ძებნის რეზულტატი:

კვლევა: აბუ-დაბიში ავტორიზებული, Sinopharm-ის ახალი "ბუსტერ" დოზა "ომიკრონის" წინააღმდეგ უფრო ეფექტიანია, ვიდრე ამავე ვაქცინის მესამე დოზა

აბუ-დაბიში ავტორიზებული, Sinopharm-ის ცილოვანი ვაქცინის ბუსტერ დოზა უფრო ეფექტიანია, ვიდრე ამავე ვაქცინის მესამე დოზა, რომელიც ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული. ეს წინასწარი კვლევის შედეგია, რომელიც ჯერ დადასტურებული არ არის. Reuters-ის ცნობით, კვლევაში 192 ადამიანი იყო ჩართული. ისინი ნაწილს Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით მინიმუმ 6 თვის წინ აიცრნენ. შედეგად, გაირკვა, რომ ბუსტერ დოზით აცრილებში "ომიკრონის" წინააღმდეგ ანტისხეულების რაოდენობა გაცილებით მაღალია, მესამე დოზით აცრილებთან შედარებით. Sinopharm-ის მიერ განსხვავებული ტექნოლოგიით შექმნილი ვაქცინა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში "ბუსტერად" დეკემბრიდან გამოიყენება.  

ნიკა სიმონიშვილი: ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზის დასკვნა გაუგებარი ფორმით გასაჯაროვდა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატი, ნიკა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროება გაუგებარი და მიუღებელი ფორმით მოხდა. „ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზზე ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით მინდა რამდენიმე საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რაც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი: ექსპერტთა ჯგუფის დაკომპლექტებისას, შსს-მ საჯაროდაც და პირადადაც შესთავაზა ოჯახს საერთაშორისო ექსპერტების დასახელება, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ შეფასებაში. ჩვენ შევთავაზეთ ამერიკელი ან ბრიტანელი სახელმწიფო ექსპერტების მოწვევა, მაგრამ შსს-მ უარი გვითხრა, იმ მოტივით, რომ არ გვაქვს ჩვენ მათთან თანამშრომლობის გამოცდილებაო, რის შემდეგაც შემოგვთავაზეს შვეიცარიელი ექსპერტების ჩართვა, რომლებიც საბოლოოდ არ მოიწვიეს და ისევ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ქართველი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა ექსპერტიზა. მეორე საკითხი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ლექსოს ცხედარი გაიტაცეს მაშინ, როდესაც ოჯახის ადვოკატები გზაში ვიყავით და ლექსოს სახლისკენ მივდიოდით, ხოლო დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ჩვენთვის უცნობია, რამე მანიპულირება ხომ არ მოხდა ცხედარზე", - განაცხადა სიმონიშვილმა. ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ასევე წაიკითხეთ: UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა შეიყვანა საგარეო უწყება: ლექსო ლაშქარავას შემთხვევის თაობაზე UNESCO გამოძიების დასრულებას ელოდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნი: უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდის საკითხის დიპლომატიური მოგვარება ჯერ კიდევ შესაძლებელია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდის საკითხის დიპლომატიური მოგვარება ჯერ კიდევ შესაძლებელია და სასურველია, თუმცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზადაა, რუსეთის აგრესიას მძლავრად უპასუხოს. ამასთან, ენტონი ბლინკენმა მოსკოვი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, თითქოს უკრაინა ემუქრება რუსეთს და კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა, მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. ასევე წაიკითხეთ: NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საკითხი საგანგებო შეხვედრაზე განიხილეს ენტონი ბლინკენი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მას ძალიან მნიშვნელოვან ზიანს მივაყენებთ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა NATO-ს მოკავშირეებთან ერთად რუსეთის სამხედრო აქტიურობა განიხილა

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში ჩატარებული რეიდის დროს პოლიციამ 4 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა

ყაზახეთის ქალაქ ალმათში ჩატარებული რეიდის დროს პოლიციამ 4 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაპირისპირების დროს 18 სამართალდამცავი და 26 აქტივისტი დაიღუპა. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ასევე წაიკითხეთ: რუსეთის სამხედრო ავიაციამ ყირგიზეთიდან ყაზახეთში 150 ჯარისკაცი ჩაიყვანა BBC: სისხლისღვრის შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა საწვავის ფასზე რეგულაციას შემოიღებს „თალიბანმა“ ყაზახეთის ხელისუფლებას და პროტესტის მონაწილეებს მშვიდობიანი დიალოგისკენ მოუწოდა

HRW-ი ყაზახეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, „გაუფრთხილებლად სროლის“ შესახებ ბრძანება დაუყოვნებლივ გააუქმოს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch, ყაზახეთის ხელისუფლებას მოუწოდებს ძალოვანი სტრუქტურებისათვის გაცემული ბრძანება „გაუფრთხილებლად სროლის“ შესახებ დაუყონებლივ გააუქმოს. „თავისუფლების მოპოვებიდან დღემდე, ყაზახეთი განიცდის ყველაზე სასტიკ კრიზისს და მსოფლიო ადევნებს თვალს, აჩვენებს თუ არა ყაზახეთის ხელისუფლება, რომ ის საკუთარი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს იცავს“, - აცხადებს, HRW-ის დირექტორის მოადგილე კრიზისისა და კონფლიქტების საკითხებში ლეტტა ტაილერი. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთის ქალაქ ალმათში ჩატარებული რეიდის დროს პოლიციამ 4 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა რუსეთის სამხედრო ავიაციამ ყირგიზეთიდან ყაზახეთში 150 ჯარისკაცი ჩაიყვანა

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 2622 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 539 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 309 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 230 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.52%, ბოლო 14 დღის - 7.01% ხოლო 7 დღის - 8.65%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 126 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 911 666. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 156 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 622 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 597 შემთხვევა, აჭარა - 343, იმერეთი - 179, ქვემო ქართლი - 84, შიდა ქართლი - 111, გურია - 48, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი -101, მცხეთა-მთიანეთი -48, სამცხე-ჯავახეთი -30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 184 საიდანაც: 1 228 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 846 - თბილისში, 281 - აჭარაში. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, ხოლო აჭარაში - 8. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 7 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 458 ადამიანი.

ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით რეისი დღეს დაგეგმილია

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით რეისი დღეს, 16:15 საათზე არის დაგეგმილი. FlyArystan-ის ინფორმაციით, რეისი შესრულდება ნურ-სულთანის მიმართულებით. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

ყაზახეთის პრეზიდენტი: სამშვიდობო ჯარები ყაზახეთში სიტუაციის სტაბილიზაციამდე დარჩებიან

"სიტუაციის ანალიზმა აჩვენა, რომ ყაზახეთი აგრესიის შეიარაღებული აქტის წინაშე დგას, რომელიც კარგად მომზადებული და კოორდინირებულია ქვეყნის გარეთ გაწვრთნილი დამნაშავეებისა და ტერორისტული ჯგუფების მიერ", - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა. „ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის აღმოსაფხვრელად და ყაზახეთის მოქალაქეების სიცოცხლისა და ქონების დასაცავად კონტრტერორისტული ოპერაციის დაწყების ბრძანება გავეცი. ამ დროისთვის ჩვენს ქვეყანაში კონტრტერორისტული ოპერაცია გრძელდება. პოლიცია ფართომასშტაბურ და კარგად კოორდინირებულ სამუშაოს აწარმოებს. ეროვნულმა გვარდიამ და შეიარაღებულმა ძალებმა კონსტიტუციის შესაბამისად წესრიგი უნდა აღადგინონ“, - აღნიშნა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ასევე წაიკითხეთ: HRW-ი ყაზახეთის ხელისუფლებას მოუწოდებს „გაუფრთხილებლად სროლის“ შესახებ ბრძანება დაუყოვნებლიბ გააუქმოს BBC: სისხლისღვრის შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა საწვავის ფასზე რეგულაციას შემოიღებს რუსეთის სამხედრო ავიაციამ ყირგიზეთიდან ყაზახეთში 150 ჯარისკაცი ჩაიყვანა

იენს სტოლტენბერგი: ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების

NATO-ს გაფართოება უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, მშვიდობისა და დემოკრატიისთვის, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. NATO-ს გენერალურმა მდივანმა უპასუხა შეკითხვას, როგორ აპირებს ნატო უკრაინისა და საქართველოს პრაქტიკული პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერებას და რუსეთის დარწმუნებას, რომ მას არ აქვს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვის, ვეტოს გამოყენების უფლება; ასევე, დგას თუ არა მომდევნო კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე ნატო-ს მომავალი გაფართოების, საქართველოსა და უკრაინის საკითხი. „ვფიქრობ, უნდა გვესმოდეს, რომ NATO-ს გაფართოება უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, მშვიდობისა და დემოკრატიის თავისუფლებისთვის.​ NATO-სა და ევროკავშირის გაფართოებამ ბევრი სარგებელი მოიტანა გასულ ათწლეულში ევროპაში დემოკრატიის გაძლიერების კუთხით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ NATO-მ ძალით გააწევრიანა ქვეყნები ალიანსში, ეს იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ მათ სურდათ NATO-ში გაწევრიანება და გარკვეული პროცესის შემდეგ ჩვენ მივიღეთ ახალი წევრები ალიანსში, ამით დავეხმარეთ ევროპას დემოკრატიის დაცვაში. ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური ქვეყნების მიერ მიღებული დამოუკიდებელი, დემოკრატიული გადაწყვეტილებების პატივისცემა", - განაცხადა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საკითხის განსახილველად საგანგებო ვირტუალურ შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შემდეგ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „რუსეთის აგრესიული ქმედებები სერიოზულად ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოების წესრიგს. ასევე წაიკითხეთ: ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთს მოუწოდა, შობის წინა დღეს ჯარები გაიყვანოს უკრაინის საზღვრებიდან იენს სტოლტენბერგი: რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ აგრესიულ ქმედებას მძიმე შედეგები მოჰყვება

ენტონი ბლინკენი: უახლესი ისტორიის გაკვეთილია, როცა რუსები უკვე შენს სახლში არიან, შემდეგ ძალიან რთულია, ტერიტორია დაატოვებინო

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ყაზახეთის მთავრობას მიმართა, რომ, თავად შეუძლია, გაუმკლავდეს პროტესტს, რუსეთის დახმარების გარეშე. ამის შესახებ BBC წერს. ბლინკენმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ განთავსდა რუსული ჯარი ყაზახეთის ტერიტორიაზე. "უახლესი ისტორიის ერთი გაკვეთილია, როცა რუსები ერთხელ მოვლენ თქვენ სახლში, შემდეგ ძალიან რთულია, დაატოვებინო", -განაცხადა ბლინკენმა. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ასევე წაიკითხეთ: რუსეთის სამხედრო ავიაციამ ყირგიზეთიდან ყაზახეთში 150 ჯარისკაცი ჩაიყვანა რუსული მედია: რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების გადასროლა დაიწყო ვაშინგტონს ყაზახეთში რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალების გაგზავნის მოთხოვნის კანონიერებაზე კითხვები აქვს

ყაზახეთის პრეზიდენტმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. „მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო, რომელიც ყაზახეთის სხვადასხვა რეგიონში მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენებმა გამოიწვია, 2022 წლის 10 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა”, - ვკითხულობთ ყაზახეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებაში. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ასევე წაიკითხეთ: რუსული მედია: რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების გადასროლა დაიწყო ვაშინგტონს ყაზახეთში რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალების გაგზავნის მოთხოვნის კანონიერებაზე კითხვები აქვს

საქართველოს საგარეო უწყება: ქუთაისი ნურ-სულთანის დღეს დაგეგმილი რეისით სამშობლოში საქართველოს 3 მოქალაქე დაბრუნდება

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ქუთაისი-ნურ-სულთანის დღეს დაგეგმილი რეისით სამშობლოში საქართველოს 3 მოქალაქე დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. „ყახაზეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, დამატებით გაცნობებთ, რომ ყახაზეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აქტიურ კომუნიკაციაში ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. ამ დროისთვის საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, კომპანია FlyArystan-ის მიერ ქუთაისი-ნურ-სულთანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისით სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს 3 მოქალაქე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შესრულდა ქალაქ აქტაუს მიმართულებით რეისი, ამ დროისთვის სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს საქართველოს 60 მოქალაქე. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge. ასევე ისარგებლონ საელჩოს საკომუნიკაციო არხებით სოციალურ ქსელებში“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთის პრეზიდენტმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

NATO ყაზახეთში შექმნილ ვითარებას აკვირდება. ალიანსი უპირველეს მიზნად ძალადობის შეწყვეტას და ადამიანის უფლებების პატივისცემას მიიჩნევს

NATO ძალიან ყურადღებით აკვირდება ყაზახეთში არსებულ ვითარებას, განაცხადა ალიანსის გენმდივანმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე. „შეშფოთებულები ვართ. ვწუხვართ ადამიანების დაღუპვის გამო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ძალადობის დასრულება და ადამიანის უფლებების პატივისცემა, მშვიდობიანი დემონსტრაციისა და გამოხატვის თავისუფლების ჩათვლით. ყურადღებით ვაკვირდებით და შეშფოთებულნი ვართ შექმნილი სიტუაციით. საჭიროა ძალადობის შეწყვეტა და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ძალადობა უნდა შეწყდეს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ასევე წაიკითხეთ: BBC: რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალები განლაგდებიან ყაზახეთში, რათა ანტისამთავრობო დემონსტრაციები ჩაახშონ მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

პაკისტანის მთიანეთში დიდთოვლობის გამო, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის მთიანეთში დიდთოვლობის გამო, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, მურეს საკურორტო დასახლებასთან ათასამდე ავტომობილია ჩარჩენილი. გზის გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთვნენ სამხედროებიც. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ უჩვეულო დიდთოვლობის სანახავად, ბოლო დღეების განმავლობაში მურეში 100 000-მდე მანქანა შევიდა, რამაც გზის პარალიზება და საცობი გამოიწვია.

ფრანგი მეცნიერები: „ომიკრონ“ შტამი „დელტასთან“ შედარებით 105%-ით უფრო გადამდებია

„ომიკრონ“ შტამი „დელტასთან“ შედარებით 105%-ით უფრო გადამდებია, - აღნიშნულ ინფორმაციას Euronews-ი ფრანგი მენციერების კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, მეცნიერები „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებას 25 ოქტომბრიდან 18 დეკემბრამდე აკვირდებოდნენ და კვლევისას 130 000-ზე მეტი დაინფიცირებული ადამიანის მონაცემები გამოიყენეს. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. ასევე წაიკითხეთ: ჯანმოს დირექტორმა ქვეყნები „ცუნამის“ შესახებ გააფრთხილა ჯანმო „ომიკრონთან“ დაკავშირებით, დამატებით მტკიცებულებებს ფლობს

სტოლტენბერგის თქმით, NATO უშვებს შესაძლებლობას, რომ რუსეთთან დიალოგი უშედეგოდ დასრულდება და ალიანსი ამისთვის მზად უნდა იყოს

კონფლიქტის რისკი რეალურია. რუსეთის აგრესიული ქმედებები ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას, განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგომ პრესკონფერენციაზე. ალიანსის გენმდივნის თქმით, მოკავშირეების გზავნილი მკაფიოა, არ იქნება არავითარი კომპრომისი ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, მათ შორის, თითოეული ქვეყნის უფლებაა, თავად აირჩიოს საკუთარი გზა. „NATO რუსეთთან დიალოგისთვის მზადაა, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა დავუშვათ შესაძლებლობა, რომ დიპლომატიის გზა შედეგს არ მოგვცემს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მომავალ კვირაში დაგეგმილი შეხვედრა არის შესაძლებლობა, რუსეთმა აჩვენოს, რომ ის სერიოზულად არის განწყობილი დიალოგისა და დიპლომატიის მიმართ. უკრაინა სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოა. უკრაინას რა თქმა უნდა, აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. თავის მხრივ, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას უჭერენ მხარს, რათა ქვეყანას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა ჰქონდეს. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ არამხოლოდ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არამედ ვუწევთ პრაქტიკულ მხარდაჭერას, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციით. NATO-ს მოკავშირეები ატარებენ წვრთნას, აძლიერებენ შესაძლებლობებს, ასევე, ზოგიერთი მოკავშირე უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობას. ამრიგად, უკრაინა არ არის NATO-ს მოკავშირე, მაგრამ უკრაინა ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორია, რომელსაც რუსეთი ემუქრება და სადაც რუსეთი რეალურად იკავებს უკრაინის ტერიტორიის ნაწილს და აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს განაგრძობს. ამიტომ, დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი გზავნილი იყო უკრაინის სხვადასხვა გზით მხარდაჭერის აუცილებლობა. მოკავშირეები მას მხარს უჭერენ. NATO როგორც ალიანსი, უკრაინას მხარს უჭერს. ნარატივი, რომ უკრაინა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის, ყველაფერს თავდაყირა აყენებს. უკრაინა რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ვფიქრობ, დემოკრატიული, სტაბილური უკრაინის იდეა მათთვის გამოწვევაა. და ამიტომ, NATO განაგრძობს ჩვენი პარტნიორის, სუვერენული ერის მხარდაჭერას. მაგრამ ასევე, რა თქმა უნდა, იმის აღიარებას, რომ უკრაინა პარტნიორია და არა NATO-ს მოკავშირე“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შალვა პაპუაშვილი: პარლამენტის მიერ შარშან მიღებული კანონებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი "მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის მიერ შარშან მიღებული კანონებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი "მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონია. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ამ რეფორმით ჩანაცვლდა 1994 წლიდან მოქმედი კანონი და ქართული საკორპორაციო კანონმდებლობა ევროკავშირის სამართალს სრულად დაუახლოვდა. მისივე შეფასებით, აღნიშნულით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის. „პარლამენტის მიერ შარშან მიღებული კანონებიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, "მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონია. ამ რეფორმით ჩანაცვლდა ჯერ კიდევ 1994 წლიდან მოქმედი კანონი, რომელსაც, განსაკუთრებით დერეგულაციის ტალღის შედეგად, თითქმის სრულად გამოცლილი ჰქონდა შინაარსი. "მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონი 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა. ამით შესრულდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების კიდევ ერთი პუნქტი, ქართული საკორპორაციო კანონმდებლობა სრულად დაუახლოვდა ევროკავშირის სამართალს და კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის. გასახარია, რომ მიუხედავად რთული წლისა, პარლამენტმა ამ ისტორიული რეფორმის განხორციელება შეძლო. ამისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მიხეილ სარჯველაძეს, რომელმაც ჯერ იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ხოლო შარშან პარლამენტის წევრის რანგში, უხელმძღვანელა პროექტის შექმნის პროცესს და ის კანონად აქცია. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მეცნიერს, მოსამართლეს, ადვოკატს, ბიზნესის წარმომადგენელს, იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრის თანამშრომლებს, რომლებიც როგორც ავტორი, თუ როგორც პროექტის განხილვის დროს კონსულტაციის გამწევი, ჩართული იყვნენ ამ კანონის შექმნაში. ახლა, ჯერი კანონის სწორ დანერგვაშია, რისთვისაც გადამწყვეტია მეცნიერებისგან ბევრი სტატია და წიგნი ამ კანონზე, ხოლო პრაქტიკოსებისგან - თითოეული ნორმის გააზრება და სწორი გამოყენება. ამ საქმეში, ერთ-ერთი დამხმარე, ქვემოთ ბმულზე მოცემული განმარტებებიც იქნება, რომელიც ჯერ კიდევ კანონის ბოლო რედაქციის მიღებამდე შეიქმნა და რომელშიც კანონპროექტის თითოეული ნორმა დეტალურად არის ახსნილი. ამისთვის, განსაკუთრებული მადლობა ამ განმარტებების ავტორებს გიორგი ჯუღელს და გეგა გიგუაშვილს“, - ნათქვამია პაპუაშვილის განცხადებაში.

დევი ტაბიძე: პრაქტიკულად, მეხუთე ტალღიდან მეექვსე ტალღაში გადავედით

"პრაქტიკულად, მეხუთე ტალღიდან მეექვსე ტალღაში გადავედით. მე დიდი ხნის წინაც აღვნიშნე, რომ შტორმი, ძალიან მძიმე მონაცემები იქნებოდა“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა დევი ტაბიძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის დასასრულია. „მე არ ვარ იმ მოსაზრების მომხრე, რომ „ომიკრონი“ იქნება კორონავირუსის დასასრული. ეს გამორიცხულია. მუტაცია არსებობდა, არსებობს და კიდევ იარსებებს. მუტაციის პროცესს ვერ შევაჩერებთ. ახალი ვირუსების წარმოქმა მუდმივად იქნება“,- განმარტავს ტაბიძე. ცნობისთვის, დღეს საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 2622 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი ასევე წაიკითხეთ: ივანე ჩხაიძე: Sinovac-ითა და Sinopharm-ით აცრილებს შესაძლოა, Pfizer-ის ორი დოზით ვაქცინაცია დასჭირდეთ

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის მთავრობის მიერ მისთვის ვიზის გაუქმება გაასაჩივრა

ვაჟთა შორის მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაასაჩივრა ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილება მისთვის ვიზის გაუქმების თაობაზე. ჯოკოვიჩის თქმით, მას COVID-19 გადატანილი ერთი თვის წინ აქვს, ამიტომ მასზე არ უნდა ვრცელდებოდეს ქვეყანაში მოქმედი ვაქცინაციის წესები. შეგახსენებთ, ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა, კორონავირუსზე აუცრელობის გამო გაუუქმა. ცნობისთვის, 4 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ Australian Open-ში მონაწილეობას მიიღებს, ვინაიდან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან გათავისუფლდა. ასევე წაიკითხეთ: ავსტრალიის საიმიგრაციო ცენტრში მყოფმა ჯოკოვიჩმა მხარდამჭერებს მიმართა ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა და მის დეპორტაციას გეგმავს

მეთიუ ბრაიზა: ყაზახეთის პრეზიდენტი დასავლეთთან რისკავს

მიმდინარე კვირას, ყაზახეთი ცხელ წერტილად და საერთაშორისო საზოგადოების აქტიური დაკვირვების ობიექტად ძალიან სწრაფად იქცა. 2 იანვარს დაწყებულ პროტესტსა და შიდა არეულობას, 6 იანვარს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მხრიდან ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილება მოჰყვა. ამ ორგანიზაში შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ყაზახეთში ახლა 4000-მდე სამხედროა, მათგან უმრავლესობას რუსეთი წარმოადგენს. ვაშინგტონს ყაზახეთში რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალების გაგზავნის მოთხოვნის კანონიერებაზე კითხვები აქვს, რადგან თვლის, რომ ყახაზეთს თავად აქვს შესაძლებლობა, სათანადოდ გაუმკლავდეს საპროტესტო აქციებს ისე, რომ თან პატივი სცეს პროტესტის მონაწილეთა უფლებებს კანონისა და წესრიგის დაცვით. ამასთან, აშშ-ში იხსენებენ ყველასთვის ცნობილ უახლესი ისტორიის გაკვეთილებს, რომლის თანახმად, როცა რუსები უკვე შენს სახლში არიან, შემდეგ ძალიან რთულია, ტერიტორია დაატოვებინო. ზოგი გარე დამკვირვებლებისთვის ძალაუფლებისთვის შიდა ბრძოლად ჩანს ყაზახეთში მიმდინარე პროცესები, თავად პროტესტის ობიექტი პრეზიდენტი თოყაევი გარე აქტორებზე მიუთითებს, აქციის მონაწილეებს განადგურებით ემუქრება, რაც დასავლეთის თვალში მას უკვე ავტორიტარ ლიდერად აყალიბებს. ამასთან, საგულისხმოა, რომ ქვეყანას არ ჰყავს ეფექტიანი ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რაიმე გავლენას მოახდენდნენ პროცესებზე. „პრეზიდენტი თოყაევი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ სიტუაციის არევას გარკვეული გარე ძალები და „ტერორისტები“ ცდილობენ, რაც ვფიქრობ, აბსოლუტური სისულელეა, ამის მტკიცებულებაც არ არსებობს. ამასთან, თოყაევი უშიშროების კომიტეტის ყოფილ ხელმძღვანელს კარიმ მასიმოვსაც ადანაშაულებს, ეს სასაცილოა და იმაზე მიუთითებს, რომ პრეზიდენტი თოყაევი სასოწარკვეთილია. ხვდება, რომ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ნაზარბაევი კონსტიტუციით გარანტირებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. მან დაარღვია კონსტიტუცია. მასიმოვის გათავისუფლებით კი, უსაფრთხოების სამსახურებში ყველანაირი მხარდაჭერა დაკარგა. არ ვფიქრობ, რომ ის საკმარისად აკონტროლებს უსაფრთხოების სამსახურებს, რაც მას გრძელვადიან პერსპექტივაში გამარჯვებაში დაეხმარებოდა. მარტივად რომ ვთქვათ, თოყაევი ცდილობს, შეცვალოს ხელმძღვანელობა, რომელიც მას პრეზიდენტად ნიშნავს“, - ამ სიტყვებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან საუბრისას იმაზე მიუთითებს, რომ ყაზახეთში ძალაუფლებისთვის შიდა ბრძოლა მიმდინარეობს. მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ ყაზახეთში არეულობა, ეს არის გამოწვევა ყაზახეთისთვის და არა დასავლეთისთვის. „მე ამას უფრო შეჯიბრს დავარქმევდი ჩინეთსა და რუსეთს შორის. დასავლეთისთვის იქ სასწორზე ბევრი რამ არ დევს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ აშშ-ის გამოსვლა ავღანეთიდან რთულ გარემოებებში მოხდა. მას არ სჭირდება ნავთობ-გაზი (Oil-gas) ყაზახეთში. შეერთებული შტატები ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, მათ შორის რუსეთთან და საუდის არაბეთთან შედარებით. თუმცა Chevron-მა დიდი ინვესტიცია განახორციელა და რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებს სურს, რომ ამ კომპანიამ კარგად იმუშაოს“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ყაზახეთი რუსეთის გავლენის ქვეშ არის. მეთიუ ბრაიზა თვლის, რომ თოყაევმა აირჩია მოსკოვი. ის ვარაუდობს, რომ ყაზახეთის ლიდერის ურთიერთობები პუტინთან დადებითად განვითარდება. „მე არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ პუტინს პროცესებში ჩართვა სურდა. როდესაც იყო შანსი, რომ შესაძლოა, თოყაევი ქუჩებში საპროტესტო აქციებით დაემხოთ, ვფიქრობ, პუტინმა გადაწყვიტა - „ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, ჯარები უნდა გავგზავნოთ“. ჩემი აზრით, პუტინისთვის უარესი იქნება, თუ პროტესტი გაგრძელდება და რუსული ჯარები ჩაერთვებიან ბრძოლაში. ასეთ შემთხვევაში, რუსეთი, (როგორც უკრაინის) ყაზახეთის მტერი იქნება. ასე რომ, პუტინს არ სურს რუსი ჯარისკაცების „ზედმეტად ჩარევა“. „გარკვეულ სფეროებში, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში, აშშ-სა და რუსეთს საერთო ინტერესები აქვთ. როცა საქმე ყაზახეთს ეხება, მოსკოვსაც და ვაშინგტონსაც სტაბილურობა სურთ, მათ არ სურთ პროტესტი, რომელიც არღვევს კონტროლს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ყაზახეთში, ენერგეტიკულ სექტორში აშშ-ის ინვესტიციები გაგრძელდეს“. ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ თოყაევი დასავლეთთან რისკავს, როდესაც უკვე წარმოჩინდა როგორც ცენტრალური აზიის ავტორიტარული ლიდერი, რომელიც ადრე სწორ გზაზე იდგა. „ახლა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დაპირისპირება აირჩია. თუმცა ჩემი აზრით, რისკის ქვეშაა, იქცეს "სანქციების სამიზნედ“. „თოყაევი გახდა ავტორიტარი ლიდერი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ გზას დაადგებოდა. მქონდა პატივი, მას არაერთხელ შევხვედროდი, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი, მინისტრის მოადგილე იყო და ყოველთვის წარმოსადეგი, უაღრესად განათლებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, არ იყო დაინტერესებული ძალაუფლებით, ძალიან მიკვირს, რომ ის ხდება დე ფაქტო ავტორიტარული ლიდერი. თუ რომელიმე მმართველი პროტესტის მონაწილეთა მკვლელობის ბრძანებას გასცემს, ის ავტორიტარული ლიდერია და, მე შოკირებული და იმედგაცრუებული ვარ“, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე. ყველაზე კარგ გამოსავლად ყაზახი ხალხისთვის, დეესკალაციაზე, რეფორმების გზით ქვეყნის წინ წაწევაზე მოლაპარაკებების დაწყებას თვლის. თუმცა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი თოყაევი პროტეტის მონაწილეებს განადგურებით ემუქრება და მათ ტერორისტებად მოიხსენიებს, ამერიკელ დიპლომატს აფიქრებინებს, რომ ყაზახეთის ლიდერს არ სურს მოლაპარაკებები და ის უფრო და უფრო აღრმავებს კრიზისს: „ბევრი წელი გავატარე ყაზახეთში და იმ პერიოდის განმავლობაში, ჩემი საქმიანობის ფარგლებში ვეწვიე ქალაქ ჟანაოზენსაც. ათწლეულების განმავლობაში ყაზახეთის საზოგადოებაში დიდი ბრაზი დაგროვდა. განსაკუთრებით, ყაზახეთის დასავლეთ ზონაში, ჟანაოზენში, რადგან სწორედ იქ ეყრება საფუძველი სიმდიდრეს, რომელიც რეგიონიდან გაედინება და იქ მცხოვრები ხალხი ამით ვერ სარგებლობს. არც ბევრი ფული აქვთ და მათ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს ნავთობის წარმოებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების პრობლემა. ე.წ. თხევადი გაზის კრიზისის გამძაფრება ამ პატარა ცეცხლის ერთი ნაპერწკალი იყო, რომელიც შემდეგ საპროტესტო გამოსვლებით გაღვივდა. ეს არც იყო გასაკვირი. გაკვირვებას იწვევს ის, თუ რამდენად სწრაფად გავრცელდა პროტესტი სხვა ქალაქებში, აქტობეში, აქტაუში, რომელიც ჟანაოზენის მახლობლად მდებარეობს; ასევე, ტარაზში. და, შემდეგ უკვე ალმათიში, რაც მართლაც გასაკვირია. ალმათი ძალიან წარმატებული ქალაქია და იქ პროტესტი მართლაც უჩვეულოა. ამრიგად, რაღაც შეიცვალა, რადგან საპროტესტო აქციები ასე გაფართოვდა, თან, ასე სწრაფად. პასუხი აშკარა და ნათელია - ყაზახეთის საზოგადოებაში პოლიტიკური ლიდერების მიმართ გაცილებით მეტი ბრაზი და უკმაყოფილებაა“. შეგახსენებთ, საწვავზე ფასების მატების გამო, 2 იანვარს დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა. ცნობისთვის, დაახლოებით, 18 მილიონიანი ყაზახეთი მსოფლიოში სიდიდით მეცხრე ქვეყანაა. ყაზახეთი ცენტრალური აზიის დომინანტი ქვეყანაა ეკონომიკურად, რომელიც გამოიმუშავებს რეგიონის მშპ-ს 60%-ს, ძირითადად მისი ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის მეშვეობით. ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ნავთობი, ლითონები, ქიმიკატები, ხორბალი. ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის უმეტესი წილი ჩინეთს უჭირავს. ყაზახეთს ასევე აქვს უზარმაზარი მინერალური რესურსები. ყაზახეთი არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო), WTO, დსთ, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი. ესაზღვრება რუსეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და კასპიის ზღვა. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1990 წელს.