე ტერორისტული თავდასხმების პლაცდარმი. ჩვენ გავაუმჯობესეთ ათასობით ქალისა და ბავშვის ცხოვრება ავღანეთში, ასევე მაქსიმალური შანსი მივეცით ავღანელებს მოეწყოთ უკეთესი ცხოვრება და შეექმენათ უკეთესი მთავრობა ათასობით სიცოცხლისა და უზარმაზარი სიმდიდრის დანაკარგის მიუხედავად. მაგრამ აშშ-ის არც ერთ ადმინისტრაციას (ბუშის, ობამას, ტრამპის, ბაიდენის) არ გაუკეთებია ის, რაც პაკისტანს აიძულებდა, უარი ეთქვა „თალიბანის“ ან ალ-ქაიდასთვის უსაფრთხო თავშესაფრის მიცემაზე. ვიდრე ეს სიტუაცია გაგრძელდება, ვერასდროს შევძლებთ „გამარჯვებას“. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ახალგაზრდა ქალებისა და კაცების გაგზავნა ავღანეთში ასეთ სიტუაციაში. ერთადერთი, რაც გვჭირდება არის ის, რომ შევინარჩუნოთ იქ ყოფნა, რათა ვებრძოლოთ ტერორიზმს და იმისთვის, რომ შევძლოთ ნორმალური ტიპის მხარდაჭერა გავუწიოთ ავღანეთის მთავრობასა და ხალხს, როგორც ამას მსოფლიოს მრავალ სხვა ცხელ წერტილში ვაკეთებთ. ჩვენ ასევე უნდა შევთავაზოთ ავღანეთიდან სასწრაფო ემიგრაცია არჩეულ ქვეყანაში ნებისმიერ ავღანელს, ვინც კოალიციას უჭერდა მხარს, როგორც თარჯიმანი ან თანამშრომელი, ან რომელსაც განსაკუთრებით დაემუქრება გააქტიურებული თალიბანი უახლოეს წლებში. თუმცა, ვეთანხმები პრეზიდენტ ბაიდენს, დროა ეს მისია დასრულდეს“, - აღნიშნა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან. ცნობისთვის, დღეს BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ ავღანელი თარჯიმნების ევაკუაციას გეგმავს. ამავე თემაზე: არავის ინტერესშია, რომ ავღანეთი კვლავაც გადაიქცეს ტერორიზმის ბუდედ. ასე რომ, ეს გამოწვევა ნამდვილად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსთვის - ექსპერტების ხედვა
შსს-მ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს მოძალადე კიდევ 2 ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობის, ასევე, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ 2 პირი - 1988 წელს დაბადებული ვ. ბ. და 1988 წელს დაბადებული დ. ქ. დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვ.ბ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულმა დ.ქ.-მ იმავე დღეს რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. "გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. ამ დროისთვის, 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ დაკავებულია 23 ადამიანი, კერძოდ: • ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 19 ადამიანი; • ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 ადამიანი; • 1 ადამიანი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
აშშ-ის საელჩო: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლი უმნიშვნელოვანესია
"სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი ორგანიზაციები აუცილებელია ჯანსაღი დემოკრატიისათვის", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. როგროც საელჩოს განცხადებაში წერია, სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლი უმნიშვნელოვანესია. "სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი ორგანიზაციები აუცილებელია ჯანსაღი დემოკრატიისათვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში მათი როლი უმნიშვნელოვანესია. შეერთებული შტატები განაგრძობს მხარდაჭერას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისადმი, რომლებიც აკვირდებიან საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებს, მხარს უჭერენ საარჩევნო რეფორმას და ეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს, უკეთ იყვნენ ინფორმირებული თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ. ბათუმში ელჩი დეგნანი შეხვდა Eastern European Centre for Multiparty Democracy - EECMD-ის, სამართლიანი არჩევნები (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენლებს, სადაც ორგანიზაციების საქმიანობა და აჭარაში წინასაარჩევნო გარემო განიხილეს", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ჯორჯ ბუში: ანგელა მერკელთან ყველაზე დიდი უთანხმოება საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხზე მქონდა
Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში, აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან მისი „ყველაზე დიდი უთანხმოება“ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ეხება. ჟურნალისტის კითხვას, თუ რა იყო მისი ყველაზე დიდი უთანხმოება ანგელა მერკელთან, ბუშმა უპასუხა: „ალბათ, უნდა მიგვეცა თუ არა საქართველოსთვის NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შემოტანის სამოქმედო გეგმა (MAP). ის წინააღმდეგი იყო, არ მიაჩნდა, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ მე პირიქით ვფიქრობდი. ისე ვიქცეოდით, რომ ეს უთანხმოება პირადულში არ გადაზრდილიყო, რადგანაც პოლიტიკის გარდა მეგობრობა იყო", - განაცხადა ჯორჯ ბუშმა. შეკითხვა, შეწყვიტეს თუ არა ე.წ. სკეპტიკოსმა ქვეყნებმა პოლიტიკური წინააღმდეგობა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების თაობაზე, დღესაც აქტუალურია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა. მეთიუ ბრაიზას თქმით, „მეორე საკითხია, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს და რთული იქნება გერმანიის და NATO-ს სხვა მოკავშირეების დარწმუნება, რომ საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმა შესთავაზონ. გერმანიის პოლიტიკა ახლა გარდამავალ ეტაპზეა, ანგელა მერკელი ემზადება პოსტის დასატოვებლად წლის ბოლოსთვის. მეთიუ ბრაიაზამ აღნიშნა, რომ ვიდრე რუსეთი თვლის, რომ მისი აგრესიული მიდგომა საქართველოს მიმართ, მათ შორის ტერიტორიების ოკუპაცია დააფრთხობს სკეპტიკოსებს, მხარი არ დაუჭირონ საქართველოს გაწევრიანებას, რუსეთი აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს. ევროკავშირის ლიდერების უმრავლესობამ საფრანგეთისა და გერმანიის „სიურპრიზი“ შეცდომად აღიარა - მეთიუ ბრაიზა
სებ: 2021 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 201.9 მლნ დოლარი შეადგინა
2021 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 201.9 მლნ დოლარი (638.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 19.3%-ით (32.7 მლნ დოლარით) მეტია 2020 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. "უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.3% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 94.7% მოდიოდა. 2021 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.5 მლნ დოლარი (83.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ივნისის (21.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20.8%-ით მეტია", - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
15 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინა ჯამში 324 802-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. უწყების ცნობთ, სრულად ვაქცინირებულია 123 848 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 228-მა ადამიანმა გაიკეთა.
ევროკავშირის ქვეყნების ელჩების წერილი მთავრობას: საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს ჩრდილი მიადგა
ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებმა საქართველოს მთავრობას 5 ივლისს, პრაიდის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და შემდგომ რეაგირებასთან დაკავშირებით წერილით მიმართეს. წერილი მინისტრ ვახტანგ გომელაურს, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცე პრემიერ-მინისტრ, საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანს და იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს გაეგზავნათ. ტექსტის ავტორების თქნმით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს ჩრდილი მიაყენა „მოგმართავთ წერილით, რომ გაგიზიაროთ შეშფოთება დაკავშირებული ბოლოდროინდელ მოვლენებთან, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს. ვაღიარებთ რა საქართველოს მთავრობის უფრო ფართო პასუხისმგებლობას, ამ წერილის ასლებს პრემიერ–მინისტრსა და იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებსაც ვუგზავნით. მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი, საყოველთაო უფლებებია და მათ საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, 5 ივლისს, ლგბტქი+ თბილისი პრაიდის მონაწილეებმა ვერ შეძლეს ამ უფლებებით სარგებლობა, რადგან მათი უსაფრთხოებისთვის გარდაუვალი რისკი შეიქმნა. კონტრაქციის მონაწილეებმა განახორციელეს ორგანიზებული ძალადობა, რომლის სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები იყვნენ. ორივე ჯგუფის წარმომადგენლების უსაფრთხოების ფიზიკური ხელყოფა საგანგაშო იყო. ამ კონტექსტში შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, უსაფრთხოდ და უვნებლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. ძალადობა მიუღებელია და მისი პატიება დაუშვებელია. მწუხარებას გამოვთქვამთ ტელეოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული დაღუპვის გამო და დაველოდებით გარდაცვალების მიზეზების დამდგენი გამოძიების შედეგებს. ვწუხვართ, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობიანად აღნიშნვდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ასევე, არ მიიღო სხვა აუცილებელი ზომები, რომ თავიდან აეცილებინა ან აღეკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები. დაბოლოს, არ უზრუნველყო საკმარისი დაცვა, როდესაც აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა. ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ და ერთგულნი არიან პრინციპისა, რომ ადამიანის უფლებები საყოველთაო და განუყოფელია და შეეხება ყველა ადამიანს, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ჩვენ ვიზიარებთ ფუნდამენტურ რწმენას, რომ უნდა დავიცვათ კონსტიტუციით გარანტირებული თითოეული მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება. ეს საზიარო ღირებულებები გაცხადებულია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. ეს ღირებულებები გვაერთიანებს და სიამაყის საფუძველსაც გვაძლევს, თუმცა, ასევე, გვავალდებულებს, რომ ვიმოქმედოთ მათ დასაცავად და ისინიც დავიცვათ, ვინც ყველაზე დაუცველია ჩვენს საზოგადოებაში. ამ ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტიური რიტორიკა ეროვნულ უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს და ზრდის დაუცველობას ქართული დემოკრატიისა, რომელიც უკვე დგას დეზინფორმაციით გამოწვეული მნიშვნელოვანი რისკების პირისპირ. ამ ფონის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გადადგათ შემდგომი ნაბიჯები და მიიღოთ შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები. ყველა ძალადობრივი ინციდენტი და დანაშაულებრივი ქმედება ეფექტიანად და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ დასჯილი, კანონის სრული სიმკაცრით. ამასთან, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, დაიცვას კანონის უზენაესობა და იმოქმედოს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების ეფექტიანი პრევენციისთვის მომავალში. ამ ძალისხმევის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს სიძულვილის ენის, სიძულვილის გაღვივებასა და შეუწყნარებლობის აღკვეთაზე მიმართული შემდგომი ქმედებები. ამავდროულად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით იმოქმედონ და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს. და ბოლოს, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის“, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო ბელგიის სამეფოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო დანიის სამეფოს საელჩო ესპანეთის სამეფოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკის საელჩო ირლანდიის საელჩოს იტალიის რესპუბლიკის საელჩო ლატვიის რესპუბლიკის საელჩო ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო პორტუგალიის საელჩო რუმინეთის საელჩო საბერძნეთის საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩო სლოვენიის რესპუბლიკის საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო უნგრეთის საელჩო ფინეთის საელჩო შვედეთის სამეფოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო ასლები: ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს, პრემიერ-მინისტრს ბ-ნ დავით ზალკალიანს, ვიცე პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს ბ-ნ რატი ბრეგაძეს, იუსტიციის მინისტრს
28 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თორდუა საავადმყოფოში გარდაიცვალა
28 წლის ყაზახელი აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული, ბესიკ თორდუა საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ბესიკ თორდუას ადვოკატი ლაშა შუკაკიძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთი კვირის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. "დაახლოებით ერთი კვირის უკან შემატყობინეს, რომ ბესიკ თორდუა გადაყვანილი იყო რეანიმაციაში, იყო უგონო მდგომარეობაში, კომატოზურ მდგომარეობაში. გავესაუბრე ექიმს, ექიმმა მითხრა, რომ როცა ჩვენთან მოიყვანეს თავის არეში ჰქოდნა დიდი რაოდენობით სისხლი. რის შემდეგაც ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია და ოპერაციის შემდეგ, იგი იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. ამის შემდეგ, უკვე გუშინ საღამოს დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ უკვე გარდაცვლილი იყო. დაველოდები ექსპერტიზის პასუხს, რა დაზიანებები იყო, რამ გამოიწვია დიდი რაოდენიბით სისხლი თავის არეში, სხვა დაზიანებები მას არ აღენიშნებოდა", - თქვა ლაშა შუკაკიძემ. ბესიკ თორდუა კლინიკა „ვივა მედში“ დღეს გარდაიცვალა, გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია. ცნობისთვის, 26 წლის ყაზახმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 5 მაისს დაასრულა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა საქართველოში ბესიკ თორდუა დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა გარდაცვლილი ქალის ნათესავს, მურატ მეირბეკოვს. ის გარდაცვლილი ქალის დედის საჩივრის საფუძველზე რამდენიმე დღის წინ ყაზახეთში დააკავეს, თუმცა ყაზახეთის პროკურატურის მიერ დაკავებულს ამ ეტაპზე ტრეფიკინგის ბრალდება აქვს წარდგენილი.
ევროკავშირის ქვეყნების ელჩები მთავრობას: დაუყოვნებლივ გადადგით შემდგომი ნაბიჯები და მიიღეთ შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები
ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, 5 ივლისის მოვლენების გამო, დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები და მიიღონ პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები. ამის შესახებ ელჩები მთავრობისადმი გაგზავნილ წერილში საუბრობენ. წერილი მინისტრ ვახტანგ გომელაურს, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცე პრემიერ-მინისტრ, საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანს და იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს გაეგზავნათ. წერილის ავტორების თქნმით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს ჩრდილი მიაყენა „მოგმართავთ წერილით, რომ გაგიზიაროთ შეშფოთება დაკავშირებული ბოლოდროინდელ მოვლენებთან, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს. ვაღიარებთ რა საქართველოს მთავრობის უფრო ფართო პასუხისმგებლობას, ამ წერილის ასლებს პრემიერ–მინისტრსა და იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებსაც ვუგზავნით. მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი, საყოველთაო უფლებებია და მათ საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, 5 ივლისს, ლგბტქი+ თბილისი პრაიდის მონაწილეებმა ვერ შეძლეს ამ უფლებებით სარგებლობა, რადგან მათი უსაფრთხოებისთვის გარდაუვალი რისკი შეიქმნა. კონტრაქციის მონაწილეებმა განახორციელეს ორგანიზებული ძალადობა, რომლის სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები იყვნენ. ორივე ჯგუფის წარმომადგენლების უსაფრთხოების ფიზიკური ხელყოფა საგანგაშო იყო. ამ კონტექსტში შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, უსაფრთხოდ და უვნებლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. ძალადობა მიუღებელია და მისი პატიება დაუშვებელია. მწუხარებას გამოვთქვამთ ტელეოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული დაღუპვის გამო და დაველოდებით გარდაცვალების მიზეზების დამდგენი გამოძიების შედეგებს. ვწუხვართ, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობიანად აღნიშნვდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ასევე, არ მიიღო სხვა აუცილებელი ზომები, რომ თავიდან აეცილებინა ან აღეკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები. დაბოლოს, არ უზრუნველყო საკმარისი დაცვა, როდესაც აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა. ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ და ერთგულნი არიან პრინციპისა, რომ ადამიანის უფლებები საყოველთაო და განუყოფელია და შეეხება ყველა ადამიანს, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ჩვენ ვიზიარებთ ფუნდამენტურ რწმენას, რომ უნდა დავიცვათ კონსტიტუციით გარანტირებული თითოეული მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება. ეს საზიარო ღირებულებები გაცხადებულია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. ეს ღირებულებები გვაერთიანებს და სიამაყის საფუძველსაც გვაძლევს, თუმცა, ასევე, გვავალდებულებს, რომ ვიმოქმედოთ მათ დასაცავად და ისინიც დავიცვათ, ვინც ყველაზე დაუცველია ჩვენს საზოგადოებაში. ამ ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტიური რიტორიკა ეროვნულ უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს და ზრდის დაუცველობას ქართული დემოკრატიისა, რომელიც უკვე დგას დეზინფორმაციით გამოწვეული მნიშვნელოვანი რისკების პირისპირ. ამ ფონის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გადადგათ შემდგომი ნაბიჯები და მიიღოთ შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები. ყველა ძალადობრივი ინციდენტი და დანაშაულებრივი ქმედება ეფექტიანად და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ დასჯილი, კანონის სრული სიმკაცრით. ამასთან, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, დაიცვას კანონის უზენაესობა და იმოქმედოს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების ეფექტიანი პრევენციისთვის მომავალში. ამ ძალისხმევის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს სიძულვილის ენის, სიძულვილის გაღვივებასა და შეუწყნარებლობის აღკვეთაზე მიმართული შემდგომი ქმედებები. ამავდროულად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით იმოქმედონ და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს. და ბოლოს, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის“, - აღნიშნულია წერილში. ევროკავშირის ქვეყნების ელჩების წერილი მთავრობას: საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს ჩრდილი მიადგა
ელჩები: ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ
„საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის“, - ნათქვამია მთავრობისადმი გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ევროკავშირის ქვეყნების ელჩები. წერილი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცე პრემიერ-მინისტრ, საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანს და იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს გაეგზავნათ. „მოგმართავთ წერილით, რომ გაგიზიაროთ შეშფოთება დაკავშირებული ბოლოდროინდელ მოვლენებთან, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს. ვაღიარებთ რა საქართველოს მთავრობის უფრო ფართო პასუხისმგებლობას, ამ წერილის ასლებს პრემიერ–მინისტრსა და იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებსაც ვუგზავნით. მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი, საყოველთაო უფლებებია და მათ საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, 5 ივლისს, ლგბტქი+ თბილისი პრაიდის მონაწილეებმა ვერ შეძლეს ამ უფლებებით სარგებლობა, რადგან მათი უსაფრთხოებისთვის გარდაუვალი რისკი შეიქმნა. კონტრაქციის მონაწილეებმა განახორციელეს ორგანიზებული ძალადობა, რომლის სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები იყვნენ. ორივე ჯგუფის წარმომადგენლების უსაფრთხოების ფიზიკური ხელყოფა საგანგაშო იყო. ამ კონტექსტში შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, უსაფრთხოდ და უვნებლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. ძალადობა მიუღებელია და მისი პატიება დაუშვებელია. მწუხარებას გამოვთქვამთ ტელეოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული დაღუპვის გამო და დაველოდებით გარდაცვალების მიზეზების დამდგენი გამოძიების შედეგებს. ვწუხვართ, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობიანად აღნიშნვდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ასევე, არ მიიღო სხვა აუცილებელი ზომები, რომ თავიდან აეცილებინა ან აღეკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები. დაბოლოს, არ უზრუნველყო საკმარისი დაცვა, როდესაც აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა. ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ და ერთგულნი არიან პრინციპისა, რომ ადამიანის უფლებები საყოველთაო და განუყოფელია და შეეხება ყველა ადამიანს, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ჩვენ ვიზიარებთ ფუნდამენტურ რწმენას, რომ უნდა დავიცვათ კონსტიტუციით გარანტირებული თითოეული მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება. ეს საზიარო ღირებულებები გაცხადებულია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. ეს ღირებულებები გვაერთიანებს და სიამაყის საფუძველსაც გვაძლევს, თუმცა, ასევე, გვავალდებულებს, რომ ვიმოქმედოთ მათ დასაცავად და ისინიც დავიცვათ, ვინც ყველაზე დაუცველია ჩვენს საზოგადოებაში. ამ ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტიური რიტორიკა ეროვნულ უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს და ზრდის დაუცველობას ქართული დემოკრატიისა, რომელიც უკვე დგას დეზინფორმაციით გამოწვეული მნიშვნელოვანი რისკების პირისპირ. ამ ფონის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გადადგათ შემდგომი ნაბიჯები და მიიღოთ შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები. ყველა ძალადობრივი ინციდენტი და დანაშაულებრივი ქმედება ეფექტიანად და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ დასჯილი, კანონის სრული სიმკაცრით. ამასთან, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, დაიცვას კანონის უზენაესობა და იმოქმედოს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების ეფექტიანი პრევენციისთვის მომავალში. ამ ძალისხმევის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს სიძულვილის ენის, სიძულვილის გაღვივებასა და შეუწყნარებლობის აღკვეთაზე მიმართული შემდგომი ქმედებები. ამავდროულად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით იმოქმედონ და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს. და ბოლოს, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის“, - აღნიშნულია წერილში. კახა კუჭავამ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა აღმართა 7 ივლისს, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა რამდენჯერმე ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა, რომელიც პარლამენტის შენობის წინ იყო აღმართული.
აშშ-ის საელჩო მოსამართლეების დანიშვნაზე: სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერების მიერ, 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება ვერ შესრულდა
უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს. ,,პარლამენტის 12 ივლისის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში ექვსი მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად საქართველოს პოლიტიკურ ლიდერთა 19 აპრილის მკაფიო შეთანხმებისა, „თავი შეიკავონ უზენაეს სასამრთლოში არსებული წესებით მოსამართლეთა დანიშვნისგან“ უაღრესად გულდასაწყვეტია. სამწუხაროა, რომ ამ წარდგენისა და დანიშვნის პროცესით და ინკლუზიური და ფართო სასამართლო რეფორმის განუხორციელებლობით, ვერ შესრულდა საქართველოს ლიდერების, მათ შორის, მმართველი პარტიის მიერ აღებული 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება. პარტიები შეთანხმდნენ ამბიციური სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე ფართო და გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით, სამართლის ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით. ცალმხრივი საკანონმდებლო ცვლილებები, მიღებული საერთაშორისო პარტნიორების რჩევის საწინააღმდეგოდ, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა 19 აპრილის შეთანხმებაზე, არ შეესაბამება ამ შეთანხმების შინაარსსა და სულისკვეთებას. განსაკუთრებით, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში აპრილის დასაწყისში შესული ცვლილები, რომელმაც სრულად ვერ ასახა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, მათ შორის, მთავარი რეკომენდაცია მოსამართლეთა დანიშვნების გადავადებასთან დაკავშირებით. ფართო და ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე დანიშვნის არ შეჩერებას რეალური შედეგები აქვს. სამართლის ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პარლამენტის ხარვეზიანმა პროცესმა ვერ უზრუნველყო ყველაზე კვალიფიციური კანდიდატების დაწინაურება, შედეგად კი, ნაკლებად კვალიფიციური კანდიდატები უვადოდ გამწესდნენ სასამართლოში. როგორც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) 9 ივლისის ანგარიშშია აღნიშნული „კანდიდატების წარდგენა განხორციელდა გარემოში, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ საზოგადოების ნდობა მწირია” და „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული შერჩევის, მოკვლევისა და ინტერვიუების პროცესი ვერ პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს“. აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, აუცილებელი იყო, პარლამენტს შეეჩერებინა დანიშვნის პროცესი ინკლუზიური, ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელების მიზნით, რომელშიც ასახული იქნებოდა სამართლის ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მოსაზრებები. პარლამენტს ჰქონდა ამგვარი მოქმედების უფლებამოსილება და დანიშვნების შეჩერება არ გამოიწვევდა სასამართლო სისტემის ზედმეტ გადატვირთვას. შესაბამისად, ამგვარად არ მოქცევის გადაწყვეტილება ძალიან შემაშფოთებელია და წარმოადგენს მნიშვნელოვან დაკარგულ შესაძლებლობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების კუთხით.შეერთებული შტატები მზადაა გააგრძელოს პარლამენტისა და ქართველის ხალხის მხარდაჭერა საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის დამაჯერებელ ძალისხმევაში", - აღნიშნულია განცხადებაში. პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატი დაამტკიცა კელი დეგნანი: უკიდურესად იმედგაცრუებული ვიყავით, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატების დამტკიცება დაიწყო ჰარცელი: უზენაესის მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნებზე: საჭიროა დაპაუზება, მნიშვნელოვანია, არ ვიჩქაროთ ევროკომისია მოსამართლეების არჩევაზე: ამ ნაბიჯმა შეიძლება მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე უარყოფითად იმოქმედოს
სემეკმა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი 8 კომპანია დააჯარიმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი 8 მცირე კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, თითოეულ კომპანიას 5 000 ლარიდან 50 000 ლარამდე ოდენობის ჯარიმა განესაზღვრა, რამაც ჯამში 130 000 ლარი შეადგინა. დარღვევების აღმოსაფხვრელად კომპანიებს ერთ თვიანი ვადა მიეცათ. "15 ივლისის საჯარო სხდომაზე კომისიამ განიხილა შპს „გაზმშენის“, შპს „მამედის“, შპს „გაზტრანს სერვისის“, შპს „ჩირაღდანის“, შპს „აკრიანი 2006“-ის, შპს „გამას“, შპს "დი-ვი-ესი", შპს „ენერგია+“-ის შემოწმების შედეგები, რომლებიც მიზნად ისახავდა კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების პროცესის, მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვისა და სემეკის მოთხოვნების შესრულების შემოწმებას. კერძოდ, შემოწმებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიები არაჯეროვნად ასრულებენ და რიგ შემთხვევებში, საერთოდ არ ასრულებენ ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებს. მათ შორის, ზოგიერთ კომპანიას არ გააჩნია ცხელი ხაზი, სადღეღამისო საავარიო სამსახური, ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის სამსახური. კომისიამ 50 000 ლარით დააჯარიმა შპს „მამედი“, რომელიც ოპერირებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ყიზილაჯლოში. კომპანია მომხმარებლებს ბუნებრივ გაზს აწვდიდა მის მიერ თვითნებურად დადგენილი ტარიფით - 57 თეთრი/მ3-ით, ნაცვლად სემეკის მიერ დადგენილი ტარიფისა, რომელიც შეადგენს 47 თეთრს/მ3-ზე. კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „მამედმა“ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლების მიერ ზედმეტობით გადახდილი თანხების მათთვის უკან დაბრუნება. კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიების მხრიდან დარღვევების განმეორების შემთხვევაში, სემეკი იმსჯელებს მათზე გაცემული ლიცენზიების გაუქმების თაობაზე", - ნათქვამია სემეკის განცხადებაში.