ძებნის რეზულტატი:
ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, გენერალი გიგი კალანდაძე თავისუფალია
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, გენერალი გიგი კალანდაძე თავისუფალია. ამის შესახებ ხერხეულიძემ Facebook-ზე დაწერა. გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის მოადგილის გიგი კალანდაძის გერმანიაში დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება 20 დეკემბერს გაავრცელა. როგორც უწყების აღნიშნავდა საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს. მათივე განმარტებით, საქმე ეხებოდა 2012 წლის ივლისში ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მიზნით დაკავებული პირის წამებას.
პატრიარქი: თითოეულმა ჩვენგანმა ერთი წლის განმავლობაში თუნდაც ერთი არასწორი ჩვევა ან თვისება რომ აღმოვფხვრათ, რამდენად უკეთესი გახდება ცხოვრება
„ჩვენი დამოკიდებულება შვილებთან, მშობლებთან, და-ძმებთან, ახლო თუ შორეულ ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან, ნებისმიერ სხვა პიროვნებასთან, ისევე, როგორც ჩვენი დამოკიდებულება სნეულთა, პატიმართა და გაჭირვებულთადმი, პირადი და საქვეყნო საქმისადმი, გარდაცვლილი ახლობლებისა და წინაპრებისადმი, ცხოველებისა და გარემოსადმი ... უდიდესი გამოცდისა და პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს, რადგან სადაც არ უნდა ვიყოთ და ვინც არ უნდა ვიყოთ, ყოველი ნაბიჯი ჩვენი ცხოვრებისა, მნიშვნელოვანია, ვკითხულობთ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში. „ძნელია ასეთ დიდ სივრცეში იმოქმედო და შეცდომები არ დაუშვა. ჩვენი ეგოისტური ,,მე“ ხომ მუდმივად უძებნის გამართლებას ჩვენს ცოდვებს, არასწორ საქციელს ... ამასთან, საკუთარ თავს ადვილად ვპატიობთ იმას, რაზეც სხვას მკაცრად ვთხოვთ პასუხს. ხშირად კი, საერთოდაც ვერ ვხედავთ ჩვენს ცოდვებს. უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გარედან შეხედვა, ჩვენი ქმედებების სხვისი თვალით შეფასება და ობიექტური განსჯა. ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენი სწორი სულიერი ხედვისთვის. მაშინ უკვე ღვთის შეწევნით, სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ყველაფრის გამოსწორება და კეთილად წარმართება იქნება შესაძლებელი. თითოეულმა ჩვენგანმა ერთი წლის განმავლობაში თუნდაც ერთი არასწორი ჩვევა ან თვისება რომ აღმოვფხვრათ, რამდენად უკეთესი გახდება ცხოვრება! დაისახეთ ეს მიზნად. გაუფრთხილდით დროს! დრო ძალიან ძვირფასია, თუ მისი საშუალებით ცხონებას მოვიპოვებთ; დაკარგულ დროზე დასანანიც არაფერია, თუ იგი წარწყმედის მიზეზად გვექცევა (ჩვენ კი ხშირად სწორედ ფუჭად გატარებული დროით ვხარობთ). არდავიწყება გვმართებს იმისაც, რომ დროის მოთხოვნილებები, დროის სული ცვალებადია; ხშირად იგი ცრუ იდეალებს გვთავაზობს და ბევრი შეჰყავს შეცდომაში იმის მიუხედავად, რომ ხედავენ, რაც გუშინ სამაგალითოდ ითვლებოდა, მას დღეს დასცინიან და რასაც დღეს აქებენ, ხვალ შეიძლება დაიწუნონ. სწორად მოიქცევი, თუ შეძლებ, იაზროვნო ისე და აკეთო ის, რაც მარადიული ცხოვრებისთვის იქნება სარგებლის მომტანი. ამიტომაც, ორიენტირად ღმერთი და მისი ღირებულებები აირჩიე, იგია მხოლოდ უცვალებელი, ზედროული და ჭეშმარიტი. მიემსგავსე ლოტს, რომელიც ყველაზე მძიმე გარემოში, სოდომში, ცხოვრობდა, მაგრამ უფლის მცნებას არ ღალატობდა. ამას შენც შეძლებ, თუ მუდმივად უფალს დაეყრდნობი და მისი მცნებებით იმოქმედებ. ეკლიანია ეს გზა, მაგრამ თან ახლავს სიხარული განსხვავებული, რომელიც ყველა განსაცდელს, ყველა სირთულეს ადვილად დაგვაძლევინებს, ზოგს შეუმჩნევლადაც, იმის მსგავსად, როგორც ჯანსაღ სხეულში შეუმჩნევლად მიმდინარეობს სხვადასხვა ურთულესი პროცესი. შენ ხარ მოწოდებული, რათა იყო შემოქმედის თვალშეუდგამი ნათლის თანაზიარი; მთელი სამყარო, როგორც ცოცხალი წიგნი, შენს წინაშეა გადაშლილი და ქადაგებს ყოვლადწმიდა სამების დიდებას. სიყვარულით გვიმზერს ბეთლემს შობილი ყრმა იესო, თავისკენ გვიხმობს და მოგვიწოდებს: აირჩიე სიცოცხლე, აირჩიე ნეტარი მარადიულობა! ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, ასირიელნო, სომეხნო, ებრაელნო, აზებაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ყოველნო შვილნო ივერიის ეკლესიისა, - იხარებდით, რამეთუ ღმერთი გამოჩნდა დღეს ხორცით; აქებენ მოგვნი, მწყემსთა თანა განკვირვებულნი, შობასა მისსა ქალწულისაგან და დიდებასა შესწირვენ ანგელოზთა გუნდთა თანა (იოანე მტბევარი). ჩვენც ანთებული სანთლით კრძალვით მივეახლოთ მას და სიხარულით ღაღადვყოთ: დიდება ძალსა შენსა, მხსნელო ყოველთაო! დიდება და მადლობა შენდა, საღმრთოითა მადლითა სოფლისა აღმავსებელო! დიდება შენდა, სასოებაო ჩვენო, დიდო მღვდელმთავარო, მეფეო და ღმერთო ჩვენო! თქვენთვის მარადჟამს სიყვარულით მლოცველი“, - წერია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საშობაო ეპისტოლეში.
ირაკლი ღარიბაშვილი: ყოველ შობას, განახლების, ბედნიერებისა და საყოველთაო კეთილდღეობის იმედით ვხვდებით
პრემიერი მოქალაქეებს მაცხოვრის შობის დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. „ქრისტეს დაბადება კაცობრიობის სრულიად ახალი ისტორიის დასაწყისია, რომელსაც სიყვარულის, ადამიანის თავისუფლების, უკეთესი მომავლის იმედი წარმართავს. ამ ღირებულებებს ეფუძნება ჩვენი უძველესი კულტურა და ისინი განსაზღვრავენ ჩვენს თანამედროვეობასაც. სწორედ ამიტომ, ყოველ შობას ჩვენ განახლების, ბედნიერებისა და საყოველთაო კეთილდღეობის იმედით ვხვდებით. ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდესა და წინსვლას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ილია მეორე: ღმერთთან მიახლებაში მხოლოდ განსწავლულობა და მეცნიერული პროგრესი ვერ დაგვეხმარება
„ტექნიკის სფეროში, თანამედროვე სამყაროში, ახლა უკვე საოცარი პროგრესია მიღწეული, თუმცა თავი იჩინა ფრიად სერიოზულმა გამოწვევებმაც, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ ყველანი დედამიწის, როგორც უკვე ერთიანი საერთო სივრცის ნაწილნი, ყოფით ცხოვრებას ან მკვეთრად გავიუმჯობესებთ, ან გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე აღმოვჩნდებით“, ვკითხულობს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში. „გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს და იგი, ჩვენის აზრით, მხოლოდ ერთია: ყველაზე მთავარი აქცენტი ყველას მიერ გადატანილი უნდა იქნას ადამიანზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ წინა პლანზე წამოიწიოს იმ ღირებულებებმა, რაც მას შემოქმედთან დააახლოებს; ზეადამიანად გახდომის ამპარტავნული სურვილი კი დაღუპვის წინაპირობად გვექცევა. ,,სიცოცხლე ან სიკვდილი,“ - ამ არჩევანის წინაშე აღმოჩნდა დღეს ადამის მთელი მოდგმა. ასეთი მასშტაბური და ყოვლისმომცველი ნაბიჯი მანამდე არ გვქონია გადასადგმელი. „აირჩიე სიცოცხლე,“ - მოგვიწოდებს მოციქული“. „აირჩიე სიცოცხლე,“ - მოგვიწოდებს მოციქული. მორწმუნეთათვის ეს ნიშნავს მცნებების დაცვით უფლის მიმსგავსებას, მაღალზნეობრივ პიროვნებად ჩამოყალიბებას, ნიშნავს ღვთის სადიდებლად სხვისთვის ცხოვრებას, რათა შემდეგ ცათა სასუფევლის მკვიდრნი გავხდეთ და მარადიულად ღმერთთან ვმყოფობდეთ. ათეისტებისათვის კი ასეთი აზროვნება გაუგებარია და მიუღებელი, რადგან ისინი ეყრდნობიან ფორმულირებას: მჯერა ის, რასაც ვხედავ და არ მჯერა იმის, რაც უხილავია. ამიტომაც არც ღმერთის სწამთ, არც ჩვენი სულის არსებობის და არც მისი უკვდავების; ამასთან, მიიჩნევენ რა, რომ გარდაცვალებით ყველაფერი მთავრდება, ამქვეყნიური კეთილდღეობის ნებისმიერი საშუალებით მიღწევას, ხშირ შემთხვევაში, არ ერიდებიან. * * * მაგრამ, მორწმუნენი ვართ, თუ ურწმუნონი, როდესაც თუნდაც ამქვეყნიურ ჩვენს უკეთეს მომავალზე ვფიქრობთ, აუცილებლად წამოიჭრება მრავალი კითხვა, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ დავძლიოთ სიღატაკე, უმუშევრობა, დევნილთა პრობლემები, როგორ აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა? ... მაგრამ, ასევე, წამოიჭრება სხვა კითხვებიც, რომლებიც მუდამ აწუხებდა კაცობრიობას: რატომ დავიბადეთ? რატომ ვკვდებით? ვინ მოგვცა სიცოცხლე? რა არის იგი? რისთვის ვართ მოწოდებულნი? ... რა თქმა უნდა, ორივე მიმართულებით გვმართებს ფიქრი, მაგრამ ამ ეპისტოლეში იმ თემებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც სულიერ სფეროს მოიცავს და ღვთისკენ სავალი გზების ძიებაში დაგვეხმარება. * * * ბიბლიის პირველივე თავიდან გაცხადებულია დიდი საიდუმლოებანი მცენარეთა, ცხოველთა, ზღვის და ცის ბინადართა, ასევე, ღვთის მიერ სამყაროს შექმნის, ადამიანის დაბადებისა და მისი დანიშნულების თაობაზე. „მე ვარ ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული“(გამოცხ. 1.8), - ბრძანებს მაცხოვარი. „დასაწყისში იყო სიტყვა (ლოგოსი) და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი ... ყოველივე მის მიერ შეიქმნა, მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი ...“ (ინ I.1-4); ,,წყალობით მდიდარმა ღმერთმა ... შეცოდებით მკვდარნი გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად“ (ეფეს.2,4-5) და ,,ღვთის ძისადმი რწმენით გვაქვს საუკუნო სიცოცხლე“ (I ინ. 5,13), - ვკითხულობთ "ახალ აღთქმაში". „ცოდვის საზღაური არის სიკვდილი“ (რომ. 6,23), - ბრძანებს მოციქული. ხოლო რადგან „გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და ამპარტავნება ამქვეყნისაგან მომდინარეობს“ (I ინ. 2-16) და უფალთან კავშირი არა აქვს, ამ წესით მცხოვრებნი თავისი ნებით შორდებიან სიცოცხლის, სიწმინდის, სინათლის წყაროს, - ღმერთს და სულიერ სიკვდილს ექვემდებარებიან. უფალთან ყოფნა კი ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვკვდეთ ცოდვისათვის, ანუ დავძლიოთ ის გაუკუღმართებანი, ადამის დაცემის შემდეგ რომ შევიძინეთ. ღმერთთან მიახლებაში, მხოლოდ განსწავლულობა და მეცნიერული პროგრესი ვერ დაგვეხმარება; აუცილებელია სულიერი სიწმინდის მოპოვება, რადგან „ღმერთი სულია და მის თაყვანისმცემლებს მართებთ სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემა“, - აღნიშნავს პატრიარქი. პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
ილია მეორე: დროის მოთხოვნილებები ცვალებადია, ხშირად ცრუ იდეალებს გვთავაზობს და ბევრი შეჰყავს შეცდომაში
დროის მოთხოვნილებები, დროის სული ცვალებადია, ხშირად იგი ცრუ იდეალებს გვთავაზობს და ბევრი შეჰყავს შეცდომაში იმის მიუხედავად, რომ ხედავენ, რაც გუშინ სამაგალითოდ ითვლებოდა, მას დღეს დასცინიან და რასაც დღეს აქებენ, ხვალ შეიძლება დაიწუნონ, - ვკითხულობს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში. „გაუფრთხილდით დროს! დრო ძალიან ძვირფასია, თუ მისი საშუალებით ცხონებას მოვიპოვებთ; დაკარგულ დროზე დასანანიც არაფერია, თუ იგი წარწყმედის მიზეზად გვექცევა (ჩვენ კი ხშირად სწორედ ფუჭად გატარებული დროით ვხარობთ). არდავიწყება გვმართებს იმისაც, რომ დროის მოთხოვნილებები, დროის სული ცვალებადია; ხშირად იგი ცრუ იდეალებს გვთავაზობს და ბევრი შეჰყავს შეცდომაში იმის მიუხედავად, რომ ხედავენ, რაც გუშინ სამაგალითოდ ითვლებოდა, მას დღეს დასცინიან და რასაც დღეს აქებენ, ხვალ შეიძლება დაიწუნონ. სწორად მოიქცევი, თუ შეძლებ, იაზროვნო ისე და აკეთო ის, რაც მარადიული ცხოვრებისთვის იქნება სარგებლის მომტანი. ამიტომაც, ორიენტირად ღმერთი და მისი ღირებულებები აირჩიე, იგია მხოლოდ უცვალებელი, ზედროული და ჭეშმარიტი. მიემსგავსე ლოტს, რომელიც ყველაზე მძიმე გარემოში, სოდომში, ცხოვრობდა, მაგრამ უფლის მცნებას არ ღალატობდა. ამას შენც შეძლებ, თუ მუდმივად უფალს დაეყრდნობი და მისი მცნებებით იმოქმედებ. ეკლიანია ეს გზა, მაგრამ თან ახლავს სიხარული განსხვავებული, რომელიც ყველა განსაცდელს, ყველა სირთულეს ადვილად დაგვაძლევინებს, ზოგს შეუმჩნევლადაც, იმის მსგავსად, როგორც ჯანსაღ სხეულში შეუმჩნევლად მიმდინარეობს სხვადასხვა ურთულესი პროცესი. შენ ხარ მოწოდებული, რათა იყო შემოქმედის თვალშეუდგამი ნათლის თანაზიარი; მთელი სამყარო, როგორც ცოცხალი წიგნი, შენს წინაშეა გადაშლილი და ქადაგებს ყოვლადწმიდა სამების დიდებას. სიყვარულით გვიმზერს ბეთლემს შობილი ყრმა იესო, თავისკენ გვიხმობს და მოგვიწოდებს: აირჩიე სიცოცხლე, აირჩიე ნეტარი მარადიულობა! ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, ასირიელნო, სომეხნო, ებრაელნო, აზებაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ყოველნო შვილნო ივერიის ეკლესიისა, - იხარებდით, რამეთუ ღმერთი გამოჩნდა დღეს ხორცით; აქებენ მოგვნი, მწყემსთა თანა განკვირვებულნი, შობასა მისსა ქალწულისაგან და დიდებასა შესწირვენ ანგელოზთა გუნდთა თანა (იოანე მტბევარი)“, - წერია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საშობაო ეპისტოლეში.
ორბელიანების სასახლეში საშობაო კონცერტი გაიმართა
ორბელიანების სასახლეში საშობაო კონცერტი გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დირიჟორმა ზაზა აზმაიფარაშვილმა კამერულ ორკესტრთან და ბელგიის სამუსიკო აკადემიის პროფესორ, სოლისტ ხათუნა კოკოჩაშვილთან ერთად სასახლეში მოწვეული სტუმრებისათვის მოცარტის, ბიზეს, ჩაიკოვსკის, ბესტაინისა და აზარაშვილის ნაწარმოებები შეასრულა.
პანდემიის გამო, „ალილო“ განსხვავებული სახით ჩატარდება
პანდემიის გამო, „ალილო“ კვლავ განსხვავებული სახით ჩატარდება. ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მანქანებით მსვლელობა 7 იანვარს, 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. „წლებია 7 იანვარს, ქრისტესშობას, თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა - „ალილო“ ეწყობა. „ალილოს“ სადღესასწაულო ელფერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით 2000 წლიდან მიეცა. მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში დიდებული დღესასწაულია. ეს დღესასწაული წელსაც საზეიმოდ ჩატარდება, თუმცა პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით. სამღვდელოება მოსახლეობას მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთი წყლის სხურებით მიულოცავს შობას. მსვლელობა მანქანებით დაიწყება 7 იანვარს, 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, რომელიც დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში, 16:00 საათზე ქრისტესშობის სამადლობელო პარაკლისით. ვიმედოვნებთ, ახალ 2022 წელს, შობის დღესასწაულს კვლავ ერთად აღვნიშნავთ და ამ საყოველთაო სიხარულს მივუტანთ იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება“,- აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი: აშშ-ში ყველას არ ესმის რა ხდება ყაზახეთში
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ აშშ-ში ყველას არ ესმის რა ხდება ყაზახეთში. ამის შესახებ მან სოციალურ პლატფორმაზე დაწერა. „ყველა შეჩვეულია იმ ფაქტს, რომ ვაშინგტონის ზოგიერთ წარმომადგენელს ყველაფერი არ ესმის და ამას ამერიკის პოზიციად ასაღებს“, - წერს ზახაროვა. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საპროტესტო აქციები ყაზახეთში 4 დღის წინ დაიწყო. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ბოლო ცნობებით, ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ასევე წაიკითხეთ: მედია ყაზახეთში სროლის შესახებ იუწყება BBC: რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალები განლაგდებიან ყაზახეთში, რათა ანტისამთავრობო დემონსტრაციები ჩაახშონ
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საგანგებო შეხვედრას დღეს გამართავენ
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს უკრაინასა და მის საზღვრებთან არსებული მდგომარეობისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხზე საგანგებო შეხვედრას გამართავენ. მოლაპარაკებები დისტანციურად გაიმართება. NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა წინ უსწრებს 12 იანვარს დაგეგმილ NATO-რუსეთის საბჭოს სხდომას, რომელზეც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები რუსეთის მოთხოვნებს განიხილავენ. ამასთან, NATO-ში არაერთხელ განაცხადეს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს, რომელ ალიანსში გაწევრიანდება. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ასევე წაიკითხეთ: NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საკითხის განსახილველად ვირტუალურ ფორმატში შეიკრიბებიან უკრაინაში ვიზიტის წინ ჯოზეფ ბორელი NATO-ს გენმდივანს ესაუბრა
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4234 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 006 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 832 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 174 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.41%, ბოლო 14 დღის - 6.61% ხოლო 7 დღის - 8.17%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 727 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 910 540. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 128 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 249 შემთხვევა, აჭარა - 495, იმერეთი - 457, ქვემო ქართლი - 164, შიდა ქართლი - 199, გურია - 147, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 196, კახეთი -158, მცხეთა-მთიანეთი -93, სამცხე-ჯავახეთი -53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 28 716 საიდანაც: 1 053 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 715 - თბილისში, 228 - აჭარაში. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 6ა. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 6 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 255 პაციენტი.
საქართველოში დღეს „ომიკრონის“ 600 შემთხვევაა დადასტურებული
დღეს საქართველოში "ომიკრონის" კიდევ 265 შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში კორონავირუსის ამ შტამის სულ 600 შემთხვევაა დადასტურებული. ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. "ომიკრონი" ქვეყანაში პირველად დაახლოებით 2 კვირის წინ გამოვლინდა. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4234 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი.
ქუთაისიდან საჰაერო რეისები ყაზახეთის მიმართულებით ისევ ვერ სრულდება
ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისი ატირაუს მიმართულებით ორი დღეა, არ შესრულებულა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ფრენები ყაზახეთში არსებული ვითარების გამო არის შეჩერებული. ამასთან, ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლოს რეისი სამი დღის წინ შესრულდა, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანის მიმართულებით. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ასევე წაიკითხეთ: NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საკითხის განსახილველად ვირტუალურ ფორმატში შეიკრიბებიან
24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 699 ადამიანი აიცრა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 699-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 545 490 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 953 410 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 910 540, გარდაიცვალა 14 128 პაციენტი. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4234 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი საქართველოში დღეს „ომიკრონის“ 600 შემთხვევაა დადასტურებული
UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა შეიყვანა
UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა შეიყვანა. მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზეა ასახული, სადაც აღნიშნულია, რომ ლექსო ლაშქარავა მოკლულია 5 ივლისს საქართველოში. იხილეთ ბმული: https://en.unesco.org/themes/safety-journalists/observatory/country/223712?fbclid=IwAR2Fkci-pUihBJ7gxKefVII3P-Od-l3FIhxB1YvvCwhAaFCzPY0I0VWkpsY ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ძალადობრივი ჯგუფები ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. ასევე წაიკითხეთ: DRI: ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტის გამოძიება უსაფუძვლოდ ჭიანურდება
ჯანმოს დირექტორი: მივმართავ მათ, ვინც დღეს მართლმადიდებლურ შობას ზეიმობს - დაე, თქვენი სახლები მშვიდობით, ბედნიერებითა და ჯანმრთელობით სავსე იყოს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მართლმადიდებლებს შობის დღესასწაულს ულოცავს. „მივმართავ მათ, ვინც ხვალ მართლმადიდებლურ შობას ზეიმობს: დაე, თქვენი სახლები მშვიდობით, ბედნიერებითა და ჯანმრთელობით სავსე იყოს“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა. ასევე წაიკითხეთ: ჯანმოს ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ 2022 წელს პანდემია დასრულდება ჯანმოს დირექტორი: საახალწლო ღონისძიებების გაუქმება სიცოცხლის შეწყვეტას სჯობს
შალვა პაპუაშვილი: UNESCO-ს საქართველოს მთავრობასთან შეკითხვები უბრალოდ აქვს
"სამწუხაროა, რომ კვლავ ხდება ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ადამიანის სიცოცხლით თუ სიკვდილით სპეკულირება", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა UNESCO-ს მიერ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავა შეყვანას. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, იუნესკო საგამოძიებო ორგანო არაა და მას უბრალოდ საქართველოს მთავრობასთან აქვს შეკითხვა გაგზავნილი. „იუნესკო აწარმოებს სიას, როდესაც ხდება ჟურნალისტების გარდაცვალება. ამ შემთხვევაში, როგორც ვნახე, მთავრობაშია მოკითხული, რა ვითარება იყო ამასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკრატურა გააკეთებს განცხადებას. გამოძიება მიმდინარეობს, ექსპერტიზაცაა ჩატარებული და საზოგადეობამ იცის წინასწარი მონაცემები. სამწუხაროა, რომ კვლავ ხდება ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ადამიანის სიცოცხლით თუ სიკვდილით სპეკულირება. პარტიების წარმომადგენლები ახდენენ სპეკულაციას. ვინც ნახა იუნესკოს ეს სია, წერია, რომ მოკითხულია მთავრობასთან, რა ვითარებაში გარდაიცვალა ეს ოპერატორი. იუნესკო არ არის საგამოძიებო ორგანო და დასკვნებს არ აკეთებს. იქ ეს საკითხი ღია საკითხადაა მითითებული და ელოდებიან პასუხს“,- განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ასევე წაიკითხეთ: UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა შეიყვანა DRI: ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტის გამოძიება უსაფუძვლოდ ჭიანურდება
ყაზახეთში "კოლექტიური ძალების" სამხედოებს რუსი გენერალი უხელმძღვანელებს
ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის "სამშვიდობო ძალების" მეთაურად დაინიშნა რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი. ამის შესახებ დღეს, 7 იანვარს მოსკოვში, ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა. მისი ინფორმაციით, რუსეთის "სამშვიდობო ძალების" შემადგენლობაში არიან საჰაერო-სადესანტო ძალების სპეცრაზმის 45-ე ბრიგადა, 98-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია და 31-ე ბრიგადა. ამასთან, დღეს, 7 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ყირგიზეთი ყაზახეთში გზავნის 150 სამხედროს, ხოლო ტაჯიკეთი 200-ს. 6 იანვარს, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყაზახეთში გაგზავნა საჰაერო-სადესანტო ძალების ასეული. მანამდე სომხური მედია იუწყებოდა, რომ ერევანი ყაზახეთში მიავლენს 70 სამხედროს. შესაბამისად, ყაზახეთში „კოლექტიური სამშვიდობო ძალების“ შემადგენლობა თითქმის მთლიანად დაკომპლექტებულია სწორედ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სამხედროებით. ასევე წაიკითხეთ: მედია ყაზახეთში სროლის შესახებ იუწყება BBC: რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალები განლაგდებიან ყაზახეთში, რათა ანტისამთავრობო დემონსტრაციები ჩაახშონ
ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მანქანებით მსვლელობა დაიწყო
ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მანქანებით მსვლელობა დაიწყო. სასულიერო პირები მოქალაქეებს შობის დღესასწაულს მიულოცავენ. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში 16:00 საათზე ქრისტესშობის სამადლობელო პარაკლისით დასრულდება. პანდემიის გამო წელს „ალილო“ განსხვავებული სახით ტარდება. ალილოზე შეგროვებული ნობათი გადაუნაწილდება ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებს და გაჭირვებულ მოსახლეობას.
„ლეიბორისტული პარტია“ შესაძლოა, პარლამენტში შევიდეს
„ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტში შესვლის საკითხზე მსჯელობს. - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სატელევიზიო ეთერში ისაუბრა. პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პარტიაში ამ საკითხზე მსჯელობენ. შალვა ნათელაშვილის შეფასებით, ახალი საპარლამენტო არჩევნების და ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივა დაიმსხვრა მაშინ, როდესაც ოპოზიციამ ხელი მოაწერა „შარლ მიშელის დოკუმენტს“ და პარლამენტში შევიდა. „პარლამენტში შესვლა იმიტომ კი არ გვინდა, რომ დავტკბეთ იქ სკამებზე ჯდომით და პრივილეგიებით, არამედ გვინდოდა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გვეხსნა გაჭირვებისგან, სიღატაკისგან, უმუშევრობისგან, უბედურებისგან, სიკვდილისგან, ტრაგედიისგან, მილიარდერის ხროვის ბატონობისგან, მაგრამ ხალხმა ყოველთვის გააკეთა არჩევანი ფულიანზე, მდიდარზე, ძალაუფლებით აღჭურვილზე და ამ არჩევნის შედეგს ვიმკით. ჩემი, ერთი კაცის შესვლა შეიძლება, ოცნება იყოს?!“ არავის ახალი არჩევნები არ უნდა. ხელისუფლებასაც არ უნდა ცხადია, ხელისუფლებიდან წასვლა. ახალი არჩევნები არ უნდათ პარლამენტში შესულ იმ პარტიებს, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ და ფიქრობენ, რომ შეიძლება, ახალი არჩევნების დროს აღარ მოხვდნენ პარლამენტში. ერთი-ორი გამონაკლისი შეიძლება იყოს, მაგალითად, თაკო ჩარკვიანი, გამოვა იქიდან, მაგრამ 98% იქიდან გამომსვლელი არ არის“, - აღნიშნა ნათელაშვილმა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ლეიბორისტულმა პარტიამ" პარლამენტის წევრის ერთი მანდატი მოიპოვა. პარტიული სიის პირველმა ნომერმა შალვა ნათელაშვილმა პარლამენტის დატოვების მოთხოვნით განცხადება დაწერა, რომელიც პარლამენტმა არ დააკმაყოფილა.
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ყაზახეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ყაზახეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. „ყაზახეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ყაზახეთში საქართველოს საელჩო კვლავ მუდმივ კომუნიკაციაშია საქართველოს ყველა იმ მოქალაქესთან, ვისთანაც ვითარების გართულების დღიდან ჰქონდა კომუნიკაცია და პერიოდულად ამოწმებს მათ მდგომარეობას. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობაზე. ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საპროტესტო აქციები ყაზახეთში 4 დღის წინ დაიწყო. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ბოლო ცნობებით, ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. BBC: სისხლისღვრის შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა საწვავის ფასზე რეგულაციას შემოიღებს