ძებნის რეზულტატი:

რა წერია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად ექსპერტიზის დასკვნაში

სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, „ტვპირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ეს დასკვნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 დეკემბერს მიიღო. ექსპერტიზის ბიუროს ამ დასკვნის მოსამზადებლად 5 თვეზე მეტი დასჭირდა. ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია თვალბუდის ფსკერის დაზიანებაზე, მრავალფრაგმენტულ მოტეხილობაზე, სისხლნაჟღენთებსა და ნაჭდევებზე, ასევე თავის ტვინის შერყევაზე, თუმცა ექსპერტი მათ სიკვდილის გამომწვევ მიზეზად არ მიიჩნევს. „დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან", - წერია დასკვნაში. ამ დასკვნას ხელს აწერს ლაშქარავას წარმომადგენლების მხრიდან დამოუკიდებელ ექსპერტად ჩართული ალექსანდრე გეჯაძეც. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, რომელიც ლაშქარავას ინტერესებს წარმოადგენს გამოძიების პროცესში, განაცხადეს, რომ მათთვის არავის უცნობებია, რომ ექსპერტიზა დასრულდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არანაირი კომუნიკაცია ჩვენთან არ ყოფილა ამ ექსპერტიზის დასკვნის გაცნობასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, დროში რომ ემთხვევა ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნება იუნესკოს გადაწყვეტილებას, ეს ბადებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, როგორ მიმდინარეობდა ექსპერტიზის პროცესი. სიღრმეებში ჩასვლა გამიჭირდება ამ დასკვნასთან მიმართებით, თუმცა ერთი საინტერესო საკითხია ამ დასკვნაში მონაწილე ექსპერტებთან დაკავშირებით: ჩვენ შემოგვთავაზა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ოჯახს შეეთავაზებინა საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მონაწილეობას ჩაატარებდნენ ექსპერტიზას და დადებდნენ დასკვნას“, - განაცხადა საიას ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა. შეგახსენებთ, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ძალადობრივი ჯგუფები ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან, 50-ზე მეტი ჟურნალისტის ფიზიკური დაზიანების გამო, ამ ეტაპზე პატიმრობაშია რამდენიმე პირი, თუმცა აქციის ორგანიზატორებისა და დაზარალებულების თქმით, ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ დასჯილან. 5 ივლისს მომხდარის გამო, საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი კრიტიკული შეფასება გავრცელდა. UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა შეიყვანა

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული შენიშვნები დაყვანილია პერსონალურ საკითხებამდე, რაც არასწორია

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული შენიშვნები დაყვანილია პერსონალურ საკითხებამდე, რაც არასწორია", - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კითხვას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი ახალი სამსახურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ შეკითხვას. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ინსტიტუციური კუთხით პარლამენტმა მართებული გადაწყვეტილება მიიღო და ეს რომ ასეა, აღარავინ კამათობს. “რამდენი ხანია დისკუსია მიდის. ყველა დავაკვირდით, რომ არ თქმულა არც ერთი არგუმენტი იმის საწინააღმდეგოდ, რომ უნდა არსებობდეს ორი ინსტიტუცია - ცალკე პერსონალურ მონაცემთა დაცვით კუთხით და ცალკე - საგამოძიებო სამსახურის კუთხით. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ორი ინსტიტუცია არის საჭირო, აუცილებელი და სწორი. ასე რომ, ამ გადაწყვეტილების შინაარსთან და ზოგადად, რეფორმის არსთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მოხსნილია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ამერიკის ელჩმა კომიტეტების თავმჯდომარეებს ორ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პროცესის გადადებისკენ მოუწოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება - პარლამენტმა კანონი დაამტკიცა სახელმწიფო ინსპექტორი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი მისი უწყების გაუქმების კანონს ვეტოს დაადებს

სემეკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზსა და წყალმომარაგებაზე სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „2021 წლის დეკემბერის ინფლაციის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის ცალკეული ნაწილის, ზოგიერთ მედიასაშუალებაში განმარტების გარეშე გავრცელებამ, საზოგადოებაში ტარიფებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გააჩინა. იქიდან გამომდინარე, რომ სამომხმარებლო ტარიფების დადგენის საკითხი ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზსა და წყალმომარაგებაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) კომპეტენციას განეკუთვნება, ვალდებულად მივიჩნიეთ, საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფის ზრდა ბოლოს 2020 წლის დეკემბერში მოხდა. ეს იყო პირველი შემთხვევა 2017 წლის შემდეგ, როდესაც ტარიფი გაიზარდა, რაც განპირობებული იყო ელექტროენერგიის საიმედოობისათვის აუცილებელი საინვესტიციო პროექტების განხორციელებით და პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგებით. ტარიფის დადგენისას სემეკმა გაითვალისწინა მხოლოდ ის ძირითადი და კომპანიების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯები, რომელთა გათვალისწინების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა მომხმარებლებისათვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა. სემეკის მიერ გამჭვირვალე სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე დათვლილი ტარიფი ასახავდა მხოლოდ იმ აუცილებელ ხარჯებს, რომლიც უზრუნველყოფდა მომხმარებლების ელექტროენერგიით უწყვეტ და საიმედო მომარაგებას. რაც შეეხება ბუნებრივ გაზს, საქართველოს უმეტეს ნაწილში 2017 წლიდან დღემდე 1 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. 2021 წელს, გაზის ტარიფი თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიის, „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის დაახლოებით იგივე დონეზე (53.9 თეთრი / კუბ.მ.) დადგინდა, რაც დანარჩენ საქართველოში აქამდე მოქმედებდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფი საქართველოში სტაბილურია. ბუნებრივი გაზის ფასი საბაზროზე ნაკლებია, მის ფორმირებაში მონაწილეობს ე.წ. შაჰდენიზის იაფი გაზი, რომლის მოცულობაც დაახლოებით 1 მლრდ კუბურ მეტრამდეა, მაგრამ საქართველოში გაზის სოციალური მოხმარება, რომელიც მოიცავს როგორც მოსახლეობას, ასევე თბოელექტროსადგურებს, ამ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად მეტია და მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია, რომ სოციალური გაზის ფასი საბაზროზე გაცილებით ნაკლებია. ამასთანავე, საპრივატიზაციო პოლიტიკის შედეგად, გაზის სამომხმარებლო ტარიფში არ აისახა ახალი გაზგანამაწილებელი ინფრასტრუქტურის ღირებულება. 2021 წელს საქართველოში ბუნებრივი გაზის მოხმარება 2,8 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, რაც დამატებითი გამოწვევაა ქვეყნისთვის იმის ფონზე, რომ ევროპაში გაზის ფასი დაახლოებით 800 - 1000 აშშ დოლარის ფარგლებშია 1000 კუბურ მეტრზე. მიუხედავად ამისა, საქართველოში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება. რაც შეეხება წყალმომარაგების ტარიფებს, სემეკმა წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიებისათვის ტარიფები დაადგინა 2020 წლის დეკემბერში. ტარიფების მატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პანდემიის ფონზე არასაყოფაცხოვრებო სექტორში მოხმარების შემცირებამ, ასევე საინვესტიციო გეგმებმა. თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებისათვის 166 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება დაიგეგმა. აქაც, სემეკმა გაითვალისწინა მხოლოდ ის საინვესტიციო პროექტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სექტორის ფუნქციონირებისა და მოქალაქეების სასმელი წყლით მომარაგებისათვის. საინვესტიციო პროექტების ფარგლებში დღესაც ხორციელდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ტარდება სამუშაოები სასმელი წყლისა და წყალარინების მილსადენებზე ავარიების შემცირების მიზნით, გრძელდება გამრიცხველიანების პროცესი. ისეთი სენსიტიური საკითხებზე მსჯელობისას, როგორიც ტარიფებია, სემეკი ყოველთვის მაქსიმალურ დონეზე უზრუნველყოფს მათი განხილვების გამჭვირვალობას. ტარიფების გაანგარიშებისას ითვალისწინებს მხოლოდ აუცილებელ ხარჯებს მომხმარებლების უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მომარაგებისთვის. კომისია ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს როგორც მედიასაშუალებებთან, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციებთან თუ პირებთან, რათა საზოგადოებას მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია როგორც ტარიფებზე, ასევე მათთვის სხვა საინტერესო საკითხებზე“, - წერია სემეკის განცხადებაში.

კულტურის სამინისტრო: ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“ ციალა გურგენიძემ ერთ-ერთი გამორჩეული სახასიათო როლი შეასრულა და მაყურებელს თავი შეაყვარა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მსახიობ ციალა გურგენიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ციალა გურგენიძე 1964 წლიდან იყო თბილისის მუსკომედიის თეატრის მსახიობი და შესრულებული აქვს რამდენიმე ათეული მთავარი როლი, თუმცა ქართველ მაყურებელს მსახიობმა თავი ყველაზე მეტად დაამახსოვრა და შეაყვარა ქეთო ყარაულაშვილის როლის შესრულებით, ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“. რეჟისორ გიორგი შენგელაიას გენიალურმა და ყველასათვის საყვარელმა მუსიკალურმა კომედიამ მაყურებელს ეკრანებზე გამოსვლისთანავე შეაყვარა მასში მონაწილე ყველა მსახიობი და, მათ შორის, ერთ-ერთი გამორჩეული სახასიათო როლი სწორედ ციალა გურგენიძემ შეასრულა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს“, - აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

ყაზახეთის პრეზიდენტის განკარგულებით, შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ, „ტერორისტებს“ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაუხსნან

ყაზახეთის პრეზიდენტის განკარგულებით, შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ, „ტერორისტებს“ ცეცხლი­ გაფრთხილების გარეშე გაუხსნან. ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, ხელისუფლება მკვლელებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. მისივე თქმით, ალმათიში „ბანდიტებისა და ტერორისტების ხელით“ დაშავდა და გარდაიცვალა ასობით სამოქალაქო პირი და სამხედრო. ამასთან, ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დემონსტრანტები, რომლებიც იარაღის დაყრაზე უარს იტყვიან, განადგურდებიან. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საპროტესტო აქციები ყაზახეთში 4 დღის წინ დაიწყო. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ბოლო ცნობებით, ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. BBC: სისხლისღვრის შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა საწვავის ფასზე რეგულაციას შემოიღებს

ვაშინგტონს ყაზახეთში რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალების გაგზავნის მოთხოვნის კანონიერებაზე კითხვები აქვს

ვაშინგტონს ყაზახეთის მიერ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების განთავსების მოთხოვნის კანონიერებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. შესაბამისი განცხადება თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებიათ ცნობებს იმის შესახებ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ თავისი კოლექტიური სამშვიდობო ძალები ყაზახეთში გააგზავნა. კითხვები გვაქვს ყაზახეთის ამ მოთხოვნის ხასიათზე, იყო თუ არა ეს მიწვევა კანონიერი. ამ მომენტისთვის ჩვენ ეს არ ვიცით“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისივე თქმით, მსოფლიო, რა თქმა უნდა, თვალყურს ადევნებს ადამიანის უფლებების ნებისმიერ დარღვევას და ქმედებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს ყაზახური ინსტიტუტების ხელში ჩაგდების საფუძველი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალებსა და ყაზახეთის სამართალდამცველებს მოვუწოდებთ, ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო ვალდებულებები დაიცვან, რათა მხარი დაუჭირონ მშვიდობიან გადაწყვეტას“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ორგანიზაციის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ნიკოლ ფაშინიანმა 6 იანვარს განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გაგზავნის. ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართა ნიკოლ ფაშინიანის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გზავნის BBC: სისხლისღვრის შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა საწვავის ფასზე რეგულაციას შემოიღებს 7 იანვრის ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია პოლიციის და ეროვნული გვარდიის 18 თანამშრომელი და დაჭრილია 748. ალმათიში შეიარაღებული დაპირისპირებისას მოკლული სამოქალაქო პირების ზუსტი რიცხვი ამ დრომდე უცნობია. 6 იანვარს ქალაქის პოლიციაში აცხადებდნენ, რომ ლიკვიდირებულია მასობრივი არეულობების ათეულობით მონაწილე.

„თალიბანმა“ ყაზახეთის ხელისუფლებას და პროტესტის მონაწილეებს მშვიდობიანი დიალოგისკენ მოუწოდა

ავღანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება ყაზახეთში პროტესტისა და არეულობის ფონზე შექმნილ ვითარებას, რასაც ქვეყანაში რუსეთისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ძალების გაგზავნა მოჰყვა. ავღანეთის ისლამური ემირატის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ფაზირაბი ზაჰინმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ადმინისტრაცია „ყურადღებით აკვირდება სიტუაციას ყაზახეთში და, როგორც ახლო მეზობელი და ეკონომიკური პარტნიორი სახელმწიფო, შეშფოთებულია არეულობით“. სამინისტრო ასევე მოუწოდებს მთავრობას და პროტესტის მონაწილეებს, გადაწყვიტონ საკითხები მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით და ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა აღადგინონ. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ასევე წაიკითხეთ: BBC: სისხლისღვრის შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა საწვავის ფასზე რეგულაციას შემოიღებს BBC: რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალები განლაგდებიან ყაზახეთში, რათა ანტისამთავრობო დემონსტრაციები ჩაახშონ 7 იანვრის ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია პოლიციის და ეროვნული გვარდიის 18 თანამშრომელი და დაჭრილია 748. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია დემონსტრაციის ათეულობით მონაწილე. შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ორგანიზაციის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ნიკოლ ფაშინიანმა 6 იანვარს განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გაგზავნის.

ავსტრალიის საიმიგრაციო ცენტრში მყოფმა ჯოკოვიჩმა მხარდამჭერებს მიმართა

ნოვაკ ჯოკოვიჩი მადლობას უხდის ოჯახს, სერბეთს და მხარდამჭერებს ავსტრალიიდან, სადაც დეპორტაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. იუწყება BBC. ნოვაკ ჯოკოვიჩის ოჯახი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მსოფლიო ჩოგბურთის ნომერ პირველმა წარმომადგენელმა ღამე მელბურნის საიმიგრაციო დაწესებულებაში გაატარა. შეგახსენებთ, ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა, კორონავირუსზე აუცრელობის გამო გაუუქმა. ცნობისთვის, 4 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ Australian Open-ში მონაწილეობას მიიღებს, ვინაიდან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან გათავისუფლდა.

მედიის ინფორმაციით, ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა

ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა და მისმა ქალიშვილებმა ყაზახეთი დატოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ადგილობრივი მედიის Orda.kz-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ამჟამად მხოლოდ ნაზარბაევის უფრო ძმა, ბოლათ ნაზარბაევი რჩება. ამასთან, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნზარბაევი საზოგადოებაში ბოლოს 27 დეკემბერს გამოჩნდა. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ასევე წაიკითხეთ: „თალიბანმა“ ყაზახეთის ხელისუფლებას და პროტესტის მონაწილეებს მშვიდობიანი დიალოგისკენ მოუწოდა ვაშინგტონს ყაზახეთში რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალების გაგზავნის მოთხოვნის კანონიერებაზე კითხვები აქვს ყაზახეთის პრეზიდენტის განკარგულებით, შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ, „ტერორისტებს“ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაუხსნან

მეუფე ნიკოლოზი: მიხეილ სააკაშვილი „აბსოლუტურად ადეკვატურია“

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი „აბსოლუტურად ადეკვატურია“. „წინა შეხვედრებზე მთხოვდა ხოლმე, რომ წერილები გამომეტანა, ახლა არაფერი მსგავსი. ჩვენი საუბრის თემა არსობრივადაც და დროის მიხედვითაც შობის დღესასწაული იყო. მისი სიხარული ძალიან დიდი იყო. მივედი და საშობაო ნობათი გადავეცი“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. ასევე წაიკითხეთ: ეკა ხერხეულიძე: მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს კობა ნაყოფია: მიხეილ სააკაშვილს პრაქტიკულად არ სძინავს, ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს

საგარეო უწყება: ლექსო ლაშქარავას შემთხვევის თაობაზე UNESCO გამოძიების დასრულებას ელოდება

"ლექსო ლაშქარავას შემთხვევის თაობაზე იუნესკო ელოდება გამოძიების დასრულებას, საბოლოო ინფორმაციას სახელმწიფოს მხრიდან, რის შედეგადაც მონაცემი განახლდება", – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა განუცხადა. „იუნესკო-ს მიერ გამოქვეყნებული სია, მთელ მსოფლიოში ჟურნალისტებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტებზე, არ არის ახალი. სია გამოქვეყნდა გასული წლის ივლისში, ლექსო ლაშქარავას შემთხვევიდან ძალიან მალე და შესაბამის გრაფაში აღნიშნულია კიდეც, რომ ეს არის ახალი შემთხვევა – რაც არის იმის ინდიკაცია, რომ იუნესკო ელოდება გამოძიების დასრულებას, აღნიშნული შემთხვევის თაობაზე საბოლოო ინფორმაციას სახელმწიფოს მხრიდან. როგორც იცით, არსებობს შესაბამისი დასკვნა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოითხოვა შსს-დან და რომელიც გაეგზავნება იუნესკო-ს, რის შედეგადაც მოხდება აღნიშნული მონაცემის განახლება. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, რომელსაც იუნესკო მიმართავს“, – განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა. ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა შეიყვანა ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: UNESCO-ს საქართველოს მთავრობასთან შეკითხვები უბრალოდ აქვს

ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ქარბუქის საშიშროების გამო, ამავე მონაკვეთზე, ყოველ დღე 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სამხრეთ კორეა კოვიდსაწინააღმდეგო ანტივირუსულ აბებს აშშ-დან მომავალ კვირას მიიღებს

სამხრეთ კორეა კოვიდსაწინააღმდეგო ანტივირუსულ აბებს მომავალ კვირას აშშ-დან მიიღებს. ქვეყანა Paxlovid-ის ერთ მილიონზე მეტ აბს ელოდება. ჯანდაცვის უწყებამ ანტივირუსული აბები გადაუდებელი გამოყენებისთვის გასულ თვეს დაამტკიცა. სამხრეთ კორეამ წინასწარი შესყიდვის ხელშეკრულება ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანიებთან (Pfizer-ი და MSD-ი) უკვე გააფორმა. FDA-მ Pfizer-ის ანტივირუსული აბი 22 დეკემბერს დაამტკიცა. Paxlovid-ი აერთიანებს ახალ ანტივირუსულ პრეპარატს - ნირმატრელვირი და უფრო ძველს - რიტონავირს. გასულ კვირას Pfizer-მა გამოაქვეყნა განახლებული შედეგები, რომლებმაც აჩვენეს, რომ მკურნალობა ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს 89%-ით ამცირებს, თუ პრეპატარით მაღალი რისკის მქონე მოზრდილები პირველი სიმპტომებიდან რამდენიმე დღეში იმკურნალებენ. სიმპტომებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში, ეფექტიანობა 88%-ს შეადგენს.

გერმანიამ ქვეყანაში პირველად დანიშნა კომისარი, რომელიც ლგბტ+ საკითხებზე იმუშავებს

გერმანიამ ქვეყანაში პირველად დანიშნა კომისარი, რომელიც ლგბტ+ საკითხებზე იმუშავებს. მედია წერს, რომ სვენ ლემანი დაეხმარება გერმანიას, „გახდეს პიონერი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში“. 42 წლის დეპუტატი პასუხისმგებელი იქნება „ეროვნული სამოქმედო გეგმის“ მომზადებაზე, რათა ხელი შეუწყოს აღნიშნული თემის უფლებების დაცვას. ლემანი თანამდებობას დაიკავებს ახალი კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში, რომელსაც სოციალ-დემოკრატი კანცლერი ოლაფ შოლცი ხელმძღვანელობს. „მწვანეების“ დეპუტატი უკვე იყო პარტიის წარმომადგენელი ლგბტ + საკითხებზე გერმანიის ბუნდესტაგში 2018-დან 2021 წლამდე.

მგზავრები, რომელთაც ინდოეთში ჩასვლისას კორონავირუსი დაუდგინეს, აეროპორტიდან გაიქცნენ

მგზავრები, რომელთაც ინდოეთის ქალაქ ამრიცარში ჩასვლისას კორონავირუსი დაუდგინეს, კარანტინს გადაურჩნენ, იტყობინება BBC. თვითმფრინავი რეისს მილანიდან ასრულებდა, 125 მგზავრი კოვიდინფიცირებული აღმოჩნდა. მათგან 9, აეროპორტიდან გაიქცა, ოთხი კი - ადგილობრივი საავადმყოფოდან. იტალია-ინდოეთის რეისზე სულ 160 მგზავრი იმყოფებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვები და ჩვილები ტესტირებისგან გათავისუფლდნენ. გაურკვეველია, როგორ გაიქცა ოთხი მგზავრი აეროპორტიდან, მაგრამ საავადმყოფოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კლინიკიდან გაქცეულებმა სავარაუდოდ, სამედიცინო პერსონალი მოატყუეს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო. 7 იანვარს, ინდოეთში კორონავირუსის 100 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ექსპერტები თვლიან, რომ ინფექციის გავრცელების მკვეთრი მატება „ომიკრონმა“ გამოიწვია.

ოპოზიციის ლიდერი: დასავლეთმა ყაზახეთი მოსკოვის ორბიტიდან უნდა გაიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი საბჭოთა კავშირის მსგავს სტრუქტურას შექმნის

დასავლეთმა ყაზახეთი მოსკოვის ორბიტიდან უნდა გაიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყაზახეთი ბელარუსად გადაიქცევა და ვლადიმერ პუტინი ცენტრალურ აზიაში მეთოდურად განახორციელებს თავის პროგრამას საბჭოთა კავშირის მსგავსი სტრუქტურის შესაქმენლად, - განაცხადა ყაზახეთის ოპოზიციური მოძრაობის ლიდერმა მუხთარ აბლიაზოვმა Reuters-თან საუბრისას. მან თავი ოპოზიციის საპროტესტო აქციების ლიდერად გამოაცხადა და განაცხადა, რომ ყოველდღე გადიოდა კონსულტაციას ალმათში, მოქმედების ტაქტიკის შესახებ. მუხთარ აბლიაზოვი, ყოფილი ბანკირი და მინისტრია. ამჟამად, ოპოზიციური მოძრაობის „ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანი“ ლიდერია. „ყაზახეთი ახლა გეოპოლიტიკურ თამაშშია. რუსეთი უკვე შემოვიდა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, ეს რუსეთია. ეს არის რუსეთის მიერ ოკუპაცია“, - აცხადებს მუხთარ აბლიაზოვი. აბლიაზოვი, რომელიც თაღლითობისა და გაფლანგვისთვის იძებნება, საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც მას ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა. ის ყველა ბრალდებას უარყოფს. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ასევე წაიკითხეთ: BBC: სისხლისღვრის შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა საწვავის ფასზე რეგულაციას შემოიღებს BBC: რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალები განლაგდებიან ყაზახეთში, რათა ანტისამთავრობო დემონსტრაციები ჩაახშონ რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების გადასროლა დაიწყო 7 იანვრის ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია პოლიციის და ეროვნული გვარდიის 18 თანამშრომელი და დაჭრილია 748. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია დემონსტრაციის ათეულობით მონაწილე. დაკავებულია 4000-მდე დემონსტრანტი. შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ორგანიზაციის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ნიკოლ ფაშინიანმა 6 იანვარს განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გაგზავნის.

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საკითხი საგანგებო შეხვედრაზე განიხილეს

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საკითხის განსახილველად საგანგებო ვირტუალურ შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შემდეგ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „რუსეთის აგრესიული ქმედებები სერიოზულად ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოების წესრიგს. „NATO რუსეთის მიმართ ჩვენი ორმხრივი მიდგომის ერთგული რჩება: ძლიერი შეკავება და თავდაცვა, შინაარსიანი დიალოგის ჩათვლით. პოზიტიური სიგნალია, რომ რუსეთი მზადაა, წარმოდგენილი იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, რადგან როდესაც დაძაბულობა მაღალია, დიალოგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მოვუსმინოთ რუსეთის შეშფოთებას და NATO ყველა ძალისხმევას მიმართავს, რომ მოძებნოს პოლიტიკური გზა წინსვლისთვის. მაგრამ იმისათვის, რომ დიალოგი იყოს შინაარსიანი, რუსეთმა ასევე უნდა გაითვალისწინოს მოკავშირეების დიდი ხნის შეშფოთება მის ქმედებებთან დაკავშირებით. დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს და უნდა გაიმართოს უკრაინასთან კონსულტაციით. ჩვენ ასევე მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ სხვა ძირითად პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა, ფინეთი და შვედეთი, ასევე ევროკავშირი. დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი შემდგომი აგრესია მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება და რუსეთისთვის მძიმე ფასი ექნება. მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის გვერდით დგომას და სრულ მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც პრინციპისადმი, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი გზა და ის, რომელ ალიანსში სურს გაწევრიანება“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO ყოველთვის მიიღებს აუცილებელ ზომებს მოკავშირეების დასაცავად, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებით. NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა წინ უსწრებს 12 იანვარს დაგეგმილ NATO-რუსეთის საბჭოს სხდომას, რომელზეც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები რუსეთის მოთხოვნებს განიხილავენ. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა, მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან, იუწყება სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური. ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარების შესახებ კმაყოფილება გამოთქვეს და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მთელი რიგი საკითხები განიხილეს. „მათ ასევე გაცვალეს მოსაზრებები სხვა საკითხებზე, რომლებიც საერთო ინტერესის სფეროს წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის სამხედრო ავიაციამ ყირგიზეთიდან ყაზახეთში 150 ჯარისკაცი ჩაიყვანა

ყაზახეთში 150 სამხედრო მოსამსახურე მეზობელი ყირგიზეთიდან ჩავიდა. ეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კონტინგენტის ნაწილია, რომელიც ადგილზე რუსეთის სამხედრო ავიაციამ ჩაიყვანა. ყაზახეთში სულ სამი ათასამდე რუსი სამხედრო გაიგზავნა. კონტინგენტში ასევე შედიან სამხედრო მოსამსახურეები ბელარუსიდან, სომხეთიდან და ტაჯიკეთიდან. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ასევე წაიკითხეთ: BBC: სისხლისღვრის შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა საწვავის ფასზე რეგულაციას შემოიღებს BBC: რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალები განლაგდებიან ყაზახეთში, რათა ანტისამთავრობო დემონსტრაციები ჩაახშონ რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების გადასროლა დაიწყო 7 იანვრის ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია პოლიციის და ეროვნული გვარდიის 18 თანამშრომელი და დაჭრილია 748. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია დემონსტრაციის ათეულობით მონაწილე. დაკავებულია 4000-მდე დემონსტრანტი. შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ორგანიზაციის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ნიკოლ ფაშინიანმა 6 იანვარს განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გაგზავნის.

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროპულ უსაფრთხოებასთან და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე რეაგირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ევროკავშირის გარეშე არ მიიღება

ევროკავშირის უშუალო მონაწილეობის გარეშე გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება ევროპულ უსაფრთხოებას, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე რეაგირებას, არ მიიღება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი. „ერთი რამ ცხადია - ევროპის გარეშე გადაწყვეტილებები არ მიიღება. მაგალითად, ევროკავშირი ჩართულია უკრაინის მხარდაჭერის საკითხში“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. „ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთ რთულ დროს ევროკავშირს უხელმძღვანელებს ქვეყანა, რომელსაც აქვს დიდი პოლიტიკური წონა და გამოცდილება. რადგან საფრანგეთის ხმა ხმამაღალი და მკაფიოა“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ჯოზეფ ბორელი: ნებისმიერი დისკუსია ევროპის უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის და უკრაინის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია