ძებნის რეზულტატი:

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 2 500-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 616 ადამიანს დაუდასტურდა, 880 გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 ინფიცირებული გარდაცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 390 945 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 367 130, გარდაიცვალა 5 592 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 375 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 825 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 550 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 19 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.77% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.24%. ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევიდან 1557 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 205, იმერეთი - 191, ქვემო ქართლი - 117, შიდა ქართლი - 115, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 128, კახეთი - 152, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 18 197, საიდანაც: 4 495 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 667, აჭარაში - 279, იმერეთში - 536. მძიმე პაციენტი: 855, მათ შორის, თბილისში - 420, აჭარაში - 45, იმერეთში -197. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 183 პირი, მათგან თბილისში - 141, აჭარაში - 3, იმერეთში - 8. 1 120 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 759 - თბილისში, 334- აჭარაში. 12 582 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 19 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 963 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 720 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 694, პირი, აჭარაში - 1 685, იმერეთში - 1 399.

შსს-მ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინაარმდეგო აქციის დროს მოძალადე კიდევ 1 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი - 2000 წელს დაბადებული ი.წ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობთ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.წ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამავე ფაქტზე, სამართალდამცველებმა, 2 პირი დააკავეს - 14 ივლისს, 1988 წელს დაბადებული ვ.ბ., ხოლო 17 ივლისს 1997 წელს დაბადებული ნ.გ., ბრალდებულებმა „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. „5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 26 პირი, კერძოდ: •ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 22 პირი; • ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი; • 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

საქართველოში Sinovac-ის ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა შემოვიდა

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური Sinovac-ის ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა შემოვიდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. "გუშინ წინ შემოვიდა ჩინური ვაქცინა Sinovac-ის დამატებით ნახევარი მილიონი დოზა. მილიონ ნახევარი დოზა გვაქვს ადგილზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, დაწყებულია Pfizer-ის ვაქცინის მილიონი დოზის შემოტანა და ის ყოველ შაბათ-კვირას შემოვა. იგეგმება აშშ-ის მთავრობისგან ვაქცინების საჩუქრად გადმოცემაც. პრემიერმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. "აცრილებში დაინფიცირების ალბათობა არის ძალიან დაბალი და სიკვდილიანობა არის პრატიკულად განულებული. რამდნეიმე შემთხვევა შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში. ეს (ვაქინაცია) არის ერთადერთი პრაქტიკული დაცვა ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ჯანმრთელობის, ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი ოჯახის წევრების, შვილების, ამიტომ მე მინდა თხოვნით მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ გუშინ ჩავატარეთ 11 000 აცრა, რაც არ არის საკმარისი. თუ არ ავედით დღეში 20 000-30 000 აცრაზე, ძალიან გაგვიჭირდება ამ პროცესის მართვა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს

ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურა მოქალაქეებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციაში, რადგან, ეპიდვითარების გაუარესება ქვეყანას უდიდესი გამოწვევების წინაშე დააყენებს. "ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. მოგვიწევს დაკეტვა, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს და შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. ამიტომ, მინდა, წინასწარ, პრევენციული განცხადებები გავაკეთო. არ მინდა ეს მოხდეს. ამას დაემატება ის, რომ ქვეყანას დასჭირდება ვალის აღება. ეს ტვირთად დააწვება ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას და ძალიან გართულდება მდგომარეობა. ამიტომ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვაქვს ყველა რესურსი, ყველა საშუალება იმისთვის, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ. დაახლოებით, 2-3 თვეში შეგვეძლება, 1.5 მილიონი მოქალაქის აცრა. ესაა ჩვენი ამოცანა. მთავრობას ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს, გთხოვთ აიცერით. ძალიან მარტივია ამის გაკეთება. თუ ჩვენი მოქალაქეები მთავრობას არ დაუდგა მხარში, ჩვენ მარტო ვერაფერს გავწვდებით, ვერაფერს გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო ყველაფერი გავაკეთეთ. ვაქცინები არის ადგილზე. იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 2 500-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

ჯეფ ბეზოსი კოსმოსში დღეს გაფრინდება

Amazon-ის დამაარსებელი და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანიანი, მილიარდერი ჯეფ ბეზოსი კოსმოსში დღეს გაფრინდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მასთან ერთად კოსმოსში გაფრინდება მისი ძმა, მარკ ბეზოსი, 82 წლის პიონერი კოსმოსური რბოლაში, უოლი ფუნკი და 18 წლის სტუდენტი. ისინი გაფრინდებიან კოსმოსური ხომალდით, New Shepard-ით, რომელიც ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა შექმნა. "მე აღფრთოვანებული ვარ. ხალხი სულ მეკითხება, ვნერვიულობ თუ არა. სინამდვილეში არ ვნერვიულობ, ცნობისმოყვარე ვარ", - განაცხადა ბეზოსმა. ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში 18 წლის ოლივერ დაემენი გაემგზავრება

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს კლინიკაში დაუდასტურეს. როგორც ცნობლია, ჩვილი კორონავირუსის "დელტა" შტამით იყო ინფიცირებული და მართვით სუნთვაზე იმყოფებოდა. ის ციციშვილის კლინიკაში სოხუმის კლინიკიდან გადაიყვანეს. ამ დროისთვსის მძიმეა მესამე ჩვილის მდგომარეობაც. შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს კორონავირუსით კიდევ ერთი ჩვილი დაიღუპა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 616 ადამიანს დაუდასტურდა, 880 გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 ინფიცირებული გარდაცვალა. ივანე ჩხაიძე: კორონავირუსისგან ბავშვების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაციით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით 8 ადამიანი დააკავა

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით 8 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველა მათგანი: 1969 წელს დაბადებული პ. გ. (მეტსახელად „პალიკო“), 1980 წელს დაბადებული ზ. გ. (მეტსახელად „მუხო“), 1964 წელს დაბადებული ჯ. გ. (მეტსახელად „ჯამა“), 1995 წელს დაბადებული ვ. გ., 1983 წელს დაბადებული დ. დ., 1991 წელს დაბადებული დ. ა., 1983 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად „ლაპუხა“), 1963 წელს დაბადებული ა. ო. „ქურდული სამყაროს" წევრობის, „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არის დაკავებული. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს ბრალდებულ ა.ო.-სთან, პროცენტიან სესხთან დაკავშირებით, ფინანსური დავა წარმოექმნა. ა.ო., სადავო საკითხის „ქურდული წესების“ შესაბამისად, განხილვისა და დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებულის - დ.ა.-ს მეშვეობით დაუკავშირდა „ქურდული სამყაროს“ წევრებს, ასევე ბრალდებულებს. აღნიშნულმა პირებმა ა.ო.-ს საკუთარი მატერიალური სარგებლის მიღების სანაცვლოდ, დახმარება აღუთქვეს. ბრალდებულებმა 2021 წლის აპრილსა და მარტში, თბილისში, ერთ-ერთ უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ფინანსური დავის „ქურდული წესით“ გარჩევა მოაწყეს. დავის „ქურდული წესით“ გარჩევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დაზარალებული მოვალისგან - ა.ო.-სგან სადავო თანხას - 26 ათასი აშშ დოლარს ვერ მიიღებდა, რადგან მისი საქმიანობა „ქურდული სამყაროს“ წესებს არ შეესაბამებოდა“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი „ქურდული შეხვედრების“ ორგანიზებისთვის ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

20 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 368 179-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 132 207 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათში ვაქცინა 11 073-მა ადამიანმა გაიკეთა.

სემინარებსა და ტრენინგებზე დასასწრებად კორონავირუსის სწრაფი ტესტის ჩატარებაც საკმარისი იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სემინარებსა და ტრენინგებზე დასასწრებად ე.წ. სწრაფი ტესტის ჩატარებაც საკმარისი იქნება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ეს კეთდება იმისათვის, რომ ტრენინგები და სემინარები გაგრძელდეს და იყოს უსაფრთო. "სწრაფი ტესტებიც დაშვებულია. ტურიზმის ადმინისტრაციას სექტორთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში აქვს. შეიძლება რაღაცა დაზუსტდებას საჭიროებდეს, იმიტომ, რომ იცით, რომ უწყებათაშორისი საბჭო ისეთ ვითარებაში ვიღებთ გადაწყვეტილებას, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კომუნიკაცია იყოს სრული. ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ტრენინგები და სემინარები არ დაიკეტოს, არ აიკრძალოს და გაგრძელდეს, მაგრამ იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო. ჩვენ გავითვალისწინეთ ინდუსტრიის მოთხოვნა და სწრაფ ტესტებზეც არის საუბარი, არამარტო PCR-ზე. ეს უფრო მარტივს ხდის ამ რეგულაციის შესრულებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ბანაკის ტიპის შეკრებები იკრძალება, კონფერენციებზე, სპორტულ ტურნირებზე რეგულაციები წესდება

ჰანს კლუგე: ჯანმოს მიერ გადაუდებელი გამოყენებისთვის დამტკიცებული ყველა ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია COVID19-ის არსებული ვარიანტების წინააღმდეგ და დაავადების გართულებისგან იცავს

"ჯანმოს „საგანგებო სიტუაციაში გამოყენების დაშვების“ მქონე ყველა ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია COVID19-ის რთული ფორმებისა და არსებული ვარიანტების გავრცელების პრევენციის კუთხით", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა ჰანს ჰენრი კლუგემ განაცხადა. მის განცხადებას WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისი ავრცელებს. როგორც კლუგე აღნიშნავს, პანდემია შორსაა დასრულებიდან. მისი თქმით, " სიფრთხილე გვმართებს, რათა თავიდან ავირიდოთ ავად გახდომა, სიკვდილი და პანდემია მალე დავასრულოთ". ამასთანავე, კლუგეს განცხადებით, ვაქცინაციას უკვე აქვს დადებითი გავლენა. ის კიდევ უფრო შეამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს. ის მოსახლეობას მოუწოდებს, მოერიდონ დახურულ და ხალხმრავალ სიცვრეებს. "მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული დადგა, პანდემია შორსაა დასრულებიდან. პანდემიურმა დაღლილობამ გავლენა მოახდინა ჩვენს კოლექტიურ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ბუნებრივია, რომ ასეთი რთული პერიოდის შემდეგ ყველას დასვენება გვსურს. თუმცა, გასულ ზაფხულს იგივე სიტუაციაში ვიყავით. როდესაც მთელს რეგიონში შეზღუდვები ნაადრევად შემსუბუქდა, აღინიშნა კორონავირუსის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის კატასტროფული ზრდა, რამაც ისევ ლოქდაუნისკენ მოგვაბრუნა. ახლა, ჯანდაცვის სისტემებზე, სკოლაზე, საარსებო წყაროებზე, ეკონომიკებზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ერთწლიანი ზეწოლის შემდეგ, იგივე შეცდომის დაშვება არ შეგვიძლია. ევროპის რეგონში ვაქცინაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ვაქცინირებული, ამავდროულად კი ვრცელდება შეშფოთების გამომწვევი ძალიან გადამდები ვარიანტები. ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების შემსუბუქება, რაც იწვევს COVID-19-ის შემთხვევების ზრდას; მოსახლეობის იმ ფენებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები არ არის მაღალი, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველებს შორის, იზრდება ზეწოლა ჯანდაცვის სისტემებზე და ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. წელს, მიუხედავად იმისა, რომ გვინდა, რომ ზაფხულში მაქსიმალურად დავისვენოთ, სიფრთხილე გვმართებს, რათა თავიდან ავირიდოთ ავად გახდომა, სიკვდილი და პანდემია მალე დავასრულოთ. ამ მიზნის მისაღწევად, რამოდენიმე გზა არსებობს: პირველ რიგში - ეს არის ვაქცინა. მეორე, თუ მოგზაურობა გსურთ, დაფიქრდით მის საჭიროებაზე. თუ მაინც გადაწყვეტთ იმოგზაუროთ, გააკეთეთ ეს უსაფრთხოდ. უსაფრთხოდ მოგზაურობა ნიშნავს COVID-19–თან დაკავშირებული რისკების გაზომვას. სახლიდან გასვლის მომენტიდან დანიშნულების ადგილას მისვლამდე. ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი თავების რისკის მენეჯერები. რისკები უნდა შევაფასოთ და მივიღოთ უსაფრთხოების ზომები ყოველ ნაბიჯზე: დავიცვათ ფიზიკური დისტანცია, თავი ავარიდოთ ხალხმრავლობას და ვატაროთ პირბადე. მოერიდეთ დახურულ და ხალხმრავალ სიცვრეებს. შეხვდით ადამიანებს გარე სიცვრეებში, ან ღია და კარგად ვენტილირებულ სივრცეებში, ამით ვირუსის გავრცელებას შევამცირებთ. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რამდენად დავუშვებთ დიდი სპორტულ ღონისძიებები და ფესტივალები გახდნენ ვირუსის სუპერ გამავრცელებელი სივცრეები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომების დაცვით. ვაქცინაციას უკვე აქვს დადებითი გავლენა და კიდევ უფრო შეამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს და ჯანდაცვის სისტემებზე ზეწოლას. მიუხედავად ამისა, მილიონობით მეტი ვაქცინაა საჭირო რისკის ქვეშ მყოფი პირების ასაცრელად, რომელთა უმეტესობა ჯერ კიდევ ელოდება პირველ დოზას. ჯანდაცვის მუშაკებს, ასაკოვან ადამიანებს და მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ წვდომა უნდა ჰქონდეთ ვაქცინებზე, რათა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის გრძელვადიანი შემცირება მოხდეს. ამჟამად, ევროპის რეგიონში მოსახლეობის 41%-ია ერთი დოზით აცრილი, 29% კი - სრულად ვაქცინირებული. ეს მონაცემები ცხადჰყოფს, რომ პანდემია არ დასრულებულა, მათ შორის, არც იმ ქვეყნებში, რომლებმაც ვაქცინაციის მაღალ დონეს მიაღწიეს. რეგიონში ვაქცინების გადანაწილებაში უთანასწორობა რჩება ჩვენს უდიდეს გამოწვევად. უფრო გადამდები დელტა ვარიანტი იწვევს შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის ზრდას. შესაბამისად, აუცილებელია ჩვენს ხელთ არსებული საშუალებების გამოყენება, რათა თავიდან იქნას აცილებული ვირუსის გავცრცელება და ვიხსნათ ადამიანების სიცოცხლე, მოვახდინოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომების მორგება ადგილობრივი კონტექსტისთვის და სამართლიანი და სწრაფი ვაქცინაციის უზრუნველყოფა. WHO-ს „საგანგებო სიტუაციაში გამოყენების დაშვების“ (Emergency Use Listing) მქონე ყველა ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია კოვიდ-19-ის რთული ფორმებისა და არსებული ვარიანტების გავრცელების პრევენციის კუთხით. ხშირად მეკითხებიან, თუ როდის დასრულდება პანდემია. პასუხი მარტივია: ეს თქვენზეა დამოკიდებული. ეს ადამიანებისა და მთავრობების ხელშია. ჩვენ ვიცით რა არის ეფექტური პანდემიის წინააღმდეგ; ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები. არ დაკარგოთ იმედი. საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია, პანდემიის კონტროლქვეშ მოსაქცევად - და საბოლოოდ - მის დასასრულებლად. ჩვენ ბევრს გავუძელით, ახლა არ არის ყურადღების მოდუნების დრო", - განაცხადა WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა ჰანს ჰენრი კლუგემ.

ენტონი ბლინკენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტციხანოვსკაიას შეხვდა. ამის შესახებ ბლინკენმა Twitter-ში დაწერა. როგორც ბლინკენი წერს, შეხვედრაზე მხარეებმა ბელარუსში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები განიხილეს. "სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ვიქტორია ნულანდთან ერთად შევხვდი ბელორუსის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ციხანოვსკაიას. ჩვენ განვიხილეთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესაძლო გზები: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ყოვლისმომცველი დიალოგი და ახალი არჩევნები", - წერს ბლინკენი. თავის მხრივ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ აშშ-ს მოუწოდა, ბელარუსის დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისთვის დახმარების პაკეტი მიიღოს. გარდა ამისა, მან ოფიციალურ ვაშინგტონს ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების დახმარების გაფართოება სთხოვა. "მე მივმართე შეერთებულ შტატებს, განამტკიცონ დახმარება ჩვენი სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მოახდინონ ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა რეჟიმის მიმართ და მიმართოს რუსეთს, რომ კონსტრუქციული როლი ითამაშოს კრიზისის მოგვარებაში", - წერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას Twitter-ში.

ამირან გამყრელიძე: დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეებშიც დაწესდეს პირბადის ტარებასთან მიმართებაში რეგულაციები

"მოსახლეობა მოშვებულია, პირბადეს დახურულ სივრცეებშიც აღარ ატარებენ და დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეებშიც დაწესდეს პირბადესთან მიმართებაში რეგულაციები", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე იყო მსჯელობა და გარკვეული გამკაცრებები იქნება. "ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, დღეს იყო ამ საკითხზე მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოზე. ყველა ინდიკატორი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, მხედველობაში მაქვს ახალი შემთხვევების რაოდენობა, 100 ათას მოსახლეზე დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი გაუარესებულია. ჩვენ ვართ ახლა იმ დონეზე, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე, სადღაც 17 მაისს, ასევე დღევანდელი ეპიდსიტუაცია გახლავთ მსგავსი, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში, როცა ნოემბრის ბოლოს მივდიოდით პიკისკენ, ამიტომ, ეს საყურადღებოა. ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში. აქამდე ჯონ ჰოპკინსის რუკაზე ვიყავით ნარინჯისფერი, ახლა ვართ წითელ ზონაში. ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა. შესაბამისი ღონისძიენები უნდა მივიღოთ. საბჭოზე იყო მსჯელობა და რა თქმა უნდა, რიგი გამკაცრებები იქნება. პირველ რიგში, აღსრულებასთან მიმართებაში. მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებშიც აღარ მიმდინარეობს და დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეებშიც დაწესდეს პირბადესთან მიმართებაში რეგულაციები. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვიძლეოდით რეკომენდაციებს ღია სივრცეში, სადაც იკრიბება გარკვეული ადამიანები და არის კოლექტიური შეკრებები, აუცილებელი ყოფილიყო ნიღბის ტარება. დღეს ამის შესახებ გადაწყვეტილება არის და შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და შებამისი ცვლილებები შევა პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, ისეთ ღია სივრცეებში, სადაც ადამიანთა გარკვეული რაოდენობა შეიკრიბება. ამაზე დავალება მიეცა საკოორდინაციო შტაბს და შემუშავდება ეს რეკომენდაციები და მალე შევა განკარგულებაში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 2 500-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

პაატა იმნაძე: მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები

,,მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ,,არიან ადამიანები ვინც სხვის შეცდომებზე სწავლობენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლით, კიდევ ერთხელ ვამბობ, იღუპებიან ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები. მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები. კონკრეტული მაგალითების მოყვანაც შემიძლია, სამწუხაროდ ვერ დავასახელებ, ეს იქნება პირადი ინფორმაციის გავრცელება. ქელეხის შემდეგ მსხვერპლი შეწირეს გარდაცვლილს და კიდევ ერთი ადამიანი კორონათი დაიღუპა, ახლახანს მოხდა ერთ ერთ რაიონში," - განაცხადა იმნაძემ. ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 880 ადამიანი და გარდაიცვალა 26 ინფიცირებული.

ამირან გამყრელიძე: 5 ივლისამდე, ორჯერადად აცრილებში გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ გვქონდა, მიმდინარეობს კვლევა 2 შემთხვევაზე

ორჯერადად აცრილებში 5 ივლისამდე გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ გვქონდა. არაფერი დასამალი არ არის, მიმდინარეობს კვლევა 2 შემთხვევაზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბწოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ერთჯერადად აცრილებში გვაქვს 0.8% ინფიცირების შემთხვევა. გიდასტურებთ, რომ ერთჯერადად აცრილებში კოვიდით გარდაცვალების დღემდე 12 შემთხვევა გვაქვს, ხოლო არც ერთი შემთხვევა არ გვქონდა გარდაცვალება ორჯერადად აცრილებში ივლისის 5-მდე. გიდასტურებთ, რომ ორჯერადად აცრილ 2 ადამიანზე კვლევა მიმდინარეობს. კრიტერიუმებია, მაგალითად იყო, თუ არა აცრიდან 14 დღე გასული, არაფერი დასამალი არ არის, მიმდინარეობს კვლევა 2 შემთხვევაზე", - განაცხადა გამყრელიძემ. რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 2 500-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

კოვიდგადატანილი მოქალაქეების ვაქცინაციის პერიოდი მცირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდგადატანილი მოქალაქეები 120 დღის ნაცვლად, ვაქცინაციას 30 დღეში შეძლებენ. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, მინისტრის შესაბამის ბრძანებას მიმდინარე კვირაში მოეწერება ხელი. NCDC-ის ხელმძღვანელის განმარტებით, ამ წესის შეცვლა სამედიცინო პერსონალის აცრის მაჩვენებელს გაზრდის. მისივე ინფორმაციით, ექიმებში უფრო მეტია ვაქცინირებულ, ხოლო დამხმარე სამედიცინო პერსონალში აცრილთა რაოდენობა შედარებით ნაკლებია. „დღეს აცრილია 7 000 ექიმი, მომუშავე 18 000 ექიმიდან ანუ 30%. ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ სამედიცინო პერსონალი პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალდა - 65 000-დან 33% ინფიცირებული იყო. აცრა ინფიცირებიდან 120 დღის შემდეგ არის დაშვებული, მაგრამ ამ კვირაში ეს შეიცვლება და 30 დღემდე ჩამოვა, ამიტომ ყველას შეეძლება უფრო სწრაფად აცრა. მინისტრის ბრძანებას ხელი ამ კვირაში მოეწერება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია თუ გაუარესდება, უფრო მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დავაყენებთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიმართეს რეკომენდაციებით, რომელიც მათ შორის გულისხმობს გონივრულობის ფარგლებში შეზღუდვების დაწესებას. თუმცა, გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება თუ გაუარესდება, საკოორდინაციო საბჭოს უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესების რეკომენდაციითაც მიმართავენ. „დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ საკითხებში ყოველთვის უფრო რადიკალურია, ჩვენ წარვადგინეთ მთელი ნუსხა რეკომენდაციების, სადაც მთავარი არის ერთი მხრივ იმუნიზაციის და ვაქცინაციის პროცესის მაქსიმალურად ინტენსიფიცირება, მეტი აქტიურობა, რომ ავიცრათ, მორე მხრივ გონივრულობის ფარგლებში შეზღუდვების დაწესება, მაგრამ, ამავე დროს, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თუ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება და იქნება გაუარესების ტენდენცია, მაშინ ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი უფრო მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დავაყენებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 880 ადამიანი და გარდაიცვალა 26 ინფიცირებული. ამირან გამყრელიძე: დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეებშიც დაწესდეს პირბადის ტარებასთან მიმართებაში რეგულაციები

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მიმართავს, ჩაერთონ ვაქცინაციაში და დაიცვან რეგულაციები, რათა ქვეყანა შეზღუდვების ხელახლა დაწესების აუცილებლობის წინაშე არ დადგეს

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა, ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარება და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამის შესახბე ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 2600-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც საყურადღებო მაჩვენებელია. "მთავრობა სიტუაციას სრულად მართავს, თუმცა აუცილებელია ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად არ გაუარესდეს და ქვეყანა შეზღუდვების ხელახლა დაწესების აუცილებლობის წინაშე არ დადგეს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის უწყება ჰოსპიტალურ სექტორში დამატებითი საწოლების მობილიზაციის კუთხით დამატებით ნაბიჯებს გადადგამს. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მობილიზებული 5700-ზე მეტი საწოლიდან, თავისუფალია დაახლოებით 1300 ადგილი და ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება, ასევე, დეფიციტი არ არსებობს ბავშვთა საწოლფონდის კუთხით. საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა, რომელიც აქტიურად გრძელდება. აღინიშნა, რომ ქვეყანაში ჯამურად მობილიზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინების - Sinopharm-ის და Sinovac-ის ჯამში 1,5 მილიონი დოზა. ვაქცინაცია გრძელდება Astrazeneca-თი, ასევე - Pfizer-ის ვაქცინით, რომლის დამატებით დოზებს ქვეყანა უახლოეს დღეებში ელოდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო აქტიურად და სწრაფად წარმართვისთვის მოკლე ვადაში მომზადდება მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში. საბჭოს წევრებმა, ინტენსიური ვაქცინაციის პროცესის პარალელურად, ხაზი გაუსვეს დადგენილი რეგულაციების დაცვის აუცილებლობას, რათა თავიდან იყოს აცილებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. როგორც ცნობილია, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოა დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გაჩერებებზე, ბაზრობებსა და ხალხმრავალი შეკრების ადგილებში. 19 ივლისიდან ამოქმედდა მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რომლის თანახმად, ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე დაიშვებიან მხოლოდ სრულად ვაქცინირებული მონაწილეები, ან პირები, წინასწარი PCR თუ ანტიგენ-ტესტირების საფუძველზე; ასევე, აკრძალულია ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად; 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე. საბჭოს გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევა სავალდებულო ტესტირების რეგულაციის ნაწილში და სავალდებულო ტესტირებას აღარ დაექვემდებარებიან სრულად ვაქცინირებული პირები. ამასთანავე, მთავრობის დადგენილებით, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, კვლავ აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, სხვადასხვა სახის იუბილე და ა.შ", - ნათვვამა განცხადებაში. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 2 500-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

პაატა იმნაძე: დელტა შტამი აღმოჩნდა ისეთი, რომელზეც ყველა ვაქცინას ცოტა ნაკლები ეფექტურობა აქვს, მაგრამ ეს არ ეხება ლეტალობისგან დაცვას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ე.წ. ინდური შტამის მიმართ ყველა ვაქცინას შედარებით ნაკლები ეფექტურობა აქვს, თუმცა ადამიანს ლეტალური შედეგისგან ამ შემთხვევაშიც იცავს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციოს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გამოქვეყნებული კვლევებით, სამწუხაროდ, დელტა შტამი აღმოჩნდა ისეთი, რომელზეც ყველა ვაქცინას ცოტა ნაკლები ეფექტურობა აქვს, მაგრამ ეს არ ეხება ლეტალობისგან და რეანიმაციაში მოხვედრისგან დაცვას, იქ განსხვავება ძალიან მცირეა", - განაცხადა იმნაძემ.

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ხელახალი კენჭისყრა 22 ივლისს გაიმართება

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარმოდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს პარლამეტის პლენარულ სხდომაზე 22 ივლისს ხელახლა ეყრებათ კენჭი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილია გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი არიან გია ცაცაშვილის და ლელა ტალიურის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანმდებობაზე - თამარ სართანიას და მაია ზარიძის კანდიდატურები. 18 ივლისის პლენარულ სხდომაზე ჩატარებულმა კენჭისყრამ კანდიდატებს შორის გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი შეირჩა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

ერაყში ტერორისტმა თავი აიფეთქა - დაიღუპა მინიმუმ 35 ადამიანი, 60-ზე მეტი კი დაიჭრა

ეიდა-ალ-ადას ფესტივალის წინა დღეს, თვითმკვლელმა ტერორისტმა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში თავი აიფეთქა. შედეგად დაიღუპა მინიმუმ 35 ადამიანი, ათობით ადამიანი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორაციას Aljazeera ავრცელებს. ტერორისტმა თავი ერთ-ერთი ბაზრის ტერიტორიაზე აიფეთქა, სადაც ხალხი ფესტივალისთვის საჭირო პროდუქტს ყიდულებდა. "60-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა.. დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან ზოგიერთი დაჭრილის მფგომარეობა მძიმეა", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა. აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. დამწვარია მაღაზიები. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.