ძებნის რეზულტატი:

რევაზ ჩიკოიძე პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია

პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (+100 კგ) ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია. ფინალურ შეხვედრაში ის ირანელ მოჰამადრეზა ხეიროლაზადესთან იპონით დამარცხდა. ჩიკოიძემ ტოკიოში ასპარეზობა მეოთხედფინალიდან დაიწყო, სადაც იაპონელ კენტო მასაკის იპონით სძლია. ნახევარფინალში ჩიკოიძემ უზბეკი შირინ შარიფოვი ვაზარით დაამარცხა. ეს საქართველოსთვის ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე მესამე მედალია. მანამდე ვერცხლის მედლები პარამოფარიკავემ ნინა თიბილაშვილმა და პარაძიუდოისტმა ინა ქალდანმა მოიპოვეს.

13 კათხა ლუდი ჯარისკაცებისთვის - აშშ-ში ბარებმა ავღანეთში დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგეს

ჩრდილო-აღმოსავლეთ ოჰაიოს ბარებმა და რესტორნებმა ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულ 13 სამხედრო მოსამსახურეს პატივი მიაგეს. შტატის მასშტაბით, პარასკევს, სხვა და სხვა ბარებსა თუ რესტორნებში გამოჩნდა სიმბოლურად ცარიელი მაგიდები, რომლებზეც ლუდით სავსე 13 კათხა ელაგა. ამ ფორმით ობიექტების მფლობელებმა პატივის მიაგეს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს. როგორც ცნობილია, ცარიელ მაგიდებზე ასევე იყო წარწერებიც, რომელიც აღნიშავდა, რომ მაგიდა სიმბოლურად მათთვის, დაღუპული სამხედროებისთვის იყო განკუთვნილი. ცნობისთვის, „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც. ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს. ამავე თემაზე: აშშ-ის ცნობით, ავღანეთში, ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების ორგანიზატორი ლიკვიდირებულია თეთრი სახლი: ავღანეთიდან 105 000-მდე ადამიანია ევაკუირებული ამერიკელი სამხედროები ქაბულის აეროპორტს ტოვებენ ჯო ბაიდენი ქაბულის აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზატორებს: გიპოვით და პასუხს გაგებინებთ მედია: ქაბულის აეროპორტთან ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა

ავღანეთში ბრიტანეთის ელჩმა ქაბული ბრიტანელი ჯარისკაცების ბოლო თვითმფრინავის გაფრენის შემდეგ დატოვა

ავღანეთში ბრიტანეთის ელჩი სერ ლორი ბრისტოუ მას შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, რაც გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცების ბოლო თვითმფრინავი ქაბულიდან ბრიტანეთში დაეშვა. გაერთიანებული სამეფომ ავღანეთში 20 წლიანი სამხედრო მონაწილეობა ამით დაასრულა. 14 აგვისტოს შემდეგ, ბრიტანეთმა ავღანეთიდან 15 000 -ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ სერ ლორ ბრისტოუმ ავღანეთში მიმდნარე პროცესების მიუხედავად, უარი თქვა ქვეყნიდან წამოსვლაზე, ის ქაბულის აეროპორტში სავიზო საკითხების მოგვარებაში ეხმარება იმ ავღანელებს, რომლებიც ბრიტანელებთან თანამშრომლობდნენ და ქვეყნის დატოვება სურდათ. ამავე თემაზე: დიდი ბრიტანეთი ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციას დღეს დაასრულებს ბრიტანეთის ელჩმა ქაბულის დატოვებაზე უარი თქვა. ლორი ბრისტოუ სულ მცირე 6 000 ადამიანს სავიზო საკითხების მოგვარებაში დაეხმარება

ირაკლი ღარიბაშვილმა პარაოლიმპიადაზე გამარჯვებულებს ვერცხლის მედლები მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ პარალიმპიურ სპორტსმენებს, რევაზ ჩიკოიძესა და ინა ქალდანს ვერცხლის მედლების მოპოვება მიულოცა. “კიდევ ორი მედალი ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე! ინა ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მორიგი წარმატება მოუპოვეს საქართველოს. ინა პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ოლიმპიადებისა და პარალიმპიადების ისტორიაში საჭიდაო სახეობების ფინალში გასვლა მოახერხა. ვულოცავ ინას, რევაზს და მათ ყველა გულშემატკივარს!”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში. ცნობისთვის, პარაძიუდოისტმ რევაზ ჩიკოიძემ და პარაძიუდოისტმა ინა ქალდანმა ტოკიოსპარაოლიმპიადაზზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

აშშ-ის სანაპიროს ქარიშხალი „იდა“ უახლოვდება

ქარიშხალი „იდა“ მეოთხე კატეგორიამდე გაძლიერდა და აშშ-ის სანაპიროს უახლოვდება. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 200 კილომეტრს აჭარბებს. ქარიშხლის საშიშროების გამო, ათასობით ადამიანი სანაპირო ზოლს ტოვებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი წვიმის და მოქცევის გამო, ქარიშხალმა ლუიზიანას სანაპიროს შესაძლოა, დიდი ზარალი მიაყენოს. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ქარიშხალი ძალიან სახიფათო ხდება. ბაიდენი უკვე ესაუბრა რამდენი შტატის გუბერნატორს. ტეხასსა და ლუიზიანაში დამატებითი ჯგუფები გაგზავნეს.

ისრაელის სამხედრო ავიაციამ არაბული ანკლავი დაბომბა

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ცეცხლმოკიდებული საჰაერო ბურთების გაშვების შემდეგ, ისრაელის სამხედრო ავიაციამ არაბული ანკლავი დაბომბა. გავრცელებული ცნობით, ისრაელის სამიზნე რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ ობიექტები გახდა. მანამდე, სასაზღვრო ზონაში პალესტინელებმა საპროტესტო აქციები გამართეს და საბურავები დაწვეს. პალესტინურმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ისრაელის წინააღმდეგ აქციები განახლდება. ისრაელის პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად 11 პალესტინელი დაშავდა.

ამირან გამყრელიძე: ივლისთან შედარებით ვაქცინაციის ტემპი დაახლოებით სამნახევარჯერ არის მომატებული

ივლისთან შედარებით ვაქცინაციის ტემპი დაახლოებით სამნახევარჯერ არის მომატებული,- ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. „ვაქცინაცია აგვისტოში საკმაოდ კარგი ტემპით მიმდინარეობს. გასაგებია, რომ უფრო მეტი გვინდა, მაგრამ ივლისთან შედარებით ვაქცინაციის ტემპი დაახლოებით სამნახევარჯერ არის მომატებული. თვიური მაჩვენებელი არის 23 000 აცრა დღეში და ბოლო 1 კვირის განმავლობაში ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 26000-მდე. გვინდა, რომ იყოს 30-35 ათასი დღეში, 40-იც - იმიტომ რომ გამტარუნარიანობა ჩვენს ქვეყანას აქვს და ვაქცინების მარაგიც საკმარისია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 669 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 6 177 პაციენტი, 76 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 20 678-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 145 925 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 374 870, ხოლო ერთი დოზით აცრილთა რაოდენობა 771 055 შეადგენს.

მსოფლიო პატრიარქი: ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრან, შიში აბსურდული და უსამართლოა

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე მოქალაქეებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრისკენ მოუწოდებს. კონსტანტინოპოლის პატრიარქის განცხადებით, ზოგიერთი ადამიანის მიერ გამოხატული შიში ვაქცინებისადმი „სრულად აბსურდული და უსამართლოა“. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ აიცრან, რათა თავიდან იქნას აცილებული სერიოზული საფრთხეები, რაც მათ სიკვდილამდე მიიყვანს. ჩვენ, როგორც ეკლესია, როგორც რელიგია, განსაკუთრებით მსოფლიო საპატრიარქო, პატივს ვცემთ მეცნიერებას, მეცნიერების წარმომადგენლებს, მეცნიერების აღმოჩენებსა და მათ ჩვენს ცხოვრებას ვუსაბამებთ“, - განაცხადა პატრიარქმა ბართლომემ „მეგასთან“ ინტერვიუში. რაც შეეხება პანდემიის უარმყოფელებსა და ვაქცინების მოწინააღმდეგეებს, პატრიარქმა ბართლომემ თქვა, რომ „ისინი არ ფიქრობენ სწორად, არ ფიქრობენ ლოგიკურად და უსამართლოდ ექცევიან საკუთარ თავს, თავიანთ ახლობლებს, რადგან მათ შეუძლიათ, კორონავირუსი გადასცენ თავიანთ თანამოძმეებს ამის გაცნობიერების გარეშე, რაც დიდი საფრთხეა“. ცნობისთვის, მსოფლიო პატრიარი ბართოლმე თავად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იანვარში აიცრა.

ავღანეთის დატოვება 2 000-ზე მეტ ჟურნალისტს სურს

„ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციამ“ (IFJ) ავღანელი კოლეგებისგან ქვეყნიდან ევაკუაციაში დახმარების თხოვნით 2000-ზე მეტი განაცხადი მიიღო, მას შემდეგ რაც ავღანეთზე კონტროლი რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ხელში გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო ავრცელებს. მისი ცნობით, „ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციამ“ უკვე მიმართა „თალიბანის“ ხელმძღვანელობას ჟურნალისტების უსაფრთხო ევაკუაციის ორგანიზების თხოვნით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. „მივმართეთ სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის ესპანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, საფრანგეთს, მექსიკას, იტალიას, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, კანადასა და აშშ-ს, რათა ვიზების გაცემაში და ევაკუაციაში დაგვეხმარონ, თუმცა არცერთი ქვეყანა არაა მზად, 10-15 ჟურნალისტზე მეტი მიიღოს. ჩვენთან განაცხადები ყოველდღე შემოდის, ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვი მუდმივად იზრდება“, - განაცხადა IFJ-ის გენერალური მდივნის მოადგილემ, ჯერემი ჯირმა. ცნობისთვის, „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს.

ამირან გამყრელიძე ეპიდვითარებაზე: პიკს გადავდივართ და ალბათ დავეშვებით ქვემოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნულის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების აქტიურ ფაზაში მოსახლეობა თუ არ მოერიდება სოციალურ ღონისძიებებს, შესაძლოა, საკოორდინაციო საბჭომ დამატებით შეზღუდვებზე იფიქროს. ამის შესახებ მან ,,კურიერთან" საუბრისას განაცხადა. "ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნიშანია, ჩვენ ეს მეოთხე ტალღა გადავიარეთ, მაგრამ ჩვენ არავითარ თვითდამშვიდებას არ უნდა მივეცეთ. ანუ, მოკლედ რომ გითხრათ, პიკს გადავდივართ და ალბათ უკვე დავეშვებით თანდათან ქვემოთ, თუ რამე სერიოზული ბუსტერი არ გაჩნდა ქვეყანაში. თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ, რომ სერიოზული მდგომარეობაა და ყველამ ვატაროთ ყველგან პირბადე. ამდენს ვსაუბრობთ რომ გვქონდა 50% და იყოს 75%, და კიდევ უფრო მეტი, პირიქით, უფრო უგულებელვყოფთ ამ ყველაზე ძლიერ დამცველ საშუალებას და 50%-ს დაბლა ჩამოდის პირბადის ტარების მაჩვენებელი,"-აცხადებს გამყრელიძე. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 669 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 6 177 პაციენტი, 76 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 20 678-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 145 925 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 374 870, ხოლო ერთი დოზით აცრილთა რაოდენობა 771 055 შეადგენს.

ჯო ბაიდენი დელავერში, სამხედრო ბაზაზე ჩავიდა, სადაც ამერიკელი ჯარისკაცების ცხედრები გადაასვენეს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი დელავერში მდებარე სამხედრო ბაზაზე ჩავიდნენ. მათ პატივი მიაგეს ქაბულიდან ევაკუაციისას მიმხდარი ტერაქტის დროს დაღუპული 13 ამერიკელი სამხედროს ხსოვნას და დაღუპულების ოჯახების წევრებს შეხვდნენ. მანამდე, დელავერის ბაზაზე დაღუპულთა ცხედრები გადაასვენეს. ქაბულის აეროპორტთან, "ისლამური სახელმწიფოს" თვითმკვლელის მიერ განხორციელებული ტერაქტის დროს, სამოქალაქო პირების გარდა, 13 ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპა. ისინი ქაბულის აეროპორტს იმ საჰაერო ხომალდის საშუალებით იცავდნენ, რომელმაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით 114,400 ადამიანი გამოიყვანა ადგილიდან. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთის დედაქალაქში სამხედრო შეტევა განახორციელეს და ისლამური სახელმწიფოს ლიდერების ლიკვიდირება მოახერხეს.

იტალიაში კოვიდვაქცინის გაკეთებას ზღვის სანაპიროზეც შეძლებენ

იტალიაში, ბრინდიზში ზღვის სანაპირო ზოლში სპეციალური ავტომობილების საშუალებით დამსვენებლებს, ტურისტებს და ადგილობრივ მოსახლეობას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეუძლიათ. სისხლის დონაციისთვის განკუთვნილი სპეციალური ავტომობილი ვაქცინაციის მობილურ ჰაბად გადაკეთდა და ვაქცინაციის მსურველ დამსვენებლებს, ტურისტებს თუ ადგილობრივ მოსახლეობას, ბრინდიზის ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლები, ზღვის სანაპირო ზოლშივე სთავაზობენ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრას. სკოლების გახსნის თარიღის მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო მეტი მშობელი იღებს გადაწყვეტილებას შვილების აცრის შესახებ. ამ სერვისის წყალობით უამრავმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის დოზა მათთვის კომფორტულ გარემოში.

ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტებში სწავლის უფლება ექნებათ

ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტებში სწავლის უფლება ექნებათ. ამის შესახებ AFP წერს. თუმცა, როგორც „თალიბანის“ მიერ დანიშნულმა უმაღლესი განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, აბდულა ბაკი ჰაკანიმ აღნიშნა, ქალები და კაცები სხვადასხვა კლასში ისწავლიან. ჰაკანის თქმით, გოგოები და ბიჭები ერთად ვერ სკოლებში ისწავლიან. მან აღნიშნა, რომ ქალებს განათლების უფლება აქვთ და „თალიბანი“ მათ ამისთვის „უსაფრთხო გარემოს“ შესთავაზებს. ჰაკანიმ ასევე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტები მალე გაიხსნება, პედაგოგებს კი ხელფასს გადაუხდიან. ცნობისთვის, „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს. ამავე თემაზე: ავღანეთში მუსიკა ისევ აკრძალული იქნება ავღანელი გუბერნატორი ქალი, რომელიც "თალიბანის" წინააღმდეგ იბრძოდა, დაჯგუფებამ დააკავა 21 სახელმწიფო ავღანეთში ქალებისა და გოგოების მდგომარეობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს როგორ ცხოვრობდა ავღანეთი თალიბანამდე - 70-იანი წლების ფოტოები

ემანუელ მაკრონი: ჩვენ დავრჩებით ერაყში ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით ერაყში იმყოფება. მაკრონი ომისგან დაზარალებულ ქალაქ მოსულში ჩავიდა, სადაც ქრისტიანული ტაძარი და ალ-ნურის აღდგენილი მეჩეთი მოინახულა. მაკრონის განცხადებით, ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობის განახლების საგანგაშო ნიშნები ჩანს. მან ერაყის რელიგიურ საზოგადოებებს მოუწოდა, ქვეყნის აღსადგენად ერთად იმუშაონ. „ერაყისა და ქურთისტანის მომავალი, რომელიც მისი ნაწილია, რეგიონის, ევროპის, საფრანგეთის უსაფრთხოება დამოკიდებულია ამ ბრძოლის შედეგზე“, - განაცხადა მაკრონმა. მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რა არჩევანს გააკეთებენ ამერიკელები, საფრანგეთი დარჩება ერაყში ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ,,მნიშვნელობა არ აქვს, რა არჩევანს გააკეთებენ ამერიკელები, ჩვენ დავრჩებით ერაყში ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მან მოსულში საფრანგეთის საკონსულოს და ფრანგული სკოლების დაბრუნების პირობა დადო.

ქარიშხალი ,,იდას" გამო, ჯო ბაიდენმა ლუიზიანას შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა

აშშ-ის შტატ ლუიზიანას ქარიშხალი „იდა“ დაატყდა თავს. სტიქიამ მეწყრული ზონების გააქტიურება გამოიწვია. აშშ-ის „ქარიშხლის ეროვნული ცენტრის“ ინფორმაციით, ქარიშხლის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 240 კილომეტრს აღწევს. ამ დროისთვის 285 000 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ლუიზიანის შტატის გუბერნატორის, ჯონ ბელ ედვარდსის განცხადებით, ეს შესაძლოა, იყოს ყველაზე დიდი ქარიშხალი, რომელიც შტატს 1850 წლის შემდეგ დაატყდა თავს. „იდა“ მექსიკის ყურის თბილი წყლების თავზე გაძლიერდა. ქარიშხალ „იდას“ მეოთხე კატეგორია მიანიჭეს, რომელმაც სახლებსა და ელექტროგადამცემ ხაზებს პრობლემები შეუქმნა. ქარიშხალი „იდა“ ქარიშხალ „კატრინას“ 16 წლისთავზე გამოჩნდა, რომელმაც მაშინ 1 800-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლუიზიანას შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე კვირა დასჭირდება ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დენის მიწოდების აღდგენას. ამავე თემაზე: აშშ-ის სანაპიროს ქარიშხალი „იდა“ უახლოვდება

ქაბულის აეროპორტზე სარაკეტო იერიში განხორციელდა

ქაბულის აეროპორტზე სარაკეტო იერიში განხორციელდა, რომელიც ამერიკული სახმელეთო კონტინგენტის დასაცავად განთავსებულმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ მოიგერია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ცნობისათვის, 26 აგვისტოს მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აფეთქებას სამოქალაქო პირების გარდა, ამერიკელი სამხედროებიც ემსხვერპლნენ. 29 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დელავერში, სამხედრო ბაზაზე ჩავიდა, სადაც ამერიკელი ჯარისკაცების ცხედრები გადაასვენეს.

ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ სექტემბერს შეხვდებიან

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვედრა პირველ სექტემბერს შედგება. თავდაპირველად, უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა 30 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრის თარიღმა საბოლოოდ 2 დღით გადაიწია. თეთრი სახლის ინფორმაციით, შტატების ლიდერი უკრაინელ კოლეგას ოთხშაბათს თეთრ სახლში შეხვდება, თარიღის ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ ბაიდენი დაკავებულია აშშ-ში ქარიშხალ „იდას“ შედეგების გამკლავებისა და ავღანეთიდან აშშ -ის ძალების გაყვანის პროცესების კონტროლით. "ეს ვიზიტი დაადასტურებს შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის აგრესიის ფონზე", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ლიდერები ასევე განიხილავენ ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხს და თეთრი სახლის მხარდაჭერას კორუფციის დაძლევასა და რეფორმის დღის წესრიგის განსახორციელებაში პრეზიდენტ ზელენსკის ძალისხმევის მიმართ. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში 7 ივნისს გამართული სატელეფონო საუბრისას მოიწვია. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას 30 აგვისტოს შეხვდება ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმიერ ზელენსკის შეხვედრა ერთი დღით გადაიდო

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 915 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 78

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 915 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 929 პაციენტი, 78 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 411 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 305 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 106 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 915 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 545 033-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.94%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 10.44% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 10.04%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 929 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 488 661. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 329 ინფიცირებული ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 915 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 727 შემთხვევა, აჭარა - 247, იმერეთი - 180, ქვემო ქართლი - 88, შიდა ქართლი - 140, გურია - 72, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 171, კახეთი - 174, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 017 საიდანაც: 7 660 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 284, აჭარაში - 1 012, იმერეთში - 1 178. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 660, მათ შორის, თბილისში - 713, აჭარაში - 171, იმერეთში - 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი, მათგან თბილისში - 226, აჭარაში - 42, იმერეთში - 25. 2 864 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 293 - თბილისში, 1 026 - აჭარაში. 38 493 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 103 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 101, ხოლო აჭარაში - 2. სულ 6 ოქტომბრიდან - 29 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 109 მოქალაქე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 572 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 25 398, აჭარაში - 6 221, იმერეთში - 3 998.

აშშ-ში Pfizer-ის ვაქცინა ბავშვებისთვის შესაძლოა, ზამთრის დასაწყისში დამტკიცდეს

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა ბავშვებისთვის შესაძლოა, ზამთრის დასაწყისში დამტკიცდეს. ამის შესახებ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) ყოფილმა კომისარმა სკოტ გოთლიბმა განაცხადა. გოთლიბი ახლა Pfizer-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. მისი ინფორმაციით, კომპანია ამ მოთხოვნით განაცხადს სავარაუდოდ, ოქტომბერში შეიტანს. ამჟამად, Pfizer-ის ვაქცინა ნებადართულია 12 -დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. Moderna-ს და Johnson & Johnson-ის ვაქცინები ნებადართულია მხოლოდ 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის.

პრემიერი: სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი უნდა იყოს აცრილი. 1 მილიონს სავარაუდოდ, გადატანილი ექნება ვირუსი

„ვაქცინების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება იხსნება, თუმცა უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ერთადერთი გამოსავალია აცრა და პირბადის ტარება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ბოლო დღეების განმავლობაში სიტუაცია დასტაბილურდა, თუმცა არ უნდა მოვეშვათ. ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მუშაობს. არცერთი მოქალაქე არ უნდა დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე. მთავარი ამოსავალია აცრები და ვაქცინაციისკენ ყველას უნდა მოვუწოდოთ. სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი უნდა იყოს აცრილი. 1 მილიონს სავარაუდოდ, გადატანილი ექნება ვირუსი, ოქტომბრიდან კი, ყველა პროგნოზით დამშვიდდება სიტუაცია. აცრების პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს, უნდა გაფართოვდეს ეს პროცესი და რეგიონები მოვიცვათ. ასევე მნიშვნელოვანია ჯარის ჩართულობა, რეგიონებში დადიან და სოფლად ცრიან მოსახლეობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.