ძებნის რეზულტატი:
ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა და მის დეპორტაციას გეგმავს
ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა და მის დეპორტაციას აპირებს. ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. როგორც ავსტრალიის პრემიერმა დღეს განაცხადა, საჭიროა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაამტკიცოს, რომ ის სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან ნამდვილად გათავისუფლებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში უნდა დაბრუნდეს. სკოტ მორისონის თქმით, თუ ეს მტკიცებულება არასაკმარისი იქნება, მაშინ სპორტსმენს განსხვავებულად ვერ მოექცევიან და შემდეგი თვითმფრინავით სახლში დაბრუნება მოუწევს. ნოვაკ ჯოკოვიჩის ირგვლივ შექმნილ ვითარებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ავსტრალიაში, სადაც 16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების 90%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია. 4 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ Australian Open-ში მონაწილეობას მიიღებს, რადგან ვაქცინაციისგან სამედიცინო მიზეზით გათავისუფლდა. ნოვაკ ჯოკოვიჩი არის სერბი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მოქმედი პირველი ჩოგანი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში. ჯოკოვიჩს მოგებული აქვს 20 დიდი სლემის ტურნირი, მათ შორის რეკორდული, 9 ავსტრალიის ღია პირველობა, 6 უიმბლდონი, 3 აშშ-ის ღია პირველობა და 2 საფრანგეთის ღია პირველობა.
IHU ვარიანტთან დაკავშირებით, ჯანმოს პოზიცია ცნობილია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა საზოგადოებას, ნაადრევად არ იღელვონ IHU ვარიანტის შესახებ, რომელიც ასევე ცნობილია როგორც B.1.640.2 - მაღალი მუტაციის მქონე შტამი, რომელიც პირველად საფრანგეთში, 4 ნოემბერს გამოვლინდა და რომლის თვისებები ძირითადად უცნობი რჩება მკვლევრებისთვის. ჯანმოს წარმომადგენლის თქმით, IHU ჯერჯერობით შეშფოთების ვარიანტი არ არის. IHU ვარიანტს იმ კვლევითი ცენტრის სახელწოდება აქვს (Institut Hospitalo-Universitaire Méditerranée Infection) რომელმაც მისი იდენტიფიცირება მოახდინა. ახალი ვარიანტი „ომიკრონის“ მსგავსად, 46 მუტაციას შეიცავს. ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ როგორ გავრცელდება ეს ვარიანტი ან რა სიმპტომებს გამოიწვევს, ნათქვამია ნაშრომში, რომლის ავტორია IHU-ს მკვლევარი. როგორც ირკვევა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია IHU-ს ვარიანტს ნოემბრიდან აკვირდება, როდესაც ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა. სპეციალისტების თქმით, აქამდე არსებობდა შანსი, რომ ეს ვარიანტი ფართოდ გავრცელებულიყო. ამავე თემაზე: საფრანგეთში COVID19-ის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს
ფაშინიანის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გზავნის
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გაგზავნის. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ორგანიზაციის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ნიკოლ ფაშინიანმა ტექსტი Facebook-ზე გაავრცელა. „ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადების საფუძველზე და ყაზახეთის ეროვნულ უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტის წინაშე წარმოშობილი საფრთხეების საფუძველზე, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ყაზახეთის რესპუბლიკაში შეზღუდული ვადით გაგზავნოს სამშვიდობო ძალები“, - აღნიშნულია განცხადებაში. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართა ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საპროტესტო აქციები ყაზახეთში სამი დღის წინ დაიწყო. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ბოლო ცნობებით, ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ოფიციალური ინფორმაციით, ყაზახეთში მასობრივი არეულობების დროს პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელი დაიღუპა.
მაიკლ მაკფოლი: იმედი მაქვს, პუტინის ОДКБ-ს სამხედრო ალიანსი ახალი ვარშავის პაქტი არ გახდება
რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იმედოვნებს, რომ პუტინის CSTO-ს სამხედრო ალიანსი ახალი ვარშავის პაქტი არ გახდება. მაიკლ მაკფოლი ყაზახეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მისივე Twitter გვერდზე წერს: „ძველი ხუმრობა იყო, რომ NATO წევრებს ინტერვენციისგან იცავდა, როცა ვარშავის პაქტი საკუთარ წევრებს ესხმოდა თავს. იმედია, პუტინის ОДКБ-ს სამხედრო ალიანსი ახალ ვარშავის პაქტი არ გახდება“. ფაშინიანის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გზავნის ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართა
BBC: რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალები განლაგდებიან ყაზახეთში, რათა ანტისამთავრობო დემონსტრაციები ჩაახშონ
არეულობა ყაზახეთში: მთავრობამ რუსეთის დახმარება ითხოვა, ამ სათაურით BBC ყაზახეთში მიმდინარე პროცესებს სტატიაში აღწერს. ავტორი წერს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალები განლაგდებიან ყაზახეთში, რათა ანტისამთავრობო დემონსტრაციები ჩაახშონ. „როგორც ცნობილია, 5 იანვარს, პრეზიდენტმა თოყაევმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO) მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პროტესტი თავდაპირველად საწვავის ფასების მატებამ გამოიწვია, მაგრამ გაფართოვდა და სხვა პოლიტიკური მოთხოვნებიც დაემატა. პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ არეულობა უცხოეთში გაწვრთნილი „ტერორისტული ბანდების“ მუშაობის შედეგი იყო. თუმცა, ლონდონის საგარეო საქმეთა ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ის ცენტრალური აზიის ექსპერტმა, განაცხადა, რომ პროტესტი არის „ძალიან ღრმა და ჩამქრალი ბრაზისა და წყენის სიმპტომი მთავრობის წარუმატებლობის გამო, რომელმაც არ მოახდინა თავისი ქვეყნის მოდერნიზება, არ გაატარა რეფორმები. ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც ასევე მოიცავს ღამით კომენდანტის საათს და მასობრივი შეკრების აკრძალვას. მან პირობა დადო, რომ საპროტესტო აქციებს მკაცრი რეაგირება მოჰყვება“, - იტყობინება BBC. ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ ყაზახეთის პრეზიდენტი სატელევიზიო გამოსვლისას დახმარებას სთხოვდა CSTO-ს - სამხედრო ალიანსს, რომელიც შედგება რუსეთისა და ხუთი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოსგან. „მოგვიანებით, CSTO-ს თავმჯდომარემ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა განცხადებით Facebook-ზე, რომ ალიანსი გაგზავნის სამშვიდობო ძალებს „შეზღუდული ვადით“. პრეზიდენტი თოყაევი მხოლოდ მეორე ადამიანია, რომელიც ხელმძღვანელობს ყაზახეთს 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. მისი არჩევა 2019 წელს დაგმო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო), დემოკრატიული სტანდარტებისადმი პატივისცემის ნაკლებობის გამო. თუმცა, ქუჩებში ბრაზის დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, მისი წინამორბედის, ნურსულთან ნაზარბაევისკენ იყო მიმართული. პროტესტის მონაწილეებმა მისი ძეგლიც ჩამოაგდეს. ყაზახეთის მთავარი აეროპორტის თანამშრომლებს ანტისამთავრობო დემონსტრანტებისგან გაქცევა მოუწიათ, რომლებიც ასევე დაესხნენ თავს სამთავრობო შენობებს. მომიტინგეები შეიკრიბნენ ალმათის მერის ოფისთან, სოციალურ მედიაში ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ შენობიდან კვამლი ამოდის, ასევე ისმის სროლის ხმა. ქალაქის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ „ექსტრემისტები და რადიკალები“ თავს დაესხნენ 500 მშვიდობიან მოქალაქეს და დაარბიეს ასობით ბიზნესი. დასავლეთის ქალაქ აქტობეში მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების ძალები ზოგან მომიტინგეების მხარეს არიან. თუმცა, მკაფიო სურათის მიღება იმის შესახებ, რა ხდება ცენტრალური აზიის ქვეყანაში, რთულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები უშიშროების ძალებს შორის დაღუპულთა შესახებ, მაგრამ არ გავრცელებულა ცნობები სხვა დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ მომიტინგეებს შორის“, - წერს BBC. სტატიის ბოლოს, ჟურნალისტი აღნიშნავს: „საპროტესტო აქციების უეცარმა გადაზრდამ ძალადობაში, ბევრი გააკვირვა, როგორც ყაზახეთში, ასევე უფრო ფართო რეგიონში და მიანიშნა, რომ ეს არ ეხება მხოლოდ საწვავის ფასების ზრდას. „ეს არის ტრადიციულად სტაბილური ცენტრალური აზიის სახელმწიფო, რომელსაც ხშირად ავტორიტარულს უწოდებენ. 2019 წლამდე მას მართავდა პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, რომლის მმართველობა შეიცავდა პიროვნების კულტის ელემენტებს, რაც მისი ქანდაკების აღმართვაში გამოიხატებოდა, დედაქალაქს კი მისი სახელი დაარქვეს. ყაზახეთში არჩევნების უმეტესობას იგებს მმართველი პარტია ხმების თითქმის 100%-ით და ქვეყანას არ ჰყავს ეფექტიანი ოპოზიცია. ანალიტიკოსები, რომელთაც ვესაუბრე, ამბობენ, რომ ყაზახეთის მთავრობამ აშკარად ვერ შეაფასა მოსახლეობის გაბრაზების დონე და რომ ეს პროტესტი გასაკვირი არ იყო ქვეყანაში, სადაც არ არის დემოკრატია“. ხალხის საჩივრები, რა თქმა უნდა, ეხება ბევრად უფრო ფართო საკითხებს, ვიდრე მხოლოდ საწვავის ფასს“. ასევე წაიკითხეთ: ფაშინიანის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გზავნის ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართა
გაერო: შეშფოთებით ვაკვირდებით ყაზახეთში შექმნილ მოვლენებს
"გაერო შეშფოთებით აკვირდება ყაზახეთში შექმნილ ვითარებას", - ამის შესახებ ბრიფინგზე გაეროს პრესმდივანმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა. „რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებთ და შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას ყაზახეთში. ძალიან მნიშნველოვანია, რომ მოვლენებში ჩართულმა ყველა მხარემ გამოიჩინოს თავშეკავება, თავი შეიკავოს ძალადობისგან და ყველა წარმოქმნილი საკითხი დიალოგის გზით გადაჭრას“, - განაცხადა დიუჟარიკმა. ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთში, არეულობის დროს ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელი დაიღუპა BBC: რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალები განლაგდებიან ყაზახეთში, რათა ანტისამთავრობო დემონსტრაციები ჩაახშონ ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართა
ენტონი ბლინკენი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მას ძალიან მნიშვნელოვან ზიანს მივაყენებთ
"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთის ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემას ძალიან მნიშვნელოვან ზიანს მივაყენებთ", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკიმ განაცხადეს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ძლიერი ტრანსატლანტიკური სოლიდარობა ყველაზე ეფექტური პასუხი და ინსტრუმენტია, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად აქვთ. „თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთის ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემას ძალიან მნიშვნელოვან ზიანს მივაყენებთ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ასევე წაიკითხეთ: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს ეწვევა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა NATO-ს მოკავშირეებთან ერთად რუსეთის სამხედრო აქტიურობა განიხილა
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 41 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 236 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 593 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 643 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.65%, ბოლო 14 დღის - 6.18% ხოლო 7 დღის - 7.43%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 105 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 908 813. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 082 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 821 შემთხვევა, აჭარა - 460, იმერეთი - 325, ქვემო ქართლი - 175, შიდა ქართლი - 220, გურია - 141, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 161, კახეთი -162, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი -35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -6. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 255 საიდანაც: 4 372 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 034, აჭარაში - 510, იმერეთში - 735. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 120 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 553, აჭარაში - 124, იმერეთში - 277. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 264 პაციენტი, მათგან თბილისში - 153, აჭარაში - 33, იმერეთში - 30. 936 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 628 - თბილისში, 269 - აჭარაში. 20 947 სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 7. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 5 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 503 ადამიანი.
საქართველოში „ომიკრონის“ 335 შემთხვევაა დადასტურებული
საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 335 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „5 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 335 შემთხვევა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 41 პაციენტი
ირაკლი ღარიბაშვილი: სომხეთთან მრავალსაუკუნოვან ძმობას ჩვენი ხალხების კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა განაპირობებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს და მოძმე სომეხ ხალხს ქრისტეს შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მრავალსაუკუნოვან, ძმობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ისტორიას ქართველი და სომეხი ხალხების კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა განაპირობებს. “ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს და მოძმე სომეხ ხალხს ქრისტეს შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ მრავალსაუკუნოვან ძმობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ისტორიას ჩვენი ხალხების კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა განაპირობებს, რაც, მჯერა, მომავალშიც ასე იქნება. ყველას ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიხარულსა და წარმატებას”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
თბილისის მეტრო შობის ღამეს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
თბილისის მეტრო შობის ღამეს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს. ამასთან, მოსახლეობა მეტროთი უფასოდ გადაადგილებას დღეს, ღამის 3 საათამდე შეძლებს.
რუსული მედია: რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების გადასროლა დაიწყო
რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების გადასროლა დაიწყო. მათივე ცნობით, ყაზახეთში სამშვიდობო კონტინგენტის რუსული ნაწილის გაგზავნა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციით ხდება. ცნობისთვის, გვიან ღამით ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები საგარეო აგრესიის აქტად შეაფასა და დახმარების თხოვნით კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართა. ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთში ნაზარბაევის ძეგლის ჩამოგდებას ცდილობენ ფაშინიანის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გზავნის
ყაზახეთში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ
ყაზახეთში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ. ამასთან დაკვშირებით, ყაზახეთში მყოფი, საქართველოს მოქალაქე ბაჩანა მელაშვილი სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოში საუბრობს. მისივე თქმით, მათ არ აქვთ საკვები და ქუჩაში არასტაბილური ვითარების გამო სახლიდან გასვლასაც ვერ ახერხებენ. „ყაზახეთში ვართ, კერძოდ ალმათში. საკვების მხრივ ძალიან ცუდი ვითარება გვაქვს. ერთი სიტყვით ყველანაირად ძალიან გვიჭირს და ვერაფერს ვახერხებთ. თუ ვინმეს შეგიძლიათ როგორმე დაგვეხმაროთ ან ვინმე ნაცნობის შესახებ გვითხრათ, რომ შევეხმიანოთ, რათა ცოტა ხნით შევეფაროთ ან საკვებით მაინც დაგვეხმარონ, ძალიან გთხოვთ შეგვეხმიანეთ. ინტერნეტის მდგომარეობაც ძალიან ცუდია, ხან იჭერს, ხან-არა და იქნებ რამენაირად დამეკონტაქტოთ“, - აცხადებს ვიდეომიმართვაში ბაჩანა მელაშვილი. ცნობისთვის, ყაზახეთში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს ასევე წაიკითხეთ: რუსული მედია: რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების გადასროლა დაიწყო ფაშინიანის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გზავნის
თურქეთი ქვეყნის სახელწოდებას ცვლის
Made in Türkiye - საექსპორტო პროდუქციაზე ამიერიდან ეს წარწერა შეგვხვდება. „უწოდეთ რებრენდინგი, ან ეროვნული სიამაყე, მაგრამ ამიერიდან Turkey-ის ნაცვლად - Türkiye გამოიყენეთ. ის საუკეთესოდ გამოხატავს თურქი ერის კულტურას, ცივილიზაციას და ღირებულებებს“, - იუწყება მედია მთავრობის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ცვლილების შესახებ დეკემბერში გამოაცხადა. გარდა ამისა, პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, ადგილობრივი ინსტიტუტები - Türkiye-ის, ყველა ოფიციალური მიმოწერის, ასევე სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობის დროს გამოიყენებენ.
სემეკი: ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა და ზრდა არც განიხილება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ გაზრდილა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები. სემეკის ინფორმაციით, 2022 წლის პირველი იანვრიდან ტარიფები არ შეცვლილა და ძალაშია კომისიის მიერ წინა პერიოდში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები. ტარიფების ზრდა არ განიხილება. „პოლიტიკური პარტიები და სხვადასხვა პოლიტიკური პირები კიდევ ერთხელ ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო, მოსახლეობას აწვდიან ცრუ ინფორმაციას. სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და პირების მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ კომისიაში. სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით დაეყრდნონ მხოლოდ სემეკის ინფორმაციას, რადგანაც წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ოპოზიციური პოლიტიკური ინტერესების მქონე პირების მიერ ხშირად აქვს ადგილი მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას“,- ნათქვამია სემეკის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: სემეკის წევრი განმარტავს, რატომ მიუვიდა მოსახლეობას წყლის გადასახადი ორჯერ
საგარეო უწყება: საქართველოს საკონსულო ხაზზეა ყაზახეთში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქესთან
ყაზახეთში საქართველოს საკონსულომ საქართველოს 8 მოქალაქეს გაუწია დახმარება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს საკონსულო ხაზზეა ყაზახეთში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქესთან. ყაზახეთში საქართველოს კონსულის ინფორმაციით, ყაზახეთში საქართველოს საკონსულოს დახმარებისთვის უკვე მიმართა ქართული ანსამბლის „ილორის“ ოთხმა წევრმა. მათგან ერთ-ერთმა, ბაჩანა მელაშვილმა 5 იანვარს Facebook-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც დახმარებას ითხოვდა. „საკონსულოს ძალისხმევით, ისინი ყაზახეთის დედაქალაქ ალმათიდან 30 კილომტრის მოშორებით, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და ამჟამად მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საკონსულოს დახმარებისთვის მიმართა ყაზახეთში მცხოვრებმა საქართველოს კიდევ ერთმა მოქალაქემ, რომელიც ამჟამად დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ ატირაუშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სასტუმროში გადაჰყავთ ასევე აქტაუს აეროპორტში ჩარჩენილი საქართველოს სამი მოქალაქე."მიმდინარეობს მოლაპარაკება შესაბამის ავიაკომპანიასთან, საქართველოს მოქალაქეების უახლოეს მომავალში სამშობლოში დაბრუნების მიზნით. როგორც მოგეხსენებათ, ყაზახეთში მიმდინარე მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქალაქ ალმათის კომენდატურის ცნობით, ყაზახეთში ამჟამად სპეცოპერაცია მიმდინარეობს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ფაშინიანის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გზავნის BBC: რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალები განლაგდებიან ყაზახეთში, რათა ანტისამთავრობო დემონსტრაციები ჩაახშონ ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საპროტესტო აქციები ყაზახეთში სამი დღის წინ დაიწყო. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ბოლო ცნობებით, ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ოფიციალური ინფორმაციით, ყაზახეთში მასობრივი არეულობების დროს პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელი დაიღუპა.
ყაზახეთის უსაფრთხოების ძალების ცნობით, „წესრიგის აღდგენის ოპერაციის დროს“ ათობით ადამიანი მოკლეს
ყაზახეთის უსაფრთხოების ძალების ცნობით, რომ არეულობის დროს მთავარ ქალაქში, ალმათიში, წესრიგის აღდგენის ოპერაციის დროს ათობით ადამიანი მოკლეს. უშიშროების ძალების 12 წევრი დაიღუპა და 353 დაშავდა. 5 იანვარს, პრეზიდენტმა თოყაევმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO) მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პროტესტი თავდაპირველად საწვავის ფასების მატებამ გამოიწვია, მაგრამ გაფართოვდა და სხვა პოლიტიკური მოთხოვნებიც დაემატა. პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ არეულობა უცხოეთში გაწვრთნილი „ტერორისტული ბანდების“ მუშაობის შედეგი იყო. ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც ასევე მოიცავს ღამით კომენდანტის საათს და მასობრივი შეკრების აკრძალვას. მან პირობა დადო, რომ საპროტესტო აქციებს მკაცრი რეაგირება მოჰყვება“, - იტყობინება BBC. ასევე წაიკითხეთ: BBC: რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალები განლაგდებიან ყაზახეთში, რათა ანტისამთავრობო დემონსტრაციები ჩაახშონ ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ ყაზახეთის პრეზიდენტი სატელევიზიო გამოსვლისას დახმარებას სთხოვდა CSTO-ს - სამხედრო ალიანსს, რომელიც შედგება რუსეთისა და ხუთი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოსგან. „მოგვიანებით, CSTO-ს თავმჯდომარემ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა განცხადებით Facebook-ზე, რომ ალიანსი გაგზავნის სამშვიდობო ძალებს „შეზღუდული ვადით“. პრეზიდენტი თოყაევი მხოლოდ მეორე ადამიანია, რომელიც ხელმძღვანელობს ყაზახეთს 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. მისი არჩევა 2019 წელს დაგმო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო), დემოკრატიული სტანდარტებისადმი პატივისცემის ნაკლებობის გამო. თუმცა, ქუჩებში ბრაზის დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, მისი წინამორბედის, ნურსულთან ნაზარბაევისკენ იყო მიმართული. პროტესტის მონაწილეებმა მისი ძეგლიც ჩამოაგდეს. ყაზახეთის მთავარი აეროპორტის თანამშრომლებს ანტისამთავრობო დემონსტრანტებისგან გაქცევა მოუწიათ, რომლებიც ასევე დაესხნენ თავს სამთავრობო შენობებს. მომიტინგეები შეიკრიბნენ ალმათის მერის ოფისთან, სოციალურ მედიაში ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ შენობიდან კვამლი ამოდის, ასევე ისმის სროლის ხმა. ქალაქის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ „ექსტრემისტები და რადიკალები“ თავს დაესხნენ 500 მშვიდობიან მოქალაქეს და დაარბიეს ასობით ბიზნესი. დასავლეთის ქალაქ აქტობეში მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების ძალები ზოგან მომიტინგეების მხარეს არიან. თუმცა, მკაფიო სურათის მიღება იმის შესახებ, რა ხდება ცენტრალური აზიის ქვეყანაში, რთულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები უშიშროების ძალებს შორის დაღუპულთა შესახებ, მაგრამ არ გავრცელებულა ცნობები სხვა დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ მომიტინგეებს შორის“, - წერს BBC. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საპროტესტო აქციები ყაზახეთში სამი დღის წინ დაიწყო. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ბოლო ცნობებით, ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.
ივანე ჩხაიძე: Sinovac-ითა და Sinopharm-ით აცრილებს შესაძლოა, Pfizer-ის ორი დოზით ვაქცინაცია დასჭირდეთ
"ჩინური ვაქცინით აცრილ ადამიანებს, შესაძლებელია, ორი დაზა Pfizer-ის გაკეთება დასჭირდეთ", - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ Europetime-ს განუცხადა. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, 2 დოზა Pfizer-ის და AstraZeneca-ს შემდეგ ე.წ. ბუსტერ დოზას შედეგი აქვს, ხოლო ანალოგიური მონაცემები Sinovac-ისა და Sinopharm-ის შემთხვევაში ამ ეტაზე არ ჩანს. „ჩვენ ვიცით, რომ 2 დოზა Pfizer-ის და AstraZeneca-ს შემდეგ ე.წ. ბუსტერ დოზა შედეგს გვაძლევს. ანალოგიური მონაცემები Sinovac-ისა და Sinopharm-ის შემთხვევაში არ გვაქვს, ამიტომ მხოლოდ ე.წ. ბუსტერ დოზაზე აქცენტის გაკეთება ჯერჯერობით, საკმარისი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ამ ტიპის ვაქცინებს კიდევ დასჭირდეთ მეოთხე დოზის გაკეთება. ამავდროულად, კატეგორიულად აუცილებელია, რომ ჩინური ვაქცინით აცირილებმა ე.წ. ბუსტერი დოზა გაიკეთონ. შესაძლებელია, რომ ვინც ჩინურით აიცრა დამატებით, ორი დაზა Pfizer-ს გაკეთება დასჭირდეთ, თუმცა ჯერჯერობით, ეს მოსაზრებაა, კვლევები არ გვაქვს. ცხადია, ამ ყველაფერს ჯანმოს რეკომენდაცია უნდა ჰქონდეს. ამასთან, ჩინეთში ე.წ. ბუსტერად ჩინურ ვაქცინას იყენებენ, ხოლო საუდის არაბეთში Pfizer-ს, ანუ ორი ტიპის ქვეყნები არსებობს. ჩვენი მსგავსი გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებული საამიროებს აქვს, რომელმაც ჩინური ვაქცინების ე.წ. ბუსტერად Pfizer-ი გამოიყენა", - განაცხადა ჩხაიძემ. ცნობისთვის, საქართველოში „ბუსტერ“ დოზით აცრის ვადა ნებისმიერი ვაქცინის, მათ შორის ჩინური პრეპარატების შემთხვევაში სამ თვემდე შემცირდა. ასევე წაიკითხეთ: ივანე ჩხაიძე: ძალიან ადრეა საუბარი, რომ „ომიკრონმა“ დაასრულა პანდემია ივანე ჩხაიძე: 2022 წელს უფრო ახლოს ვიქნებით პანდემიის დასასრულთან
საქართველოში 9 იანვრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი
9 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში 6-8 იანვარს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 9 იანვარს მოიღრუბლება, ზოგან იწვიმებს, მთაში და მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +10, +15 გრადუსი იქნება, 9 იანვარს კი +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს. თბილისში 9 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 6-8 იანვარს +11, +13 გრადუსი იქნება. 9 იანვარს მოიღრუბლება, შედარებით აცივდება, მოსალოდნელია წვიმა და ნისლი.
პრეზიდენტი: შობასა და ნათლისღებას ვულოცავ სომეხთა სამოციქულო ეკლესიას
საქართველოს პრეზიდენტმა სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაული თბილისის სუბ გევორქის ტაძარიდან მიულოცა, სადაც სადღესასწაულო მსახურებას დაესწრო.ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიას, სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში! მშვიდობის, ჯანმრთელობის და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს ეს დღე ყოველი თქვენგანისთვის! მრავალჯერ გეზეიმოთ სინათლისა და სიკეთის ეს დიდი დღესასწაული!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.