ძებნის რეზულტატი:
ნიკოლ ფაშინიანი: სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში უამრავი კონფლიქტი და საშიშროებაა. ჩვენ ვცდილობთ, ერთმანეთს დავეხმაროთ
"სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში უამრავი კონფლიქტი და საშიშროებაა. ჩვენ ვცდილობთ, ერთმანეთს დავეხმაროთ" , - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, იმ დღეებში ჩამოყალიბებული ატმოსფერო ძალიან კარგი საფუძველია, რომ ორი ქვეყნისა და მთავრობის ურთიერთობები უფრო შედეგიანი იყოს. "უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა მოგახსენოთ თბილი მიღებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს ერთმანეთთან საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. მე ხაზი უნდა გავუსვა, უნდა გავაგრძელო ბატონ ღარიბაშვილის გამოთქმული აზრი. დღევანდელი ჩვენი განხილვების, ჩვენი საუბრის უმეტესი ნაწილი მივუძღვენით ჩვენი რეგიონის მშვიდობიანი განვითარების, ერის გახსნის დღის წესრიგს. რის შესახებაც მე და ჩვენი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ჩვენ ხალხს ვესაუბრეთ ბოლო პერიოდში გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში არის უამრავი კონფლიქტი და უამრავი საშიშროება. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენს დიალოგში ერთმანეთს დავეხმაროთ და ყურადღება გავამახვილოთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც არსებობს. ვფიქრობ, რომ შესაძლებლობების გამოყენების საკითხში ერთმანეთის მხარდაჭერა ის ფორმულაა, რომელიც ჩვენთვის უფრო შესაძლებელს და ხელმისაწვდომს გახდის რისკების მართვას. ბატონ ღარიბაშვილს ერთხელ კიდევ მადლობას მოვახსენებ ივნისში 15 სომეხი ტყვის დაბრუნებაში გაწეული მხარდაჭერისთვის. ხუმრობით ვამბობს, რომ ამ ორი დღის განმავლობაში მე უფრო საქართველოს პრემიერთან მქონდა კონტაქტი, ვიდრე წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენს ამომრჩეველთან. ძალზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პირადი ურთიერთობის ახალი დონის ჩამოყალიბება და იმ დღეებში ჩამოყალიბებული ატმოსფერო ძალიან კარგი საფუძველია, რომ ჩვენი ქვეყნებისა და მთავრობის ურთიერთობები უფრო შედეგიანი იყოს. ჩვენ შევთანხმდით, რომ ახლო მომავალში სომხეთში ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ ისევ გავააქტიურებთ მთავრობათაშორისი კომისიის სამუშაოს. ადრეც და ახლაც ხაზს ვუსვამ იმ გარემოებას, რომ ჩვენი ურთიერთობების მხრივ, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყნებმა თავისი აზრი და თავდადებულობა გამოხატონ დემოკრატიული ღირებულებებისადმი. მე ბატონ ღარიბაშვილს წარვუდგინე ჩვენი მთავრობის პროგრამაში გაჩენილი რეგიონული თემებისა და გადაწყვეტების შესახებ წინადადებები და ის წარმოდგენები, რაც გვაქვს და რის შესახებაც ჩვენ განვაცხადეთ. აქ ახალი შესაძლებლობებია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ განვიხილავთ, რა შეგვიძლია, რეგიონში ერთმანეთის პოტენციალი უფრო გავზარდოთ, საუბარია ტრანზიტულ გზებზე, პროექტები ხორციელდება ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, ჩვენ განვიხილავთ პროექტებს და შესაძლო გადაწყვეტებიდან ყველაზე შედეგიან ვარიანტს მოვძებნით", - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა კოვიდ-პანდემიის პერიოდში ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას და ამ კუთხით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. "კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ჩვენი სპეციალისტები თანამშრომლობდნენ და თანამშრომლობენ, აქაც მზაობა გამოვთქვით, ამ ბოროტების წინააღმდეგ ერთობლივად ვიბრძოლოთ და გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები. ჩვენი ურთიერთობებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოში მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორის არსებობა და ვფიქრობთ, საქართველოს სომხები, როგორც საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები, გააგრძელებენ მხარდაჭერას და საქართველოს ერთიანობის, განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი აქტორები იქნებიან. მადლობას მოვახსენებ საქართველოს მთავრობას იმ შესაძლებლობებისთვის, რაც შექმნილია საქართველოს სომხების თვითმყოფადობის განვითარების შენარჩუნების საქმეში. ეს თემა ჩვენ გვაერთიანებს და ჩვენს ურთიერთობებს უფრო შედეგიანს და სტრატეგიულს ხდის. ჩვენ უამრავი საკითხი განვიხილეთ. ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგი ძალზე ფართოა. მნიშვნელოვანია, რომ დავაფიქსირეთ, რომ ორიენტაცია უნდა ავიღოთ იმაზე, რომ ჩვენი მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი ეკონომიკის სხვადასხვა სფეროშიც აისახოს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. ამავე თემაზე: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი და სომხეთის საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი - მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა შეხვედრისას ნიკოლ ფაშინიანი საქართველოშია
მედია: რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი სწავლების დროს დაიღუპა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი, ევგენი ზინიჩევი ნორილსკში სწავლების დროს დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას, საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ზინიჩევი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისას დაიღუპა. მინისტრი ნორილსკში არქტიკულ ზონაში ფართომასშტაბურ უწყებათაშორის წვრთნებზე იმყოფებოდა. ევგენი ზინიჩევი 2006-დან 2015 წლამდე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირადი დაცვის წევრი იყო.
ამირან გამყრელიძე: მხარს ვუჭერ, რომ სამედიცინო პერსონალისთვის და პედაგოგ-მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის მხარს უჭერს, რომ სამედიცინო პერსონალისთვის და პედაგოგ-მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. "პირადად მე მხარს ვუჭერ, რომ ჩემს კოლეგებში, ანუ სამედიცინო პერსონალში და ასევე პედაგოგ-მასწავლებლებში იყოს სავალდებულო ვაქცინაცია, რამეთუ ჩვენ ექიმებს საქმე გვაქვს მოსახლეობასთან, მათ ჯანმრთელობასთან და პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიყოთ დაცული და ამავე დროს, მაგალითი მივცეთ სხვებს და მეორე, რომ მასწავლებლები მუშაობენ ჩვენს მომავალ თაობებთან. უსაფრთხო უნდა იყოს სკოლა, უსაფრთხო უნდა იყოს უნივერსიტეტები," - აცხადებს ამირან გამყრელიძე. ამავე თემაზე: საქართველოში კორონავირუსი 2 571 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სრულად ვაქცინირებულია
ამირან გამყრელიძე: ადამიანებს პირბადის არტარების გამო ნუ დავაჯარიმებთ, დავურიგოთ მათ პირბადეები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გამოდის ინიციატივით, რომ პირბადის არქონის გამო მოქალაქეებს ჯარიმის ნაცვლად პირბადე გადაეცეთ. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა. "ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ადამიანებს პირბადის არტარების გამო ნუ დავაჯარიმებთ და თუ შესაძლებელია, დავურიგოთ მათ პირბადეები. თუ ვინმეს არა აქვს პირბადე, კი ნუ დავაჯარიმებთ ტრანსპორტში, არამედ მივაწოდოთ მათ და ვუთხრათ, გაიკეთეთ პირბადე და ისე იმგზავრეთ. თუ დავიცავთ ამ წესებს, რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების რისკი ნაკლებია,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძე: მხარს ვუჭერ, რომ სამედიცინო პერსონალისთვის და პედაგოგ-მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს საქართველოში კორონავირუსი 2 571 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სრულად ვაქცინირებულია
საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერთან რეგიონული თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს პირისპირ შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები. ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის სამომავლო პოტენციალის გამოყენებისა და განვითარების მნიშვნელობას. ამავე თემაზე: ნიკოლ ფაშინიანი საქართველოშია ნიკოლ ფაშინიანი: სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში უამრავი კონფლიქტი და საშიშროებაა. ჩვენ ვცდილობთ, ერთმანეთს დავეხმაროთ რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი და სომხეთის საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი - მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა
თავდაცვის მინისტრმა და ამერიკელმა კონგრესმენებმა რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გარემო და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები განიხილეს
თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციის წევრებს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ კონგრესმენებს ვიზიტისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისა და სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. "მინისტრმა ყურადღება აღნიშნული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, საერთო ინტერესებსა და დემოკრატიულ ფასეულობებზე გაამახვილა და აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისა და ერთობლივი გეგმების განხორციელებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატა. შეხვედრაზე კონგრესმენებმა უკანასკნელ წლებში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელებული რეფორმების, ქვედანაყოფებში შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციის პროცესის, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წარმატებით დასრულებისა და ერთობლივი წვრთნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. საუბრის ერთ-ერთ თემას ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გარემო და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები წარმოადგენდა. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი კონგრესმენების დელეგაცია წეროვანში მდებარე საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა, სადაც მასპინძლობა ასევე თავდაცვის მინისტრმა გაუწია. დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ცენტრი ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით აშენდა. ქართულმა მხარემ აშშ-ის წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ამავე თემაზე: აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ხვალ საქართველოს ეწვევა ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ საქართველო-აშშ-ის შორის ურთიერთობები, ვაჭრობის სფერო - რა საკითხებს განიხილავენ საქართველოში ვიზიტისას კონგრესმენები კონგრესმენი ალექს მუნი: გვაწუხებს რუსეთიდან მომდინარე აგრესია. საქართველოსთან მუშაობას ვაგრძელებთ, რომ აქ მდგომარეობა უსაფრთხო და დაცული იყოს
საქართველოს პარლამენტის წევრები აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები საქართველოში ვიზით მყოფ აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაღრმავებაზე, ამერიკის კონგრესში საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებაზე და ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის წლევანდელ რედაქციაზე, სადაც საქართველოს ცალკე ქვეთავი ეთმობა. "სტუმრები დაინტერესდნენ სამომავლო თანამშრომლობით, იმისთვის, რომ ამერიკის კონგრესში რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბდეს და საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდეს", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა. მისი თქმით, ვაშინგტონში ვიზიტების დროს ქართული მხარე ეცდება, რომ ამერიკასთან ურთიერთობაში უფრო მეტს მიაღწიოს. გიორგი ხელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჯორჯიის შტატის კონგრესმენის, ოსტინ სკოტის რედაქციით გამოქვეყნდა ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის წლევანდელი რედაქცია, რომელშიც განსაკუთრებული ცალკე ქვეთავი საქართველოს ეთმობა. "დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა, მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებაში, რეგიონული მშვიდობის, შავი ზღვის უსაფრთხოების და დემოკრატიული გამძლეობის თვალსაზრისით", - განაცხადა საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზი და პარლამენტის სასახლეში განთავსებული საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩამოგდებული სტრატეგიული ბომბდამშენი ფრთის ნაწილი დაათვალიერეს. "აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი ბერაია, გიორგი ხელაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. თავდაცვის მინისტრმა და ამერიკელმა კონგრესმენებმა რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გარემო და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები განიხილეს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ხვალ საქართველოს ეწვევა ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ საქართველო-აშშ-ის შორის ურთიერთობები, ვაჭრობის სფერო - რა საკითხებს განიხილავენ საქართველოში ვიზიტისას კონგრესმენები კონგრესმენი ალექს მუნი: გვაწუხებს რუსეთიდან მომდინარე აგრესია. საქართველოსთან მუშაობას ვაგრძელებთ, რომ აქ მდგომარეობა უსაფრთხო და დაცული იყოს სამხედრო კომიტეტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც 2022 ფისკალური წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს
კონგრესმენი ალექს მუნი: საქართველო შესანიშნავი პარტნიორი იყო სამხედრო ოპერაციებში
საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა კონგრესმენმა, ალექს მუნმა დღეს კონგრესის ასიგნებების კომიტეტის მიერ მიღებული შესწორებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონგრესმენმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „კმაყოფილი დავრჩი, როცა ვნახე, რომ დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, კერძოდ, ასიგნებების კომიტეტმა, მიიღო შესწორება, რომელშიც საუბარია საქართველოს მხარდაჭერაზე, მსგავსად „საქართველოს მხარდამჭერი აქტისა“, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ, რათა საქართველოს მხარი დავუჭიროთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ასევე, მხარი დავუჭიროთ კარგ საერთაშორისო ურთიერთობებს. კერძოდ კი, გავაგრძელოთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ძალისხმევის და მეტი თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერა. ელჩთან ვისაუბრეთ ფინანსური კორპორაციის განვითარებისა და მისი ოფისის გახსნის შესაძლებლობის შესახებ, რათა აშშ-დან მეტი ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური განვითარება წახალისდეს“, - განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა. მისი თქმით, ამერიკული მხარისთვის ცნობილია, რომ საქართველო ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და მუშაობს ევროპელ პარტნიორებთან. „რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს - ჩვენ გვჭირდება მეგობრები მსოფლიოს ამ ნაწილში. საქართველო შესანიშნავი პარტნიორი იყო სამხედრო ოპერაციებში. ვიზიარებთ საქართველოს შეშფოთებას და წუხილს. დედაჩემი კუბელია და კომუნისტებმა მათი ქვეყანა დაიპყრეს, ჩვენ ვიცით, რომ ახლა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ამის გამო ძალიან შეშფოთებული ვართ“, - აღნიშნა კონგრესმენმა, ალექს მუნმა. ამერიკელმა კონგრესმენმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მალე, კიდევ ერთხელ ეწვევა. „საქართველოში ჩემს ორ კოლეგასთან ერთად ვიმყოფები, რათა შევხვდე ჩვენს მეგობრებს. თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ეს ჩემი მეორე ვიზიტია საქართველოში, პირველად ორი წლის წინ, ადამ კინზინგერთან ერთად ვეწვიე თქვენს ქვეყანას და იმედი მაქვს, რომ მალე დავბრუნდები. ჩვენ ვართ აშშ-საქართველოს ასოციაციის სტუმრები, რომელიც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის კარგ ურთიერთობებს“, - განაცხადა ალექს მუნმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზი და პარლამენტის სასახლეში განთავსებული საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩამოგდებული სტრატეგიული ბომბდამშენი ფრთის ნაწილი დაათვალიერეს. საქართველოს პარლამენტის ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები საქართველოში ვიზით მყოფ აშშ-ის კონგრესის დელეგაციას დღეს შეხვდნენ. პარლამენტის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაღრმავებაზე, ამერიკის კონგრესში საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებაზე და ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის წლევანდელ რედაქციაზე, სადაც საქართველოს ცალკე ქვეთავი ეთმობა. „სტუმრები დაინტერესდნენ სამომავლო თანამშრომლობით, იმისთვის, რომ ამერიკის კონგრესში რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბდეს და საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა. მისი თქმით, ვაშინგტონში ვიზიტების დროს ქართული მხარე ეცდება, რომ ამერიკასთან ურთიერთობაში უფრო მეტს მიაღწიოს. გიორგი ხელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჯორჯიის შტატის კონგრესმენის, ოსტინ სკოტის რედაქციით გამოქვეყნდა ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის წლევანდელი რედაქცია, რომელშიც განსაკუთრებული ცალკე ქვეთავი საქართველოს ეთმობა. „დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა, მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებაში, რეგიონული მშვიდობის, შავი ზღვის უსაფრთხოების და დემოკრატიული გამძლეობის თვალსაზრისით“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი ბერაია, გიორგი ხელაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი.
კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა
Europetime-მა ამერიკელი კონგრესმენი ალექს ქსავიერ მუნი ექსკლუზიურად ჩაწერა. კონგრესმენმა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. „მე ვფიქრობ, ეს კარგი პერსპექტივაა, რადგან თავისუფალი ვაჭრობა არის ის, რაც უკვე ხდება მსოფლიოში. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობა კარგი შესაძლებლობაა“, - განუცხადა ალექს ქსავიერ მუნმა Europetime-ს. რაც შეეხება პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების საკითხს, განსაკუთრებით დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მაგალითად, პორტებში. ალექს ქსავიერ მუნი აცხადებს, რომ ეს ამერიკის ინტერესებშია. „მე ვფიქრობ, რომ ამერიკის ინტერესებშია, მსოფლიოს ინტერესებშია ასეთი ინვესტიცია“, - აღნიშნა ამერიკელმა კონგრესმენმა Europetime-თან. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი კონგრესმენები ამ თემებზე 7 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე ელჩსაც ესაუბრნენ. „კმაყოფილი დავრჩი, როცა ვნახე, რომ დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, კერძოდ, ასიგნებების კომიტეტმა, მიიღო შესწორება, რომელშიც საუბარია საქართველოს მხარდაჭერაზე, მსგავსად „საქართველოს მხარდამჭერი აქტისა“, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ, რათა საქართველოს მხარი დავუჭიროთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ასევე, მხარი დავუჭიროთ კარგ საერთაშორისო ურთიერთობებს. კერძოდ კი, გავაგრძელოთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ძალისხმევის და მეტი თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერა. ჩვენს ელჩთან ვისაუბრეთ ფინანსური კორპორაციის განვითარებისა და მისი ოფისის გახსნის შესაძლებლობის შესახებ, რათა აშშ-დან მეტი ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური განვითარება წახალისდეს“, - განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა. საქართველოში მეტი პირდაპირი ამერიკული ინვესტიციის წახალისების აუცილებლობას გაუსვა ხაზი სენატორმა რობ პორტმანმა, როდესაც მისივე კოლეგა ჯინ შაჰინთან ერთად ივნისში სტუმრობდა საქართველოს და Europetime-ს ექსკლუზიურად ესაუბრა. „ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა. საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით. ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - აღნიშნა სენატორმა რობ პორტმანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. Europetime-მა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერიც ექსკლუზიურად ჩაწერა, როდესაც ამერიკელი მაღალჩინოსანი საქართველოს ასევე ივნისში ეწვია რეგიონული ტურნეს ფარგლებში. ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა. მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ. ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენების დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). კონგრესმენები ასევე წარმოადგენენ სხვადასხვა კომიტეტს. ამავე თემაზე: საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენები თავისუფალ ვაჭრობის და პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების საკითხებით ინტერესდებიან
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მზადაა, განაგრძოს აქტიური მედიაციის როლი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის აღსადგენად, რაც მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის
„ნიკოლ ფაშინიანს დავუდასტურე მზადყოფნა, საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელიც მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ FacebooK-ში წერს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სომხეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის და ზოგადად, რეგიონის სტაბილურობას. „თბილისში ვმასპინძლობ საქართველოს დიდ მეგობარს, ჩემს კოლეგას, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. კიდევ ერთხელ მივულოცე პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის სტაბილურობას, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სტაბილურობას და ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის და ზოგადად, რეგიონის სტაბილურობას. ჩვენი საერთო ხედვაა, რომ ჩვენი რეგიონი ეტაპობრივად გარდავქმნათ ახალი შესაძლებლობების, განვითარების და მშვიდობის რეგიონად.ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე. ჩვენ ეს რამდენიმე ხნის წინ საქმით დავამტკიცეთ. საქართველოს, კერძოდ ჩემი მედიაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ძალისხმევით, ჩვენ, სამი ქვეყნის ლიდერმა მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც უკავშირდებოდა სომეხი ტყვეების დაბრუნებას სამშობლოში და ასევე, აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის, რუკების გადაცემას. ეს წარმატებული პრეცედენტი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების მისაღწევად. დღეს ნიკოლ ფაშინიანს კიდევ ერთხელ დავუდასტურე სრული მზადყოფნა, საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ახალი იდეები და ერთად განვახორციელოთ ახალი პროექტები”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. ამავე თემაზე: რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა შეხვედრისას ნიკოლ ფაშინიანი: სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში უამრავი კონფლიქტი და საშიშროებაა. ჩვენ ვცდილობთ, ერთმანეთს დავეხმაროთ
მადლენ ოლბრაიტი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხით დაინტერესდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ამ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე ცნობით, მადლენ ოლბრაიტმა ირაკლი ღარიბაშვილს ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარემ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლენ ოლბრაიტს პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში. პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობის არჩევნებს რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდებოდეს, რათა არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს. ონლაინ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არჩევნებამდე საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი დამკვირვებლები ესტუმრებიან, რომლებიც ადგილზე იმუშავებენ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ონლაინ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ლიდერები და ყოფილი დიპლომატები. ცნობისთვის, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ამავე თემაზე: ადგილობრივ არჩევნებს NDI-ის და IRI-ის საერთაშორისო მისიები შეაფასებენ NDI საქართველოში ადგილობრივი არჩევნებისთვის საერთაშორისო საარჩევნო პროგრამას იწყებს
ახალი კანონპროექტი პუტინს თავდაცვის ყველა ოპერაციის კონტროლის უფლებას აძლევს
რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო სათათბიროს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის უფლებამოსილებებს აფართოებს და თავდაცვის ყველა ოპერაციის კონტროლის უფლებას აძლევს. პრეზიდენტის თანხმობის გარეშე განხორციელებული გარიგებები განიხილება, როგორც „ბათილი“. კანონპროექტის თანახმად, „კომპანიები, რომლებიც უშუალოდ აწარმოებენ იარაღს ან ჩართულნი არიან იარაღის წარმოებაში, ასევე, კომპანიები, რომლებიც მონაწილეობენ პროდუქციის მიწოდებაში, ან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ თავდაცვის უზრუნველყოფაში, პრეზიდენტის კონტროლის ქვეშ მოექცევა. ასეთი კომპანიების სრულ ჩამონათვალს მთავრობა განსაზღვრავს. სახელმწიფო კორპორაციები Roscosmos-ი და Rostec-ი ცალკე განიხილებიან. ამ უკანასკნელებს ეკრძალებათ უცხოური ინვესტორებისთვის ნებისმიერი აქტივის გაყიდვა, რომელიც სტრატეგიულად ითვლება.
ამერიკელმა კონგრესმენებმა და ეკონომიკის მინისტრმა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის საკითხი განიხილეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უცვლელი სტრატეგიული პარტნიორია და ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს, ამ პარტნიორობის თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანისთვის. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ქართული მხარის მზაობას, აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებასა და გაღრმავებაზე, ისევე, როგორც სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განვითარებაზე. ამასთან, საუბარი შეეხო საქართველოში ამერიკული ინვესტიციებისა და ბიზნესების პერსპექტივებს. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის საკითხი და კონგრესმენებს მოლაპარაკებების პროცესის დაწყებისთვის მხარდაჭერისთვის მიმართა. ნათია თურნავამ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა აშშ-ის მიერ საქართველოს ეკონომიკის სექტორში მიმდინარე სხვადასხვა პროექტის ძლიერი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდამჭერ პროგრამებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ქვეყნის განვითარებაში. „გვქონდა კარგი შესაძლებლობა, ამერიკელ კონგრესმენებთან გვესაუბრა იმ პერსპექტივებზე, რაც ამერიკა-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს გააჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში, ძალიან ბევრს გვეხმარება ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ჩვენი უცვლელი, ძალიან ძლიერი მხარდამჭერი და მართლაც სტრატეგიული პარტნიორი", - განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად მიმდინარე წლის შვიდ თვეში ამერიკა-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 21%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოდან აშშ-ში ექსპორტის ზრდამ 127%-ს მიაღწია. აღინიშნა, რომ დღესდღეობით ქართულ ბაზარზე საკმაოდ წარმატებულადაა წარმოდგენილი 300-მდე ამერიკული კომპანია. „თუმცა, ეს არ არის საკმარისი, გაცილებით ბევრის გაკეთება შეგვიძლია და რა თქმა უნდა, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია, ამერიკული ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში. ამასთან უნდა ითქვას, რომ ამერიკული კომპანიების მიერ დღემდე საქართველოში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. უნდა ითქვას ისიც, რომ ამერიკის შერთებული შტატები ტრადიციულად ლიდერობს ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ტოპ-ათეულში, ასევე ინვესტიციების თვალსაზრისით და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეგვიძლია უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. კონგრესმენები წარმოადგენენ კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის" თანასპონსორები არიან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გიორგი ციკოლია და ამერიკა-საქართველოს თანამეგობრობის ასოციაციის ხელმძღვანელი მელორ წიფურია. ამავე თემაზე: ექსკლუზივი: კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენები თავისუფალ ვაჭრობის და პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების საკითხებით ინტერესდებიან
ევროკავშირი: „თალიბანის“ დროებითი მთავრობა არც ინკლუზიურს ჰგავს და არც წარმომადგენლობითს
ევროკავშირის განცხადებით, „თალიბანის“ მიერ დაკოლპლექტებული ახალი მთავრობა არც ინკლუზიურია და არც წარმომადგენლობითი. მისივე თანახმად, ასეთი ინკლუზიურობა და წარმომადგენლობითობა მოსალოდნელია მომავალი გარდამავალი მთავრობის შემადგენლობაში, მოლაპარაკებების შედეგად. „ეს არ ჰგავს არც ინკლუზიური და არც წარმომადგენლობით მთარობას. მაშინ, როდესაც ავღანეთი ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ახლა მთავრობაში ამ მრავალფეროვნებას დავინახავდით, „თალიბანმაც“ ამის პირობა დადო რამდენიმე კვირის წინ“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც პრესსპიკერ პიტერ სტანოს სახელით გავრცელდა. ცნობისთვის, „თალიბანმა“ ავღანეთის ახალი მთავრობა დააკომპლექტა. დროებით მთავრობას მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი მოლა ჰასან ახუნდი უხელმძღვანელებს, რომელიც გაეროს მიერ შავ სიაშია შეყვანილი.„თალიბანმა“ შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა სარაჯუდინ ჰაქანი, რომელიც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ძებნილთა სიაშია.
ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულთან ადვოკატი შევიდა
ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული მისმა ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ დიღმის მთავარ სამმართველოში მოინახულა. ადვოკატის თქმით, მას ბრალდებულთან პირისპირ საუბრის საშუალება არ მიეცა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაყვანა მოითხოვა. ბრალდებულს სავარაუდოდ, დღეს დაკითხავენ. „ვინაიდან, არ მომეცა საშუალება, რომ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს შევხვედროდი ერთი-ერთზე, რომ ჩვენს შორის საუბარი ყოფილიყო კონფიდენციალური, მოვითხოვე, გადაიყვანონ დროებითი მოთავსების იზოლატორში, გადაიყვანენ, შევხვდები და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდები დეტალებზე. საქმის მასალები ჯერ არ გადმოუციათ, დაკავების ოქმი გადმომცეს, მხოლოდ მას გავეცანი. გადაიყვანენ და დღესვე ვაპირებ შესვლას", - განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ. ბრალდებულს, 33 წლის რაფაელ მურსაკულოვს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჯერ უცნობია, აღიარებს თუ არა ის ბრალს. როგორც ცნობილია, შანაი ბრუკი 30 ივლისს დაიკარგა. მეგობრების მონაყოლზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობები, რომ შანაე ბრუკმა დაურეკა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ მეგობარს, რომელმაც გაიგო, როგორ ეუბნებოდა ის ვიღაცას, რომ ხელი გაეშვა. მეგობრები ვარაუდობენ, რომ უცხოელს თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა. ამის შემდეგ სატელეფონო საუბარი გაითიშა. თბილისში გაუჩინარებული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი 31 ივლისს იპოვეს. ამავე თემაზე: ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს
BBC რუსი მინისტრის დაღუპვის დეტალებზე წერს
რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი, ევგენი ზინიჩევი ნორილსკში სწავლების დროს მომხდარ ინციდენტს ემსხვერპლა. BBC სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 55 წლის ზნიჩევი სხვის გადარჩენას ცდილობდა. კერძოდ, ინტერვიუს დროს, მინისტრი ოპერატორ, 63 წლის ალექსანდრე მელნიკთან ერთად კლდის პირას იდგა, ოპერატორი დაეცა და წყალში გადავარდა. საგანგებო სიტუაციების მინისტრმა მისი გადარჩენა სცადა, თუმცა კლდის მასაზე დაცემის შემდეგ თავადაც დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, შემთხვევა კიტაბო ორონის ჩანჩქერთან, ჩრდილოეთ ციმბირში მოხდა. ნორილსკის დასავლეთით, 165 კილომეტრში. ამავე თემაზე: მედია: რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი სწავლების დროს დაიღუპა
ილია მეორემ აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას უმასპინძლა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოს საპატრიარქოში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთა დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხს. „სტუმრებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე წამოჭრილი თითოეული პრობლემა და წუხილი აუცილებლად იქნება მიწოდებული აშშ-ის შესაბამისი უწყებებისადმი; ამასთან, დასძინეს, რომ ისინი ძალ-ღონეს არ დაიშურებენ „ქართულ-ამერიკული მეგობრობის განვითარებისა და გაღრმავებისათვის“. შეხვედრის დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა კონგრესმენებსა მადლობა გადაუხადა ყურადღებისათვის, თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, დალოცა ისინი და ბრძანა: „ღმერთი იყოს მფარველი და მაკურთხებელი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოსი“. კონგრესმენებმა მადლობა გადაუხადეს უწმინდესსა და უნეტარესს გულთბილი მიღებისათვის. კონგრესმენთა დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ კონგრესმენები: ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი), ასევე, აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული ქ. სან-დიეგოში მელორ წიფურია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვიპროსის მთავარეპისკოპოსი: აუცრელებისთვის გამოვაცხადე, ერთ კვირაში მიდიხართ შვებულებაში და როდესაც დაბრუნდებით, ყველა უნდა იყოთ აცრილი
აუცრელებისთვის გამოვაცხადე, ერთ კვირაში მიდიხართ შვებულებაში და როდესაც დაბრუნდებით, ყველა უნდა იყოთ აცრილი, - ამის შესახებ უნეტარესმა სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს მეორემ განაცხადა. როგორც მთავარეპისკოპოსი აცხადებს, თუ მას კორონავირუსი გადაედება, გარდაიცვლება, ეს კი კვიპროსის ეკლესიას დააზარალებს. "დღეს მე გამოვაცხადე სამთავარეპისკოპოში აუცრელებისთვის, ერთ კვირაში მიდიხართ შვებულებაში და როდესაც დაბრუნდებით, ყველა უნდა იყოს აცრილი. ვინც არ არის აცრილი, არ უნდა დაბრუნდეს სამსახურში. მე მათ გავათავისუფლებ და ამას არავისთან განვიხილავ! ისინი ან აცრილები მოვლენ ან დაექვემდებარებიან სამთავარეპისკოპოსოდან გარიცხვას. მე ვარ საკმაოდ მოხუცი და რომ დამემართოს ეს დავადება, ვერ გადავიტან, ახლა კი ეკლესიას ძალიან ვჭირდები და ჩემი გარდაცვალების დრო არაა...(უფრო სწორად მზად არ ვარ, (იცინის). არც ის მსურს ბრიყვი და უმადლო სასულიერო პირების მიერ მოწამლული ტვინებით დაკომპლექტებული თანამშრომლები მესხდენ გვერდით, ეს რომ არ დაგვემატოსმ ჩვენი პრობლემებიც გვეყოფა", - განაცხადა ქრიზოსტომოს მეორემ. წყარო: მსოფლიო საელესიო სიახლენი.
დავით ზალკალიანმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სომეხ კოლეგას, არარატ მირზოიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, ასევე ურთიერთობები სავაჭრო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურის და განათლების სფეროში. ასევე გაეცანით: სომხეთს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი: ევროპაში ავღანელი ლტოლვილების ადგილი არ არის
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ ევროკავშირში ავღანელი ლტოლვილებისთვის "ადგილი ნამდვილად არ იყო". ამის შესახებ მან ავსტრიის კანცლერთან სებასტიან კურცთან და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ჰეგერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. ჩეხეთის ლიდერი ვარაუდობს, რომ უკეთესი იქნება "იპოვონ გამოსავალი, რომელიც მათ ავღანეთში დარჩენის საშუალებას მისცემს". "ერთი ვარიანტია თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკება, როგორც წარსულში გავაკეთეთ, მაგრამ არა მგონია ეს კარგი გამოსავალი იყოს. უკეთესი ვარიანტი არის გამოსავალი, რომელიც საშუალებას მისცემს ავღანელ ხალხს, ავღანეთში დარჩნენ",- განაცხადა ანდრეი ბაბიშმა. როგორც Euronews-ი წერს, 2016 წელს ევროკავშირმა დადო "მიგრაციის ხელშეკრულება" თურქეთთან, სადაც ანკარამ პირობა დადო, რომ ხელს შეუშლიდა მილიონობით, ძირითადად სირიელი, ლტოლვილის გაქცევას ევროპაში დაფინანსების სანაცვლოდ, რომელიც მას 3 მილიონზე მეტი ემიგრანტის განსახლებაში დაეხმარებოდა. ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 18 მილიონ ევროს გამოყოპფს ავღანელების დასახმარებლად ავღანეთის მეზობელ ქვეყნებში. "ჩვენ შევეცდებით შევამსუბუქოთ მათი ტანჯვა, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ 2015 არ უნდა განმეორდეს. ჩვენ წინააღმდეგი ვართ, არალეგალური მიგრაციისა და ჩვენ ვებრძვით კონტრაბანდისტებს". - განაცხადა კურცმა. ცნობისთვის, 2015 წელს დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი შემოვიდა ევროპაში ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და აზიიდან. ამავე თემაზე: ანტონიო გუტერეში: ახლა, ისე, როგორც არასდროს, ავღანელ ბავშვებს, ქალებსა და კაცებს სჭირდებათ მხარდაჭერა ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი „თალიბანს“ უნდა ესაუბროს, რადგან მათ ომი მოიგეს