ძებნის რეზულტატი:
ანტონიო გუტერეში: ერაყში მომხდარი თავდასხმა გვახსენებს, რომ ტერორიზმის საშინელებას საზღვრები არ აქვს
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მკაცრად გმობს ალ-სადრის ბაზარში მომხდარ თავდასხმას, რომლის სამიზნეც მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. ამის შესახებ ის განცხადებაშია საუბარი. გაეროს გენერალურმა მდივანმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებსა და ერაყის მთავრობას, დაზარალებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. „ეს თავდასხმა გვახსენებს, რომ ტერორიზმის საშინელებას საზღვრები არ აქვს. დამნაშავე პირებმა მართლმსაჯულების წინაშე პასუხი სასწრაფოდ უნდა აგონ“, - ნათქვამია გუტერეშის განცხადებაში. ერაყში ტერორისტმა თავი აიფეთქა - დაიღუპა მინიმუმ 35 ადამიანი, 60-ზე მეტი კი დაიჭრა
Reuters-ი: ,,ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებით, გერმანია აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს
Reuters-ის ინფორმაციით, ,,ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებით, გერმანია აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, მოაგვარონ უთანხმოება მილსადენთან დაკავშირებით. როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, შეთანხმება, რომლის შესახებ მომავალ დღეებში გამოქვეყნდება, ააცილებს მილსადენის მშენებლებს და ოპერატორებს აშშ-ის სანქციებს. მათივე ინფორმაციით, მხარეები გამოაცხადებენ მნიშვნელოვანი ინვესტიციების შესახებ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განახლების საქმეში და უზრუნველყოფენ უკრაინის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. გერმანია ასევე აპირებს, მისცეს უკრაინას გაზის მიწოდების გარანტია იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი შეუწყვეტს აირის მიწოდებას. მედიასთან საუბარში წყაროები იწყებიან, რომ ვაშინგტონს სურს წინასწარ დარწმუნდეს, რომ უკრაინა ასეთ შეთანხმებას მიიღებს. ცნობისთვის, მაისში ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, არ შემოიღოს სანქციები მილსადენის ოპერატორის, Nord Stream 2 AG-ისა და მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. ბაიდენის თანახმად, ეს აშშ-ის ინტერესებშია მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ დაარღვია აშშ-ის კანონი სანქციების შესახებ. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას კრიტიკით შეხვდნენ ამერიკელი კანონმდებლები, რომლებიც სანქციების დაწესებას მოითხოვენ. აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდა. ეს იყო მერკელის ბოლო ვიზიტი შტატებში კანცლერის რანგში. ჯო ბაიდენი ანგელა მერკელზე: ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩვენი მეგობრობის გაგრძელებაა ჯო ბაიდენი: აშშ და გერმანია ერთად აღუდგებიან წინ რუსეთის აგრესიას ჯო ბაიდენმა და ანგელა მერკელმა ვაშინგტონის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ყირგიზეთიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
ყირგიზეთიდან ბათუმის მიმართულებით პირველად, რეგულარული ფრენები დაიწყო. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ავიაკომპანია Air Manas-ი პირდაპირ ფრენებს ბიშკეკიდან ბათუმის მიმართულებით ზაფხულის განმავლობაში, ყოველ შაბათს შეასრულებს. "ტურისტებთან ერთად პირველ ავიარეისს ბათუმში ყირგიზული ტურსააგენტოების წარმომადგენლები ჩამოყვნენ. ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და სასტუმრო ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ მათთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში პრეზენტაცია გაიმართა", - ნათქვამია ინფორმაციაში. განახლებულ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ივლისის განმავლობაში 304 რეგულარული ფრენა განხორციელდა. ამ ეტაპზე, რეგულარული ფრენები ბათუმის მიმართულებით 10 მიმართულებიდან ხორციელდება.
ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაფრინდა
11 წუთიანი გასეირნება კოსმოსში წარმატებით დასრულდა - Amazon-ის დამაარსებელი და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანი ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაფრინდა და უკვე დედამიწაზეც დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ბეზოსთან ერთად Blue Origin-ის ბორტზე იმყოფებოდნენ მისი ძმა მარკი, 82 წლის ქალი-ინსტრუქტორი უოლი ფანკი და 18 წლის სტუდენტი ოლივიე დაემენი.
ჩინეთის საგარეო უწყება: აშშ-ისა და მისი მოკავშირებიის მიერ ჩინეთის კიბერთავდასხმებში დადანაშაულება უსაფუძვლოა
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირებიის მიერ ჩინეთის კიბერთავდასხმებში დადანაშაულება უსაფუძვლოა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ აშშ მსოფლიოში კიბერშეტევების უდიდესი წყაროა. „აშშ თავის მოკავშირეებს შეუერთდა ჩინეთის წინააღმდეგ კიბერუსაფრთხოების საკითხზე უსაფუძვლო ბრალდებების წამოსაყენებლად. ჩინეთი ამას არასდროს შეეგუება. ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება და ებრძვის კიბერშეტევების ყველა ფორმას. ჩინეთი არასდროს წაახალისებს, მხარს არ დაუჭერს და არ შეეგუება კიბერშეტევებს. ეს პოზიცია თანმიმდევრული და მკაფიოა“, - აღნიშნეს ჩინეთის საგარეო უწყებაში. ევროკავშირი ჩინეთს კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს
მთაწმინდის პარკის მიმდებარედ მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ
მთაწმინდის პარკთან, სადაც ,,ქართულმ ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატი უნდა წარადგინოს აქცია იმართება. აქციის მონაწილე ჟურნალისტები ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ,,ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ფოტოებით ხვდებიან. გარდა ამისა, ჟურნალისტებთან ერთად აქტივისტებს საპროტესტო ბანერი აქვთ გაშლილი, წარწერით ,,დაისაჯონ მოძალადეები”. ისინი 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილეების დასჯას და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ითხოვენ. ,,ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატს დღეს, 20 ივლის, 20:00 საათზე დაასახელებს.
ევროკავშირი ლიბიაში სამხედრო მისიის გაგზავნის განზრახვას უარყოფს
ევროპული საგარეო სამოქმედო სამსახურის (European External Action Service – EEAS) წარმომადგენლის, ნაბილა მასრალის განცხადებით, ევროკავშირი ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით სამხედრო მისიის გაგზავნას არ გეგმავს. „ევროკავშირი მზად არის, გააგრძელოს ლიბიის მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა, მათ შორის სამოქალაქო მისიისა და ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო ოპერაციის მიმართულებით“, – აღნიშნა მასრალიმ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი ლიბიაში სამხედრო მისიის გაგზავნის გეგმას აყალიბებს, რათა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახელმწიფოს გავლენებს გაუწიოს კონკურენცია.
,,ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე დაასახელა
„ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა. მისი კანდიდატურა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარადგინა. ,,თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც იყო მაქსიმალურად წარმატებული ყველა საქმეში, რასაც კი დღემდე მოკიდა ხელი; რომელმაც ყველა წარმატებას მიაღწია ნიჭითა და შრომისმოყვარეობით; რომელიც არის გუნდური მოთამაშე; რომელსაც გამოარჩევს თანამებრძოლების, მეგობრებისა და საკუთარი გუნდის ერთგულება; რომელიც არის სამაგალითო მეოჯახე - სამაგალითო მეუღლე, სამაგალითო მამა, სამაგალითო შვილი; რომელსაც არ ეშინია თამამი გადაწყვეტილებების; რომელმაც ზუსტად იცის, რა ჭირდება თბილისს და თბილისელებს; რომელმაც შექმნა სიცოცხლით სავსე ქალაქის კონცეფცია და ზუსტად იცის, როგორ უნდა შეიტანოს კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე, მეტი განვითარება თბილისის თითოეულ უბანში", - განაცხდა კობახიძემ. წარდგენას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც ესწრებიან. აღსანიშნავია, რომ მთაწმინდის პარკში, ,,ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენის პარალელურად, ჟურნალისტების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილე ჟურნალისტები ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ,,ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ფოტოებით დახვდნენ. ცნობისთვის, კახა კალაძე 2013 - დღემდე არის პარტია„ქართული ოცნების“გენერალური მდივანი. 2017 წლიდან 13 ნოემბრიდან არის დედაქალაქის მერი. 2012 - 2017 წლებში ის საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის/ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც იკავებდა. 2008 - 2012 იყო სს„პროგრესბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ამასთავე 2008 წლიდან დღემდე არის საქველმოქმედო ფონდ „კალაფონდის" დამფუძნებელი. ხოლო 2008 წლიდან დღემდე, საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი„კალაკაპიტალი" დამფუძნებელია.
ევროკომისია ფულის გათეთრებასთან ბრძოლის სააგენტოს შექმნის ინიციატივით გამოდის
ევროკომისია ფულის გათეთრებასთან ბრძოლის სააგენტოს შექმნის ინიციატივით. ინფორმაციას Le figaro ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებაზეა მიმართული. „მიზანი საეჭვო გარიგებებისა და საქმიანობის გამოვლენის გაუმჯობესება და კრიმინალების მიერ გამოყენებული ხარვეზების აღმოფხვრაა“, - განმარტეს ევროკომისიაში. ახალი სააგენტო, რომელშიც 250 ადამიანი იქნება დასაქმებული, სავარაუდოდ, 2024 წლიდან ამოქმედდება. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ევროპული რეგულაციები მსოფლიოში ყველაზე მკაცრია, თუმცა ახლა საჭიროა მათი თანმიმდევრული და მკაცრი გამოყენება.
ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორები თამაშების გაუქმებას არ გამორიცხავენ
ტოკიოს ოლიმპიადის გენერალურმა მენეჯერმა, ტოშირო მუტომ ოლიმპიური თამაშების გაუქმების შესაძლებლობა არ გამორიცხა. „არ შეგვიძლია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელთან დაკავშირებით. ჩვენ განვაგრძობთ დისკუსიას, თუკი შემთხვევები იმატებს. შევთანხმდით, რომ კორონავირუსის სიტუაციიდან გამომდინარე, განვაახლებთ დისკუსიებს. ამ ეტაპზე, კორონავირუსის შემთხვევები შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს, ამიტომ ვიფიქრებთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც შესაბამისი სიტუაცია შეიქმნება“, - აღნიშნა ტოკიოს ოლიმპიადის გენერალურმა მენეჯერმა. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ოლიმპიურ სოფელში კორონავირუსის 67 შემთხვევა გამოვლინდა. ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეობის კანდიდატი კარენ დონფრიდი: საქართველოსთვის საარჩევნო და სასამართლო რეფორმა უმნიშვნელოვანესია
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეობის კანდიდატი კარენ დონფრიდი აცხადებს, რომ საქართველოსთვის საარჩევნო და სასამართლო რეფორმის განხორციელება უმნიშვნელოვანესია. მის განცხადებას ,,ამერიკის ხმა" ავრცელებს. როგორც მან სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, მისი კანდიდატურის დატკიცების შემთხვევაში, გაარძელებს ძალისხმევას, რათა 19 აპრილის შეთანხმების სრული და სწრაფი იმპლემენტაცია მოხდეს. ,,დამტკიცების შემთხვევაში, მე გავაგრძელებ ძალისხმევას 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების სრული და სწრაფი იმპლემენტაციისთვის და მოვუწოდებ ყველა პარტიას საქართველოში, მხარი დაუჭირონ შეთანხმებას. რთულია საკმარისად ხაზგასმა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის საარჩევნო და სასამართლო რეფორმა. როგორც იცით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, მაგრამ მას ბევრად უფრო დიდი მანძილი აქვს გასავლელი და მე მოვითხოვ მათგან, დაფარონ ეს დისტანცია. ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ დავადასტურებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუევერენიტეტისადმი მხარდაჭერას. გავაგრძელებთ მხარდაჭერას, საქართველოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, რაც დაკავშირებულია საქართველოს დემოკრატიის სიძლიერეზე" - აცხადებს დონფრიდი. ცნობისთვის, კარენ დონფრიდი, სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობას დაიკავებს. ამ პოსტზე ის პრეზიდენტმა ბაიდენმა წარადგინა.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: ბოლო კვირის განმავლობაში, ვირუსის გავრცელება დაახლოებით 150%-ით გაიზარდა
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ ე.წ. ინდური შტამის გავრცელების გამო, საფრანგეთში კორონავირუსის ინფექცია არნახული ტემპით ვრცელდება. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსი 18 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა. „ბოლო კვირის განმავლობაში, ვირუსის გავრცელება დაახლოებით 150%-ით გაიზარდა. ეს არნახული მაჩვენებელია“, - აღნიშნა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა. 19 ივლისს საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო. გაბრიელ ატალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთში ამ ტიპის ზრდა პანდემიის დაწყებიდან არ დაფიქსირებულა.
ენტონი ფაუჩი: აშშ-ში ახალი შემთხვევების 80%-ზე მეტი დელტა ვარიანტია - ავტორიზებული ვაქცინები ეფექტურია
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ შტატებში COVID19-ის ახალი შემთხვევების 80%-ზე მეტი ,,დელტა" ვარიანტია. მისი თქმით, ქვეყანაში ავტორიზებული ყველა ვაქცინა კორონავირუსის ამ შტამის წინააღმდეგ 90%-ით მეტით ეფექტურია ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად. ცნობისთვის, ,,დელტა ანუ ე.წ. ინდური ვარინტი, რომელიც უფრო გადამდებობით ხასიათდება პირველად ინდოეთში ამ წლის დასაწყისში აღმოაჩინე. მას შემდეგ ის ვირუსის დომინანტურ ვერსიად იქცა შეერთებულ შტატებში და ბევრ სხვა ქვეყანაში. დელტა შტამი დაფიქსირებულია მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში.
თბილისში, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე ხანძარია
თბილისში, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი მიტოვებულ შენობას უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. მათივე ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიცაა მობილიზებული.
საპატრიარქო ილია II-ისა და რუსეთის პატრიარქის მიმოწერას ასაჯაროვებს
საქართველოს საპატრიარქო ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს მიმოწერას აქვეყნებს. ეკლესიათა მეთაურების მიმოწერის თარგმანს, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, უცვლელად გთავაზობთ: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე (13.07.2021): „მისი უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ღვთივ საყვარელო ძმაო, მივიღე 2021 წლის 24 ივლისით დათარიღებულ თქვენი თხოვნის წერილი საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის შუამდგომლობის თაობაზე, რომელიც სასჯელს იხდის სამხრეთ ოსეთში. ზ. გახელაძის დაჭერის ცნობილი გარემოების და მისთვის წაყენებული ბრალდების გამო, რომლითაც იგია გასამართლებული (მესაზღვრის სიცოცხლის ხელყოფა), საქმე ნამდვილად არ არის ადვილად გადასაწყვეტი. მიუხედავად ამისა, ჩემის მხრიდან გადაიდგა ყველა საჭირო ნაბიჯი აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის; მათ შორის სათანადო მიმართვაც გაიგზავნა ბატონ ა.ი. ბიბილოვთან. გვაქვს იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც შეამსუბუქებს დაკავებულის ხვედრს და ახლობლების მწუხარებას. ქრისტესმიერი სიყვარულით და თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელად ყოფნის სურვილით“. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე (19.07.2021): „მის უწმინდესობას, კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს თქვენო უწმინდესობავ, ქრისტესმიერი სიყვარულით პატივისცემით მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემდგომ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში. გვინდა, გამოვხატოთ მადლიერება პირადად თქვენდამი და ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც იღვაწა ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის, რაც არ იყო მარტივი საკითხი; მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი კეთილად დამთავრდა და იგი უკვე 14 ივლისიდან ოჯახს დაუბრუნდა. ასეთი ნაბიჯები განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს და მადლიერების გრძნობის გამოძახილს იწვევენ მოსახლეობაში. დაე, ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა შეეწიოს ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს, ამინ. ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით“.
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისში, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განუცხადა. მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. „ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა 20-მდე სახანძრო ავტოცისტერნა, ორი სპეციალური კიბე. მიმდინარეობდა ხანძრის ორმხრივი ქრობა როგორც ლაღიძის ქუჩიდან, ასევე მტკვრის მარცხენა სანაპიროდან. ასევე, მეხანძრე მაშველების მიერ ხდებოდა უწყვეტი რეჟიმით ხანძარზე წყლის მიწოდება მტკვრიდან. დამწვარია დაახლოებით 500 კვადრატი. ჩვენი ინფორმაციით, დაშავებულია ერთი პიროვნება. თუმცა ინფორმაცია ზუსტდება. გავრცელების საფრთხე არ არის. დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის არის უცნობი“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.
ევროკომისიამ პოლონეთს ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს განჩინების შესასრულებლად ვადა 16 აგვისტომდე მისცა
ევროკომისიამ პოლონეთს 16 აგვისტომდე მისცა ვადა ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს განჩინების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლონეთს ჯარიმა ემუქრება. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა ჟუროვამ განაცხადა. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის ახალი დისციპლინარული სისტემა მოსამართლეებისთვის ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს. „ჩვენ ვთხოვეთ პოლონეთს, დაუდასტუროს კომისიას, რომ ის სრულად შეასრულებს სასამართლოს 14 ივლისის დადგენილებას დისციპლინარული პალატის შესახებ. პოლონეთმა უნდა გვაცნობოს ამ მიმართულებით გათვალისწინებული ზომების შესახებ 16 აგვისტოსთვის, როგორც ეს სასამართლოს მიერ იყო მოთხოვნილი“, – განაცხადა ვერა ჟუროვამ. მან აქვე დასძინა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია მიმართავს ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს, პოლონეთისთვის ჯარიმის დაკისრების მოთხოვნით.
ჩინეთში წყალდიდობას 12 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის ჰენანის პროვინციაში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. სინოპტიკოსების ცნობით, ეს რეგიონში ბოლო ათასი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმაა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყვითელი მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა და დასახლებები დატბორა. 100 000-მდე ადამიანი ევაკუირებულია უსაფრთხო რაიონებში. ჰენანის პროვინციაში შეფერხებულია სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა, გაუქმდა და გადაიდო ავიარეისები. პროვინციაში ერთ-ერთი კაშხლის გარღვევის საფრთხეა შექმნილი. ჰენანის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ჩჟენჩჟოუში პარალიზებულია სატრანსპორტო სისტემა. რამდენიმე საბავშვო ბაღიდან ბავშვების გამოყვანას ვერ ახერხებენ. ქალაქის ერთ-ერთ უმსხვილეს სამედიცინო ცენტრს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
საფრანგეთი და ბრიტანეთი არალეგალურ მიგრაციაზე კონტროლს გააძლიერებენ
Reuters-ის ინფორმაციით, პარიზი და ლონდონი დიდი ბრიტანეთში არალეგალური მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად ზომების ერთობლივ გატარებაზე შეთანხმდნენ. როგორც გამოცემა წერს, ორივე ქვეყანა მეტ სამართალდამცავს გამოყოფს და საფრანგეთის სანაპიროზე თანამედროვე ტექნოლოგიებს განათავსებს. ამასთან, გაძლიერდება საჰაერო პატრული, რომელიც მცირე ზომის ხომალდებს გააკონტროლებს. ამ მიზნებისათვის თანხების ნაწილს დიდი ბრიტანეთი გამოყოფს, რომელიც ასევე საფრანგეთში მიგრანტთა თავშესაფრების მშენებლობას დააფინანსებს.
ჯანმოს ხელმძღვანელი: ტოკიოს ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს, ის მსოფლიოს სჭირდება, როგორც იმედის ზეიმი
,,მსოფლიოს ახლა ტოკიოს ოლიმპიადა როგორც იმედის ზეიმი, ისე სჭირდება", – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა იაპონიის დედაქალაქში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ტოკიოს ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს, რათა მსოფლიომ დაინახოს, რისი მიღწევაა შესაძლებელი COVID-19-ის პანდემიის დროს სწორი გეგმითა და ზომებით. „ოლიმპიურ თამაშებს აქვს მსოფლიოს გაერთიანების, შთაგონების, შესაძლებლობების ჩვენების ძალა“, -აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა. ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება. ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორები თამაშების გაუქმებას არ გამორიცხავენ