ძებნის რეზულტატი:
კახა კუჭავა ავსტრიაში ვიზიტს იწყებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ვიზიტით ვენაში იმყოფება, სადაც პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროპული ქვეყნების პარლამენტების სპიკერებთან საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია იქნება, ხოლო აზიური და აფრიკული ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან კახა კუჭავა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე, საპარლამენტთაშორისო და სავაჭრო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე გაამახვილებს ყურადღებას. „დაგეგმილია შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან. მასთან ვისაუბრებთ მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე და ასევე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის აქტიურ მონაწილეობაზე. სპიკერების კონფერენცია 4 წელიწადში ერთხელ იმართება, შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა, რომელსაც ვიყენებთ იმისთვის, რომ შევხვდეთ სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ. ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩებთან გამართავს შეხვედრას. „შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოში არსებული მდგომარეობა, ზოგადად, ოკუპაციის, კოვიდ პანდემიის ფონზე, მაგრამ რაც მთავარია, ის პროცესები, ის რეფორმები, რომლებსაც საქართველო, ამ ორი მნიშვნელოვანი გამოწვევის ფონზე ახორციელებს“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
უკრაინამ აშშ-ს თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა შესთავაზა
უკრაინამ შეერთებულ შტატებს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა შესთავაზა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმად მიტრო კულებამ განაცხადა. ინფორმაციას Deutshe Welle ავრცელებს. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს დამატებითი რესურსების მოზიდვას, რაც კიევის თავდაცვას მოხმარდება. "ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ამერიკელებს. ეს არის თავისუფალი სავაჭრო ზონა უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის, რადგან ჩვენ გვინდა ჩვენი ეკონომიკის გაძლიერება", - აღნიშნა კულებამ. მინისტრის თქმით, ეს ნაბიჯი შესაძლებელს გახდის საჭირო ფინანსური რეზერვების მოზიდვას. "ომს სჭირდება ფული და საჭიროა ამ ფულის გამომუშავება", -განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ჯანდაცვის მინისტრი საკლასო ოთახებში სწავლის დაწყებას ოქტომბერში ვარაუდობს
"ეპიდემია უკან იხევს და მტკიცედ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწავლის დაწყება კლასებში დასახელებული თარიღიდან შესაძლებელი იქნება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა. "მტკიცედ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწავლის დაწყება საკლასო ოთახებში შესაძლებელი იქნება დასახელებული თარიღიდან. რაც შეეხება პედაგოგების ვაქცინაციას, არის თუ არა 80% აცრილი, გვაქვს პედაგოგების სია, სკოლებისა და რეგიონების ჭრილში. აქედან გამომდინარე, ამის კონტროლი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე, ხორციელდება მონიტორინგი და ყოველდღიური კომუნიკაცია იმ პედაგოგებთან, რომლებიც უნდა აიცრან", - აღნიშნა ტიკარაძემ. მინისტრმა რეგიონების ჭრილში პედაგოგთა ვაქცინაციის გრადაციის მაჩვენებლები დაასახელა. "ქვემო ქართლი, სამცხე და კახეთი წითელ ზონაშია, ვინაიდან აქ 20%-ზე ნაკლებია ზოგად პოპულაციაში ვაქცინირებულთა რაოდენობა. საჭიროა ამ რეგიონებში მეტი აქტივობა და წახალისება. სამინისტრო საკმაოდ აქტიურად მართავს ადგილზე შეხვედრებს. მწვანე ზონაშია თბილისი, რაჭა და აჭარა. დანარჩენი რეგიონები სულ ცოტათი უსწრებენ კახეთს და ცოტათი ჩამორჩებიან მწვანე რეგიონებს", - განაცხადა ტიკარაძემ. ამავე თემაზე: საქართველოში კორონავირუსი 1 965 ადამიანს დაუდასტურდა, 50 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა . სწავლა დისტანციურად განახლდება
უშბაზე დაკარგულ უცხოელ ტურისტებს ეძებენ
სვანეთში, მწვერვალ უშბაზე დაკარგულ უცხოელ ტურისტებს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. Europetime-ის ინფორმაციით, დაკარგულია ორი ადამიანი. ძებნის პროცესში ჩართულია ვერტმფრენი. უამინდობის გამო, მწვერვალზე სამძებრო ღონისძიებები გართულებულია.
აზერბაიჯანი 16-18 წლის მოქალაქეების ვაქცინაციას იწყებს
აზერბაიჯანი 16-18 წლის მოქალაქეების ვაქცინაციას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, 16-18 წლის მოქალაქეებს (გამონაკლისის გარდა) Pfizer-ის ვაქცინით აცრიან. გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინაციას ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალ იმ პირებს შესთავაზებენ, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ ან საზღვარგარეთ სწავლობენ. 16-18 წლის მოზარდების ვაქცინაციითვის საჭიროა ორივე მშობლის, ან ერთ-ერთი მშობლის წერილობითი თანხმობა, სადაც მითითებული იქნება ვაქცინაციის მიზეზი.
დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტის მეორე საშემოდგომო სესია გაიხსნა
საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, სექტემბრის პირველ სამშაბათს, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. სხდომის დასაწყისში, სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, კოლეგებს 7 სექტემბერს, 12.00 საათიდან, პლენარული სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას ბრძანება გააცნო. 2 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, დღევანდელი პლენარული სხდომის შემდეგ, პლენარული სხდომები არჩევნებამდე აღარ გაიმართება.
13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება
13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. როგორც გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ყველა არსებული შეზღუდვა, ძალაში რჩება.
საქართველოში ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება
"ორშაბათიდან, ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება", - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია, ყოველდღიურად, გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებულებისთვის. "ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს. ლატარია, ყოველდღიურ რეჟიმში, წლის ბოლომდე გათამაშდება. ყოველდღიური გათამაშების გარდა, იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშებაც. ცხადია იქნება სხვადასხვა ფონდი, 500 ლარი გათამაშდება ყოველდღიურად, ყოველკვიერულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარის ოდენებოს ჯილდო. შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლო იქნება და მისი საპრიზო ფონდი იქნება 100 000 ლარი", - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.
სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება
სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სპორტული ღონისძიებების ყველა მონაწილე აცრილი უნდა იყოს ან ტესტი უნდა ჰქონდეს ჩატარებული. „მიღებულია გადაწყვეტილება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების ჩატარების შესახებ. შეჯიბრებები ჩატარდება მაყურებლის გარეშე. ყველა მონაწილე უნდა იყოს ან აცრილი, ან უნდა ჰქონდეს 72 საათიანი PCR ტესტი ან 24 საათის მანძილზე მოქმედი ანტიგენის ტესტი“,-განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
თამარ გაბუნია: მიმდინარეობს მსჯელობა 12-დან 16 წლამდე იმ მოზარდების ვაქცინაციაზე, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ
საქართველო 12-დან 16 წლამდე ასაკის იმ მოზარდების ვაქცინაციას განიხილავს, რომელთაც რაიმე თანმხლები დაავადება აქვთ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მყარი პოზიცია. „ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჯგუფი იყო 12-დან 16 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი. ჩვენი ექსპერტების ჯგუფი განიხილავს ამ ეტაპზე იმ ბავშვების ვაქცინაციის ხელშეწყობას ამ ასაკობრივ ჯგუფში, რომელთაც ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა აქვთ, რაც ამძიმებს გამოსავალს კოვიდინფექციის შემთხვევაში. მაგალითად, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა ჩაატარა რისკის და სარგებლის ანალიზი, დასკვნა ჰქონდათ, რომ ჯანმრთელ ბავშვებში 12-დან 16 წლამდე კოვიდი არ ქმნის იმგვარ რისკებს, რომ ვაქცინაციის სარგებელი იყოს ძალიან მაღალი. აქედან გამომდინარე მათი დასკვნა დადებითია იმ ბავშვებთან მიმართებით, ვისაც აქვს რაიმე თანმხლები დაავადებები და მათ აცრიან. ამ მიმართულებით ვმსჯელობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იყოს მყარი პოზიცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, 12 წელს გადაცილებულების აცრა ევროპის რიგ ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში, იტალისა და ესპანეთშიც მიმდინარეობს. ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში დაშვებულია აშშ-შიც. ამავე თემაზე: 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრის საკითხზე ჯერ ისევ მსჯელობა მიმდინარეობს რა შემთხვევაში აცრიან 12 წელს გადაცილებულ ბავშვებს - განათლების მინისტრის განცხადება ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი: პირველ ეტაპზე გარკვეულ რისკჯგუფში მყოფი ბავშვების აცრა აჯობებდა საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე საქართველო სხვა ქვეყნის მაგალითებსაც განიხილავს გაერთიანებული სამეფოს ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომიტეტი 12-15 წლის ჯანმრთელი ბავშვების ვაქცინაციაზე უარს ამბობს კუბამ 18 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო
ქაბულში საპროტესტო აქციაზე სროლის ხმა ისმის
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სროლის ხმა ისმის. BBC-ის ცნობით, გასროლა „თალიბანმა“ პროტესტის მონაწილეთა დასაშლელად განახორციელა. შემთხვევის ადგილიდან გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ სროლის ფონზე, ადამიანები ადგილიდან უსაფრთხოდ გასვლას ცდილობენ. BBC-ის ცნობით, ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩაში ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით და დაგმო „თალიბანის მმართველობა. ბრიტანული მედია იტყობინება, რომ „თალიბანის“ მებრძოლები ჰაერში ისვრიან.
თამარ გაბუნია: საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დასაწყებად, მნიშვნელოვანია გააქტიურდნენ სტუდენტები და დროულად ჩაიტარონ აცრა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა აქტიურობა გამოიჩინონ და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დროულად აიცრან. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი. "მეტად საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყება. სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი. მასწავლებლებთან ერთად, საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დასაწყებად ძალიან მნიშვნელოვანია, გააქტიურდნენ სტუდენტები და რაც შეიძლება დროულად ჩაიტარონ აცრა", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ოქტომბრის დასაწყისში მაღალმთიანი რაიონებისა და სოფლების დაახლოებით 332 სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში აღდგება
დაავადებათა კონტროლის ეროვბული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ოქტომბრის დასაწყისში მაღალმთიანი რაიონებისა და სოფლების დაახლოებით 332 სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში აღდგება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დარულების შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს დღეებში ჩამოყალიბდება კრიტერიუმები, თუ რის მიხედვით და რა თანმიმდევრობით უნდა აღდგეს სწავლა მუნიციპალიტეტებსა და დიდ ქალაქებში. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და გაცხადდა, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან აღდგება დასწრებული სწავლა მაღალმთიან და სოფლის დაახლოებით 330 თუ 332 სკოლაში. ამ სკოლებში ჩვენ უკვე ვსწავლობთ ეპიდსიტუაციას. ყველა ამ სკოლაში შევისწავლეთ, სკოლის რამდენ მოწაფეს და მასწავლებელს ჰქონდა გადატანილლი ინფექცია, რამდენი მასწავლებელია აცრილი ამ სკოლებში. ეს ინფორმაციები უკვე გვაქვს და ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რათა ჩამოვყალიბდეთ, რომ ამ სკოლებში სწავლა აუცილებლად აღდგეს. იქ საკმაოდ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი. ასევე, ჩამოვაყალიბეთ ე.წ. უსაფრთხო სკოლების და უნივერსიტეტების კონცეფცია და დღეს, ხვალ, ზეგ ეს კონცეფცია იქნება განხილული და ჩამოყალიბდება კრიტერიუმები, მაგალითად, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სკოლებში ან დიდ ქალაქებში, რა მიმდევრობით და როგორ უნდა აღდგეს სწავლა. ამაზე გვაქვს ჩვენი შეხედულებები, ვჯერდებით განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებთან და ამას შემდეგ განიხილავს და დაამტკიცებს საკოორდინაციო საბჭო“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე: დასაშვებია იყოს მეხუთეც და შემდგომ მეექვსე ტალღებიც
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დასაშვებია იყოს კორონავირუსის გავრცელების მეხუთეც და შემდგომ მეექვსე ტალღებიც. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თუ მეხუთე ტალღისთვის შეიქმნება კოლექტიური იმუნიტეტი და ოქტომბერში ჩატარდება მილიონი აცრა, შედარებით მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე თუ მომდევნო ტალღას. "დასაშვებია იყოს მეხუთეც და შემდგომ მეექვსე ტალღებიც, ვირუსულ ინფექციებს აქვთ ციკლური მიმდინარეობა. მით უმეტეს ოქტომბრის მეორე ნახევრიდან საქართველოში იწყება რესპირაციული ვირუსების სეზონი და კორონაც გახლავთ რესპირაციული ვირუსი. მეხუთე ტალღისთვის საჭიროა ერთმანეთს უნდა მოვუწოდოთ, რომ გავიკეთოთ პირბადე - ყველაზე დიდი დამცველი საშუალება და ავიყვანოთ ტარების 95%-ზე. ამ შემთხვევაში დეკემბრისთვის გადავარჩენთ 200-250 ადამიანის სიცოცხლეს. თუ 1000 ადამიანი ორჯერადად აიცრება ეს არის ერთი გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე, ამიტომ თუ მეხუთე ტალღისთვის შეიქმნება კოლექტიური იმუნიტეტი და ჩავატარებთ მილიონ აცრას ოქტომბერში, შედარებით მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე თუ მომდევნო ტალღას. მთავარია იყოს კუმულაციური იმუნიტეტი ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგოდ და ვატაროთ პირბადე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
10 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე, რეგულაციების დარღვევის გამო 25 ობიექტი დაილუქა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საზედამხედველო უწყებების მხრიდან განხორციელდა 1 842 აქტივობა, მათ შორის 1 571 ინსპექტირება, სადაც გაიცა გაფრთხილება, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში გადამოწმდა კითხვარის შემთხვევაში და ობიექტები ფუნქციონირებდნენ რეკომენდაციების სრული დაცვით, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა. ბექა ფერაძის თქმით, გარდა ამისა, დაჯარიმდა ერთი ობიექტი. „აქვე მოგახსენებთ, 2021 წლის 10 აგვისტოდან, საანგარიშო პერიოდში, ანუ 6 სექტემბრის მდგომარეობით ჯამურად საზედამხედველო უწყების მხრიდან განხორციელდა 22 254 აქტივობა. მათ შორის აღსანიშნავია, რომ დაჯარიმდა 49 ობიექტი, მათ შორის იყო 30 იურიდიული და 19 ფიზიკური პირი და გარდა ამისა, რეგულაციების დარღვევის გამო დაილუქა 25 ობიექტი. აღსანიშნავია, რომ გარდა აღსრულების მექანიზმისა, სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის. ამ მიმართულებით სამინისტროს გუნდის მიერ შემუშავებულია სპეციალური აპლიკაცია კოვიდსტატუსის დადგენის მიზნით, ე.წ კოვიდპასის აპლიკაცია, რომელიც QR კოდის წამკითხველით ახდენს მოქალაქის კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას. თქვენ იცით, რომ ბევრ ქვეყანაში, ისევე როგორც ჩვენთან, ე.წ. მწვანე ზონებზე საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს საუბარი. ამ აპლიკაციის მეშვეობით აბსოლუტურად გათვალისწინებულია პერსონალური მონაცემების სრული დაცვა და მისი გამოყენებით მომხმარებელი ახდენს დადასტურებას, რომ ეთანხმება მისი ინფორმაციის დამუშავებას. აპლიკაცია მოიცავს ბოლო 72 საათში PCR ტესტის უარყოფით პასუხს, ასევე სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი ასახული იქნება 24 საათის განმავლობაში. ასევე აპლიკაციაში იქნება ინფორმაცია ვაქცინაციის სრულ დოზაზე, ანუ იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ორი დოზით იქნება აცრილი და ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი თუ აქვს კოვიდი ადამიანს, ესეც იქნება დაფიქსირებული აღნიშნულ აპლიკაციაში. აპლიკაციის შესახებ ჩვენ ვიწყებთ ბიზნესთან საკმაოდ აქტიურ შეხვედრებს. უახლოეს დღეებში ჩვენ გავმართავთ სექტორული მიმართულებით ბიზნესთან შეხვედრებს და გავაცნობთ მათ ამ აპლიკაციის მოხმარების შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყენოს, რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს მას. ეს არის პირველ ეტაპზე სარეკომენდაციო ხასიათი და მოგეხსენებათ, რომ ბევრმა ორგანიზაციამ მათივე სურვილით, უკვე დანერგა აღნიშნული აპლიკაცია და არის უკვე მოხმარებაში. ჩვენ რაც გადავამოწმეთ, საკმაოდ წარმატებით არის აპლიკაცია გაშვებული და სექტორული მიმართულებით, როდესაც ბიზნესთან წარვადგენთ უკვე ამ აპლიკაციას, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ და დანერგონ პრაქტიკაში აპლიკაციით მწვანე ზონებით სარგებლობის ის თავისებურებები, რომელიც მას ახასიათებს. იმისთვის, რომ მარტივად გამოიყენონ მოქალაქეებმა, ვისაც არ აქვს სმარტფონი, ამობეჭდვის შესაძლებლობა იქნება, რომ QR კოდი მას სულ თან ჰქონდეს. აპლიკაციის მეშვეობით მარტივად მოხდება იდენტიფიცირება ნებისმიერი მოქალაქის კოვიდსტატუსის განსაზღვრის შესახებ. როგორც საქართველოს მოქალაქის, ისევე როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც საქართველოში ახდენს გარკვეულ აქტივობას, მათი მონაცემები არის დაფიქსირებული“, - განაცხადა ფერაძემ. ამასთან, ბექა ფერაძეს შეკითხვა დაუსვეს, უცხო ქვეყანაში წაიკითხავენ თუ არა ხსენებულ QR კოდს. „როგორც მოგახსენეთ, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში თუ ამის აუცილებლობა იქნება, ცხადია, რომ ნებისმიერი მიმართულებით მაქსიმალურად ის გამოწვევა მოქალაქეების მხრიდან იქნება აღმოფხვრილი. მიმდინარე კვირაში დავიწყებთ უკვე ბიზნესთან შეხვედრებს და სარეკომენდაციო ხასიათის აპლიკაცია შესაძლებელი იქნება, რომ გამოიყენონ უკვე მომდევნო კვირიდან“, - განაცხადა ბექა ფერაძემ. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 1 965 ადამიანს დაუდასტურდა, 50 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 7 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 340 062-მა ადამიანმა გაიკეთა.
მოქალაქის კოვიდსტატუსის დასადგენად სპეციალური აპლიკაცია შეიქმნა
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, შექმნილია სპეციალური "Covid Pass" აპლიკაცია, რომელიც QR კოდის მეშვეობით ადგენს მოქალაქის კოვიდსტატუსს. ამის შესახებ ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "გარდა აღსრულების მექანიზმისა, სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის. ამ მიმართულებით, სამინისტროს გუნდა შეიმუშავა სპეციალური აპლიკაცია, კოვიდსტატუსის დადების მიზნით, ე.წ Covid Pass-ის აპლიკაცია, რომელიც QR კოდის წამკითხველით ახდენს მოქალაქის კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას. მოგეხსენებათ, რომ ბევრ ქვეყანაში, ისევე როგორც ჩვენთან, ე.წ მწვანე ზონებზე აქტიურად მიმდინარეობს საუბრაი. ამ აპლიკაციაში აბსოლუტურად გათვალისწინებულია პერსონალის მონაცემების სრული დაცვა. ამ აპლიკაციის დადასტურებით, მოქალაქე ეთანხმება მისი მონაცემების დამუშავებას", - განაცხადა ბექა ფერაძემ. მისი თქმით, აპლიკაციაში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია: PCR ტესტის უარყოფით პასუხს (ბოლო 72 საათის განმავლობაში); სწრაფი ტესტის უარყოფითი სტატუსი (24 საათის განმავლობაში); ვაქცინაციის სრული, ორი დოზის ჩატარების შესახებ; კოვიდის გადატანის თარიღი (ბოლო 6 თვის განმავლობაში). როგორც ბექა ფერაძე განმარტავს, პირველ ეტაპზე ორგანიზაციებში აპლიკაციის გამოყენება სარეკომენდაციო ხასიათისაა. მისივე თქმით, აპლიკაციის გამოყენება მომდევნო კვირიდან იქნება შესაძლებელი. როგორც ბექა ფერაძე აღნიშნავს, თუ მოქალაქეს აპლიკაციის გამოყენება არ შეუძლია, მას ამობეჭდვის საშუალება ექნება.
როგორ უნდა ჩაერთონ ვაქცინირებულები ლატარიის გათამაშემაში
საქართველოს ეროვნული ლატარია ვაქცინაციის წახალისების მიზნით დაწესებული ლატარიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე კი მიღებული ბილეთი ერთვება "აიცერი და მოიგეს" ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში. მათივე ინფორმაციით, ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge-ზე ყოველდღე 12 საათზე, ყოველკვირეული -ორშაბათს, ასევე 12 საათზე, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება 31 დეკემბერს გაიმართება. "აიცერი და მოიგე" - StopCovid ლატარია ვაქცინაციის პროცესის სტიმულირებისთვის 13 სექტემბრიდან გაიმართება. საქართველოს მთავრობის ინიციატივით ვაქცინაციის პროცესის წახალისების მიზნით მოსახლეობას აცრასთან ერთად უკვე მოგებაც შეუძლია! ყველა ადამიანი, ვინც ერთხელ მაინც არის აცრილი ან აიცრება, მიიღებს ფულის მოგების წარმოუდგენელ შესაძლებლობას! ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი მოგება, ყოველკვირეულად 1000 -დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 31 დეკემბერს "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი. ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge-ზე ყოველდღე 12 საათზე, ხოლო ყოველკვირეული -ორშაბათს, ყოველდღიური ლოტოს გათამაშების დასრულებისთანავე. StopCovid ლატარიის "აიცერი და მოიგეს" გათამაშების ბილეთებს აცრილი ბენეფიციარები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ მიიღებენ. ლატარიაში "აიცერი და მოიგე" მონაწილეობს ყველა ვაქცინირებული ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაქცინირებული მომხმარებლების იდენტიფიცირება პირველი აცრის რეგისტრაციისას NDCD-ის ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით მოხდება. პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება "აიცერი და მოიგეს" ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში. მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია წამახალისებელი ლატარიის ამოქმედებამდე, 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს "აიცერი და მოიგეს" ყველა გათამაშებაში. StopCovid ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება. მაგ: თუ მოქალაქის ბილეთმა ერთხელ გაიმარჯვა ყოველდღიურ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი აღარ მონაწილოებს მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში, თუ ბილეთმა მოიგო ყოველკვირეულ გათამაშებაში, ის შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში. რაც უფრო მალე ჩაიტარებს ადამიანი ვაქცინაციას, მით უფრო ბევრ გათამაშებაში მიიღებს მისი ლატარიის ბილეთი მონაწილეობას და მით უფრო გაიზრდება მისი მოგების შანსი. StopCovid ლატარიის "აიცერი და მოიგეს" ლატარიაში მოგების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი მიიღებს რეგისტრაციის დროს მითითებულ მობილურ ნომერზე, მოგების იდენტიფიცირება მოხდება ასევე პირველი რეგისტრაციის დროს NDCD-ის ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით. გათამაშებების ტრანსლირება და შედეგების ნახვა შესაძლებელია საიტზე: www.stopcov.lotto.ge-ზე. 18 წლამდე აცრილი პირის ლატარიის ბილეთი გადაეცემა მშობელს, მეურვეს ან ოჯახის სრულწლოვან წევრს. StopCovid ლატარიის "აიცერი და მოიგეს" 1000 ლარამდე მოგების განაღდება შესაძლებელია "საქართველოს ეროვნული ლატარიის" სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1000 ლარზე მეტის მოგების შემთხვევაში მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე. ლატარიის "აიცერი და მოიგეს" ჩატარების მიზანია ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა, ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის, ვაქცინაციის პროცესისადმი ლოიალურობისა და სანდოობის გაზრდა. "აიცერი და მოიგე" - StopCovid ლატარიის ინიციატორი და ორგანიზატორი გახლავთ საქართველოს მთავრობა; ლატარიაში ჩასართვად და 100 000 ლარის მოსაგებად მომხმარებელმა უნდა ჩაიტაროს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინით. StopCovid ლატარიის "აიცერი და მოიგეს" ლატარიაში მოგების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი მიიღებს რეგისტრაციის დროს მითითებულ მობილურ ნომერზე, მოგების იდენტიფიცირება მოხდება ასევე პირველი რეგისტრაციის დროს NDCD-ის ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით. ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge -ზე ყოველდღე 12 საათზე, ხოლო ყოველკვირეული-ორშაბათს, ასევე 12 საათზე, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება 31 დეკემბერს "საქართველოს ეროვნული მაუწყებლის" ეთერში გადაიცემა",- აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ლატარიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამავე თემაზე; საქართველოში ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება
ვლადიმერ პუტინი ზელენსკისთან შესახვედრად მზადაა, თუმცა ყირიმის საკითხის განხილვას არ აპირებს
ვლადიმერ პუტინი მზად არის, შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, თუმცა პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი არ აპირებს, ყირიმის საკითხის განხილვას. კრემლს მიაჩნია, რომ „პრეზიდენტები უნდა შეხვდნენ, რადგან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა „უნდა გამოსწორდეს“, მაგრამ კიევი ამისთვის პოლიტიკურ ნებას არ აჩვენებს“. პუტინის პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით, მცირე პროგრესია ზელენსკისა და პუტინს შორის პირადი შეხვედრის ორგანიზების საკითხში. რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის პოზიციას, როგორც მან რამდენიმე თვის წინ განაცხადა, ყველაფერი იქით მიდის, რომ ეს შეხვედრა შედგება, „უკვე დავავალე ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომ პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციას დაეკონტაქტოს, რათა მათ იპოვონ ტერმინები და ადგილი, სადაც ჩვენ შევძლებთ შეხვედრას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. თავდაპირველად, შეხვედრის ინიციატივით ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა, როდესაც პუტინს დონბასში შეხვედრა შესთავაზა. ვლადიმერ პუტინმა მაშინ განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში ნებისმიერ დროს შეხვდეს.
იტალია "კლინიკურად დაუცველ" ადამიანებს ვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებს
იტალიის ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანზას განცხადებით, კოვიდვაქცინის მესამე დოზა ამ თვეში ხელმისაწვდომი იქნება "კლინიკურად დაუცველი" ადამიანების ჯგუფებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს. "ჩვენ გვაქვს მესამე დოზა. მესამე დოზის გამოყენებას სექტემბერში, სუსტი ჯანმრთელობის პაციენტებით დავიწყებთ, როგორიცაა ონკოლოგიური და ორგანო გადანერგილი პაციენტები", - განაცხადა რობერტო სპერანზამ. ბოლო მონაცემებით, ორშაბათს იტალიაში კორონავირუსის 3,361 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 52 ინფიცირებული გარდაიცვალა. ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი ახლა 129,567-ია. ამავე თემაზე: შესაძლოა, იტალიაში კოვიდვაქცინაცია ყველასთვის სავალდებულო გახდეს
მევლუთ ჩავუშოღლუ: ქაბულის აეროპორტის მართვის მიზნით ყატართან და აშშ-სთან ვმუშაობთ
თურქეთის რესპუბლიკა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის მართვის საკითხებში ყატართან და აშშ-სთან თანამშრომლობს. აღნიშნულის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. „ქაბულის აეროპორტის მართვის მიზნით ყატართან და შეერთებულ შტატებთან ვმუშაობთ. ამჟამად თვითმფრინავებს აეროპორტში აფრენა-დაფრენის განხორციელება შეუძლიათ. ზოგიერთმა ავიაკომპანიამ ფრენები განაახლა“, - აღნიშნა თურქმა დიპლომატმა. ამავე თემაზე: ქაბულის აეროპორტში შიდა ფრენები განახლდა