ძებნის რეზულტატი:

გერმანიის ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი კორონავირუსის ახალი შტამების დასადგენად საქართველოს დიაგნოსტიკური ლაბორატორიულ მასალას გადასცემს

საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით, ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის (IMB) დელეგაცია, გერმანული ბიოუსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ამჟამად თბილისში სტუმრობს ქართველ პარტნიორებს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. ბოლო ვიზიტი 2020 წლის აგვისტოში შედგა. საელჩოს განცხადებით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენს მეცნიერული ინფორმაციის გაცვლა და დიაგნოსტიკური ლაბორატორიული მასალის გადაცემა, მათ შორის ახალი SARS-CoV2-ვარიანტების დასადგენად. გარდა ამისა დაგეგმილია შეხვედრები შინაგან საქმეთა სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან პროექტის შემდგომი ნაბიჯების განსახილველად. „ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტმა განსაკუთრებით გასულ წელს დაადასტურა, რომ არის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მნიშვნელოვანი პარტნიორი. მიხარია, რომ დელეგაციის ვიზიტით შესაძლებელია სამუშაოს ადგილზე გაგრძელება“, განაცხდა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.

თეა წულუკიანი ჟურნალისტებს: აქ ვარ მთავრობის წევრი და თუ რამის თავი გაქვთ, გადამაყენეთ

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მიმართა და აღნიშნა რომ "ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური და მთავრობა არ უნდა გადადგეს". მისივე თქმით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რისი დასრულების შემდეგაც იქნება უპრიანი პასუხისმგებლობაზე საუბარი. „რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა დადგინდება გამოძიების შედეგად. ექსპერტიზის პირველადი შედეგები აჩვენებს, რომ სავარაუდოდ, არავითარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი 5 ივლისსა და გარდაცვალების ფაქტს შორის არ უნდა არსებობდეს. ეს ვარაუდია, დაველოდოთ გამოძიებას და პასუხისმგებლობები შემდეგ უნდა ვეძებოთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა. ჟურნალისტებმა თეა წულუკიანს ჰკითხეს, „რას გულისხმობდა სიტყვებში - თქვენ უნდა გადააყენოთ ღარიბაშვილი, თუ რამის თავი გაქვთ", მინისტრმა უპასუხა: „აქ ვარ მთავრობის წევრი და თუ რამის თავი გაქვთ, გადამაყენეთ".

საქართველოში ვაქცინაციის მიმდინარეობაზე დეტალური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა

საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით საერთო ჯამში აცრილთაგან, 67% ქალია, 33% კი კაცი. კვლევების თანახმად, პროცენტულად ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 70-74 ასაკობრივ ჯგუფშია, რომელსაც მოსდევს 65-69 და 75 წლის და მეტი ასაკის ჯგუფები. 18-54 წლის ასაკობრივ ჯგუფში ადამიანთა უმეტესობა Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა, შემდეგ მოდის Sinovac-ი, Astrazeneca და Pfizer-ი. 55-65 ასაკობრივ ჯგუფში Astrazeneca ყველაზე მეტმა გაიკეთა. შემდეგ - Sinopharm-ი, Sinovac-ი და Pfizer-ი. 65-75+ ჯგუფებშიც Astrazeneca-ს ვაქცინით იცრებიან, შემდეგ არის Pfizer-ი, Sinopharm-ი და Sinovac-ი. რაც შეეხებათ ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებს, 15 ივლისისთვის სულ აცრილია 16 486. მათ შორის ყველაზე მეტი ექიმი Pfizer-ით აიცრა. შემდეგ მოდის Astrazeneca, Sinopharm-ი და Sinovac-ი. ამ დროის მონაცემებით, დღეში 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 700 დოზა აცრა ტარდება. 334 ათასზე მეტი აცრიდან გართულების 607 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან მხოლოდ 101 ჩაითვალა სერიოზულ გართულებად. სულ 25-მა გაიარა სტაციონარული მკურნალობა, 65-მა კი ამბულატორიული. გვერდითი მოვლენები ყველაზე მეტად Astrazeneca-ს ვაქცინით აცრილებში გამოვლინდა, თუმცა ალერგიული რეაქციები Pfizer-ით აცრილებში სჭარბობდა. ოთხი თვის განმავლობაში აცირლთაგან კორონავირუსი 1207-ს დაუდასტურდა, აქედან ერთი დოზით აცრილია 800 და სრულად აცრილი - 407. დიდ ნაწილში, კოვიდინფექცია უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით განვითარდა. ვაქცინირებულებიდან კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ვაქცინის მეორე დოზა არავის არ ჰქონდა გაკეთებული.

ივანე ჩხაიძე: ყოველდღიურად საშუალოდ 150-200 ბავშვი ინფიცირდება

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 10% ბავშვია. მისი თქმით, ყოველდღიურად საშუალოდ 150-200 ბავშვი ინფიცირდება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, ამჟამად ჰოსპიტალიზაციის პრობლემა არ არის, თუ შემთხვევები მოიმატებს, მაშინ საწოლების პრობლემა შეიქმნება. "თამარ გაბუნიასგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ კლინიკები, რომლებიც 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში კორონავირუსიანი პაციენტების მიღებაზე მუშაობდნენ, ისევ დაუბრუნდნენ ამ რეჟიმს. ანუ ახლა მაქსიმალურად არის გამოყენებული პედიატრიული საწოლები და არცერთ რეგიონში ჰოსპიტალიზაციის პრობლემა დღეისათვის არ არის. რა თქმა უნდა, პროგნოზირება ძალიან ძნელია. თუ შემთხვევების რაოდენობა კიდევ მოიმატებს და იგივე იქნება, როგორც ნოემბერ-დეკემბერში, მაშინ აუცილებლად გვექნება ეს საწოლების პრობლემა. ეს მარტივად პროგნოზირებადია. 400-500 ინფიცირებული ბავშვი და მათგან ძალიან ბევრი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, “დელტა” ვარიანტის თავისუბურებას ვგულისხმობ, ამის მიღება ჰოსპიტალურ სექტორს ნამდვილად გაუძნელდება. თუმცა დღეისათვის ამის აუცილებლობა არ არის. თუ გადახედავთ ოფიციალურ მონაცემებს, დღეისათვის საქართველოში 1 400 საწოლია თავისუფალი, - განაცხადა ჩხაიძემ. ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის შტამებიდან ამჟამად ყველაზე მძიმე ჩვენებები “დელტა” შტამს ახასიათებს. ბოლო მონაცემებით კი, ქვეყანაში ინფიცირებულების 40%-ს სწორედ “დელტა” შტამი აქვს. მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ვაქცინაცია ასეთი ტემპით გაგრძელდება, მოსახლეობის 60-70%-ის ორჯერადად აცრას კიდევ წელიწადნახევარი დასჭირდება. ივანე ჩხაიძე: კორონავირუსისგან ბავშვების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაციით ივანე ჩხაიძე: საქართველოში გამოყენებული ოთხივე ვაქცინა ინდური შტამის საწინააღმდეგოდაც მოქმედებს რა შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში ბავშვების ვაქცინაცია ივანე ჩხაიძე: ორჯერ ვაქცინირებულებისთვის კორონავირუსის ინდური ვარიანტი საშიში არ არის ივანე ჩხაიძე კორონავირუსის შემთხვევების მატებას სამი ფაქტორით ხსნის

ავსტრალიაში კოვიდვაქცინაციის ნელი ტემპის გამო, ქვეყნის პრემიერი ბოდიშს იხდის

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ნელი ტემპის გამო ბოდიშს იხდის. როგორც გამოცემ ავსტრალიაში ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 15%-ზე ნაკლები. ყოველდღიურად ავსტრალიაში 150 000- ზე ნაკლები ადამიანი იცრება, რითაც სხვა განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს ბევრად ჩამორჩება. „ბოდიში, რომ ჩვენ ვერ შევძელით იმ ნიშნულამდე მიღწევა, რომლის იმედიც გვქონდა მიმდინარე წლის დასაწყისში“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის განცხადებით, მიზანს – 2021 წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის სრულ ვაქცინაციას მიაღწევს, რადგან უახლოეს კვირებში ქვეყანაში Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მილიონობით დოზას ელოდებიან.

საქართველოში ამერიკის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ვაქცინა 24 ივლისს შემოვა

საქართველოში ამერიკის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ვაქცინა 24 ივლისს შემოვა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. მანამდე ეს ცნობა Facebook-ზე ექიმებმა გაავრცელეს. საქართველო ამერიკის მთავრობისგან საჩუქრად Pfizer-ის ნახევარ მილიონ დოზას მიიღებს

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის დირექტორი ჰოლოკოსტზე ხუმრობისთვის გაათავისუფლეს

BBC-ის ინფორმაციით, ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორი კენტარო კობაიაში გაათავისუფლეს. ტოკიო 2020-ის პრეზიდენტის სეიკო ჰაშიმოტოს ცნობით, კობაიაში წარსულში ჰოლოკოსტზე დამცინავი კომენტარების გამო გაათავისუფლეს. ჰაშიმოტოს თქმით, კობაიაშის სიტყვები "ისტორიის მტკივნეულ ფაქტებს" აბუჩად იგდებს. კენტარო კობაიაში კომიკოსი, მსახიობი და მანგაკაა ანუ კომიქსების მხატვარი. ცოტა ხნის წინ გავრცელდა 1990-იანი წლების საბავშვო გადაცემის ვიდეო, სადაც ის მეორე მსახიობს სთავაზობს "ჰოლოკოსტობანა ითამაშონ". მას 1998 წელს სატელევიზიო გასართობ გადაცემაში ჰოლოკოსტზე ხუმრობასა და დამცინავ კომენტარებში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც კობაიაშიმ თქვა იყო "მოდი ჰოლოკოსტობანა ვითამაშოთ". თანამდებობიდან გათავისუფლებას კობაიაში ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. ,,გასართობმა გადაცემებმა ადამიანებს უხერხულობა არ უნდა შეუქმნას. მესმის, რომ ჩემი ცუდად შერჩეული სიტყვები არასწორი იყო და ვნანობ". – ნათქვამია განცხადებაში. კობაიაში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე ერთი დღით ადრე გაათავისუფლეს. ცერემონია 23 ივლისს გაიმართება.

კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების გამო, YouTube-მა ბრაზილიის პრეზიდენტის ვიდეოები წაშალა

კომპანია Youtube-მა ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს ვიდეოები მისი პლატფორმიდან წაშალა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ბოლსონარუს ვიდეოები კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციულ ცნობებს შეიცავდა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან ქვეყნის პრეზიდენტი ,,ლოქდაუნის", ნიღბის ტარებისა და ვაქცინაციის წინააღმდეგია. როგორც YouTube-ის ადმინისტრაციაში ამბობენ, ბრაზილიის პრეზიდენტი ვირუსთან საბრძოლველად ნიღბების ტარების წინააღმდეგ გამოდის და რამდენიმე ნივთიერებას კორონავირუსის სამკურნალო ან პროფილაქტიკის საშუალებად ასახელებს. კომპანია აცხადებს, რომ არ დაუშვებს თავის პლატფორმაზე ისეთი ტიპის ვიდეოებს, რომლის შინაარსი ხელს უწყობს რომელიმე ნივთიერების წარმოჩენას, როგორც ეფექტური მკურნალობის საშუალებას. ასევე, კრძალავს ვიდეოებს, სადაც ნათქვამია, რომ ნიღბები ხელს არ უშლის ვირუსის გავრცელებას. გასულ წელს, პრეზიდენტის ვიდეოები Twitter-მა და Facebook-მაც წაშალეს.მიზეზი მაშინაც ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტების მხრიდან გაკეთებული რეკომენდაციების საწინააღმდეგო განცხადებები იყო. თუმცა პრეზიდენტის "YouTube" არხი განსაკუთრებით აქტიურია, რადგან მის ყოველკვირეულ მიმართვას ამ პლატფორმიდან ავრცელებს. Pfizer-ი: ბრაზილიის მთავრობამ ვაქცინის შესყიდვაზე ასზე მეტ წერილს არ უპასუხა

თენგიზ ცერცვაძე: 16 წლის ასაკიდან მოქალაქეების აცრა Pfizer-ის გარდა სხვა ვაქცინებით არ იგეგმება

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე 16 წლის ასაკიდან მოქალაქეების აცრა Pfizer-ის გარდა, სხვა ვაქცინების შემთხვევაში არ იგეგმება. მისივე თქმით, სამომავლოდ გამორიცხული არ არის, რომ კვლევების საფუძველზე 16 წლის და ზემოთ ასაკის მოქალაქეების აცრა დასაშვები იყოს სხვა ვაქცინების გამოყენების დროსაც. „არ იგეგმება, რადგან მსგავსი კვლევა არ ჩაუტარებიათ და ეს თეორიულადაც არ იგეგმება. ასეთი კვლევა ჩაატარა მხოლოდ Pfizer-მა. ახლო მომავალში არ იგეგმება, თორემ, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე თვეში სხვებიც ჩაატარებენ და ისინიც უსაფრთხო იქნება. მაგალითად, ჩინური ვაქცინა მოზრდილებში ყველაზე უსაფრთხოა და რატომ უნდა იყოს სახიფათო ბავშვებში. მაგრამ კვლევა არ ჩატარებულა, კვლევას თუ არ ჩაატარებ, არ გაქვს უფლება ბავშვებში გამოიყენო. Pfizer-მა კვლევა ჩაატარა, ის ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი კომპანიაა და ორშაბათიდან ჩვენთან იწყება 16 წლიდან აცრა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია 16 წლიდან იქნება შესაძლებელი

ჯეფ ბეზოსის კომპანიამ უკვე $100 მილიონის ღირებულების კოსმოსში სამოგზაურო ბილეთები გაყიდა

CNBC-ის ინფორმაციით, ჯეფ ბეზოსის აეროკოსმოსურმა კომპანიამ Blue Origin ხომალდ New Shepard-ის კოსმოსში მომავალ ფრენებზე 100 მილიონი დოლარის ღირებულების ბილეთები უკვე გაყიდა. მილიარდერის თქმით, კოსმოსში ფრენებზე მოთხოვნა „ძალიან, ძალიან მაღალია“, თუმცა ბეზოსი თითო ბილეთის ღირებულებას არ ამხელს. წელს Blue Origin-ი კიდევ ორი სამგზავრო ფრენის განხორციელებას გეგმავს. ცნობისთვის, 20 ივლისს Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა სუბორბიტალური კოსმოსური ფრენა ხომალდ New Shepard-ზე განახორციელა. ფრენა 11 წუთს გაგრძელდა. ბეზოსთან ერთად Blue Origin-ის ბორტზე იმყოფებოდნენ მისი ძმა მარკი, 82 წლის ქალი-ინსტრუქტორი უოლი ფანკი და 18 წლის სტუდენტი ოლივიე დაემენი. ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაფრინდა

ვახტანგ გომელაური: ძალიან დიდი ხანია, ძალოვან უწყებაში ვმუშაობ და არ მახსოვს ასეთი მასიური ძალადობა ჟურნალისტების მიმართ

რატომ დაიწყო ჟურნალისტების მიმართ აგრესია 5 ივლისს, ამ საკითხზე ისაუბრა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გადაცემაში „ღამის კურიერი“. გომელაურმა აღნიშნა, რომ ამაზე კითხვები თავადაც აქვს. მინისტრმა აღნიშნა, რომ „27 წელია ძალოვან უწყებაში მუშაობს და არც 90-იანი წლების მიტინგებზე ახსოვს, რომ ჟურნალისტებზე ასეთი ძალადობა განეხორციელებინოთ“. „ამაზე ჩვენც ბევრი კითხვა გვაქვს, სიმართლე გითხრათ. ძალიან დიდი ხანია, ვმუშაობ ძალოვან უწყებაში და არ მახსოვს, რომ ასეთი მასიური ძალადობა განხორციელებულიყო ჟურნალისტების მიმართ. ერთეული შემთხვევები ყოფილა, მაგრამ ასეთი მასიური არა. არც გვიფიქრია, სიმართლე რომ გითხრათ, არ მიყვარს მითებით და ტყუილებით საუბარი, ნამდვილად არ გვიფიქრია, რომ ასეთი რაღაც შეიძლება მომხდარიყო, რომ ჟურნალისტებზე აგრესია წამოსულიყო ან ერთი, ან მეორე მხრიდან“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შს მინისტრმა ასევე ისაუბრა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. „დიდ პატივს ვცემ ელჩების, დიპლომატიური კორპუსის აზრს. მე მათ შევხვდი. მნიშვნელოვანია მათი განცხადებები. ჩვენ ვნახეთ მათი განცხადება და მეორე დღესვე, რა კითხვებიც იყო, ამომწურავი პასუხი გავუგზავნეთ. ჩვენი უწყება ყოველთვის ღიაა, რომ მობრძანდნენ, რომ შევხვდეთ, კითხვებზე პასუხები გავცეთ და რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობის აღებას, ეს პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს ჩვენს გუნდს, იქიდან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ, პირველ რიგში, დაისაჯოს ყველა, ვინც ჩაიდინა ძალადობა ჟურნალისტებზე და არამარტო, ასევე პოლიციელებზე“, - განაცხადა გომელაურმა. მან პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. „თქვენ თუ გულისხმობთ ჩემს გადადგომას და თანამდებობის დატოვება-არ დატოვების თემას, გვყავს პრემიერი, პოლიტსაბჭო და არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მე უნდა დავტოვო თანამდებობა თუ არა, მე სწორად ვიმოქმედე თუ არა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ შემთხვევაში 5-6 ივლისის ფარგლებში, თუ არა. აქედან გამომდინარე, მოხდება უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, მე უნდა დავტოვო თანამდებობა თუ არა. თუ მიიღებს გუნდი გადაწყვეტილებას, რომ მე თანამდებობა უნდა დავტოვო, რა თქმა უნდა, გუნდის გადაწყვეტილებას დავემორჩილები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა „ღამის კურიერში“.

აშშ-მ კუბის მთავრობის წარმომადგენლებს პერსონალური სანქციები დაუწესა

აშშ-ის ადმინისტრაციამ კუბის მთავრობის წარმომადგენლებს პერსონალური სანქციები დაუწესა. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, აშშ-მა სანქციები კუბის თავდაცვის მინისტრსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანაყოფის ხელმძღვანელს დაუწესა. ,,მე ერთმნიშვნელოვნად ვგმობ მასობრივ დაკავებებსა და სასამართლო პროცესებს, რომელიც უსამართლოდ სჯის მათ, ვინც გაბედა სიტყვით გამოსვლა. კუბელ ხალხს აქვს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების ისეთივე უფლება, როგორც ყველა ხალხს. შეერთებული შტატები მამაცი კუბელების გვერდით დგას, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ კომუნისტური რეჟიმის რეპრესიებს დღეს ჩემი ადმინისტრაცია აწესებს ახალ სანქციებს კუბის რეჟიმის ელემენტებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დარბევაზე.. ეს მხოლოდ დასაწყისია - შეერთებული შტატები გააგრძელებს სანქციებს იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კუბელი ხალხის ჩაგვრაზე. კუბის რეჟიმის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ჩვენი მხარდაჭერა კუბელი ხალხის მიმართ ურყევია. ჩვენ განვიხილავთ ჩვენი ფულადი გზავნილების პოლიტიკას, რათა დავადგინოთ, თუ როგორ შეგვიძლია მაქსიმალურად გავზარდოთ კუბელი ხალხის მხარდაჭერა. ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ჩვენი საელჩოს ჰავანაში, რომ უზრუნველყოს საკონსულო მომსახურება კუბელებისთვის და გავაუმჯობესოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის შესაძლებლობა, ამასთან, ვიზრუნოთ კუბაში მყოფი ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხოებაზე", - განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, კუბაში საპროტესტო გამოსვლები 11 ივლისს დაიწყო. მოსახლეობის ნაწილი საკვების და მედიკამენტების დეფიციტს და მაღალ ფასებს, ასევე COVID-19-ის ეპიდემიის მართვის პროცესს აპროტესტებენ.

თენგიზ ცერცვაძე: ,,ლამბდა" მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის ახალი შტამია, ამბობენ, რომ ,,ინდურზე" არანაკლებ საშიშია

ამბობენ, რომ „ლამბდა“ შტამს აქვს განსხვავებული თვისებები და რიგ შემთხვევებში მიმდინარეობს უფრო მძიმედ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ლამბდა“ შტამი ჯერ მხოლოდ პერუშია გავრცელებული და მასზე კლინიკური კვლევები ჩატარებული არ არის. „ლამბდა შტამი სულ ახალია, პერუშია ჯერ მხოლოდ. საბედნიეროდ, ინდურისგან განსხვავებით, სხვაგან ჯერ არ გავრცელებულა. სადღაც გავრცელდა, მაგრამ არა ჩვენს სიახლოვეს. ამიტომ ჯერ მასზე ცნობები არ არის. რომ ნახონ, რომელი ვაქცინაა ეფექტური „ლამბდაზე“ ან ნებისმიერი სხვა ახალ შტამზე, მინიმუმ ორი კლინიკური კვლევა უნდა ჩატარდეს... ამბობენ, რომ საშიშია, ამბობენ, რომ ინდურზე არანაკლებ საშიშია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ვახტანგ გომელაური 5 ივლისის მოვლენებზე: ვმუშაობთ, რომ სრული სიმკაცრით დაისაჯონ, რათა სხვამ აღარც გაბედოს და აღარც კი გაიფრიქროს მსგავსი რამ

შს მინისტრი აცხადებს, რომ 5 ივლისის ძალადობაში მონაწილეები „მაქსიმალურად უნდა დაისაჯონ, რათა ხვალ იგივე არ განმეორდეს“. ამ საკითხზე ვახტანგ გომელაურმა გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის სულ 27 ადამიანია დაკავებული, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს რიცხვი გაიზრდება. „ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ეს ჩემთვისაც მიუღებელია და რა თქმა უნდა ვგმობ. აქედან გამომდინარე ვსაუბრობ, რომ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა ადამიანი დაისაჯოს, იყო ეს ორგანიზატორი თუ ის, ვინც მოუწოდებდა და ფიზიკურად უსწორდებოდა ჟურნალისტებს. ვმუშაობთ, რომ სრული სიმკაცრით დაისაჯონ, რათა სხვამ აღარც გაბედოს და აღარც კი გაიფრიქროს მსგავსი რამ. ჩვენი ქვეყნის მონაპოვარია თავისუფალი მედია და ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, 27 წელია ძალოვან უწყებაში ვმუშაობ და არც 90-იანი წლების მიტინგებზე მახსოვს, რომ ჟურნალისტებზე ასეთი ძალადობა განეხორციელებინოთ. ეს იყო კატასტროფა და ძალიან მძიმე ყველასთვის“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. ვახტანგ გომელაური: ძალიან დიდი ხანია, ძალოვან უწყებაში ვმუშაობ და არ მახსოვს ასეთი მასიური ძალადობა ჟურნალისტების მიმართ

იტალიაში 5 აგვისტოდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მხოლოდ ვაქცინირებული, ე.წ. მწვანე საშვის მქონე მოქალაქეები დაიშვებიან

The Guardian-ის ინფორმაციით, იტალიაში 5 აგვისტოდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მხოლოდ ვაქცინირებული, ე.წ. მწვანე საშვის მქონე მოქალაქეები დაიშვებიან. როგორც ცნობილია, იტალიამ Covid19-ის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი წლის ბოლომდე გაახანგრძლივა. 5 აგვისტოდან საზოგადოებრივი თავშეყრის ისეთ ადგილებში, როგორიცაა - სტადიონები, მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები, საგამოფენო სივრცეები, რესტორნები, საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები, დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინირებული, ე.წ. მწვანე საშვის მქონე პირები. ცნობისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ინფიცირების 5 057 ახალი შემთხვევა აღრიცხეს, უმეტესობა დელტა შტამით არის დაავადებული. ვირუსს 15 პაციენტი ემსხვერპლა.

Mercedes-ი 2030 წლიდან მთლიანად ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა

2030 წლისთვის გერმანული ავტოგიგანტი Mercedes-ი შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებს აღარ გამოუშვებს და ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა. როგორც ცნობილია, Mercedes-ის ყველა ახალი მოდელი ელექტროენერგიაზე უკვვე 2025 წლიდან იმუშავებს, თუმცა მომდევნო 5 წლის განმავლობაში ძველი მოდელების გამოშვება გაგრძელდება. გარდა ამისა, კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 8 ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს. ამისთვის Mercedes-ი 40 მილიარდ ევროს დახარჯავს. აღსანიშნავია, რომ Mercedes-ის გარდა, ელქტრომობილების წარმოებაზე გადადის კიდევ ერთი უმსხვილესი ავტოკონცერნი Audi. როგორც ხელმძღვანელმა მარკუს დიუზმანმა გერმანიაში გამართულ კლიმატისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, 2026 წლამდე შექმნილ ყველა მოდელს ელექტროძრავა ექნება. ცნობისთვის, Mercedes-Benz-ი გერმანული ავტოგიგანტის - „დაიმლერის ავტოკორპორაციის“ (Daimler AG) ლეგენდარული ბრენდია. ინოვაციების დაუოკებელი ძიების შედეგად Mercedes-Benz-ი იქცა მსოფლიოში პირველ საავტომობილო მარკად, ამ სამარკო ნიშნის ქვეშ იგულისხმება კომფორტიული, მდგრადი და ელეგანტური ავტომობილი. დღეისთვის Mercedes-Benz-ის სამარკო ნიშნის ქვეშ მზადდება ფართო არეალის და დანიშნულების ტრანსპორტი: სამგზავრო მსუბუქი ავტომობილები, სამგზავრო/სამხედრო მსუბუქი ყველგანმავალი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილები, ავტობუსები, მინი-ვენები და ა.შ. Audi მთლიანად ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა

დღეიდან ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს

დღეიდან 8 აგვისტოს ჩათვლით იაპონიის დედაქალაქი ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. უძველეს და ყველაზე პოპულარულ სპორტულ შეჯიბრებებში 206 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ეს იქნება მე-2 შემთხვევა ისტორიაში, როდესაც იაპონიის დედაქალაქში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართება, პირველად ამის პატივი ტოკიოს 1964 წელს ერგო. ოლიმპიადა 15:00 საათზე „ახალ ეროვნულ სტადიონზე“ გაიხსნება, ეს მოედანი 68 000 გულშემატკივრებს იტევს, თუმცა COVID-19-ის გამო დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იქნება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სპორტული აქტივობები ტოკიოს 42 მოედანზე გაიმართება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ტოკიო 2020-ზე საქართველო სპორტის 11 სახეობაში 35 ლიცენზიანტი ათლეტით იქნება წარმოდგენილი. უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს სახელით ჩოგბურთის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილიც იასპარეზებს. ოლიმპიური თამაშების ამ სპორტის სახეობაში შეჯიბრება 24 ივლისს დაიწყება და 1-ელ აგვისტოს დასრულდება. 24 ივლისს, ოლიმპიური თამაშების პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოდან იასპარეზებს ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი, მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, მოკრივე ესკერხან მადიევი და მოცურავე ირაკლი რევიშვილი. ტოკიო 2020 წინა წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ორგანიზატორებმა ტურნირის გადადება გადაწყვიტეს. მიუხედავად ამისა, ღონისძიებამ სახელი მაინც შეინარჩუნა. ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გულშემატკივრების გარეშე გაიმართება ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 35 სპორტსმენი წარადგენს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონს ლარს მიიღებს

ევროკავშირში 200 მილიონამდე ადამიანი უკვე სრულად ვაქცინირებულია

Guardian-ის ინფორმაციით, ევროკავშირში 200 მილიონამდე ადამიანი უკვე სრულად არის აცრილი COVID-19-ის ვირუსის წინააღმდეგ. მათივე ინფორმაციით, ეს ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტია, თუმცა მიზანს ზაფხულისთვის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია წარმოადგენდა. ამასთან, როგორც ევროკავშირში აცხადებენ, წევრმა სახელმწიფოებმა დონაციის სახით, ვაქცინის ჭარბი მარაგიდან, მხოლოდ მცირე წილი გაიღეს ღარიბი ქვეყნებისთვის.

ავსტრალიაში Pfizer-ის ვაქცინით 12-15 წლის ბავშვებს აცრიან

ავსტრალიის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ, გასცა ნებართვა, Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-და 15 წლამდე მოზარდებიც აცრან. როგორც ცნობილია, ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ვაქცინის გამოყენების დამტკიცებამდე მარეგულირებელმა მტკიცებულებები კარგად შეისწავლა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ავსტრალიაში ,,Pfizer-ით" 16 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ცრიდნენ. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 15%-ია. დაინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი მატების გამო ავსტრალიის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მკაცრ „ლოქდაუნშია“. ქვეყანაში, საერთო ჯამში, ინფიცირების 32 400 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 915 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსი 2 460 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 460 ადამიანს დაუდასტურდა, 1 082 გამოჯანმრთელდა, ხოლო 20ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 945 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 419 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 526 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 460 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 398 081-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.32 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.38 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.03 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 082 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 370 565-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 656 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 363 შემთხვევა, აჭარა - 240, იმერეთი - 196, ქვემო ქართლი - 139, შიდა ქართლი - 118, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 89, კახეთი - 181, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 834 საიდანაც 4 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 711, აჭარაში - 374, იმერეთში - 593. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 934 პირი, მათ შორის, თბილისში - 450, აჭარაში - 61, იმერეთში -205. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 205 პირი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 4, იმერეთში - 11. 1 487 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 831 - თბილისში, 464- აჭარაში. 5 567 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 50 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 10. სულ 6 ოქტომბრიდან - 22 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 972 მოქალაქე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 215 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 432, აჭარაში - 2 355, იმერეთში - 1 564.