ძებნის რეზულტატი:
საქართველოში კორონავირუსი 2 415 ადამიანს დაუდასტურდა, ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 415 ადამიანს დაუდასტურდა, 943 გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 627 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 135 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 492 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 415 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 393 360-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.03% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.53%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 943 ადამიანი , ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 368 073-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 618 ინფიცირებული ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 391 შემთხვევა, აჭარა - 202, იმერეთი - 147, ქვემო ქართლი - 172, შიდა ქართლი - 90, გურია - 47, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 97, კახეთი - 149, მცხეთა-მთიანეთი - 67, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 19 643 საიდანაც: 4 584 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 684, აჭარაში - 309, იმერეთში - 537. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 899 პირი, მათ შორის, თბილისში - 444, აჭარაში - 48, იმერეთში -198. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი, მათგან თბილისში - 146, აჭარაში - 4, იმერეთში - 9. 1 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 822 - თბილისში, 334- აჭარაში. 13 876 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 10. სულ 6 ოქტომბრიდან - 20 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 970 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 165 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 992, აჭარაში - 1 897, იმერეთში - 1 382.
ნიგერიაში 100 გატაცებული ქალი და ბავშვი გაათავისუფლეს
ნიგერიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ 100 ქალი და ბავშვი გაათავისუფლეს, ისინი ბანდიტურ დაჯგუფებებს ჰყავდა გატაცებული. BBC-ის ინფორმაციით, ადამიანები ზამფარას შტატში 8 ივნისს გაიტაცეს, ინციდენტის დროს 4 ადამიანი დაიღუპა. ზამფარას შტატის ხელისუფლება აცხადებს, რომ გამოსასყიდი არ გადაუხდიათ, თუმცა დამატებითი დეტალების შესახებ არ საუბრობენ. გათავისუფლებულ ტყვეებს ახლა სამედიცინო შემოწმება უტარდებათ. გატაცებები ნიგერიაში ბოლო თვეების განმავლობაში ხშირად ხდება. 2020 წლის დეკემბრის შემდეგ 1000-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს. მათი უმეტესობა გამოსასყიდის გადახდის შედეგად გათავისუფლებულია, თუმცა ტყვეების ნაწილი დახოცეს.
ჯანმო: მსოფლიოში კოვიდინფიცირების შემთხვევები 12%-ით გაიზარდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, გასულ ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 3 429 645 შემთხვევა აღირიცხა, რაც წინა კვირის მონაცემებს 12%-ით აღემატება. კვირის განმავლობაში COVID-19-ით გარდაიცვალა 56 767 ადამიანი. წინა კვირასთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 1%-ითაა გაზრდილი. WHO-ს ინფორმაციით, რეგიონებს შორის, ბოლო ერთ კვირაში, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა იყო წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, სადაც წინა კვირასთან შედარებით მატება 30%-ია. კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 16%-ით გაიზარდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, 15%-ით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და 12%-ით ევროპაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში, გარდაცვალების შემთხვევები 6%-ით შემცირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში და 10-12%-ით გაიზარდა წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. წინა კვირასთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი არ შეცვლილა ევროპის რეგიონში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და აფრიკაში. პორტალ Worldometers-ის დილის სტატისტიკით, რომელიც ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს ეფუძნება, პანდემიის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 192 მილიონზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 4 მილიონს აჭარბებს. სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოს 179 ქვეყანაში გაკეთებულია ვაქცინების 3 მილიარდზე მეტი დოზა.
რა ართულებს დელტა შტამის დიაგნოსტიკას და როგორი სიმპტომები აქვს მას
ინდურ შტამს განსხვავებული კლინიკური ნიშნები აქვს, რაც დიაგნოსტიკურ პროცესს ართულებს. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-თან საუბრობს. „აქ წამყვანია ძლიერი თავის ტკივილი, ყელის ტკივილი და სურდო. მას არ ახასიათებს ცხელება და ხველა, როგორც ძირითადი სიმპტომი. ჩინური შტამის შემთხვევაში, წამყვანი სიმპტომები იყო ცხელება და ხველა. ინდურ შტამს ახასიათებს განსხვავებული სიმპტომატიკა და უფრო მეტად აგრესიულია ახალგაზრდებსა და 12-დან 15 წლამდე ბავშვებში. ეს შტამი გადმოწევს ინფიცირებულთა საშუალო ასაკს. გრიპის დროს, ერთი ადამიანი აინფიცირებს მის გარშემო 1,3-ს, ჩინური შტამის დროს - 2,5-ს, ჩინურ შტამთან შედარებით ბრიტანული 60%-ით გადამდებია. დელტა შტამის შემთხვევაში, ერთი ადამიანი მის გარშემო შეიძლება აინფიცირებდეს 4-5 ადამიანს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. ენტონი ფაუჩი: აშშ-ში ახალი შემთხვევების 80%-ზე მეტი დელტა ვარიანტია - ავტორიზებული ვაქცინები ეფექტურია „გავაგრძელოთ ნიღბის ტარება. ამერიკელი ექიმი ენტონი ფაუჩი ბრიტანული შტამის დროს მოსახლეობას ორი ნიღბის ტარებას ურჩევდა. თუ ქვეყანაში ინდური შტამი დომინანტური გახდა და შემთხვევებმა მკაფიოდ მოიმატა, ორი ნიღბის ტარება იქნება რეკომენდებული და არა მისი მოხსნა, როგორც ღია ასევე დახურულ სივრცეში. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კვლევების საფუძველზე შეისწავლა, რომ ინდური შტამი ნაკლებად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა ორჯერადად აიცრა. რაც მეტია ორჯერადად ვაქცინირებული, მით უფრო ნაკლებია ინდური შტამის გავრცელების რისკი. დაუყოვნებლივ დაიწყეთ ვაქცინაცია იმ ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომია ქვეყანაში, ჩვენთან ძალიან ბევრი ელოდება Pfizer-ის ვაქცინას, რომელიც შეიძლება მოგვიანებით შემოვიდეს. ლოდინის დრო ნამდვილად არ გვაქვს, ყველა ვაქცინა, რომელიც ავტორიზებულია ჯანმოს მიერ, ასევე ეფექტიანია ინდური შტამის წინააღმდეგაც“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე. პაატა იმნაძე: დელტა შტამი აღმოჩნდა ისეთი, რომელზეც ყველა ვაქცინას ცოტა ნაკლები ეფექტურობა აქვს, მაგრამ ეს არ ეხება ლეტალობისგან დაცვას ინფორმაციისთვის, საქართველო კორონავირუსის გავრცელების კუთხით წითელ ზონაშია. დელტა შტამი დაფიქსირებულია მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა ივანე ჩხაიძე: კორონავირუსისგან ბავშვების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაციით ივანე ჩხაიძე ინდურ შტამზე: ორი ნიღბის ტარება აუცილებელია, თუ ვირუსის გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია ჯანმო: მსოფლიოში კოვიდინფიცირების შემთხვევები 12%-ით გაიზარდა საქართველოში დღეს კორონავირუსი 2 415 ადამიანს დაუდასტურდა, ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია.
ჯიმ რიში: სენატორი შაჰინი და მე საქართველოში ვიმყოფებოდით 2012 წელს, ვფიქრობდით, ახალი დასაწყისი იქნებოდა, მაგრამ რეგულარულად იმედგაცრუებულნი ვართ
,,თავად მე და კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულები ვართ იმით, რაც საქართველოში ხდება", - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების წევრმა და ,,რესპუბლიკელმა" სენატორმა ჯიმ რიშმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწეების კანდიდატებს მოუსმინეს. „თავად მე და კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. სენატორი შაჰინი და მე საქართველოში ვიმყოფებოდით 2012 წელს, როცა არჩევნები ჰქონდათ და რომლის შესახებაც ვფიქრობდით, რომ ახალი დასაწყისი იქნებოდა. მაგრამ, მას შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც იქ ხდება. ისინი ჩამოდიან ვაშინგტონში, მუდამ, სხვადასხვა პარტიები და თითოეული მათგანი ცდილობს ჩვენთან ჩაერთოს, კავშირი ჰქონდეთ და მხარი დავუჭიროთ მათ პოლიტიკურ მანევრებს, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს, და ჩვენ განუწყვეტლივ ვუმეორებთ მათ, რომ ეს თავად უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ არ ვაპირებთ მხარეები ავირჩიოთ, მაგრამ მათ არ აქვთ დიდი პროგრესი“ - აცხადებს სენატორი რიში. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეობის კანდიდატი კარენ დონფრიდი: საქართველოსთვის საარჩევნო და სასამართლო რეფორმა უმნიშვნელოვანესია
როდის დასრულდება პანდემია და რა უნდა გაითვალისწინონ მოგზაურობის მსურველებმა - WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის სტატია
WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისი, დირექტორ ჰანს ჰენრი კლუგეს მოსაზრებებს აქვეყნებს. სტატიაში საუბარია დელტა შტამზე, ვაქცინაციის პროცესსა და პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ ყველა აქტუალურ საკითხზე. როდის დასრულდება პანდემია ხშირად მეკითხებიან, თუ როდის დასრულდება პანდემია. პასუხი მარტივია: ეს თქვენზეა დამოკიდებული. ეს ადამიანებისა და მთავრობების ხელშია. ჩვენ ვიცით რა არის ეფექტური პანდემიის წინააღმდეგ; ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები. არ დაკარგოთ იმედი. საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია, პანდემიის კონტროლქვეშ მოსაქცევად და საბოლოოდ, მის დასასრულებლად. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული დადგა, პანდემია შორსაა დასრულებიდან. პანდემიურმა დაღლილობამ გავლენა მოახდინა ჩვენს კოლექტიურ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ბუნებრივია, რომ ასეთი რთული პერიოდის შემდეგ ყველას დასვენება გვსურს. თუმცა, გასულ ზაფხულს იგივე სიტუაციაში ვიყავით. როდესაც მთელს რეგიონში შეზღუდვები ნაადრევად შემსუბუქდა, აღინიშნა კორონავირუსის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის კატასტროფული ზრდა, რამაც ისევ ლოქდაუნისკენ მოგვაბრუნა. ახლა, ჯანდაცვის სისტემებზე, სკოლაზე, საარსებო წყაროებზე, ეკონომიკებზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ერთწლიანი ზეწოლის შემდეგ, იგივე შეცდომის დაშვება არ შეგვიძლია. ვაქცინაცია ევროპის რეგონში ვაქცინაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ვაქცინირებული, ამავდროულად კი ვრცელდება შეშფოთების გამომწვევი ძალიან გადამდები ვარიანტები. ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების შემსუბუქება, რაც იწვევს COVID-19-ის შემთხვევების ზრდას; მოსახლეობის იმ ფენებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები არ არის მაღალი, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველებს შორის, იზრდება ზეწოლა ჯანდაცვის სისტემებზე და ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ვაქცინაციას უკვე აქვს დადებითი გავლენა და კიდევ უფრო შეამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს და ჯანდაცვის სისტემებზე ზეწოლას. მიუხედავად ამისა, მილიონობით მეტი ვაქცინაა საჭირო რისკის ქვეშ მყოფი პირების ასაცრელად, რომელთა უმეტესობა ჯერ კიდევ ელოდება პირველ დოზას. ჯანდაცვის მუშაკებს, ასაკოვან ადამიანებს და მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ წვდომა უნდა ჰქონდეთ ვაქცინებზე, რათა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის გრძელვადიანი შემცირება მოხდეს. ამჟამად, ევროპის რეგიონში მოსახლეობის 41%-ია ერთი დოზით აცრილი, 29% კი - სრულად ვაქცინირებული. ეს მონაცემები ცხადჰყოფს, რომ პანდემია არ დასრულებულა, მათ შორის, არც იმ ქვეყნებში, რომლებმაც ვაქცინაციის მაღალ დონეს მიაღწიეს. რეგიონში ვაქცინების გადანაწილებაში უთანასწორობა რჩება ჩვენს უდიდეს გამოწვევად. მოგზაურობა წელს, მიუხედავად იმისა, რომ გვინდა, რომ ზაფხულში მაქსიმალურად დავისვენოთ, სიფრთხილე გვმართებს, რათა თავიდან ავირიდოთ ავად გახდომა, სიკვდილი და პანდემია მალე დავასრულოთ. ამ მიზნის მისაღწევად, რამდენიმე გზა არსებობს: პირველ რიგში - ეს არის ვაქცინა. მეორე, თუ მოგზაურობა გსურთ, დაფიქრდით მის საჭიროებაზე. თუ მაინც გადაწყვეტთ იმოგზაუროთ, გააკეთეთ ეს უსაფრთხოდ. უსაფრთხოდ მოგზაურობა ნიშნავს COVID-19–თან დაკავშირებული რისკების გაზომვას. სახლიდან გასვლის მომენტიდან დანიშნულების ადგილას მისვლამდე. ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი თავების რისკის მენეჯერები. რისკები უნდა შევაფასოთ და მივიღოთ უსაფრთხოების ზომები ყოველ ნაბიჯზე: დავიცვათ ფიზიკური დისტანცია, თავი ავარიდოთ ხალხმრავლობას და ვატაროთ პირბადე. რეკომენდაციები მოერიდეთ დახურულ და ხალხმრავალ სიცვრეებს. შეხვდით ადამიანებს გარე სიცვრეებში, ან ღია და კარგად ვენტილირებულ სივრცეებში, ამით ვირუსის გავრცელებას შევამცირებთ. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რამდენად დავუშვებთ დიდი სპორტულ ღონისძიებები და ფესტივალები გახდნენ ვირუსის სუპერ გამავრცელებელი სივცრეები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომების დაცვით. დელტა ვარიანტი უფრო გადამდები დელტა ვარიანტი იწვევს შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის ზრდას. შესაბამისად, აუცილებელია ჩვენს ხელთ არსებული საშუალებების გამოყენება, რათა თავიდან იყოს აცილებული ვირუსის გავცრცელება და ვიხსნათ ადამიანების სიცოცხლე, მოვახდინოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომების მორგება ადგილობრივი კონტექსტისთვის და სამართლიანი და სწრაფი ვაქცინაციის უზრუნველყოფა. WHO-ს „საგანგებო სიტუაციაში გამოყენების დაშვების“ (Emergency Use Listing) მქონე ყველა ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია COVID19-ის რთული ფორმებისა და არსებული ვარიანტების გავრცელების პრევენციის კუთხით, - წერს ჰანს ჰენრი კლუგე სტატიაში, რომელსაც შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „ჩვენ ბევრს გავუძელით, ახლა არ არის ყურადღების მოდუნების დრო“.
ორი მოკლული და ორი დაჭრილი - შსს მარნეულში მომხდარზე განცხადებას ავრცელებს
მარნეულში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ორი და დაჭრილია ამდენივე ადამიანი. დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შინაგან საქმეთა სამნისტროს ინფორმაციით, მას ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ღამით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე - 1994 წელს დაბადებული გ.პ. და მამამისი - 1969 წელს დაბადებული ი.პ. მათსავე საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ხოლო იქვე მყოფი გ.პ.-ის დედის - 1974 წელს დაბადებულ ს.ა. -ს და ყოფილი მეუღლის ძმის - 1996 წელს დაბადებული ა.პ. - ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკვლას შეეცადა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Agile Spirit 2021-ში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოშია
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021-ის მასპინძლობისთვის ემზადება. წვრთნების ოფიციალურ გახსნამდე სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის პირადი შემადგენლობა და სამხედრო ტექნიკა საქართველოში საჰაერო და საზღვაო გზებით ჩამოდის. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ცნობილია, ფოთის პორტში რუმინეთიდან, კონსტანცას პორტიდან, სატვირთო გემით OBIRIX უკვე შემოვიდა აშშ-ის არმიის 173-ე სადესანტო ქვეითი ბრიგადისა და სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის კუთვნილი შეჯავშნული ჰამერები (HMMWVs) და სხვადასხვა სახის ლოჯისტიკური მხარდამჭერი ტექნიკა. საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის გადაადგილების ეროვნულმა საკოორდინაციო ცენტრმა უზრუნველყო აღნიშნული ტექნიკის მიღების, განთავსების და მარშრუტზე შემდგომი გადაადგილების დაგეგმვა, მართვა და კოორდინაცია. სწავლების აქტიურ ფაზაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკული ტექნიკა უკვე ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზეა გადაყვანილი. სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკელი სამხედროები საქართველოში საჰაერო გზით ეტაპობრივად ჩამოვლენ და სწავლების ლოკაციებზე - სენაკში, ორფოლოსა და ვაზიანში გადანაწილდებიან. წელს საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას Agile Spirit უკვე მეათედ უმასპინძლებს, რომელიც 5 ლოკაციაზე ჩატარდება.
საქართველოს თავდაცვის ძალები მრავალეროვნული სამხედრო სწავლებისთვის Agile Spirit 2021-ისთვის ემზადება
საქართველოს თავდაცვის ძალები მრავალეროვნული სამხედრო სწავლებისთვის „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021) ემზადება. ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. როგორც ცნობილია, საქართველოსა და რეგიონისთვის სწავლების მნიშვნელობის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა სწავლების მასშტაბებსა და სიახლეებზე, ასევე პარტნიორობისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, რასაც მსგავსი სახის წვრთნები ემსახურება. საინფორმაციო ბრიფინგზე თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მონაწილე ქვეყნების სამხედრო ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებაზე, კოორდინაციის გაზრდასა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ნდობის ხარისხის გაძლიერებაზე ისაუბრა. სიტყვით გამოვიდა ასევე, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი, რომელმაც საქართველოსა და აშშ-ს შორის მტკიცე პარტნიორობასა და საქართველოს თავდაცვის ძალების გაზრდილ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. სწავლების მიზნის, ამოცანების, სასწავლო რაიონების, მონაწილე ქვეყნების, ტექნიკისა და აღჭურვილობის, ასევე სწავლებაში ჩართული ქვედანაყოფების შესახებ პრეზენტაცია კი, სწავლების ხელმძღვანელმა, დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ წარმოადგინა. საინფორმაციო ბრიფინგს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ. არმიჰოლში მოწვეული იყვნენ ასევე, იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც სწავლების მოსამზადებელი ეტაპის უზრუნველყოფაში თავდაცვის უწყებას მხარდაჭერას უწევენ. მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit წელს საქართველო უკვე მეათედ უმასპინძლებს. Agile Spirit 2021 ხელს უწყობს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ასევე ავითარებს ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლონ რეგიონულ კრიზისებსა და გამოწვევებზე რეაგირება. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“. Agile Spirit 2021-ში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოშია
აშშ-ის არმია: „მტკიცე სული 2021“ ზრდის ოპერაციულ ურთიერთავსებადობას რეალურ სასწავლო გარემოში
აშშ-ის არმიის პრესსამსახური საქართველოში მრავალეროვნული სწავლების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც აშშ-ის არმიის პრესსამსახური იუწყება, წვრთნები 26 ივლისიდან 6 აგვისტომდე გაიმართება და მას საქართველოს შეიარაღებული ძალები და აშშ-ის ევროპისა და აფრიკის არმიის სარდლობა ერთობლივად უხელმძღვანელებს. წვრთნები აერთიანებს სიმულაციური სამეთაურო სწავლებებს, საველე წვრთნებს და ერთობლივ მრავალეროვნულ სწავლებებს, რაც მოიცავს საბრძოლო სორლას. „მტკიცე სული 2021“ ზრდის აშშ-ის, საქართველოსა და მოკავშირეების თუ რეგიონული პარტნიორების ოპერაციულ ურთიერთავსებადობას რეალურ სასწავლო გარემოში“, - ნათქვამია განცხადებაში. პრესრელიზში ნათქვამია, რომ წვრთნები სახელწოდებით „მტკიცე სული“ უკვე მეათედ გაიმართება. წელს წვრთნებში 15 ქვეყნის 2 500 სამხედრო მოსამსახურე ჩაერთვება. მათ შორის იქნებიან ესტონელი, გერმანელი, ლატვიელი, ლიეტუველი, რუმინელი, ესპანელი, თურქი, უკრაინელი, ბრიტანელი, კანადელი, იტალიელი და აზერბაიჯანელი სამხედროები. სამხედრო პერსონალიდან 700 იქნება ამერიკელი, დაახლოებით 1 600 ქართველი და 250 სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები. წელს პირველად მრავალეროვნული წვრთნების ფარგლებში დაგეგმილია საჰაერო-სადესანტო ოპერაცია, რომელშიც ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას ქართველი, ბრიტანელი და პოლონელი სამხედროები. ამას გარდა, საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის და პოლონეთის სპეციალური დანიშნულების ძალები ერთობლივ ოპერაციას ჩაატარებენ სორტას პოლიგონზე. წვრთნები „მტკიცე სული 2021“ ჩატარდება სულ ხუთ სამხედრო ბაზაზე. მათ შორის ვაზიანში, ორფოლოში, სენაკში და სორტაზე. წვრთნების გახსნის ოფიციალური ცერემონიალი შედგება 26 ივლისს სენაკის საჰაერო ბაზაზე. Agile Spirit 2021-ში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოშია საქართველო თავდაცვის ძალები მრავალეროვნული სამხედრო სწავლებისთვის Agile Spirit 2021-ისთვის ემზადება
კოვიდგადატანილებს შესაძლოა, ვაქცინაცია ერთჯერადად ჩაუტარდეთ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსგადატანილი ადამიანებისთვის შესაძლოა, ვაქცინა ერთჯერადად, ერთი დოზით გაკეთდეს. რაც შეეხება იმას, ხომ არ იქნება წინააღმდეგობაში ანტისხეულები ვაქცინასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ არა, პირიქით, ვაქცინა ანტისხეულებისთვის ბუსტერი იქნება. „არ იქნება წინააღმდეგობაში ანტისხეულები აცრასთან. პირიქით, ეს არის დამატებითი ბუსტერი ანტისხეულებისთვის, კიდევ უფრო მეტი იმუნური პასუხისთვის. სხვადასხვა ქვეყანაში არის სხვადასხვა ვადა. გახანგრძლივებული ვადა იყო ვაქცინის დეფიციტის გამო. იცით, რომ გაზაფხულზე ჩვენ გარკვეულად ვაქცინის უკმარობა გვქონდა ქვეყნაში, ანუ მოთხოვნილება ჭარბობდა მიწოდებას. ამიტომ, ამ დროს ჯობს ერთი აცრით მაინც აცრა ადამიანები, რაც შეიძლება მეტი და შეიძლება მეორე არც გაიმეორო. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, შვეიცარიაში თუ ადამიანს კორონავირუსი გადატანილი აქვს, ერთჯერ აცრა საკმარისია. ესეც შეიძლება. ამიტომ ჩვენ შევაჯერეთ ამერიკული, ბრიტანული, გერმანული და სხვა რეკომენდაციები და მივიღეთ გადაწყვეტილება. რადგან ვაქცინების დეფიციტი ქვეყანაში არ გვაქვს, ამიტომ ჯობს დღეს ადამიანები აიცრან (30 დღეზე)“, - განაცხადა გამყრელიძემ. კოვიდგადატანილი მოქალაქეების ვაქცინაციის პერიოდი მცირდება
ამირან გამყრელიძე: დელტა შტამით ინფიცირებულია 30-40 პროცენტი და ძალიან სწრაფად იზრდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სერიოზულად არის გაუარესებული. მისივე თქმით, ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა. გამყრელიძემ საკითხზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა დახურულ სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობაზე. „საშიშროება სერიოზულია, ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეპიდსიტუაცია მძიმდება, ჩვენ შევდივართ სერიოზულ ტალღაში. დღევანდელი და გუშინდელი მონაცემები იმეორებს იმას, რაც მაისის პიკში, ასევე ნოემბრის დასაწყისში გვქონდა. უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, პირველ რიგში, ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეებში. ასევე შემოდის რეგულაცია პირბადის ღია სივრცეებში ტარებაზე იქ, სადაც ვიკრიბებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას დიდი თავყრილობისგან თავის არიდებაზეც კიდევ ერთხელ მოუწოდა. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, პანდემიის დამარცხების გზაზე მთავარია ვაქცინაცია. გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში საკმარისი ვაქცინაა, ამიტომ მოქალაქეებმა ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ და აიცრან. „მთავარია, ყველანი წავიდეთ და ავიცრათ, ქვეყანაში არის საკმარისი ვაქცინა და კიდევ იქნება ვაქცინები, რომ დღეს თავისუფლად აიცრას 15- 20 ათასი ადამიანი. ამ კვირაში უკვე ხელი მოეწერება მინისტრის ბრძანებას და აცრის გაკეთება შესაძლებელი ექნება ყველას კოვიდის გადატანიდან 30 დღეში. დღევანდელი ეპიდსიტუაციის გაუარესებას გააჩერებს ორი რამ – წესების დაცვა, თავი შევიკავოთ ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, დიდ დაბადების დღეებზე, კონცერტებზე მისვლისგან და ყველანი ავიცრათ. ყველა მოვდუნდით, საზოგადოება მოეშვა. უნდა ვიყოთ მეტად სოლიდარული, რადგან ეპიდვითარების გაუარესება ასე თუ გაგრძელდა, დაავადებათა კონტროლი შევა საბჭოში რეკომენდაციით მეტი გამკაცრების მოთხოვნასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე წითელ ხაზებს ვკვეთთ. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსით სიკვდილიანობი მაჩვენებელი მაღალია. ბავშვებში ინფიცირების მატებაა, თუმცა პროცენტული მაჩვენებლებით დიდი ნახტომი არ გვაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ინდური შტამით ინფიცირებულია 30-40 პროცენტი და ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ძალიან სწრაფად იზრდება. „დელტა შტამით ინფიცირებულია 30-40 პროცენტი და ძალიან სწრაფად იზრდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე: არცერთ შეკრებაზე აუცრელი ადამიანი არ უნდა იყოს დაშვებული, დღეს მე თვითონ მოვედი ჩემი აცრის სტატუსით
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ყველა ადამიანი უნდა აიცრას და თუკი ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზრდება, მოქალაქეები დაიცავენ დაწესებულ რეკომენდაციებს, ვირუსის შეჩერება შესაძლებელი იქნება. ,,ყველა ვინც აცრილები არ ბრძანდებით უნდა წაბრძანდეთ და აიცრათ სულ ყველა. რაც დღეს გაკეთდა, რომ არცერთ შეკრებაზე აუცრელი ადამიანი არ უნდა იყოს დაშვებული, დღეს მე თვითონ მოვედი ჩემი აცრის სტატუსით, რომ არ დამერღვია წესი. თუ ყველა მოქალაქე გააკეთებს, რომ აიცრება და არ დაარღვევს წესებს, რომელიც რეკომენდებული და დანერგილია, დარწმუნებული იყავით, რომ შევაჩერებთ ვირუსს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. სემინარებსა და ტრენინგებზე დასასწრებად კორონავირუსის სწრაფი ტესტის ჩატარებაც საკმარისი იქნება
Euronews-ი: უნგრეთის პრემიერი ანტი-ლგბტ კანონის მიღების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს
Euronews-ის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა ანტი-ლგბტ კანონის მიღების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. როგორც გამოცემა წერს, კანონს ოფიციალურად ბავშვთა დაცვის აქტი ჰქვია, რომლის მიზანი „ბავშვთა კეთილდღეობის დაცვა და პედოფილიასთან ბრძოლაა“. მისივე თქმით, ბრიუსელმა უნგრეთი ბავშვთა დაცვის აქტის გამო გააკრიტიკა, თუმცა უნგრეთის კანონები არ უშვებს საბავშვო ბაღებში, სკოლებში, ტელევიზიასა და რეკლამებში სექსუალურ პროპაგანდას. აღნიშნულ კანონს ფართო კრიტიკა მოჰყვა, რომ ის დისკრიმინაციული ხასიათისაა და ლგბტ საზოგადოების წევრების წინააღმდეგ არის მიმართული. აღნიშნული კანონის გამო, ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ სარჩელიც შეიტანა.
ტომას პეტრიჩეკი: მივესალმები ასოცირებული ტრიოს თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია რეფორმებზე გამოცდილების გაზიარება, როცა რეგიონში რუსეთის გავლენა იზრდება
Europetime-მა ჩეხეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ტომას პეტრიჩეკთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. მან ეს პოზიცია სამი თვის წინ დატოვა. ტომას პეტრიჩეკი არის ჩეხი პოლიტიკოსი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი 2018 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის აპრილამდე ეკავა. საერთაშორისო მედია წერს, რომ ტომას პეტრიჩეკი ჩეხეთის მთავრობაში, რუსეთისადმი კრიტიკულად განწყობილ ერთ-ერთი გამორჩეულ მინისტრად ითვლებოდა. არქივი საქართველოსთან დაკავშირებით მის განცხადებებსაც ინახავს. მისი ერთ-ერთი ასეთი შეფასების თანახმად, რუსეთი ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას უკრაინაში, აზოვის ზღვასა და საქართველოში თავისი აგრესიითა და ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით. ჩეხეთის პირველ დიპლომატობამდე, ტომას პეტრიჩეკი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა, უფრო ადრე კი - სოციალური დაცვის საკითხებში მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. იყო ჩეხეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. ტომას პეტრიჩეკი გახლდათ ევროპარლამენტში უფროსი მრჩეველიც. ამ პოზიციებამდე კი პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ლექტორი იყო. ტომას პეტრიჩეკი ახლა გლობალური პოლიტიკური ეკონომიკის ცენტრში უფროსი ანალიტიკოსია და ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა. Europetime მასთან ინტერვიუს გთავაზობთ. _კონფერენცია - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც შედგა სესია - „ახალი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგი და აღმოსავლეთ ევროპა“. რა არის ის მთავარი საკითხები, რომლებზეც ყურადღება გაამახვილეთ განხილვებისას? კონფერენციის მსვლელობისას მივესალმე იმ ფაქტს, რომ სამის ქვეყნის, უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის პრეზიდენტებმა ურთიერთობების უფრო დაახლოების შესახებ განაცხადეს, რათა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ამ ქვეყნების ინტეგრაცია დაჩქარდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია და მივესალმეთ რეგიონულ თანამშრომლობას და ჩვენ ამისკენ მოვუწოდეთ კიდეც. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და დანარჩენი ქვეყნების ამბიციებს, რომ გახდნენ ევროკავშირისა და NATO-ს წევრები. ასევე უნდა აღინიშნოს ის რეფორმების დღის წესრიგი და მისი განხორციელების მნიშვნელობა, რომლებიც სამივე ქვეყანას აქვს. ეს საკითხი მაღალ დონეზეა როგორც ევროკავშირთან და NATO-სთან ურთიერთობებში, ასევე აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებში. _რა მთავარი გამოწვევის წინაშე არიან ასოცირებული ქვეყნები ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმები, კარგი მმართველობა, მართლმსაჯულება - ეს ის სფეროა, რომელზეც ბევრი სამუშაო ჯერ კიდევ წინ არის და ეს ეხება სამივე ქვეყანას. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური განვითარების კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობების გაჩენა. ევროკავშირმა ახლახან გამოაცხადა ინციატივის შესახებ, რომელსაც შეუძლია, გაზარდოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. ინფორმაციისთვის: ევროკავშირი ეკონომიკური გარღვევის პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს 2,3 მილიარდი ევროთი დაეხმარება _გარე საფრთხეებზე საუბრისას, ექსპერტებიც ამახვილებენ ყურადღებას სამი ქვეყნის საერთო გამოწვევაზე. როდესაც რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ვსაუბრობთ, თქვენ როგორც ჩეხეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, რა რჩევა გექნებოდათ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მიმართ? მე ხაზგასმით აღვნიშნავდი დასავლეთის რეაგირებას, რომელიც მიმართულია ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისკენ, გარე ზეწოლასთან, მათ შორის ახალ საფრთხეებთან (როგორიცაა ჰიბრიდული ომი, დეზინფორმაცია) გასამკლავებლად. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოს მდგრადობის გასაძლიერებლად. _როდესაც ვსაუბრობთ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების თანამშრომლობაზე, როგორ უყურებთ საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას და შესაძლებლობას? ინფორმაციისთვის, ანდრიუს კუბილიუსი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მე მხოლოდ მივესალმები ტრიოს ქვეყნებს შორის რეგიონულ თანამშრომლობას. ეს არის კარგი ნაბიჯი, რაც დაეხმარება მათ, გაიზიარონ ერთმანეთის საუკეთესო გამოცდილება რეფორმების განხორციელებაზე სფეროებში, სადაც ჩვენ დავინახეთ, რომ რეგიონში რუსეთის გავლენა იზრდება. ამავე თემაზე: რას გულისხმობს ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ზელენსკი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ტერიტორიებზე გამყოფი ხაზები აღარ გქვონდეს მაია სანდუ: გვაქვს პოტენციალი, ევროკავშირი უფრო ძლიერი გახდეს ჩვენი წევრობით და ეს კავშირი იყოს ინოვაციური და ყველასთვის სასარგებლო სალომე ზურაბიშვილი: შავი ზღვა მშვიდობის, თანამშრომლობის და ევროპასთან მიახლოების ზღვაა მოლდოვის პრეზიდენტი: ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ჩაითრია ქვეყანა, ჩემი ქვეყანა და ბრიუსელი აცნობიერებდა, რომ აღარ ვიყავით წარმატებული შარლ მიშელი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს: მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი
ვაქცინაცინირებულთა დღიური მაჩვენებელი ისევ დაგეგმილზე დაბალია
21 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქინა ჯამში 374 685-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 133 648 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათში, ვაქცინა 6 506-მა ადამიანმა გაიკეთა. სპეციალისტები ამ ციფრის 20-დან 25 000 მდე გაზრდას ელოდებიან. საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 2 415 ადამიანს დაუდასტურდა, ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია.
პაატა იმნაძე: აცრილები ვირუსის მძიმე მიმდინარეობისგან დაცულები არიან
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, რომ საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანია აცრილი, უმეტესობა კი ამბობს, რომ ბრენდულ ვაქცინებს ელოდებიან. მისი თქმით, ის ადამიანები ვინც ვაქცინირებულია, დაცულია ვირუსის მძიმე მიმდინარეობისგან. ,,ვინც აცრილები არიან, ისინი დღეს დაცულები არიან მძიმე მიმდინარეობისგან. ასეთი ადამიანი კი დღეს ნამდვილად ძალიან ცოტაა. ძალიან გვიხაროდა გუშინწინ 12 000 ადამიანი რომ აიცრა. სისტემას შეუძლია ამის ატანა, მაგრამ ძალიან ბევრი ელოდება რაღაც ბრენდულ ვაქცინას. მე ჩემი ოჯახი ერთ-ერთი ჩინური ვაქცინით მყავს აცრილი და მე Astrazenec-თიბ ვარ აცრილი. მალე ის ვაქცინებიც შემოვა და მერე ვნახოთ, რამდენად გულწრფელები არიან ისინი, ვინც ამბობენ, რომ ამითი კი არ ავიცრები, იმითი ავიცრებიო და ამასობაში, ადამიანები იღუპებიან,"- განაცხადა პაატა იმნაძემ ,,დღის კურიერში".
თამარ გაბუნია: ბოლო 3 კვირის განმავლობაში, დაახლოებით 4 000-მდე ბავშვი დაინფიცირდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში, დაახლოებით 4 000-მდე ბავშვი დაინფიცირდა. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. "დელტა" შტამი ცირკულირებს და ექსპერტების შეფასებით, "დელტა" შტამის გავრცელების სისწრაფე უფრო მაღალია. სავარაუდოდ, ჩვენს შემთხვევაშიც ამან განაპირობა ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების სწრაფი მატება. ბოლო 3 კვირის განმავლობაში, დაახლოებით 4000-მდე ბავშვი დაინფიცირდა. საბედნიეროდ, შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს. ბავშვებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა. თუმცა, ვნახეთ მძიმე შემთხვევებიც. საუბედუროდ, ახალშობილებში გარდაცვალების 2 შემთხვევაც დაფიქსირდა. დღეს, ქვეყნის მასშტაბით 350-მდე საწოლია მობილიზებული ბავშვებისთვის. საერთო საწოლფონდი არის დაახლოებით, 6 000-მდე. ეს არის მცირე რაოდენობა. უფრო ნაკლები საწოლი გვქონდა, ახლა დავამატეთ. წინა ტალღების პერიოდში არ იყო დატვირთული ბავშვების საწოლები. ახლა ეს სურათი შეიცვალა. რა საწოლებიც ჩვენ დავამატეთ, იმ საწოლების 20%-ია მხოლოდ თავისუფალი", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, ბავშვების დაცვისთვის მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების ვაქცინაცია. "ბავშვების დაცვისთვის ისევ და ისევ მივდივართ ოჯახის წევრების სწრაფ ვაქცინაციაზე, რომ ბავშვი არ გახდეს ინფექციის მიმღები. რთულია იმის პროგნოზირება, რამდენად მარტივი იქნება ბავშვისთვის ვირუსის გადატანა", - განაცხადა გაბუნიამ. ივანე ჩხაიძე: კორონავირუსისგან ბავშვების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაციით საქართველოში კორონავირუსი 2 415 ადამიანს დაუდასტურდა, ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია
UNESCO-მ ლივერპული მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო
UNESCO-მ ლივერპული მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო. გაერო-ს კუტურული სააგენტოს ცნობით, ახალი შენობები, მათ შორის სტადიონი ამახინჯებს ქალაქის ვიქტორიანული ეპოქის ნავსადგურების იერსახეს და მას მსოფლიო ღირებულების მნიშვნელობას უკარგავს. ქალაქის მომავლის შესახებ დისკუსიები კვირას დაიწყო, მაგრამ კომიტეტის წევრებმა ვერ შეძლეს კონსენსუსის მიღწევა და ნორვეგიის დელეგატებმა ამ საკითხზე ფარული კენჭისყრის ჩატარება შესთავაზეს. კენჭისყრაში 20-მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა, UNESCO სიიდან ქალაქის ამოღების გადაწყვეტილებას მხარი 13-მა მათგანმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო და 2 ბიულეტენი გაბათილდა. ლივერპულის მერის ჯოან ანდერსონის თქმით, ორგანიზაციის გადაწყვეტილება გაუგებარია და ხელისუფლებასთან ერთად გასაჩივრების შესაძლებლობაზე იმუშავებს. ლივერპული მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად 2004 წელს დასახელდა და შეუერთდა ისეთ კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, როგორიცაა ჩინეთის დიდი კედელი, თაჯ-მაჰალი და პიზას დახრილი კოშკი.
ჯეიკ სალივანის ინფორმაციით, აშშ გააგრძელებს ლუკაშენკოს რეჟიმზე პასუხისმგებლობის დაკისრებას
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ბელარუსის ოპოზიციონერ ლიდერს სვეტლანა ციხანოვსკაიას შეხვდა. როგორც ცნობილია, ბელარუსის ხელისუფლების ქმედებების გამო, თეთრი სახლი გააგრძელებს ლუკაშენკოს რეჟიმზე პასუხისმგებლობის დაკისრებას, მათ შორის ახალი სანქციების დაწესებით. შეხვედრაზე, ჯაიკ სალივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნა, Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტთან დაკავშირებით სამართლიანი და საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ. გარდა ამისა, თეთრი სახლის განცხადებით, ლუკაშენკომ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და დაიწყოს სრულფასოვანი, გულწრფელი დიალოგი დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლის მიზანი ეუთოს მეთვალყურეობის ქვეშ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იქნება. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა ასევე შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, რომელზედაც აშშ-ის ხელისუფლებას ლუკაშენკოს რეჟიმის და ბელარუსის ეკონომიკის გარკვეული სექტორების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. ენტონი ბლინკენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა