ძებნის რეზულტატი:

პრეზიდენტი ყაზახეთში მიმდინარე პროცესებზე: ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა და უსაფრთხოების გაძლიერება

საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთში არსებული სიტუაციით „ღრმად შეშფოთებულია“. სალომე ზურაბიშვილის Twitter პოსტში ნათქვამია, რომ ქვეყანაში სამოქალაქო პირების უფლებები და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული. „ღრმად შეშფოთებული ვარ ყაზახეთში არსებული სიტუაციით. ვგმობ იმ ძალადობას, რაც ვიხილეთ და ვიმედოვნებ, რომ მოხდება სიტუაციის სწრაფი დეესკალაცია. სამოქალაქო პირების უფლებები და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული. ჩვენ ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა და მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა.

ბათუმში, მძაფრი სუნის გავრცელების ფაქტზე საქმის წარმოება რამდენიმე მიმართულებით დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში, მძაფრი სუნის გავრცელების ფაქტზე საქმის წარმოება რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. „შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ზღვის დაბინძურების ფაქტი არ გამოვლინდა. აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების მიერ, ბათუმის პორტის უნაპირო ნავმისადგომზე, ნედლი ნავთობით გემის დატვირთვის ფაქტზე შესწავლა დაწყებულია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში დღეს მოქალაქეები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ბათუმში გაზის მძაფრი სუნია და ამის გამო თავის ტკივილი აწუხებთ.

ყაზახეთიდან საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდა

ყაზახეთიდან, ქუთაისი-ნურ-სულთანის რეისით საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდა. მათი თქმით, ყაზახეთში განვითარებული რთული პოლიტიკური ვითარების გამო, მთლიანად ქვეყანაში დაკეტილია მაღაზიები და გათიშულია ინტერნეტკავშირი, უფრო კონკრეტულად კი, ბოლო ორი დღეა, მხოლოდ ოთხი საათის განმავლობაში მიეწოდებათ. ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. შეგახსენებთ, ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა. ცნობისთვის, საწვავზე ფასების მატების გამო დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა.

ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს

ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი კარიმ მასიმოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს. ეროვნული უშიშროების კომიტეტმა განაცხადა რომ სახელმწიფო ღალატის ფაქტზე წინასწარი მოკვლევა 6 იანვარს დაიწყო. „6 იანვარს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დავაკავეთ ყოფილი თავმჯდომარე კარიმ მასიმოვი და სხვა პირები. დამატებითი ინფორმაცია გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით ჯერჯერობით არ გავრცელდება“, - იუწყება კომიტეტის პრესსამსახური. ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. შეგახსენებთ, ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა. ცნობისთვის, საწვავზე ფასების მატების გამო დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა.

კვიპროსზე აღმოჩენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "დელტაკრონი" უწოდეს

კორონავირუსის ახალი ვარიანტი, „დელტასა“ და „ომიკრონის“ ე.წ. ჰიბრიდი, კვიპროსზე, 25 პაციენტში დადასტურდა. კვიპროსის უნივერსიტეტის პროფესორის, ლეონტიოს კოსტრიკისის თქმით, კორონავირუსის ახალ ვარიანტს 10 ტიპის მუტაცია აქვს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ „ომიკრონში“ იყო გამოვლენილი, მაგრამ მსგავსი „გენეტიკური საფუძველი“ „დელტასთანაც“ გვხვდება. ექსპერტები ჯერ ნაადრევად მიიჩნევენ იმაზე საუბარს, რომ დელტაკრონმა შესაძლოა, „ომიკრონი“ ჩაანაცვლოს. შეგახსენებთ, „დელტას“ შემდეგ, ახლა მსოფლიოში უკვე „ომიკრონი“ ხდება დომინანტი, რომელიც წინა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.

კორონავირუსის შემთხვევები 4 დღეში გაორმაგდა

კოვიდინფიცირების გავრცელების მეხუთე ტალღა და ახლა მეექვსე ტალღის დასაწყისია, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მეექვსე ტალღა საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, „ომიკრონით“ იქნება განპირობებული. „ბოლო 5-6 დღის განმავლობაშიყ, შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. თუ 2 იანვარს, 3 დღის საშუალო მაჩვენებელი ყოველდღიურად 1660, დღევანდელი მონაცებით, ეს რიცხვი 3745-ია. პრაქტიკულად, 4 დღეში გაორმაგდა რაოდენობა - ეს არის „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ "იმედის". ეთერში ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 პაციენტი გარდაიცვალა, 777 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 პაციენტი გარდაიცვალა, 777 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 959 874 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 912 443, გარდაიცვალა 14 187 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 000 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 147 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 853 PCR ტესტით. 8 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.3%, ბოლო 14 დღის - 7.45% ხოლო 7 დღის - 9.17%. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 912 443-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 187 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 842 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 2 089 შემთხვევა, აჭარა - 474, იმერეთი - 437, ქვემო ქართლი - 108, შიდა ქართლი - 157, გურია - 141, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 179, კახეთი -146, მცხეთა-მთიანეთი -52, სამცხე-ჯავახეთი -48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -11. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 33 218, საიდანაც 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 991, აჭარაში - 565, იმერეთში - 756. მძიმე პაციენტია 1 089 პირი, მათ შორის, თბილისში - 532, აჭარაში - 129, იმერეთში - 257. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 ადამიანი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 42, იმერეთში - 27.• 1 493 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1041 - თბილისში, 345 - აჭარაში. 27 307 ადამიანი ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, ხოლო აჭარაში - 8. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 8 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 226 ადამიანი.

ყაზახეთში დაკავებულთა რაოდენობა 6000-მდე გაიზარდა

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გასული ღამის განმავლობაში კიდევ 100-მდე ადამიანი დააკავეს. სულ 6000 -მდე ადამიანია დააპატიმრობაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. სამართალდამცველები ქუჩებში პატრულირებას განარძობენ. ცნობისთვის, ნურსულთანსა და ალმათიში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედროები განთავსდნენ. 2 იანვარს ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის დასავლეთში მდებარე მანგისტაუს ოლქიდან დაიწყო და შემდეგ სხვა რეგიონებში გაგრძელდა. პროტესტი საწვავზე ფასის მომატებას მოჰყვა. 4 იანვარს, გვიან ღამით, ყაზახეთის მთავრობა გადადგა. 5 იანვარს საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა ქალაქ ალმათიში გაგრძელდა, სადაც შეიარაღებულმა პირებმა მერიის და პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის შენობები და გარკვეული დროით ქალაქის აეროპორტიც დაიკავეს. 5 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 6 იანვარს, გამთენიისას კი ალმათიში "ანტიტერორისტული სპეცოპერაცია" დაიწყო.

ენტონი ბლინკენი: უკრაინის მიმართ რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას მკაცრი პასუხი მოჰყვება

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სატელეფონო საუბრისას მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთო გამოწვევების გადაჭრის შესახებ. მდივანმა ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ქმედებების კოორდინაციის მნიშვნელობა და მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის მიმართ გამოიწვევს მკაცრ პასუხს. მათ ასევე განიხილეს შეშფოთება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ლიეტუვის წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლისა და ეკონომიკური იძულების შესახებ.

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 40.7%

9 იანვრის მონაცემებით, საქართველოში სულ 2 551 413 ჩატარდა. 8 იანვარს კოვიდვაქცინით 5 001 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 297 372 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 45.2%; სრულად ვაქცინირებულია 1 167 688 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 40.7%. „ბუსტერ“ დოზით აცრილია 84 792 ადამიანი.

ენტონი ბლინკენი: ძალიან რთული იქნება რეალური პროგრესის მიღწევა, თუ რუსეთი პროვოკაციულ რიტორიკას განაგრძობს

„ჩვენ მზად ვართ ძლიერად ვუპასუხოთ რუსეთის შემდგომ აგრესიას. ჩვენ მზად ვართ ძლიერი პასუხი გავცეთ რუსეთის შემდგომ აგრესიას. მაგრამ საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტა მაინც შესაძლებელია და უმჯობესია, თუ რუსეთი ამ გზას აირჩევს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე. „როგორც იცით, NATO-ს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო შეიკრიბა, რათა განეხილათ ჩვენი კოორდინირებული პასუხი უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსეთის სამხედრო გაძლიერებასა და მისგან მომდინარე მზარდ საფრთხეებზე, ასევე, წამქეზებლურ რიტორიკაზე. მინდა, მადლობა გადავუხადო NATO-ს გენერალურ მდივანს სტოლტენბერგს ჩვენი შეკრებისთვის. როგორც მან ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის აგრესიული ქმედებები საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ჩვენ მზად ვართ ძლიერად ვუპასუხოთ რუსეთის შემდგომ აგრესიას. ჩვენ მზად ვართ ძლიერი პასუხი გავცეთ რუსეთის შემდგომ აგრესიას. მაგრამ საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტა მაინც შესაძლებელია და უმჯობესია, თუ რუსეთი ამ გზას აირჩევს. ეს არის ის, რაზეც ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას მომავალ კვირას, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის და NATO-რუსეთის საბჭოს, ასევე ეუთოსა და რუსეთის წარმომადგენელთა შეხვედრაზე. ამ გადაუდებელი დისკუსიების წინ, მკაფიოდ ავხსნათ, როგორ მივედით ამ მომენტამდე. 2014 წელს უკრაინელმა ხალხმა აირჩია დემოკრატიული და ევროპული მომავალი. რუსეთმა უპასუხა კრიზისის წარმოშობითა და შეჭრით. მას შემდეგ რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორია ყირიმში და გამოიწვია ომი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილზე მყოფი მარიონეტების მონაწილეობით, რომლებსაც ის ხელმძღვანელობს... ამარაგებს და ფინანსებს მათ, შედეგად, დაიღუპა თითქმის 14,000 ადამიანი. სამხედრო აგრესიის გარდა, მოსკოვი ასევე მუშაობდა უკრაინის დემოკრატიული ინსტიტუტების შერყევაზე. ის ერევა უკრაინის პოლიტიკასა და არჩევნებში; დაბლოკა ენერგეტიკა და ვაჭრობა, რადგან დაეშინებინა ლიდერები და მოქალაქეებზე ზეწოლა მოეხდინა. ის იყენებს პროპაგანდას და დეზინფორმაციას უნდობლობის დასათესად; მან დაიწყო კიბერშეტევები ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე. შემდეგ, გასული მარტიდან დაწყებული და შემოდგომამდე გაგრძელებული, რუსეთმა დაიწყო უკრაინის საზღვარზე სამხედრო ძალებისა და აღჭურვილობის მასიური თავმოყრა - დღეს იქ თითქმის 100 000 ჯარისკაცი იმყოფება და ასევე გეგმავს ორჯერ მეტის მობილიზებას. როგორ ხსნის მოსკოვი თავის ქმედებებს? დეზინფორმაციით. აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთს ემუქრება. რომ უკრაინა კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს. და რომ რუსული ჯარების გაძლიერება, ტანკები და მძიმე არტილერია არის მხოლოდ თავდაცვითი ხასიათის. ეს იგივეა, როცა მელა ამბობს, რომ მას უნდა დაესხას თავს საქათმეს, რადგან მისი ბინადრები რაღაცნაირად საფრთხეს უქმნიან. ეს ყველაფერი ადრეც გვინახავს. როდესაც რუსეთი 2014 წელს შეიჭრა უკრაინაში, ის ამტკიცებდა, რომ უკრაინა იყო აგრესორი წინასწარ დაგეგმილი სამხედრო ქმედებების გასამართლებლად. და ისევ დღეს, ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან პროპაგანდისტულ ძალისხმევას უკრაინის, NATO-ს და შეერთებული შტატების წინააღმდეგ. არავის არ უნდა გაუკვირდეს, თუ რუსეთი მოაწყობს პროვოკაციას ან ინციდენტს - შემდეგ შეეცდება, გამოიყენოს ის სამხედრო ინტერვენციის გასამართლებლად“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა, რომელმაც რუსეთს ასევე შეახსენა შეუსრულებელი ვალდებულებები. მისი თქმით, აგრესორი სწორედ რუსეთია, რომელიც შეიჭრა უკრაინაში თითქმის 8 წლის წინ და მოახდინს ყირიმის ოკუპაცია. აღმოსავლეთ უკრაინაში ომი დღემდეა გაჩაღებული. „რუსეთმა არ შეასრულა მინსკის ვალდებულებები, უფრო მეტიც, აქტიურად არღვევს ბევრ მათგანს და უარს ამბობს საკუთარი თავის კონფლიქტის მხარედ აღიარებაზე, ეს არის რუსეთი, რომელიც არაერთხელ დაემუქრა უკრაინულ დემოკრატიას და ეს არის რუსეთი, რომელიც კიდევ ერთხელ აგზავნის ჯარებს უკრაინის საზღვარზე. ყველა მსგავსი ქმედება არის უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევა. დაუყოვნებლივი და გადაუდებელი გამოწვევა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. ზუსტად რუსეთს, არაერთხელ ჰყავდა მიზანში უკრაინული დემოკრატია. რუსეთია, რომელიც კიდევ ერთხელ აგზავნის ჯარებს უკრაინის საზღვარზე. ასევე აღსანიშნავია, რომ მოსკოვი პარალელურად ავრცელებს ცრუ ნარატივს, რომ NATO ემუქრება რუსეთს, რომ NATO გეგმავს სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებას უკრაინაში რუსეთთან კონფლიქტის გასაღვივებლად, რომ NATO-მ აიღო ვალდებულებები სამხრეთ ევროპაში არგაფართოების შესახებ და რომ NATO-მ დაარღვია ეს დაპირებები. თითოეული ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, NATO არის თავდაცვითი ალიანსი. ის არსებობს თავდასხმისგან თავის დასაცავად. სწორედ ამიტომ, ცივი ომის დასრულების შემდეგ, საჭირო გახდა მისი ჩვეულებრივი ბირთვული ძალების მნიშვნელოვნად შემცირება, რადგან აღარ იყო საჭირო იგივე თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნება, როგორც ცივი ომის დროს იყო. უფრო მეტი, NATO-ს არასდროს გაუცია დაპირება ახალი წევრების არმიღებაზე, რადგან ღია კარის პოლიტიკა იყო 1949 წლის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მთავარი დებულება. მიხეილ გორბაჩოვმა 2014 წელს ინტერვიუში პირდაპირ და ძალიან ნათლად თქვა, რომ გაფართოების თემა საერთოდ არ განიხილებოდა გერმანიის გაერთიანების მოლაპარაკებებზე, რომელმაც ცივი ომის დასრულებას დაუდო საფუძველი. მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმაც იგივე დაადასტურა. სტამბოლის ევროპული უსაფრთხოების ქარტიაში, თავად რუსეთმა დაადასტურა ყველა ქვეყნის უფლება, აირჩიოს ან შეიცვალოს არსებული უსაფრთხოების მექანიზმები, მათ შორის ალიანსები. ახლა რუსეთი აშშ-სგან და NATO-სგან ითხოვს NATO-ს ძალების გაყვანის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, რომლებიც განლაგებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და უკრაინის ოდესმე NATO-ში გაწევრიანებაზე აკრძალვას. მათ უნდათ, რომ შეგვითრიონ დებატებში NATO-ზე, იმის ნაცვლად, რომ ყურადღება გავამახვილოთ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის საკითხზე. ჩვენ ვერ ავუვლით გვერდს ამ საკითხს, რადგან რაც ხდება უკრაინაში, ეხება არამხოლოდ უკრაინას, ეს არის უფრო ფართო მოდელის ნაწილი, მოსკოვის საშიში და ხშირად უკანონო ქცევის სტაბილიზაციისთვის, რომელიც ცდილობს, შექმნას გავლენის სფერო,რომელიც მოიცავს ოდესღაც საბჭოთა მმართველობის ქვეშ მყოფ ქვეყნებს ხელი შეუშალოს მათ დემოკრატიული მისწრაფებების რეალიზებაში, როგორც სრულიად სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რუსეთი შეიჭრა ორ მეზობელ ქვეყანაში, უკრაინასა და საქართველოში, ასევე განთავსებული ჰყავს თავისი ჯარი სრული სამხედრო აღჭურვილობით მოლდოვაში, ამ ქვეყნის მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ. რუსეთი ჩაერია არჩევნებში ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში.გამოიყენა ქიმიური იარაღი. მოკლა რუსეთის ხელისუფლების ოპონენტები, მათ შორის სერგეი და იულია სკრიპალები მოწამლა, როდესაც ისინი ინგლისში, ჩვენი მოკავშირის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. რუსეთმა დაარღვია იარაღის კონტროლის საერთაშორისო შეთანხმება. რუსეთი მხარს უჭერს მოძალადე დიქტატორებს, რომლებიც ხელს უწყობენ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სირია. მოსკოვის ქმედებები აჩენს საფრთხეს ევროპულ მიწაზე, როდესაც მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრინციპები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რომ სახელმწიფოს საზღვრები და ტერიტორიული მთლიანობა ძალით შეუძლებელია შეიცვალოს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეების განუყოფელი უფლებაა მიიღონ გადაწყვეტილებები და განსაზღვრონ თავიანთი ქვეყნის მომავალი თვითონ. რუსეთი ცდილობს, თავად საერთაშორისო სისტემის გამოწვევას და ძირს უთხრის ჩვენს ტრანსატლანტიკურ ალიანსს, ცდილობს, გაანადგუროს ჩვენი ერთიანობა; დაარღვიოს კოორდინაცია ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან. ყველა ფორმატში, ჩვენს ყველა დისკუსიაში სასურველია, გამოინახოს დიპლომატიური გზა და დიპლომატიური გადაწყვეტილების მიღება რუსეთიდან წარმოქმნილ კრიზისში. ზუსტად ამას ეძღვნება რუსეთ-ამერიკული დიალოგის მომავალი შეხვედრები, რუსეთი-NATO და რუსეთი-OCSE (ეუთო)-ს საბჭო სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, მომავალ კვირას.ჩვენ ვთვლით, რომ არის სფეროები რაშიც შეგვიძლია პროგრესის მიღწევა. აქვს თუ არა რუსეთს ლეგიტიმური შეშფოთების საფუძველი ჩვენს ქმედებებთან დაკავშირებით? ჩვენი NATO-ს მოკავშირეები, ჩვენი პარტნიორები მზად არიან, მოუსმინონ თუ კრემლიც მზადაა, გამოიჩინოს იგივე მზადყოფნა, საკუთარი, საშიში ქმედებების აღმოსაფხვრელად. მომავალ კვირას, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას გავზარდოთ გამჭვირვალობა, შემოვიტანოთ რისკის შემცირების ახალი ზომები და განვაახლოთ ძალისხმევა ევროპის უსაფრთხოებისთვის, ბირთვული და ჩვეულებრივი საფრთხეების დასაძლევად, მაგრამ ასევე ეს უნდა იყოს ორმხრივი გზა. ჩვენი მიზანია, გვქონდეს პროგნოზირებადი და სტაბილური ურთიერთობა რუსეთთან, რათა ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, როცა ეს ჩვენს ორმხრივ ინტერესებშია და მოვაგვაროთ საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით. მაგრამ ძალიან რთული იქნება რეალური პროგრესის მიღწევა, თუ რუსეთი უკრაინის საზღვართან თავის სამხედრო ძალების თავმოყრას და თუ პროვოკაციულ რიტორიკას განაგრძობს. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რა ელის მას, თუ ის გააგრძელებს ამ გზას. მათ შორის ეკონომიკური ზომების ჩათვლით, რასაც ექნება მასშტაბური შედეგები. ჩვენ ამის შესახებ განვაცხადეთ წინა კვირას და ეს დადასტურდა მსოფლიოს წამყვანი (G7) ქვეყნების მიერ. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი სხვა არჩევანს გააკეთებს", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ყაზახეთის პრეზიდენტი ყველა რეგიონში კონტროლის დამყარების შესახებ იუწყება

ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყაზახეთში ყველა რეგიონში ვითარება დასტაბილურდა, დამყარებულია კონტროლი ოპერატიულ ვითარებაზე, სამართალდამცავმა ორგანოებმა გაათავისუფლეს ყველა ჩამორთმეული ადმინისტრაციული შენობა, თუმცა ტერორისტული საფრთხის დონე ჯერ კიდევ მაღალია. მათივე ცნობით, ამ დროისთვის აღძრულია სისხლის სამართლის 125 საქმე, პოლიციაში მიყვანილია 5 800 ადამიანი, მათ შორის საკმაოდ დიდი რაოდენობით უცხოელი. ალმათის ოლქში ე.წ. კომენდატის საათი მოქმედებს. ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს რუსული კონტინგენტი აკონტროლებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები ტერორისტების აღმოსაჩენად და დასაკავებლად. ასევე - მტკიცებულებების ბაზის შეგროვების, დოკუმენტაციისა და შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოპერატიული შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა. შეგახსენებთ, საწვავზე ფასების მატების გამო, 2 იანვარს დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 10% „ომიკრონია“

საქართველოში „ომიკრონის“ რამდენიმე ასეულ შემთხვევას იკვლევენ, დადასტურებული შემთხვევების 10% კი სწორედ ეს შტამია. შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ელის. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს განუცხადა. აღსანიშნავია, რომ 600 ინფიცირებულიდან კლინიკაში მხოლოდ 8 პაციენტი მოხვდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 პაციენტი გარდაიცვალა, 777 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. ამავე თემაზე: „ომიკრონის“ შემთხვევები 4 დღეში გაორმაგდა.

ახალი სამგზავრო ბარათების გაყიდვა დატანილ ტექსტში შეცდომის გამო დროებით შეჩერდა

9 იანვარს, ერთი დღით, სამგზავრო აბონემენტების გაცემა შეჩერდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას "საქართველოს ბანკის" შვილობილი კომპანია უზრუნველყოფს და მათ მიერ ბარათზე დატანილ ტექსტში დაშვებული იყო შეცდომა. 10 იანვრიდან კი ბარათის სწორი ვერსიის გაცემა განახლდება. „საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მართვას "საქართველოს ბანკი" უზრუნველყოფს, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას კი საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია "მს+". სამწუხაროდ, ხსენებული კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა. ბარათზე დატანილ ტექსტში კი დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა. სწორედ ამის გამო, დღეს, 9 იანვარს, ერთი დღით, შეჩერდება აბონემენტების გაცემა. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. უკვე ხვალიდან, 10 იანვრიდან კი განახლდება ბარათის სწორი ვერსიის გაცემა. აქვე გაცნობებთ, რომ ბარათების ახალი ვერსიის ბეჭდვას "საქართველოს ბანკი" უზრუნველყოფს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. უცნობია, რა რაოდენობის ბარათები გაიყიდა ამ დროისთვის. ბანკში განმარტეს, რომ სურვილის შემთხვევაში მოქალაქეებს არასწორი წარწერის მქონე ბარათებს ახლით შეუცვლიან. პირველი თებერვლიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი, სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება.

GWP იტყობინება, რომ 9 იანვარს 17:00 საათიდან 10 იანვრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება თბილისის დიდ ნაწილს შეეზღუდება

9 იანვარს, საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის ქუჩა N6ა-თან, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მილი ავარიულად დაზიანდა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განცხადევას ავრცელებს და იუწყება, რომ 9 იანვარს 17:00 საათიდან 10 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეიზღუდება. „სამუშაო პროცესს ართულებს მილის დაზიანებულ მონაკვეთზე სამშენებლო ნორმების დარღვევით დაშენებული შენობა-ნაგებობება, რის გამოც განათხარის მოსაწყობად სამუშაოები ხელით სრულდება. წყალმომარაგება შეიზღუდება შემდეგ ქუჩებს: მთაწმინდის რაიონში: კაკაბაძეების, ქიაჩელის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, ვ. ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, კოსტავას I-II შესახვევს, მედეა (მზია) ჯუღელის, შანიძის, პეტრიაშვილის, ლარსის, თარხნიშვილის, რჩეულიშვილის, გრიბოედოვის, რუსთაველის, გუდიაშვილის, ალ. ჭავჭავაძის, მთაწმინდის, ჭონქაძის, ლეონიძის, ლერმონტოვის, თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. ოქროყანის დასახლებას; მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს და ჩხეიძის ქუჩას. ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, ყიფშიძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, კეკელიძის, ტაბიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბახტრიონის, პეკინის, დოლიძის, იოსელიანის, იყალთოს მთის, კოსტავას, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, გელოვანის, ცინცაძის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის და მიმდებარე ქუჩებს; საირმის გორას, ზემო ვეძისს. ბერბუკის, ფარსადანის, როსტევანის, დიღმის წყლის, 13 ასურელის, ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებს; „ახალი თბილისს“ და ოლიმპიურ ქალაქს. კრწანისის რაიონში: პუშკინის, ასათიანის, გორგასლის, ღვინის აღმართის, ორთაჭალის, აბო თბილელის და მიმდებარე ქუჩებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი’ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის საშუალებით - http://www.gwp.ge“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ქუჩების ჩამონათვალი

ყაზახეთიდან საქართველოს 60-მდე მოქალაქე დაბრუნდება

ყაზახეთიდან საქართველოს 60-მდე მოქალაქე დღეს დაბრუნდება, რომლებსაც ბილეთები ჰქონდათ შეძენილი. საელჩოს ინფორმაციით, ორივე რეისზე, რომელიც დღეს აქტაუდან არის დაგეგმილი. შეგახსენებთ, საწვავზე ფასების მატების გამო, 2 იანვარს დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, არეულობის დროს 164 ადამიანი დაიღუპა. ბავშვთა ომბუდსმენზე დაყრდნობით ასევე იტყობინებიან, რომ ალმათიში დაბომბვისას ოთხი წლის გოგო დაიღუპა. ამავე თემაზე: ყაზახეთიდან საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდა

სოფელ მუხროვანის ტყეში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის ტყეში გარდაცვლილი კაცი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილს გარეგანი დათვალიერებით სხეულზე დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სხვადასხვა ქვეყნის კორპორაციების ხელმძღვანელები და ბიზნესმენები ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის საქმესთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებენ

60-ზე მეტი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, უმსხვილესი კორპორაციების ხელმძღვანელები, ბიზნესმენები და საქმიანი წრეების წარმომადგენლები ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის ბოლო სასამართლო პროცესის წინ, მამუკა ხაზარაძის მხარდამჭერ წერილს აქვეყნებენ. ინფორმაციას "ლელო" ავრცელებს. მისივე ცნობით, მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი, რომლებიც უდიდეს კაპიტალს მართავენ და მსოფლიოს უმსხვილეს ინვესტორებს წარმოადგენენ, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ პარტია „ლელოს“ თავმჯდომარეს და იმედს გამოთქვამენ, რომ პროცესი სამართლიანად ჩატარდება და განაჩენიც გამამართლებელი დადგება. „ჩვენ, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კუსრდამთავრებულები და მამუკა ხაზარაძის მეგობრები, „OPM29 2000“ - ვიცნობთ რა მამუკას უკვე 20 წელზე მეტია, მხარდაჭერას ვუცხადებთ მას, რადგან ვიცით რა მისი პატრიოტიზმი, პატიოსნება და ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ. მამუკა ხაზარაძე ჩვენი ჯგუფის აქტიური წევრია, რომელიც შედგება ბიზნეს ლიდერებისგან მთელი მსოფლიოდან. 2013 წელს, მან უმასპინძლა ჩვენს, კურსდამთავრებულთა ყოველწლიურ შეკრებას საქართველოში. ეს შეკრება იყო ყველაზე წარმატებული და გასაოცარი სიახლე ჩვენთვის. ჰარვარდელებმა აღმოვაჩინეთ ულამაზესი საქართველო, მისი შეუფასებელი კულტურითა და სტუმართმოყვარე ხალხით. მამუკა ყოველთვის ხელს უწყობდა ქვეყნის განვითარებას და ცნობადობის გაზრდას. იგი დაუღალავად შრომობდა იმისათვის, რომ საქართველოში არსებული სხვადასხვა ბიზნეს შესაძლებლობები გაეცნო მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს-ორგანიზაციებისთვის და მათი ხელმძღვანელებისთვის. მამუკამ მთელი მისი ცხოვრება საქართველოს აღმშენებლობას მიუძღვნა. მისმა აშკარა ძალისხმევამ და წარმატებამ, გააუმჯობესა მრავალი ინდუსტრია, მათ შორის საბანკო სისტემა და მთელი ქვეყნის ეკონომიკა. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სასამართლო ამ ყველაფერს გაითვალისწინებს და გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს", - აღნიშნულია წერილში. „ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სასამართლო ამ ყველაფერს გაითვალისწინებს და გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს“, - ნათქვამია წერილში. მიმართვაში, რომელსაც მსოფლიოს ცნობილი ბიზნესმენები ავრცელებენ, ხელმომწერები ხაზს უსვამენ, მამუკა ხაზარაძის წვლილს, საქართველოს განვითარებასა და საერთაშორისო ბიზნეს წრეებში ქვეყნის ცნობადობის გაზრდაში. "მამუკამ მთელი მისი ცხოვრება საქართველოს აღმშენებლობას მიუძღვნა. მისმა აშკარა ძალისხმევამ და წარმატებამ, გააუმჯობესა მრავალი ინდუსტრია, მათ შორის საბანკო სისტემა და მთელი ქვეყნის ეკონომიკა", - ნათქვამია წერილში.

ქაბულის ევაკუაციისას დაკარგული ბავშვი ოჯახს დაუბრუნდა

ქაბულის ევაკუაციის დროს დაკარგული ბავშვი ოჯახს დაუბრუნდა. BBC-ის ცნობით, ორი თვის სოჰაილ აჰმადი ამერიკელ ჯარისკაცს აეროპორტში, ქაოსური ევაკუაციისას, იმ დროს გადასცეს, როცა ავღანეთის დატოვებას უამრავი ადამიანი ცდილობდა და ჭყლეტის საფრთხე არსებობდა. ბავშვის მამა მირზა ალი აჰმადი, რომელიც აშშ-ის საელჩოში დაცვის თანამშრომელად მუშაობდა და დედა სურაია, სხვა 4 შვილთან ერად აშშ-ში საევაკუაციო ფრენით გადაიყვანეს. თვეების განმავლობაში არ იცოდნენ, სად იყო მათი მცირეწლოვანი შვილი. მას შემდეგ, რაც Reuters-მა ოჯახის მიერ სოჰაილის ძებნის შესახებ გამოაქვეყნა, ისტორიას ნათელი მოეფინა. მანამდე, სოჰაილი აეროპორტში ტაქსის მძღოლმა იპოვა, მარტო იყო და ტიროდა. ტაქსის მძღოლმა გადაწყვიტა, რომ ის თავის ოჯახთან წაეყვანა და შვილად გაეზარდა, რადგან მისი მშობლები ვერ იპოვა. მათ ჩვილს მუჰამედი დაარქვეს და ყველა ბავშვის სურათი Facebook-ზე გაავრცელეს. საბოლოოდ, ბავშვის ბაბუა ქაბულში გაემგზავრა, რათა მისი დაბრუნება ეთხოვა. თუმცა გადაცემაზე უარი უთხრეს. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ბავშვი ბაბუას დაუბრუნდა. აშშ-ში მყოფმა მშობლებმა შვილი ვიდეოჩართვის საშუალებით ნახეს.

30 წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა ყაზახეთის ეკონომიკაში $53,7 მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა

30 წლის განმავლობაში ამერიკულმა კომპანიებმა ყაზახეთის ეკონომიკაში $53,7 მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელეს. ეს არის 2021 წლის ივნისის მონაცემები, რომლებსაც Europetime გაეცნო. ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითად მიიჩნევა ენერგეტიკულ სფეროში პარტნიორობა, რომელიც Tengizchevroil-ის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ყაზახეთში 600-ზე მეტი ამერიკული კომპანია მუშაობს. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ყაზახეთის ცენტრალური ბანკის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყაზახეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარაგმა შეადგინა 166,4 მილიარდი აშშ დოლარი, მათ შორის 38 მილიარდი - აშშ-დან. „2021 წლის იანვარში AIFC-ი ყაზახეთის სახელით შეუერთდა ცენტრალური აზიის საინვესტიციო პარტნიორობას, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მიერ არის ინიცირებული“, - აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში. აქვე შეფასებულია საინვესტიციო კლიმატზე რეფორმების გავლენის მნიშვნელობა. „2020 წლის სექტემბერში პრეზიდენტმა თოყაევმა გამოაცხადა ახალი ეკონომიკური რეფორმის დღის წესრიგის შესახებ, რომელიც განხორციელების შემთხვევაში მიზნად ისახავს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას. მიუხედავად ინსტიტუციური და სასამართლო რეფორმებისა, კვლავ რჩება შეშფოთება კორუფციის, ბიუროკრატიის, თვითნებური კანონის აღსრულებისა და გარკვეულ რეგიონებში გამოცდილი მუშახელის შეზღუდული ხელმისაწვდომობის შესახებ“, - ვკითხულობთ ტექსტში. ყაზახეთმა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციები მოიზიდა. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ყაზახეთს შედარებით მიმზიდველ ადგილად მიიჩნევდნენ თავიანთი ოპერაციებისთვის და საერთაშორისო ფირმებმა იქ რეგიონული შტაბ-ბინებიც დააფუძნეს. შეერთებულმა შტატებმა და ყაზახეთმა ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებას 1994 წელს მოაწერეს ხელი.